«ძუელი დღეთა», ახალი აღთქმის ღმერთი ძველ აღთქმაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
«ძუელი დღეთა», ახალი აღთქმის ღმერთი ძველ აღთქმაში |
Otherguy |
Apr 23 2012, 08:42 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ესეიგი დანიელმა ნახა ძე ღმერთის ღვთაებრივი ბუნება ადამიანისათვის აღსაქმელი სახით (ძველი დღეთა) და ძე კაცისას მიყვანება ძველ დღეთასთან არის განკაცების მომენტი? მაგრამ ძე კაცისა ცალკე პიროვნებაა ტექსტში და ძუელი დღე ცალკე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ხახაბოელი |
Apr 23 2012, 12:50 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
Otherguy მამები, როგორ განმარტავენ არ ვიცი, რადგან არ წამიკითხავს, ამის შესახებ არაფერი, მხოლოდ აქ ვნახე, ამ თემაში. თუმცა მე როგორც გავიგე და მოვიაზრე ისე დავწერე. ძველ დღეთასთან ძე კაცისას მისვლა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთ პიროვნებასთან მეორის მისვლაა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთაებრივ ბუნებასთან ადამიანის ბუნების შეერთების მომენტია ნაჩვენები, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოცხადებაა და არა ზუსტი ასახვა იმისა რაც მოხდა სინამდვილეში. ანუ თუ ღმერთი დანიელს აჩვენებდა გამოცხადებით განკაცებას სავსებით შესაძლებელია ეჩვენებინა ღმერთი და ზრდასრული კაცის ერთმანეთთან მისვლა, რაც სიმბოლური სახე შეიძლება იყოს განკაცებისა. რეალურად, როგორც მოხდა განკაცება, მის აღქმას დანიელი, ვერ შეძლებდა და ვერც გადმოსცემდა სიტყვით. ისევე, როგორც ძველი დღეთა არ არის სინამდვილეში ისეთი, როგორც დანიელმა იხილა.გამოცხადება პირდაპირ ვერ გაიგება, მასში ყოველთვის არის ჩადებული, რაღაც საიდუმლო, მაგალითად იოანეს გამოცხადება, როგორი გასაგებია ხო? რაც არის ნაჩვენები ზუსტად ისე არ მოხდება, ხო ესეა?ყველაფერი რაღაცას გულისხმობს და სიმბოლურია. |
აკაკი |
Apr 23 2012, 01:00 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
გარდა ამისა ჩვენ ვიცით, რომ "არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ )... (ინ. 6,46)
|
ხახაბოელი |
Apr 23 2012, 01:18 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
ხო მართალია ეგ სიტყვებიც ამას მოწმობს,რომ მამა ღმერთი არავის უხილავს, არც არავის გამოცხადებია როდისმე.როცა ძველ აღთქმაში ვინმე ესაუბრებოდა ღმერთს, ეს ყოველთვის ძე ღმერთი იყო, მამის თანამარადიული სიტყვა.
|
Otherguy |
Apr 23 2012, 09:13 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ხახაბოელი
ანუ ამბობ, რომ განკაცება გადმოცემულია სიმბოლურად ორი პიროვნების ერთმანეთთან დაახლოებით? ძალიან დიდი სიმბოლიზმია საჭირო მაგის მასე გასაგებად და თან ნესტორიანიზმშიც ვდგავთ ფეხს. მე პირადად ეგეთი ალეგორიული მიდგომა არ მიყვარს რადგან ვთვლი, რომ რყვნის კონტექსტსა და მასში გადმოცემულ აზრს. პირდაპირ უნდა გავიგოთ სიუჟეტი, ალეგორიულად კი კონკრეტული ფრაზა. სიუჟეტი 2 პიროვნებაზეა მანდ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
Apr 23 2012, 09:23 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მაგრამ ძე კაცისა ცალკე პიროვნებაა ტექსტში და ძუელი დღე ცალკე. გეთანხმებიიი . აუ რაზე საუბრობენ გადავირევი . ასეიგი ქრისტე წარდგა ქრისტეს წინაშე, ოღონდ კაცი ქრისტე წარსდგა, ანუ ეს არის წინასწარი ხილვა დანიელისა????? არადა პავლე მოციქული ებრაელთა წერილში კარგად განმარტავს თუ ვინ ვის წინაშე წარდგება . ებრაელთა 2: 9 ში საინტერესო რამეს წერს პავლე_ რადგან სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაჯილდოებულია იესო რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე ! აქ პავლე ციტირებს ფსალმუნებიდან სადაც ადამიანზეა საუბარი რომ_ ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზებზე და შენს ხელთა ნამოქმედარზე გააბატონე_ ეს აღსრულდა ქრისტეზე! ანუ მოხდა რა? იესო მკვდრეთით აღდგა სულიერად და სულიერმა ანუ განდიდებულმა იესომ მიიღო ჯილდო. აბა სხვანაირად ვინ მიიღო ჯილოდო? კაცმა იესომ? |
ხახაბოელი |
Apr 23 2012, 09:29 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
მე არ ვამბობ, რომ უეჭველად ეგრეა მეთქი, მამები ზუსტად როგორ განმარტავენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით როგორც გავიგე ასეა. ორი პიროვნება კი არ ერწყმის ერთურთს, არამედ ორი ბუნება ღმერთი და კაცი.ყველა გამოცხადება, რომელიც წინასწარმეტყველებს მომავალს ალეგორიულია, მაგის უარყოფა დიდი სისულელეა ჩემი აზრით.მაშ იოანეს გამოცხადებიდან რას ველოდოთ?გიგანტურ მხეცებს, საშინელ მფრინავ არსებებს?ქრისტე ხან კრავია, ხან ზეციური მხედართმთავარი, ხან ცეცხლი გამოდის იმის პირიდან და მახვილი ორლესული.პირდაპირ რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ მამა არავის უხილავს მისი ძის გარდა, აქ უფრო შეიძლება იყოს ალეგორია, თუ დანიელის გამოცხადებაში, სადაც განკაცების საიდუმლოს ეხება, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ მოიაზრებენ?
|
esre ars cheshmariteba |
Apr 23 2012, 09:39 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მე არ ვამბობ, რომ უეჭველად ეგრეა მეთქი, მამები ზუსტად როგორ განმარტავენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით როგორც გავიგე ასეა. ორი პიროვნება კი არ ერწყმის ერთურთს, არამედ ორი ბუნება ღმერთი და კაცი.ყველა გამოცხადება, რომელიც წინასწარმეტყველებს მომავალს ალეგორიულია, მაგის უარყოფა დიდი სისულელეა ჩემი აზრით.მაშ იოანეს გამოცხადებიდან რას ველოდოთ?გიგანტურ მხეცებს, საშინელ მფრინავ არსებებს?ქრისტე ხან კრავია, ხან ზეციური მხედართმთავარი, ხან ცეცხლი გამოდის იმის პირიდან და მახვილი ორლესული.პირდაპირ რაც უნდა გავიგოთ არის ის, რომ მამა არავის უხილავს მისი ძის გარდა, აქ უფრო შეიძლება იყოს ალეგორია, თუ დანიელის გამოცხადებაში, სადაც განკაცების საიდუმლოს ეხება, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ მოიაზრებენ? ერთი წუთი _ შენ მითხარი ბუნება რა არის და რა განსხვავებაა ღვთიურ ბუნებასა და ადამიანურ ბუნებას შორის? სრული კატეგორიულობით ვაცხადებ რომ _ ბუნება _ ეს სიტყვა შეთითხნილია და არავითარი ადამიანური ბუნება არ არსებობს! ა ბატონო აგერ ამიხსენი სრული ლოგიკით და თუ მართალი ხარ თავს დავხრი |
ხახაბოელი |
Apr 23 2012, 10:14 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
ალეგორიულად იცი რა არ გაიგება? რაც ძალიან აშკარად თქვა ქრისტემ: "და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას".მათე 16:18 "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ."მათე 28:20 თუ დედამიწაზე ერთი დღით მაინც აღარ იყო ქრისტეს ეკლესია, მაშ ტყუილი ყოფილა იესოს სიტყვები, თუ ყოველდღე უნდა ყოფილიყო მის ეკლესიასთან ქრისტე, მაშ როგორ გაიმარჯვა ბოროტმა მის ეკლესიაზე? თუ ქრისტე თავია ეკლესიის, თუ ეკლესია ქრისტეს სხეულია, როგორც მოციქულები ამბობენ, მაშ შეირყვნა იგი დროში? ქრისტეს სხეული დაეცა და დაინგრა? სახარებაში ბევრგან წერია,ისეთი რამ რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ქრისტეს ეკლესია მისი დაარსებიდან ქვეყნის აღსასრულამდე ურყევად იდგებოდა ფეხზე, ამის დანახვა ვისაც უნდა ნახავს სახარებაში.ვინ არის იმ უწყვეტი ხელდასხმის გამგრძელებელი, თუ არა ჩვენ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია? რომელთაც პირველი ეპისკოპოსებიდან დღემდე, ვიცით ეპისკოპოსთა მონაცვლეობა, თუ ვინ იყვნენ მოციქულთაგან დღემდე, რაც შეეხება ეკლესიის გაყოფას, ვისაც სიბრძნე აქვს მიხვდეს, ვინ დარჩა მოციქულთა გზის გამგრძელებლად.თუ ვინმე იტყვის, რომ არცერთიო მათ გადახედონ სახარებას და ნახონ, რომ აფსურდია დედამიწაზე ქრისტეს ეკლესია არ მდგარიყო შეურყეველ სვეტად.ამიტომაც წმინდა მამების განმარტებები მე ეჭვგარეშე ჭეშმარიტებად მიმაჩნია.ქრისტიანობის ისტორიას, რომ გაეცნობა ადამიანი, შეიძლება დაიბნეს და თქვას, ამდენი კრება იყო და ამდენი აზრთა სხვაობა, იქნებ დაიკარგა სწორი სწავლებაო, ზოგი ქრისტეს ღმერთად არ თვლიდა, ზოგი ხატებს არ აღიარებდა და ა.შ. მეც შემიჩნდა ესეთი აზრი, მაგრამ სახარებაში ბევრგან ვნახე, რომ ქრისტეს ეკლესია არ დაეცემოდა ამიტომაც გამარჯვებული აზრი სწორად მივიჩნიე, რადგან სულიწმინდა არ დაუშვებდა ბოროტების გამარჯვებას, ვინც დღემდე მოაღწია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულმა და დროში არ გაქრა, მათი სწავლება კი უფრო ღრმა გამოკვლევას საჭიროებდა,(კათოლიკობა, მონოფიზიტობა) ყველა გამოვიკვლიე გავიაზრე და მართლმადიდებლობა მივიჩნიე ზუსტად.
|
ხახაბოელი |
Apr 23 2012, 10:28 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba რაც უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ და აზრი აქვს? კაი მაინც გეტყვი. მეკითხები რა განსხვავებაა ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორისო. ღვთაებრივი ბუნება არის გარეშემოუწერელი, უნივთო, შეუდგენელი, დაუტევნელი, ყველგან მყოფი, დროისა და სივრცის მიღმიერი, ყოვლის შემძლე, მიუწვდომელი და ა.შ. ადამიანური ბუნება კი არის შედგენილი, რომელიც შედგება ასოებისაგან, ორგანოებისაგან და სულისაგან, ანუ ადამიანი არი ხრწნადი სხეულისა(ადამის ცოდვის დაცემის შედეგად) და უხრწნელი სულის ერთობა. ანუ ქრისტე, რომ განკაცდა მან მიიღო ადამიანური ბუნება, ხრწნადი სხეული და ადამიანური სული, ანუ ღმერთი შეუერთდა არა პიროვნებას, ვინმეს არამედ თავად მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ იესო ჩასახვის თანავე უკვე მეყსეულად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივი ბუნების გარეშე, არ უარსებია.ქრისტე დღესაც არის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეურწყმელი და განუყოფელი.
|
esre ars cheshmariteba |
Apr 24 2012, 09:32 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba რაც უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ და აზრი აქვს? კაი მაინც გეტყვი. მეკითხები რა განსხვავებაა ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორისო. ღვთაებრივი ბუნება არის გარეშემოუწერელი, უნივთო, შეუდგენელი, დაუტევნელი, ყველგან მყოფი, დროისა და სივრცის მიღმიერი, ყოვლის შემძლე, მიუწვდომელი და ა.შ. ადამიანური ბუნება კი არის შედგენილი, რომელიც შედგება ასოებისაგან, ორგანოებისაგან და სულისაგან, ანუ ადამიანი არი ხრწნადი სხეულისა(ადამის ცოდვის დაცემის შედეგად) და უხრწნელი სულის ერთობა. ანუ ქრისტე, რომ განკაცდა მან მიიღო ადამიანური ბუნება, ხრწნადი სხეული და ადამიანური სული, ანუ ღმერთი შეუერთდა არა პიროვნებას, ვინმეს არამედ თავად მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ იესო ჩასახვის თანავე უკვე მეყსეულად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივი ბუნების გარეშე, არ უარსებია.ქრისტე დღესაც არის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეურწყმელი და განუყოფელი. |
ხახაბოელი |
Apr 24 2012, 09:37 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba ჩემი პოსტი მოგინიშნია, ალბათ რაიმე უნდა დაგეწერა პასუხად, მაგრამ არაფერი წერია. |
esre ars cheshmariteba |
Apr 24 2012, 09:42 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba რაც უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ და აზრი აქვს? კაი მაინც გეტყვი. მეკითხები რა განსხვავებაა ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორისო. ღვთაებრივი ბუნება არის გარეშემოუწერელი, უნივთო, შეუდგენელი, დაუტევნელი, ყველგან მყოფი, დროისა და სივრცის მიღმიერი, ყოვლის შემძლე, მიუწვდომელი და ა.შ. ადამიანური ბუნება კი არის შედგენილი, რომელიც შედგება ასოებისაგან, ორგანოებისაგან და სულისაგან, ანუ ადამიანი არი ხრწნადი სხეულისა(ადამის ცოდვის დაცემის შედეგად) და უხრწნელი სულის ერთობა. ანუ ქრისტე, რომ განკაცდა მან მიიღო ადამიანური ბუნება, ხრწნადი სხეული და ადამიანური სული, ანუ ღმერთი შეუერთდა არა პიროვნებას, ვინმეს არამედ თავად მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ იესო ჩასახვის თანავე უკვე მეყსეულად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ იესოს, როგორც კაცს ღვთაებრივი ბუნების გარეშე, არ უარსებია.ქრისტე დღესაც არის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეურწყმელი და განუყოფელი. ადამიანური ბუნება მიიღო? თუ ხორცი შეისხა? მარტო ხორცს სულის გარეშე შეუძლია აზროვნება? თუ მე სული მაქვს მაშინ ის სრულყოფილი უნდა იყოს და არა ცოდვილი და თუ ცოდვილია მაშინ სწორედ სულით ვლინდება ჩემში პიროვნულობა ხომ ასე ასწავლის მართლმადიდებლობა? ხოდა იესოს დაბადებისას ხომ უნდა ქონოდა ის სული რაც ჩვეულებრივ ადამიანს გააჩნია? Dა თუ ასეთი სული არ ქონდა მაშინ მან ხორცი შეისხა და შესაბამისად ის უნდა ყოფილიყო ყოვლისმცოდნე ხომ ასეა? ესეიგი გამოვიდა რომ იესოს ადამიანური ნება არ ქონია _ ნებააა! ის იყო სრული ღმერთი და არა კაცი ასე გამოდის! და თუ არა მაშინ მოვექეცით ჩიხში _ რატომ? იმიტომ რომ საქმე გვაქვს აღრევასთან ანუ იესოში იყო ღვთაებრივი იესო რომელიც ზეცაშია და აგრეთვე სული იესო რომელიც მან მიიღო დაბადებისას როგორც კაცმა, ისევე როგორც მე მაქვს უკვდავი სული ხომ? ერთი ამაში გამარკვიე და მეტი არაფერი მინდა |
ხახაბოელი |
Apr 24 2012, 10:02 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba მარტო ხორცი არ შეუსხია სულის გარეშე, მარტო ხორცი, რომ შეესხა არ იქნებოდა სრული კაცი.ღმერთი ჩასახვის თანავე შეუერთდა ადამიანურ ბუნებას, სულს და სხეულს.ანუ იესო როგორც ღმერთი და როგორც კაცი ერთ პიროვნებად იქცა, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება შეურწყმელად და განუყოფლად მიიღო.იმიტომაც არის ქრისტე შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, რომ ის თავისი ღვთაებრივი ბუნებით ღვთის თანაარსია, ხოლო ადამიანური ბუნებით ჩვენი თანაარსი, ის არის ხიდი ღმერთსა და ქმნილებას შორის. ესეიგი განკაცებით ქრისტე არის ორ ბუნებოვანი ერთ ჰიპოსტასში.რომ გითხრა როგორ და რანაირად, ან აზრით მიწვდე, ეს შეუძლებელია, ანგელოზთაც არ ძალუძთ განკაცების საიდუმლოს წვდომა.
ვერ ვხვდები რომ ამბობ თუ სული მაქვსო ის უცოდველი უნდა იყოსო, ამას რის საფუძველზე ამბობ? ლოგიკით? არა სული უცოდველი არ არის, ადამიანის სულიც და სხეულიც დაზიანდა და ცოდვისაკენ მიიდრიკა, ადამის დაცემის შემდეგ.იესოს ჰქონდა ადამიანურიც და ღვთაებრივი ნებაც, მაგრამ ადამიანურ ნებას, ყოველთვის ღვთაებრივს უმორჩილებდა, ამავე დროს ყოვლის მცოდნეც იყო, როგორც აღნიშნე. |
esre ars cheshmariteba |
Apr 24 2012, 10:04 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba მარტო ხორცი არ შეუსხია სულის გარეშე, მარტო ხორცი, რომ შეესხა არ იქნებოდა სრული კაცი.ღმერთი ჩასახვის თანავე შეუერთდა ადამიანურ ბუნებას, სულს და სხეულს.ანუ იესო როგორც ღმერთი და როგორც კაცი ერთ პიროვნებად იქცა, ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება შეურწყმელად და განუყოფლად მიიღო.იმიტომაც არის ქრისტე შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, რომ ის თავისი ღვთაებრივი ბუნებით ღვთის თანაარსია, ხოლო ადამიანური ბუნებით ჩვენი თანაარსი, ის არის ხიდი ღმერთსა და ქმნილებას შორის. ესეიგი განკაცებით ქრისტე არის ორ ბუნებოვანი ერთ ჰიპოსტასში.რომ გითხრა როგორ და რანაირად, ან აზრით მიწვდე, ეს შეუძლებელია, ანგელოზთაც არ ძალუძთ განკაცების საიდუმლოს წვდომა. ხოდა ის სული სად წავიდა როცა იესო მოკვდა ის სული სად წავიდა რაც კაცს გააჩნია/? '?ესეიგი მივიღეთ ორი იესო! იოანეს 10 :17 იესო ბრძანებს მე ვდებ ჩემს სულს რათა კვლავ მივიღო იგი! რას დებს იესო და რა უნდა მიიღოს? აბა დაუკვირდი კარგად |
ხახაბოელი |
Apr 24 2012, 10:33 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba ზუსტად ამაშია საქმე, რომ მან თქვა ადამიანურ სულზე, მე ვდებო, ანუ მე ვწირავ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღოვო.ანუ ის მოკვდა როგორც ადამიანი და სულმაც დატოვა სხეული და იცი სად წავიდა იესოს სული? ჯოჯოხეთში და იქ მკვდრებს ახარა გამოხსნა.აი ნახე პეტრე რას ამბობს."რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი–უსამართლოთა გამო, რათა მოვეყვანეთ ღმერთთან;მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლიტაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც".(პირველი პეტრე, 3:18, 19)ნახე ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და ძველი აღთქმის მართლებს ახარებს რომ გამოიხსნა ისინი, მკვდრეტით აღდგომისას კი მართლები ავიდნენ ზეცად. იმ სამოთხეში სადაც ქრისტემ ავაზაკი შეიყვანა. იქ სადაც იყო ღარიბი ლაზარე, საპყრობილე კი ის ადგილია სადაც მდიდარმა აახილა თვალი.
შენ სვავ კიტხვას სად წავიდა ის ღვთაებრივი სულიო, ის ღვთაებრივი სული ყველგან იყო და არის და მუდამ ყველგან იქნება, ის ზეცადაც არის და ჯოჯოხეთშიც, თავისში ყველაფერს იტევს და ყველგან სრულად არის. |
esre ars cheshmariteba |
Apr 24 2012, 10:59 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba ზუსტად ამაშია საქმე, რომ მან თქვა ადამიანურ სულზე, მე ვდებო, ანუ მე ვწირავ ჩემს სულს, რომ კვლავ მივიღოვო.ანუ ის მოკვდა როგორც ადამიანი და სულმაც დატოვა სხეული და იცი სად წავიდა იესოს სული? ჯოჯოხეთში და იქ მკვდრებს ახარა გამოხსნა.აი ნახე პეტრე რას ამბობს."რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი–უსამართლოთა გამო, რათა მოვეყვანეთ ღმერთთან;მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლიტაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც".(პირველი პეტრე, 3:18, 19)ნახე ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და ძველი აღთქმის მართლებს ახარებს რომ გამოიხსნა ისინი, მკვდრეტით აღდგომისას კი მართლები ავიდნენ ზეცად. იმ სამოთხეში სადაც ქრისტემ ავაზაკი შეიყვანა. იქ სადაც იყო ღარიბი ლაზარე, საპყრობილე კი ის ადგილია სადაც მდიდარმა აახილა თვალი. შენ სვავ კიტხვას სად წავიდა ის ღვთაებრივი სულიო, ის ღვთაებრივი სული ყველგან იყო და არის და მუდამ ყველგან იქნება, ის ზეცადაც არის და ჯოჯოხეთშიც, თავისში ყველაფერს იტევს და ყველგან სრულად არის. არა როცა აღდგა იესო მერე მერე წავიდა და უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფ სულებს . აბა კარგად განიხილე 1 პეტრეს ეპისტოლე. მანამდე სანამ გაცოცხლდებოდა იესოს არაფერი გაუკეთებია რადგან ის მკვდარი იყო ანუ არ არსებობდა! თუ წმინდა წერილს არ იცნობ მაშინ შეცდომაში შეიძლება შეხვიდე |
ხახაბოელი |
Apr 25 2012, 07:44 AM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
ვფიქრობ შენ არ იცნობ სწორად წმინდა წერილს, მოკვდა ხორცითო და გაცოცხლდა სულითო რომ წერია ვერ ხვდები რაც იგულისხმება? ხორცით მკვდარი იყო და სულით კი ცოცხალი, ან მკვდრებს როგორ უქადაგა თუ ადამიანებს სული არ აქვთ? გახრწნილ ძვლებს უქადაგა?თუ დანახვა გინდა დაინახავ თუ თვალებს დახუჭავ ვერაფერს დაინახავ.
|
esre ars cheshmariteba |
Apr 25 2012, 07:20 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ვფიქრობ შენ არ იცნობ სწორად წმინდა წერილს, მოკვდა ხორცითო და გაცოცხლდა სულითო რომ წერია ვერ ხვდები რაც იგულისხმება? ხორცით მკვდარი იყო და სულით კი ცოცხალი, ან მკვდრებს როგორ უქადაგა თუ ადამიანებს სული არ აქვთ? გახრწნილ ძვლებს უქადაგა?თუ დანახვა გინდა დაინახავ თუ თვალებს დახუჭავ ვერაფერს დაინახავ. არა სულით ცოცხალი კი არა სულად გაცოცხლდა ანუ სულიერი სხეულით აღდგა იესო! ბერძნულში ხორცი და სული ერთმანეთთან დაპირისპირებულია და მიცემიტ ბრუნვაშია ანუ დატივუსშია! აქედან ჩანს რომ იესო გაცოცხლდა როგორც სულიერი ქმნილება და მერე ამ სულიერი სხეულით წავიდა და იქადაგა. თუ ასე არ არის მაშინ იესო არ გაცოცხლებულა. იცი რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? რატომ ამბობს პავლე _ თუკი ეფესოში ვებრძოდი ავ მხეცებს რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები არ აღდგებიან? 1 კორინთელთა 15 :32. თუ პავლეს სწამს რომ უკვდავი სული აქვს მაშინ უცნაურია მისთვის ასეთი სითყვები!!! სარგებელი როგორ არ ექნება თუ მისი უკვდავი სული დაჯილდოვდება უფლისგან სიცოცხლის გვირგვინით! მაგრამ არაა_-_ ბიბლია მკვდრეთით აღდგომას ასწავლის და არა სულის უკვდავებას . |
ხახაბოელი |
Apr 25 2012, 08:14 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba მე ბერძნული არ ვიცი და შესაბამისად არც ბერძნული ბიბლია მაქვს. რაც შეეხება სულიერ სხეულს ისედაც სულიერი სხეულით იყო სანამ ცოცხალი იყო და სიკვდილის მერეც სულიერი სხეულით აღდგა.შენ რას გულისხმობ სულიერ სხეულში არ ვიცი.მე მაინტერესებს შენ როგორ გესმის ჯოჯოხეთში ვინ იყვნენ, რა სახით და ვის უქადაგა იესომ? სულის სასუფეველში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯილდოს, რადგან მხოლოდ აღდგომის შემდეგ მოხდება ადამიანის სრულ პატივში დაბრუნება, რადგან ადამიანი სრული არ არის სულის გარეშე.თან ისიც არის, რომ თუ მკვდართა აღდგომა არ არის, მაშ ყველაფერი ამაო ყოფილა, არც ქრისტე აღმდგარა და ქრისტიანთა შრომაც ამაო გამოდის, ესეიგი კვლავ სამოთხის მიღმა რჩება ადამიანი, ამას გულისხმობს პავლეც, თუ სწავლება აღდგომაზე არასწორია და აღდგომა ტყუილია, მაშ სწავლება ქრისტეზეც არასწორია და ქრისტეც ტყუილია.თუ სული არ არის რატომ ითხოვს მდიდარი რომ ლაზარე აღდგეს, მივიდეს მის ძმებთან და უთხრას თუ რა ელით მათ თუ არ შეინანებენ, ვის ელაპარაკა იესო ფერისცვალებისას? მოსე და ელია საიდან მივიდნენ იქ?თუ პავლეს არ სჯერა სულის არსებობის მაშ რატომ ეჩქარება სიკვდილი და ქრისტესთან მისვლა? "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.'(ფილიპ.1:21,22,23,24) ".ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს."(2 კორ.5:4,5,8,9,10) "ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს".გალატ6:8)"და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა"(.1კორ.2:11)''თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის'.1თეს.5.23 ნახე ეს ადგილები და კარგად ჩაუკვირდი, თქვენი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. ძალიან გთხოვ პასუხი გამცე ვის ახარა ქრისტემ, სად და როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სულები, თუ გახრწნილი გვამები?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი