IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ფრიდრიხ ნიცშე, ნიცშეს საუკუნე
toka@
პოსტი Dec 13 2010, 11:20 PM
პოსტი #1


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



თქვენი აზრი მაინტერესებს ნიცშეს შეხედულებებზე


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 12:50 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(toka@ @ Dec 13 2010, 11:20 PM) *

თქვენი აზრი მაინტერესებს ნიცშეს შეხედულებებზე


ნიცშე: "ღმერთი მოკვდა" - ღმერთმა გაიცინა... biggrin.gif

ღმერთი: "ნიცშე მოკვდა" - და ნიცშე მოკვდა... rolleyes.gif

ეს ისე ხუმრობით...

ჰოდა ვაღიარებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოაზროვნე იყო თავისი საუკუნის...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 14 2010, 03:45 AM
პოსტი #3


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



toka@
კარგია თემას რომ ხსნი, მაგრამ სანამ სხვის აზრს გაიგებდე იქნებ თავად დაწერო ნიცშეზე რამე? smile.gif

რომ გითხრათ რომ მისი შრომები წაკითხული მაქვს და ზედმიწევნით ვიცი მისი იდეები-თქო, მოგატყუებთ, თუმცა რამდენადაც გავეცანი და რასაც გავეცანი ჩემთვის მიუღებელია smile.gif
თუმცა იმას არავინ უარყოფს, რომ ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსია smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Dec 14 2010, 10:21 AM
პოსტი #4


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



კი გეთანხმებით რომ ნიცშე დიდი მეცნიერი მოაზროვნე და ფილოსოფოსი იყო....

მაგრამ რას ნიშნავს ნიცშეს სიტყვები?? "მე უკანასკნელი ფილოსოსი ვარ,რადგან უკანასკნელი ადამიანი ვარ"?

ნიცშე თავს ესხმის ქრისტიანობას მაგრამ ერთ ნაბიჯსაც არ დგამს მის გარეშე.მისი რევოლუცია მხოლოდ ქრისტიანობის ფარგლებსა და წიაღში იყო შესაძლებელი....ის ქმინს თვისებურად გაგებული ელინური წარმართობის,ქრისტიანობისა და დარვინიზმის რაღაც ნაზავს....

მისი ფილოლოგიური განათლებიდან მომდინარე მითოლოგიური იდეა"მარადი დაბრუნებისა"თითქოს ხორცშესხმას პოულობს სუბიექტურ გამოცდილებაში რომელიც მას გამოცხადების ხარისხში აჰყავს."ყოველი წამი ბრუნდება,ის ამბობს.ყოველი წამი მარადისობაა".მაგრამ ის ერთი კონკრეტული წამი იყო,მის თვალწინ,მის გონებაში ჩავლილი,რომელიც მან მომხდარის გამეორებად ჩათვალა...ეს შეიძლება ყოფილიყო გახშირებული პრესერვაციის შემთხვევები და ბოლოს ისეთი,როგორიც იშვიათად თუ სწვევია ჯანმრთელ ადამიანს.ამ "ფსიქოლოგიურ-მისტიკური"მოვლენის აღმოჩენაზე,რომელიც სურდა მას კაცობრიობისთვის ეხარებინა დააფუძვნა "მარადი დაბრუნების"მისტერია..რა არის ამ დაბრუნების შინაარსი??აი თურმე:"ოდესმე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ამავე ვითარებაში,ეუბნება ის მეგობარს,რომელსაც გაუმხილა თავისი აღმოჩენა,მე ისევ ავად ვიქნები,თქვენ კვლავ გაიკვირვებთ ჩემს ლაპარაკს..."ყოფითის ავტომატური,უცვლელი განმეორება მარადი დაბრუნების მისტერიის ნაცვლად.
ნიცშეს აზრით ადამიანმა ბუნების თრაგიკული კანონი დაკარგა....ანუ თუ გნებავთ იცოდეთ რატომ ვკითხულობ დღეს ნიცშეს და რას ნიშნავს "დღეს' მე ერთ მიზეზს გეტყვით:იმიტომ,რომ გაზულუქებული იმედგაცრუება,რომელიც მრავალმა ჟლეტამ და გენოციდის ფენომენმა გამოკვება,ცხარყოსფ,რომ დღევანდელმა ჩვენმა შეგნებამ უცბად აქცია ზურგი ყველანაირ მორალს,იდეოლოგიას ანუ ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ,ბატონობს ნიჰილიზმის ერთგვარი ფორმა. ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif huh.gif huh.gif ნანინა შემიძლია კიდევ დავამატო biggrin.gif kiss1.gif wub.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 10:59 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



toka@

"ნიცშემ სწორი ქნა როცა ღმერთი მკვდარად გამოაცხადა, მე კი ვაცხადებ, რომ იგი არც არასდროს დაბადებულა..." - ოშო, ბჰაგვან შრი რაჯნიში... smile.gif

კაი ეს ფრაზა იქით იყოს და... რავი რა უნდა ვიფიქრო? ნიცშეს არ ვიცნობ კარგად, ვენდობი ოშოს(და ბევრი სხვისი, ჩემი ნაცნობებისიც) აზრს რომ იყო გენიოსი... biggrin.gif

დანარჩენი რაც დაწერე ძალიან აბსტრაქტული ფილოსოფიაა, რაც არსად არ მიგვიყვანს...

ხოლო ნიცშეს ფრაზა "ღმერთი მოკვდა და ჩვენ ის მოვკალით" - ეხამება შენს ბოლო პარაგრაფში არსებულ აზრებს...



მე ვთვლი რომ ქართულმა საზოგადოებამ მართლა მოკლა ღმერთი... და არამარტო ქართულმა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 14 2010, 11:09 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა
მე ვთვლი რომ ქართულმა საზოგადოებამ მართლა მოკლა ღმერთი... და არამარტო ქართულმა...

ხო ეგ მართალია და ნიცშეც მაგას გულისხმობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Dec 14 2010, 11:53 AM
პოსტი #7


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



თუ ჩვენ გვინდა გავერკვიოთ ნიცშეს ნაშრომებში,სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ არა თეორეტიკოსისკენ,არამედ ადამიანისაკენ.როგორც თეორეტიკოსი,იგი ხშირად ეყრდნობა სხვა მოაზროვნეებს,მაგრამ ის,რასაც მათ სიმწიფეში,თავიანთი შემოქმედების მწვერვალს მიაღწიეს,ნიცშესათვის საკუთარი შემოქმედების მხოლოდ საწყისს წერთილს წარმოადგენს...თVით ის უმცირესიც რასაც მისი გონება შეხებია,მთელი სისავსით აღძრავდა მის შინაგან ცხოვრებას.ერთხალ თქვა:"არსებობს გენიოსების ორი ტიპი-ერთი,რომელიც ქმნის,ან უნდა რომ შექმნას,ხოლო მეორე თავს ანაყოფიერებს და ახლიდან შობს"("სიკეთისა და ბოროტების მიღმა")



მაგრამ ნიცშე მარტო მაგას არ გულისხმობდა რომ საზოგადოებამ ღმერთი მოკლა......:ნიცშემ სრულიად უარყო მეტაფიზიკა,თუმცა ეს უარყოფა არა გულგრილობის,არამედ ისევდ ა ისევ მხურვალე რელიგიურობის გამოხატულება იყო..თუ ღმერთი მოკვდა,ის არასოდეს არსებულა და ადამიანი,კაცობრიობა,თავისი დასაბამიდან იმ წამამდე,როცა ეს აღმოჩნდა,ილუზიებში ყოფილა გახვეული.თუ ღმერთი არ არის,ადამიანი შემთხვევითობაა და ეს შემთხვევითობა აუცილებლობაში უნდა გადაიზარდოს p.s. ეს მე კი არა ნიცშემ თქვა...


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 14 2010, 03:22 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Otherguy
ციტატა
ოშო, ბჰაგვან შრი რაჯნიში...


ნუ გიყვარს შენ ოშოიზმების საბუთად მოყვანა biggrin.gif
ოშო ყველაფერში მართალი კიარ იყო biggrin.gif


ჩემთვის ნიცშე არის რა... ჩემი აზრი ხომ გაინტერესებდათ, ხოდა ეგაა smile.gif მაინცდამაინც არ ვგიჟდები, თუმცა არც ვუარყოფ რომ საინტერესო ადამიანი იყო biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Dec 14 2010, 07:50 PM
პოსტი #9


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ქევანა ძალიან საინტერესო მოსაზრება იყო... smile.gif laugh.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mzime)
პოსტი Dec 14 2010, 07:53 PM
პოსტი #10


უემოციო ჩაქუჩი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 574
რეგისტრ.: 14-December 10
წევრი № 10,097



ვინმე ბიოგრაფიას თუ დაწერს მადობელი დაგრჩებითsmile.gif


--------------------
მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Dec 14 2010, 07:56 PM
პოსტი #11


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ახალგაზრდობა

ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან.

1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ერთი სემესტრის შემდეგ (დედის განრისხებით) მან მიატოვა თავისი თეოლოგიური გამოკვლევა და დაკარგა მისდამი რწმენა. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის “ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს “ბედი და ისტორია”-ში წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.

ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.

1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს “მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.

1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში, ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.
პროფესორად ბაზელის უნივერსიტეტში

რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო და მას არ ჰქონდა დამთვარებული დოქტორანტურა და არც სერთიფიკატი ჰქონდა. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არცერთი ქვეყნის მოქალაქე.

მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა “ ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების “ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.

ნიცშე იცნობდა რიჩარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც-ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი “ტრაგიკული იდეის წარმომავლობა”. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში “მომავალის ფილოლოგია” ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 09:59 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ქევანა

ვიცი, ყველაფერში მართალი შეუძლებელია ყოფილიყო, რადგან ადამიანი იყო და თავისი პირადი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრის მიმართ... smile.gif

მაგრამ მისი მიდგომა იყო გენიალური, და ყოველი მისი აზრი, თუ არ დაიჯერება, პირიქით საკმარის არგუმენტებს იძლევა იმისას, რომ დაიჯერო საპირისპირო... smile.gif იმიტომ რომ ის გაცნობს თავის აზრს ლოგიკურად, ისე რომ სრულად შეიცნობ ამ აზრის ირგვლივ ყველაფერს და ერკვევი საკუთარ თავში ამ დროს... smile.gif

ოშო, როცა იგი ამერიკის მთავრობამ მოწამლა, ამბობდა: "მათ ისევ მოკლეს იესო"-ო... biggrin.gif არ გაიგო ეხლა ეს დოგმატურად, ხვდები ალბათ რა იგულისხმა... smile.gif

toka@

ათეიზმი არ ნიშნავს არარელიგიურობას, ეს ღრმა სფეროა... smile.gif რელიგიურობა სულიერებაა პირველ რიგში...

სამწუხაროდ ნიცშეთი ღრმად არ დავინტერესებულვარ რომ წამეკითხვა... sad.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Dec 14 2010, 10:07 PM
პოსტი #13


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ათეიზმი არ ნიშნავს არარელიგიურობას, ეს ღრმა სფეროა...

მოკვდავთ სად გვძალუძს მაგას ჩავწვდეთ user.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 10:31 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ikanosi

აგიხსნი მაშ - რელიგიურობა ფილოსოფიურად ნიშნავს სულიერებას...

გასაგებია რომ სიტყვის განმარტებაშია აქ საქმე, მაგრამ მთლიანობაში რელიგიური ადამიანი არის ადამიანი ვინც არის გასხივოსნებული, სავსეა სიყვარულით, შემუსრული აქვს თავისი ეგო, არის გულწრფელი და ბუნებრივი... smile.gif

გასაგებია, ეს არის იგივე სიტყვის სხვანაირი ახსნა, მაგრამ აქვს უფლება იარსებოს ამ განმარტებას... smile.gif



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Dec 14 2010, 10:39 PM
პოსტი #15


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Otherguy
ხოდა ათეიზმი რა ყოფილა მაშ? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 11:14 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ikanosi

არარელიგიურობა არ ნიშნავს ათეიზმს...

მე რასაც ვამბობ ის უფრო პანთეიზმია, ანუ ეს არარელიგიურობა უმეტესწილად ნიშნავს პანთეიზმს...

ბუდიზმი არის ათეიზმი მაგრამ რელიგია არაა? a075.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Dec 14 2010, 11:28 PM
პოსტი #17


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Otherguy
რელიგია რას ნიშნავს?
არის თუ არა ათეიზმი რელიგია?
თუ არ არის ესეგი არარელიგიურობაც ყოფილა. © ikanosi biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 14 2010, 11:44 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ikanosi

ათეიზმი არის რწმენის ნაირსახეობა, ოღონდ რწმენა იმისა, რომ რაღაც არ არსებობს... biggrin.gif

ბუდიზმი არის რელიგია, რომელიც არაა დაფუძნებული ღმერთზე...

რელიგია არის ცხოვრების გზა ზოგადად, რომელსაც სხვადასხვა ადამიანი ხვადასხვანაირად ხსნის პოეტურად(და კარგად)... თუნდაც როგორც ოშო...

მე ვარ არარელიგიური, ვარ აგნოსტიკოსი... რელიგიის ოფიციალური გაგებით მიმდევარი არ ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი აზროვნება, იდეები კრედოები... უბრალოდ თუ ვიტყვი რომ ვარ რელიგიური ადამიანი, ვგულისხმობ იმას, რასაც გულისხმობდა ოშო და ბევრი სხვა ადამიანი...

რატომ ვდავობთ სიტყვის სხვადასხვანაირ განმარტებაზე?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Dec 14 2010, 11:53 PM
პოსტი #19


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Otherguy
religio - re-დან და ligare დაკავშირება, ანუ თავიდან დაკავშირება, კავშირის აღდგენა უფალთან, როგორ გამოდის ათეიზმი რელიგია?
ციტატა
ბუდიზმი არის რელიგია, რომელიც არაა დაფუძნებული ღმერთზე...

უფრო ფილოსოფია მგონია biggrin.gif
ციტატა
რატომ ვდავობთ სიტყვის სხვადასხვანაირ განმარტებაზე?

რადგან მსმენია ათეიზმიც რელიგიააო, არადა რელიგიას სიტყვის მნიშვნელობა დავწერე უკვე
ხო ისე, თემიდან ვუხვევთ მგონი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 15 2010, 03:20 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ikanosi

ათეიზმი არაა რელიგია... ათეიზმი არის რწმენის ნაირსახეობა...

ბუდიზმი რელიგიაა და თან ფილოსოფიაც... biggrin.gif შენ უბრალოდ განმარტებიდან გამოდიხარ... smile.gif




კი ბატონო სიტყვა მაქედან მოდის, მაგრამ ეგ ინგლისური სიტყვა... ბერძნულში როგორაა?

1) ნახე ზოგიერთი თარგმანი თარგმნის იაკობის 1:26-27-ში სიტყვას "θρησκὸς":

"ღვთისმოსავი" და "მსახურება" ერთი სიტყვიდან მოდის... რაც ითარგმნება სიტყვა-სიტყვით როგორც "რიტუალისტი", და რეალურად ინგლისური თარგმანები მანდ წერენ "რელიგიურ"-ს...

2) არის მეორე სიტყვა, რომელიც არის საქმეების 25:19, "სარწმუნოება"(რელიგია)-ს ნიშნავს და ბერძნული სიტყვაა "δεισιδαιμονίας"... ინგლისური განმარტება: "very fearful of gods, religious, superstitious." - "ღვთისმოშიში, რელიგიური, ცრუმორწმუნე"...


3) ასევე ნახე საქმეების 26:5-ში სიტყვებს: αἵρεσιν(სექტა, განსხვავებული აზრი) და θρησκεία(რელიგია, მსახურება)...

ფაქტია, ბერძნულში ეს სიტყვა არ მოდის იქიდან რასაც შენ ამბობ... ეს არის შუასაუკუნეებში ლათინურიდან გადმოტანილი და შედგენილი სიტყვა... smile.gif


ასევე, ეხლავე გადავამოწმე ეთიმოლოგია... ეგ მოდის ლათინური სიტყვიდან:

religionem - "სიწმინდეთა პატივისცემა, ღვთის მსახურება.

მეორე ვერსია:

relegare - "გადაკითხვა"

ასე რომ "ღმერთთან დაახლოვება" - ეს ასე არაა... smile.gif ამ სიტყვიდან რომ მოდის, ეს დამტკიცებული არაა, რომც იყოს - ეს ლათინურიდან არის აღებული... smile.gif

http://www.etymonline.com/index.php?search...searchmode=none წაიკითხე... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი