თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალაგზრდული ცენტრი

პოსტის ავტორი: finikis-palma თარიღი: Aug 4 2013, 06:07 PM

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83337-patriarqi-akhalgazrdebs-sapatriarqos-irgvliv-gaerthianebisken-moutsodebs.html

პატრიარქმა თქვა ასეთი რამ თავის ქადაგებაში: (ეხლა, 5 აგვისტოს, 2013)
''საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ.

მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცოხეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის"

ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? მინდა შევუერთდე და სად მივიდე ან რა ვქნა, ან ვინმეს ხომ არ გინდათ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Aug 4 2013, 07:01 PM

2013 წლის 8 აგვისტოს როგორ თქვა?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 4 2013, 07:02 PM

ციტატა
2013 წლის 8 აგვისტოს როგორ თქვა?

მომავლიდანაა პოსტი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2013, 10:00 PM

qetevano
ikanosi
გეყოთ ახლა...biggrin.gif

finikis-palma
არ ვიცი . თუ გავარკვიეთ , გეტყვით...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 5 2013, 10:22 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

"ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცხოეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის", - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას.

უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა და ღვთის ქმნილების გვირგვინი.

"ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი".

"თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად

– ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღებდა თავის თავზე", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები დააჯილდოვა და ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83337-patriarqi-akhalgazrdebs-sapatriarqos-irgvliv-gaerthianebisken-moutsodebs.html#ixzz2b4agCk9n

პოსტის ავტორი: finikis-palma თარიღი: Aug 6 2013, 01:35 PM

ვის მივმართო? სად მივიდე? თქვენ არ გაქვთ ინფო ვხედავ smile.gif) G_saxva
შენ არ გაინტერესებს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 6 2013, 02:25 PM

finikis-palma
ალბათ საპატრიარქოში უნდა მიხვიდე და იქ გარაკვიო ყველაფერი.
კი მაინტერესებს და თუ რამეს გაარკვევ შვენც შეგვატყობინე smile.gif

პოსტის ავტორი: finikis-palma თარიღი: Aug 6 2013, 07:12 PM

G_saxva
წამო თუ გირჩევნია და მოვიდეთ ერთად. მარტო სად ვიბოდიალო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 6 2013, 07:46 PM

ციტატა(finikis-palma @ Aug 6 2013, 07:12 PM) *

G_saxva
წამო თუ გირჩევნია და მოვიდეთ ერთად. მარტო სად ვიბოდიალო

რომ არ მცალია?! თუ რაიმეს გაიგებ აქ დაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: finikis-palma თარიღი: Aug 6 2013, 07:57 PM

G_saxva
კარგი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)