IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეკუმენიზმი
daviti_23
პოსტი Nov 9 2007, 11:03 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



დამლოცეთ მამაო.გთხოვთ იქნებ დამრთოთ ნება გავხსნათ თემა ეკუმენიზმთან დაკავშირებით!გთხოვთ გაგვარკვიოთ რა საფრთხე იმალება ეკუმენიზმის უკან?


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 11 2007, 08:42 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეკუმენური მოძრაობის მიზანია სხვადასხვა სარწმუნოებრივ მიმდინარეობათა გაერთიანება. ერთი შეხედვით თითქოს კარგი იდეაა, – სარწმუნოებრივი გათიშულობის ნიადაგზე არაერთი ომი დაწყებულა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რა საფუძველზე შეიძლება გაერთიანდნენ რელიგიები. ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის არსებობს ერთი ჭეშმარიტება – ქრისტე, ერთი წმიდა ეკლესია – მართლმადიდებელი ეკლესია, ერთი ჭეშმარიტი სწავლება – მართლმადიდებლობა. არ არსებობს სხვა ეკლესია, სხვა ჭეშმარიტება. მაშ, თუ შესაძლებელია მოხდეს ჩვენი ვინმესთან ერთობა, ეს უნდა იყოს მართლმადიდებლური დოგმატების ჭეშმარიტების აღიარებაზე, ერთ წმიდა ეკლესიაში გაერთიანებზე დამყარებული ერთობა. მაგრამ ეკუმენური მოძრაობა სულაც არ ისახავს მიზნად მართლმადიდებლობაში გაერთიანებას. ეკუმენიზმის გადასახედიდან ეკლესია არ შეიძლება ეწოდოს რომელიმე კონფესიას, არამედ არის კრებითი მცნება, ხოლო კონფესიები "და–ეკლესიები". ერეტიკული ეკლესიოლოგიის ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა არის ის, რაც ეკუმენურ მოძრაობას აქცევს მიუღებელად მართლმადიდებელი ეკლესიის – ჭეშმარიტების ერთადერთ მატარებლად მცნობელთათვის. არა ჩვენ გამოვეყავით მათ, არამედ მწვალებლები გამოეყვნენ წმიდა ეკლესიას და გაერთიანება შეიძლება მხოლოდ მათ დაბრუნებაში გამოიხატოს.

ეკუმენიზმის მოტრფიალე მართმადიდებელთაგან ხშირად გავიგებთ, თითქოს ეს არის ქადაგების საშუალება. მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათ შეკრებებზე მართლმადიდებლობის ქადაგება. არის საუბრები საერთო ნიშან–თვისებებზე, სიყვარულზე, მშვიდობაზე, კეთილ ურთიერთობებზე, მაგრამ არა იმაზე, რა უნდა შეიცვალოს, რომ გავერთიანდეთ. რამდენიც არ უნდა ვეფეროთ ჩვენ მწვალებლებს, ეს ვერ მოგვიტანს მათთან სარწმუნოებრივ ერთობას, სანამ ისინი არ აღიარებენ თავიანთ ცდომილებას. მაგრამ მათ არც არავინ მოუწოდებს ამისკენ. თუ არ ვასწავლით მათ ჭეშმარიტებას, კი არ ვქადაგებთ, არამედ ვცოდავთ ღმრთის წინაშე.

წმიდა ეკლესია გვიკრძალავს თანამლოცველობას მწვალებლებთან. ეკუმენიზმმა შექმნა ის გარემო, სადაც მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვაში გამოხატული "სიყვარული" ზოგიერთი მართლამადიდებლისათვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სიყვარული მართალი სწავლებისადმი. ძალიან ცუდად იმოქმედეს ეკუმენისტურმა იდეებმა ჭეშმარიტი სულიერების გააზრებაზე მართმადიდებელთა მიერ.

უნდა ვეცადოთ ლმობიერი დამოკიდებულება გვქონდეს სარწმუნოებრივად დაბნეულთა მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ავუხსნათ მათ ცდომილების არსი. წმიდა თეოფანე დაყუდებული მოგვიწოდებს არ ვდევნოთ მწვალებლები, მაგრამ ამავდროულად არ გავუშვათ ხელიდან შემთხვევა, რომ სიყვარულით არ მივუთითოთ დაბნეულებს მათ ცდომილებაზე და მივცეთ მათ სინდისს უმჯობესის არჩევის საშუალება.

ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ეკუმენიზმზე, მაგრამ თვით საქმე მოწმობს მის არსს. ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა არცერთი მწვალებლური სწავლება ისე, რომ დაახლოებოდა მართლმადიდებლობას, ვერ ვხედავთ ეკუმენურ კრებებზე "ქადაგებით" მოქცეულებს. მაშ, რად ღირს ხე, რომელიც მხოლოდ შხამიან ნაყოფს ისხამს!


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 11 2007, 09:14 PM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









დეკ. ანდრია
მამაო ეგება იმაზეც ისაუბროთ თუ რატომ შევიდა და რატომ გამოვიდა ჩვენი ეკლესია ამ კავშირირიდან?
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 12 2007, 02:41 PM
პოსტი #4


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეკუმენურ მოძრაობაში შესვლა ეკლესიის ცხოვრების ძალიან მძიმე წლებს უკავშირდება. სოციალიზმის წლები იყო ის პერიოდი, როცა ვერანაირ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდებოდა ეკლესია, თუ ეს ნაბიჯი არ იქნებოდა ნებადართული სახელმწიფოს მიერ; ზოგჯერ კი იყო მოთხოვნაც. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს უარყოფითად უყურებდნენ კომუნისტები, მაგრამ შემდეგ რატომღაც შეეცვალათ აზრი. რატომ – ეს გამოსაკვლევი საკითხია. გამოსვლა კი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ქმედებაში მკაფიოდ გამოიხატა ეკლესილოგიური ამბიციები.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 12 2007, 05:21 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









დეკ. ანდრია
მამაო კავშირიდან გამოსვლა იმანაც ხომ არ განაპირობა რომ რამოდენიმე ბერი განუდგა პატრიარქს და კიდევ მონასტრებიც აპირებდნენ განდგომასო(დაუზუსტებელი ინფორმაცია) ?
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 12 2007, 08:19 PM
პოსტი #6


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ვიცოდით კიდევაც, მაგრამ ზოგიერთს არ ეყო მოთმინება, ან სურვილი მოთმინებისა. ბევრს აწუხებთა ეკუმენურ მოძრაობაში ეკლესიის მონაწილეობა, მაგრამ რადიკალურ გამოსვლებს, რამდენადაც ვიცი სხვა არ გეგმავდა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 12 2007, 10:37 PM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









დეკ. ანდრია
მამაო დიდი მანდლობა პასუხისთვის და კიდე ერთი კითხვაც მაქ smile.gif
რომელი მონასტრები თუ სასულიერო პირები გახდნენ სქიზმატები ან დააპირეს ამის გაკეთება?
და კიდევ რა აზრის ხართ გაზეთ "ივერიის გაბრწყინების" ანტიეკუმენისტურ სტატიებზე და საქართველოს პატრიარქის კრიტიკაზე მაგ პერიოდში? (საბჭოდან გამოსვლის შემდეგ გაზეთის რედაქტორმა გიორგი გაბაშვილმა ბოდიში მოუხადა პატრიარქს და უთხრა რომ იყო მზად მიეღო ყველანაირი ეპითიმია)
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 13 2007, 12:08 AM
პოსტი #8


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მათი ნაწილი, ვინც სქიზმაში აღმოჩნდა ცნობილი მოვლენების დროს, უკვე დაბრუნდა ეკლესიაში, ზოგი გავიდა კიდევაც ამაქვეყნიდან. ამიტომ თავს შევიკავებ დასახელებისაგან. მით უფრო არ ღირს მათზე ლაპარაკი, ვინც შესაძლოა ცდუნებულიყო. ეკლესიის და სამშობლოს სიძულვილი ნამდვილად არ ამოძრავებდა მათ, არამედ უფრო გონიერებას მოკლებულმა მოშურნეობამ სძლია. იგივე შეიძლება ითქვას ჟურნალ "ივერიის გაბრწყინვებაზე". ვფიქრობ, დიდი ვაჟკაცობაა საჭირო, რომ აღიარო შეცდომა, შეინანო და დარჩე დედა ეკლესიაში. ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე უიდეო "მორჩილება".


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 13 2007, 12:14 AM
პოსტი #9


დაურეგისტრირებელი









დეკ. ანდრია
დიდი მადლობა მამაო smile.gif კითხვები ამომეწურა და ძაალიან კმაყოფილი ვარ smile.gif
შეგიძლიათ ICQში შემოხვიდეთ?
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Dec 18 2007, 02:21 PM
პოსტი #10


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



თემა იხურება, თქვენი კითხვები დამალულია და არა წაშლილი, თუ რაიმე დამატებითი შეკითხვა გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დასვათ აქ http://church.ge/index.php?showtopic=885&st=20


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი