IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და.....
Zukazuka314
პოსტი Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...

რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Zukazuka314
პოსტი Mar 13 2015, 09:18 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



ცეცხლის მდინარე
 

 ალექსანდრე კალომიროსი
 
 
პასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?
 
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო!
არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.
რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?
 
ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა.
და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე.
მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა.
თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე.
მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია.
დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა.
ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს.
ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” – ცილისმწამებელი.
 
 
II
 
მაგრამ რითი შეძლო ეშმაკმა ღმერთის შესახებ ასეთი სიცრუის გავრცელება? რა ხერხი გამოიყენა კაცობრიობის დასარწმუნებლად, რათა აემღვრია ადამიანთა აზროვნება?
მან ამისთვის თავად “ღვთისმეტყველება” და სასულიერო იერარქია გამოიყენა! მან ჯერ მცირე, თითქო უმნიშვნელო ცვლილებები და გადახრები შეატანინა ღვთისმეტყველებაში, მცირეოდენ ზნეობრივ კომპრომისებზე დაიყოლია იერარქია და შემდეგ, თანდათან სრულიად აცვლევინა სახე ქრისტიანობას, დაამკვიდრა სრულიად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აი ამას ჰქვია დასავლური ღვთისმეტყველება.
ოდესმე გიცდიათ ამოგეცნოთ დასავლური ღვთისმეტყველების დედა აზრი? მისი მთავარი დამახასიათებელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის განიხილავს ღმერთს როგორც ბოროტების ნამდვილ მიზეზს.
რა არის ბოროტება? განა არ არის ის განშორება ღვთისაგან, რომელიც თავად არის სიცოცხლე? განა ბოროტება სიკვდილი არ არის? “ბოროტება არის გაუცხოება ღვთისაგან” (წმ. ბასილი დიდი).  და რას ასწავლის დასავლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ? კათოლიკეებისა და პროტესტანტების სრულ უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ სიკვდილი არის სასჯელი ღვთისა. ღმერთმა დაადანაშაულა ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში და დასაჯა ისინი სიკვდილით, მოკვეთით, მათი განყენებით ცხოველსმყოფელი ენერგიებისგან, მათი მოკვლით ჯერ სულიერი, ხოლო შემდეგ ხორციელი სიკვდილით ანუ სულიერი შიმშილის მეშვეობით. დაბადებათა წიგნის ამ ეპიზოდს: “უკუეთუ იგემოთ ამა ხისა ნაყოფი, მოკუდებით სიკუდილით”. ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს: “უკუეთუ იგემოთ ამ ხის ნაყოფი, მე თქვენ მოგკლავთ. ”
ზოგიერთი პროტესტანტი თვლის, რომ სიკვდილი ღმერთის სასჯელი კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ განა თავად ღმერთი არ არის ყოველივე ბუნებრივის შემქმნელი? ასე რომ, ორივე შემთხვევაში, მათთვის სიკვდილის მიზეზი არის ღმერთი. და ეს ეხება არა მხოლოდ ხორციელ სიკვდილს, არამედ სულიერ სიკვდილსაც. განა არ ამბობენ დასავლეთში თეოლოგები, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარადიული სულიერი სიკვდილია, არის ღმერთის სასჯელი? და განა არ ამბობენ ისინი, რომ ეშმაკი არის ღმერთის მსახური რომელიც მარადიულად სტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში?
დასავლეთის “ღმერთი” არის შეურაცხყოფილი და გაბოროტებული ღმერთი, ღმერთი რომელიც სავსეა მრისხანებით ადამიანთა ურჩობის გამო, რომელსაც სურს რომ საუკუნოდ სტანჯოს მთელი კაცობრიობა მისი ცოდვების გამო, სანამ არ დაიკმაყოფილებს თავის შეურაცხყოფილ სიამაყეს.
რას ქადაგებენ დღეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? რომ თურმე ცხონება არის გადარჩენა ღვთის რისხვისაგან, და რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთის სასჯელი სადაც ეშმაკი, რომელიც სტანჯავს ადამიანებს, ღვთის ბრძანებას აღასრულებს. რომ ღმერთმა მოკლა ღმერთი (ძე ღმრთისა), რათა დაეკმაყოფილებინა თავისი შეურაცხყოფილი ღირსება, რასაც დასავლეთში ევფემისტურად სამართლიანობას ეძახიან.
როგორ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ასეთი ღმერთი? როგორ შეიძლება გვწამდეს ის, ვინც ძრწოლასა და სიძულვილს იწვევს ჩვენში? როგორ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, ვინც ასეთი დაუნდობელია. ამიტომაცაა, რომ დიდია ადამიანებში იმის სურვილი, რომ არ არსებობდეს ის ვინც ასე გვემუქრება, მითუმეტეს თუ ეს საფრთხე არის მარადიული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადამიანები, რადგან მარადიული სამოთხეც კი აუტანელი იქნებოდა ასეთ სასტიკ ღმერთთან ერთად. ასე დაიბადა ათეიზმი, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლეთისთვის, ვიდრე დასავლურმა ღვთისმეტყველებამ არ შეაღწია და უდიდესი ზეგავლენა არ იქონია მასზე. ათეიზმი არის ნაყოფი დასავლური ღვთისმეტყველებისა.
ათეიზმი არის უარყოფა ბოროტი, შურისმაძიებელი ღმერთისა. ადამიანები გახდნენ ათეისტები რათა თავი დაეღწიათ ამგვარი ღმერთისაგან და ისინი სირაქლემასავით მალავენ თავებს და ხუჭავენ თვალებს. ათეიზმი არის უარყოფა კათოლიკური და პროტესტანტული ღმერთისა. ამიტომაც ათეიზმი კი არ არის ქრისტიანობის მტერი, ჩვენი მტერი გაყალბებული და დამახინჯებული ქრისტიანობაა.
 
III
 
ღმერთის სამართლიანობის შესახებ იურიდიული წარმოდგენა, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ვნების გაბატონება ღვთისმეტყველებაზე. ეს დაბრუნებაა ღმერთების გაადამიანურებისა და ადამიანის გაღმერთების, უფრო ზუსტად გაკერპების წარმართულ პროცესთან. აი, როგორ აღიქვამს სქოლასტიკური თეოლოგია ღმერთის სამართლიანობას: ადამიანის ურჩობით შეურაცხყოფილი ღმერთი გადაწყვიტავს, რომ ადამის დანაშაული თანაბრად დააბრალოს მის შთამომავლობას და აი ყველა ისჯება სიკვდილით ადამის ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ეს ჰგავს ზოგიერთ ადგილებში დღემდე გავრცელებულ სისხლის აღების წესს; უნდა მოკვდეს არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ მთელი მისი მოდგმა. მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ მთელი კაცობრიობის სიკვდილიც კი ვერ დაამშვიდებს ღმერთის შეურაცხყოფილ ღირსებას. ეს შელახული პატივი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სასჯელს მისივე ღირსებისა და სიმაღლის არსება დაექვემდებარება. ასე, რომ საკუთარი ღირსებისა და აგრეთვე კაცთა მოდგმის გადასარჩენად საჭირო იყო თავად ღმერთის, მისი მხოლოდშობილი ძის განხორციელება, რომელიც თავისი მსხვერპლშეწირვით აღადგენდა ღმერთის შელახულ პატივს.
 
IV
 
ეს იურიდიულ-წარმართული წარმოდგენა ღმერთის სამართლიანობის შესახებ, რომლის მრისხანების დასაოკებლად საჭიროა მუდმივი მსხვერპლი, აშკარად აქცევს ღმერთს ადამიანთა უზენაეს მტრად და ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული უბედურების მიზეზად. ასევე ცხადია, რომ ამგვარი სამართლიანობა წმინდა იურიდიული კუთხითაც ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან ისჯებიან ისინი, ვისაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის წინაპართა ცოდვაში (წმ. კირილე ალექსანდრიელი, PG 74. 788-789). ხოლო თუ ვიტყვით, რომ ისინი თავისი ცოდვების გამო ისჯებიან, რა დააშავეს მაშინ ჩვილმა ბავშვებმა, რომელთაგან ზოგი ისე კვდება ამ ქვეყნისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ ასწრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას რასაც სამართლიანობას ეძახიან, სინამდვილეში ყველაზე სასტიკი სახის შურისძიება შეიძლება დაერქვას მხოლოდ. ქრისტეს სიყვარული და ჯვარზე აღსრულებული მისი მსხვერპლი კი მთელ თავის აზრსა და თანამიმდევრულობას კარგავს იმ გიჟურ მოძღვრებაში, სადაც ღმერთი კლავს ღმერთს, რათა ღმერთის ე. წ. სამართლიანობა დაკმაყოფილდეს.
 
განა აქვს რაიმე საერთო სამართლიანობის ამგვარ გაგებას, იმ სამართლიანობასთან რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა? განა ასეთი მნიშვნელობით იხმარება სიტყვები “ღმერთის სამართლიანობა” ძველსა და ახალ აღთქმაში?
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ საღმრთო წერილში სიტყვის “სამართლიანობა” თარგმანისას გაჩნდა ბერძნული შესატყვისი – “დიკეოსინი”, რაც ნიშნავს- თანაბრად განაწილებას, ამიტომაცაა, რომ დღემდე მართლმსაჯულების სიმბოლოდ სასწორი მიიჩნევა. ამ სასწორით აღჭურვილი სამართლიანი საზოგადოება აჯილდოვებს კეთილთ და სჯის ბოროტებს. ეს გახლავთ ადამიანური სამართლიანობა და მისი ინსტრუმენტი სასამართლო. მაგრამ განა ასეთია ღმერთის სამართლიანობა?
სიტყვა “დიკეოსინი” – სამართლიანობა, არის თარგმანი ებრაული სიტყვისა “ცედაკა”. ეს სიტყვა აღნიშნავს -  “საღმრთო ენერგიას, რომელიც კაცთა ცხოვნებას აღასრულებს”. შინაარსით მისი უახლოესი და სინონიმური სიტყვაა – “ჰესედ”, რაც მოწყალებას, თანალმობას, სიყვარულს ნიშნავს. ასევე სინონიმური სიტყვაა – “ემეთ”, რაც ერთგულებას, სიმართლეს ნიშნავს. როგორც ხედავთ, ეს სიტყვები სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს სამართლიანობას, როგორც რელიგიურ ტერმინს. აი, ამ შინაარსით ესმოდა ყოველთვის ქრისტეს ეკლესიას ღმერთის სამართლიანობა. ასე ასწავლიდნენ წმიდა მამები ღმერთის სამართლიანობის შესახებ. “ნუთუ შეგიძლია ღმერთს სამართლიანი უწოდო?” – წერს წმ. ისააკ ასური, “როდესაც კითხულობ იმ ადგილს სახარებიდან, სადაც ერთნაირი სასყიდელი მიიღეს სხვადასხვა დროს მისულმა ვენახის მუშაკებმა?”. “მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად ვითარცა შენ, რომელი პირველითგან ჟამისა დაჰყევ ჩემთანა, არამედ თვალი შენი ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ”. “როგორ ვუწოდოთ ღმერთს სამართლიანი?” – აგრძელებს წმ. ისააკი, “როდესაც წაიკითხავ იგავს უძღები შვილის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი სიმდიდრე აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა, და მიუხედავად ამისა, როდესაც შეინანა, მამა მიეგება მას, კისერზე მოეხვია და დაადგინა მთელი თავისი ქონების განმგებელად? და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, გავიხსენოთ რომ ყოველივე ეს ძე ღვთისამ გამოგვიცხადა თავისი მამის შესახებ და სწამა მისთვის. მაშ სადღა არის აქ ღმერთის სამართლიანობა, რამეთუ როდესაც ჩვენ ვცოდავდით, ქრისტე მოკვდა ჩვენთვის!” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 90, 1854 წლის, რუსული გამოცემის მიხედვით).
სრულიად ნათელია, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი ამ სიტყვის ადამიანური გაგებით. მისი სამართლიანობა მის წყალობასა და სიყვარულს აღნიშნავს, რომელსაც ის სრულიად არასამართლიანად გასცემს. ღმერთი ყოველთვის გასცემს და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ის გასცემს ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოვლად უღირსნი ვართ ამის მისაღებად. ზუსტად ამიტომ გვასწავლის წმიდა ისააკი: “ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რამეთუ მისი სამართლიანობა არანაირად არ გამოიხატება შენთან მიმართებაში. და თუ დავითი უწოდებს მას სამართლიანს და მართალს, მისმა საკუთარმა ძემ გამოგვიცხადა რომ ის არის კეთილი და სახიერი.” “ის კეთილია” დასძენს აბბა ისააკი, “ბოროტთა და უწმიდურთა მიმართაც.”
სახიერი ღმერთი კეთილია მათ მიმართაც, ვინც უგულებელყოფს, არ ემორჩილება და ყურადღებასაც არ აქცევს მას. ის არასოდეს უბრუნებს ბოროტს ბოროტებით, არასოდეს იძიებს შურს. მისი სასჯელი სიყვარულითაა აღსავსე და მხოლოდ ჩვენს გამოსწორებას ისახავს მიზნად. მან ყოველივე კეთილად შექმნა. გარეული მხეცებიც კი ცნობენ თავის ბატონად იმ ქრისტიანს, რომელიც თავის თავმდაბლობით მიემსგავსება ღმერთს, ისინი მას შიშით კი არა, სიყვარულითა და მორჩილებით ხვდებიან, მადლიერებით ემსახურებიან მას. უგუნურმა მხეცებმაც კი იციან, რომ მათი შემოქმედი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი, არამედ ის სიყვარულია. მან ჩვენ დაგვიფარა და გვაცხოვნა როდესაც დავეცით. მარადიულ ბოროტებას არაფერი საერთო არა აქვს ღმერთთან. ის გამომდინარეობს მისი თავისუფალი, გონიერი ქმნილებების ნებიდან, ნებიდან რომელსაც იგი პატივს სცემს.
ღმერთს ჩვენ არ დაუსჯივართ სიკვდილით, ეს ჩვენ ჩავვარდით მასში საკუთარი არჩევანითა და ნებით. ღმერთი სიცოცხლეა და სიცოცხლე თავადაა ღმერთი. ადამიანი კი აუჯანყდა ამ ჭეშმარიტ სიცოცხლეს და თავად ჩაუკეტა კარი მის ცხოველმყოფელ მადლს. “რამდენადაც განვეშორეთ სიცოცხლეს”, ამბობს წმ. ბასილი დიდი, “იმდენად მიუახლოვდით სიკვდილს, რადგან ღმერთია სიცოცხლე და სიცოცხლის მოკლება არის სიკვდილი”. “სიკვდილი არ შეუქმნია ღმერთს, ის ჩვენ თავად დავბადეთ ჩვენში. მაგრამ ღმერთმა არ შეაჩერა სიკვდილისა და ხრწნადობის ტირანია ჩვენზე, რათა დაცემა და სნეულება არ გამხდარიყო ჩვენში მუდმივი და უკვდავი” (წმ. ბასილი დიდი. ”Творения”. Т. II. стр. 156). “სიკვდილი ღვთისგან განშორებაა, ისევე როგორც ნათლისაგან განშორება არის სიბნელე, მაგრამ ნათელი ჭეშმარიტი როდი გვსჯის ჩვენ წყვდიადით”. (წმ. ირინეოს ლიონელი. ”Против Ересей”. кн. 5. гл. 27). “სხეულის სიკვდილი შედეგია ღვთისგან განშორებისა, რადგან სიცოცხლე არის ის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხოვრება”. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
მაგრამ რატომ დაატყდა სიკვდილი მთელ კაცობრიობას? რატომ კვდებიან ადამივით ისინი, ვისაც არ შეუცოდავს ადამთან ერთად? ამაზე გვპასუხობს წმ. ანასტასი სინაელი: “ჩვენ მემკვიდრეები ვართ ადამის წყევისა, მაგრამ იმისთვის კი არ ვისჯებით, რომ ადამთან ერთად დავარღვიეთ საღმრთო მცნება, არამედ იმიტომ, რომ ადამი გახდა რა მოკვდავი ღვთისაგან განშორების გამო, ჩვენ მის მოდგმას, მემკვიდრეობით გადმოგვცა ცოდვისადმი მიდრეკილება. ჩვენ გავხდით მოკვდავნი, რადგანაც დავიბადეთ მოკვდავისაგან. “მოუსმინოთ წმ. გრიგოლ პალამას: “ღმერთს არ უთქვამს ადამისთვის: “იქეც იმათ, რისგანაც შეგქმენი”; არამედ უთხრა:”მიწა ხარ და მიწადვე იქცევი”. მას არ უთქვამს:”მოკვდი იმ დღეს, ოდეს იგემო ამისგან”, არამედ უთხრა: “ოდეს გემო იხილო მოკვდები”, ანუ ამ სიტყვებით მხოლოდ წინასწარ გააფრთხილა, მაგრამ არც ხელი შეუშლია იმისთვის რაც მოხდა, რადგან არ შეეძლო ადამის თავისუფლების ხელყოფა” (PG. 96, 612 a). ასე, რომ სიკვდილი არა ღმერთის სურვილით, არამედ ადამის ურჩობით შემოვიდა კოსმოსში, რადგან ადამმა თავად გაწყვიტა კავშირი სიცოცხლის წყაროსთან, ღმერთი კი თავისი სიყვარულით ყოველთვის აფრთხილებდა მას.
“სიბრძნის ხე თავის თავად კეთილი იყო და მისი ნაყოფიც აგრეთვე იყო კეთილი. რამეთუ ხეში კი არა, არამედ ურჩობაში იყო სიკვდილი. და სიბრძნე მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც მას გონივრულად გამოიყენებ” (წმ. თეოფილე ანტიოქიელი). სიბრძნის ხის ნაყოფი მხოლოდ დროებით იყო აკრძალული, რადგან ადამი სულიერად ჯერ ჩვილი იყო, ხოლო ჩვილისთვის ყველანაირი საკვების მიღება როდია სასარგებლო. სიბრძნის ხე სწორედ ადამისთვის იყო ჩანერგილი, მაგრამ მისი ნაყოფი მკვრივი იყო, მაშინ როდესაც ადამს ჯერ მხოლოდ რძის მიღება შეეძლო.
 
ასე, რომ საღმრთო წერილის ენაზე, სიტყვა “სამართლიანობა” ნიშნავს სახიერსა (კეთილს) და სიყვარულით აღსავსეს. ასევე სიტყვა “მართალი”, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგ მოსამართლეზეა საუბარი, არამედ კეთილ, კაცთმოყვარე და ღვთისმოყვარე ადამიანზე. ეს ნათლად ჩანს თუნდაც მართალი იოსებ დამწინდველის მაგალითზე: “ხოლო იოსებ ქმარი ამისი მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი’’ (მათე. 1, 19), ანუ გულმოწყალება გამოიჩინა და არ გაახმაურა მარიამის ფეხმძიმობა, რაც სჯულით ევალებოდა და რასაც მარიამის ჩაქოლვა მოჰყვებოდა. ე. ი. ამ შემთხვევაშიც სიტყვა “მართალი’’ არა იურიდიულად სამართლიანს არამედ მოწყალესა და დიდსულოვანს აღნიშნავს. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანია, ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ობიექტური მოსამართლეა, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ დასაჯოს ადამიანი თავისი ცოდვების სიმძიმის მიხედვით, არამედ პირიქით მის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, ის ყოვლად კეთილი და მოსიყვარულეა, არასოდეს პასუხობს ბოროტებას ბოროტებით, მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და ყველა საშუალებას ხმარობს ჩვენი გამოსწორებისა და განკურნებისთვის. ის მუდამ თავისკენ მოგვიწოდებს, რათა მარადიული ნეტარებისთვის მოამზადოს და გაამშვენიეროს ჩვენი სულიერი პორტრეტი.
 
V
 
ჩვენამდე მოაღწია მე-4 საუკუნის ბრწყინვალე ტექსტმა, რომელიც დიდ მეუდაბნოესა და ქრისტიანული ასკეზის დამფუძნებელს წმ. ანტონი დიდს ეკუთვნის:
“ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვლელი. მაგრამ იბადება კითხვა:თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ხარობს კეთილთა შემხედვარე, წყალობს მათ ვინც მას პატივს მიაგებს და ზურგს აქცევს იმათ, ვინც ბოროტია და მრისხანეა ცოდვილთა მიმართ, მაშ როგორღაა ის უვნებო? ამაზე ვპასუხობთ: ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებაში ვარდება, რამეთუ ორივე – სიხარულიცა და მრისხანებაც არის ვნება; ღმერთის განწყობა არც მის თაყვანისმცემელთა მიერ მიგებულ პატივზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში ის სიამოვნების გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ღვთაება კი სიამოვნებას არ განიცდის. ღმერთი კეთილია და მხოლოდ წყალობას იქმს, ის არავის ვნებს და ყოველთვის უცვალებლად ჰგიებს, უცვლელია; ჩვენ კი ადამიანები, როდესაც კეთილები ვართ და ამით ღმერთს ვემსგავსებით, უმალ ერთობაში ვართ მასთან, ხოლო როდესაც ბოროტებას ჩავდივართ, უმალ განვეშორებით მას, რადგან საერთო აღარაფერი გვაქვს მაშინ მასთან. კეთილგონიერი ცხოვრებით ჩვენ ღვთის შვილნი ვხდებით, ხოლო გაბოროტებულნი თავად განვეშორებით და ზურგს ვაქცევთ მას; და არა იმიტომ, რომ ის განრისხდა და მიგვატოვა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვების სიბნელე უშლის ხელს გაბრწყინდეს ღმერთს ჩვენში თავისი ნათელით. ასეთ მდგომარეობაში კი ბნელი ძალები ისადგურებენ ჩვენში. მაგრამ თუ ლოცვითა და მოწყალებით კვლავ მივცემთ საშუალებას საღმრთო მადლს გაფანტოს ცოდვათა ჩვენთა წყვდიადი; ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამით ღმერთს ვასიამოვნეთ და მისი ჩვენდამი განწყობა შევაცვლევინეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი ქმედებით ჩვენში არსებულ ბოროტებას ვუმკურნალეთ და კვლავ მოვიპოვეთ უნარი, რათა ღვთაებრივი სახიერების გემო გაგვეგო. ასე, რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ზურგს აქცევს ცოდვილს, იგივეა, რაც იმის თქმა: ბრმა იმიტომ ვერ ხედავს, რომ მზე მას ემალებაო!”  (“Добротолюбие”. т. I).
 
VI
 
აი, რა ცილი დასწამა ღმერთს სქოლასტიკურმა თეოლოგიამ, რა სიცრუე მიაწერეს მას ავგუსტინემ, ანსელიმმა, თომას აქვინელმა და ყველა მათმა მოწაფემ. ზუსტად ისინი არიან ფუძემდებლები დასავლური ღვთისმეტყველებისა, როგორც კათოლიკურის, ასევე პროტესტანტულის. სწორედ მათ მიუძღვით ბრალი ღმერთის შესახებ დამახინჯებული შეხედულებების გავრცელებაში. ცხადია, ისინი პირდაპირ არ ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი სასტიკი და ვნებებს დაქვემდებარებული არსებაა, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი მიჯაჭვულია რაღაც უზენაეს ძალაზე – ბრმა და დაუნდობელ საჭიროებაზე, მსგავსად იმ ძალისა, რომელიც მართავდა წარმართულ “ღმერთებს”. ეს აუცილებელი საჭიროება აიძულებს ღმერთს, რომ ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოს, მას არ შეუძლია დაივიწყოს და აპატიოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუ ამის სანაცვლოდ გამუდმებულ მსხვერპლშეწირვებს არ მიიღებს, რაც დააცხრობს მის წყენას და დააკმაყოფილებს მის შეურაცხყოფილ ღირსებას. აქ ჩვენ მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს – ელინური წარმართობის პარაზიტულ ზეგავლენას ქრისტიანულ აზროვნებაზე.
სწორედ წარმართული აზროვნება იყო წყარო ყველა მწვალებლობისა, ანუ ღმერთის შესახებ სწავლების დამახინჯებისა. ეს აზროვნება ძალიან ძლიერი იყო აღმოსავლეთში, ყველა ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების გზაჯვარედინზე. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილში წერია: “სადაცა სჭარბობს ცოდვა, მით უფრო გარდაემატება მადლი”. როდესაც ძლიერდებოდა მწვალებლობები, ასევე ძლიერდებოდა და ყვაოდა ჭეშმარიტი მოძღვრება ღმერთზე. და თუმცა ეს უკანასკნელი ამა სოფლის ძლიერთა მიერ ყოველთვის იდევნებოდა, საბოლოოდ ის მაინც გამარჯვებული გამოდიოდა. დასავლეთში, აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, ელინურმა წარმართულმა აზროვნებამ სრულიად დაუბრკოლებლად შეაღწია, მას იქ აშკარა მწვალებლობის იერი არ მიუღია. მან დასავლეთში ძირითადად ავგუსტინე ჰიპონელის უამრავი ლათინურენოვანი ნაშრომების მეშვეობით შეაღწია. წმიდა იოანე კასიანე რომაელი, რომელიც იმ დროს დასავლეთში მოღვაწეობდა, მიხვდა, თუ რა საშიშროებას შეიცავდა ავგუსტინეს ზოგიერთი სწავლება და შეუპოვრად იბრძოდა ამ შეხედულებათა წინააღმდეგ. ავგუსტინე ლათინურ ენაზე წერდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნაშრომებს, რამაც ეკლესიის სხვა მამებს არ მისცა მათი შესწავლის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ აღმოსავლეთში ლათინური უბრალოდ არ იცოდა, ამიტომაც მისი არასწორი შეხედულებები არ იქნა შესწავლილი და დაგმობილი აღმოსავლეთში. ამ გარემოებამ კი განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ავგუსტინეს ნაშრომებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ აზროვნებასა და თეოლოგიაზე. დადგა დრო, როდესაც დასავლეთში აღარავინ იცოდა ბერძნული და შესაბამისად, დასავლეთი მოაკლდა კაპადოკიელების, ალექსანდრიელებისა და ანტიოქიელების უდიდეს საღვთისმეტყველო სიბრძნეს. ავგუსტინეს წიგნები აღმოჩნდა დასავლეთში გასაგებ ენაზე დაწერილი ერთადერთი ძველი დროის ნაშრომები. შესაბამისად, დასავლეთმა მიიღო ისეთი ქრისტიანული შეხედულებანი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ წარმართული იყო. ყოველივე ამის შედეგად დასავლეთი ჰუმანისტურ, წარმართულ აზროვნებაში ჩაიძირა.
სინამდვილეში, დაპირისპირება მართლმადიდებლობასა და დასავლურ ქრისტეანობას შორის სხვა არაფერია თუ არა გაგრძელება დაპირისპირებისა ისრაელსა და ელადას შორის.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის მამები თავს თვლიდნენ აბრაამის სულიერ შვილებად, რომ ეკლესიას თავი მიაჩნდა ახალ ისრაელად და ღვთის ერად, ხოლო ეკლესიის შვილებს – ნათანაელად ანუ ჭეშმარიტ ისრაიტელებად. და როდესაც აღმოსავლეთის ქრისტეანობა ასეთი ცნობიერებით ცხოვრობდა, დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხდებოდა პირმშო წარმართული, ჰუმანისტური საბერძნეთისა და რომისა.
 
VII
 
რა არის ისრაელისა და წარმართობისა ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი? გთხოვთ ყურადღება მიაპყროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს: განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს სწამს ღმერთის.
წარმართობას სწამს ქმნილებისა (სამყაროსი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმნილება წარმართობაში გაღმერთებულია. წარმართებისთვის, ღმერთი და ქმნილება ერთი და იგივეა. ღმერთი უპიროვნებოა და განსახიერებულია მრავალი “ღმერთებით”.
ხოლო ისრაელი (და როდესაც ვამბობთ ისრაელს, ვგულისხმობთ ჭეშმარიტ ისრაელს, აბრაამის სულიერ შვილებს, მათ რომლებიც ინახავენ სარწმუნოებას მოცემულს ღმერთის მიერ თავისი რჩეული ხალხისადმი, და არა მათ ვინც მიატოვა ეს სარწმუნოება. აბრაამის ჭეშმარიტი შვილები არის ეკლესია ქრისტესი, და არა ის ხორციელი შთამომავლები, ებრაელთა ერი) აღიარებს, რომ ღმერთი და მისი ქმნილება არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. ღმერთი არის თვითმყოფადი, პიროვნული, მარადიული, უკვდავი, სიცოცხლე და წყარო სიცოცხლისა. ის თავად არის არსებობა და წყარო ცხოვრებისა. ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი არსებობა. “მე ვარ, რომელი ვარ” გამ. 3:14, ასე განუცხადა თავი უფალმა მოსეს შეუწველი მაყვლიდან. ის არის ერთადერთი რომელიც ჭეშმარიტად არსებობს.
ქმნილებას, ღმერთისგან განსხვავებით, არ გააჩნია თვით-არსებობის უნარი. ის სრულიად დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე. ის არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს სურს რომ ის არსებობდეს. ის არ არის მარადიული. იყო დრო როდესაც ქმნილება არ არსებობდა. ის იყო ნული, ის არაფერი არ იყო. ქმნილებას თავის თავად არ გააჩნია არსებობის ძალა, ის არსებობს ღმერთის ენერგიის წყალობით. თუ ღმერთის ეს სიყვარულით აღსავსე ენერგია ოდესმე შეწყდება, მთელი ქმნილება და ყოველი შექმნილი არსება, გონიერი თუ უგონო, მოაზროვნე თუ აზროვნებას მოკლებული გაქრება არარსებობაში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღმერთის სიყვარული მისი ქმნილებისადმი უსასრულოა. ჩვენ მისგანვე ვიცით, რომ ის არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ჩავვარდეთ იმ არარსებობაში, რომლიდანაც მოგვიყვანა მან არსებობაში. ეს არის ჩვენი სასოება და ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია თავის დაპირებებში. ჩვენ შექმნილი არსებები, ანგელოზები და ადამიანები, ვცხოვრობთ მარადიულად არა იმიტომ რომ ჩვენში არსებობს მარადიულობის რაღაც ძალა არამედ იმიტომ რომ ასეთია ნება ღმრთისა რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ ბუნებას არ გააჩნია სიცოცხლისა და არსებობის უმნიშვნელო ენერგიაც; ხოლო რაც კი გაგვაჩნია მთლიანად მომდინარეობს ღვთისაგან, ჩვენი საკუთარი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ვართ მიწის ჭუჭყი, და როდესაც ეს ჩვენ დაგვავიწყდა, ღმერთმა თავისი მოწყალებით დაუშვა რომ დავბრუნებულიყავით იქ საიდანაც წარმოვიშვით, რათა ამით გვესწავლა სიმდაბლე და ზუსტად გვცოდნოდა ჩვენი არარაობა (წმ. იოანე დამასკელი).
ეკლესიის ეს სწავლება, მის მსახურებებშიც ნათლად ჩანს, სადაც უამრავჯერ ვხვდებით, ღმრთისადმი მიმართულ შემდეგ სიტყვებს “მხოლოო უკვდავო” ან “შენ რომელი მხოლოო ხარ უკვდავი” ან “რომელსა მხოლოსა გაქვს უკვდავება”.
ეს არის სარწმუნოება ისრაელისა.
ხოლო რა არის წარმართობა? წარმართობა ღმერთთან შეწყვეტილი ურთიერთობის შედეგია. აურაცხელი ცოდვებისა და სისასტიკის, სულმოკლეობისა და სიცრუის გამო ადამიანს აღარ ძალუძს იხილოს ღვთაებრივი ნათელი, ჰქონდეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და შესაბამისად მან ის სამყარო გააღმერთა, რომელსაც ყოველდღე ხედავს. წარმართობას მიაჩნია, რომ ქმნილი სამყარო თვითმყოფადი და უკვდავია, რომ იგი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. წარმართული ღმერთები, ანუ კერპები ამ სამყაროს ნაწილია, მათ თავად არ შეუქმნიათ სამყარო არაფრისგან, მათ მხოლოდ ფორმა მისცეს უკვე არსებულ მატერიას. მატერია სხვადასხვა ფორმებს ღებულობს, რომლებიც იქმნება და ქრება, მაგრამ თავად მატერია მარადიულია. ადამიანთა სულები, დემონები – აი ნამდვილი ღმერთები წარმართობაში, ისინი თავისთავად უკვდავნი არიან, როგორც მატერია. მაშასადამე წარმართობა ქმნილებას მიაწერს ღვთაებრივ თვისებებს, რო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zukazuka314   ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი   Mar 8 2015, 06:39 PM
G_saxva   იმიტომ რომ მაშინ ს...   Mar 9 2015, 09:22 AM
sanfol   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 12:22 PM
Zukazuka314   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 11:57 PM
G_saxva   sanfol რა სად მოგმისმე...   Mar 10 2015, 02:13 PM
sanfol   G_saxva მე იგავს ვგულის...   Mar 10 2015, 02:17 PM
G_saxva   sanfol საერთოდ მაცხოვ...   Mar 10 2015, 02:26 PM
sanfol   G_saxva მაგ იგავზე მთელ...   Mar 10 2015, 02:32 PM
G_saxva   sanfol საერთოდ დაკვირვ...   Mar 10 2015, 03:10 PM
sanfol   G_saxva გიორგი 2 აზრი არ...   Mar 10 2015, 03:19 PM
G_saxva   sanfol რა მოველნე აიხს...   Mar 10 2015, 03:34 PM
sanfol   G_saxva ეგ იგავი მგონი ი...   Mar 10 2015, 04:00 PM
G_saxva   sanfol მე არ მითქვამს რ...   Mar 10 2015, 04:09 PM
sanfol   G_saxva ახლა რო სამოთხე...   Mar 10 2015, 05:20 PM
G_saxva   sanfol ისევ რაღაც კაბა...   Mar 10 2015, 06:04 PM
sanfol   G_saxva გიორგი შენ ნება...   Mar 10 2015, 06:20 PM
damiane80   sanfol არასწორი წარმო...   Mar 10 2015, 09:01 PM
sanfol   damiane80 მადლობა, მაგრა...   Mar 10 2015, 09:48 PM
Zukazuka314   აუ გააგრძელეთ რა ი...   Mar 11 2015, 12:52 AM
sanfol   Zukazuka314 ხო მარა თუ იცი...   Mar 11 2015, 10:49 AM
G_saxva   Zukazuka314 არა ჯოჯოხეთში...   Mar 11 2015, 10:56 AM
sanfol   G_saxva ძალიან კარგია თ...   Mar 11 2015, 11:39 AM
G_saxva   sanfol ღმერთი სიყვარუ...   Mar 11 2015, 12:04 PM
Zukazuka314   [b]sanfol ღმერთი სიყვარ...   Mar 11 2015, 04:33 PM
sanfol   G_saxva ადამიანის შექმ...   Mar 11 2015, 12:17 PM
damiane80   Zukazuka314 sanfol ჩემო მეგობ...   Mar 11 2015, 02:01 PM
G_saxva   sanfol მეტი ვერნარიად ...   Mar 11 2015, 03:37 PM
sanfol   G_saxva არასწორად მსჯე...   Mar 11 2015, 04:45 PM
damiane80   sanfol რუსული თუ იცი??? რ...   Mar 11 2015, 05:01 PM
Zukazuka314   აი ვამბობ არა რომ ...   Mar 11 2015, 05:08 PM
sanfol   damiane80 კი მარა ქართულ...   Mar 11 2015, 05:12 PM
Zukazuka314   შეილება მართალი ხ...   Mar 11 2015, 05:14 PM
damiane80   ხო ეგ რატქმაუნდა მ...   Mar 11 2015, 05:57 PM
sanfol   Zukazuka314 მარა აქ კიდევ ...   Mar 11 2015, 05:24 PM
damiane80   რა გითხრა, გააჩნია...   Mar 11 2015, 05:35 PM
sanfol   damiane80 მითხარი წავიკ...   Mar 11 2015, 05:50 PM
damiane80   [b]damiane80 მითხარი წავი...   Mar 11 2015, 06:21 PM
G_saxva   sanfol განსაზღვრაზე მ...   Mar 11 2015, 06:03 PM
sanfol   G_saxva არ ვიცი ეტყობა ...   Mar 11 2015, 06:31 PM
Zukazuka314   არა ეგ არ არის სწო...   Mar 11 2015, 06:44 PM
sanfol   Zukazuka314 ძველ ქართულად ...   Mar 11 2015, 06:56 PM
Zukazuka314   მაგალითი ცუდია ძა...   Mar 11 2015, 07:10 PM
sanfol   Zukazuka314 ეს უბრალოდ მა...   Mar 11 2015, 07:16 PM
Zukazuka314   ცუდია რომ რუსული ა...   Mar 11 2015, 07:19 PM
sanfol   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:29 PM
Zukazuka314   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:42 PM
Zukazuka314   მართალია საჭიროა ...   Mar 11 2015, 07:36 PM
sanfol   Zukazuka314 კი ვიცი მოსმე...   Mar 11 2015, 07:39 PM
sanfol   Zukazuka314 მე რაც დავწერ...   Mar 11 2015, 07:47 PM
Zukazuka314   ერთი გთხოვთ ძალია...   Mar 11 2015, 07:55 PM
sanfol   Zukazuka314 ანტიქრისტეც ი...   Mar 11 2015, 08:04 PM
Zukazuka314   ანტიქრისტე კიარა ე...   Mar 11 2015, 08:19 PM
sanfol   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვარ...   Mar 11 2015, 08:30 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვა...   Mar 11 2015, 08:59 PM
sanfol   დავუბრუნდეთ თემას:...   Mar 11 2015, 08:44 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:17 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:25 PM
sanfol   Zukazuka314 18 ხო ალბათ მას...   Mar 11 2015, 09:20 PM
sanfol   Zukazuka314 მართალი ხარ არ...   Mar 11 2015, 09:37 PM
Zukazuka314   ისე წმინდა მამებზე...   Mar 11 2015, 10:33 PM
sanfol   Zukazuka314 მასეც არაა აუ...   Mar 11 2015, 10:46 PM
Zukazuka314   და კიდევ რატომ გინ...   Mar 11 2015, 10:46 PM
G_saxva   sanfol მეც დაგისვამ კი...   Mar 12 2015, 09:44 AM
damiane80   sanfol წმინდა წერილი ...   Mar 12 2015, 10:59 AM
sanfol   Zukazuka314 ყველა კითხვაზ...   Mar 12 2015, 11:40 AM
sanfol   ასევე არსებობს გამ...   Mar 12 2015, 11:52 AM
G_saxva   sanfol ასე რთულია ჩემი ...   Mar 12 2015, 11:55 AM
sanfol   damiane80 :D:D:D ხო მე მეშინ...   Mar 12 2015, 12:02 PM
damiane80   მასე რომ ვფიქრობდ...   Mar 12 2015, 12:20 PM
G_saxva   sanfol საერთოდ ის ფრაზ...   Mar 12 2015, 12:23 PM
sanfol   damiane80 რამდენიმე ყოფ...   Mar 12 2015, 12:52 PM
G_saxva   sanfol sanfol ზუსტად მაგაზ...   Mar 12 2015, 01:41 PM
Zukazuka314   რატო მე უბრალოთ შე...   Mar 12 2015, 08:22 PM
Zukazuka314   ვერ გაიგეეეეე? დე...   Mar 12 2015, 08:35 PM
sanfol   G_saxva კაი იყოს დამოკი...   Mar 12 2015, 11:55 PM
sanfol   Zukazuka314 ზეციურს ვერ დ...   Mar 13 2015, 12:05 AM
G_saxva   sanfol ზუსტად ეგ არის რ...   Mar 13 2015, 09:31 AM
sanfol   G_saxva კარგი მადლობა ...   Mar 13 2015, 11:12 AM
G_saxva   sanfol დაახლოებით ეგრ...   Mar 13 2015, 11:31 AM
sanfol   G_saxva მაგ წინადადება...   Mar 13 2015, 11:45 AM
G_saxva   sanfol კარგი ამ წინადა...   Mar 13 2015, 12:39 PM
sanfol   G_saxva როგორც წმინდა ი...   Mar 13 2015, 12:59 PM
G_saxva   sanfol მაგის თქმა მინდ...   Mar 13 2015, 01:40 PM
sanfol   G_saxva მივხვდი მადლობ...   Mar 13 2015, 02:53 PM
Zukazuka314   ცეცხლის მდინარე    ...   Mar 13 2015, 09:18 PM
Zukazuka314   გორიცაა: მარადიულო...   Mar 14 2015, 12:28 AM
G_saxva   Zukazuka314 შენ თუ წაიკითხ...   Mar 14 2015, 01:09 AM
A.V.M   Zukazuka314 ემოციები და მთ...   Mar 14 2015, 01:18 AM
sanfol   საოცარი ჭეშმარიტ...   Mar 14 2015, 01:40 AM
Zukazuka314   და დასწვავს ყველას...   Mar 14 2015, 01:56 AM
A.V.M   Zukazuka314 . მოდი უფრო გავ...   Mar 14 2015, 02:25 AM
sanfol   A.V.M ყოჩაღ გურამ მაგა...   Mar 14 2015, 02:37 AM
A.V.M   როგორც ერთი შეხედ...   Mar 14 2015, 02:46 AM
A.V.M   Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმო...   Mar 14 2015, 03:04 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმ...   Mar 14 2015, 06:24 PM
sanfol   A.V.M გიორგიმ მითხრა ...   Mar 14 2015, 09:49 AM
A.V.M   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 01:46 AM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:41 PM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:58 PM
Zukazuka314   1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ...   Mar 16 2015, 01:06 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 02:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი