ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
დეკ. ირაკლი |
Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი? არიან თუ არა ისინი დღეს? როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში? უფლის წინაშე? დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე. ქრისტესმიერი სიყვარულით: მღვდელი ირაკლი |
marine |
May 7 2016, 12:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვიცით, ფარისევლებისთვის იყო დამახასიათებელი სჯულის გარეგნული ნიშნით აღსრულება, მაცხოვარი კი ასეთ ადამიანებს ეუბნება: "ბაგენი თქვენი მაქებენ და გულნი თქვენნი განშორებულ არიან ჩემგანო". მართალია, ფარისევლებმა სჯულიც და წერილიც ზეპირად იცოდნენ, მაგრამ ერთი მცნებაც არ ჰქონდათ გათავისებული, მათთვისაც დამახასიათებელი იყო შუბლსაკრავი, რომელზეც წმინდა წერილის სიტყვები იყო დაწერილი, მაჯაზე კი ქისა ჰქონდათ ჩამოკიდებული და რაც უფრო სავსე და გაბერილი იყო ეს ქისა, ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი მეტი საღვთო მცნებებით იყო დატვირთული. მასში საღვთო მცნებების მცირე გრაგნილი ედოთ. რაც უფრო დიდი იყო ქისა, მეც ყურადღებას იქცევდნენ. და კიდევ ერთი: ძველი ეპოქის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის მკვიდრთათვის, გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სამოსის კიდე, ფოჩი, მათ მიწაზე დასთრევდათ და ამის სატარებლად სპეციალური მსახური სჭირდებოდათ. ეს სამოსი დღევანდელი გრძელკალთიანი სამღვდელო მანტიის მსგავსი იყო. ამ ქობას ისინი მიზანმიმართულად აქცევდნენ ყურადღებას, თითქოს ამით თავის შინაგან განბრძნობას გამორიცხავდნენ".
/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი