სხვადასხვა რელიგიები, სალოცავები...., ემოციების გარეშე!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვადასხვა რელიგიები, სალოცავები...., ემოციების გარეშე!!! |
saria-giorgi |
Sep 12 2007, 12:44 PM
პოსტი
#281
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
saria-giorgi შენ წყევლი ვინმეს თუ სხვისი წყევლის ციტირებაა? სჯულის კანონს რო წაიკითხავ უარეს წყევლას ნახავ მწვალებლური აზროვნებებისა. როდესაც არ კითხულობს ადამიანი წმ.მამების კანონებს და ცდილობს ამავე დროს მწვალებელი გაამართლოს- თვითონაც ეშმაკის ლუკმაა. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
islam |
Sep 18 2007, 12:07 PM
პოსტი
#282
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 7-August 07 წევრი № 2,582 |
saria-giorgi შენ წყევლი ვინმეს თუ სხვისი წყევლის ციტირებაა? es citata vis ekutvnis გიორგი ლობჟანიძე: «ყურანი დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ქრისტიანი» 15:35 | 18/ 06/ 2007 თბილისი, 18 ივნისი /»ახალი ამბები-საქართველო», ნაზი ჟორჟოლიანი/. თბილისში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია «კავკასიურ სახლში» ყურანის თარგმნის ისტორიაში ორიგინალის ენიდან ქართულ ენაზე პირველი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. »ახალი ამბები - საქართველოს» კორესპოდენტს ამ თარგმანის ავტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მუსულმანთა წმინდა წიგნის თარგმნის სპეციფიკის შესახებ მოუთხრო. - როდის გაგიჩნდათ ყურანის თარგმნის იდეა? - ყურანის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მესამე კურსზე ყოფნისას დავიწყე. მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იყო ასეთი საგანი «ყურანის ენა», რომელმაც ძალიან დამაინტერესა. დავიწყე წმინდა წიგნის სურების თარგმნა. ეს პოეტური თარგმანი იყო. აღსანიშნავია, რომ ყურანი ორიგინალში უაღრესად პოეტური ტექსტია. მაგრამ ვინაიდან ქართულ ენაში დღემდე ყურანის ორიგინალიდან ბწკარედით თარგმანი არ არსებობდა, მივხვდი, რომ მოცემულ შემთხვევაში პოეტური თარგმანი დიდი ფუფუნება იქნებოდა და სიტყვასიტყვით, ფილოლოგიურ თარგმნას შევუდექი. - რამდენი წელი მუშაობდით თარგმანზე? - საერთო ჯამში, თარგმანზე 12 წელი დამჭირდა. დასაწყისში ეს უფრო გატაცება იყო, ვთარგმნიდი მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მე სხვადასხვა ადგილებზე მიწევდა მუშაობა და ამიტომ საყვარელი საქმიანობისთვის მრჩებოდა მხოლოდ საღამო და ღამის საათები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ყურანს ვთარგმნიდი. ოთხი წლის წინ ნაირა გელაშვილმა, ცნობილმა მწერალმა და ორგანიზაცია «კავკასიური სახლის» ხელმძღვანელმა მოამზადა პროექტი «ყურანის თარგმანი და მისი კომენტარები» და «კავკასიური სახლის» პარტნიორს - საქველმოქმედო ფონდ «ჰორიზონტს» ამ წიგნის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ეს ფონდი დათანხმდა პროექტის დაფინანსებაზე და ამის შედეგად მომეცა თარგმანის დასრულების შესაძლებლობა. - რა იყო თარგმნისას ყველაზე უფრო რთული? - ყურანი თარგმნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთული ტექსტია. თუმცა ყველაზე უფრო რთული, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, აღმოჩნდა ნათარგმნის სტილისტიკის განსაზღვრა და ქართულ ენაში იმ შესატყვისი ტერმინების მოძებნა, რომლებიც გამოყენებულია ყურანში. წმინდა წიგნში არსებობს სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამ ტერმინოლოგიის შექმნა მე თვითონ მომიწია ქართული გრამატიკის კანონების მიხედვით. - ვინ გიწევდათ კონსულტაციებს თარგმნის დროს? - მე სამი წელი ვსწავლობდი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე. იქ მუშაობენ ცნობილი თეოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ყურანს ასწავლიან. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხმარებოდნენ ისლამის სპეციალისტები. აჭარაში მცხოვრები მუსულმანები კი მუშაობის პროცესში შენიშვნებს და კომენტარებს მიკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი თარგმანი, რომელსაც შეიძლება აკადემიური ეწოდოს. - რას წარმოადგენს ყურანის კომენტარები? - კომენტარები მე თვითონ გავუკეთე მუსულმან ღვთისმეტყველთა შრომებზე დაყრდნობით. მე ვითვალისწინებდი ქართველი მკითხველი ინტერესებს და კომენტარს ვუკეთებდი იმას, რაც აუცილებელია ტექსტის გასაგებად. - რა მიზანს ისახავდით ყურანის თარგმნისას? - მთავარი ამოცანა დაკავშირებული იყო კულტურასთან. ყურანში ლაპარაკია არამიწიერ ფასეულობებზე. ამიტომ ასეთი წიგნების თარგმანები ყველა ენაზე უნდა არსებობდეს. მაგალითად, რუსულ ენაზე ყურანი შვიდჯერ ითარგმნა. თარგმანის ასეთი რაოდენობა მკითხველს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს საგანზე და გაერკვეს მასში. დაახლოებით ასი წლის წინ ყურანი თარგმნილია ქართულ ენაზეც, მაგრამ არა არაბულიდან, არამედ ფრანგულიდან. ახლა საქართველოში არსებობს ყურანის ორიგინალიდან თარგმანიც. ყურანის სოციალურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არ არსებობს წმინდა წიგნის თარგმანი, მაშინ რელიგია ვრცელდება ზეპირად. ეს კი სოციუმისთვის ძალიან საშიშია, რადგან წმინდა კრებული მახინჯდება და რელიგიას არარსებული რამ მიეწერება. - იქონია თუ არა გავლენა ისლამის შესწავლამ თქვენზე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანზე? - რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია. ყურანი დამეხმარა უკეთესად შემეცნო ქრისტიანული რელიგია. ბიბლიაში მოცემული ბევრი მოვლენა და პირი აღწერილია ყურანშიც. რამდენიმე წლის წინ დისერტაცია დავიცავი თემაზე «იესო და მარიამი ყურანში». მუსლიმანთა წმინდა წიგნის თარგმნის დროს კონსულტაციები მქონდა საქართველოს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან. მათ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. აუცილებელია, რომ ამ ორმა დიდმა რელიგიამ ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მუსულმანებს საჩუქარი გავუკეთე მე - ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. - გარდა ყურანისა, კიდევ რომელი ნაწარმოები გაქვთ ნათარგმნი? - სპარსული ენიდან მე ვთარგმნე ზღაპრები, არაბი და სპარსი პოეტების ლექსები, ასევე შუა საუკუნეების არაბული პროზის შედევრი - დამრიგებლური მოთხრობების ცნობილი კრებული «ქილილა და დამანა». - როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახლა (ყურანის თარგმნის შემდეგ, შენიშ.) შემიძლია წყნარად მოვკვდე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი სანუკვარი ოცნებაა შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ღვთისმეტყველების - იბნ ალ-არაბისა და ალ-ფარაბის ნაშრომთა თარგმნა. 33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი. -0 |
ლილიანა |
Sep 18 2007, 12:15 PM
პოსტი
#283
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ერთმანეთის მიმართ კორეკტულები ვიყოთ !
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
კანონისტი |
Sep 18 2007, 12:22 PM
პოსტი
#284
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
islam
ამით რისი თქმა გინდოდა? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
Sep 18 2007, 12:26 PM
პოსტი
#285
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ციტატა 33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი. -0 უუუუნიჭიერესი ადამიანია და უჭკვიანესი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
m16 |
Sep 19 2007, 07:42 PM
პოსტი
#286
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
კაი რაიყო ვიხუმრე
აუ ჩაასწორე კიდეც მაგარი ხარ -------------------- :)
|
N.N |
Sep 20 2007, 12:35 AM
პოსტი
#287
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 14-February 07 წევრი № 1,071 |
მეჩეთში მე ვარ ნამყოფი, ოღონდ ქრისტიანი ვარ... უბრალოდ ჩემს არაბ სტუმარს გავყევი.... კედლები სულ ცისფრადაა შეღებილი, და ზედ თეთრი წარწერები აქვს არაბულად....
რომ წარმოვიდგინე რამდენი ხალხი დადის იქ, თან ყველა თავიანთ ხალიჩებზე, შემეშინდა... რთული დასანახია შახ-რეი ვახ-რეის დროს დამხობილი და დასსისხლიანებული ადამიანების ყურება ... შ ე მ ე შ ი ნ დ ა ........... იქ ჩემი ფეხიც არ იქნება...... |
saria-giorgi |
Sep 20 2007, 11:37 AM
პოსტი
#288
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
es citata vis ekutvnis გიორგი ლობჟანიძე: «ყურანი დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ქრისტიანი» 15:35 | 18/ 06/ 2007 თბილისი, 18 ივნისი /»ახალი ამბები-საქართველო», ნაზი ჟორჟოლიანი/. თბილისში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია «კავკასიურ სახლში» ყურანის თარგმნის ისტორიაში ორიგინალის ენიდან ქართულ ენაზე პირველი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. »ახალი ამბები - საქართველოს» კორესპოდენტს ამ თარგმანის ავტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მუსულმანთა წმინდა წიგნის თარგმნის სპეციფიკის შესახებ მოუთხრო. - როდის გაგიჩნდათ ყურანის თარგმნის იდეა? - ყურანის შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მესამე კურსზე ყოფნისას დავიწყე. მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იყო ასეთი საგანი «ყურანის ენა», რომელმაც ძალიან დამაინტერესა. დავიწყე წმინდა წიგნის სურების თარგმნა. ეს პოეტური თარგმანი იყო. აღსანიშნავია, რომ ყურანი ორიგინალში უაღრესად პოეტური ტექსტია. მაგრამ ვინაიდან ქართულ ენაში დღემდე ყურანის ორიგინალიდან ბწკარედით თარგმანი არ არსებობდა, მივხვდი, რომ მოცემულ შემთხვევაში პოეტური თარგმანი დიდი ფუფუნება იქნებოდა და სიტყვასიტყვით, ფილოლოგიურ თარგმნას შევუდექი. - რამდენი წელი მუშაობდით თარგმანზე? - საერთო ჯამში, თარგმანზე 12 წელი დამჭირდა. დასაწყისში ეს უფრო გატაცება იყო, ვთარგმნიდი მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მე სხვადასხვა ადგილებზე მიწევდა მუშაობა და ამიტომ საყვარელი საქმიანობისთვის მრჩებოდა მხოლოდ საღამო და ღამის საათები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ყურანს ვთარგმნიდი. ოთხი წლის წინ ნაირა გელაშვილმა, ცნობილმა მწერალმა და ორგანიზაცია «კავკასიური სახლის» ხელმძღვანელმა მოამზადა პროექტი «ყურანის თარგმანი და მისი კომენტარები» და «კავკასიური სახლის» პარტნიორს - საქველმოქმედო ფონდ «ჰორიზონტს» ამ წიგნის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ეს ფონდი დათანხმდა პროექტის დაფინანსებაზე და ამის შედეგად მომეცა თარგმანის დასრულების შესაძლებლობა. - რა იყო თარგმნისას ყველაზე უფრო რთული? - ყურანი თარგმნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთული ტექსტია. თუმცა ყველაზე უფრო რთული, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, აღმოჩნდა ნათარგმნის სტილისტიკის განსაზღვრა და ქართულ ენაში იმ შესატყვისი ტერმინების მოძებნა, რომლებიც გამოყენებულია ყურანში. წმინდა წიგნში არსებობს სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამ ტერმინოლოგიის შექმნა მე თვითონ მომიწია ქართული გრამატიკის კანონების მიხედვით. - ვინ გიწევდათ კონსულტაციებს თარგმნის დროს? - მე სამი წელი ვსწავლობდი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე. იქ მუშაობენ ცნობილი თეოლოგები, რომლებიც სტუდენტებს ყურანს ასწავლიან. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხმარებოდნენ ისლამის სპეციალისტები. აჭარაში მცხოვრები მუსულმანები კი მუშაობის პროცესში შენიშვნებს და კომენტარებს მიკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი თარგმანი, რომელსაც შეიძლება აკადემიური ეწოდოს. - რას წარმოადგენს ყურანის კომენტარები? - კომენტარები მე თვითონ გავუკეთე მუსულმან ღვთისმეტყველთა შრომებზე დაყრდნობით. მე ვითვალისწინებდი ქართველი მკითხველი ინტერესებს და კომენტარს ვუკეთებდი იმას, რაც აუცილებელია ტექსტის გასაგებად. - რა მიზანს ისახავდით ყურანის თარგმნისას? - მთავარი ამოცანა დაკავშირებული იყო კულტურასთან. ყურანში ლაპარაკია არამიწიერ ფასეულობებზე. ამიტომ ასეთი წიგნების თარგმანები ყველა ენაზე უნდა არსებობდეს. მაგალითად, რუსულ ენაზე ყურანი შვიდჯერ ითარგმნა. თარგმანის ასეთი რაოდენობა მკითხველს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს საგანზე და გაერკვეს მასში. დაახლოებით ასი წლის წინ ყურანი თარგმნილია ქართულ ენაზეც, მაგრამ არა არაბულიდან, არამედ ფრანგულიდან. ახლა საქართველოში არსებობს ყურანის ორიგინალიდან თარგმანიც. ყურანის სოციალურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არ არსებობს წმინდა წიგნის თარგმანი, მაშინ რელიგია ვრცელდება ზეპირად. ეს კი სოციუმისთვის ძალიან საშიშია, რადგან წმინდა კრებული მახინჯდება და რელიგიას არარსებული რამ მიეწერება. - იქონია თუ არა გავლენა ისლამის შესწავლამ თქვენზე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანზე? - რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია. ყურანი დამეხმარა უკეთესად შემეცნო ქრისტიანული რელიგია. ბიბლიაში მოცემული ბევრი მოვლენა და პირი აღწერილია ყურანშიც. რამდენიმე წლის წინ დისერტაცია დავიცავი თემაზე «იესო და მარიამი ყურანში». მუსლიმანთა წმინდა წიგნის თარგმნის დროს კონსულტაციები მქონდა საქართველოს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან. მათ ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. აუცილებელია, რომ ამ ორმა დიდმა რელიგიამ ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მუსულმანებს საჩუქარი გავუკეთე მე - ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. - გარდა ყურანისა, კიდევ რომელი ნაწარმოები გაქვთ ნათარგმნი? - სპარსული ენიდან მე ვთარგმნე ზღაპრები, არაბი და სპარსი პოეტების ლექსები, ასევე შუა საუკუნეების არაბული პროზის შედევრი - დამრიგებლური მოთხრობების ცნობილი კრებული «ქილილა და დამანა». - როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახლა (ყურანის თარგმნის შემდეგ, შენიშ.) შემიძლია წყნარად მოვკვდე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი სანუკვარი ოცნებაა შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ღვთისმეტყველების - იბნ ალ-არაბისა და ალ-ფარაბის ნაშრომთა თარგმნა. 33 წლის გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი «არაბული ენისა და არაბული ლიტერატურის» სპეციალობით. სამი წელი სწავლობდა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში «რელიგიისა და მისტიკის ისტორიის» სპეციალობაზე. ამჟამად გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის არაბულ ენასა და ლიტერატურას, ორგანიზაცია »კავკასიური სახლში» ხელმძღვანელობს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს და არის პროექტ «კავკასიის უნივერსიტეტის» ხელმძღვანელი. -0 რა კითხვას სვავთ? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
catherina_10 |
Sep 20 2007, 05:10 PM
პოსტი
#289
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
N.N
"შ ე მ ე შ ი ნ დ ა ........... იქ ჩემი ფეხიც აღარ იქნებაააააააააა...... " |
kato_Bato |
Sep 20 2007, 06:23 PM
პოსტი
#290
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
N.N
ციტატა რომ წარმოვიდგინე რამდენი ხალხი დადის იქ, თან ყველა თავიანთ ხალიჩებზე, შემეშინდა... რთული დასანახია შახ-რეი ვახ-რეის დროს დამხობილი და დასსისხლიანებული ადამიანების ყურება ... "შახ-სეი, ვახ-სეი" ქვია მაგას, მე როგორც ვიცი, ანუ "შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ" -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
N.N |
Sep 20 2007, 10:39 PM
პოსტი
#291
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 14-February 07 წევრი № 1,071 |
kato_Bato
ციტატა "შახ-სეი, ვახ-სეი" ქვია მაგას, მე როგორც ვიცი, ანუ "შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ" ხო, ვერ გავიხსენე ზუსტად რაც ერქვა... ის ჩემი არაბი სტუმარი ისე მიაყრიდა ხოლმე, რომ მასე მესმოდა saria-giorgi ციტატა რა კითხვას სვავთ? კითხვა არა მაგრამ კომენტარზე კი უარს არ ვიტყვი... უნიკალური ფაქტია როცა ქართველმა, თანაც მართლმადიდებელმა ამდენი იცის.... ყურანი არა მარტო რელიგიური არამედ სიბრძნის წიგნიცაა.. ასე რომ, მშურს მაგ ადამიანის (კარგი გაგებით), რადგან მეც მინდა არაბულის სწავლა თუმცა, დრო და ფულია საჭირო მაგისათვის..... თან არც ლიტერატურა არსებობს დამწყებთათვის.... მაგარი კაცია ძაან... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი