სწავლება ცხონების შესახებ, აპოკატასტასისი და ჭეშმარიტება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სწავლება ცხონების შესახებ, აპოკატასტასისი და ჭეშმარიტება |
KAIROS |
Oct 20 2008, 05:49 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თემა ძალიან ტევადია და უბრალო კითხვა-პასუხში არ ამოიწურება, ამიტომაც აქ ჩავუღრმავდეთ...
მოძღვრისადმი კითხვაში იქნა დასმული კითხვა " როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი სასუფეველში, თუ მისი ახლობლები და მეგობრები ჯოჯოხეთში იქნებიან " ძნელი კითხვაა, ჯერ უბრალოდ გავიგოთ რაა ცხონება და რაა წარწყმედა, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ერთი არის არჩევანი ღმერთთან ერთად ყოფნისა და მეორე ღმერთის გარეშე, ნეტარება კი სიყვარულში მარად ზრდაა და მეორე პირიქით... რაც არის სწორედ წყარო ნეტარებისა და პირიქით... შესაბამისად იოტისოდენა ნეტარება არ აკლდება ნეტარებისა ცხონებულს, არის ერთი აპოკრიფი პეტრე მოციქული და დედამისის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს, რომ პეტრემ სასუფეველში თხოვა უფალს, მისი ჯოჯოხეთში მოხვედრილი დედაც ეცხოვნებინა, უფალმაც ანგელოზი გააგზავნა, ჯოჯოხეთში ანგელოზს პეტრეს დედასთან ერთად მრავალი სხვა სულიც მოეჭიდა, და რამდენადაც დიდი იყო ამ სულების რაოდენობა უფრო მსუბუქად ამოდიოდა ანგელოზი, მაგრამ გზაში, პეტრეს დედამ ეგოისტურად დაიწყო სხვა სულების ისევ ქვემოთ ჩაყრა, და ბოლოს ანგელოზი ისე დამძიმდა, როცა მხოლოდ პეტრეს დედა დარჩა, რომ ისიც ჩააგდო... რათქმაუნდა ეს აპოკრიფია, მსგავსი მატერიალური გაგება არ შეიძლება ცხონება რაღაც ფრთის ჩაჭიდებაზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ აქ სხვა რამ მინდა დავინახოთ, კერძოდ შინაგანი განწყობილება და თავისუფალი ნება, ანუ პეტრეს დედის შინაგანი ბუნება არ იყო მზად სამოთხისათვის და ვერც მოხვდა იქ, და როგორც ბევრი მამა ამბობს უკანასკნელი წყალობა ჯოჯოხეთიაო... როგორ, მართლა ვერ გეტყვით, იმ მამებსაც არ დაუზუსტებიათ... შეიძლება აქ ისიც დავამატოთ, რომ ის ადამიანი ( წარწყმედილი) სამოთხეში რომ აიყვანო, პირიქით უფრო მეტ ტანჯვას განიცდის, რადგან ის არაა მზად ამისათვის , ვერ დაიტევს, რადგან სამოთხე და ჯოჯოხეთი უფრორე მდგომარეობაა ვიდრე მდებარეობა, თუმცა არც ეს მდებარეობა ( ძალიან განზოგადებული და უცნობი) არ გამოირიცხება, რადგან ღმერთის გარდა ყველანი შემოსაზღვრულნი ვართ... თემას დავუბრუნდეთ, აქამდე იქამდის მივედით, რომ ნეტარებას არაფერი აკლდება და არც ძალით ცხონებაა შესაძლებელი, მაგრამ ახლა ყველაზე ძნელი კითხვა, როგორ შესაბამისობაში მოდის საღვთო სიყვარული და ჯოჯოხეთი? აკი სწორედ საღვთო სიყვარულში იზრდებიან წმიდანი და ცხონებულნი? ან ღმერთი მარადიული სიყვარული, ყველა ჩვენს სიყვარულზე უსასრულოდ აღმატებული, თავად როგორ ნეტარებს, როცა მისი შექმნილი იტანჯება? ან როგორ ტანჯვავს მას? ამაზე პასუხს ცემს ანტონი დიდი: "„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება - როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც - მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი „ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან“ იგივეა, რომ ვთქვათ „მზე ემალება უსინათლოებს". საერთოდ ეს თემა ძალიან მტკივნეული და რთული იყო, თვით უდიდესი მოაზროვნის ორიგენესათვისაც, მან ჩამოაყალიბა სწავლება, რომელიც დაგმო V მსოფლიო კრებამ , თითქოს დემონები და უკეთური ადამიანები ჯოჯოხეთში მხოლოდ გარკვეულ დრომდე დაიტანჯებიან, შემდგომ კი პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში აღდგებიან (აპოკატასტასისი). მოდი ცოტათი ჩავუღრმავდეთ ამ ტერმინის მნიშვნელობას და ისტორიას: აპოკატასტასი (ბერძ.) - ორიგენესაგან მომდინარე სწავლება, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ცხონდება ყველა, ცოდვილთა და თვით დემონთა ჩათვლით. Апокатастасис (греч. — возвращение в прежнее состояние, восстановление) — понятие, посредством которого обозначалось необходимое возвращение вещей в своё былое обличье. На 5-м Вселенском соборе было отвергнуто это учение Оригена, что спасутся (станут радоваться в раю) не только праведники, но, будто бы, и все грешники, и демоны и даже сам сатана после понесённого ими назначенного им Богом наказания. По этой теории бесценная спасительная Жертва Христа потеряла бы всякий смысл и у живущих людей отпал бы стимул стараться жить благочестиво и терпеть множество лишений, страдания и даже смерть за Христа, если все уже обречены на вечное спасение. სხვათაშორის ორიგენეს ეს ცრუსწავლება ჯოვანი სკოტო ორიუგენას და შლეირმახერის ფილოსოფიურ სწავლებებშიც აისახა, ქრისტიანობისათვის სრულიად მიუღებელია: ამისათვის საინტერესო სტატიაა აქ: О лжи "всеспасения" http://stanastasia.ru/lectory/orth/15.html О лжи "всеспасения" Апокатастасис Оригена – учение о том, что все творения Божии, в том числе самые тяжелые грешники и падшие ангелы, в конце концов вернуться к Богу – близок к античной философии, которая рассматривала историю мира, как цепь последовательных и замкнутых циклов. Здесь конец сливался с началом – устье реки времени совпадало с ее истоком. Каждый цикл истории делал гигантскую окружность, будто движение космического циркуля, где линия замыкалась в точке ее отсчета. Таким образом, мир, происшедший от Бога должен возвратиться к Богу – в свое первоначальное состояние. Этот языческий апокатастасис, делающий спасение необходимостью, по сути дела зачеркивал разницу между добром и злом в аспекте вечности. Он детерминизировал саму волю человека, и делал добро и зло эфемерными состояниями, то есть почти что фикциями. По Оригену, человек обречен на спасение, а само спасение это возвращение. Здесь мы коснулись философской стороны апокатастасиса. Но есть еще другая, более сокровенная – нравственная сторона. Человек перестает бояться Бога, а по Библии страх Божий – начало премудрости. Именно страх Божий отрезвляет человека, сковывает его грех, и очищает ум от страстей. Без страха Божьего ум находится в состоянии опьянения и делается рабом чувств, желаний и стремлений к наслаждениям. Страсти подсказывают уму идеи, а рассудок развивает их. Страх, предохраняя человека от грубых грехов, дает место в душе для благодати, которая рождает надежду, а надежда рождает любовь. Где нет страха – там нет надежды, а только змеиная песнь страстей, которые оправдывают грех. Странное дело: грешник утешает себя любовью Божьей, в которой он надеется найти прощение без покаяния и исправления. Это ложное упование, это прятанье за любовь Божию происходит именно потому, что у грешника нет любви к Богу. Впрочем, часто грешник убеждает себя в том, что Бог, как всецелая Любовь, даст ему время покаяния перед самой смертью; а теперь – время для земных радостей, то есть время для наслаждений, а не слез. Многоречивые выступления современных гуманистов о любви Божией – это на самом деле грех против любви, так как они желают превратить любовь Божию в гарант своего спасения без покаяния и исправления жизни, то есть здесь злоупотребление любовью и милосердием Божиим. Эти люди не понимают, что истинная любовь к Богу рождается в тяжелой борьбе с собой; что отдаваясь страстям, они не любят Бога, что совершая грех, приносят страдания Христу. Слова о любви без подвига – это оправдание греха. Такие люди готовы распять Бога и блудить под тенью Креста, утешая себя тем – что Бог есть Любовь. Современному гуманистическому сознанию неприемлемо учение Христа о вечных муках, которое содержится в Евангелии и является одним из краеугольных догматов сотериологии и эсхатологии. Учение Оригена было осуждено, оно было изгнано из Церкви, но не из уголков человеческого сердца, где грехи, как змеи, свили свои гнезда. На протяжении истории мы видим рецидивы оригенизма в ересях и сектах, в том числе в оккультных сектах, который учит о восстановлении падших ангелов в своем чине и примирении сатаны с Богом. Характерно, что в демонических сектах блуд стал ритуальным символом любви. Сам Ориген был аскетом, но, к сожалению, аскетизм принял у него изуверскую форму – самооскопление. Он читал Евангелие в мерцающем свете «Диалогов» Платона. Ложный спиритуализм Оригена как платоника и обещание всем конечного спасения делал оригенизм привлекательным для древних, средневековых и современных гуманистов. Теперь все чаще звучат призывы реабилитировать Оригена, и признать церковные анафемы недействительными, как некое недоразумение. Современные реформаторы с большим удовольствием предали бы анафеме святого царя Иустиниана Великого, собравшего V Вселенский Собор, на котором был осужден Ориген, а самого Оригена объявили бы "вселенским учителем". © Архимандрит Рафаил (Карелин ) ესეც და ქვემოთ მოყვანილი სტატიის ნაწილიც არქიმანდრიტ რაფაელს ეკუთვნის, ობიექტურობა მოითხოვს, რომ აქ , განსხვავებით სხვა უამრავი და ძალიან პრინციპული საკითხებისა, მე პირადად ვეთანხმები, რადგან ეყრდნობა მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებას "...დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს. დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება - ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას. ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი - სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი - სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება. დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი - ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა. http://bakuradze07.piczo.com/?g=29905542&cr=2 იგივე აზრს იზიარებს და ორიგენეს სწავლებას გმობს Прот. Георгий Флоровский. Противоречия оригенизма [патристика] У Оригена это учение о "всеобщем спасении" определяется совсем не моральными мотивами. Это прежде всего метафизическая теория. Апокатастасис есть отрицание истории. Всё, что бывает, всё содержание исторического времени рассеется, и рассеется без памяти и без следа. И "после" истории останется только то, что уже было "прежде" истории. Ориген совсем не иллюзионист. Он нисколько не отрицает реальности истории и времени, он отрицает только смысл истории. В истории и не может быть смысла, ибо, по мнению Оригена, она начинается через бессмыслицу, от пресыщения первозданных духов добром. В системе Оригена самым светлым всегда представляется его учение о свободной воле, в котором он так далеко как будто уходит от гностиков и от эллинизма вообще. Однако в последнем счете по Оригену свободная воля непроизводительна. И не может быть производительной, ибо нечего производить, к первозданной полноте нечего прибавить. В системе Оригена свобода воли объясняет падение мира, факт неразумия. Для Оригена свобода воли необходима как причина зла. Для добра не нужно свободы. Это связано с радикальным неисторизмом Оригена. Времени не нужно, история не нужна, ибо "раньше" времени, "прежде" истории осуществлена вся полнота бытия, всё, что достойно и способно, чему подобает быть. Как истый эллин и платоник, Ориген не понимал вхождения в вечность, рождения или возникновения для вечности. Он мог допустить выпадение из вечности как безумную и до конца не объяснимую катастрофу, и разрешение этой катастрофы через возвращение в вечность. К этому сводится вся Оригенова философия истории — круг возвращения. Круг, символ полноты, но и символ неподвижности, для античного сознания был высшим из символов. Прямая линия, символ движения, античному человеку казался жутким образом хаоса, темной и дурной бесконечности. Отсюда идеал возвращения. Ориген исповедует его открыто. Оригенизм не акосмичен. Напротив, это учение о вечном мире. Но его вечный мир есть мир духов, мир умов, существ. И этот идеальный мир есть первообраз и ипостась эмпирического мира — Ориген прилагает к нему библейское имя Софии, Премудрости Божией. Это образ и откровение Бога. И этот идеальный мир не возникает, но вечно есть. Оригена нельзя назвать пантеистом. Он ясно отличает мир от Бога, как Его "творение". Только это творение он не может мыслить иначе как вечным — ему кажется, что это вытекает из учения о Божественной неизменяемости и простоте. Вместе с тем, когда Ориген говорит о Божественной жизни, он говорит именно об Откровении. О Боге вне мира Ориген хотел бы только молчать. В этом отношении он близок к Плотину и еще ближе к Филону. — И еще одну черту нужно припомнить в учении Оригена об идеальном мире. Это — некая полнота существ, всё — от светил до водяных животных. Всё это падшие духи. http://portal-credo.ru/site/index.php?act=lib&id=434 Оригенизм можно определить как "ересь о времени". Проблематика оригенизма имеет не только историческое значение. Это некий повторяющийся тип мысли. Этим объясняется длительное и обновляющееся влияние Оригена. Любопытно оживление оригенистических мотивов в европейской мистике нового времени. Оно связано тоже с нечувствием времени как особой категории бытия... <...> о решающем месте проблемы времени в системе христианской мысли. Христианство есть оправдание времени, философия твари, учение о возникающем из ничего и входящем в вечность, — учение о становящейся вечности. В этом смысл христианской метафизики. И он раскрывается через созерцание исторического Христа. Этого не видел, не мог увидеть Ориген. В этой немощи завязка его трагизма ამთავრებს ფლოროვსკი... შეიძლება ითქვას, რომ 1) ნეტარებაც და ტანჯვაც მარადიულია 2) აპოკატასტასისი მწვალებლობაა და დაგმობილი V მსოფ. ეკლ. კრების მიერ ( ესეც ნახეთ ამ კრებაზე საინტერესოა http://www.klikovo.ru/db/book/msg/4867 ) IX ანათემა Если кто.., что наказание демонов и нечестивцев - временное и будет иметь после некоторого срока свой конец, т.е. что будет восстановление (αποκαταστασιν) демонов и нечестивых людей, - анафема. Εί τις τήν τερατώδη άποκατάστασιν πρεσβεύώ άνάθεμα éστω Ei tis ten teratode apokatastasis presbeuei anathema esto 3) ტანჯვაც და ნეტარებაც თავისუფალი ნების მიერი არჩევანია და გამყარებაა ამ არჩევანში, რაც თავისთავად გულისხმობს, ამ გამყარებისას სულიერი მდგომარეობის ცვლილებას, ანუ ( ამაზე კითხვებში ვწერდი ადრე) ანგელოზი აწი აღარასოდეს დაეცემა, იმიტომ კი არა, რომ არა აქვს თავისუფალი ნება, არამედ იმიტომ, რომ არჩევანი უკვე გააკეთა და აწი მუდმივად მყარდება თავის არჩევანში და იზრდება ნეტარებაში, პირიქითაა ეშმაკი, და შესაბამისად მისი სულიერი მდგომარეობაც იზრდება პირუკუ, ანუ ის "არა" ღმერთს მასში უფრორე იზრდება, საკმარისი იქნებოდა ერთი მაპატიე და შენდობა მიეცემოდა, მაგრამ მას ( ეშმაკს ) ეს უკვე არ ძალუძს, რადგან მუდმივად ეცემა თავის დაცემულობასა და ამპარტავნებაში... აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ ის რომ ცხონებულს ეს ყოველივე ეცოდინება , რომ ყოველივე ეს სამართლიანია და რომ ის ვინც ჯოჯოხეთშია, იქაა მხოლოდ მისივე არჩევანით და იმიტომ რომ მას იქ უნდა! რა ვიცი, საკმაოდ რთული თემაა, იმედია მეგობრები დაამატებენ იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Oct 20 2008, 10:31 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ციტატა ესეც და ქვემოთ მოყვანილი სტატიის ნაწილიც არქიმანდრიტ რაფაელს ეკუთვნის, ობიექტურობა მოითხოვს, რომ აქ , განსხვავებით სხვა უამრავი და ძალიან პრინციპული საკითხებისა, მე პირადად ვეთანხმები, რადგან ეყრდნობა მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებას ისე, რაფაელ კარელინი რომ უარგუმენტოდ საუბრობს, მე ასეთი "სერიოზული" საუბარი ბევრისგან არ მომისმენია. მისი მსჯელობა არის ემოციების გუნდა და მეტი არაფერი, არცერთი სერიოზული არგუმენტი, გარდა კრების დადგენილებისა - მაგრამ კრების დადგენილებით აპელირება ყველას შეუძლია. მეორე საკითხია, რატომ მიიღო კრებამ ეგ დადგენილება. სულ სხვა ხასიათისაა ფლოროვსკის არგუმენტაცია... პ.ს. გაიტანეთ კარელინი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
Oct 20 2008, 11:16 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ აი ასე, მთლიანად დემონები? და არც ერთი ნატამალი არ იქნება მათში სიკეთისა? რატომღაც დულაიზმს მაგონებს. 100% სიკეთე და 100% ბოროტება. ციტატა თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. გველის და მორილეის სიყვარული არ შეიძლება? იგიც ღვთის ქმილებაა და რატომ არის გაიგივებული ბოროტებასთან? ეს ხომ სტერეოტიპული აზროვნებაა? ციტატა ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს. ძალიან მიჭირს დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ცოდვილების გაიგივება დემონთან არ მიმაჩნია მართებულად. (ნუ ცოდვით კატეგორიას გააჩნია) |
KAIROS |
Oct 20 2008, 11:56 AM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სულ სხვა ხასიათისაა ფლოროვსკის არგუმენტაცია... პ.ს. გაიტანეთ კარელინ გეთანხმები თუმცა კრება-კრებაა... ციტატა აი ასე, მთლიანად დემონები? და არც ერთი ნატამალი არ იქნება მათში სიკეთისა? ნუ ახლა იქაც არის საფეხურები, თუმცა წარწყმედა საუკუნოა და ეს დოგმაა..თან დავით, საუბარია საბოლოო გამყარებაზე ბოროტებაში... ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ იქ უკვე სინანული არ არსებობს, არის მხოლოდ გამყარება გაკეთებულ არჩევანში... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Oct 20 2008, 12:15 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან საინტერესოა....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
*ana* |
Oct 20 2008, 04:00 PM
პოსტი
#6
|
Gothic, it's inside ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 |
რთული იქნება ალბათ...
-------------------- Metal power
|
KAIROS |
Oct 20 2008, 05:30 PM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რთული იქნება ალბათ... კი ანა რთულია ხანდახან ადამიანური გონებისათვის ბევრი რაიმეს ჩაწვდომა, ერთადერთი ის ვიცით, რომ ნებისმიერი ადამიანის მიერ ნებისმიერი ადამიანის სიყვარული არაფერია იგივე ნებისმიერი ადამიანისადმი ღმერთის სიყვარულთან შედარებით, და თუკი მიუხედავად ამ უდიდესი საღვთო სიყვარულისა ჯოჯოხეთი მაინც არსებობს, ადამაინის თავისუფალი ნების და მის მიერ გაკეთებული არჩევანის გამო, და იმასააც გავითვალისწინებთ, რომ ცხონება ღვთის მსგავსებისაკენ სვლაა მარადიულად, მაშინ შეგვიძლია ოდნავ მაინც ვივარაუდოთ, შენს მიერ დასმული კითხვის პასუხიც, ცხონებულები იქნებიან ვითარცა ღმერთი, და ზუსტად როგორ ეგ არავინ იცის, გარდა იმსია, რაც ზემოთ დავწერეთ... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Oct 20 2008, 05:33 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა იხარეთ; კაიროსი! ჯობდა: ცხონდით, კაიროსი! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Oct 20 2008, 05:34 PM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პ.ს.
ციტატა ცოდვილების გაიგივება დემონთან არ მიმაჩნია მართებულად. (ნუ ცოდვით კატეგორიას გააჩნია) და კიდევ, თუ ცხონება მუდმივი ზრდაა ღვთის მსგავსებაშიც, და შესაბამისია სულის მდგომარეობაც და თვისებებიც, ზუსტად იგივეა წარწყმედა, ოღონდ პირუკუ, იგი მუდმივი დაცემაა დემონთმთავრის მსგავსებაში და შესაბამისად ეს აისახება სულის მდგომარეობაზე და მის თვისებებზეც... თან მუდმივად! ციტატა ცხონდით, კაიროსი! ო.კ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sopo... |
Oct 20 2008, 09:07 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
ციტატა Эти люди не понимают, что истинная любовь к Богу рождается в тяжелой борьбе с собой; что отдаваясь страстям, они не любят Бога, что совершая грех, приносят страдания Христу. Слова о любви без подвига – это оправдание греха. საქმენი საგმირონია საჭირო.. მცირე მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევაც არ დაგვიწყია არა თუ ვნებებთან ბრძოლა რომელსაც წლები ჭირდება..? კარელინი მომეწონა.. მსგავსი აზრები სხვა წმინდა მამებსაც აქვთ და არგუმენტად მიმაჩნია ის არის რომ სული წმინდის მიერაა ნაკარნახები.. ციტატა იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას. ჩემი ქაღალდის კუთხეში ოოო ისეთი სერიოზული მზე ხატიაა, თან ანათებს კიდეც.. ციტატა ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. მმმ ბაცილა..? ზოგ ადამიანში არის სათნოებები, ლამაზი ბუნება, გვიყვარს და არ არის ღვაწლი ისე რომ ხან ფიქრობ ვერ ცხონდება.. ანუ ის ადამიანი მაინც ბოროტების განსახიერება იქნება..? პრინციპში ვინ ადამიანი ?.. მე მგონი ერთ-ერთი საპატიო ბაცილა მე ვიქნები.. KAIROS დიიდი მადლობა .. ძააალიან საინტერესო იყო.. |
guest |
Oct 20 2008, 09:52 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
KAIROS
კაი რაცხა დაგიწერია მადლობთ. ბევრს აინტერესებს და ასე ძირეული განხილვა კაი იქნება. |
დათიკო |
Oct 21 2008, 01:17 AM
პოსტი
#12
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
ციტატა ნუ ახლა იქაც არის საფეხურები, თუმცა წარწყმედა საუკუნოა და ეს დოგმაა.. თან დავით, საუბარია საბოლოო გამყარებაზე ბოროტებაში... ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ იქ უკვე სინანული არ არსებობს, არის მხოლოდ გამყარება გაკეთებულ არჩევანში... ნუ ეგ გასაგებია. თუმცა დემონსა და ადამიანს შორის არსებითი სხვაობის დაფიქსირება მინდოდა მაინც. |
მნათე |
Oct 21 2008, 01:46 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
იქნებ აპოკატასტასია ჭეშმარიტება
ტენდენციურებო მე დავიცავ ორიგენებს უფლებებს ბოლომდე! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Oct 21 2008, 02:09 AM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მე დავიცავ ორიგენებს უფლებებს ბოლომდე! გაქრი შენა ორიგენე რა შეუმცდარი იყო? მას სხვა სიმცდარეებიც აქვს (სულთა წინარეარსებობის შესახებ და სხვა...) თუმცა ეს მას არ ართმევს იმ დიდ მნიშვნელობას რაც ქრისტიანული აზროვნების განვითარებისათვის აქვს გაწეული ეს ის მცდარი სწავლებებია რაც ორიგენეს ქონდა და რაც ანათემას გადაეცა ( ოღონდ სწავლება და არა ორიგენე) 5-й анафематизм отвергает переход душ из ангельских в человеческие и демонские и наоборот. 6-й — ο творении мира димиургом из готовых элементов. 9-й: Слово Божие воплотилось не в тело, одушевленное живой душой, но νους (он же y них называется нечестиво Христом) сделался органом познания в монаде — личности Христа. 10-й: Христос по воскресении принял эфирное тело (шарообразное); так же и y нас, по воскресении природа тела уничтожится. 11-й: Материя в конце исчезнет, останется один дух. 12-й: Все (в том числе и злые духи) соединятся с Логосом, и царство Христа кончится. 13-й: Нет существенного различия y тварей со Христом. Все сядут одесную Бога во главе со Христом, как было и от начала, в предсуществовании. 14-15-й: апокатастасис. http://www.sedmitza.ru/text/435245.html თუმცა ჩვენ ჯობს ისევ ცხონების საკითხს დავუბრუნდეთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Oct 24 2008, 12:18 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ციტატა შეიძლება აქ ისიც დავამატოთ, რომ ის ადამიანი ( წარწყმედილი) სამოთხეში რომ აიყვანო, პირიქით უფრო მეტ ტანჯვას განიცდის, რადგან ის არაა მზად ამისათვის , ვერ დაიტევს, ციტატა ნეტარებას არაფერი აკლდება და არც ძალით ცხონებაა შესაძლებელი ციტატა ტანჯვაც და ნეტარებაც თავისუფალი ნების მიერი არჩევანია და გამყარებაა ამ არჩევანში ციტატა ის ვინც ჯოჯოხეთშია, იქაა მხოლოდ მისივე არჩევანით და იმიტომ რომ მას იქ უნდა ციტატა იქ უკვე სინანული არ არსებობს, არის მხოლოდ გამყარება გაკეთებულ არჩევანში... ციტატა და კიდევ, თუ ცხონება მუდმივი ზრდაა ღვთის მსგავსებაშიც, და შესაბამისია სულის მდგომარეობაც და თვისებებიც, ზუსტად იგივეა წარწყმედა, ოღონდ პირუკუ, იგი მუდმივი დაცემაა დემონთმთავრის მსგავსებაში და შესაბამისად ეს აისახება სულის მდგომარეობაზე და მის თვისებებზეც... თან მუდმივად! მაშინ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მიცვალებულისთვის ლოცვას? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
KAIROS |
Oct 24 2008, 02:53 AM
პოსტი
#16
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მაშინ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მიცვალებულისთვის ლოცვას? ოოო, კეთილი იყოს შენი შემოფრენა აქ საქმე იმაშია, რომ აპოკატასტასისიც და შენს მიერ ციტირებული წინადადებებიც ეხებოდა,საბოლოო განკითხვის შემდეგ დროინდელ ვითარებას და არა მანამ... სწორედ მეორედ მოსვლისას მოხდება საბოლოო განკითხვა და ცხვართა და თხათა გარჩევა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Oct 24 2008, 03:00 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
და უკაცრავად, ადამიანი თუ სული და სხეული ერთადაა, ვინ განისჯება სიკვდილის შემდეგ?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Oct 24 2008, 03:04 AM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და უკაცრავად, ადამიანი თუ სული და სხეული ერთადაა, ვინ განისჯება სიკვდილის შემდეგ? საიდან მოიფიქრებ ხოლმე სულისა და სხეულის გაყრა დროებითია და სწორედაც რომ სხეულში აღდგომის შემდეგ იქნება საბოლოო განკითხვა, ხოლო ამ "პირველ განკითხვისას" სული, რადგან ისაა ჭეშმარიტი "მე" ადამიანში, თუმცა არაა მარტო და ამის გამო იქნება რომ უცილობლად შეერთდება ის ხორცთან, თან უკვდავ, განსულიერებულ ხორცთან... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Oct 24 2008, 03:07 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
KAIROS
მე შენ გეკითხები ჭეშმარიტების სახელით! ოღონდ კვერთხის ჩარტყმები და ნიკაპში წიხლის ამორტყმები არ იყოს.... ომოფორს და პანაღიას მაინც აღარავინ დაგკიდებს, არაორიგინალური იქნება... :P აგერ საზვერეებზე რომ უბნობთ და პირად სამსჯავროებზე სიკვდილის შემდეგ, როგორ მოხდება სულის განკითხვა თქო? სული ხომ არ არის ადამიანი? აბა ვის განიკითხავენ გარდაცვალების შემდეგ, როცა ჩემი ორი სუბსტანცია ერთმანეთს გაეყრება? |
KAIROS |
Oct 24 2008, 03:23 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მნათე ადამიანის არსი ერთია, იგი დროებითაა გახლეჩილი , სული ადამიანია უპირობოდ, ოღონდ ხორცნაწილნაკლული, ამიტომაც ეს განკითხვა პირადია და სასჯელიც პირობითია, არასრული და შესაძლებლობაში ცვალებადი.
ანუ სულია უკვდავი ადამიანში, იგია "მე" ადამიანისა, იგია რაც ღვთისაგან შთაიბერა, ანუ იგია სიცოცხლე ჩვენში და არა ხორცი, მაგრამ ისე არ გავიგოთ, რომ ხორცი დაიმცრო, არა ნამდვილი ადამიანი ერთობაა და ეს ერთობა აღდგება... ისე ესეც ნახე: ---------------------------- ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე პირადი სამსჯავრო სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს. წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2). წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1. სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა. ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4). ხო აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეც ამაზე საუბრობს: XVIII გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები თავიანთი ნამუშაკევის შესაბამისად ნეტარებენ ან იტანჯებიან. განშორდებიან რა სხეულს, ისინი იმთავითვე მიიქცევიან ან სიხარულად, ანდა მწუხარებად და გლოვად, თუმცა არ გრძნობენ არც სრულ ნეტარებას და არც სრულ ტანჯვას, ვინაიდან სრულ ნეტარებასა თუ სრულ ტანჯვას თითოეული საყოველთაო აღდგომის მერე იგემებს, ოდეს სული შეუერთდება სხეულს, რომელშიც ცხოვრობდა კეთილად ან ბოროტად. სულები იმ ადამიანებისა, რომლებიც ამქვეყნად სასიკვდილო ცოდვებში ჩაეფლენ, მაგრამ გარდაცვალების წინ როდი მოიცვა სასოწარკვეთამ, არამედ წუთისოფლისდან გასვლამდე მიეცნენ სინანულს, თუმცა ვერ მოასწრეს ამ სინანულის ვერავითარი ნაყოფის მომკა, როგორცაა: ლოცვები, ცრემლები, მუხლთმოდრეკანი, ვედრებასთან ერთად, - გულშემუსვრა, ნუგეშისცემა საბრალოთა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საქმით გამჟღავნება, რასაც კათოლიკე ეკლესია დასაბამიდანვე მიიჩნევდა და მიიჩნევს ღვთისსათნოდ და კეთილწარსაგებელად, ჩადიან სასჯელს თავიანთი ცოდვებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, არ კარგავენ შვებისას. და ეს შვება მიემადლება მათ უსაზღვრო სათნოების წყალობით: მღვდელმსახურთა ლოცვებითა და მიცვალებულთა სულის საოხად აღსრულებული კეთილმოღვაწებით. განსაკუთრებით კი უსისხლო მსხვერპლის ძალით, რომელსაც დროდადრო აღასრულებს მღვდელმსახური თავისი სამრევლოს ნებისმიერი წევრისათვის. ხოლო ყოველთა და ყოვლისათვის მარადის ვედრებასა შესწირვის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ............... თიკო, აი ეს ბოლო მუხლი დაგაინტერესებს მგონი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი