თანამედროვე თბილისი, ამბობენ, (გ)აშენდაო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე თბილისი, ამბობენ, (გ)აშენდაო... |
KAIROS |
Mar 26 2010, 03:54 AM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
საქმე რაშია ახლა...
სიახლეები ისეთ ძველ და პეწიან ქალაქში, როგორიც თბილისია, ყოველთვის უნდა იქნეს გატარებული ძალიან დიდი სიფრთხილით... რათქმაუნდა ერთგვარი რევოლუციური გადაწყვეტილებები, მაგალითად იგივე პარიზის სურათზე, ნახეთ ბოლოში, შავი ცათამბჯენი და ლონდონის ხედზე ე.წ. "ლონდონის თვალი" იგივე "დიდი ბორბალი" (ვერ ვიტან ტერმინს "ეშმაკის ბორბალი" , ვფიქრობ შესაცვლელია)... ასე რომ მე დღეს დავათვალიერე ფორუმ.გე -ზე ვნახე პროექტი რაც კეთდება გმირთა მოედანზე, და უფრო ვემხრობი და მომწონს, ვიდრე პირიქით... აუცილებელია ქალაქისათვის... რიყის ხიდის არაფერი ვიცი, ერთი ეგაა, რომ შემოდის თანამედროვეობა, იცვლება თბილისი, თავის დროზეც ასე იყო... ბერიამ რომ "ნაბერეჟნი" გააკეთა, ან უფრო ადრე ცარიზმის დროს შენობები აშენდა გოლოვინსკიზე და ა.შ. ცვლილებები უცილობლად იქნებდა და უნდა იყოს, საქმე იმაშია, რომ როგორები იქნება, აი ის საზიზღრობები, რაც ვაკეშია, როცა მეზობელი მეზობელთან ლამის ფანჯრიდან გადავიდეს ლუდის დასალევად და ეს მხოლოდ იმიტომ რომ პრესტიჟია ვაკეში ცხოვრება... და ის რაც კორპუსების ხროვაში ჩანს ცირკის უკან... ეს სამარცხვინოა და ადრეთუგვიან, მაგათ მოდიფიცირება არ აცდებათ. ასე რომ თბილისის შველა იწყება უბრალო საქციელიდან, რომ ქუჩაში ნაგავი არ დავყაროთ, რომ ავტობუსის გაჩერება არ დავამტვრიოთ, რომ ფხიზლად ვიყოთ და ქუდზე კაცი დადგეს ყოველთვის, როცა ისეთ სიმანხიჯეს აკეთებენ, რაც უკვე გააკეთეს... მოკლედ გიყვარდეს თბილისი ნიშნავს, ფიქრობდე მასზე... მე მაგალითად თბილისის ირგვლივ ბაღებს გავაშენდებდი, ყველა მიმართულებით, მარტო მთაწმიდაზე კი არა, ან ვაკის პარკში, სადაც შემოჭრილები არიან, არამედ ყველგან, სადაც დღეს ხრიოკი მოჩანს... დიიდი პარკი უნდა თბილისს, რომ ისუნთქოს, ლამაზი ადგილები უნდა... თბილისი თბილია, მაინც გადარჩება კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lingvo |
Mar 26 2010, 11:42 AM
პოსტი
#22
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ციტატა ასე რომ მე დღეს დავათვალიერე ფორუმ.გე -ზე ვნახე პროექტი რაც კეთდება გმირთა მოედანზე, და უფრო ვემხრობი და მომწონს, ვიდრე პირიქით... აუცილებელია ქალაქისათვის... ციტატა მარტო მთაწმიდაზე კი არა, ან ვაკის პარკში, სადაც შემოჭრილები არიან, ზუსტად მაგ გზის პროექტი გმირთა მოედანზე, შემოიჭრა მიზურში. როგორც ვიცი მზიურში ყოველგვარი მშეენებლობა კანონით იყო აკრძალული, მაგრამ მაინც გაყავთ გზა. იქ მოსეირნე ბავშვები რომ ისუნთქებენ გზაზე მიმავალი ავტომობილების გამონაბოლქვს ეს არაფერი... მაგ შეგნებამდე მემგონი დიდი ხნის შემდეგ მივალთ რომ ქალაქს "ფილტვები" ჭირდება. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მარიამი |
Mar 26 2010, 02:25 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ? როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს... რას აშენებენ არ ვიცი, მაგრამ საშინელი სიმახინჯე რომაა და მთელი ხედი რომ გააფუჭა (თან რა ხედი ) ფაქტია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Mar 27 2010, 12:16 AM
პოსტი
#24
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მოსეირნე ბავშვები რომ ისუნთქებენ გზაზე მიმავალი ავტომობილების გამონაბოლქვს ეს არაფერი ვიცი, ეგ მაგხელა პროექტის და ძალიან საჭირო და კარგი პროექტის ერთერთი ყველაზე დიდი მინუსია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო... ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს, რომშიც, ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/ და პარიზშიც, ვენაშიც, პრაღაშიც და ა.შ. ანუ მარტო ეს არაა მოტივი ყველაფერს ნეგატიურად უყურო. აი ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს? ხო, ეს ინფო თბილისის ხიდებზე http://www.newalliance.info/ge/society/76-...6-18-20-25.html აჰ, ვნახე შენდება ვირის ხიდი.. ეს ხიდი კომუნისტების დროს დაინგრა... მსგავსი ხიდი ქარვასლით, ყველაზე ცნობილი ევროპა-ამერიკაში რაც მე მინახავს და გამიგონია არის ფლორენციის "პონტე ვეკიო" ძველი ხიდი , თუმცა ეს სხვა სტილის ხიდია, ძველი ხიდის ანალოგია... მსგავსი ხიდები ბევრი მინახავს, საკითხი სხვა რამეშია, რამდენად მოუხდება იმ გარემოს... მოკლედ, სიახლეები ბევრია... ნგრევა არ იყოს უკეთესობის იმედით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
tamuna m |
Mar 27 2010, 12:19 AM
პოსტი
#25
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
KAIROS
ციტატა ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგია? თუ უბრალოდ გარდაუვალია? ციტატა ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს? ალბათ დეკორატიული დანიშნულების იქნება -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
terra |
Mar 27 2010, 12:40 AM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
აი ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს? ფეხით მოსიარულეთათვის. მარჯვენა სანაპიროდან - პარკში გადასასვლელად. ვიცი, ეგ მაგხელა პროექტის და ძალიან საჭირო და კარგი პროექტის ერთერთი ყველაზე დიდი მინუსია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო... ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს, რომშიც, ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/ და პარიზშიც, ვენაშიც, პრაღაშიც და ა.შ. ანუ მარტო ეს არაა მოტივი ყველაფერს ნეგატიურად უყურო. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან, ზოგი მაღლობზე და ზოგი გაშლილ ადგილზე მდებარეობს. ასე რომ, ვენტილაციის საკითხი, მეტნაკლებად, ბუნებრივად აქვთ მოწესრიგებული, თბილისისგან განსხვავებით, რომელიც ფაქტობრივად ქვაბში მდებარეობს. ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია და ფაქტობრივად - დანაშაული, რამდენიმე ასეული ხის მოჭრა, მით უმეტეს ჩვენი ეკოსტატუსის მდგომარეობაში. კატასტროფაა. უბრალოდ, მარტივი პრინციპით მოქმედებენ : სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. სანამ დერეხინა მანქანების უზომო შემოდინებას არ შეზღუდავენ სახელმწიფოში, ან რეალურ ტექდათვალიერებას არ დააწესებენ, ვერანაირი მსგავსი ნაგებობები ვერ მოემსახურება ქალაქში გზების განტვირთვას. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
KAIROS |
Mar 27 2010, 03:27 AM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ფეხით მოსიარულეთათვის. მარჯვენა სანაპიროდან - პარკში გადასასვლელად ეგ პროექტი იყო იაპონელი არქიტექტორისა, რომელიც აღარ იქნება, არამედ ის რაც ზემოთ არის, მგონი ასეა, მსგავსად გავიგე... რაც შეეხება ციტატა მით უმეტეს ჩვენი ეკოსტატუსის მდგომარეობაში. კატასტროფაა ეგ აშკარად პრობლემაა, მე ვერ ვამართლებ პარკის გაჩეხვას და გამოსავალის ძებნა სჯობდა ამას...ციტატა ეს იმას ნიშნავს, რომ კარგია? თუ უბრალოდ გარდაუვალია? არა, კარგი არაა... უბრალოდ იქ სადაც ხდებოდა, აუცილებელი იყო, ჩვენთან არ ვიცი... არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, ვფიქრობ ის რაც გმირთა მოედანზე ხდება, აუცილებელი იყო და ზედმეტი ამრეზით ყურება ყველაფერზე არ შეიძლება, თუმცა პარკის პრობლემა არის ნამდვილად. რაც შეეხება ხიდს, ესეც საჭირბოროტო რამეა... მოკლედ ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ამ თემის დასაწყისში დაყენებული პრობლემაა.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lingvo |
Mar 27 2010, 10:19 AM
პოსტი
#28
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ციტატა მოკლედ ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ამ თემის დასაწყისში დაყენებული პრობლემაა.. ქალაქის არქიტექტურის ლანდშაფტთან შეხამების და მსგავსი პრობლემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანია. რა უფრო მნიშნველოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობა თუ ახალშენები? ამიტომ ამ ახალშენების დაგეგმარება უნდა ეფუძვნებოდეს პირველ რიგში ეკოლოგიის საკითხებს. ნიუ-იორკში ხომ არის ცენტრალური პარკი, რომელსაც როგორც ვიცი არანაირი გზა არ კვეთავს და რათქმაუნდა აკრძალულია ყოველგვარი ტრანსპორტი. კვლევებით დადასტურდა, რომ თბილისში ონკო დაავადებების სიხშირის მატება პირდაპირ კავშირშია გამონაბოლქვის მავნე პროდუქტების ძალიან მაღალ კონცენტრაციასთან. თუ მცენარეული საფარის ნაცვლად გზები იქნება, როგორ გაიზრდება ჯანსაღი თაობა? პატრიარქის კურთხევაც ხომ არის, რომ დავრგოთ ხეები. მოკლედ ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება და ძალიან სამწუხაროა რომ ამ საკითხების გადაწყვეტა მარტივად და ზედაპიროლად ხდება... ეჰ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
KAIROS |
Mar 27 2010, 06:57 PM
პოსტი
#29
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნიუ-იორკში ხომ არის ცენტრალური პარკი, რომელსაც როგორც ვიცი არანაირი გზა არ კვეთავს და რათქმაუნდა აკრძალულია ყოველგვარი ტრანსპორტი არ კითხულობ ვახოს სიცოცხლე რასაც ვწერ? ციტატა სე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს ...ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/ თუმცა ვასწორებ,ავენიუ არა (იგი ვერტიკალურად გადის) არამედ დიდი 97-ე გადამკვეთი გზა... http://maps.google.it/maps?hl=it&q=new+yor...ved=0CA4Q8gEwAA გადის და თან როგორი, თუმცა ცენტრალ პარკი არის 340 ჰექტარი ... თბილისის წინაშე ორი პრობლემაა აუცილებელი გზების გაკეთება და ბუნების შენარჩუნება, დღეს პირველი იგებს, მეორეს შიგნით თუ არა (ადგილი არცაა) გარეთ და ყველა მეჩხერ ადგილას უნდა ვაზეიმებინოთ. აუცილებლად უნდა გაშენდეს თბილისის ირგვლივ დიდი ბაღები და პარკები. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 27 2010, 07:53 PM
პოსტი
#30
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოდი ბარემ შედარებას გავაკეთებ,
აი ეს ნიუ იორკის (ქვემო მანჰეტენი) ერთერთი აღმოსავლეთ ნაწილის კორპუსებია, ხედავთ რა ლამაზი არქიტექტურაა, რა სიმწვანეშია ჩაფლული ? და ახლა ნახეთ რა საშინელებაა დიდი დიღომის დასახლება, ხრიოკი, ხრიოკი , ხრიოკი... შემდეგ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ მსგავსი მშენებლობები მოხდეს ბუნების განაშენიანებასთან ერთად, როგორც ნიუ-იორკის სურათზეა ზემოთ; დიდი დიღომის ტერიტორიაზე გამწვანება მალევე უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება დიდ პარკებს, რომლებიც თბილისს სამი მხრიდან უნდა ერყას არის მთაწმიდის და ნარიყალას პარკი (გადაბმული), და ქვემოთ მონიშნული ადგილები , რომლებიც დღეს ან ნაკლებად ხეტყიანია ან ხრიოკია საერთოდ, ერთი ტბასთან და მეორე ზღვასთან. აი ასეთი ფილტევები შეიძლება დაუყენონ თბილისს, ხოლო ყოველ ახალ მშენებლობაზე აუცილებლად ბუნებაში უნდა ჩაჯდეს, და ლანდშაფტი არ დააზიანოს. გავამწვანოთ თბილისი-ით; კაიროსი! პ.ს. რაღაც საარჩევნო გამოსვლასავით გამომივიდა აფსუს, ვერ ვუსწერებ მერის არჩევნებს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lingvo |
Mar 27 2010, 08:05 PM
პოსტი
#31
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
KAIROS
ციტატა არ კითხულობ ვახოს სიცოცხლე რასაც ვწერ? როგორ ჩანს ზოგჯერ უყურადღებოდ და უნდა მაპატიო მოკლედ მოვაწყოთ აქციები თბილისის გასამწვანებლად კარგი იქნება... ნუთუ არ არსებობს თბილისის გამწვანების გეგმა... ან რამე ამდაგვარი... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
KAIROS |
Mar 27 2010, 08:21 PM
პოსტი
#32
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თბილისის გამწვანების გეგმა რაცხას კი ფათხურობენ ეს 2010 წლის ბიუჯეტში ქალაქის გამწვანების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებია: • ქალაქგამწვანებითი ღონისძიებები მიზანი: - ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესება. განსახორციელებელი ღონისძიებები: - ქალაქის ტერიტორიის მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა; - ფერდობების, ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა; - მაღალდეკორატიული მერქნიანი ხე-მცენარეების, ბუჩქების და ყვავილების შეძენა; - ხე-მცენარეების მავნებელ-დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა (გასხვლა, შეწამვლა); - ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე გაზონების მოწყობა (რულონი); - ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე მწვანე თარგებიდან სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენის მოშორება, მისი ნოყიერი და ყამირი ფენით შევსება; - რეკულტივატორებით ზრდასრული ხეების გადარგვა და მორწყვა; 36 - გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა, ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება და შემდგომი მოვლა-პატრონობა; - ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ქართული ბაღისა” და სარწყავი სისტემის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება; - ორთაჭალჰესიდან გულიას მოედნამდე სატრანსპორტო გზაზე შუა გამყოფ ზოლში სარწყავი სისტემის მოწყობა; - 300 არაგველების ბაღისა და მიმდებარე ფერდობების სარწყავი სისტემის მოწყობა; - ხეთაგუროვის ქუჩის და მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სკვერის სარწყავი სისტემის მოწყობა; - მოსკოვის გამზირის რეაბილიტაცია; - ყვავილების საათის მოწყობა ევროპის მოედანზე;- ქ. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვერტიკალური გამწვანების მოწყობა; - ხეების ფორმირება, მოჭრა; - ლონდონის სკვერის რეაბილიტაცია; - უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ტყეპარკის განაშენიანება; - სხვა ღონისძიებები.მოსალოდნელი შედეგი: - დედაქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; შეფასების კრიტერიუმები: - მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკოლოგიური გარემოს შექმნა. ლოტი #1 - ქ. თბილისში, ჯ. წურწუმიას ქ. #4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 242.900.00 ლარი. ლოტი #2 - ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. #16-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 69.800.00 ლარი. ლოტი #3 - ქ. თბილისში, მაჩაბელის ქ. #5-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 62.900.00 ლარი. ლოტი #4 - ქ. თბილისში, მუხიანის დასახლება IVბ მ/რ, #24 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 189.500.00 ლარი. ლოტი #5 - ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ, 1 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 07 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 90.200.00 ლარი. ლოტი #6 - ქ. თბილისში, გლდანი, “ა” მ/რ, #66 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 136.200.00 ლარი. ლოტი #7 - ქ. თბილისში, ზესტაფონის ქ. #19ა კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 57.600.00 ლარი. ლოტი #8 - ქ. თბილისში, თემქის დასახლება III მ/რ, I კვ, #22 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება _ 206.200.00 ლარი. ლოტი #9 - ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი #30/1 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 105.000.00 ლარი. ლოტი #10 - ქ. თბილისში, დიღმის მასივი, “ტექსელის” სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 1.114.800.00 ლარი. ლოტი #11 - ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. #12-ის მიმდებარედ არსებული დ.აბაშიძის სახელობის სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 47.000.00 ლარი. ლოტი #12 - ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქ. #38-40-ის მიმდებარედ არსებული კ. გამსახურდიას სახელობის სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 348.000.00 ლარი. ლოტი #13 - ქ. თბილისში, წულუკიძის და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 91.400.00 ლარი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lingvo |
Mar 27 2010, 08:27 PM
პოსტი
#33
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თბილისის გამწვანების მასშტაბური მაკეტი რომ იყოს კარგი იქნებოდა თვალსაჩინოებისთვის... (ვერსად მოვიძიე, შეიძლება არც არსებობს). ნამდვილად ჩამორჩება გამწვანება მშენებლობებს
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
tamuna m |
Mar 27 2010, 08:58 PM
პოსტი
#34
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
KAIROS
ციტატა ზედმეტი ამრეზით ყურება ყველაფერზე არ შეიძლება + ეს მეც ძალიან მაღიზიანებს! არ შეიძლება ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ნეტავ სანაპირო როდის მოხვდება გამწვანებაში? მდინარის ჰაერს კი ვსუნთქავ და... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ikanosi |
Mar 27 2010, 09:01 PM
პოსტი
#35
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
KAIROS
ფოთში არ არის მსგავსი სიკეთეები გათვალისწინებული? -------------------- ფარით ან ფარზე
|
KAIROS |
Mar 28 2010, 03:51 AM
პოსტი
#36
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ფოთში მაგდენი არ ვიცი, ჯერ თბილისს ვსწავლობ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
izi-bartki |
Mar 28 2010, 07:42 PM
პოსტი
#37
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აგვიყარეს ქუჩაზე ავტო ფარეხები უნდა გაგიმწვანოთო და გაგილამაზოთო სადარბაზოს წინო, ისე მაგათ რა ვუთხარი
ხომ იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ხეების დარგვაზე? 12 ხე უნდა დარგოსო,თვითოეულმა ადამიანმაო 12 მოციქულის სახელზეო მემგონი ზამთრის გამო დროებით შეჩერებულია ეს აქცია.ახლა დაგვითბა და მახსოვს რომ იყო საუბარი ფორუმის სახელობის ხეივანი გავაშენოთო აბაა სადაა ის ხალხი??ზემდგომ ორგანოებში რომ მუშაობს და შეგვპირდნენ გაგიგებთ სად შეიძლება გაშენებაო??? დავრგოთ ხეები და გავამწვანოთ თბილისი -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ქევანა |
Mar 29 2010, 05:07 PM
პოსტი
#38
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
თუ ყველაფერს ჭკუით გააკეთებენ, მაშინ მისასალმებელია ნებისმიერი ცვლილება
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მარიამი |
Mar 29 2010, 05:36 PM
პოსტი
#39
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნეტა ის ხიდი როდის აშენდება, მე რომ მცხეთისკენ გზას დამიმოკლებს?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ႲႭႡႰႠႬ |
Mar 29 2010, 07:10 PM
პოსტი
#40
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
"ქალაქი რომელსაც უყვარხარ" ეს ის ფრაზაა რომელიც ეხლა მოვისმინე კურიერის სიუჟეტში.
თბილისს ახლებურად "ფუთავენ" და მიდის მისი განახლება... თბილისს როგორ უნდა ვუყვარდე, როდესაც თბილისში და ჩემს ეგრედ წოდებულ ევროპულ ქალაქში ვერსად ვერ შევა ადამიანი რომელიც ეტლით გადაადგილდება, სადაც თითქმის არცერთ საჯარო დაწესებულებას და შენობას არ აქვს გათვალისწინებული ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ი - პანდუსი! სადაც გზებს აგებენ და იმაზე დიდ ბარძურს გიგებენ ვიდრე იყო. მომინდება ამ ქვეყნიდან წასვლა აბა რა იქნება! თუ ვინმე მეტყის რომ გათვალისწინებულია პანდუსი დიდად მოხარული დავრჩები. © forum.ge -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი