IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანგელოზები...., ანგელოზები და მათი ბუნება.....
Zukazuka314
პოსტი Mar 19 2015, 11:26 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ

ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ

მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები
1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება?
2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს?
3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს?
4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის?
ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ

"მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია:
"მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს:
"პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა."
ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)?
ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი:
"გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. "
ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..."


და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია...

5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე
6.და რა არის "მოყირჭება" ?


და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი...

და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zukazuka314   ანგელოზები....   Mar 19 2015, 11:26 PM
marine   "რჯულის დამცველე...   Aug 15 2021, 11:15 PM
marine   "არც ერთი ადამიან...   Aug 22 2021, 07:54 PM
marine   "ანგელოზთა მხედრ...   Aug 28 2021, 07:28 PM
marine   "წმინდა ანგელოზე...   Aug 28 2021, 09:27 PM
marine   "ანგელოზებსა და ა...   Aug 28 2021, 09:42 PM
marine   "როგორც ფუტკრები ...   Oct 23 2021, 06:38 PM
marine   "სახარებიდან ვიც...   Dec 10 2021, 07:49 PM
marine   "- რატომ იწოდება ე...   Dec 15 2021, 03:16 PM
marine   "თუკი წმიდა იქნებ...   Dec 20 2021, 12:07 PM
marine   "ფრთები შვისხათ, ...   Jan 14 2022, 05:58 PM
marine   "კრძალული ადამია...   Jan 15 2022, 01:14 PM
marine   "ჩვენ მოწამეები ვ...   Jan 16 2022, 05:29 PM
marine   "ბერი იოსები [ვატ...   Jan 22 2022, 04:15 PM
marine   "მოიხსენიებს რა წ...   Feb 2 2022, 09:55 PM
marine   "მოწყალე ღმერთმა ...   Mar 18 2022, 07:51 PM
marine   "ნუ ვეხუმრებით უს...   May 5 2022, 09:21 PM
marine   "ხშირად სუფრასთა...   May 5 2022, 09:56 PM
marine   "თუ ადამიანი ცხოვ...   May 7 2022, 05:43 PM
marine   "თითო ჭიქა ჟიპიტა...   Jul 17 2022, 10:05 PM
marine   "თუ ადამიანი საკუ...   Aug 1 2022, 02:12 PM
marine   "სულიერი ჭუჭყი არ...   Aug 4 2022, 05:26 PM
marine   "თუ დაცემული ანგე...   Aug 13 2022, 06:27 PM
marine   "ანგელოზები არ არ...   Aug 13 2022, 06:54 PM
marine   "ანგელოზნო, მთავა...   Sep 8 2022, 08:26 PM
marine   "ანგელოზთა თვისე...   Sep 24 2022, 08:40 PM
marine   "როდესღაც ერთმა მ...   Nov 18 2022, 01:19 PM
marine   "როდესაც კაცს მფა...   Dec 1 2022, 10:00 PM
marine   "ლოცვის ყოველი ს...   Dec 2 2022, 08:15 PM
marine   "შენ სულ ტყუილად ...   Dec 14 2022, 07:17 PM
marine   "საღვთო ანგელოზე...   Jan 7 2023, 10:06 PM
marine   "ცალკეულ შემთხვე...   Mar 29 2023, 06:46 PM
marine   "როცა უცბად, მოკლ...   Mar 30 2023, 09:34 PM
marine   "ყოვლადნათელი ან...   May 14 2023, 07:49 PM
marine   "თუ ლოცვის დროს რ...   Jun 22 2023, 06:55 PM
marine   "ჩვენი უვნებელი ც...   Jun 22 2023, 08:25 PM
marine   "ყველა უსხეულო სუ...   Jul 9 2023, 05:06 PM
marine   "ილოცეთ თითოეული ...   Sep 15 2023, 08:03 PM
marine   "ადამიანის ძეთა გ...   Oct 3 2023, 05:02 PM
marine   "მფარველი ანგელო...   Nov 1 2023, 08:19 PM
marine   "ოდესღაც ერთმა მღ...   Dec 28 2023, 11:18 AM
marine   "მამა პაისის [ათო...   Jan 11 2024, 07:33 PM
marine   "- როდესაც ბავშვე...   Jan 21 2024, 08:09 PM
marine   "წმიდა იოანე კიბი...   Apr 2 2024, 03:35 PM
marine   "წმიდა მამები კრძ...   Apr 4 2024, 03:59 PM
marine   "ეკლესიის სახელგ...   Apr 9 2024, 03:51 PM
marine   "როცა სახლში მარტ...   Apr 20 2024, 05:07 PM
marine   " - მამაო, მფარველი...   May 2 2024, 06:30 PM
marine   "დიდი ძალა აქვს მ...   May 3 2024, 02:08 PM
marine   "ყველგან და ყოველ...   Jun 14 2024, 02:57 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 03:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი