IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საზაფხულო სკოლას ფიზიკაში, გია დვალის ლექციები
იმერელი
პოსტი Jul 16 2008, 06:35 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



თბილისში ჩამოდის ნიუ-ორკის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის პროფესორი, ჩვენი თანამემამულე გია დვალი. 28 ივლისიდან 5 აგვისტომდე (შაბათ-კვირის გარდა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი გამართავს საზაფხულო სკოლას ფიზიკაში. დასაწყისი 13:00 საათზე

დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა თუ როგორ შეიქმნა სამყარო. არსებობს მრავალი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ. ერთერთი მათგანია დიდი აფეთქების თეორია. ამ თეორიის მიხედვით სამყარო გაჩნდა დიდი აფეთქებით და დაიწყო გაფართოება. ეს გაფართოება გრძელდება დღესაც, მაგრამ სამყაროს შემდგომი განვითარების სცენარი დღესდღეობით უცნობია. გაფართოება უსასრულოდ გაგრძელდება და გალაქტიკები უსასრულო სივრცეში გაიფანტებიან, თუ რაღაც მომენტში გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით და … უკან დიდი აფეთქებისაკენ? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია სამყაროს საშუალო სიმკვრივე. აქ კი პრობლემები თავზე საყრელადაა: შავი ხვრელები, ფარული ანუ ბნელი მატერია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს სამყაროს სიმკვრივე, და სხვა. ფიზიკოსებს სჭირდებათ უტყუარი ექსპერიმენტული დასაბუთება უაღრესად ნატიფი თანამედროვე თეორიებისა. სწორედ ამიტომაა მთელი მსოფლიოს ფიზიკოსების ყურადღება მიმართული ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრისკენ(ცერნი) , სადაც მსოფლიოში უდიდეს ამაჩქარებელზე ეპოქალური ექსპერიმენტებია დაგეგმილი. ჰიგსის ბოზონების აღმოჩენა, კვარკებისა და ლეპტონების იშვიათი დაშლების დამზერა, შავი ხვრელების გენერირება ლაბორატორიაში, დამატებითი განზომილების თეორიის შემოწმება - ამ პრობლემებიდან თუნდაც ერთერთის გადაწყვეტა უდიდესი შენაძენი იქნება მეცნიერებისთვის. ძალზე სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ პროექტებში აქტიურად არის ჩართული ქართველ ფიზიკოსთა დიდი ჯგუფი.

პროფესორი გია დვალი არის ავტორი ერთერთი უაღრესად პოპულარული თანამედროვე თეორიისა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. გია დვალმა 1985 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1992 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა თბილისის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, შემდეგ ტრიესტში (იტალია) თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში. ამჟამად იგი ნიუ-ორკის უნივერსიტეტის და შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის პროფესორია.

საზაფხულო სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ ”პირველი პირიდან” მოისმინონ,თუ რა ხდება თანამედროვე ფიზიკის წინა ფრონტზე და რას უნდა მოველოდეთ ცერნის ახალ ამაჩქარებელზე.

მსურველები უნდა ჩაეწერონ ლექციებზე თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში. მისამართი: ილ.ჭავჭავაძის გამზ 3. თსუ II კორპუსი. ყოფილი ფიზიკის დეკანატი. ტელ: 22-44-32

პ.ს. გთხოვთ ეს ინფორმაცია გადასცეთ მათ, ვისაც აინტერესებს მეცნერება და კერძოდ ფიზიკა.

IPB-ს სურათი
ცერნის ამაჩქარებლი


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2008, 06:40 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იმერელი
რა საინტერესო ინფორმაციაა. მადლობა.
იმედია თბილისში ვიქნები და მოვახერხებ დასწრებას.

დაახლოებით 4-5 წლის წინ მახსოვს ტელევიზორში აშუქებდნენ, რომ გია დვალი დაჯილდოვდა პრემიით (ნობელი იყო ნეტა? unsure.gif )


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 16 2008, 06:47 PM
პოსტი #3


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(k@the @ Jul 16 2008, 08:40 AM) *




დაახლოებით 4-5 წლის წინ მახსოვს ტელევიზორში აშუქებდნენ, რომ გია დვალი დაჯილდოვდა პრემიით (ნობელი იყო ნეტა? unsure.gif )



ქეთ 2001 წელს მიიღო მაიკლ ბლუმბერგის(ნიუ იურკის მერის) დაწესებული ჯილდო, განსაკუთრებული მიღწევებისთვის, NYU ს პროფესორია, ბატონი d.p. იცნობს საკმაოდ ახლოს და ალბათ ის უკეთესად გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2008, 06:51 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ქეთუ
გაიხარე ქეთ. ალბათ მეც ეგ მახსოვს, ვიცი რო მოვუსმინე და დამაინტერესა მაშინ. კაი დრო გასულა smile.gif


იმერელი
ჩაწერა ალბათ იმათთვისაა სავალდებულო, ვისაც მერე რაიმე სერთიფიკატი უნდა?? ისე, რამოდენიმე ლექციის მოსასმენად თავისუფალი დასწრება არ იქნება?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Jul 16 2008, 06:55 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ციტატა(k@the @ Jul 16 2008, 06:51 PM) *

ქეთუ
გაიხარე ქეთ. ალბათ მეც ეგ მახსოვს, ვიცი რო მოვუსმინე და დამაინტერესა მაშინ. კაი დრო გასულა smile.gif
იმერელი
ჩაწერა ალბათ იმათთვისაა სავალდებულო, ვისაც მერე რაიმე სერთიფიკატი უნდა?? ისე, რამოდენიმე ლექციის მოსასმენად თავისუფალი დასწრება არ იქნება?


მართალია, ჩაწერა დაკავშირებულია სერთიფიკატებთან, მაგრამ თავისუფალ მსმენელად დასწრებაც არაა პრობლემა. უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი დაესწრება, რომ შესაბამისად მზად ვიყოთ აუდიტორიის მომზადების თვალსაზრისით. დაგვიკავშირდით, რათა უბრალოდ დავაფიქსიროთ მსმენელთა რაოდენობა.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2008, 07:05 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იმერელი
მადლობა. რამოდენიმე ლექციაზე ძალიან შევეცდები მოვიდე. განსაკუთრებით პირველი ლექცია, ალბათ ზოგადი მიმოხილვა იქნება საინტერესო, არაფიზიკოსისთვის შედარებით მარტივი გასაგები. smile.gif
თანაც ასეთი ადამიანის ლეციების მოსმენა, ისედაც საინტერესო უნდა იყოს სტუდენტობისთვის.
ალბათ იმასაც გვეტყვით, რომელ საათებზე იქნება და 28 ივლისიდან 10 აგვისტომდე რომელ დღეებში ლექციები...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2008, 10:39 PM
პოსტი #7


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(d.p @ Jul 16 2008, 07:58 PM) *

იმერელი
აუ დეკანი ვინარი ეგ ინფოც მომაწოდეთ რა : )))

თუ შაიძLება

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია ბ-ნი რამაზ ბოჭორიშვილი.
კარგი ადამიანია და მაგარი მათემატიკოსიც. rolleyes.gif მიმუშავია მასთან ერთად მოკლე დროის განმავლობაში და მის მეუღლე, ასევე მათემატიკოსთან ერთან უფრო დიდი ხნის განმავლობაში rolleyes.gif

გია დვალის ლექციას კი მართლაც მოვუსმენ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდება ჩემი თბილისში ყოფნისას smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 16 2008, 11:04 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(k@the @ Jul 16 2008, 10:39 PM) *

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია ბ-ნი რამაზ ბოჭორიშვილი.
კარგი ადამიანია და მაგარი მათემატიკოსიც. rolleyes.gif მიმუშავია მასთან ერთად მოკლე დროის განმავლობაში და მის მეუღლე, ასევე მათემატიკოსთან ერთან უფრო დიდი ხნის განმავლობაში rolleyes.gif



როგორი მათემატიკოსია არ ვიცი, მაგრამ მართლა კარგი ადამიანია ერთადაც გვიქეიფია, ვიღაც შვეიცარელი სტუმარი

ჰყავდა მაშინ, ციურიხის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რომელიც ჩიოდა სტუდენტებს მათემატიკა ნაკლებად

აინტერესებთ, ხოლო ვინც მას ამთავრებს, ისიც საბოლოოდ ბანკებში გარბისო biggrin.gif როგორც დავინახე, რაღაც მსგავსება ისე

საქართველოსთანაც არის მაგ მხრივ, იმ განსხვავეით, რომ აქ განურჩევლად იმისა მათემატიკოსი ხარ თუ ისტორიკოსი

თუ სხვა რაიმე პროფესიის მქონე ყველა მაინც ბანკში გარბის სამუშაოდ biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Jul 17 2008, 10:11 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ციტატა(k@the @ Jul 16 2008, 07:05 PM) *

იმერელი
მადლობა. რამოდენიმე ლექციაზე ძალიან შევეცდები მოვიდე. განსაკუთრებით პირველი ლექცია, ალბათ ზოგადი მიმოხილვა იქნება საინტერესო, არაფიზიკოსისთვის შედარებით მარტივი გასაგები. smile.gif
თანაც ასეთი ადამიანის ლეციების მოსმენა, ისედაც საინტერესო უნდა იყოს სტუდენტობისთვის.
ალბათ იმასაც გვეტყვით, რომელ საათებზე იქნება და 28 ივლისიდან 10 აგვისტომდე რომელ დღეებში ლექციები...


დაესწარით მის ლექციებს. არა მგონია, რომ გაუგებარი იყოს. სხვა რომ არაფერი, ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულისადმი ინტერესის ჩვენება ხომ მაინც შეგვეძლებაა. მისი ჯგუფი შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდეს, თუკი მის თეორია დადასურდება, ვინ იცის... smile.gif


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino kiwo
პოსტი Jul 17 2008, 11:48 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 19-June 08
წევრი № 5,123



გია დვალი . ბრწყინვალე ადამიანია. რამოდენიმეჯერ მინახავს. უბრალო და გასაგები ენით საუბრობს. ( ბევრს არ გავს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 17 2008, 01:37 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



nino kiwo
ციტატა
უბრალო და გასაგები ენით საუბრობს.


ალბათ რამდენადაც შესაძლებელია ფიზიკაზე "უბრალო" ენით ისაუბრო biggrin.gif

პ.ს. ჩემი რესპექტი ბატონ გიორგის ! მალაცი კოლეგი yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 17 2008, 10:34 PM
პოსტი #12


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ფიზიკა სკოლაში ძალიან მიყვარდა


პ.ს. :ვიტყუებიარდამიჯეროთსმაილი:


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი Jul 23 2008, 01:49 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



იმერელი
ციტატა
საზაფხულო სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ ”პირველი პირიდან” მოისმინონ,თუ რა ხდება თანამედროვე ფიზიკის წინა ფრონტზე და რას უნდა მოველოდეთ ცერნის ახალ ამაჩქარებელზე

მადლობა, ასეთი ინფორმაციისთვის. თუ მექნება დრო და ღვთის ნება იქნება, ვეცდები რომ წამოვიდე. smile.gif
შარშან ვესწრებოდი ამ კაცის საზაფხულო ლექციებს.


orthodox-georgia
ციტატა
ფიზიკა სკოლაში ძალიან მიყვარდაპ.ს. :ვიტყუებიარდამიჯეროთსმაილი:

ბარემ ნიჩურიტი გაგეკეთებინა biggrin.gif

ფიზიკა ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ ყველა როდი ხვდება ამას! smile.gif

k@the
მათემატიკოსი ხომ არ ხარ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 23 2008, 01:51 AM
პოსტი #14


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ლალი @ Jul 22 2008, 11:49 PM) *

k@the
მათემატიკოსი ხომ არ ხარ? smile.gif

ki.gif მე, კი მახსოვს ფიზიკოსი რომ ხარ biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი Jul 27 2008, 01:17 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



უნივერსიტიტეტის საიტზე რატომ არ წერია ინფორმაცია ამის შესახებ. ხვალ იწყება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Jul 28 2008, 11:00 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ციტატა(ლალი @ Jul 27 2008, 01:17 PM) *

უნივერსიტიტეტის საიტზე რატომ არ წერია ინფორმაცია ამის შესახებ. ხვალ იწყება?


მთავარ გვერდზეა განთავსებული და 4.07.2008 არის დათარიღებული. ლექციები დღეს იწყება და 5 აგვისტომდე გასტანს.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino kiwo
პოსტი Jul 28 2008, 11:08 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 19-June 08
წევრი № 5,123



[quote name='staywhite' date='Jul 17 2008, 06:37 PM' post='368590']
nino kiwo
ალბათ რამდენადაც შესაძლებელია ფიზიკაზე "უბრალო" ენით ისაუბრო biggrin.gif

სწორედ ეგაა საქმე. ფიზიკა გააგებინო ადამიანს რომელსაც არაფერი ესმის ფიზიკაში. მისი საუბრის შემდეგ კითხვებს არ დასვამ ამ კაცსს რა უნდაო. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი Jul 28 2008, 02:39 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



იმერელი
ციტატა
მთავარ გვერდზეა განთავსებული და 4.07.2008 არის დათარიღებული. ლექციები დღეს იწყება და 5 აგვისტომდე გასტანს.

მადლობა. დღეს ვეღარ მოვახერხე. ხვალიდან დავიწყებ. ხომ ისევ 13:00 საათზეა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Svet
პოსტი Jul 28 2008, 09:32 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 27-July 08
წევრი № 5,405



nino kiwo
ციტატა
სწორედ ეგაა საქმე. ფიზიკა გააგებინო ადამიანს რომელსაც არაფერი ესმის ფიზიკაში. მისი საუბრის შემდეგ კითხვებს არ დასვამ ამ კაცსს რა უნდაო.


ხო,მაგრამ ოდნავ რაღაც უნდა ესმოდეს ადამიანს, ისე აბა ტალღის სინუსოიდას რომ შეხედავს ის კი არ უნდა იფიქროს, დაკლაკნილი ვრცელდება ტალღები (ელექტრომაგნიტურს ვგულისხმობ) biggrin.gif

მაქ ეგ გამოცდილება რადარების და ანტირადარული მასკირების თემებში smile.gif


--------------------
Я свечу поставлю , может повезет
И при встрече с богом суд последний ждет,
Будет справедливый , да хвала ему!
На земле такого просто не найду...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი Jul 29 2008, 10:08 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



Svet
ციტატა
ხო,მაგრამ ოდნავ რაღაც უნდა ესმოდეს ადამიანს

გეთანხმები. მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება კოსმოლოგიასა და ელემენტარულ ნაწილაკებს.


ციტატა
ისე აბა ტალღის სინუსოიდას რომ შეხედავს ის კი არ უნდა იფიქროს, დაკლაკნილი ვრცელდება ტალღები

მაგრამ დამწყებს სხვანაირად ვერ აუხსნი, თუ ვთქვათ, ზღვის ტალღების ანალოგიას არ მოიყვან მაგალითისთვის. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 12:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი