თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ბარბარობა და ლობიანი

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 19 2008, 03:52 PM

პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...

სულ მაინტერესებდა -

რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან...

ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე -
რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან -
და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ.
ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან -
ანუ მრგვალ ფორმასთან
- ანუ მზეს უკავშირდებოდა..

ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია
და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო..
cool.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Dec 19 2008, 03:54 PM

ბარბარობა და ლობიანი ჩემი აზრით ისეთივე კავშირშია როგოც შობა და ღორის ხორცი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 19 2008, 03:54 PM

tamara
მე მითხრეს, წმიდნა ბარბარეს უყვარდა ლობიანი და კიდე რაღაც ნიგვზიანიო biggrin.gif

:ილარიონას სტილში გაკეთებული კომენტარი: biggrin.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Dec 19 2008, 03:55 PM

ანუ არაფერი კავშირი არ უნდა ქონდეს.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 19 2008, 04:03 PM

მგონი უფრო ის უნდა იყოს, რომ წმ. ბარბარეს საქართველოში დიდ პატივს სცემდნენ და საზეიმო ტრაპეზითაც აღნიშნავდნენ მის ხსენებას. მარხვაში კიდევ ხაჭაპური და გოჭი არ შეიძლება და... biggrin.gif ჰოდა დარჩა ლობიანი rolleyes.gif ან მეორე ვერსია: წმ. ბარბარე ხომ ბავშვების მფარველია, ჰოდა მოგეხსენებათ ბავშვებს ლობიანები, ხაჭაპურები და ასეთი რამეები ძალიან უყვართ და ალბათ ლობიანებს უცხობდნენ ხოლმე მშობლები ამ დღესასწაულზე. და ტრადიციაში გადაიზარდა.

შენიშვნა მომავალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით: ორივე ვერსია ჩემი ნააზრევია და ეკლესიის სახელით არ ვლაპარაკობ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 19 2008, 05:18 PM

მარიამი

ციტატა
შენიშვნა მომავალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით: ორივე ვერსია ჩემი ნააზრევია და ეკლესიის სახელით არ ვლაპარაკობ

ააა biggrin.gif მაგარი ხარ მარი biggrin.gif kiss1.gif

tamara
ციტატა
რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან...

ამაზე გვქონდა საუბარი სამსახურში, აქ მინდოდა მეკითხა და გადამავიწყდა...

მეც მაინტერესებს, იქნებ ვინმემ იცოდეს ამ "ტრადიციასთან" დაკავშირებით რამე და განგვანათლოს

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 19 2008, 05:25 PM

ხაჭაპურის მერე ლობიანი მოდის, - ეგეც კავშირი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 19 2008, 05:50 PM

neo

ციტატა
ხაჭაპურის მერე ლობიანი მოდის, - ეგეც კავშირი

დაასკვნა რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2008, 05:59 PM

და სააღდგომოდ პასკა ეკლესიურად არის წესი? ეგ მგონი პასექის ქართული ვარიანტია.. ასეა?

და მგონი ეგეთ ვარიანტში იქნება ბარბარობასთან კავშირში ლობიანი...

ძალიან საინტერესო საკითხია...

მოძღვარს რომ ვკითხოთ?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 19 2008, 06:10 PM

ეს მეც მკითხეს და მაინტერესებს , არასდროს დავინტერესებულვარ unsure.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 19 2008, 09:12 PM

მოძღვარს როგორ ვკითხოთ?
აქ შემოვა?

პოსტის ავტორი: cheloo თარიღი: Dec 20 2008, 11:24 AM

ეჰ ძან დაგვიანებით კი გილოცავთ,

გილოცავთ მისი მეოხება არ მოგკლებოდეთ.

ციტატა(tamara @ Dec 19 2008, 10:12 PM) *

მოძღვარს როგორ ვკითხოთ?
აქ შემოვა?

დაუსვით კითხვებში მოძღვარს და ალბათ გიპასუხებთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 20 2008, 12:03 PM

ჩემი აზრით, როგორც აღნიშნეს უკვე, მხოლოდ სამარხვო "ნამცხვრის" ადგილს იკავებს ლობიანი, ანუ დღესასწაულზე რაღაცას აცხობენ და მარხვის გამო ლობიანი.

პასკას რაც შეეხება, ეგ რუსებსაც აქვთ, ასევე მე მინახავს იტალიური პასკები კათოლიკური აღდგომის დროს გამოდის გერმანიაში, ნამცხვრებივით იყიდება. იქნებ მათაც აქვთ ეს ტრადიცია. სერბეთში კი პასკა არ იციან.

საბოლოო ჯამში ეს ყოველივე ტრადიციაა უფრო, ვიდრე სავალდებულო რიტუალი.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 20 2008, 01:24 PM

ბარბარობას გამოცხობილი ლობიანი უკავშირდება არა წმინდა ბარბარეს,არამედ სულ სხვა წმინდანს,თუ არ ვცდები გრიგოლს(ოღონდ რომელ გრიგოლს არ მახსოვს),მას განსაკუთრებით უყვარდა ლობიანები,და მარხვაში თავის თავს ასე იზღუდავდა,არ მიირთმევდა იმას,რაც ყველაზე მეტად უყვარდა,გარდა ბარბარობისა,მხოლოდ ამ დღეს აცხობდნენ მონასტერში ლობიანებს და სულ ესაა,ეს ჩამოყალიბდა ლამაზ ტრადიციად wub.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 20 2008, 01:29 PM

inaina

ციტატა
ბარბარობას გამოცხობილი ლობიანი უკავშირდება არა წმინდა ბარბარეს,არამედ სულ სხვა წმინდანს,თუ არ ვცდები გრიგოლს(ოღონდ რომელ გრიგოლს არ მახსოვს),მას განსაკუთრებით უყვარდა ლობიანები,და მარხვაში თავის თავს ასე იზღუდავდა,არ მიირთმევდა იმას,რაც ყველაზე მეტად უყვარდა,გარდა ბარბარობისა,მხოლოდ ამ დღეს აცხობდნენ მონასტერში ლობიანებს და სულ ესაა,ეს ჩამოყალიბდა ლამაზ ტრადიციად

თემაში პირველი ნათელი პოსტი smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 20 2008, 01:33 PM

kato_Bato
kiss1.gif
შემდეგი ნათელი პოსტი დააზუსტებს ეს წმინდანი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველია თუ გრიგოლ ხანძთელი თუ სხვა tongue.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 20 2008, 01:38 PM

inaina

ციტატა
შემდეგი ნათელი პოსტი დააზუსტებს ეს წმინდანი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველია თუ გრიგოლ ხანძთელი თუ სხვა


არ ვიცი რამდენად ნათელი იქნება ჩემი პოსტი biggrin.gif მაგრამ 90% მახსოვს,რომ ეს მამა გაბრიელი იყოsmile.gif კიდევ შევეცდები გადავამოწმო.. ბარბარობას არ ვიცი,მასე თუ შვრებოდა,მაგარმ გამიგია, ლობიო ძალიან უყვარდა,და ამიტომ მარხვაში არ ჭამდაო..

შენ ზუსტად იცი,რომ გრიგოლზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 20 2008, 01:44 PM

სოფი
არა ვარ დარწმუნებული.შეიძლება მამა გაბრიელიცაა.რატომღაც გრიგოლი მახსოვს და თან ეს ტრადიცია მგონი მამა გაბრიელის დაბადებამდეც და იმაზე ადრეც არსებობდა,არა? smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 01:44 PM

ციტატა
ბარბარობას გამოცხობილი ლობიანი უკავშირდება არა წმინდა ბარბარეს,არამედ სულ სხვა წმინდანს,თუ არ ვცდები გრიგოლს(ოღონდ რომელ გრიგოლს არ მახსოვს),მას განსაკუთრებით უყვარდა ლობიანები,და მარხვაში თავის თავს ასე იზღუდავდა,არ მიირთმევდა იმას,რაც ყველაზე მეტად უყვარდა,გარდა ბარბარობისა,მხოლოდ ამ დღეს აცხობდნენ მონასტერში ლობიანებს და სულ ესაა,ეს ჩამოყალიბდა ლამაზ ტრადიციად

ციტატა
შემდეგი ნათელი პოსტი დააზუსტებს ეს წმინდანი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველია თუ გრიგოლ ხანძთელი თუ სხვა


Родина вида Phaseolus vulgaris — Южная Америка. В Европу фасоль была завезена в середине XVI века.

piqri.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 20 2008, 02:02 PM

თემო

ციტატა
ბარბარობა და ლობიანი ჩემი აზრით ისეთივე კავშირშია როგოც შობა და ღორის ხორცი

შობა კი არა აღდგომა.
ღორის ხორცი აღდგომასთან არის დაკავშირებული.
ამას ტავისი ისტორია გააჩნია და ის ბასილი დიდს უკავშირდება:
იყო დრო როდესაც ქრისტიანთა დეისკრეტიზაციის გამო იუდეველები ქრისტიანებად აჩვენებდნენ თავს და შემდეგ მათი უმსგავსო საქციელის გამო ლანძღავდნენ ქრისტიანებს. ეს ამბავი გაიგო ბასილი დიდმა და ამის გამო, როგორც კი აღდგომის დღესასწაულზე იხსნილებდა, უზარმაზარი ღორის თავს მოატანინებდა ხოლმე ტრაპეზზე და აიძულებდა ყველას ეჭამა. იუდეველს რომ ეჭამა, მაინც ეტყობოდა ხოლმე სახეზე biggrin.gif
ხოდა ასე არკვევდნენ ვინ იყო შეგზავნილი და ვინ არა.
არ ვიცი ლობიანს რა ისტორია უკავშირდება, მაგრამ რაღაც პრეისტორია მაგასაც ექნება. smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Dec 20 2008, 02:11 PM

ლობიანის ეს ისტორია არ ვიცოდი wub.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 20 2008, 03:13 PM

inaina

ციტატა
და თან ეს ტრადიცია მგონი მამა გაბრიელის დაბადებამდეც და იმაზე ადრეც არსებობდა,არა?


უი,ხო,მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ piqri.gif

ისე,ნეტა როდიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს fiqri.gif


staywhite
ციტატა
ანუ დღესასწაულზე რაღაცას აცხობენ და მარხვის გამო ლობიანი.


ნიკოლოზობას რო არაფერი ვიცით? fiqri.gif რაღა მაინც და მაინც მარტო ლობიანი.. სხვა სამარხვო საჭმლების გაკეთებაც ხო შეგვიძლია,მაგრამ არ გვაქვს ტრადიციად piqri.gif


ციტატა
Родина вида Phaseolus vulgaris — Южная Америка. В Европу фасоль была завезена в середине XVI века.


აქედან გამომდინარე,გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ხანძთელი უნდა გამოვრიცხოთ.


აი რას წავაწყდი ერთ ფორუმზე,რასაც პირველ პოსტში tamara ახსენებდა:

ძველ ქართულ პანთეონში არსებობდა ასეთი მზის ღვთაება - ბარბალე/ბარბარე - რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში სწამდათ და ეთაყვანებოდნენ.

ის იყო მზის ნაყოფიერების, დედური ძალის, ბუნების, სიცოცხლისა და ბედის მფარველი ღვთაება. ხალხში ცოცხლობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღეობას, მთელ წელს გაატარებდა ისე, ამიტომ "ბედობის" ჰიპოსტასიც შეერწყა მზის ამ ღვთაებას.

სვანებში ამ ღვთაებას ერქვა - ბარბლაში, ზანები - ბარბოლი.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები).

ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები..
არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა...


საოცარია, რომ წმინდა ბარბარეს დღე დაემთხვა წარმართულ მზის ღმერთ -ბარბალეს კულტს და სახელს. წმ. ბარბარე ხომ რეალურად არსებული ადამიანი იყო!
რა არის კიდევ იცი საინტერესო? წარმართული ბარბალეს დღე როდის იყო ხომ არაა ცნობილი? დეკემბერში?
ლობიანი რა შუაშია - ლობიო ხომ ევროპაში სულ რამდენიმე საუკუნეა რაც გაჩნდა - მგონი იგი ამერიკიდან ჩამოიტანეს როგორც კულტურა...


ბარბარობა წარმართულ საქართველოში ზუსტად დეკემბრის თვეში, ანუ წინასაახალწლოდ იმართებოდა... პრინციპში ეს იყო საახალწლო რიტუალი, რომელიც რამდენიმე დღით უსწრებდა ხოლმე მას...

რაც შეეხება ლობიანს, ვფიქრობ ეს ქრისტიანობის შემდეგ შემოვიდა, რადგან მოგეხსენებათ ამ დროს მარხვაა და ყველისა და ხორცეულისგან დამზადებული კერძები არ გამდგებოდა ქრისტიანული დოგმის მოხედვით, თორემ უწინ (სვანეთში მაგალითად) უფრო ხაჭაპური ცხვებოდა, პრინმციპში ასე იყო მთელ საქართველოშიც: მრგვალი ფორმის ცომეულის კერძები ცხვებოდა.
ვინაიდან ბარბარე იყო მზის ქალი ღვთაება და მისი ნიშანი იყო წრე, ის კვერი, ან ხაჭაპური, რომელიცმის სახელზე გამოცხვებოდა, აუცილებელი იყო ყოფილიყო ასევე მრგვალი ფორმის...


ხოდა,რა ვიცი აბა piqri.gif

არ მეგონა ასე თუ დამაინტერესებდითbiggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 20 2008, 04:55 PM

ციტატა
ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები,

ეგ მგონი ბარბარეს კი არა და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ ცხვებოდა a075.gif
ასევე ამ წმინდანის წვერებს განასახიერებს ჩიჩილაკი
ციტატა
საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები
ეგენი კი საკურთხზე ცხვება და გააჩნია ფორმის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა.
ჩემი აზრი უცვლელია,ყველაფერი რაც რამდენადმე ჩამოგავს წარმართულს,სულაც არა არის წარმართული და შესაძლოა უბრალოდ არ ვიცით,თორემ საერთოდ არ იყოს წარმართული ტრადიციებიდან,ან კიდევ,წარმართული გადმოაქრისტიანეს თავისებურად და ასეც დამკვიდრდა
smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 20 2008, 05:32 PM

მე მგონი უფრო მარხვის ამბავი უნდა იყოს ეგ... g.gif
(ბარბარობას და ლობიანებს ვგულისხმობ.)

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 20 2008, 06:32 PM

ციტატა
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები).

ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები..
არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა


100% -
მეც ასე ვიფიქრე -
წარმართულიდან მოდის ეს.

და საინტერესო კი ისაა, რომ დეკემბრის ბუნიობაზე -
22 დეკემბერს
იყო ბარბალის დღესასწაული.

ძალიან ბევრი წარმართული ტრადიცია შემორჩა საქართველოში -
და გადაინაცვლა შემდგომ ქრისტიანულ საქართველოში.

ერთმა ისტორიკოსმა თქვა -
ქართველები წარმართულ ხანაშიც კი ქრისტიანები იყვნენო..

არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს...

ასეა კიდევ ლაზები და წმ ლაზარე.
ანუ ქართველები ხომ იყვნენ ლაზები
და წმ ლაზარეს აღდგინება ხომ ქართულ ენის საიდუმლოსთანაა დაკავშირებული..

თუ არ ვცდები წარმართული გიორგიც არსებობდა წარმართულ საქართველოში..

ციტატა
ეგ მგონი ბარბარეს კი არა და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ ცხვებოდა

ლობიო არ იცოდნენ როცა წმ ბასილი ცხოვრობდა მაშინ..
სავარაუდოდ მრგვალი ფორმის კვერი უნდა ყოფილიყო-
და ვინაიდან დეკემბერში მარხვა იყო -
ყველის ან ხორცის ნაცვლად უკვე ქრისტიანულ საქართველოში მოგვიანებით დებდნენ ლობიოს.

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 06:42 PM

ციტატა
არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს...

მართალია, ამ ჩვეულებას ფესვები უფრო წარმართული აქვს. თან ბარბარობას რატომღაც ბედობასაც ეძახიან ზოგან, რაც წმ. ბარბარესთან დაკავშირებული ნამდვილად არ არის.

თვითონ ლობიანის გამოცხობის ტრადიციაც დღესდღეობით უფრო ხალხური ტრადიციაა, ვიდრე ქრისტიანული. ვფიქრობ, ლობიანი ქრისტიანობას არანაირად არ უკავშირდება.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2008, 06:43 PM

ციტატა
თვითონ ლობიანის გამოცხობის ტრადიციაც დღესდღეობით უფრო ხალხური ტრადიციაა, ვიდრე ქრისტიანული. ვფიქრობ, ლობიანი ქრისტიანობას არანაირად არ უკავშირდება.


ჰმ, ლობიო ჩვენი არსობისაო, ჰბრძანებს არმაზი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 06:49 PM

მნათე
ხელს ნუ მიშლი არაირონიული და არაცინიკური პოსტების წერაში gio.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 20 2008, 07:06 PM

tamara

ციტატა

ლობიო არ იცოდნენ როცა წმ ბასილი ცხოვრობდა მაშინ..
სავარაუდოდ მრგვალი ფორმის კვერი უნდა ყოფილიყო-
და ვინაიდან დეკემბერში მარხვა იყო -
ყველის ან ხორცის ნაცვლად უკვე ქრისტიანულ საქართველოში მოგვიანებით დებდნენ ლობიოს.

ესე იგი ბასილა მაშინ ყველით კეთდებოდა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 07:12 PM

კაიროსის პოსტის ნაწყვეტი გადმოვაკოპირე წარმართულ ბარბალესთან დაკავშირებით
smile.gif

ბარბალე
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი)
აქ ნახავთ სვანურ "ბარბალობის დალოცვებს"
http://svaneti.ru/forum/11-29-1
ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.
ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 20 2008, 07:21 PM

მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ თევზიც ამბავშია ამ დღეს. rolleyes.gif
ანუ-მ ა რ ხ ვ ა

პ. ს. ისე, მგონი მეკვლეობაზეც არის საუბარი და აი ეს... რა ვიცი... unsure.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 07:25 PM

ციტატა
მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ თევზიც ამბავშია ამ დღეს.


თევზი?
ბარბარობის დღესასწაული თევზით არ ახსნილებს

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 20 2008, 07:41 PM

თევზით ხსნილია ამ დროს (25 დეკემბრამდე)
უბრალოდ, როგორც ლობიანი ასევე თევზი ტრადიციაა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2008, 07:43 PM

ციტატა
ხელს ნუ მიშლი არაირონიული და არაცინიკური პოსტების წერაში


ეგეთები აქ ცოდვაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 07:48 PM

ციტატა
თევზით ხსნილია ამ დროს (25 დეკემბრამდე)უბრალოდ, როგორც ლობიანი ასევე თევზი ტრადიციაა

თევზით ხსნილია 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. ეს ბარბარობასთან არ არის დაკავშირებული, და არც ამ დღესასწაულის გამო არ არის ხსნილი. წელს მაგალითად ბარბარობა ოთხშაბათს დაემთხვა და ამიტომ თევზი არ იჭმეოდა.

თევზის და ლობიანის შედარება არასწორია. თევზით ხსნილი დღეები ტიპიკონით არის განსაზღვრული და შესაბამისად არის აღნიშნული საღვთისმსახურო წიგნებში, ხოდა აი ლობიანისა რა მოგახსენოთ smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 20 2008, 07:49 PM

არაფერი გასაგიჟებელი არაა იმაში, რომ რამე წარმართული ატრიბუტი მოხვდა ქრისტიანულ სამყაროში.
ასეთი რამ ხშირი მოვლენაა.
ბარბარობისას "ბედობაც" სავარაუდოდ წარმართულ ამბებს უკავშირდება.
მზის კულტი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების სიმბოლიკასთან
მზე იძლეავ სიცოცხლეს -
სიცოცხლე კი ნაყოფიერებასთანაა კავშირში.

ანუ მზე წარმართულ სამყაროში დედა ღვთაების განსახიერება იყო.
ანუ ადვილი წარმოსადგენია,
რომ ბედობა, გათხოვება და ა.შ
სწორედ ამას უკავშირდებოდეს..

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 07:58 PM

ციტატა
არაფერი გასაგიჟებელი არაა იმაში, რომ რამე წარმართული ატრიბუტი მოხვდა ქრისტიანულ სამყაროში.


არა, გასაგიჟებელი ნამდვილად არაა smile.gif
უბრალოდ წმ. ბარბარეთან რამენაირად ლობიანის დაკავშირება ზედმეტად ხელოვნური გამოდის.
იყოს ხალხური ტრადიცია, ვჭამოთ ლობიანები, მაგრამ არა იმიტომ რომ ბარბარესაც "უყვარდა"...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 20 2008, 08:01 PM

ხო და მეც მაგას ვიძახი, რომ არავითარ კავშირში არ არის.
უბრალოდ მარხვაში ლობიანი და თევზი მისრწებაა ( biggrin.gif ).
ბარბარობას ტრაპეზით აღნიშნავდნენ და ეს კერძები პოპულარულია.
(ჩემი აზრით)

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 20 2008, 08:14 PM

tamuna m


smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2008, 08:47 PM

ციტატა
უბრალოდ მარხვაში ლობიანი და თევზი მისრწებაა ( ).


უკაცრავად და, რატომ არის მისწრება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 20 2008, 10:22 PM

ციტატა(მნათე @ Dec 20 2008, 08:47 PM) *

უკაცრავად და, რატომ არის მისწრება? biggrin.gif


ხუმრობა იყო tongue.gif
თევზი-მაინც ხორცია
ლობიანი-ბევრი ითქვა.

პ. ს. ლობიანს იშვიათ გამონაკლისებში ვჭამ და ერთ-ერთ გამონაკლისი ბარბარობაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 08:48 PM

რა მაგის პასუხია და ლობიანი მომინდა rolleyes.gif



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 21 2008, 08:49 PM

tamuna m

ციტატა
ლობიანს იშვიათ გამონაკლისებში ვჭამ და ერთ-ერთ გამონაკლისი ბარბარობაა

არც ბარბარობას ვჭამ და იმედია არ მიწყენთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 08:51 PM

ციტატა(ნათია @ Dec 21 2008, 09:49 PM) *

tamuna m

არც ბარბარობას ვჭამ და იმედია არ მიწყენთ biggrin.gif

გნახავ ერთხელ ლობიანით ხელში ან კაი ქოთნის ლობიოსთან ერთათ. laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 21 2008, 08:52 PM

ბიძია თომა

ციტატა
გნახავ ერთხელ ლობიანით ხელში ან კაი ქოთნის ლობიოსთან ერთათ

ვერ მოესწრები მაგას biggrin.gif


პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 08:53 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Dec 21 2008, 07:51 PM) *

გნახავ ერთხელ ლობიანით ხელში ან კაი ქოთნის ლობიოსთან ერთათ. laugh.gif laugh.gif


რატო აღიზიანებ ჩემს სანერწყვე ჯირკვლებს,ყრმაწვილო?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 08:55 PM

ციტატა(S a l l y @ Dec 21 2008, 09:53 PM) *

რატო აღიზიანებ ჩემს სანერწყვე ჯირკვლებს,ყრმაწვილო?! biggrin.gif

უფ გოგო კაი ქოთნისლობიო კაი წნილი ერთი ჭიქა სუფთა საფერავი ჭადი რა სჯობია მაგას მოიცა რა თან თუ თბილათ ბუხართან ზიხარ.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 08:55 PM

მაგას ქვია სიბოროტე! :D

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 21 2008, 08:56 PM

ბიძია თომა

ციტატა
ქოთნისლობიო კაი წნილი ერთი ჭიქა სუფთა საფერავი ჭადი რა სჯობია მაგას მოიცა რა თან თუ თბილათ ბუხართან ზიხარ.

მეპურმარილე თემურას სიცოცხლე! smile.gif

P.S. კაცური კაცი ხარ რომ ჩემი ძმასავით მიშისტი არ ხარ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 08:57 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Dec 21 2008, 07:55 PM) *

უფ გოგო კაი ქოთნისლობიო კაი წნილი ერთი ჭიქა სუფთა საფერავი ჭადი რა სჯობია მაგას მოიცა რა თან თუ თბილათ ბუხართან ზიხარ.


მაგას ქვია სიბოროტე! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 08:57 PM

ციტატა(S a l l y @ Dec 21 2008, 09:57 PM) *

მაგას ქვია სიბოროტე! biggrin.gif

რათა ქალო რათა? რო დაგპატიჯოთ შენდა ნათია ეგეთ სუფრაზე უარს მეტყვით?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 09:02 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Dec 21 2008, 07:57 PM) *

რათა ქალო რათა? რო დაგპატიჯოთ შენდა ნათია ეგეთ სუფრაზე უარს მეტყვით?


ნათიას არ ყვარებია ლობიო tongue.gif ნუ,მე ლობიოზე და მჭადზე უარს არასდროს ვამბობ..რა ვქნა კივის ჩემში იმერული გენები biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 09:04 PM

ციტატა(S a l l y @ Dec 21 2008, 10:02 PM) *

ნათიას არ ყვარებია ლობიო tongue.gif ნუ,მე ლობიოზე და მჭადზე უარს არასდროს ვამბობ..რა ვქნა კივის ჩემში იმერული გენები biggrin.gif

უფ ნათის სხვა რამეს მივართმევთ ასერომ ლობიო და ჭადი ჩემზეა კაი წნილთან ერთათ იმედია უარს არ იტყვით. biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 09:05 PM

ბიძია თომა
დედა,მსგავს შემოთავაზებაზე როდის მითქვია უარი biggrin.gif :საშინელიგემოთმოყვარე:

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 09:07 PM

ციტატა(S a l l y @ Dec 21 2008, 10:05 PM) *

ბიძია თომა
დედა,მსგავს შემოთავაზებაზე როდის მითქვია უარი biggrin.gif :საშინელიგემოთმოყვარე:

კაი ჩემო კარგო დაპატიჟება ძალაშია ასერომ მცხეთაში ვიხალისებთ ალბათ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 21 2008, 09:08 PM

ბიძია თომა

ციტატა
რათა ქალო რათა? რო დაგპატიჯოთ შენდა ნათია ეგეთ სუფრაზე უარს მეტყვით?

მჭადებზე და ლობიანებზე დასაპატიჟებელი ქალი ვარ მე? gio.gif biggrin.gif biggrin.gif

მაპატიეთ გაოფებააა, გავუზიაროთში გადმოდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 09:13 PM

ციტატა(ნათია @ Dec 21 2008, 10:08 PM) *

ბიძია თომა

მჭადებზე და ლობიანებზე დასაპატიჟებელი ქალი ვარ მე? gio.gif biggrin.gif biggrin.gif

მაპატიეთ გაოფებააა, გავუზიაროთში გადმოდით biggrin.gif

3 თვეა იქ არ დამიპოსტავს მეც მაპატიეთ.ეჰ მაშინ მარხვის მერე სნიკერსზე დაგპატიჟებ. laugh.gif laugh.gif მწვადის დიდი მოყვარულიც არ იქნები.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 21 2008, 09:27 PM

მცხეთაში ვიცი კაი სალობიე. ქოთნით მოგვიტანენ ლობიოს. თან მამა გაბრიელის საფლავიც ვნახოთ და სვეტიცხოველიც და ჯვარზეც ავიდეთ, არ გინდათ?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2008, 09:33 PM

ციტატა(აბე @ Dec 21 2008, 08:27 PM) *

მცხეთაში ვიცი კაი სალობიე. ქოთნით მოგვიტანენ ლობიოს. თან მამა გაბრიელის საფლავიც ვნახოთ და სვეტიცხოველიც და ჯვარზეც ავიდეთ, არ გინდათ?


მაგათი ქოთნის ლობიო უმაგრესია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Dec 21 2008, 09:35 PM

ციტატა(აბე @ Dec 21 2008, 10:27 PM) *

მცხეთაში ვიცი კაი სალობიე. ქოთნით მოგვიტანენ ლობიოს. თან მამა გაბრიელის საფლავიც ვნახოთ და სვეტიცხოველიც და ჯვარზეც ავიდეთ, არ გინდათ?

ლობიო რო მომინდება მანდ ჩავდივარ laugh.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 21 2008, 11:08 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Dec 21 2008, 08:55 PM) *

უფ გოგო კაი ქოთნისლობიო კაი წნილი ერთი ჭიქა სუფთა საფერავი ჭადი რა სჯობია მაგას მოიცა რა თან თუ თბილათ ბუხართან ზიხარ.


ლობიო ესე არასდროს მომდომებიაა laugh.gif


პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 22 2008, 08:36 PM

tamara

ციტატა
ერთმა ისტორიკოსმა თქვა -
ქართველები წარმართულ ხანაშიც კი ქრისტიანები იყვნენო..

არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს...


ამაზე გამახსენდა,იმ ფორუმიდან დაკოპირებისას გამოვტოვე ზოგიერთი რამ, ის ავიღე,რა თემაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი. ახლა ამასაც დაგიდებ:

მართლაც რომ საოცარი დამთხვევა იყო და არის ეს, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ქართული წარმართული აზროვნება იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს შობისა და შეიძლება ითქვას - არანაკლებ ახლოს იდგა მასთან, ვიდრე ძველ აღთქმაში მოცემული სამყარო...


ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები, რომელზეც წარმართობის დროსაც კი ჯვარს სახავდნენ ხოლმე ქართველები

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Dec 23 2008, 03:52 PM

ციტატა
მართლაც რომ საოცარი დამთხვევა იყო და არის ეს, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ქართული წარმართული აზროვნება იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს შობისა და შეიძლება ითქვას - არანაკლებ ახლოს იდგა მასთან, ვიდრე ძველ აღთქმაში მოცემული სამყარო...


fiqri.gif .... ისე სადაც მოგვებმა იცოდნენ და შორიეული ქვეყნებიდან მოვიდნენ? შეიძლება ჩვენებსაც ქონოდად გარკვეული ცოდნა.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 23 2008, 08:31 PM

ციტატა
ისე სადაც მოგვებმა იცოდნენ და შორიეული ქვეყნებიდან მოვიდნენ? შეიძლება ჩვენებსაც ქონოდად გარკვეული ცოდნა.

უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ხშირად ვაწყდები ჯვრის გამოსახულებას ქრიასტიანობამდელ საქართველოში -
და არა მარტო საქართველოში -
ქოთნებზე ხშირად ვხვდები ჯვარს..

ჯვრის ფორმა წარმართულ პროტოიბერიულ ტომებში მზის სიმბოლო იყო -
ხოლო მისი ერთ ერთი ვარიანტი კი ბორჯღალო.

IPB-ს სურათი




პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 23 2008, 08:50 PM

ჯვრის ერთ ერთი უძველ გამოსახულებას ვხვდებით ეგვიპტეში -

ანკხი -
ეს იყო თავისებური ჯვარი -
და ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ
ანკხი იყო სიმბოლო უკვდავების!!


Крест- анк
IPB-ს სურათი
Наиболее древний - так называемый "крест Анк": крест с петлей, изображения которого встречаются в гробницах египетских фараонов. Египтяне считали этот символ ключом в загробный мир. Если учесть, что жизнь "по ту сторону пирамиды" имела для египтян решающее значение и большая часть жизни "простого египетского фараона" была подчинена подготовке к смерти, то можно представить, какое значение имел в религии Древнего Египта крест Анк. Он заключал в себе идею бессмертия, соединял два знака: крест, символ жизни, и круг - вечности. Анк также символизировал союз Исиды и Осириса, земли и неба, объединение мужского и женского начал, служил обозначением мудрости.


აი საინტერესო ინფორმაცია ჯვარზე -


Универсальный символ, ведущий свое происхождение из наиболее древних времен. Это преимущественно космический символ. Крест - центр мира и, следовательно, точка сообщения между Небом и Землей и космическая ось, имеющая, символизм Космического Древа, горы, колонны, лестницы и т, д. Крест олицетворяет Древо Жизни и Древо Пропитания, а также универсального архетипического человека, способного к бесконечному и гармоничному расширению как в горизонтальном, так и в вертикальном планах. Линия вертикальная - небесная, духовная и интеллектуальная, позитивная, активная, мужская; горизонтальная является земной, рациональной, пассивной, отрицательной и женской. Крест как целое образует первоначального андрогина. Это заложенный в природе дуализм и единство противоположностей. Он олицетворяет духовное единство и интеграцию души человека в горизонтально-вертикальном аспекте, необходимом для полноты жизни. Крест - это фигура человека в полный рост; нисхождение духа в материю. Способоный к расширению в любом направлении, он означает вечную жизнь. Крест формируется четырьмя реками рая, проистекающими от корней Древа Жизни. Из его центра исходят четыре основные оси, и он четырехчастен в своем динамическом аспекте; четыре мировых элемента объединены в пятой центральной точке. Космическая ось проходит через точки Зенит и Надир; направление Север-Юг является осью солнцестояния, а Восток-Запад - осью равноденствия - Египетский крест анкх, соединяющий в себе мужской и женский символы, олицетворяет единство обоих полов, союз Неба и Земли, жизнь, бессмертие, вечную жизнь, жизнь, которая придет, время, которое настанет, скрытую мудрость, ключ к тайнам жизни и знаниям. Предполагается также, что анкх символизирует Древо Жизни: овал - это вечность, а расширение креста в длину и ширину - непреодолимое пространство. Возможно, что он символизирует также солнце, поднимающееся над горизонтом. Крест в круге означает подвижность солнца, колесо сансары и колесо фортуны. Христианская церковь построена так, что здание образует крест внутри круга церковного двора. (См. также круг). Крест и квадрате - китайский символ земли и стабильности. Крест с колесом в центре - чакра индусов, сила, величие, солярность. Крест, края которого расширяются к оконечностям, символизирует раскрытые крылья птцы, являющиеся эмблемой рыцарей Госпитальеров. Андреевский крест Окрест святого Андрея) - совершенство, число 10. Мальтийский крест символизирует четырех великих богов Ассирии: Ра, Ану, Белуса и Хеа. Эмблема рыцарей Мальты. Крест розы (пятилепестковый) - гармония, сердце, центр. Даосский крест - Древо Жизни, регенерация, скрытая мудрость, божественная сила и правление, жизнь предстоящая; молот богов грома, мститель, сокрушитель, боевой топор Тора. Двойной крест - , солярный символ Зевса как бога Небес; появляется также на буддийских ступах и сопровождает халдейских богов Неба и арийских божеств. Крест с рукой - древний талисман против злого глаза. Крест с полумесяцем: полумесяц - это лунная барка, женский воспринимающий элемент; крест - ось мачты и фаллический символ одновременно; вместе они олицетворяют союз мужского и женского, Неба и Земли. Ритуальный хлеб всегда помечается крестом. У африканцев (бушменов и готтентотов) крест символизирует божество, защиту в деторождении. В алхимии крест - природный порядок элементов, центральный пункт квинтэссенции. У американских индейцев крест - форма человека, дождь, звезды, огонь от дров, девственность, четыре стороны света и четыре ветра. Северный ветер самый сильный, холодный и всепобеждающий гигант, голова и интеллект. Восточный ветер - сердце, источник жизни и любви. Западный - нежный ветер из духовной страны, последними вздох и уход в неизвестное. Южный ветер - место огня и страсти, плавящий и пожирающий. Центром креста являются земля и человек, движимый противоборствующими силами богов и ветров. Масонский крест - это крест, вписанный в круг, означающий святое место и космический центр. Четыре измерения пространства в небесном круге символизируют тотальность, включающую в себя Великий Дух. Этот крест олицетворяет Космическое Древо, распространяющееся горизонтально над Землей и касающееся Небес через вертикальную центральную ось. В буддизме крест означает ось Колеса Закона и колеса сансары. У кельтов крест - фаллический символ, жизнь, плодородие. У китайцев крест в квадрате - символ земли, где круг означает Небеса. В христианстве крест - это спасение через жертву Христа, страдание, вера, искупление. Y-об-разный крест изображает руки Христа, распростертые на кресте, и поднятие рук (Псалмы, 141:2). Крест означает также принятие смерти или мучения и пожертвования. Крест святого Андрея изображает мученичество, страдание и унижение. Экклезиастические кресты с двумя перекладинами означают архиепископов и патриархов, а с тремя перекладинами - Папу. Крест наперстный означает юрисдикцию. В средневековом символизме крест Христа, по преданию, был сделан из дерева, взятого от Древа Познания и причины Грехопадения, которое, тем самым, стало орудием спасения. Это дерево изображают приносящим как плохие, так и хорошие плоды (также символизирующиеся плохими и добрыми ворами) на противоположных сторонах с Христом, подобным стволу всеобъединяющего Древа Жизни, как центральный крест на Голгофе. Две руки креста олицетворяют, кроме того, милость и суд. В христианском искусстве часто изображали Солнце и Луну по обеим сторонам креста, чтобы отобразить двойственность натуры Христа, представленой вертикальной (небесной) и горизонтальной (земной) осями креста. Зацветающий крест (cross botone), по предположению, означал набухание прутика Аарона и восстание Христа к деятельной жизни. В Египте крест (анкх) символизировал жизнь, союз, бессмертие, здоровье. Его держит богиня правды Маат. Он олицетворяет союз Изиды и Озириса. Тау-крест - это молот, мститель, сокрушитель. У гностиков крест символизирует равновесие совершенств. У греков крест изображался на брови Артемиды Эфесской. В еврейской Каббале шестилучевой крест означает шесть дней творения, шесть фаз времени и продолжительности мира. У индусов вертикаль креста - это раджас, расширение существования, саттвы или высшие небесные состояния; горизонталь - это тамас, нижние, более земные состояния. Крест ассоциируют со священным Гангом и с пересеченными палочками из огня, принадлежащими Агни. В исламе крест символизирует совершенное объединение всех состояний бытия как в ширину, так и по напряженности; горизонтальную и вертикальную экспансию, высшую идентифи- ^ кацию. У манихеев крест света символизирует страдания Христа, свет, который пронизывает всю природу, У маори - богиня Луны, общее благо. У майя тау-крест - Древо Жизни и Пропитания. У мексиканцев - Древо Жизни, четыре ветра и плодородие. Это символ Тлалоса и Кетцалькоатля. В платонизме крест - символ Творца, который расколол целый мир надвое, и положил две части одну поперек другой. У римлян крест олицетворяет кару за злодеяния. У скандинавов и тевтонов тау-крест - это молот Тора, олицетворяющий гром, молнию, бурю, дождь, плодородие, а также силу богов бури. В шумеро-семитской традиции вавилонский крест с неполной Луной возникает в связи с лунными божествами; ассирийский крест - это четыре направления, в которых светит солнце; крест-солнце носила только аристократия. В Финикии крест означал жизнь и здоровье. В Халдее крестом изображались шесть дней творения и шесть фаз времени и срока жизни мира

http://mirslovarei.com/content_sim/Krest-389.html

პოსტის ავტორი: K.KAXABERI თარიღი: Dec 24 2008, 12:25 PM

ციტატა(მარიამი @ Dec 19 2008, 04:03 PM) *

მგონი უფრო ის უნდა იყოს, რომ წმ. ბარბარეს საქართველოში დიდ პატივს სცემდნენ და საზეიმო ტრაპეზითაც აღნიშნავდნენ მის ხსენებას. მარხვაში კიდევ ხაჭაპური და გოჭი არ შეიძლება და... biggrin.gif ჰოდა დარჩა ლობიანი rolleyes.gif ან მეორე ვერსია: წმ. ბარბარე ხომ ბავშვების მფარველია, ჰოდა მოგეხსენებათ ბავშვებს ლობიანები, ხაჭაპურები და ასეთი რამეები ძალიან უყვართ და ალბათ ლობიანებს უცხობდნენ ხოლმე მშობლები ამ დღესასწაულზე. და ტრადიციაში გადაიზარდა.

შენიშვნა მომავალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით: ორივე ვერსია ჩემი ნააზრევია და ეკლესიის სახელით არ ვლაპარაკობ.



_______________________________________________________


გასაგებია თქვენი სიფრთხილე, მაგრამ პირველი ვერსია ჩვეულებრივია და არავითარი სპროვოკაციო

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 26 2008, 11:52 PM

ისე,ლობიანის გარდა,გოგრაც ხო იციან.
ნეტა ესეც იმ წარმართული დღესასწაულიდან ხომ არ მოდის? როგორ ფიქრობთ?

თან, როგორც მზე,გოგრაც ყვითელია და მრგვალი (ნუ თითქმის მრგვალი biggrin.gif )

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 27 2008, 12:49 AM

კიდევ ერთი საინტერესო სამუზეომო ექსპონატი მინდა გაჩვენოთ -
ვინაიდან ჯვრის ფორმაზე ჩამოვარდა საუბარი -

ეს უცნაური ფორმის ნივთი იპოვეს ანატოლიაში (იქ ქართველურ იტომები სახლობდნენ)
და ეკუთვნის ხათურ კულტურას -

IPB-ს სურათი

გაგხსენებთ, რომ ხათები არსებობდნენ ანატოლიაში 18 საუკუნემდე ჩვ წ -აღმდე.
ანუ ეს ნივთი თითქმის 4000 წლისაა
მე 18 საუკუნიდან( ჩვ წ აღმდე) -
მერე ხათები ხეთებმა დაიპყრეს
და იქ შეიქმნა ხეთების სამეფო.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 27 2008, 01:19 PM

tamara

ციტატა
ჯვრის ფორმა წარმართულ პროტოიბერიულ ტომებში მზის სიმბოლო იყო -
ხოლო მისი ერთ ერთი ვარიანტი კი ბორჯღალო.

ბორჯღალოზე განმარტებები თუ შეგიძლია,სიამოვნებით წავიკითხავ smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 27 2008, 08:07 PM

inaina
ბორჯღალო მზის სიმბოლოა
და წარმართულ ხანაში დაკავშირებული იყო მზის კულტთან..

მზის კულტი კი თავის მხრივ დედა ღვთაების კულტის სიმბოლიკა იყო...

ბორჯღალო და სვასტიკა ერთი და იგივეს აღმნიშვნელ სიმბოლოებია..

ბორჯღალა — ჯვრის ნაირსახეობა, სვასტიკის მრგვალმკლავა ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. გვხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასიაში. მათგან უძველესი კავკასიური ნიმუშებია (მტკვარ-არაქსის კულტურა, აგრეთვე შუმერული, ინდო და ირანულ-არიული, თრიალეთის კულტურა, ელამი და სხვა).
„ბორჯ“ ძველ ქართულად იგივეა, რაც — „ბურჯი“, „ფესვი“, ხოლო „ღალა“ ნიშნავს — „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალა არის სიტყვა-კომპოზიტი და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

სვასტიკის მსგავსად, ბორჯღალა კოსმიური ენერგიის, კეთილდღეობის, ნაყოფიერების სიმბოლოა, ის არის მზის ნიშანი, ღვთაებრივი ბორბალის სიმბოლო. მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ „მოძრაობის მარადისობას“, უკვდავებას, ძალაუფლებას

ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.

ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელის სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.

7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:

მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე

ბორჯღალა დღეს [რედაქტირება]
ბორჯღალა ისევ პოვებს საქართველოში დიდ გამოყენებეს.

ის გამოსახულია საქართველოს ეროვნული ვალუტა — ქართულ ლარზე და პასპორტზე

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90


წარმართული ბარბალის სახელი დაკავშირებულია სიტყვა ბორბალთან - ანუ იგივე ბორჯღალოსთან...



თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად გამაოცა სვეტიცხოვლის კედელზე ამ სვასტიკებმა და რვაფოთლიანმა ყვავილებმა...
IPB-ს სურათი


ეს კი ბორჯღალო - ასევე სვეტიცხოვლის კედელზე
IPB-ს სურათი


ეს კი ბაგრატის ტაძრის ბორჯღალოა
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 29 2008, 02:46 PM

tamara
სახლის აშენებას ვაპირებ და ახლა მივიღე გადაწყვეტილება,აივანს ხე და კედლის ქვა სიმეტრიულად დავტვირთო ამ საყვარელი ბორჯღალოებით.
მადლობა დადებული ინფოსთვის biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 30 2008, 01:15 AM

სხვათაშორის ბორჯღალოებს გამოსახავდნენ უძველესი დროიდან დედაბოძზე -

ეს დედაბოძი ახალგორის მუზეუმშია -

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 30 2008, 02:12 AM


tamara
სერბიაში ვარ ახლა და გადაცემას ვუყურე რუსულ კულტურაზე და იქ აჩვენეს, რუსებსაც ქონიათ ლობიანები smile.gif
ტქვეს არასარხვო პერიოდში ძეხვს ვამატებთო, ანუ წვრილად დაჭრილ ძეხვს ურევენ ლობიანებს. და აუცილებლად წარმართობას და წარმართულ ბალბალეს თუ ეხება ბარბარობის ლობიანი , გამოდის რუსებიც ამ მოტივით აკეთებენ ლობიანებს? თუ ჩვენგან გადაიღეს ურალში? smile.gif

პ.ს მე გავაკეთე აქ ბარბარობაზე ლობიანი smile.gif ზაფხულში კი ჩემი რეცეპტით აკეთებს დედამთილი და ყანაში მიაქვს, სამუშაოდ რომ მიდის .

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 30 2008, 02:14 AM

არ ვიცი ურალში ბარბალი როგორ მოხვდა.
ბარბალე ნამდვილად ქართულია-
ვინაიდან სიტყვა ბარბალი - ბორბალი -
ქართული ძირის მქონეა.
რუსულად კოლესოა -
ისე რა ჰქვია სახელი რუსულ ლობიანებს?


ალბათ ჩვენგან წაიღეს - მარა როდის?...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 31 2010, 11:02 PM

ქართული წარმართული ღვთაების ბარბალის პატივსაცემად საქართველოში ცხვებოდა ყველიანი და კვერცხიანი კვერები (დაახლოებით ხაჭაპური)
ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ქონდა...

როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა
შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე სენარჩუნებით
თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა
შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო ლობიო

არც კი ვიცი კიდევ რა შეიძლებოდა გამოეყენებინა ქართველ ადამიანს იმ დროში სამახო ფარშად... smile.gif
ასე გახდა ლობიანი ბარბარობის აღსანიშნავი აუცილებელი ატრიბუტი

პ.ს. არსად ბარბარობას არ კეთდება ლობიანები საქართველოს გარდა
არსად ბარბარე არ მიიჩნევა ბავშვების მფარველ წმინდანად საქართველოს გარდა
საქმე იმაშია რომ ბარბალი იყო კერიის მფარველი ცეცხლის ღვთაება და ბავშვების მფარველობასაც მას ავედრებდნენ ჩვენი წარმართი წინაპრები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:27 AM

"წმინდა ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, რომ განკითხვის დღეს ცხონდეს განკითხვის გარეშე, ანუ პირდაპირ ცხონდეს".

/კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებული X საუკუნის "წმინდა ბარბარეს ცხოვრების" მიხედვით/



"და კიდევ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია მათ მიმართ, ვინც მისი სახელით შესთხოვს უფალს, რომ მის ოჯახზე გადმოვიდეს აბრაამის კურთხევა, ანუ ის ლოცვა, რითაც დალოცა აბრაამი და სარა წმინდა სამებამ.

წმინდა ბარბარე ამიტომ ითვლება ოჯახის მფარველად, რომ თურმე მისი მეოხებით აბრაამის კურთხევა გადმოდის ოჯახზე და შესაბამისად ბავშვების მფარველიც ამიტომ არის, რომ ამ კურთხევაში შვილიერება იგულისხმება.

ამიტომ წმინდა ბარბარეს მეოხება კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 01:51 PM

"წმინდა ბარბარეს დაღვრილი წმინდა სისხლი ბევრი რამის მთქმელია. ვისაც უნდა რომ ეს გაიგოს, ის გაიგებს. უნდა მივებაძოთ მას, რათა მადლი მივიღოთ ღმერთისა. შევთხოვთ წმინდა ბარბარეს, რომ მეოხი იყოს ყველა ჩვენთაგანის და განსაკუთრებით ჩვენი ბავშვების"

"ბარბარეს წმინდა სული ჯანმრთელებს გვხდის".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2020, 01:06 PM

ბარბარობას გილოცავთ!!!! wub.gif წმინდა ბარბარემ დალოცოს ჩვენი შვილები და არ მოაკლოს მათ ჯანმრთელობა!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:27 PM

მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებით ტრაბახობდა… ყველაფერს ცდილობდა მონასტრის წევრებს მისთვისაც ღმერთივით ეცათ თაყვანი… რამდენჯერ ნივთებიც გაუტანია სახლიდან, რომ იქ მიეტანა და ამის გამო ვინმეს შეექო…
არც არავინ ეუბნებოდა, ესეც ვნება იყო, რასაც კეთილ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა…
ბარბარობისთვის სამი დღით ადრე შეუკვეთა საცხოვს ლობიანი…
მეზობლად ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობდა… ისე უჭირდათ, პურს მონაცვლეობით მეზობლები ყიდულობდნენ…
ბარბარობის წინა დღეს ,,ქველმოქმედს” მიადგა მრავალშვილიანი ოჯახის მამა, იქნებ რამით დაგვეხმარო, პატარები მშივრები მყავსო…
ისტერიკებით გაისტუმრა, სად მაქვს ამდენი, მე თავი დამანებე, სხვას მიადექიო…
შეიძლება იმ წამს მართლა ვერ დახმარებიდა თანხით, რადგან ავტომობილი ისე გაავსო პროდუქტით, თავად ძლივს ეტეოდა, რომ ბარბარობას მონასტერში სუფრა გაეშალა…
იცოდა, რომ წირვის ბოლოს ან მონასტრის წინამძღვარი შეაქებდა, ან დანარჩენი წევრები ცამდე აიყვანდნენ…
ბარბარობის დღეს მისი მეზობლის ბავშვი შიმშილისგან გულწასული სასწრაფოს ექიმებმა ძლივს მოაბრუნეს…
ჰო, ისევ პატარების მფარველმა ბარბარემ უშველა… აბა, მეზობელი როგორ დაეხმარებოდა, მონასტერში სამეფო სუფრა უნდა გაეშალა!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:57 PM

"შემდგომში უწმიდესმა [ეფრემ II] კიევში ვიზიტისას მოილოცა ტაძარი, სადაც ასვენია დიდმოწამე ბარბარე. ერთ-ერთი პირივნებისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერს: "მამეტანი გახარებული დავრჩი, ორჯერ თუ სამჯერ მოვეხვიე წმიდნა ბარბარეს უხრწნელ გვამს და ცრემლები დავაფრქვიე. ამ 10-15 წლის განმავლობაში არაფერი გამხარებია ისე, როგორც წმიდნა ბარბარეს ხილვა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)