IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.)
marine
პოსტი Jan 28 2008, 03:03 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმერეთის სამეფო

1462-1810 წწ.

(მიხეილ რეხვიაშვილი)



XVI საუკუნე

ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლა და იმერეთის სამეფოს წარმოქმნა


მე -15 საუკუნის II ნახევარში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო საბოლოოდ დაიშალა და დაიყო რამდენიმე სამეფო-სამთავროდ. აკად. ივ. ჯავახიშვილის დასკვნით „საქართველოს დაყოფა სამეფოებად და სამთავროებად ხანგრძლივი პროცესისა და ბრძოლის შემდეგ მომხდარა. ამასთანავე ერთბაშად კი არა, არამედ თანდათანობით. პირველად სამცხე-საათაბაგო ჩამოშორდა, შემდეგ სამეგრელო-აფხაზეთი და გურია, მერე კახეთის სამეფოც დაარსდა, მალე ქართლი და იმერეთიც ცალკე სამეფოებად გაიყვნენ, მაგრამ ეს მდგომარეობა საბოლოო არ ყოფილა: ბრძოლა საქართველოს მთლიანობის აღსადგენად შემდეგშიაც არ შეწყვეტილა. ამიტომ საქართველოს პოლიტიკური სურათი ცვალებადი იყო და ახლად შექმნილი ერთეულების სივრცე-საზღვრებიც მრავალჯერ შეცვლილა.“

ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შესახებ მოგვეპოვება მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი საისტორიო თხზულებებში. ეს თხზულებებია: ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შედგენილი ე. წ. „სწავლულ კაცთა კომისიის“ კოლექტიური ნაშრომი, რომელიც ქართლის ცხოვრების უკანასკნელ გამოცემაში შეტანილია სათაურით: „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი,“ უცნობი ავტორების მიერ შედგენილი „ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი“, „ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი“ და ვახუშტი ბაგრატიონის ფუნდამენტური შრომა „აღწერა სამოფოჲსა საქართველოჲსა.“

ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში კახეთში ყოფილა დაცული გადმოცემა, რომ ალექსანდრე პირველმა (1412-1442 წწ.) საქართველო თავის შვილებს დაუნაწილა: ერთს მისცა კახეთი, მეორეს - ქართლი და მესამეს - იმერეთი. თითქოს ამის ნიადაგზე წარმოქმნილიყოს სხვადასხვა სამეფოები. ამ აზრს ავითარებდა კახეთის მეფე ალესანდრე II რუს ელჩებთან საუბარში 1589 წელს.

სწავლულ კაცთა კომისია აღიარებს, რომ ალექსანდრესა და კონსტანტინეს მეფობის დროს „არღარა იცვლებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ხევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკვიდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკვიდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნენ: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.

ხოლო ამა ალექსანდრესა და კონსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი.“

სწავლულ კაცთა კომისიის წარმოდგენით ამ დროს ცენტრი უკუდურესად დასუსტებულია. მას აღარ შეუძლია ერისთავთა და მთავართა შეცვლა. კომისიის წევრები დაშლის ფაქტს თავისებურად განმარტავენ, მათთვის უცნობია იმერეთისა და კახეთის მეფის წარმომავლობა.

„ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა, რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქვეყანანი იგი.“ ე. ი. სწავლულ კაცთა კომისია ვერ არკვევს იმერეთისა და კახეთის მეფეების ჩამომავლობას, მაგრამ მათ შრომას იქვე ახლავს შენიშვნა უცნობი ავტორისა, რომ „ეგნატაშვილს მტერობა უმგარი სიცრუე იმას, რომ იმერთა და კახთა... ჭეშმარიტად მეფენი არიან და ბაგრატოანნი.“

სწავლულ კაცთა კომისია იქვე წერს: „ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: „ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თვისნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიანო.“ როგორც ვხედავთ, ეს გადმოცემაც ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარეობს და სწავლულ კაცთა კომისიას ხელთ საამისო არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონია.

საქართველოს დაყოფა-დანაწილების საკითხით ვახუშტი ბაგრატიონიც იყო დაინტერესებული. მან სწავლულ კაცთა კომისიისაგან სრულიად განსხვავებული დებულებანი წამოაყენა.

ვახუშტი ბაგრატიონმა უარყო კახეთში გავრეცელებული გადმოცემა მეფე ალექსანდრეს მიერ საქართველოს დაყოფის შესახებ. მისი აზრით, ალექსანდრე მეფეს არ შეეძლო საქართველოს დანაწილება თუნდაც იმიტომ, რომ „არ იყო ჩვეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა, გარნა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლთა, ვითარცა საჩინო არს.“ ვახუშტი დასძენს, რომ თუ კი მაინც და მაინც რომელიმე პროვინციას ჩააბარებდა მეფე თავის შვილებს ან ნათესავებს, ესენი მეფენი კი არ იყვნენ, არამედ ერისთავებიო.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2008, 05:30 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვახუშტი ბაგრატიონი იმოწმებს მის ხელთ არსებულ სიგელ-გუჯრებს და ასკვნის, რომ საქართველოში „ბრწყინვალე გიორგიდამ, ვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძისამდე იყო ერთმეფობა, გუჯართა, სიგელთა და ქორონიკონთა მოწმობითა.“

ვახუშტი ყველა საწინააღმდეგო მოსაზრებას აკრიტიკებს და უარყოფს. იგი ამბობს: საქართველოს დაშლა-დანაწილება მოხდა გიორგი ალექსანდრეს ძის დროსო.

გიორგი მე-8 დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უფრო მეტად დაეტყო დასუსტება. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ მთავრები აღარ ემორჩილებიან მეფეს და იწყება ბრძოლა მათ შორის.

ვახუშტის გადმოცემით, სამცხის ათაბაგი ყვარყვარე გიორგი მეფის უკმაყოფილო იყო (ვინაიდან გიორგიმ თავდაპირველად მხარი დაუჭირა ყვარყვარეს მეტოქეს ათაბაგის ტახტზე - აღბუღას); ამიტომ იგი იმერეთის ერისთავს ბაგრატს უკავშირდება და ასეთ გეგმას შესთავაზებს: თუ ბაგრატი გიორგი მეფეს აუჯანყდება, იგი ბაგრატს დაახმარს გურიელს, დადიანს და სხვანთა ერისთავს; გამარჯვების შემთხვევაში მან მთავრობა უნდა გაათავისუფლოს სამეფო ვალდებულებისაგან. ბაგრატი ამ პირობაზე თანხმდება.

1462 წელს ჩიხორს (იმერეთში) მოხდება გადამწყვეტი ბრძოლა მეფე გიორგი მე-8 და ბაგრატ იმერთა ერისთავს შორის. ამ ბრძოლაში გიორგი მეფე მარცხდება, ხოლო ბაგრატი გამარჯვებული მოვიდა ქუთაისს, „აქა მოერთვნენ დადიან-გურიელი, აფხაზი და სვანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო ჩინებითა, მეფედ. აღასრულა მთავართა მათ აღქმული თავისი და განთავისუფლდნენ, თვინიერ ლაშქრობისა და ქვეგანწესებისა მეფისა და იქმნა იმერეთი მიერით ერთ მეფედ და ოთხ სამთავროდ ანუ სათავაადოდ, რამეთუ მიიღო დადიანმან ოდიში, გურიელმან გურია, შარვაშიძემ აფხაზნი და ჯიქნი, და გელოვან სვანეთი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2008, 02:47 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1462 წლიდან მთავრები მეფეს ფაქტიურად აღარ ემორჩილებიან, მეფის დამოკიდებულება მთავრებთან მხოლოდ "ლაშქრობასა" და "ქვეგანწესებაში" გამოიხატება. ამდენად, აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი, ბაგრატის გამარჯვება ჩიხორთან "იყო არა ლიხთიქითის ტახტის, არამედ ლიხთიქითის მთავართა გამარჯვებაო."

ამრიგად, ჩიხორის ბრძოლის შემდეგ დადიანმა, გურიელმა, შერვაშიძემ და გელოვანმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ვახუშტის გაგებით , ეს ნიშნავდა დასავლეთ საქართველოში ოთხი სამთავროს ჩამოყალიბებას, მაგრამ სანამ მათ მართებთ მეფის მიმართ "ლაშქრობა" და "ქვეგანწესება", ჯერ კიდევ არ არიან სრული დამოუკიდებელი მთავრები. მთავრები აგრძელებენ ბრძოლას სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს ბრძოლა შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2008, 03:36 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სანამ ჩიხორის ბრძოლა მოხდებოდა, მანამდეც მწვავე ბრძოლებიც ჰქონიათ გიორგი მეფესა და ბაგრატს. ზევდგინიძიანთ მოხსენებაში ნათქვამია, რომ "გიორგი მეფემ ქუთაისი წაართო ბაგრატს." აკად. ნ. ბერძენიშვილი განმარტავს, რომ "წაართო" იმას გულისხმობს, რომ ბაგრატს დაპყრობილი კი არ ჰქონია ქუთაისი, არამედ მიღებული ჰქონია მეფისაგან." იმავე ზევდგინიძიანთ მოხსენებიდან ირკვევა, რომ მეფე გიორგისა და ბაგრატს შორის 1453-1454 წლებში ბრძოლა მომხდარა, ამ ბრძოლაში გიორგი მეფე დამარცხებულა, ნ. ბერძენიშვილი ასკვნის, რომ აღნიშნული წლიდან ბაგრატი მეფედ იწოდებოდა და ჩიხორის ბრძოლამდე მეფის ტიტულს ატარებდა.

ამას ადასტურებს ლათინურად შენახული ცნობაც; დასავლეთ ევროპაში 1460 წელს საქართველოდან მისულ დესპანებს ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეთა შორის დაუსახელებიათ აგრეთვე "ბაგრატ იბერთა (მეფე), რომელნიც აწ გიორგიანებად (ე. ი. ქართველებად) იწოდებიანო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2008, 04:41 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ მე-14-15 საუკუნეებში, როცა "გახელმწიფდეს დიდებულნი" და "მეფეთა ადგილთა მჯდომ" მოსაკარგავემ "კნინკღა მეფობა იკადრა", ალასტანელი უფლისწული, სრულიად ბუნებრივია, "ბატონიშვილობას აღარ სჯერდება და "მეფობას მიიტაცებს... განსხვავებით სხვა ფეოდალ მთავართაგან თავიანთ თავს "მეფედ" უწოდებენ."

ასეთი მეფეები მე-14-15 საუკუნეებში ბევრნი არიან და რომ პრინციპულად ამავე კატეგორიისაა ლიხთიქითის "მეფეთა" საკითხიცო, დასძენს ნ. ბერძენილშვილი.

ივანე ჯავახიშვილმა შენიშნა, რომ უკვე ალექსანდრე პირველის მეფობსის დროიდან სამეფო სახლების წევრები, მეფის ძმები და შვილები აქტიურად ერეოდნენ სახელმწიფო საქმეებში. მთავართა განდგომის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ლონისძიება იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ ურჩ მთავართა მაგივრად სამეფო სახლის წევრთა დანიშვნა. ამასთან დაკავშირებით ნ. ასათიანი შენიშნავს "ბუნებრივია, რომ ქვეყნის ამა თუ იმ ნაწილში, როგორც ადგილზე გამრიგე მოხელენი, აღმოჩნდებიან სამეფო სახლის წევრები. მეფეს თითქოს საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს, რომ მთავართა და ერისთავთა ადგილას მისი უახლოესი ნათესავები, შვილები და ძმები, ისხდნენ, ნათესაობა უფრო მტკიცე გარანტია უნდა ყოფილიყო იმისა, რომ შენარჩუნებული იქნებოდა ქვეყნის ამ ნაწილების ერთგულება ცენტრალური ხელისუფლებისადმი.

ამ თვალსაზრისით მეფეთა-მეფის მიერ საქართველოს ცალკეული ნაწილების "მინებება" ასეთი მცირე მეფეებისადმი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით იგი საქართველოს დაშლას აკანონებდა. პირიქით, ეს ღონისძიება მიმართული იყო ადგილობრივ ერისთავთ-ერისთავთა თუ მთავართა მიერ ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგ."

სამწუხაროდ მეფის ოჯახის წევრები, როგორც კი ხელში ჩაიგდებდნენ ამა თუ იმ მხარეს, გარკვეული პირობების შექმნისთანავე, თავიანთ თავს მეფედ აცხადებდნენ. ამის მაგალითს თვით ბაგრატ მე-6 მოქმედება წარმოადგენს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 01:54 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე-15 საუკუნის 50-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას 1459 წელს საქართველოდან დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი იპისტოლეებიდანაც ვგებულობთ.

სამცხის მთავარს ყვარყვარე ათაბაგს თავისი თავი იმდენად დამოუკიდებლად მიაჩნდა გიორგი მეფისაგან, რომ უცხოეთში საკუთარ დესპანებს გზავნიდა და მიწერ-მოწერასაც დამოუკიდებლად აწარმოებდა.

ბედიანი, რომელიც სამეგრელო-აფხაზეთის მთავრად ითვლებოდა, იმდენად დიდი უფლებებით ყოფილა მოსილი, რომ მეფედაც კი იწოდებოდა.

დასავლეთ ევროპაში გაგზავნილ ეპისტოლეში გურიაც ცალკე ერთეულად იხსენიება, თუმცა ბედიანს და გურიელს ცალკე დესპანები არ გაუგზავნიათ ევროპაში.

ზემოთ აღნიშნულის გაანალიზების შედეგად ივ. ჯავახიშვილი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „თუმცა გიორგი მეფე თავის თავს საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს უწოდებს, მაგრამ ნამდვილად არც სამეგრელო-აფხაზეთი, არც გურია და არც სამცხე-საათაბაგო პირდაპირ მას აღარ ემორჩილებოდა. მაშასადამე, მისი სამეფო მხოლოდღა იმერეთს, ქართლსა და ქიზიყ-კახეთს მოიცავდა. ამგვარად აშკარა ხდება, რომ შავ ზღვას გიორგი მეფის საბრძანებელი ჩამოშორებული ყოფილა.“

ევროპიდან დაბრუნებული დესპანების ცნობამ, რომ კოალიციის შექმნას განხორციელება არ ეწერა, საქართველოს მეფე-მთავრებს შორის ისევ ომი გამოიწვია. პირველი ათაბაგი იყო, რომელმაც ომი გააჩაღა და 1465 წელს ფარავანთან საქართველოს მეფე გიორგი მე-8 ტყვედ ჩაიგდო ხელში. ამ მდგომარეობით ისარგებლა ბაგრატ II იმერთა მეფემ. ის ქართლში გადმოვიდა, სადაც, როგორც ჩანს, ბევრი მომხრეები ჰყავდა და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა ბაგრატ VI-ის სახელწოდებით.

ათაბაგი მიხვდა თავის შეცდომას, რომ სუსტი მეფის ნაცვლად ტახტი ხელში ჩაუგდო ძლიერსა და უფლებამოყვარე ბაგრატს. იგი სასწრაფოდ ათავისუფლებს გიორგი მეფეს ტყვეობიდან, მაგრამ უკვე გვიანღაა. გიორგი მეფე ტახტისათვის ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა - საქართველოს სამეფო ტახტს ვეღარ იბრუნებს. იგი იძულებული გახდა კახეთში წასულიყო, სადაც მას, როგორც ჩანს, ფეოდალთა ფართო ფენა მხარს უჭერდა, მაგრამ ბრძოლა მაინც უხდება კახეთის მთავარ დავითთან. ამ ბრძოლაში გიორგი იმარჯვებს და 1466 წლიდან გიორგი მე-8 მხოლოდ კახეთის მეფობით კმაყოფილდება. ასე ჩაეყარა საფუძველი კახეთის დამოუკიდებელ სამეფოს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 06:06 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბაგრატ მე-6-ს სამეფო მისი გამეფების მომენტში და შემდგომაც დიდად შემცირებული იყო და ერთიანი საქართველოს აჩრდილსღა წარმოადგენდა. ბაგრატის სამეფოს საზღვრავდა: დასავლეთით ცხენისწყალი, სამხრეთით - სამცხე-საათაბაგო, აღმოსავლეთით - კახეთი სამეფო. ქვემო ქართლის მხარე, ე. წ. სომხითი, ლორეს ციხეს უზუნ-ჰასანს ქონდა დაპყრობილი.

ბაგრატის სამფლობელოს ჩამოცილებული იყო კახეთის სამეფო და სამცხე-საათაბაგო, ხოლო სამეფოს შიგნითაც ერთი დიდი სამთავრო განკერძოების გზაზე იყო შემდგარი. ამ სამთავროს, დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ეჭირა და მაშინ საბედიანოდ იწოდებოდა. საბედიანოში შედიოდა აფხაზეთი და სამეგრელო თავისი ზღვისპირა ქალაქებით: ცხუმი და სევასტოპოლი (ეხლანდელი სოხუმი) და ფოთი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Feb 1 2008, 06:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



1801 1810 წლებს მე დავწერ smile.gif თუ რა მოხდა ამ პერიოდში.....


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 06:13 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(შაკუნა @ Feb 1 2008, 06:12 PM) *

1801 1810 წლებს მე დავწერ smile.gif თუ რა მოხდა ამ პერიოდში.....


სიტყვები ვერ დაიტევს ჩემს მადლიერებას, შაკუნა mpua.gif wub.gif დაველოდები შენს მასალას smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2008, 06:11 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საბედიანოს მთავარი ბაგრატს ემორჩილებოდა როგორც უზენაეს ხელმწიფეს. ამრიგად, აკად. ივ. ჯავახიშვილი ასკვნის რომ "ბაგრატ მეფის დროს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა არსებითად თითქმის (კახეთის გამოყოფის გარდა) არ განსხვავდებოდა იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც საქართველო გიორგი მეფის დროს იყო: მაშინაც მესხეთის მფლობელი ათაბაგი და სამეგრელოს მთავარი ბედიანი თავიანთ თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდნენ და გამოცალკევებულნი იყვნენ.

მაშასადამე, მცდარია ის შეხედულება, ვითომც ბაგრატ მეფის დროს მომხდარიყოს მთლიანი საქართველოს გამოყოფა სამ სამეფოდ და სამთავროებად. ბაგრატი მართლაც სხვებსავით ლიხთიმერეთისა და ლიხთამერეთის გამაერთიანებელი და ორსავე ტახტის მპყრობელი ყოფილა და, როცა თვითონ გაბატონებულა, უკვე საქართველოს დაყოფაზე არ უფიქრია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2008, 06:15 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1477 წელს უზუნ-ჰასანის შემოსევების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა. შემდგომმა მოვლენებმა ნათლად დაადასტურა, რომ უზუნ-ჰასანის შემოსევა იყო ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს საბოლოოდ დაშლისა.

1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მე-6. ტახტზე ასვლა მისმა შვილმა ალექსანდრემ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან კონსტანტინეს უფრო მეტი მომხრეები აღმოაჩნდა და კონსტანტინე გამეფდა. აქედან ნათლად ჩანს, რომ კონსტანტინე წინასწარ აგროვებდა თავის მომხრეებს და გარეშე ძალის დახმარებასაც არ თაკილობდა.

ალექსანდრე ბაგრატის ძე იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო და იქ ეცადა სამეფო ტახტზე მომაგრება. მან მოუწოდა მთავრებს, რომ „დადიანმან არღარა ინება მოსვლა. აგრეთვე გურიელმან და სხვათა.“ ამ მდგომარეობით სარგებლობს კონსტანტინე და ქართლის ჯარით სასწრაფოდ დასავლეთში გადადის 1479 წელს. „და მიერთვნენ ყოველნი იმერნი, ვინაიდან დადიანსა მიეცა პირი მტკიცე: ამისათვის ვერღა-რა წინა-აღდგა ალექსანდრე და წარვიდა სიმაგრეთა შინა“. კონსტანტინემ უბრძოლველად დაიმორჩილა იმერეთის სამეფო.

მეფობის დასაწყისის პირველ ხანებში (1478 წ.) კონსტანტინეს შედარებით წარმატება ჰქონდა და ორთავე ტახტის ამერ-იმერის გაერთიანება შეძლო, მაგრამ მდგომარეობა მალე შეიცვალა და საქართველო ისევ დაშლას იწყებს.

საქართველოს საბოლოო დაშლაში ისევ და ისევ სამცხის მთავარს ყვარყვარეს მიუძღვის ბრალი.

1483 წელს არადეთის ბრძოლაში სამცხის მთავარმა ყვარყვარემ კონსტანტინე დაამარცხა, რის შედეგადაც ალექსანდრე ბაგრატის ძემ ისარგებლა და იმერეთის ტახტი ისევ დაიპყრო. მაგრამ ეს არ იყო ძირითადი მიზეზი ალექსანდრეს გამეფებისა იმერეთში.

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ქართლს იმერეთი მოწყვიტა იყო იაყუბ ყაენის შემოსევა ჯერ სამცხეში და შემდეგ ქართლში. ამიტომ ალექსანდრეს გამეფება იმერეთში მარტო არადეთის ბრძოლაში კონსტანტინეს მარცხს არ გამოუწვევია, ამავე წელს იაყუბ ყაენის შემოსევამ კონსტანტინეს ხელფეხი შეუკრა და ამით ისარგებლა ალექსანდრემ და იმერეთის ტახტი დაისაკუთრა 1448 წელს. მაგრამ მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა „დადიანმან კვალად არა ინება მეფობა მისი და მოიწვია მეფე კონსტანტინე დაპყრობად იმერეთისად, უსმინა დადიანსა მეფემან კონსტანტინემ და ჩამოვიდა კვალად სპითა იმერეთს“ (1487 წ.).

ალექსანდრეს ძალა არ ეყო, კონსტანტინეს და დადიანს რომ გამკლავებოდა, ამიტომ მან მიატოვა ტახტი და „წავიდა სიმაგრეთა შინა.“ კონსტანტინემ კვლავ გააერთიანა იმერ-ამერი, მაგრამ ეს გაერთიანება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამ დროს ქართლის თავზე კვლავ ჩამოწვა შავი ღრუბელი: ქართლს ირანის ჯარი შემოესია.

ჰასან რუმლუ იაყუბი ყაენის მეორედ შემოსევას 1487 – 1488 წლებით ათარიღებს.

კონსტანტინე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა იმერეთი და ქართლისათვის მიეხედა.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2008, 05:15 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს ალექსანდრე ბაგრატის ძე და კვლავ ეზავება მთავრებს დიდანსა და გურიელს. ამით მან მშვიდობა დაამყარა იმერეთის სამეფოში და ამავე დროს დაიმორჩილა აფხაზეთი და სვანნი. ამის შემდეგ კონსტანტინე მეფესთანაც ჰყო ზავი.

ალექსანდრემ არა მარტო იმერეთი შემოიმტკიცა, არამედ მთავარნიც თავის გავლენას დაუმორჩილა, და ამდენად მან ნაწილობრივ აღიდგინა ის დაკარგული პრივილეგიები, რაც იმერეთის მეფეებმა დაკარგეს მთავრებთან ჭიდილში.

1489 წლიდან იმერეთი საბოლოოდ ჩამოცილდა ქართლის სამეფოს. კონსტანტინე მეფე მაინც ცდილობდა როგორმე გაეერთიანებინა დაშლილი საქართველო. მან 1490 წელს დარბაზის სხდომა მოიწვია და დასვა საკითხი, თუ რა იღონონ საქართველო რომ კვლავ გაერთიანდეს. დარბაზის წევრებმა მეფეს განუცხადეს: „ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებათა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კვალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისათვის არა გაგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგუცემს მეორე ნებასა, არამედ ვიცადოთ ჟამი, უკეთუ კვალად აგოს ღმერთმან მეფობასა შენსა“ ის რაც ფაქტიურად მომხდარი იყო, დარბაზმა იურიდიულად დაადასტურა და გააფორმა.

ამის შემდეგ კონსტანტინე მეფე იძულებული გახდა იმერთა მეფეს დაზავებოდა 1491 წელს.

იმერეთის სამეფოს ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება, თვით ქართლის მეფის ტიტულატურაშიც აისახა. ადრე საქართველოს მეფე ყველა საბუთში, თავის თავს მეფეთ-მეფეს უწოდებს, მისი მეცხედრე კი დედოფალთ-დედოფლად იხსენიება. თვით კონსტანტინე მეფე 1488 წლის საბუთში თავის თავზე ამბობს: ჩვენ „გამაერთიანებელმა ლიხთიმერისა და ლიხთამერისამან ორსავე სამეფოსამან მტკიცე და შეურყევლად მპყრობელმან“-ო. როგორც ამ სიგელიდან ჩანს, კონსტანტინე ისევ ისე იწოდებოდა, როგორც სხვა მისი წინაპარი მეფეები, მაგრამ შემდგომ 1491-1492 წლების სიგელებში კონსტანტინე თავს იმერეთის მპყრობელად აღარ ასახელებს.

მე-16 საუკუნის დასაწყისში ქართულ სამეფო-სამთავროებს საკუთარი საზღვრები გაუჩნდათ, მაგრამ კუთვნილ ადგილ-მამულებს აღარ სჯერდებოდნენ და თავიანთ თანამოძმეებს საზღვრებს ურღვევდნენ და თავს ესხმოდნენ, ცალ-ცალკე ყველას კანონიერ ხელმწიფედ მიაჩნდა თავი და სხვებს უზურპატორად თვლიდა.

ქართლში დავით კონსტანტინეს ძე მეფობდა (1505 – 1525 წწ.), კახეთში ალექსანდრე გიორგის ძე (1476 – 1511 წწ.), ხოლო იმერეთში ალექსანდრე ბაგრატის ძე (1484 – 1510 წწ.)

მე-16 საუკუნის დასაწყისში ქართველ მეფე-მთავართა შორის ენერგიულ პოლიტიკას იმერეთის მეფე ალექსანდრე ბაგრატის ძე აწარმოებდა. ქართლის მეფე „იყო ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყვარე მშვიდობისა.“ ამით ისარგებლა ალექსანდრე იმერთა მეფემ და ქართლის დაპყრობა გადაწყვიტა.

კინკლოსები და ქართლის ცხოვრების პირველი და მეორე გაგძელებები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ალექსანდრე მეფემ 1509 წელს ქართლის საზღვარი გადალახა, გორი და მისი მიმდგომი სანახები დაიპყრო ისე, რომ ქართლის მეფეს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

იმერეთის მეფის ბატონობა ქართლის ტერიტორიაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ვახუშტი ბატონიშვილს ნათქვამი აქვს, რომ იმ დროს, როდესაც ალექსანდრე ქართლში იყო, „მოართვეს მორბევა იმერეთისა ჩიხთაგან, უკან იქცა და წარვიდა იმერეთს.“

გორი ისევ ქართლის მეფის განკარგულებაში გადავიდა. თუმცა ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა იმერეთის მეფის ცდა გორისა და მისი მიმდგომი ტერიტორიების დასაკავებლად, ხოლო იმერეთის სამეფოს შემოესივნენ არა „ჯიქნი“, როგორც ეს ქართულ წყაროთა უმრავლესობაში არის აღნიშნული, არამედ თურქნი. ეს იყო თურქთა პირველი გამოჩენა დასავლეთ საქართველოში და იმერთის მეფის, ბაგრატის მთავარ საზრუნავს ამის შემდეგ სწორედ თურქთა აგრესიისაგან თავდაცვა შეადგენდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 02:12 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმერეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკური ვითარების გართულება.
ოსმალეთის აგრესიის დასაწყისი


ოსმალეთის აგრესია საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიზეზით იყო გაპირობებული. ჯერ ერთი, ეს მტაცებლური სახელმწიფო მხოლოდ ახალი ქვეყნების დაპყრობით და ძარცვით საზრდოობდა. მეორეც, ირანთან ომის დროს აღმოსავლეთისაკენ წარმატებით შეტევისათვის საქართველო მეტად მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენდა.

საქართველო ასევე მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო ირანისათვისაც ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად. ირანის ახალი, სეფიანთა დინასტიის შაჰები მონღოლთა ყაენების პოლიტიკურ მემკვიდრეობას იჩემებდნენ და საქართველოს დაპყრობას თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ.

ირანსა და ოსმალეთს შორის მე-16 საუკუნის დასაწყისშივე დაიწყო დიდი ომი. 50 წლის განმავლობაში მათ შორის ზავი არ დადებულა, ან ომი იყო, ან ბრძოლის მოლოდინი. ამ ომების ერთ-ერთ ასპარეზს საქართველო წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მედგრად იცავდა თავს აგრესორებისაგან, თავდაცვის უნარს ასუსტებდა ის გარემოება, რომ მე-15 საუკუნის მიწურულიდან საქართველო ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო აღარ იყო.

როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა დაშლილობამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი დასავლეთ საქართველოში მიიღო. იმერეთის სამეფო რამდენიმე დამოუკიდებელ ერთეულად დაიყო: საკუთრივ იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, აფხაზეთისა და გურიის სამთავროები. თავის მხრივ ამ ერთეულებში არსებობდნენ უფრო წვრილი პოლიტიკურ-ფეოდალური ერთეულები - სათავადოები. ამიერიდან ქართველი ხალხი მტრის წინააღმდეგ საერთო ძალით ვეღარ გამოდიოდა. პოლიტიკურად გათიშული ქართული სამეფო-სამთავროები ერთმანეთთან ერთიანი ეკონომიური და კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრებით აღარ იყვნენ დაკავშირებულნი. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ისინი შაჰსა და ოსმალეთის ხონთქარს მორჩილებას უცხადებდნენ, რომ სხვა „საქართველოების“ ხარჯზე თავიანთი სამეფო ან სამთავრო გადაერჩინათ ან დროებით უპირატესობა მოეპოვებინათ.

მე-16 საუკუნის დამდეგისათვის ოსმალეთის იმპერია ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა მსოფილოში. ამ პერიოდიდან იწყება ოსმალეთის შეტევა ამიერკავკასიის ქვეყნების წინააღმდეგაც. იმერეთის მდგომარეობა მეტად გართულებულია. დაშლის პროცესი თანდათან ღრმავდება. „თუ პოლიტიკურ კრიზისის მე-13 საუკუნის საქართველოში მონღოლთა შემოსევამ მოუსწრო, საქართველოს პოლიტიკურ დაშლილობას (მე-15 საუკუნის დასასრულს) დაემთხვა ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოს გაძლიერება და სეფიანთა სახელმწიფოს წარმოქმნა (მე-16 საუკუნის დამდეგს). ასე რომ, ფაქტიურად მე-16 საუკუნეში შეიკრა საქართველოს მტრული სახელმწიფოებით გარემოცვის რკალი.“

ყველაზე საშიში მტერი დასავლეთ საქართველოსთვის ოსმალეთი იყო. მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაანადგურეს, ხოლო 1461 წელს ტრაპიზონის სახელმწიფოც დაიპყრეს, საქართველოს საზღვრებს უშუალოდ მოადგნენ. „ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოს თანდათანმა გაძლიერებამ და საქართველოს მეზობლად ქრისტიანული სახელმწიფოების გაქრობამ (ბიზანტიისა და ტრაპიზონის საკეისროები) უდიდესი საფრთხე დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შეუქმნა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 03:00 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1475 წელს ყირიმის დაპყრობის შემდეგ შავი ზღვა ფაქტიურად „ოსმალეთის ტბად“ გადაიქცა. მათმა გაბატონებამ მცირე აზიასა და შავ ზღვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

პირველად ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგოზე გაავრცელა თავისი გავლენა, შემდეგ იმერეთის სამეფოს სამი მიმართულებით შემოუტია: 1. ჩრდილო დასავლეთიდან ჯიქეთ-აფხაზეთის გზით, 2. ზღვისპირეთიდან გონიის გზით და 3. სამცხე-საათაბაგოს მხრიდან ზეკარის გზით.

ამათგან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთათვის სამცხე-საათაბაგოს, ვინაიდან აქედან ოსმალეთს შეეძლო შეტევა დაეწყო, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოზე, ხოლო მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის სამეფოების წინააღმდეგაც. ამავე დროს სამცხე-საათაბაგოს დაპყრობით ოსმალეთს გზა ეხსნებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიისაკენ, აქედან კი ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეეძლო გაჭრილიყო.

სწორედ სამცხე-საათაბაგოდან, ზეკარის გზით მოხდა თურქთა პირველი შემოსევა დასავლეთ საქართველოში. ამ დაუპატიჟებელი სტუმრის მეგზური სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი იყო.

1510 წ. ოსმალთა ჯარი ტახტის მემკვიდრე სელიმის მეთაურობით, რომელიც ამ დროს ტრაპიზონის ფაშად იჯდა, მოულოდნელად დაეცა ქუთაისს. ქვეყანა ამას მოუმზადებელი შეხვდა. მოსახლეობამ დახიზვნა ძლივს მოასწრო. ოსმალებმა აიღეს და ააოხრეს ქალაქები, დაარბიეს სოფლები, დაწვეს ეკლესიები, იმერეთი საომრად ემზადებოდა, მაგრამ მტერი როგორც მოულოდნელად შემოიჭრა, ასევე მოულოდნელად გავრუნდა უკან, ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა, შესაძლებეი იყო ზეკარის უღელტეხილი ჩაკეტილიყო და ოსმალთა ჯარი დიდ განსაცდელში ჩავარდებოდა.

წყაროებში თურქთა შემოსევა სხვადასხვანაირადაა დათარიღებული: 1508, 1509, 1510, 1512, 1513, 1514 წლებით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2008, 02:31 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, რომ „ამავე ქორონიკონს (1509 წ.) მოუხდენ ჩიხში იმერეთს და მოარბიეს სრულად: ესე ესმა ალექსანდრეს ქართლს მყოფს, უკუმოიქცა და მოვიდა იმერეთს მოწყვეტად მათდა.“

პირველად მარი ბროსემ სცადა გაერკვია „ჩიხთა“ ვინაობა და გამოთქვა მოსაზრება, რომ „ჩიხნი“ უნდა ნიშნავდეს „ჯიქნის“. მაგრამ ჯერ თ. ჟორდანიამ, შემდეგ ი. ჯავახიშვილმა ასეთი ვარაუდი არასწორად მიიჩნიერს. თ. ჟორდანიას აზრით, „ჩიხნი უნდა იყვნენ თათარნი (თურქნი) და არა ჯიქნი, როგორც ჰგონებოდა ბროსეს.“ ი. ჯავახიშვილი იხილავს ვახუშტის მონაცემებს: „ვახუშტი ბატონიშვილის მტრის ორი შემოსევა აქვს აღნიშნული - ერთი 1509 წელს, რომელმაც ალექსანდრე მეფე აიძულა ქართლიდან წასულიყო და მეორე 1512 წელს, როდესაც სამეფო ტახტზე ბაგრატ III იჯდა. პირველ შემომსევთ ვახუშტი ჩიხებად თვლის და მეორედ შემომსევთ ოსმალებად. ფაქტიურად მტრის ერთი შემოსევა მოხდა... თუ ყველა წყაროების ცნობას ჩავუკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ თარიღებისა და თავდამსხმელთა ვინაობის განსხვავებისდა მიუხედავად, ყველანი ერთ ამბავს მოგვითხრობენ და ნამდვილ თარიღად 1509 ან 1510 წელი უნდა ყოფილიყო“.

უკანასკნელ ხანს მ. სვანიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ „ჩიხნი“ შეიძლება რომელიმე თურქული ტომის სახელი იყოსო. ევლია ჩელების გადმოცემით მე-17 საუკუნის 40-იან წლებში ტრაპიზონის საფაშოში 60 ტომი იყო და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ერთ-ერთ თურქულ ტომს დამახინჯებული სახელი „ჩიხნი“ წოდებოდა. მ. სვანიძის მიხედვით, სელიმის ლაშქრობაში ალბათ მონაწილეობას იღებდა ტრაპიზონის საფაშოში მცხოვრები რომელიმე თურქული ტომი და ეს სახელწოდებაც „ჩიხნი“ მათი დამახინჯებული სახელია.

ა. აბდალაძის გამოკვლევით, სომხურ წყაროებში ოსმალთა აღმნიშვნელად გვხვდება სიტყვა „ჩითახი“. ამდენად ვახუშტის „ჩიხნი“ „ჩითახნი“-დან უნდა მომდინარეობდეს. სიტყვა „ჩითახი“ თურქულ დიალექტებში ნიშნავს მოუხეშავს, არამზადას, თავზეხელაღებულს, ჩხუბისთავს. სიტყვა „ჩითახი“ დასავლეთ საქართველოს დიალექტებში ნიშნავს ცუდი გარეგნობის, ანტიპათიურ კოჭლს.

ვახუშტის ცნობისაგან განსხვავებით, ახალი ქართლის ცხოვრების III ტექსტს ეს ამბავი შემდეგნაირად აქვს გადმოცემული. „ამავე წელსა (1510 წ.) იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთვის ბევრის ტყუევნისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მოეხმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეეგება ბაგრატ ვახტანგის და მზეჭაბუკს და გაემარჯუა თუესა ივნისს გ.“

ქართლის ცხოვრების III ტექსტის მოტანილი ადგილის ზოგი ცნობა ჩვენს დაეჭვებას იწვევს. ამ დროს ვახტანგ მეფე საქართველოს არც ერთ სამეფო-სამთავროში არა ჩანს, ხოლო იმავე წელს, რა წელსაც თათრებმა იმერეთის სამეფო ააოხრეს (და ეს წელი ბაგრატის გამეფები წელიცაა), ბაგრატ მეფეს არ შეეძლო ქართლის დასაპყრობად წამოსულიყო. გარადა ამისა, სხვა კინკლოსებში მხოლოდ ძმებს შორის მომხდარ ბრძოლაზეა ლაპარაკი: „პატრონი ვახტანგ და მეფე ბაგრატ მოხისს შეიბნეს და ბაგრატს გაემარჯვა“ )1513 წ.). ყველა კინკლოსი მხოლოდ ძმებს შორის მომხდარ ბრძოლას აღნიშნავს და ამავე დროს 1513 წელს მიუთითებს, რაც უფრო მისაღები უნდა იყოს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2008, 02:48 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაძაბული საშინაო მდგომარეობის განმუხტვის შემდეგ, ბაგრატ მეფე აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადადის. ამის შესახებ საინტერესო ცნობები მოიპოვება იტალიელი დიპლომატების ნაშრომებში - კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარებში“, ჯოვან მარია ანჯოლელოს „უზუნ-ჰასანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოკლე მოთხრობაში“ და სპარსეთში ნამყოფი ანონიმი ვენეციელის „ვაჭრის მოგზაურობაში.“

მათი ცნობების მიხედვით 1514 წელს ოსმალეთ-სპარსეთს შორის ომის მსვლელობის დროს ქართველებიც ჩაბმულან ამ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ, მაგრამ უფრო მეტად პარტიზანული თავდასხმებით აწარმოებდნენ ბრძოლას, ვიდრე გაშლილი ფრონტით. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის კატერინო ძენო თავის „მოგზაურობის კომენტარებში.“

1514 წელს ომის დასაწყისშივე დიდ წარმატებას მიაღწიეს ოსმალებმა. მათ გაანადგურეს სპარსეთის ჯარი და სატახტო ქალაქი თავრიზი დაიკავეს, მაგრამ სელიმ I (1512-1520 წწ.) ორი მიზეზით დიდხანს არ გაჩერებულა თავრიზში:

1. სურსათის ნაკლებობის გამო

2. იმის შიშით, რომ სპარსეთის შაჰინ-შაჰი ისმაილ I (1502-1524 წწ.) ძალებს მოიკრებდა და ბრძოლას გააჩაღებდა.

ამიტომ სელიმ I იძულებული გახდა უკან დაეხია. მან თავისი ჯარი ამასისაკენ წაიყვანა. სწორედ ამ უკან დახევის დროს ქართველმა მხედრობამ მრავალგზის შებრძოლებით დიდი ზიანი მიაყენა ოსმალებს.

მოვუსმინოთ თვით კატერინო ძენოს, „თურქები თავრიზში სამ დღეს დარჩნენ დაიანხეს, რომ მეზობელი მთავრები არ მოდიოდნენ მორჩილების გამოსახატავად. სელიმმა იფიქრა, რომ ისმაილო უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის ვარაუდობდა, რადგან სპარსეთის დიდებულები თავიანთი შეიარაღებული ძალებით უერთდებოდნენ ისმაილის სამეფოს დასაცავად, ამიტომ სელიმმა თავრიზიდან წამოიყვანა ხელოვნებაში განსწავლული რამდენიმე კაცი, წამოიღო ხუთასი საპალნე განძი და ისე, რომ არავითარი ზიანი არ მიუყენებია ქალაქისათვის, გაემართა ევფრატისაკენ. გზაში იგი ხვდებოდა დაბრკოლებას ქართველების მხრივ, რომლებიც მსუბუქი რაზმებით ძარცვავდნენ არმიის აღალს და ნაკუწ-ნაკუწ აქცევდნენ ყველას, ვინც შეეცდებოდა რიგების მიტოვებას მცირე მანძილითაც კი. მათი თავდასხმები იმდენად ხშირი იყო, რომ აკინჯები, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ 40-50 მილის გავლას, ვერ ბედავდნენ გაქცევას, ლაშქრისაგან მცირეოდნად მოშორებას, რადგან გამძვინვარებული მტერი (ქართველები) უმოწყალოდ ხოცავდა მათ. მათ მხოლოდ ხმალი კი არ ხოცავდა, არამედ შიმშილიც, რადგან ისინი არახელსაყრელი პირობების გამო ლაშქრის მომარაგებას პროდუქტებით ვერ ახერხებდნენ, თანახმა იყვნენ ერთი საშინელი სიკვილის ნაცვლად მეორე უფრო საშინელი სიკვდილით დახოცილიყვნენ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 25 2008, 06:01 PM
პოსტი #17


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



იქნებ ეს ინფორმაციაც გამოგადგეთ:
მარინე, თუ გინდა სადმე შენს ტექსტში ჩასვი.
წინააღმდეგი არ ვარ smile.gif

XVI-XVII საუკუნეებში იმერეთის სამეფოში ოთხი სადროშო იყო. პირველ სადროშოს შეადგენდა საჩხეიძო-სალომინაო და ვაკე. მეორეს – არგვეთი, მესამეს-რაჭა და მეოთხეს –ოკრიბა-ლეჩხუმი[7]. სადროშოს სათავეში მსხვილი თავადები იდგნენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2008, 06:07 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 25 2008, 06:01 PM) *

იქნებ ეს ინფორმაციაც გამოგადგეთ:
მარინე, თუ გინდა სადმე შენს ტექსტში ჩასვი.
წინააღმდეგი არ ვარ smile.gif

XVI-XVII საუკუნეებში იმერეთის სამეფოში ოთხი სადროშო იყო. პირველ სადროშოს შეადგენდა საჩხეიძო-სალომინაო და ვაკე. მეორეს – არგვეთი, მესამეს-რაჭა და მეოთხეს –ოკრიბა-ლეჩხუმი[7]. სადროშოს სათავეში მსხვილი თავადები იდგნენ.


მადლობა, თამუნა, ასეთი კარგი პოსტისთვის a025.gif თუკი რამე ინფორმაცია გექნება, ყველაფერი დადე. არ მიაქციო ყურადღება იმას, რომ ქრონოლოგიურად მივყვები თხრობას.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 25 2008, 06:17 PM
პოსტი #19


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



იმერეთია მეფე-მთავართა სია და ქრონოლოგია


ბაგრატ II (VI) 1463-1478 (1466-78 ქართლ-იმერეთი)

კონსტანტინე III (II) 1478-1484 (ქართლ-იმერეთი)

ალექსანდრე II 1484-1510

ბაგრატ III 1510-1565

გიორგი II 1565-1586

ლევანი 1586-1590

როსტომი 1590-1605

გიორგი III 1605-1639

ალექსანდრე III 1639-1660

ბაგრატ IV უსინათლო 1660-1661, 1663-1665, 1667-1678 და 1679-1681

ვახტანგ ჭუჭუნაშვილი 1661 და 1665-1666

არჩილი 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და 1697-1698

დემეტრე გურიელი 1666-1667

გიორგი გურიელი 1681-1683

ალექსანდრე IV 1683-1690 და 1691-1695

გიორგი IV გოჩია 1696-1697

სვიმონი 1698-1701

მამია გურიელი 1701, 1711-1712 და 1713-1714

გიორგი აბაშიძე 1701-1703 და 1704-1707

გიორგი V 1703-1704, 1707-1711, 1712-1713, 1714-1716 და 1717-1720

გიორგი გურიელი (II) 1716-1717

ალექსანდრე V 1720-1740 და 1741-1752

გიორგი VI 1740-1741

სოლომონ I დიდი 1752-1784

დავით II 1784-1789 და 1790-1791

სოლომონ II 1789-1790 და 1791-1810



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2008, 04:35 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჰანიბალ მალიპიერო ნიქოზიიდან ვენეციაში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "როცა სულთანმა თავრიზი დატოვა და ამასიისაკენ გაეშურა, მიადგა მდ. ევფრატს. მისი ჯარის ორი მესამედი უკვე გადასული იყო მდინარის მეორე ნაპირზე, ამ დროს ზურგიდან თავს დაესხნენ ქართველები, რომლებმაც ამოწყვიტეს 15 ათასამდე კაცი და ხელთ იგდეს 11 ქვემეხი."

თავრიზიდან წამოსულ ოსმალებს რომ დიდი ზიანი მიაყენეს ქართველებმა, ამას ჯოვანი მარია ანჯოლელოც აღნიშნავს.

XVII საუკუნის ინგლისელ ისტორიკოსს ნოოლზის ასეთი ცნობა აქვს დართული ძენოს "მოგზაურობის კომენტარებზე". "მიუხედავად იმ სისწრაფისა, რაც სელიმმა გამოიჩინა, ქართველი ცხენოსნების გამოჩენამ ისეთი შიში და არეულობა გამოიწვია მდინარე ევფრატის მთელ იქითა მხარეს, რომ 2 ათასი თურქი, რომლებიც სასწრაფოდ ლამობდნენ მდინარეში გასვლას, დაიხრჩვნენ. მყვინთავებმა დააგროვეს ტალახში ჩაფლული ნარჩენები და მდინარის მიერ წამოღებული მათი დიდძალი ავლა-დიდება. ნადავლით კმაყოფილმა ქართველებმა თურქებს შორს აღარ გასდიეს."

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, ქართველებს დიდი სიმამაცე და გამძლეობა გამოუჩენიათ და დიდი ზარალიც მიუყენებიათ ოსმალებისათვის, მაგრამ ვინ არიან ეს ქართველები და რომელი სამეფო-სამთვროს წარმომადგენელნი, ამის შესახებ უცხოური და ქართული წყაროები არაფერს ამბობენ. ე. მამისთვალიშვილის ვარაუდით ეს ქართველები უნდა იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფოების წარმომადგენელნი. მაგრამ ქართლი ამ დორისათვის მეტად დასუსტებულია, ამას ქართლის ცხოვრებაც ადასტურებს: "ბევრის ტყუევნისა დარბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებული იყო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი