IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო"
marine
პოსტი Oct 31 2017, 10:01 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც მზე აღემატება ზეციურ მოვლენას, ისე აღემატება ღვთისმეტყველი ყველას ღვთივკურთხეული თავისი ღვაწლით".

/ღირსი სვიმეონ მეტაფრასტი/


"და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შვიდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსვრილებასა ერისა თვისისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს" (ეს. 30, 26).



დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა"
მზე გაჩერდა?!

ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება.

აი, ერთი მათგანიც:
ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი.

მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს.

კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..."

როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია!

რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8).

როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი.

"მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13).

"ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5).
- აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ.
როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.

მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე.
ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი).

ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია.

როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი?

თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11).
მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები?

ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო...
ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:
"და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8).
თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო".

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია.
ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო.
ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც.

მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა.
მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მზე ღვთისმეტყველებაში   Oct 31 2017, 10:01 PM
marine   *** დღე იყო რუხი და ცრ...   Aug 9 2019, 10:31 PM
marine   "უკანასკნელ ჟამს ...   Aug 13 2019, 07:10 PM
marine   "მაშ, რისთვის ვარ...   Aug 16 2019, 08:45 PM
marine   "მზის წამწამების ...   Aug 17 2019, 09:52 PM
marine   "მზის პირველი სხი...   Aug 17 2019, 10:31 PM
marine   "ვოი მამულო, დანა...   Sep 2 2019, 06:46 PM
marine   "მზე აღდგომის (მა...   Sep 19 2019, 10:38 PM
marine   "დილას, სანამ შენ ...   Sep 20 2019, 11:17 AM
marine   "ეს მოულოდნელობა ...   Oct 7 2019, 08:52 PM
marine   "მზეო, ნურასდროს ...   Oct 29 2019, 10:23 PM
marine   "დამავალი მზის მზ...   Dec 2 2019, 02:52 PM
marine   "სათნოებების დაფ...   Jan 9 2020, 07:17 PM
marine   "დილის უფერული მზ...   Jan 27 2020, 09:19 PM
marine   "ბაღში ჩიტს შესცქ...   Jan 27 2020, 09:40 PM
marine   "მზე დედამიწას პრ...   Jan 30 2020, 07:21 PM
marine   "მუდმივად ეძებე წ...   Feb 3 2020, 03:57 PM
marine   "ყოველგვარი სათნ...   Feb 8 2020, 07:34 PM
marine   "თუ არ შეგიძლია მ...   Feb 10 2020, 02:36 PM
marine   "ასე, მზის წარმარ...   Feb 26 2020, 10:06 PM
marine   "მზეს ნაირფერად ა...   Mar 28 2020, 08:27 PM
marine   "მზე ჩაქრება, გაქ...   Apr 21 2020, 07:40 PM
marine   "როცა მზე შუადღის...   Apr 26 2020, 08:48 PM
marine   "სამეგრელოში ზოგ...   Apr 30 2020, 10:00 PM
marine   "მზე - ეს მამაღმერ...   May 1 2020, 07:33 PM
marine   "სამწუხაროდ, კაცი...   May 6 2020, 09:41 PM
marine   "ის [ბერი ანთიმოზ...   May 11 2020, 03:56 PM
marine   "გარეშე მწერლობა,...   May 16 2020, 02:38 PM
marine   "მზეც ვეება დაკრო...   May 18 2020, 07:25 PM
marine   "ცაზე მზე ცეცხლმო...   May 18 2020, 08:42 PM
marine   "ზმე ნისლში და თქ...   May 18 2020, 09:12 PM
marine   "ყოველი სათნოები...   May 19 2020, 07:27 PM
marine   "ჩვენი მზე, ჩვენი ...   May 19 2020, 07:48 PM
marine   "მზე უმზრახ ოსტატ...   May 24 2020, 06:52 PM
marine   "ვერც ხედავდა ზღვ...   May 24 2020, 10:09 PM
marine   "სარკემლში ვარვა...   May 25 2020, 10:07 PM
marine   "კოდიანის მთის იქ...   May 26 2020, 10:04 PM
marine   ფსალმუნი 88 37. ნათეს...   May 27 2020, 07:19 PM
marine   "[ხაჭაპურის] უმრა...   May 30 2020, 06:59 PM
marine   "მზის ნაბოლარა სხ...   Jun 13 2020, 10:28 PM
marine   "შემიმჩნევია, ავე...   Jun 15 2020, 03:14 PM
marine   "მზემ აიწია ფეხის...   Jul 1 2020, 09:47 PM
marine   "არც მზის ჩასვლა ...   Jul 5 2020, 06:57 PM
marine   "ლურჯი მზე იყო, ლუ...   Jul 5 2020, 07:35 PM
marine   "მიყვარს ამომავა...   Jul 6 2020, 07:28 PM
marine   "ყოველთვის მიყვა...   Jul 7 2020, 04:22 PM
marine   "შენ შეგიძლია ყვე...   Jul 10 2020, 01:52 PM
marine   "დიდი წითელი მზე ...   Aug 9 2020, 10:40 PM
marine   "მეტი მზე შემოუშვ...   Sep 2 2020, 10:40 PM
marine   "მანათობელი მზე ყ...   Sep 20 2020, 03:12 PM
marine   "საკვირველი ქმნი...   Sep 21 2020, 07:58 PM
marine   "ტაბლა საკრალური ...   Sep 27 2020, 03:15 PM
marine   "მზე, ვით ხოხობი, ფ...   Sep 30 2020, 08:47 PM
marine   "ღრუბელი დიდხანს ...   Oct 5 2020, 12:39 PM
marine   "იცი, სათნოებათა ...   Oct 12 2020, 08:13 PM
marine   "ყოველ დილით ხელი...   Oct 13 2020, 08:03 PM
marine   "გონებით ჩვენ იმი...   Oct 19 2020, 08:14 PM
marine   "მე მჯერა, რომ ყვე...   Oct 21 2020, 09:43 PM
marine   "მზეს არ აქვს არჩ...   Oct 24 2020, 08:48 PM
marine   "მზის სითბო, ენერ...   Nov 5 2020, 01:27 PM
marine   "დარბილებული მოა...   Nov 6 2020, 12:48 PM
marine   "წმ. ბარსანაბოსი ...   Nov 9 2020, 05:56 PM
marine   "23. გაფითრდება მთვ...   Nov 19 2020, 08:39 PM
marine   "მზე ჩაწურული იყო...   Nov 22 2020, 09:37 PM
marine   "როგორც წყნარ და ...   Dec 1 2020, 03:03 PM
marine   "მზის წელიწადი მო...   Dec 3 2020, 08:42 PM
marine   "როგორც ამომავალ...   Dec 13 2020, 01:00 PM
marine   "დიდი ქარიშხლის შ...   Dec 13 2020, 04:10 PM
marine   "რაც მზეა გრძნობი...   Dec 28 2020, 08:08 PM
marine   "ღრუბლებს მიღმა მ...   Jan 4 2021, 09:26 PM
marine   "ქართულ საეკლესი...   Jan 11 2021, 08:11 PM
marine   "მოღვაწე მამები გ...   Feb 4 2021, 08:36 PM
marine   "- და ვითარცა იყო ჟ...   Feb 8 2021, 08:07 PM
marine   "გონებით იმასაც კ...   Feb 9 2021, 08:06 PM
marine   "შენ თუ მზე გათბო...   Mar 5 2021, 08:41 PM
marine   "მზიანი დღეების გ...   Mar 11 2021, 10:10 PM
marine   " - და დაბნელდა მზე...   Mar 26 2021, 08:20 PM
marine   "როგორც მზე ათბობ...   Mar 31 2021, 08:39 PM
marine   "მთიდან ამოგორებ...   Apr 4 2021, 02:35 PM
marine   "ჩიპური სკანდალი...   Apr 23 2021, 09:04 PM
marine   "ისევე, როგორც მზ...   May 17 2021, 09:17 PM
marine   "როგორც მზე აძლევ...   May 18 2021, 08:34 PM
marine   "როცა გონება მეუბ...   May 22 2021, 07:07 PM
marine   "რაკი, როგორც წმი...   May 22 2021, 08:31 PM
marine   "მზე რომ გაინაპირ...   May 25 2021, 08:40 PM
marine   "უფალი ღმერთი არი...   May 28 2021, 08:47 PM
marine   "მზეზე მაღალო!...   May 30 2021, 10:57 PM
marine   "ვინც დიდხანს დგა...   Jun 16 2021, 07:34 PM
marine   "ცოდვა ნისლივით ფ...   Jun 17 2021, 06:07 PM
marine   "ღრუბელა მზე საწვ...   Jun 17 2021, 09:05 PM
marine   "ცაზე უსიხარულო მ...   Jun 20 2021, 02:58 PM
marine   "ისევე როგორც მზე...   Jul 1 2021, 02:16 PM
marine   "წყვდიადი გავფან...   Jul 9 2021, 05:31 PM
marine   "რაც უფრო მეტი მზ...   Jul 24 2021, 11:19 PM
marine   "იესო ქრისტეს სიბ...   Jul 25 2021, 04:35 PM
marine   "ჩვენი მზე, ჩვენი ...   Jul 27 2021, 08:32 PM
marine   "მზეს ფარდა შეიძლ...   Jul 27 2021, 08:56 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Aug 16 2021, 07:22 PM
marine   "არაფერია გასაკვ...   Aug 22 2021, 04:53 PM
marine   "ისევე, როგორც შე...   Aug 24 2021, 10:47 PM
marine   "მზე და მთვარე არ...   Aug 28 2021, 06:54 PM
3 გვერდი V < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 12:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი