შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
Sotiris |
Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი
#361
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.
1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ. 2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია. ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც: ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან. ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც. შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით. აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია. აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა. ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ. ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა. ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად). კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან... ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს? სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865 შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას... რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა. ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი