თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ბედნიერება

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 7 2009, 09:16 PM

ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა smile.gif


ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა.
ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ.

რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი?
არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით?
რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია?



აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული rolleyes.gif




პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 09:23 PM

T I K O

კაი ვინმე ხარ შენ (ნუ ზრდილობა თხოვდა თქვენს, მაგრამ ქრისტემ ჯობია შენო smile.gif )

ჩვენ ყველანი მივისწრაფით ბედნიერებისაკენ.

გზა არის იმდენი რამდენიც ვართ ჩვენ.

არსი ერთია - ღმერთი.

ღვთის გზა მიდის იქ სადც ბენიერებაა, ანუ უფალი.

სხვა გზები მიდიან ნარკოტიკებამდე, ალკოჰოლამდე დ. ა. შ.

ასე ვფიქრობ მე

გაიხარეთ ყველამ smile.gif

გკოცნით, დ. ა. შ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 7 2009, 09:26 PM

T I K O

ციტატა
რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად

სიყვარული
wub.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Nov 7 2009, 09:26 PM

ჭეშმარიტი სიხარული და ბედნიერება ამ ქვეყნიური არ არის a075.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 7 2009, 09:37 PM

ციტატა(აკაკი @ Nov 7 2009, 09:26 PM) *

ჭეშმარიტი სიხარული და ბედნიერება ამ ქვეყნიური არ არის a075.gif

მე კი დავასკვენი, რომ საერთოდ არ არის. იმქვეყნად კი ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 7 2009, 09:39 PM

მე მიმაჩნია რომ რაც უფრო ახლოს ვიქნები უფალთან მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ასე რომ ჩემთვის ბედნიერებისკენ სწრაფვა არის უფლისკენ სწრაფვა.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 7 2009, 09:40 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მე კი დავასკვენი, რომ საერთოდ არ არის.

არის. ეძებე და იპოვი. თანაც შორს არ არის საძებნი, მხოლოდ საკუთარ თავში... ki.gif

P.S. love and only love, nothing more or less, that's happiness... ki.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 09:57 PM

იხილეთ ამ თემაში პოსტი # 2

smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 7 2009, 10:00 PM

ბადრი
გმადლობ smile.gif

ციტატა(აკაკი @ Nov 7 2009, 09:26 PM) *

ჭეშმარიტი სიხარული და ბედნიერება ამ ქვეყნიური არ არის a075.gif

გასაგებია რასაც გულისხმობ, მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფაც არ შეიძლება, აქაური ბედნიერებებით, უბედურებებით, სიხარულებით, ტკივილებით და ა.შ.
აი, ვთქვათ ვინმესთვის დახმარებას... ნუ, რაიმე ზნეობრივ ქმედებას ხომ მოყვება განცდა სიხარულის, კმაყოფილების, ბედნიერების. ან სულაც იმის შეგრძნებამ, რომ გაიღვიძე ჯანმრთელმა და მზის ამოსვლის და ჩასვლის ნახვა შეგიძლია, ხომ შეიძლება ბედნიერი გაგხადოს. ეს განცდა შეიძლება ხანმოკლე იყოს, მაგრამ ხომ ღირებულია?

ჰოდა, ამაზე ვსაუბრობ ახლა, ამქვეყნიურ ბედნიერებაზე smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 7 2009, 10:01 PM

აუუუუუუუუუუუუუუუ
ისევ დაიწყეეეეეეეესს sad.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 7 2009, 10:02 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 7 2009, 09:40 PM) *

თამარი_ცქნაფო

არის. ეძებე და იპოვი. თანაც შორს არ არის საძებნი, მხოლოდ საკუთარ თავში... ki.gif


გეთანხმები smile.gif

b-a-r-b-a-r-e
რამე მოხდა ინა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 7 2009, 10:02 PM

ბედნიერება არის ბავშვებიიიიიიიიიიიიიიიიიი smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 7 2009, 10:03 PM


kuku.gif ბედნიერება და სიხარული და ჭეშმარიტება და სიყვარული ვარ მე! შემოვიჭყიტე ერთი წამით და გავქუსლე ახლა ისევ! გკოცნით ყველას! a015.gif ammm.gif madlioba.gif preveds.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 7 2009, 10:09 PM

ციტატა(T I K O @ Nov 7 2009, 10:02 PM) *

გეთანხმები smile.gif

b-a-r-b-a-r-e
რამე მოხდა ინა? biggrin.gif

არაფერი oops.gif შემომეპოსტა..

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 7 2009, 10:10 PM

ციტატა
რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად


მშობლები,
ბევრი და-ძმა,
მშვიდი და თბილი ოჯახი,


ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერება უჩას დავეთანხმები

ციტატა
რაც უფრო ახლოს ვიქნები უფალთან მით უფრო ბედნიერი ვიქნები.


ისე გავიზარდე მატერიალური პირობებით არ ვიყავი უზრუნველყოფილი, ასე რომ არც ვთვლი აუცილებელ პირობად...


მე თუ ცხვირის ოპერაციას გავიკეთებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები laugh.gif

რავიცი დავწერ კიდევ რაც გამახსენდება biggrin.gif



პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 10:13 PM

T I K O

ციტატა
გასაგებია რასაც გულისხმობ, მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფაც არ შეიძლება, აქაური ბედნიერებებით, უბედურებებით, სიხარულებით, ტკივილებით და ა.შ.
აი, ვთქვათ ვინმესთვის დახმარებას... ნუ, რაიმე ზნეობრივ ქმედებას ხომ მოყვება განცდა სიხარულის, კმაყოფილების, ბედნიერების. ან სულაც იმის შეგრძნებამ, რომ გაიღვიძე ჯანმრთელმა და მზის ამოსვლის და ჩასვლის ნახვა შეგიძლია, ხომ შეიძლება ბედნიერი გაგხადოს. ეს განცდა შეიძლება ხანმოკლე იყოს, მაგრამ ხომ ღირებულია?

ჰოდა, ამაზე ვსაუბრობ ახლა, ამქვეყნიურ ბედნიერებაზე


ჩემთვის ღირებულია. წარმავალია. მაგრამ ჩვენ ხომ აწმყოში ვცხოვრობთ.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 7 2009, 10:20 PM

ბედნიერება? ხანდახან რა ადვილია და ხანდახან რა ძნელი..
ხან ახლოსაა და ხან შორს...
მაგრამ ბედნიერება ალბათ მაინც ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ ვერ ვხედავთ მას თორე... user.gif
ბედნიერებაა ყველაფერი კარგი რაც გაგაჩნია და ეს უფლის წყალობაა, მაგრამ... user.gif



p.s. არ შეიმჩნიოთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 7 2009, 10:21 PM

ციტატა( გიორგი @ Nov 7 2009, 09:40 PM) *

თამარი_ცქნაფო

არის. ეძებე და იპოვი. თანაც შორს არ არის საძებნი, მხოლოდ საკუთარ თავში... ki.gif

P.S. love and only love, nothing more or less, that's happiness... ki.gif

არანაირად...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 7 2009, 10:33 PM

სასოწარკვეთილი დიასახლისების კლუბი user.gif

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Nov 7 2009, 10:37 PM

ციტატა(უჩა @ Nov 7 2009, 08:39 PM) *

მე მიმაჩნია რომ რაც უფრო ახლოს ვიქნები უფალთან მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ასე რომ ჩემთვის ბედნიერებისკენ სწრაფვა არის უფლისკენ სწრაფვა.


ვეთანხმები უჩას smile.gif

გულწრფელ სიყვარულშიცაა ბედნიერება...

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 7 2009, 10:45 PM

ეხლა ტყეში გამიშვას ვინმემ სარბენად და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებოდა. biggrin.gif

არა ისე ძალიან ცოტა რამ მინდა (ამქვეყნიური) ბედნიერებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 7 2009, 10:49 PM

უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინნოთ თქვენ!!(უკაცრავად თუ ძუსტად ციტირება ვერ მოვახდინე შემინდეთ)
ესაა უმთავრესი რეცეპტი ბედნიერებისკენsmile.gif
უფლისკენ სავალ გზაზე სიარული და სიყვარულია ბედნიერება,გიყვარდეს უფალი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი.
the love is life,
the life is you,
i love this life,
so i love you!!!

მიყვარხართ!!!

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 7 2009, 10:51 PM

izi-bartki

ციტატა
უფლისკენ სავალ გზაზე სიარული და სიყვარულია ბედნიერება


როგორ...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 7 2009, 10:54 PM

syd

ციტატა
როგორ...

როგორ და უფალი შეიყვარე და ბედნიერი იქნები აი ასე გენაცვალე,ეცადე ისე იცხოვრო,როგორც უფალს გაუხარდება,ეკლესიის წიაღში და ბედნიერი იქნებიsmile.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 7 2009, 10:56 PM

ხო, რაღაცა რეპლიკები იყო აქ და პასუხად დავწერ rolleyes.gif

ჩემი აზრით ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც მას ბედნიერების განცდა შეუძლია. ვერ დაადგენ და ვერ განსაზღვრავ ბედნიერების საზომს _ ის ყველა ადამიანისათვის განსხვავებულია. ზოგისთვის ბევრ ფულშია ბედნიერება (რატომაც არა ისინი გვეტყვიან, კარგი ცხოვრება ვის არ უნდა... smile.gif). ზოგისთვის უფალთან ყოფნაა ბედნიერება smile.gif ჩემი აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი smile.gif
შეიძლება არ გქონდეს სახლი, არ გქონდეს საჭმელი, არ გქონდეს არაფერი, მაგრამ მადლობელი იყო უფლის და ეს მადლიერება შენი ბედნიერებისს აფუძველი იყოს smile.gif
შეიძლება გქონდეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში _ ფული, თანამდებობა, კარიარა, ოჯახი, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობდე და მეტი გინდოდეს, რატომ? - უფლისადმი უმადურობის გამო smile.gif
აი ესაა ჩემი აზრით ბედნიერების "საზომი" smile.gif ვინ როგორ ვასრულებთ ეს ცალკე თემაა sad.gif
ამ ცხოვრებაში თუ ამგვარად იქნები ბედნიერი, მგონი იმ ქვეყნადაც ეს იქნება ბედნიერების გარანტია smile.gif


პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 7 2009, 11:01 PM

ნანინა

ციტატა
ხო, რაღაცა რეპლიკები იყო აქ და პასუხად დავწერ ჩემი აზრით ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც მას ბედნიერების განცდა შეუძლია. ვერ დაადგენ და ვერ განსაზღვრავ ბედნიერების საზომს _ ის ყველა ადამიანისათვის განსხვავებულია. ზოგისთვის ბევრ ფულშია ბედნიერება (რატომაც არა ისინი გვეტყვიან, კარგი ცხოვრება ვის არ უნდა... ). ზოგისთვის უფალთან ყოფნაა ბედნიერება ჩემი აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი შეიძლება არ გქონდეს სახლი, არ გქონდეს საჭმელი, არ გქონდეს არაფერი, მაგრამ მადლობელი იყო უფლის და ეს მადლიერება შენი ბედნიერებისს აფუძველი იყოს შეიძლება გქონდეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში _ ფული, თანამდებობა, კარიარა, ოჯახი, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობდე და მეტი გინდოდეს, რატომ? - უფლისადმი უმადურობის გამო აი ესაა ჩემი აზრით ბედნიერების "საზომი" ვინ როგორ ვასრულებთ ეს ცალკე თემაა ამ ცხოვრებაში თუ ამგვარად იქნები ბედნიერი, მგონი იმ ქვეყნადაც ეს იქნება ბედნიერების გარანტია


kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif გენაცვალე შენაsmile.gif აი რომ მიყვარხარ მაგრად ეგეც ბედნიერებაა ჩემთვის


გამისკდა სიყვარულის ბუშტიიი!!!
გულზე ხელს დავიდებ და ისე დავწერ,ყველა რომ მიყვარხართ და გეფერებით ჩემთვის საყვარელი ადამიანების სითბოს და სიყვარულს რომ ვგრძნობ მაგით ვარ ბედნიერი,თქვენ არც კი იცით ეგ რამდენ რამეს მაძლებინებს და რამხელა სიხარულით მავსებს..kiss1.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 7 2009, 11:13 PM

QUOTE(ნანინა @ Nov 7 2009, 11:56 PM) *

აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი smile.gif


შენ გამახსენე ეხლა, ოღონდ არ ვიცი ვისი სიტყვებია:
"დიდი ბედნიერებაა გქონდეს ის რაზეც ოცნებობ, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა კმაყოფილი იყო იმით რაც გაქვს" smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 7 2009, 11:17 PM

ციტატა
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს პარამეტრები


T I K O


ვა, თიკოს თემა smile.gif


ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო რომ დაწერაც გეშინია, რომ არ გააუბრალოო ან პირიქით ძალიან არ გაართულო საკითხი.

არ ყოფილა რელიგია, ფილოსოფია ან პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავის მოძღვრებას ბედნიერებაზე არ ააგებდა, ამ ქვეყნად ან იმ ქვეყნად, მაგრამ მაინც ბედნიერებას პირდებოდნენ ადამითგან და პირდებიან დღესაც.

ყველაზე უცნაური და ხშირად წინააღმდეგობრივი გზებითაც კი, მაგალითად ის ადამიანი ვინც შუა ბაზარში "ალაჰ აქბარ"-ის ძახილით კამიკაძედ თავს იფეთქებს და უამრავს ხოცავს ირგვლივ უდანაშაულოს, ხშირად ღრმად სწამს, რომ ის ამას ალაჰისათვის ანუ ღმერთისათვის აკეთებს და ის ამისათვის სამოთხეში მოხვდება, როგორც "მოწამე", სხვები ამას სხვანაირად ელტვიან, შეიძლება სულაც არ ფიქრობენ ამ დროს "ბედნიერებაზე" იმქვეყნად, მაგრამ მაინც ელტვიან მას, მაგალითად ფერაძე გრიგოლი როცა გაზის ოთახში შედიოდა, უკვე ბედნიერი იყო, რადგან მრავალშვილიანი ებრაელი გადაარჩინა, შეიძლება თამარაშვილი მიხეილიც ბედნიერი იყო იმ ბოლო წუთებში როცა თავად იხრჩობოდა და იმ მუშას, რომლის გადასარჩენად შევიდა სანტა მარინელასთან ზღვაში, გადარჩენილს ხედავდა...

ესაა ბედნიერება, რომ თუნდაც წამიერად, განიცადო იესო, განიცადო სულიწმიდის მადლი, რომელიც კეთილის თესვაში და მის ძებნაშიც კი შემოდის, უნებლიედ და თბილად, როგორც აისის პირველი სხივი...
ადამიანი მოწოდებულია ბუნებით ბედნიერებისაკენ, იგი შექმნილია ამისათვის, ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მშვიდნი" , ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მოწყალენი" ამიტომაა, რომ "ნეტარ იყვნენ სიმართლის მაძიებელნი"...

ეს ნეტარებაა ბედნიერება, სხვისი ანუ მოყვასის სიყვარულში გაღრმავებაა ბედნიერება, მიტევებაა ბედნიერება, და ეს ყველაფერია ღმერთის სიყვარულიც, და საბოლოო ჯამში ესაა საკუთარი ბუნების მოთხოვნილებაც და ეს ანიჭებს მას სულიერ ბედნიერებას, ამიტომაა მარადიული ტკბობა სასუფეველში, რადგან იქაა მარადიულ სიყვარულში მარადიული ზრდა.

იბედნიერეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 11:20 PM

ნანინა

ციტატა
ხო, რაღაცა რეპლიკები იყო აქ და პასუხად დავწერ

ჩემი აზრით ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც მას ბედნიერების განცდა შეუძლია. ვერ დაადგენ და ვერ განსაზღვრავ ბედნიერების საზომს _ ის ყველა ადამიანისათვის განსხვავებულია. ზოგისთვის ბევრ ფულშია ბედნიერება (რატომაც არა ისინი გვეტყვიან, კარგი ცხოვრება ვის არ უნდა... ). ზოგისთვის უფალთან ყოფნაა ბედნიერება ჩემი აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი
შეიძლება არ გქონდეს სახლი, არ გქონდეს საჭმელი, არ გქონდეს არაფერი, მაგრამ მადლობელი იყო უფლის და ეს მადლიერება შენი ბედნიერებისს აფუძველი იყოს
შეიძლება გქონდეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში _ ფული, თანამდებობა, კარიარა, ოჯახი, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობდე და მეტი გინდოდეს, რატომ? - უფლისადმი უმადურობის გამო
აი ესაა ჩემი აზრით ბედნიერების "საზომი" ვინ როგორ ვასრულებთ ეს ცალკე თემაა
ამ ცხოვრებაში თუ ამგვარად იქნები ბედნიერი, მგონი იმ ქვეყნადაც ეს იქნება ბედნიერების გარანტია


+

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 7 2009, 11:24 PM

ბედნიერება არასდროს არ იქნება სრულყოფილი, თუ თანამდევი შიში ვერ მოიშორა ადამიანმა, რომ დაკარგავს.

შიშის მოშორების გზა კიდევ, თქვენეული დამანახაეთ, მე ვიცი რომ მხოლოდ უფალშია.

"იყავნ ნებაი შენი"-ზე რთული სათქმელი და გასააზრებელი ძნელად თU მოეძებნება ადამიანს ცხოვრებაში.

"რა იქნება უფლის ნება".. მე რომ არ მინდოდეს?
"რომ მეტკინოს"
ადამიანი იმდენად პატარაა, იმდენად გალახული ცხოვრებისგან, ან იმდენად "ნაქცერალი", სხვების და მრავალთა ყოველდღიური საცოდაობის, რომ შიშის გარდა ემოციის ადგილი არ რჩება.
სიყვარული აქვს და ეშინია არ დაკარგოს.
ქონება აქვს და ეშინია არ წაართვან.
მეობარი ჰყავს და ბოლომდე ნდობის ეშინია..

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ხორცის გარდა, კიდევ მთელი საზოგადოება და ტრადიციები გვმოსავს.
ჩვენი ბედნიერებაც კომფორტშია.

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 7 2009, 11:45 PM

QUOTE(kato_Bato @ Nov 8 2009, 12:24 AM) *

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ხორცის გარდა, კიდევ მთელი საზოგადოება და ტრადიციები გვმოსავს.
ჩვენი ბედნიერებაც კომფორტშია.


ჩემი კომფორტი ნაბადი და სალამურიაააა ნაბადი და სალამურიააა smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 7 2009, 11:47 PM

kato_Bato

ციტატა
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ხორცის გარდა, კიდევ მთელი საზოგადოება და ტრადიციები გვმოსავს.


გვმოსავს, მაგრამ ხანდახან ხო განვიმოსავთ? და რა კარგია ხოლმე ...

ნეტარების სმაილი დამავიწყდა ...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 8 2009, 12:17 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
არანაირად...

რატომ?
ე.ი. არ გყვარებია არავინ.
ან გყვარებია, მაგრამ სხვა უფრო მეტი სიკეთეც არსებობდა შენთვის.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 8 2009, 12:17 AM

ხანდახან ბედნიერება სულ პატარა რამემაც შიძლება მოგვანიჭოს,თუმცა მერე შეიძლება მივხვდეთ რომ ეს სულ არ იყო ბედნიერებაა...
ღმერთის გზაზე სიარული თვაისავად დიდი ბედნიერებააა...მაგრამ მაინც კი არსებოსბ ბედნიერებაააა?მე ეს არ ვიციიი...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 8 2009, 01:27 AM

ციტატა(ბადრი @ Nov 7 2009, 10:13 PM) *

T I K O
ჩემთვის ღირებულია. წარმავალია. მაგრამ ჩვენ ხომ აწმყოში ვცხოვრობთ.

ამაზე რაღაც გამახსენდა, ძველ ბერძნულ სამყაროში მიაჩნდათ, რომ ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს აწმყოში. ამასწინათ კი ვიღაც ფრანგი ჟურნალისტის (თუ არ ვცდები) სტატიიდან ამონარიდი წავიკითხე, ის წერდა, რომ "ბედნიერება - ეს არის გარკვეული ნაძლევი მომავალთან, ან წარსულის ნოსტალგია. ბედნიერებას ვერ გრძნობ აწმყოში". როგორ ფიქრობთ, ბედნიერებას დრო გააჩნია?

ციტატა(syd @ Nov 7 2009, 10:33 PM) *

სასოწარკვეთილი დიასახლისების კლუბი user.gif

არ გრცხვენია, შენ ამას უნდა ამბობდე? biggrin.gif


ნანინა
გეთანხმები smile.gif

ციტატა(kato_Bato @ Nov 7 2009, 11:24 PM) *

ბედნიერება არასდროს არ იქნება სრულყოფილი, თუ თანამდევი შიში ვერ მოიშორა ადამიანმა, რომ დაკარგავს.

შიშის მოშორების გზა კიდევ, თქვენეული დამანახაეთ, მე ვიცი რომ მხოლოდ უფალშია.

"იყავნ ნებაი შენი"-ზე რთული სათქმელი და გასააზრებელი ძნელად თU მოეძებნება ადამიანს ცხოვრებაში.

"რა იქნება უფლის ნება".. მე რომ არ მინდოდეს?
"რომ მეტკინოს"
ადამიანი იმდენად პატარაა, იმდენად გალახული ცხოვრებისგან, ან იმდენად "ნაქცერალი", სხვების და მრავალთა ყოველდღიური საცოდაობის, რომ შიშის გარდა ემოციის ადგილი არ რჩება.
სიყვარული აქვს და ეშინია არ დაკარგოს.
ქონება აქვს და ეშინია არ წაართვან.
მეობარი ჰყავს და ბოლომდე ნდობის ეშინია..

მაგ შიშს ადამიანი ბოლომდე ვერასდროს მოიშორებს, იმიტომ, რომ ადამიანი შიშთან ერთად იბადება და ის სულ თან სდევს. შიში ალბათ ყველაზე საშინელი განცდაა ამქვეყნად და უამრავ დაბრკოლებას უქმნის ადამიანს ცხოვრებაში. მისი დაძლევის სწავლაც ერთი ნაბიჯია ბედნიერებისკენ, ჩემი აზრით...
ისე კი ზომიერი შიში აუცილებლობაა, სხვაგვარად ადამიანი, ადამიანი ვერ იქნება... ოღონდ ეგ ზომიერი რამდენია არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 8 2009, 01:35 AM

T I K O

ციტატა
ბედნიერებას დრო გააჩნია?

არა... no.gif

ის შეიძლება აწმყოთი გვახარებდეს..
წარსული ნოსტალგიით და სენტიმენტალური მოგონებებით გვატკბობდეს.
მომავლით და მომავლის იმედით გვილამაზებდეს ცხოვრებას.

შეიძლება სამივე ერთდროულად მოქმედებდეს. შეიძლება ორი ან რომელიმე ერთი. ki.gif

უბრალოდ ბედნიერება საკუთარ თავში არსებული სიყვარულის უნარია. smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 8 2009, 01:47 AM

T I K O

ციტატა
როგორ ფიქრობთ, ბედნიერებას დრო გააჩნია?

არა,რადგან შეიძლება სწორედ იმ მომენტში გეწვიოს ბედნიერების წუთები როდესაც საერთოდ არ ელი rolleyes.gif

ხშირად წარსულში მიღებული ბედნიერი წუთები გამხსენებია და მოგონებითაც კი ხელახლა გავმხდარვარ ბედნიერი smile.gif

მთავარია ვისწავლოთ იმ ბედნიერი წუთების დაფასება და მადლობელნი ვიყოთ უფლის ყველაფრისთვის რასაც მოგვივლენს.

ამჯამად ბედნიერი ვარ იმითაც რომ გარშემომყოფები ჯანმრთელად მყვანან.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 8 2009, 01:57 AM

ციტატა
ჩემი აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი

კმაყოფილი თუ ბედს შეგუებული?

მე არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს ცუდია.. კმაყოფილი იყო, ახალს ვერაფერს შექმნი.. სუფთა ხელოვანის თვალით ვუყურებ biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 8 2009, 02:08 AM

ქევანა

ციტატა
მე არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს ცუდია

შენ wonder child-ი ხარ და მაქეთ ცოტა სხვა კატეგორიები მოქმედებს... smile.gif

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Nov 8 2009, 02:22 AM

ქევანა

ციტატა
კმაყოფილი თუ ბედს შეგუებული?

"და უძლიერესი ნიჭი ამ ქვეყნად ეს შეგუების უნარია და სხვა არაფერი"...
ციტატა
სუფთა ხელოვანის თვალით ვუყურებ

"რადგან ტალანტი ისეთი წყევლაა-იგი შეგუების უნარს ართმევს ადამიანს" a075.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 8 2009, 02:23 AM

qetevani-82
ქალბატონო ქეთევან ეითი-თუვ, ეს თქვენი სიტყვებია თუ ვისმეს დაესესხეთ? smile.gif

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Nov 8 2009, 02:25 AM

ბრჭყალებში რომ წერია ე.ი დავესესხე smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 8 2009, 02:26 AM

qetevani-82

ციტატა
ბრჭყალებში რომ წერია ე.ი დავესესხე

ვის დაესესხეთ? smile.gif

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Nov 8 2009, 02:28 AM

გიორგი

ციტატა
ვის დაესესხეთ?

გამსახურდიას a075.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 8 2009, 03:34 AM

ციტატა(KAIROS @ Nov 8 2009, 12:17 AM) *

ვა, თიკოს თემა smile.gif
ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო რომ დაწერაც გეშინია, რომ არ გააუბრალოო ან პირიქით ძალიან არ გაართულო საკითხი.

არ ყოფილა რელიგია, ფილოსოფია ან პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავის მოძღვრებას ბედნიერებაზე არ ააგებდა, ამ ქვეყნად ან იმ ქვეყნად, მაგრამ მაინც ბედნიერებას პირდებოდნენ ადამითგან და პირდებიან დღესაც.

ყველაზე უცნაური და ხშირად წინააღმდეგობრივი გზებითაც კი, მაგალითად ის ადამიანი ვინც შუა ბაზარში "ალაჰ აქბარ"-ის ძახილით კამიკაძედ თავს იფეთქებს და უამრავს ხოცავს ირგვლივ უდანაშაულოს, ხშირად ღრმად სწამს, რომ ის ამას ალაჰისათვის ანუ ღმერთისათვის აკეთებს და ის ამისათვის სამოთხეში მოხვდება, როგორც "მოწამე", სხვები ამას სხვანაირად ელტვიან, შეიძლება სულაც არ ფიქრობენ ამ დროს "ბედნიერებაზე" იმქვეყნად, მაგრამ მაინც ელტვიან მას, მაგალითად ფერაძე გრიგოლი როცა გაზის ოთახში შედიოდა, უკვე ბედნიერი იყო, რადგან მრავალშვილიანი ებრაელი გადაარჩინა, შეიძლება თამარაშვილი მიხეილიც ბედნიერი იყო იმ ბოლო წუთებში როცა თავად იხრჩობოდა და იმ მუშას, რომლის გადასარჩენად შევიდა სანტა მარინელასთან ზღვაში, გადარჩენილს ხედავდა...

ესაა ბედნიერება, რომ თუნდაც წამიერად, განიცადო იესო, განიცადო სულიწმიდის მადლი, რომელიც კეთილის თესვაში და მის ძებნაშიც კი შემოდის, უნებლიედ და თბილად, როგორც აისის პირველი სხივი...
ადამიანი მოწოდებულია ბუნებით ბედნიერებისაკენ, იგი შექმნილია ამისათვის, ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მშვიდნი" , ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მოწყალენი" ამიტომაა, რომ "ნეტარ იყვნენ სიმართლის მაძიებელნი"...

ეს ნეტარებაა ბედნიერება, სხვისი ანუ მოყვასის სიყვარულში გაღრმავებაა ბედნიერება, მიტევებაა ბედნიერება, და ეს ყველაფერია ღმერთის სიყვარულიც, და საბოლოო ჯამში ესაა საკუთარი ბუნების მოთხოვნილებაც და ეს ანიჭებს მას სულიერ ბედნიერებას, ამიტომაა მარადიული ტკბობა სასუფეველში, რადგან იქაა მარადიულ სიყვარულში მარადიული ზრდა.

იბედნიერეთ;

კაიროსი!


რავა ყველგან ამბიონზე უნდა შესდგე შენ კიდე biggrin.gif
ფრთები დამალე გიჩანს tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 8 2009, 05:11 AM

ციტატა
რავა ყველგან ამბიონზე უნდა შესდგე შენ კიდე
ფრთები დამალე გიჩანს


biggrin.gif ყველამ თავის ამბიონ-ფრთებს მიხედოსო tongue.gif

ძალიან კარგი თემაა და ცოტას კიდევ მივამატებ...

აბრაამი გამახსენდა, აბრაამი ბედნიერი იყო, მაშინ როცა მშვიდად იყო ქალაქ ურში, თავის მამასთან ერთად, მაგრამ ამაღლდა მის ამ პირობით ბედნიერებაზე და გაყვა უფლის ხმას, რომელმაც უთხრა წამომყევიო, იქ სადაც არ იცოდა და ბედნიერი გახდა უფრო მეტად.
აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც როცა შვილი არ ყავდა, და ამაღლდა ამ ბედნიერებაზე, როცა გაიგო უფლის ხმა შენგან გავამრავლებ ჩემს ერსო, და ერწმუნა უფალს, დაყვა მას, თუმცა არც იცოდა როგორ, რადგან სარა მოხუცი იყო და ბერწი...
აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა მხევალმა უშვა ისმაილი, რადგან ასე ეგონა მისი გამრავლების აღსრულება, რადგან ამაღლდა პირად გრძნობებზე.
აბრაამი ბედნიერი გახდა მაშინაც, როცა უფალმა მას ნანატრი შვილი მისცა და აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა უყოყმანოდ უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა, როცა ნანატრი შვილის შეწირვას გეგმავდა, აბრაამი ბედნიერი დარჩა ბოლოს, როცა მისი შვილიდან იმრავლა და იგი იქ მიიცვალა, რომელ ადგილსაც აბრაამის წიაღი დაერქვა, და შემდეგ სასუფეველში შევიდა.

აბრაამის მაგალითი შემთხვევით არ გამახსენდა, ამ პატრიარქს (მამათმთავარს), რამდენჯერმე მოუწია საკუთარი პატარა ბედნიერებებზე უარის თქმა და უფლისადმი მინდობა, ნამდვილი ბედნიერების მისაღწევად...

იბედნიერეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 8 2009, 01:01 PM

KAIROS

ციტატა
აბრაამი გამახსენდა, აბრაამი ბედნიერი იყო, მაშინ როცა მშვიდად იყო ქალაქ ურში, თავის მამასთან ერთად, მაგრამ ამაღლდა მის ამ პირობით ბედნიერებაზე და გაყვა უფლის ხმას, რომელმაც უთხრა წამომყევიო, იქ სადაც არ იცოდა და ბედნიერი გახდა უფრო მეტად.
აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც როცა შვილი არ ყავდა, და ამაღლდა ამ ბედნიერებაზე, როცა გაიგო უფლის ხმა შენგან გავამრავლებ ჩემს ერსო, და ერწმუნა უფალს, დაყვა მას, თუმცა არც იცოდა როგორ, რადგან სარა მოხუცი იყო და ბერწი...
აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა მხევალმა უშვა ისმაილი, რადგან ასე ეგონა მისი გამრავლების აღსრულება, რადგან ამაღლდა პირად გრძნობებზე.
აბრაამი ბედნიერი გახდა მაშინაც, როცა უფალმა მას ნანატრი შვილი მისცა და აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა უყოყმანოდ უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა, როცა ნანატრი შვილის შეწირვას გეგმავდა, აბრაამი ბედნიერი დარჩა ბოლოს, როცა მისი შვილიდან იმრავლა და იგი იქ მიიცვალა, რომელ ადგილსაც აბრაამის წიაღი დაერქვა, და შემდეგ სასუფეველში შევიდა.



ეს იმიტომ კაიროს, რომ მისი ბედნიერების საზომი არ იყო საკუთარი სურვილი, თუნდაც შვილის ყოლა.

ხომ იცი რომ ჩვენ ასე არა ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნირები და მისთვის, რეცეპტიც მზად გვაქვს.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 8 2009, 02:17 PM

და რუსულად როგორ გამოითქმის ეს სიტვა და კიდევ ინგლისურად ?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 02:50 PM

ბედნიერება? ბედნიერება ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
ბედნიერება, ზოგს მატერიალური სიძლიერე ჰგონია, ზოგს სულიერი სიძლიერე.
მე ბედნიერება ასე მესმის.სიჯანსაღეშია ბედნიერება, გინდა სულიერი და გინდა ხორციელი სიჯანსაღე. გარშემო ხალხი, რომ ჯანმრთელია ესაა ბედნიერება. ერი რომ ჯანსაღია ესაა ბედნიერება. სიჯანსახიდან მოდის ბედნიერება.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 8 2009, 03:52 PM

ბედ - ნიერი, - ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც ყოველთვის უმართლებს... ან ადამიანს რომელიც თვლის რომ უმართლებს, წარმატებულია და განიცდის სიხარულს იმისაგან რომ აკეთებს იმას რაც მას არსობრივად სურს...

ესაა სუბიექტური გაგება, ანუ ადამიანის საკუთარი თავიდან დანახული გაგება...

ზოგადად კი ადამიანის სურველიბი ძალიან ხშირად ურთიერთსაინააღმდეგოები არიან. ხან დროში ხან შინაგან განწყობებში... სხვაა ნება რომელიც მომდინარეობს სულიერი საწყისებიდან და სხვაა ნება რომელიც მომდინაგერობს ხორცისგან... და ესენი წინააღმდეგობრივები არიან ხშირად... და როგორც ერთი ტანამედროვე ღვთისმეტყველი იტყოდა, - ,,გულს არ აინტერესებს რას ფიქრობს გონება, ხოცი კი დაცინის გულსაც და გონებასაც", - სწორედ ამიტომ ადამიანი არასდროს, ან თითქმის არასდროს არ არის ბედნიერი... (ესაა შედეგი პირველცოდვისა, პირველა დაშვებული შეცდომისა, რის გამოც ადამიანმა შეიძინა ხრწნა და სიკვდილი მემკვიდრეობითად).


აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისათვის რომ ბედნიერი გახდე, ობიექტურად, არის გამთლიანება, გახლეჩილი და დაზიანებული ბუნების აღდგენა... ერთი ნების შეძენა, იმ მდგომარეობის მიღწევა როცა გონება, გული და ხორცი ერთიდაიმავეს მსურველია და ერთიდაიმავეს მზრახავი და მკეთებელი...

გარდა ამისა, გონიერი და თვითფლევრივი არსი მხოლოდ მაშინ აღწევს ბედნიერებას, როცა ის თავის დანიშნულებას პოვებს და ასრულებს... და რა არის ადამიანის დანიშნულება ? - ნახეთ სავსეა ადამიანური შემოქმედება სიყვარულზე ქადაგებით, ეს ქვეცნობიერად ყველამ კარგად იცის....


,,გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და კიდევ გიყვარდეს მოყვასი შენი"


საინტერესოა, მაგრამ აქ ამ ცნებაში დევს ადამიანის დანიშნულებაც და მისი გამთლიანების საიდუმლოებაც...

აი როდის ხდება ადამიანე ბედნიერი, - ობიექტურად.

ასეთია ჩემი აზრი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 04:44 PM

ციტატა(neo @ Nov 8 2009, 03:52 PM) *

ბედ - ნიერი, - ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც ყოველთვის უმართლებს... ან ადამიანს რომელიც თვლის რომ უმართლებს, წარმატებულია და განიცდის სიხარულს იმისაგან რომ აკეთებს იმას რაც მას არსობრივად სურს...



ვერ დავეთანხმები ამ ახსნას. რაც აქ წერია ეს არის იღბალი და იღბლიან ადამიანებზე, ხოლო იღბალი სულ სხვა მცნებაა და არანაირი საერთო არ აქვს ბედნიერებასთან. ბედნიერება შეუძლია ადამიანმა თავისი ქმედებით განაპირობოს, მაგრამ იღბლიანობა ადამიანისაგან დაფარულად ხდება.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 8 2009, 04:51 PM

ციტატა
ვერ დავეთანხმები ამ ახსნას. რაც აქ წერია ეს არის იღბალი და იღბლიან ადამიანებზე, ხოლო იღბალი სულ სხვა მცნებაა და არანაირი საერთო არ აქვს ბედნიერებასთან. ბედნიერება შეუძლია ადამიანმა თავისი ქმედებით განაპირობოს, მაგრამ იღბლიანობა ადამიანისაგან დაფარულად ხდება.


ჰო სწორი სიტყვაა, იღბლიანი, ზუსტად მაგ ვიგულისხმე. თუმცა მეც არ ვეთანხმები რაც მანდ წერია - ეგ შემდეგი სტრიქონებიდან ჩანს

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 05:13 PM

ყველა ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი ბედნიერად. ბედნიერება იგივე განწყობაა, ადამიანის განწყობა საზოგადოების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. ალბათ ბევრს გვინახავს, მატერიალურად უზრუნველყოფილი,მაგრამ უბედური და მატერიალურად უქონელი,მაგრამ ბედნიერი. პირველ რიგში როგორ განაწყობ საკუთარ თავს ამაზეა დამოკიდებული, არ შეიძლება მუდამ საკუთარ თავს ჩასძახოს ადამიანმა, რომ "მე უბედური ვარ; მე ეს არ მაქვს; მე ამას არ ვუყვარვარ." ასეთი ქმედებები საკუთარი თავის მიმართ იწვევს დეპრესიას, მოწყენილობას და განცდას უბედურებისა, რის გამოც თანდათან ადამიანი უძლურდება და ვარდება სასოწარკვეთილებაში. ბევრი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს, რომ ამ აზრებისგან და განცდებისგან განთავისუფლდეს. მაგალითად ლოთი, ბედნიერების გნცდას,რაღაც მომენტში სასმელი ანიჭებს, მაგრამ დროებითად.

ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი გახადოს ბედნიერი, პატარა სტრუქტურული ცვლილებებით თავისი გარემოსი და გარშემო მყოფი ადამიანებისა.

ფართო მცნებაა ბედნიერება, რომელიც ყველას განგვიცდია და გვსურს მუდამ განვიცდიდეთ და თუ თავს კარგად განვაწყობთ, შეიძლება ხრიოკზე ვცხოვრობდეთ და ბედნიერი ვიყოთ და ახვა წალკოტში ცხოვრობდეს და უბედურების განცდა გააჩნდეს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 8 2009, 06:38 PM

KAIROS
აბრაამს თავისი მისია ჰქონდა ჰო smile.gif

უფალი არავის არაფერს არ აიძულებს. აბრაამს შეეძლო უარი ეთქვა, ხო?

აბრაამი იყო მორჩილი უფლისა და ამ მორჩილებაში ხედავდა ბედნიერებას smile.gif იმიტომაც იყო ყოველთვის ყოველგან ბედნიერი smile.gif



ხო, ბედნიერებას ერთი დადგენილი რეცეპტი არ აქვს... და არც უნდა ჰქონდეს smile.gif ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ინდივიდუალური გზა აქვს უფლისკენ smile.gif
მე რომ გითხრათ ეხლა, ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშია, თავი ურტყათ კედელსო, წახვალთ და თავს მიარტყამთ? rolleyes.gif არა რათქმაუნდა... მოკლედ, ეს ცოტა რთული ასახსნელია... biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 8 2009, 07:07 PM

ციტატა(neo @ Nov 8 2009, 03:52 PM) *

აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისათვის რომ ბედნიერი გახდე, ობიექტურად, არის გამთლიანება, გახლეჩილი და დაზიანებული ბუნების აღდგენა... ერთი ნების შეძენა, იმ მდგომარეობის მიღწევა როცა გონება, გული და ხორცი ერთიდაიმავეს მსურველია და ერთიდაიმავეს მზრახავი და მკეთებელი...

გარდა ამისა, გონიერი და თვითფლევრივი არსი მხოლოდ მაშინ აღწევს ბედნიერებას, როცა ის თავის დანიშნულებას პოვებს და ასრულებს... და რა არის ადამიანის დანიშნულება ? - ნახეთ სავსეა ადამიანური შემოქმედება სიყვარულზე ქადაგებით, ეს ქვეცნობიერად ყველამ კარგად იცის....
,,გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და კიდევ გიყვარდეს მოყვასი შენი"


საინტერესოა, მაგრამ აქ ამ ცნებაში დევს ადამიანის დანიშნულებაც და მისი გამთლიანების საიდუმლოებაც...


ძალიან გეთანხმები biggrin.gif ადამიანმა უნდა ისწავლოს ჰარმონიაში ცხოვრება საკუთარ თავთან. კარგად თქვი, მან უნდა იპოვოს თავისი დანიშნულება და ეს არის სიყვარული ღმერთის, ადამიანების, სიცოცხლის, ყველა თავისი ტკივილით თუ უსიამოვნებით. ამაშია ბედნიერება.

Amuza
ციტატა
ყველა ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი ბედნიერად.

ეგრეა, თუმცა მაგას ნიჭი ჭირდება და ეგ ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. შესაბამისად, ის, რაც ერთს ბედნიერებას ანიჭებს, მეორესთვის შეიძლება სრულიადაც არ იყოს საკმარისი ან სულაც უბედურად აგრძნობინოს თავს.

ბედნიერებისთვის საჭიროა განწყობა ბედნიერებისადმი. ჩვენში წყდება ჩვენი ბედნიერების საკითხი და არსად სხვაგან. ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაზეა ის დამოკიდებული. სულიერად ჯანმრთელ ადამიანს (თუნდაც ფიზიკურად არაჯანმრთელს) შეუძლია იყოს ბედნიერი.

ციტატა
მაგალითად ლოთი, ბედნიერების გნცდას,რაღაც მომენტში სასმელი ანიჭებს, მაგრამ დროებითად.
ეგ არაა ბედნიერება, ეგაა ტკივილების გაყუჩება, ანესთეზია... ალბათ გარკვეული სიამოვნებაც ახლავს თან, მაგრამ სიამოვნება მხოლოდ ხომ არაა ბედნიერება. პირიქით, სულ სიამოვნების ძიება აზიანებს ადამიანს, რადგან ის ასუსტებს ჩვენს ნებისყოფას....ჩვენ უნდა ვაფასებდეთ, რომ გვაქვს უნარი წინააღმდეგობების დაძლევის. უნდა გვიხაროდეს, რომ შეგვიძლია ცხოვრებისეულ დარტყმებს გავუძლოთ ღირსეულად...
მწუხარება და უსიამოვნებები არათუ ხელს უშლის, პირიქით, ხელს უწყობს მთელი სისრულით შეიგრძნო სიხარული, სიამოვნება და სიცოცხლე. ვისაც შიმშილი, სიცივე და ა.შ არ განუცდია, ვერც დანაყრების და გათბობის სიამოვნებას შეიგრძნობს სრულად, ხომ ასეა? smile.gif


ქევანა
ციტატა
მე რომ გითხრათ ეხლა, ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშია, თავი ურტყათ კედელსო, წახვალთ და თავს მიარტყამთ? rolleyes.gif

არავითარ შემთხვევაში... ჯერ თავს შევიხვევ (რომ არ მეტკინოს) და მერე ერთხელ ვცდი, იქნებ მართალი ხარ unsure.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 07:17 PM

ციტატა(T I K O @ Nov 8 2009, 07:07 PM) *


ეგ არაა ბედნიერება, ეგაა ტკივილების გაყუჩება, ანესთეზია... ალბათ გარკვეული სიამოვნებაც ახლავს თან, მაგრამ სიამოვნება მხოლოდ ხომ არაა ბედნიერება.



უბედურების განცდას, ტკივილი ახლავს თან, ფიქრს, ტკივილი მოყვება, ფიქრის,სტრესის დროს ადამიანის ტვინი დიდი დატვირთვით მუშაობს, შესაბამისად დიდი ოდენობით სისხლის მიწოდებაა საჭირო და გულიც ჩქარდება, რომ დროულად მოხდეს სისხლძარგვების გამოკვება. შესაბამისად, იმ ადამიანს ფიქრმა, უაზრო ემოციებმა გაუჩინეს ტკივილი. ბედნიერი კაცი სტრესის ქვეშ არ არის, ბევრს არ ფიქრობს, დასვენებულია,გალაღებული და გულიც ჩვეულებრივ რითმში უცემს.

დამეთანხმებით, ლოთი და ნარკომანი, ბედნიერებისთვის იდილიისთვის ეტანება ალკოჰოლს და ნარკოტიკს.

ხშირად გავიგებთ ასეთ გამოთქმას . "სხვის უბედურებაზე ,ბედნიერების აგებაო" განა ეს უკუქცევადი პროცესი არ არის. ვიღაც თუ ბედნიერი იქნება ვიღაც უბედური იქნება. მთავარი ბედნიერების განცდის პოვნა კი არ არის, არამედ უბედურების განცდის იგნორი, თუ ამას შეეცდება ვინმე, ყველანაირ სიტუაციაში შესძლებს იპოვოს ბედნიერება.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 8 2009, 08:30 PM

დღეს ნამდვილად ბედნიერი ვააარsmile.gifsmile.gifsmile.gif და დიდი მადლობა უფალს დღევანდელი დღის მადლისა და წყალობისთვის, (ოღონდ არ ვიტყვი რატომ) ძალიან დიდი ხანია ისე არაფერი გამხარებია რომ სიხარულისგან ცრემლები წამომსვლოდა და დღეს მართლა გავიხარე!!!

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 8 2009, 11:23 PM

ცოტა ხნის წინ ვუსმენდი სიმღერას "მაპატიე შეცდომები", მეც ვმღეროდი და ძალიან ბედნიერი ვიყავიsmile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 8 2009, 11:35 PM

ციტატა(blue night @ Nov 8 2009, 11:23 PM) *

ცოტა ხნის წინ ვუსმენდი სიმღერას "მაპატიე შეცდომები", მეც ვმღეროდი და ძალიან ბედნიერი ვიყავიsmile.gif

აი, რა ინდივიდუალურია ბედნიერება, მაგ სიმღერას ჩემთვის არასდროს მოუნიჭებია ეგეთი განცდა biggrin.gif ისე, დამთხვევაა, მეც ახლახან ვუსმენდი სხვა სიმღერას და ბედნიერი ვიყავი... მთლად ამ სიმღერის გამო ალბათ არა, მაგრამ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 8 2009, 11:42 PM

ციტატა(T I K O @ Nov 8 2009, 11:35 PM) *

აი, რა ინდივიდუალურია ბედნიერება, მაგ სიმღერას ჩემთვის არასდროს მოუნიჭებია ეგეთი განცდა biggrin.gif ისე, დამთხვევაა, მეც ახლახან ვუსმენდი სხვა სიმღერას და ბედნიერი ვიყავი... მთლად ამ სიმღერის გამო ალბათ არა, მაგრამ მაინც smile.gif


მეც მარტო ამ სიმღერის გამო ალბათ არ მიხაროდა, უბრალოდ შეყვარებული ვარ და ეს სიმღერა ჩემს გულთან ახლოს იყო. გრძნობა გამიმძაფრა...smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 8 2009, 11:43 PM

T I K O
blue night

რახან სიმღერაზე მიდგა საქმე, ვერ ვუსმენ ხშირად,მითუმეტეს რამდენიმეს მოსმენა არ შემიძLია მიყოლებით.

თუ ძალიან ნაცნობი და საყვარელი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი მოდგმა მღერის და არცმე ვარ მაინცადამაინც ჯაბანი მაგ საკითხში.
მეტისმეტად დიდ ემოციას მართმევს.
ხოდა ახლა რას მოვაყოლე, ვუსმენ ეს საღამოა, ჩემთვის, რამდენიმე ძველ სიმღერას და მომაწყინა, რაღაცნაირად...
არადა კი ვატრიალებ წაღმა უკუღმა.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 8 2009, 11:53 PM

ციტატა(blue night @ Nov 8 2009, 11:42 PM) *

მეც მარტო ამ სიმღერის გამო ალბათ არ მიხაროდა, უბრალოდ შეყვარებული ვარ და ეს სიმღერა ჩემს გულთან ახლოს იყო. გრძნობა გამიმძაფრა...smile.gif
ხოო, მაშინ გასაგებლარიააა smile.gif


kato_Bato
მე კიდე სულ ვუსმენ, ქუჩაშიც... თან თუ რამე მომეწონა მილიონჯერ მოვუსმენ და მერე შეიძლება შემძულდეს biggrin.gif მე პირადად ემოციით მავსებს, ხან გამახარებს და ხან მომაწყენს, ამიტომაც მიყვარს... მუსიკას დიდი ზემოქმედების უნარი აქვს.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Nov 9 2009, 12:32 PM

ციტატა(T I K O @ Nov 7 2009, 09:16 AM) *

რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი?

ვძებნე და ვერა ვპოვე რა....
ალბათ ცუდად ვეძებsad.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 9 2009, 01:38 PM

ჭეშმარიტად, ბედნიერება თავისუფლებაშია.
ფსევდო არა, ნამდვილ თავისუფლებაში.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 9 2009, 02:21 PM

T I K O

ციტატა
მე კიდე სულ ვუსმენ, ქუჩაშიც... თან თუ რამე მომეწონა მილიონჯერ მოვუსმენ და მერე შეიძლება შემძულდეს მე პირადად ემოციით მავსებს, ხან გამახარებს და ხან მომაწყენს, ამიტომაც მიყვარს... მუსიკას დიდი ზემოქმედების უნარი აქვს.

დასტურ ჩემგანაც biggrin.gif

რამდენი რამე მავსებს წამიერი სიხარულით...

მაგრამ დაკვირვებული ვარ რა, აი როცა ძალიან მიხარია, აი ძააალიან ძალიან... იმავე დღესვე, გარკვეული ხნის მერე, მთელი გულით ვტირივარ ან ვიღუშები sad.gif ან ვიღაც გამაბრაზებს, ან ვიღაც ნერვებს მომიშლის... მთელი დღით კი არ გამყვება ეს სიხარულიც, : )



პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 9 2009, 03:01 PM

ციტატა(მაშიკო @ Nov 9 2009, 12:32 PM) *

ვძებნე და ვერა ვპოვე რა....
ალბათ ცუდად ვეძებsad.gif

ერთი ინგლისელი მეცნიერი ამბობდა, რომ "ბედნიერების ძიება" ყველაზე აბსურდული ფრაზააო; თუ მას ეძებ, ვერასოდეს იპოვიო smile.gif

"ბედნიერების პოვნა საკუთარ თავში ადვილი არაა, მაგრამ სხვაგან საერთოდ შეუძლებელია" ამას ვინ ამბობდა აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად კი ამბობდა ვინცხა იყო biggrin.gif


ქევანა


ციტატა
მაგრამ დაკვირვებული ვარ რა, აი როცა ძალიან მიხარია, აი ძააალიან ძალიან... იმავე დღესვე, გარკვეული ხნის მერე, მთელი გულით ვტირივარ ან ვიღუშები sad.gif ან ვიღაც გამაბრაზებს, ან ვიღაც ნერვებს მომიშლის... მთელი დღით კი არ გამყვება ეს სიხარულიც, : )

სხვაგვარად რომ იყოს, მაგ ძააალიან ძალიან სიხარულს ხომ ვერ დააფასებდი. სულ თუ გიხარია, სიხარულსაც ფასი აღარ აქვს. smile.gif
სევდიანი ამბავია, მაგრამ ამქვეყნად სხვაგვარად არ ხდება. ესაა ჩვენი ცხოვრების დრამა, ყველაფერი წარმავალია და ჩვენ ამასთან შეგუება გვიჭირს cray.gif

მააააააგრამ ჩვენ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება წინ, კარგიც და ცუდიც.

ბოლოს მარადისობაში შევხვდებით cool.gif ნუ, მანამდეც შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 9 2009, 06:07 PM

ჭეშმარიტი ბედნიერების რეცეპტი იმდენად მარტივია რომ დაუჯერებელია:

ბედნიერება არის აქ და ახლა, და არასოდეს არ იქნება მომავალში და სხვაგან. ბედნიერების წყარო თქვენშია და არა სხვა ვინმეში ან რამეში... ჭეშმარიტ ბედნიერებას ბრძოლით ვერ მოიპოვებ, უბრალოდ უნდა გააცნობიერო რომ უკვე ბედნიერი ხარ.

პ.ს. ბედნიერება მხოლოდ სიცილი და სიხარული არაა. სიხარული და ტანჯვა ჭეშმარიტი ბედნიერების 2 პოლუსია და სხვა არაფერი.

ეს იყო ჩემი კომენტარი, დანარჩენი რაც არ უნდა ილაპარაკოთ "ტრუხაა" და მაინც აქედან გამომდინარეობს cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 9 2009, 09:05 PM

ციტატა
ყველაფერი წარმავალია

აი ამას ვფიქრობ, ვერ დავეთანხმები...
რაა წარმავალი? ის რაც წარმავლია თავისი არსით და წარმავალში უდგამს ფესვები, და შესაბამისად წარმავლია.
როგორც პატრიარქი ამბობს, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიაო.
წარმავლი არაა ის რაც წარუვალს ეყრდნობა.
წარუვალია სიყვარული და ყველაფერი რაც სიყვარულს ეყრდნობა, რადგან ღმერთი სიყვარულია.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 9 2009, 10:43 PM

Atman

ციტატა
ეს იყო ჩემი კომენტარი, დანარჩენი რაც არ უნდა ილაპარაკოთ "ტრუხაა" და მაინც აქედან გამომდინარეობს

როგორაა ეს ადამიანი საკუტარ აზრებში დარწმუნებული დედაააა ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif
შენ ხარ ბედნიერებაც და ჭეშმარიტებაც ხო? rolleyes.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 07:51 AM

ციტატა(ნანინა @ Nov 9 2009, 10:43 PM) *

Atman

როგორაა ეს ადამიანი საკუტარ აზრებში დარწმუნებული დედაააა ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif
შენ ხარ ბედნიერებაც და ჭეშმარიტებაც ხო? rolleyes.gif biggrin.gif biggrin.gif


Yes, I am! cool.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 08:02 AM

KAIROS

ციტატა
რაა წარმავალი? ის რაც წარმავლია თავისი არსით და წარმავალში უდგამს ფესვები, და შესაბამისად წარმავლია. როგორც პატრიარქი ამბობს, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიაო.


სიტყვა წარმავალი ბევრს არასწორად ესმის. ილუზორულობა და წარმავალობა ნიშნავს ცვლილებას, რომელიც ყოველთვის ხდება და ყველაფერს ეხება რასაც ვხედავთ. როგორც იტყვიან მარადიული მხოლოდ ცვალებადობაა... ამიტომაც არ უნდა მივეჯაჭვოთ არც ერთ რეალურად ეღქმად ან გონებაში წარმოსახულ ობიექტს, რადგანაც ადრე თუ ფვიან ის შეიცვლება და ტრანსფორმაციას განიცდის... პირამიდებიც გაქრება ოდესმე... ეძებეთ ის, რაც ყოველთვის არსებობს და არ იცვლება რაც გინდათ უწოდეთ: ღმერთი, სიყვარული, ჭეშმარიტი მე... მხოლოდ გააცნობიერეთ რომ ის უნდა დაინახოთ აქ და ახლა, მომავალში და წარმოსახვაში ვხედავთ მის მხოლოდ ილუზორულ ასპექტს, ეს მისი ნაწილია მხოლოდ...

მე როცა ვამბობ რომ მე ვარ ჭეშმარიტება და ბედნიერება, არ ვგულისხმობ არც ჩემს პიროვნებას, არც სხეულს, არც სამშვინველს და ასე შემდეგ, ვგულისხმობ იმ ჭეშმარიტ მეს, რომელიც ყველანი თქვენც ხართ, მთავარია გააცნობიეროთ და გაიღვიძოთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2009, 09:03 AM

ციტატა
მე როცა ვამბობ რომ მე ვარ ჭეშმარიტება და ბედნიერება, არ ვგულისხმობ არც ჩემს პიროვნებას, არც სხეულს, არც სამშვინველს და ასე შემდეგ, ვგულისხმობ იმ ჭეშმარიტ მეს, რომელიც ყველანი თქვენც ხართ, მთავარია გააცნობიეროთ და გაიღვიძოთ.

ნუ მწვალებლობ შენ biggrin.gif

დახე, როგორ ქადაგებს აქ ატმანიზმს biggrin.gif

ჩემო კარგო, ხომ იცი რომ რასაც წერ ანტიქრისტიანობაა?
ხომ იცი, რომ ამათი აქ წერა არ შეიძლება, თუკი მართლა გაინტერესებს რას ასწავლის ქრისტიანობა თითოეული პიროვნების რაობის და ინდივიდუალორობის შესახებ და იმის შესახებ, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე ანბობს უფალი და ნამდვილად იგია მხოლოდ, და არა რაღაც " ეს საერთო ჭეშმარიტი მეები"ვისაუბროთ აპოლოგეტიკაში...
კი მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად და გთხოვ, შეეშვა ამ ანტიქრისტიანიზმის ქადაგებას, მითუმეტეს იქ სადაც ამის ადგილი არაა, ანუ აპოლოგეტიკის განყოფილების გარეთ და მითუმეტეს თიკოს ვუფუჭებთ ამ რელიგიათაშორისი კამათებით კარგ თემას...

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 09:27 AM

KAIROS

მაგ ამბიონიდან გადმოგდგამ ერთხელაც იქნება biggrin.gif

აპოგელეტიკას შენი და აფხაზის გარდა არავინ კითხულობს, მე კი აქ მისიით ვარ, ხალხს უნდა დავუნგრიო ტკბილი ილუზიები და გავაღვიძო, მათ შორის შენც a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2009, 10:08 AM

ციტატა
მაგ ამბიონიდან გადმოგდგამ ერთხელაც იქნება

biggrin.gif
გასწავლა კანუდოსელმა ტერმინოლოგია ხო biggrin.gif

შენი მისია არ დაგეკარგოს არსად biggrin.gif, მერე ამ ანტიქრისტიანობის გავრცელებაში ხედავ შენ გაღვიძებას? კარგი ახლათქო...

ციტატა
აპოგელეტიკას შენი და აფხაზის გარდა არავინ კითხულობს

არც მასეა ისე, ნახე იქ "ნახვების მთვლელი" და ნახავ რამდენი კითხულობს, მაგალითად თემაში "ვისაუბროთ პროტესტანტებზე" არის მხოლოდ144 პოსტი და მიუხედავად ამისა აქვს 9,403 ნახვა!
და კიდევ იქ ჩემს და აფხაზის გარდა, სიკვდილაცაა, საბლეც, დათიკოც და სხვებიც ვინც წერს, დანარჩენი კი კითხულობს, თან ეს ფორუმის წესია არამართლმადიდებლურ (შენს შემთხვევაში მთლიად არაქრისტიანულ) სწავლებებზე იქ ვკამათობთ.

დამორჩილდი-თი tongue.gif;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 10 2009, 10:21 AM

რა იყო ამ დილაუთენია რა მწვალებლობა აგიტეხია ამ თემაში! biggrin.gif
8 საათზე მაგის გულისთვის ადექი შე კაცო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 10:21 AM

ციტატა
გასწავლა კანუდოსელმა ტერმინოლოგია ხო


რად უნდა მაგას სწავლება, ასხივებ ამბიონზე მდგომის "ობრაზს" biggrin.gif

ანტიქრისტიანული რა ვთქვი ეგრე რომ აბობოქრდი?

კამათს არ ვაპირებ არც შენთან არც სხვასთან, ვამბობ იმას რაც მინდა, როცა მინდა და სადაც მინდა a075.gif

პ.ს. და არც არაფერს ვქადაგებ, მოუგონა სახელი ატმანიზმი, სხვა ვერაფერი დაარქვი და... biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 10 2009, 10:45 AM

წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეთ, ან ვერ აცნობიერებდეთ თქვენს არსებობას...

წარმოიდგინეთ რომ აცნობიერებდეთ მაგრამ იყოთ სიცარიელეში, თქვენს ირგვლივ არაფერი არ იყოს, უბრალოდ მწვანე ფონი და მეტი არაფერი...

წარმოიდგინეთ რომ იყოთ ერთადერთი ადამიანი ამ სამყაროში, და სხვა ადამიანები ან სხვა თვითუფლებრივი მოაზროვნე არსებები არ არსებობდნენ...

წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეს ღმერთი - პიროვნება


წუთით რომ დაფიქრდეს ადამიანი აღმოაჩენს რომ ის უსაზღვროდ ბედნიერია... უსაზღვროდ ბედნიერი იმიტომ რომ არის პიროვნება და რომ ცხოვრობს აქ ამ დიად სამყაროში სადაც ადამიანები არიან და სადაც უპირველესი და უმთავრესი სიყვარულია...

ქრისტიანს არ არქვს უფლება უბედური იყოს...


(მდაა და რა გველოდება სიკვდილის შემდეგ, ა მაგარი იქნება იმ სამყაროში გადასვლა წარმოგიდგენიათ, ანგელოზების გაცნობა ახალი განზომილებები, ახლებურრად არქმული დრო...)

ჩვენ კიდე ,,კაი შეკურილი ადინაცატის" არ ქონის გამო თავს უბედურად ვგრძნობთ და ვტრტვინავთ ხოლმე, და უფრო მეტიც ამასჰი გმერტს ვადანასჰაულებთ, - ჰოი უმადურობავ !

პ.ს.

ადამმა ევას გარეშე მოიწყინა სამოთხეში, ეს ალბათ საპატიოა biggrin.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 10:52 AM

ციტატა
ქრისტიანს არ არქვს უფლება უბედური იყოს...


არავის არ აქვს ამის უფლება, არც ქრისტიანს და არც არაქრისტიანს ან თუნდაც ურწმუნოს a075.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 10 2009, 01:20 PM

neo

ციტატა
წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეთ, ან ვერ აცნობიერებდეთ თქვენს არსებობას...წარმოიდგინეთ რომ აცნობიერებდეთ მაგრამ იყოთ სიცარიელეში, თქვენს ირგვლივ არაფერი არ იყოს, უბრალოდ მწვანე ფონი და მეტი არაფერი...წარმოიდგინეთ რომ იყოთ ერთადერთი ადამიანი ამ სამყაროში, და სხვა ადამიანები ან სხვა თვითუფლებრივი მოაზროვნე არსებები არ არსებობდნენ...წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეს ღმერთი - პიროვნებაწუთით რომ დაფიქრდეს ადამიანი აღმოაჩენს რომ ის უსაზღვროდ ბედნიერია... უსაზღვროდ ბედნიერი იმიტომ რომ არის პიროვნება და რომ ცხოვრობს აქ ამ დიად სამყაროში სადაც ადამიანები არიან და სადაც უპირველესი და უმთავრესი სიყვარულია...ქრისტიანს არ არქვს უფლება უბედური იყოს... (მდაა და რა გველოდება სიკვდილის შემდეგ, ა მაგარი იქნება იმ სამყაროში გადასვლა წარმოგიდგენიათ, ანგელოზების გაცნობა ახალი განზომილებები, ახლებურრად არქმული დრო...)ჩვენ კიდე ,,კაი შეკურილი ადინაცატის" არ ქონის გამო თავს უბედურად ვგრძნობთ და ვტრტვინავთ ხოლმე, და უფრო მეტიც ამასჰი გმერტს ვადანასჰაულებთ, - ჰოი უმადურობავ !პ.ს.ადამმა ევას გარეშე მოიწყინა სამოთხეში, ეს ალბათ საპატიოა


ოჰ როგორი მართალი ხარ ნეოოოsmile.gif yes.gif toast.gif
ხშირად ბედნიერებას სადღაც შორს ეძებენ,ან ეძებენ რაღაც მატერიალურში,არადა ზოგჯერ ბედნიერება სულ ახლოსაა,ჩვენს გულებში,სიყვარული და მადლლიერებაა ბედნიერება! ! !

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 01:22 PM

ციტატა
ხშირად ბედნიერებას სადღაც შორს ეძებენ,ან ეძებენ რაღაც მატერიალურში,არადა ზოგჯერ ბედნიერება სულ ახლოსაა,ჩვენს გულებში,სიყვარული და მადლლიერებაა ბედნიერება! ! !


იმდენად ახლოს, რომ თვალები არ მიგიბრუნდება მის დასანახად smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 10 2009, 01:35 PM

Atman

ციტატა
იმდენად ახლოს, რომ თვალები არ მიგიბრუნდება მის დასანახად

პირადად ჩემთვის მასეა,მირჩევნია უბრალოდ ვიცხოვრო,ბედნიერი ვიყო იმით რომ შემიძლია ჩემი სიყვარული და მოფერება ჩემთვის ახლობელ ადამიანებს გავუნაწილო,მეუბნებოდნენ საღვარგარეთ წადიო ,მარა არა მინდა...ვიცი რომ ვერ გავძლებ

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 11 2009, 12:09 AM

ბედნიერება სიმართლის ხედვაა, ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი საფეხური მადლიერებაა, ბედნიერება თავად ქრისტეა, ან ქრისტეა თავად ბედნიერება (მგონი ეს ერთდაიგივეა)..
მე ეხლა თავს ძალიან ბედნიერად ვიგრძნობ, თუ ერთი ადამიანის ხმას გავიგონებ...
მგონი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობ, რომ შეუძლებელია იმ დიდ ადამიანს შენ ასეთი პატარა უყვარდე და აღმოჩნდება, რომ ეს ასეა... ყველას ამას გისურვებთ...


ჭეშმარიტად ბედნიერი იქნები მაშინ, როცა იქნები წმინდანი, ანუ როცა ბავშვივით იქნები და მაშინ, როცა სუყველა ბედნიერი იქნება, როცა თვით ეშმაკიც კი ისევ ანგელოზად იქცევა... ნეტავ ეს როდის იქნება?.... .............


ბედნიერება, საერთოდ, დიდი საჩუქარია...

პოსტის ავტორი: Do Kamo თარიღი: Nov 11 2009, 01:14 AM

ციტატა( გიორგი @ Nov 7 2009, 09:40 PM) *

თამარი_ცქნაფო

არის. ეძებე და იპოვი. თანაც შორს არ არის საძებნი, მხოლოდ საკუთარ თავში... ki.gif



yes.gif

P.S. ბედნიერებას მატერიალური სახე ან შემადგენელი არ აქვს.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 11 2009, 01:59 AM

A happy person is not a person in a certain set of circumstances, but rather a person with a certain set of attitudes. yes.gif

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Nov 11 2009, 02:49 AM

HAPPINESS ONLY REAL WHEN SHARED.
smile.gif
სხვანაირი ბედნიერება არ არსებობს.

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 11 2009, 11:35 PM

ერთ ლექსში ასეთი სიტყვებია:"ო, ბედნიერება, ო, ბედნიერება , ო, ბედნიერება, რომ იგი არსებობს და ერთადერთია..." ეს ნაზი კილასონიას დაწერილია.. ჩემთვის თვითონ ამ ლექსის წაკითხვაა ბედნიერება.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 12 2009, 12:08 AM

ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Nov 11 2009, 02:49 AM) *

HAPPINESS ONLY REAL WHEN SHARED.
smile.gif
სხვანაირი ბედნიერება არ არსებობს.
+

რათქმაუნდა, შეუძლებელია ბედნიერება ეგოისტური იყოს. ის გაცემაშია და არა მიღებაში.
შვედური ანდაზაა: "გაზიარებული სიხარული ორმაგი სიხარულია; გაზიარებული მწუხარება, ნახევარი მწუხარება”

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 12 2009, 12:23 AM

აჰ არა... ტკივილიც სიხარულის დასაბამია

:ფილოსოფოს:


პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 12 2009, 04:19 PM

ციტატა(უჩა @ Nov 7 2009, 09:39 PM) *

მე მიმაჩნია რომ რაც უფრო ახლოს ვიქნები უფალთან მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ასე რომ ჩემთვის ბედნიერებისკენ სწრაფვა არის უფლისკენ სწრაფვა.




smile.gif ამის თქმა მინდოდა ზუსტად smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2009, 02:48 PM

მე ვფიქრობ, რომ ბედნიერება არის მოთმინებაში, რადგან ცხოვრება იმდენად რთული, სამწუხარო მოულოდნელობებით სავსეა, რომ მხოლოდ სარწმუნოებით გამტკიცებული მოთმინებით შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა ბედნიერება.

"მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი."

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 16 2009, 02:51 PM

ჭეშმარიტი, სულიერი ბედნიერება მხოლოდ უფალთან ერთობაშია და პირიქით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2009, 02:53 PM

ციტატა(lingvo @ Nov 16 2009, 02:51 PM) *

ჭეშმარიტი, სულიერი ბედნიერება მხოლოდ უფალთან ერთობაშია და პირიქით.


მართალი ხარ, ვახო wub.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 02:56 PM

აქ არის ვინმე საერთოდ ისეთი ვინც აცნობიერებს რომ აქ და ახლაა ბედნიერება და არა სამოთხეში და მომავალში? თუ ყველას ძინავს აქ? fiqri.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2009, 03:00 PM

ციტატა(Atman @ Nov 16 2009, 02:56 PM) *

აქ არის ვინმე საერთოდ ისეთი ვინც აცნობიერებს რომ აქ და ახლაა ბედნიერება და არა სამოთხეში და მომავალში? თუ ყველას ძინავს აქ? fiqri.gif


უფალი განუსაზღვრელად დიდ ბედნიერებას გვპირდება სამოთხეში. დედამიწაზე მუდმივი ბედნიერება არ არსებობს, რადგან ეს სამოთხიდან განდევნილთა ადგილსამყოფელია.
"ო, ბედნიერებავ, შენ ხარ სათავე უბედურებისა.
ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა."
/ჩინური სიბრძნე/

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 03:02 PM

marine

ციტატა
"ო, ბედნიერებავ, შენ ხარ სათავე უბედურებისა.ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა."/ჩინური სიბრძნე/


ჩინური სიბრძნევე ამბობს რომ ბედნიერება აქაა და ახლა, ხოლო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, წარსულიც და მომავალიც ილუზიებია a075.gif

სამოთხის ბედნიერებასაც მოიპოვებ თუ გინდა, მაგრამ არის რაღაც რაც სამოთხეზე უფრო მაღლა დგას... პირობითად ვუწოდებ ცათა სასუფეველს smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2009, 03:09 PM

ბევრი რამე შეიძლება იყოს ბედნიერება და ჩემთვის, ერთ-ერთი მათ შორის არის უნარი, გაახარო ვინმე და ამ სიხარულით თავადაც გაიხარო smile.gif.
თუნდაც საჩუქრები რომ ჩამომაქვს ჩემი სანათესაოს ბალღობისათვის და არა მხოლოდ ბალღობისათვის. smile.gif
როცა მშვიდად ვარ და სიყვარულით ვცდილობ სხვათა სიყვარულის მოპოვებას. smile.gif
როცა ვცდილობ სწორად ვაკეთებდე ყველაფერს, რაც ღმერთთან მაახლოვებს, თუნდაც რომ არ გამომდიოდეს, მცდელობა რომ იყო, ეგეც მახარებს. smile.gif
მე სამზარეულოში სტუმრებისთვის რამის მზადებაც მაბედნიერებს biggrin.gif.

სულაც არ ნიშნავს ეს, რომ მუდამ ბედნიერი ვარ smile.gif, მაგრამ ალბათ ეს სულის ბედნიერი მდგომარეობა რომ მუდმივი იყოს, ფასს დაკარგავდა. smile.gif თუმცა ადამიანს შეუძლია ხანდახან მაინც ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოს და გაიმრავლოს მასში ბედნიერების მომენტები. არადა ყველაფრის გართულება გვახასიათებს უფრო smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Nov 16 2009, 03:10 PM

ციტატა
 ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს

რეცეპტები მომეწონა laugh.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 16 2009, 03:16 PM

ბედნიერი ვარ როცა მეგობრები მიმყავს სახლშI და ვუმასპინძლდები.
ჰობია ეგ ჩემი biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2009, 04:32 PM

ციტატა(Atman @ Nov 16 2009, 03:02 PM) *

marine
ჩინური სიბრძნევე ამბობს რომ ბედნიერება აქაა და ახლა, ხოლო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, წარსულიც და მომავალიც ილუზიებია a075.gif




სამოთხე და ჯოჯოხეთი ილუზია არაა, რადგან სახარებაშივე ახსენებს მაცხოვარი ორივეს smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 04:35 PM

marine

რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა... მიწა კი აღმოსავლურ მითოლოგიაში მატერიაა, მაიაა, ხოლო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ამ ილუზიური რეალობის ანუ მაიის ნაწილებია, ხოლო რაც შეეხება ცათა სასუფეველს, აქ გონება გვერდზე უნდა გადადო... და საერთოდ იესოს თითქმის არ ულაპარაკია ცაზე, მხოლოდ მიწის კანონებს გვეუბნებოდა და იმ გზას გვიხსნიდა, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას რომ ცის კანონებსაც ჩავწვდეთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2009, 04:38 PM

ციტატა(Atman @ Nov 16 2009, 04:35 PM) *

marine

რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა... მიწა კი აღმოსავლურ მითოლოგიაში მატერიაა, მაიაა, ხოლო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ამ ილუზიური რეალობის ანუ მაიის ნაწილებია, ხოლო რაც შეეხება ცათა სასუფეველს, აქ გონება გვერდზე უნდა გადადო... და საერთოდ იესოს თითქმის არ ულაპარაკია ცაზე, მხოლოდ მიწის კანონებს გვეუბნებოდა და იმ გზას გვიხსნიდა, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას რომ ცის კანონებსაც ჩავწვდეთ...


თქვენ სხვა კუთხით, მითოლოგიით უდგებით ამ საკითხს. მე მორწმუნე ადამიანის პოზიციიდან გესაუბრებით smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 04:45 PM

marine

ზღაპრების რომ აღარ გჯერა და მორწმუნე გახდი მანდ დამთავრდა ბავშვობა, არადა ბავშვებშია ცათა სასუფეველი a075.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 16 2009, 05:21 PM

Atman
ზღაპრების არ გვჯერა. დაგვიჯერე რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 05:23 PM

lingvo

ციტატა
ზღაპრების არ გვჯერა. დაგვიჯერე რა


ნეტა მართლა არ გჯეროდეთ, უაზრო ზღაპრების რომ გჯერათ მაგაშია საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 16 2009, 05:27 PM

Atman
მართლმადიდებელი თუ ხარ, არ უნდა გჯეროდის მითოლოგიის. თუ არ ხარ, მაშინ საერთოდ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონია ბედნიერებაზე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 16 2009, 05:34 PM

lingvo

ციტატა
მართლმადიდებელი თუ ხარ, არ უნდა გჯეროდის მითოლოგიის. თუ არ ხარ, მაშინ საერთოდ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონია ბედნიერებაზე.


ბიბლიური ამბებიც მითოლოგიაა (და მითოლოგია სულაც არ ნიშნავს არარეალურს...

მხოლოდ ამ სიტყვებშიც კი შეიძლება ჭეშმარიტების შეცნობა:
"იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა უქნებოდა..."

ესეც შენი პასუხი დიიიდ კითხვაზე:
"ყოფნა, არყოფნა... საკითხავი აი ეს არის! smile.gif

მითი და რეალობა ერთია! მითები შემოკლებული და სახეცვლილი სახით გადმოგვცემენ ჭეშმარიტებებს.... შენ თუ მხოლოდ ბიბლიური მითების გჯერა და სხვებს უარყოფ ეგ უკვე შენი არჩევანია...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 17 2009, 06:44 PM

ციტატა(marine @ Nov 16 2009, 03:00 PM) *

უფალი განუსაზღვრელად დიდ ბედნიერებას გვპირდება სამოთხეში. დედამიწაზე მუდმივი ბედნიერება არ არსებობს, რადგან ეს სამოთხიდან განდევნილთა ადგილსამყოფელია.
"ო, ბედნიერებავ, შენ ხარ სათავე უბედურებისა.
ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა."
/ჩინური სიბრძნე/

მჯერა, მაგრამ ეს ამბავი მასევდიანებს sad.gif სამწუხარო მოსასმენია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ასე გიყვარს, დროებითი და განდევნილთა ადგილსამყოფელია.
ეს რა გვიყო ევამ! user.gif


მოკლედ, ქრისტიანისთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, რომ ადამიანი მხოლოდ იმქვეყნად შეიძლება გახდეს სრულად და ხანგრძლივად ბედნიერი. ბედნიერება არის მხოლოდ ღვთის სიყვარულში და მის სიახლოვეში... ანუ ჩვენ ამქვეყნად განწირულნი ვართ მხოლოდ წუთიერი ბედნიერებებისთვის და ისიც ხშირად არ გვემუქრება ჩვენი ბუნების გათვალისწინებით biggrin.gif


ჩინურ სიბრძნეზე ერთი ჩინური ანდაზა გამახსენდა... ძალიან მომწონს: "იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა" smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 17 2009, 07:05 PM

ციტატა
"იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა"


მომწონს და ვცდილობ მივყვე ამ ანდაზას! smile.gif

ვჩქარობ, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეა, და თან არსად მეჩქარება, წინ ხომ მარადისობაა!

გაუმარჯოს რაჭველებს! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 17 2009, 07:20 PM

ციტატა(Atman @ Nov 17 2009, 07:05 PM) *

გაუმარჯოს რაჭველებს! biggrin.gif biggrin.gif

მაგის თქმა უნდოდათ ჩინელებსაც, მარა პირდაპირ ვერ თქვეს... მოერიდათ, იმერლები რას იტყვიანო rolleyes.gif


ციტატა
ვჩქარობ, იმიტომ რომ უკანასკნელი დღეა, და თან არსად მეჩქარება, წინ ხომ მარადისობაა!

ე.ი. დგახარ, მაგრამ გგონია, რომ გარბიხარ biggrin.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 17 2009, 07:36 PM

T I K O

ციტატა
ე.ი. დგახარ, მაგრამ გგონია, რომ გარბიხარ


ისევ ჩინური სიბრძნე: "მოქმედება და უმოქმედობა ერთი ჩორტია!" biggrin.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 22 2009, 11:53 PM

ციტატა(T I K O @ Nov 17 2009, 06:44 PM) *

მჯერა, მაგრამ ეს ამბავი მასევდიანებს sad.gif სამწუხარო მოსასმენია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ასე გიყვარს, დროებითი და განდევნილთა ადგილსამყოფელია.
ეს რა გვიყო ევამ! user.gif
მოკლედ, ქრისტიანისთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, რომ ადამიანი მხოლოდ იმქვეყნად შეიძლება გახდეს სრულად და ხანგრძლივად ბედნიერი. ბედნიერება არის მხოლოდ ღვთის სიყვარულში და მის სიახლოვეში... ანუ ჩვენ ამქვეყნად განწირულნი ვართ მხოლოდ წუთიერი ბედნიერებებისთვის და ისიც ხშირად არ გვემუქრება ჩვენი ბუნების გათვალისწინებით biggrin.gif



ასე რატომ ფიქრობ? წმინდანები ბედნიერნი იყვნენ დედამიწაზე ყოფნის დროსაც, და არა მარტო წმინდანები. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, და სულაც არ ვარ განწირული წუთიერი ბედნიერებისთვის. პირიქით, ისეთი სიხარული მაქვს, რაზეც სერიოზულად არც კი მიოცნებია. ამიტომ ქრისტიანებისთვის ის პასუხი არასწორია, ვფიქრობ ასეა. როცა გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ. ეს არის ერთადერთი რეცეპტი გაბედნიერებისთვის -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი.

ჩვენ რომ აქ ვართ ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, ასე ასწავლიან წმინდა მამები. ევას არაფერი უქნია ისეთი, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია. sad.gif

ციტატა(Atman @ Nov 16 2009, 05:23 PM) *

lingvo
ნეტა მართლა არ გჯეროდეთ, უაზრო ზღაპრების რომ გჯერათ მაგაშია საქმე biggrin.gif


შენ ფიქრობ, ქრისტიანებს ზღაპრების ჯერათ? თუ კი, მაშინ რომელი ზღაპრების? smile.gif


ციტატა(Atman @ Nov 16 2009, 02:56 PM) *

აქ არის ვინმე საერთოდ ისეთი ვინც აცნობიერებს რომ აქ და ახლაა ბედნიერება და არა სამოთხეში და მომავალში? თუ ყველას ძინავს აქ? fiqri.gif


აქაც არის, ახლაც და იქაც, მერეც. მაგრამ იქ, ჩემი აზრით, უფრო ენითაღუწერელი და უდიდესი ნეტარებაა. აქ წინაგემოს ხილვაა, ასე უთქვამთ მამებს, როგორც ვიცი.


ციტატა(მაშიკო @ Nov 9 2009, 12:32 PM) *

ვძებნე და ვერა ვპოვე რა....
ალბათ ცუდად ვეძებsad.gif


ეტყობა თვითონ უნდა რომ გიპოვოს. smile.gif smile.gif მე მოულოდნელად მესტუმრა და დიდად არც ვეძებდი.

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 22 2009, 11:54 PM

ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;

როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

აი ეს არის ბედნიერება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 23 2009, 12:52 PM

ამ თემაში პირველად შემოვედი და მარტო სათაურს ვეხმაურები smile.gif

ბედნიერების რეცეპტები უფალმა მოგვცა 9 ნეტარებაში:

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.

ამაზე უკეთესი არა მგონია ვინმემ რამე მოიფიქროს smile.gif

მე თვითონაც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ამქვეყნიური ბედნიერება წარმავალი და არასრულყოფილია. ერთადერთი ნამდვილი ბედნიერება უფალთან ყოფნაა, არა მარტო იმქვეყნად, ამ ქვეყნად უფალთან ყოფნას უფრო ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა შეიძლება გშიოდეს, გწყუროდეს, გციოდეს, გჩაგრავდნენ და მაინც ბედნიერი იყო. ანუ ეს ბედნიერება სულის მდგომარეობაა და არ არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. სწორედ ამიტომაა ნამდვილი და სრულყოფილი.

ნეტა მიმაღწევინა... user.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 23 2009, 02:41 PM

blue night

ციტატა
შენ ფიქრობ, ქრისტიანებს ზღაპრების ჯერათ? თუ კი, მაშინ რომელი ზღაპრების?


იმის რომ ცოდვილებად ვიბადებით, უნდა ვიტანჯოთ ცათა სასუფეველის მოსაპოვებლად და კიდევ ბეეეევრი ბევრი ზღაპრის, რომლებიც თან მართალია თან ტყუილია, მთავარია აირჩიო შენი ზღაპარი, რომელიც გირჩევნია... მაზოხისტი თუ ხარ welcome to hell biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 23 2009, 06:24 PM

ციტატა(blue night @ Nov 22 2009, 11:53 PM) *

ასე რატომ ფიქრობ? წმინდანები ბედნიერნი იყვნენ დედამიწაზე ყოფნის დროსაც, და არა მარტო წმინდანები. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, და სულაც არ ვარ განწირული წუთიერი ბედნიერებისთვის. პირიქით, ისეთი სიხარული მაქვს, რაზეც სერიოზულად არც კი მიოცნებია. ამიტომ ქრისტიანებისთვის ის პასუხი არასწორია, ვფიქრობ ასეა. როცა გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ. ეს არის ერთადერთი რეცეპტი გაბედნიერებისთვის -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი.

ის, რაც წუთიერ ბედნიერებაზე დავწერე და ისიც, რომ ხშირად არ გვემუქრება, ნახევრად ხუმრობით იყო. თუმცა მის ნახევრად სერიოზულ ნაწილს თავისი მიზეზი აქვს - ადამიანის მუდმივად დაუკმაყოფილებელი ბუნება. ხოლო სრულყოფილ და მუდმივ ბედნიერებაზე ნამდვილად ვფიქრობ რომ ამქვეყნად მიუღწეველია და მომავალშიც არაა გარანტირებული, იმიტომ რომ ჩვენზეა დამოკიდებული biggrin.gif

შენი რეცეპტი მომწონს, ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა შეიძლება უბედურიც გაგხადოს.. მაგ. თუ შენთვის საყვარელ ადამიანს რამე დაემართება....ყველა ღმერთმა დაიფაროს ამისგან, მაგრამ თუ ეს მოხდა, სწორედ სიყვარულის გამო გახდები უბედური.


ციტატა
ჩვენ რომ აქ ვართ ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, ასე ასწავლიან წმინდა მამები. ევას არაფერი უქნია ისეთი, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია. sad.gif
კაი ახლა, ჩემი ბრალი რატოა, რომ აქ ვარ... მე არ მიჭამია ვაშლი და საერთოდაც ვერ ვიტან biggrin.gif

ციტატა(მარიამი @ Nov 23 2009, 12:52 PM) *

მე თვითონაც რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ამქვეყნიური ბედნიერება წარმავალი და არასრულყოფილია. ერთადერთი ნამდვილი ბედნიერება უფალთან ყოფნაა, არა მარტო იმქვეყნად, ამ ქვეყნად უფალთან ყოფნას უფრო ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა შეიძლება გშიოდეს, გწყუროდეს, გციოდეს, გჩაგრავდნენ და მაინც ბედნიერი იყო. ანუ ეს ბედნიერება სულის მდგომარეობაა და არ არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე. სწორედ ამიტომაა ნამდვილი და სრულყოფილი.

ნეტა მიმაღწევინა... user.gif

გეთანხმები, მაგრამ მაინც არ მესმის ამქვეყნად უფალთან ყოფნა როგორ უნდა იყოს სრულყოფილი... იმის თქმა მინდა, რომ ამქვეყნად მაგ სულიერი მდგომარეობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია...გამონაკლისები არსებობს რათქმაუნდა. 9 ნეტარებაში მთლიანად სამომავლო ბედნიერებაზეა საუბარი, ხოლო ამქვეყნიურ ბედნიერებას რაც შეეხება, ეგ განცდა აბსოლუტურად სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Nov 23 2009, 06:25 PM

დამტანჯა ამ ფორუმმა... ორჯერ დაიპოსტა. წაშალეთ მეორე პოსტი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 23 2009, 07:06 PM

ციტატა
გეთანხმები, მაგრამ მაინც არ მესმის ამქვეყნად უფალთან ყოფნა როგორ უნდა იყოს სრულყოფილი... იმის თქმა მინდა, რომ ამქვეყნად მაგ სულიერი მდგომარეობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია...გამონაკლისები არსებობს რათქმაუნდა. 9 ნეტარებაში მთლიანად სამომავლო ბედნიერებაზეა საუბარი, ხოლო ამქვეყნიურ ბედნიერებას რაც შეეხება, ეგ განცდა აბსოლუტურად სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში...


ბევრმა მიაღწია ამ მდგომარეობას. მარტო წმინდანებს არ ვგულისხმობ. იყვნენ ისეთი ადამიანებიც (და ახლაც არიან), რომლებიც წმინდანებად არავის შეურაცხავს, მაგრამ ამ ცხოვრებაშივე ღმერთთან იყვნენ. და ბედნიერები იყვნენ.

9 ნეტარებაში მარტო იმქვეყნიურზე არაა საუბარი. იქ როცა წერია "რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა", ეს არ ნიშნავს მარტო მომავალ ცხოვრებას, რადგან უფლის სიტყვები რომ გავიმეოროთ "სასუფეველი ცათა შორის თქვენსა არს". "რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" არ ნიშნავს მაინცდამაინც იმქვეყნად ღმერთის ხილვას. ღმერთი ამ ქვეყანაზევე შეიძლება იხილოს ადამიანმა და ა.შ.

ამქვეყნიური ბედნიერება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა რამემ გამოიწვიოს ადამიანში, ძალიან ხანმოკლე და წარმავალია. და ეს ბედნიერების წუთიერი მდგომარეობა მეორე წუთში შეიძლება უბედურებად შეიცვალოს. ერთადერთი ბედნიერება, რომელიც უცვლელია და არ გამოიწვევა გარემო ფაქტორებიდან, არის ის, რაც ზემოთ დავწერე.

ერთ მაგალითს, მოვიყვან:
აი, მე გამიჩნდა შვილი და ვიგრძენი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ანუ შვილი ზოგადად დიდი ბედნიერებაა. მაგრამ (მე ღმერთმა დამიფაროს და...) რამდენი ადამიანია, ვინც შვილი წესიერად ვერ აღზარდა და მისგან უბედურების მეტი არაფერი მიუღია? ანუ ეს თითქოსდა უპირობო ბედნიერება მისთვის უბედურების წყაროდ იქცა მომავალში.

მგონი ცოტა (კი არადა, ძალიან) გაუგებრად ვლაპარაკობ. მე თვითონ ვგრძნობ, რომ ვერ გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა. თუ ცოტათი მაინც მივუახლოვდი სათქმელს და ვინმემ გაიგეთ, დაახლოებით რას ვფიქრობ, ეგეც კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 24 2009, 12:43 AM

T I K O

ციტატა
ორჯერ დაიპოსტა



ბედნიერო biggrin.gif აბა ჩემი პოსტები ან სულ ქრება, ან სულ რამოდენიმე სიტყვა დაიპოსტება და სულ ეგაა .

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 26 2009, 12:21 AM

ციტატა(Atman @ Nov 23 2009, 02:41 PM) *

blue night
იმის რომ ცოდვილებად ვიბადებით, უნდა ვიტანჯოთ ცათა სასუფეველის მოსაპოვებლად და კიდევ ბეეეევრი ბევრი ზღაპრის, რომლებიც თან მართალია თან ტყუილია, მთავარია აირჩიო შენი ზღაპარი, რომელიც გირჩევნია... მაზოხისტი თუ ხარ welcome to hell biggrin.gif



ის, რომ ტანჯვა შეიძლება დაგეხმაროს ცხონებაში, ლოგიკურია. შენ თუ არასდროს გტკენია, ვერ გაიგებ სხვის ტკივილს და ვერ უთანაგრძნობ. მაგრამ როგორც ვიცი, ქრისტიანობა ამას ასწავლის, თუ შენ აქ არ იქნები ბედნიერი, ოღონდ ნამდვილად, ვერც იქ იქნები გარდაცვალების მერე, სადაც სიკეთეა და ბედნიერება. ქრისტიანობა არ ასწავლის, რომ უნდა ვიტანჯოთ სასუფევლის მოსაპოვებლად, ის ასწავლის, რომ იმისათვის, რომ ცხონდე, უნდა დაიცვა მცნებები. შენ ეს არასწორი სწავლება საიდან გაქვს? და რას ნიშნავს თან მართალია, თან ტყუილია?? ვერ გაგიგე...ამას წმინდა მამები ასწავლიან, ადამიანს ცოდვით დაზიანებული ბუნება ადამისგან გადმოეცემა. თუ ეს ასე არ არის, რატომ არ შეუძლია დღეს ადამიანს პირდაპირი დიალოგი ქონდეს ღმერთთან, როგორც ეს ადამს ქონდა. ამას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ, რომელთაც დიდი ღვაწლი ქონდათ და დიდი სული. მე რაც ვცდილობ მცნებების დაცვას, გაცილებით უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მანამდე. მაზოხისტობისა და ჯოჯოხეთისგან, პირიქით, განვთავისუფლდი. თუ ადამიანი ქრისტიანობაში ამას ხედავს, ან არასწორად ესმის ზოგი რამ ან ქრისტიანული იდეალები მისთვის მიუღებელია. ასეთი უფრო გავს მაზოხისტს, უფრო სწორია მას უთხრა: welcome to hell sad.gif ქრისტემ ყველა დაგვიფაროს ამისგან! smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2009, 04:26 AM

ციტატა
შენ ეს არასწორი სწავლება საიდან გაქვს

biggrin.gif
ეგ ატმანოლოგიაა biggrin.gif
გეთანხმები სრულიად, ნათლად წერ smile.gif
ბედნიერება სიყვარულშია, სიყვარული კი ცნებების დაცვაზე მაღალია, მაგრამ მასაც შეიცავს და არ ეწინააღმდეგება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 26 2009, 06:37 PM

KAIROS

ციტატა
ეგ ატმანოლოგიაა


ატმანოლოგიის პირველ კლასს ვერ გაცდი და ნუ აფასებ ჯერ biggrin.gif

blue night

მე არც ერთ შენ ნათქვამს არ ვუარყოფ და არ ვამბობ რომ არაა მართალი. მაგრამ ჭეშმარიტება ფარდობითი ცნებაა ჩემო კარგო და მაგ ჭეშმარიტებებზე მაღალი ჭეშმარიტებებიც არსებობს. რა თქმა უნდა დაბლით უნდა დავიწყოთ. მით უმეტეს დანარჩენი 9 მცნება უნდა დავიცვათ რომ ყველაზე მთავარი, პირველი მცნების შესრულება შეგვეძლოს. მაგრამ პირდაპირ პირველით თუ დავიწყებთ არც ეგაა ცუდი, დანარჩენი ცოდვები თავისით "მოგვძვრება" (ეს ინდივიდუალურია და ყველას არ შეესაბამება რა თქმა უნდა)

ხო მართლა იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ცოდვილნი ვიბადებით. ცოდვილ ფორმაში ვიბადებით, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება სუფთაა, უბრალოდ ჭუჭყითაა დაფარული. მაგრამ ჩვენ არ ვართ ეს ჭუჭყი. ეს უბრალოდ ჩვენი ჭუჭყია, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2009, 06:42 PM

ციტატა
ატმანოლოგიის პირველ კლასს ვერ გაცდი

ჰმ... ჩვენს შორის რაღაც დაჯახების სუნი დადგა...
ღმერთმა ნუ გამაცდინოს მეტსაც, სექტანტიზმის და სხვა რელიგიების პროპაგანდის ადგილი და თემა აქ არაა, შეგიძლია გახსნა სხვა თემა (აპოლოგეტიკაში რათქმაუნდა) და ვისაუბროთ.
ზოგადად კი ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატია, რომ ყოველი ადამიანი იბადება ცოდვით დაზიანებული ბუნებით, თუ გინდა მიიღე, თუ გინდა არა, მაგრამ ქრისტიანობა ასეთია.

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 26 2009, 06:46 PM

'Atman'

მაგრამ ჭეშმარიტება ფარდობითი ცნებაა ჩემო კარგო და მაგ ჭეშმარიტებებზე მაღალი ჭეშმარიტებებიც არსებობს.


გეთანხმები, ღმერთი მიუწვდომელი ჭეშმარიტებაა, თვით დიდი წმინდანებისთვისაც მიუწვდომლად რჩება.

ხო მართლა იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ცოდვილნი ვიბადებით. ცოდვილ ფორმაში ვიბადებით, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება სუფთაა, უბრალოდ ჭუჭყითაა დაფარული. მაგრამ ჩვენ არ ვართ ეს ჭუჭყი. ეს უბრალოდ ჩვენი ჭუჭყია, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ.

არა, სრულიად გეთანხმები, რომ "ცოდვილ ფორმაში ვიბადებით, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება სუფთაა, უბრალოდ ჭუჭყითაა დაფარული. მაგრამ ჩვენ არ ვართ ეს ჭუჭყი. ეს უბრალოდ ჩვენი ჭუჭყია, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ."

ვერ ვისწავლე ამ ციტატების ჩასმა sad.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2009, 06:48 PM

"პირველქმნილი ცოდვა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მოიაზრება როგორც თავად მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც კაცთა მოდგმაში შემოვიდა და მის სულიერ სნეულებად იქცა."
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/11.htm#13

მონიშნე ციტატა და ქვემოთ დააწკნაპუნე "მონიშნული ციტატის ჩასმა"-ს და ჩაჯდება smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 26 2009, 06:49 PM

ბედნიერი ვარ იმით რომ ძალიან მიყვარხართ!!! ყველანიsmile.gif სიყვარულის ბუშტი მაქვს გამსკდარი biggrin.gif ჩაგეხუტებოდით ეხლა გემრიელად და მოგეფერებოდით,მომენატრეთ ფორუმელებო2kiss.gif a025.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 26 2009, 06:50 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 26 2009, 06:48 PM) *

"

მონიშნე ციტატა და ქვემოთ დააწკნაპუნე "მონიშნული ციტატის ჩასმა"-ს და ჩაჯდება smile.gif



მადლობა, კაიროს. smile.gif აი, ვცადე. ვნახოთ, რა გამომივა

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 26 2009, 07:06 PM

ციტატა(blue night @ Nov 26 2009, 06:50 PM) *

მადლობა, კაიროს. smile.gif აი, ვცადე. ვნახოთ, რა გამომივა

მარსაგიშვილი ხომ არ ხარ შენ?
ან ჰომეროსი?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 26 2009, 07:08 PM

KAIROS

ციტატა
ჰმ... ჩვენს შორის რაღაც დაჯახების სუნი დადგა...


მე აიკიდოს წესებით ვიბრძვი, ასე რომ თუ შემომიტევ წააგებ biggrin.gif

ციტატა
შეგიძლია გახსნა სხვა თემა (აპოლოგეტიკაში რათქმაუნდა) და ვისაუბროთ.ზოგადად კი ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატია, რომ ყოველი ადამიანი იბადება ცოდვით დაზიანებული ბუნებით, თუ გინდა მიიღე, თუ გინდა არა, მაგრამ ქრისტიანობა ასეთია.


აპოგელეტიკა არაა აუცილებელი იმისთვის რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. არ ვეთანხმები მაგ დოგმატს და სადაც მინდა იქ ვიტყვი. თუ გინდა წაშალე, თუ გინდა გადაიტანე, მაგაზე პრობლემა არ მაქვს a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 26 2009, 10:21 PM

ციტატა
არ ვეთანხმები მაგ დოგმატს და სადაც მინდა იქ ვიტყვი

ატმან, ვიცი, რომ არ ეთანხმები მართლმადიდებლობის ბევრ დოგმატს, არაა ეგ სიახლე, არც დანაშაულია რომ ეს თქვა, მაგრამ აქ ხომ მართლმადიდებლური ფორუმია და ხალხი მართლმადიდებლურ ქრისტიანობას სწავლობს და ეწაფება, შენ კი საწინააღდეგოს წერ იქ, სადაც ამის ადგილი არაა, იძულებულს გვხდი, შეგეწინააღმდეგოთ და რელიგია-კონფესიათა შორისი კამათის ადგილად ვაქციოთ ეს მშვენიერი თემა, უბრალოდ თხოვნაა (რადგან წაშლა-გადატანის პრეროგატივა მე არ მაქვს), რომ გაითვალისწინე ყოველივე ზემოთქმული და ანტიქრისტიანულს ნუ დაწერ ყველგან, შენი აზრის და რელიგიური კრიტიკის ადგილია აპოლოგეტიკა და ვარჩიოთ იქ, რატომ არ ეთანხმები ამ დოგმატს და ა.შ.
სხვანაირად სულ მოგვიწევს შესწორებები და დოგმატურ საკითხებზე კამათები, მოდერმა თქვას, უბრალოდ ანტიქრისტიანიზმს ასეთ ღია თემებში ვერ შევეგუებით უაპელაციოდ.

იხარე;

კაიროსი!

პ.ს.
ქრისტიანი თავს იცავს smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 27 2009, 08:50 AM

ციტატა
ქრისტიანი თავს იცავს


ამბიონიდან laugh.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Nov 27 2009, 07:53 PM

ისე რაზე შეთანხმდით... თუ რაიმე რეალური რეცეპტი გაქვთ, მეც გამაგებინეთ smile.gif ვიცოდე მაინც...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 27 2009, 07:55 PM

ლურჯი ბუ

ციტატა
ისე რაზე შეთანხმდით... თუ რაიმე რეალური რეცეპტი გაქვთ, მეც გამაგებინეთ ვიცოდე მაინც...


მთელი ძალით ყვირილი, ხტომა, ბალიშის ცემა, თეფშების მტვრევა, დედის გინება და მერე მოდუნება და მშვიდად წოლა (ან ჯდომა) biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 28 2009, 12:05 AM

ციტატა
რეალური რეცეპტი

მიტევების , თავმდაბლობის და სიყვარულის ყოველდღიური სწავლა-ვარჯიში.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 28 2009, 12:09 AM

KAIROS

ციტატა
მთელი ძალით ყვირილი, ხტომა, ბალიშის ცემა, თეფშების მტვრევა, დედის გინება და მერე მოდუნება და მშვიდად წოლა (ან ჯდომა)

ატმანი უნდა გავკოჭოთ მემგონი ცოტა ხნით laugh.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 28 2009, 12:19 AM

ციტატა
ატმანი უნდა გავკოჭოთ მემგონი ცოტა ხნით


გამოწერა ბედნიერების რეცეპტი ექიმმა smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 28 2009, 12:26 AM

ბადრი

ციტატა
გამოწერა ბედნიერების რეცეპტი ექიმმა

სადაა რატო არ კითხულობს ეხლა?laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 28 2009, 09:11 AM

ციტატა
მიტევების , თავმდაბლობის და სიყვარულის ყოველდღიური სწავლა-ვარჯიში.


გიჟმა ნეგატიური ემოციები თუ არ გამოიტანა გარეთ ისე არ შევა ეგ სწავლა ვარჯიში თავში biggrin.gif

ბადრი


ციტატა
გამოწერა ბედნიერების რეცეპტი ექიმმა


მე გიჟების ექიმი ვარ და არა ჯანმრთელების a075.gif

(მაგრამ აქ ძირითადად ფარული გიჟები არიან, რომ მალავენ) biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 28 2009, 12:44 PM

Atman
ერთი შენი გენიალური იდეებიც გამაკოჭინა ცოტა ხნით biggrin.gif,დაგამწყვდევთ ,იყვირეეეეე,დაცალეეე,მერე

ციტატა
მიტევების , თავმდაბლობის და სიყვარულის ყოველდღიური სწავლა-ვარჯიში.

გაყლაპებთ ყოველდღე ამ რეცეპტიდან თითო აბ,გლუკოზას და კი იქნები მერე ქიშმიშიანი ბულკივითsmile.gif biggrin.gif biggrin.gif

kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 28 2009, 01:09 PM

izi-bartki

მე დაცლილი ვარ უკვე, ეგ აბები კიდევ ხიმიაა და არ ვყლაპავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 28 2009, 01:17 PM

Atman

ციტატა
მე დაცლილი ვარ უკვე, ეგ აბები კიდევ ხიმიაა და არ ვყლაპავ

ჩემ დიშვილს რო ვასმევ ხოლმე ხველების წამალს ეგრე გადაგაყლაპებ,ცხვირზე ხელს მოვუჭერ ხომე და ზალაუნებურად აღებს პირსsmile.gifbiggrin.gif biggrin.gif არა გასაკოჭად ცოდო ხარ ეგრეც ვერ გაგიმეტებ ეხლა biggrin.gif;D

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 28 2009, 02:25 PM

ციტატა
ჩემ დიშვილს რო ვასმევ ხოლმე ხველების წამალს ეგრე გადაგაყლაპებ,ცხვირზე ხელს მოვუჭერ ხომე და ზალაუნებურად აღებს პირს


საწყალი შენი დიშვილი შენ ხელში sad.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 28 2009, 02:51 PM

Atman

ციტატა
საწყალი შენი დიშვილი შენ ხელში

მსუბუქად,მერე კი არ ვჭიდაობთ? შენ რა სულ უსულგულო ხომ არ გგონივარ?? sad.gifაი ბედნიერებაა რომ ჩამოვა ორშაბათს და ჩაეხუტება დეიდაას,biggrin.gif
ohmy.gif unsure.gif
58.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Nov 29 2009, 01:08 AM

ციტატა
მარსაგიშვილი ხომ არ ხარ შენ?
ან ჰომეროსი?


ვერ გავიგე, ბარბარე, რას გულისხმობ მაგ კითხვით და რა გიპასუხო???

თუ სხვა იუზერებს ქვიათ ეს ჰომეროსი და მარსაგიშვილი და მე გგონივარ, გეტყვი, რომ არა, რაც მქვია, ის ვარ...

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 29 2009, 11:03 AM

ციტატა(blue night @ Nov 29 2009, 01:08 AM) *

ვერ გავიგე, ბარბარე, რას გულისხმობ მაგ კითხვით და რა გიპასუხო???

თუ სხვა იუზერებს ქვიათ ეს ჰომეროსი და მარსაგიშვილი და მე გგონივარ, გეტყვი, რომ არა, რაც მქვია, ის ვარ...

გასაგებია smile.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Nov 29 2009, 08:23 PM

ადამინი არისო ჰედონისტური არსებაო .. ანუ, მიმართულია იქითკენ რო რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს და ამ გზით ის ბედნიერია.. ასე რომ ყველა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, იმას აკეთებს ( ან ცდილობს გააკეთოს) რაც სიამოვნებას ჰგვრის ... ასე ცდილობენ გაბედნიერებას ...

ენდორფინი - ბედნიერების ჰორმონი , მაშინ გამოიყოფა ტვინში როცა რაიმე ძალიან გვიხარია, მოკლედ ასე თუ გავაგრძელეთ ბედნიერება მწინდა ქიმიური რეაქციაა და მეტი არაფერი ..

არსებობს პატარ-პატარა ბედნიერებები: ლობოის მარცვლებში ხელების ამორევა, წვიმაში ჭყაპუნი და ა.შ. ვისთვის როგორ...

ასე რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ბედნიერება არსებობს და ეს ბედნიერებას განწყობაა, მოდის-მიდის yes4.gif


ნახე რა ვიზაზრე ? cool.gif


აბა ვის გინდათ იყოთ ბედნიერი? ლუდზე ჩაგვეგზავნოს mze.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Jun 5 2010, 10:07 PM

ბედნიერი მაშინ იქნები, რა წუთიდანაც ჩათვლი რომ ბედნიერი ხარ.
ანუ

საკმარისი ნეტარება არ არსებობს, ვერასოდეს კმაყოფილდება ადამიანი, ამიტომ თუ ჩავთვლით, რომ ის რაც ამ წუთისთვის გვაქვს, საკმარისია ბედნიერებისთვის - მაშინ ბედნიერებასაც შევიგრძნობთ. ხოლო თუ სულ უკმაყოფილონი ვიქნებით იმით რომ არ გვაქვს საკმარისი, ვერც ვერასოდეს მოვიპოვებთ საკმარისს... იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანისთვის დაკმაყოფილების ზღვარი.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 2 2012, 01:45 AM

როგორ მიყვარს ძველი თემების გაცოცხლება...biggrin.gif

ილია-ბედნიერი ერი
----------------------

უნარს , რომელიც უზრუნველყოფს შეეგუოს არსება სხვადასხვა ადგილსა და სიტუაციას , ადატაცია ეწოდება . სწორედ ამ უნარის მიერ გამოწვეულმა შედეგმა ჩააგონა ილიას , რომ დაეწერა ლექსი – ,,ბედნიერი ერი .’’

გარეულ ცხენს ,,მუსტანგი’’ ეწოდება , მის გახედნას კი რამდენიმე კაცი ჭისრდება . ასევე რამდენიმე პიროვნებაა საჭირო მისთვის უნაგირის დასადგმელად . ამ პროცესთა წარმატებით განხორციელების შემდეგ კი მუსტანგ ხდება ისეთივე ჯორ-ცხენი , როგორიც ილია წავჭავაძემ დაგვიხატა . მას ერთი ადამიანიც ადვილად მართავს . თავად პირუტყვი კი თავს კომფორტულად გრძნობს – ,,მძიმე ყადნითა და ლამაზ ფალნით.’’

ილია ჯერ კიდევ ,,მგზავრის წერილებში’’ ნატრობდა , რომ ქართველი ერი თერგს დამსგავსებოდა , რომელიც ბობოქარი და შეუპოვარი იქნებოდა . თუმცა , დაახლოებით ათი წლის შემდეგ სულმნათი მწერალი დადგა იმ რეალობის წინაშე , რომ უშიშარობისა და დაუმორჩილებლობის მაგივრად , ქართველი – უშფოთველი , ქვემძრომელი და მომთმენია .

ქართველი იმდენად შეგუებულა დროსა და სიტუაციას , რომ ყრუ და მუნჯი გამხდარა , კარგად მოთავსებულა თავის ნაჭუჭში , იქიდან არ იხედება და არც მის გარეთ მყოფს უსმენს . არც იმას აქცევს ყურადღებას , რომ ამ ნაჭუჭს ხან ერთი ფრინველი წაიღებს და ხან მეორე . როგორც გრიგოლ ორბელიანი იტყოდა :
,, და რაც დაეცა , ის წარიტაცა
შავმა ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი . ‘’

ერთ დროს ,,ბედნიერი ერი’’ უბედური გახდა , თუმცა ამის აღიარებას არ აპირებს . პირიქით , სხვადასხვა გზებით თავის გამართლებას ცდილობს და გახდა ყველა მოქალაქე ცრუ და ფლიდი . მტვერწაყრილი და შეურაცხყოფილი ისე შეგუებულა სიტუაციას , რომ ამ მტვერის მოცილებასაც არ აპირებს , იმდენად უსაქმურია იგი.

ქართველს გაჭირვებია კეთილისა და ბოროტის გარჩევა და იმის ნაცვლად , რომ მოყვასის მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწოროს , თავად გმობს მას და წინააღმდეგობას უწევს .
ყველაფერ ამის შემდეგ იგი საზრდოს გარეშე დარჩენილა . მშიერ კაცს კი ორი გზა გზა აქვს-ან ჯუნგლის კანონით იცხოვროს და ყველაფერზე წავიდეს გადარჩენისთვის , ან არადა შეეგუოს სიტუაციას და მოკლე ხანში გავიდეს ამ ქვეყნიდან . ქართველს აქაც ,,უზრუნველობა’’ ურჩევნია და ელვის სისწრაფი მიექანება სიკვდილისკენ .

http://seminarieli.wordpress.com

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Nov 10 2012, 08:50 PM

ციტატა(mata @ Jun 5 2010, 10:07 PM) *

ბედნიერი მაშინ იქნები, რა წუთიდანაც ჩათვლი რომ ბედნიერი ხარ.
ანუ

საკმარისი ნეტარება არ არსებობს, ვერასოდეს კმაყოფილდება ადამიანი, ამიტომ თუ ჩავთვლით, რომ ის რაც ამ წუთისთვის გვაქვს, საკმარისია ბედნიერებისთვის - მაშინ ბედნიერებასაც შევიგრძნობთ. ხოლო თუ სულ უკმაყოფილონი ვიქნებით იმით რომ არ გვაქვს საკმარისი, ვერც ვერასოდეს მოვიპოვებთ საკმარისს... იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანისთვის დაკმაყოფილების ზღვარი.


ვაი შენს პატრონს, საიდან ამდენი სიბრძნე

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Nov 10 2012, 10:43 PM

ჭეშმარიტი ბედნიერება ღმერთის განცდაა, როცა შეიგრძნობ ღვთის მყოფობას შენთან და შენში, გინდა რომ ეს განცდა მარადისობად იქცეს და თუნდაც სხვა ვეღარაფერი აკეთო, მხოლოდ ლოცვად იდგე.

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Nov 11 2012, 07:01 AM

ხახაბოელი

მე მეუბნევი ამ სიტყვებს?

"ჭეშმარიტი ბედნიერება ღმერთის განცდაა, როცა შეიგრძნობ ღვთის მყოფობას შენთან და შენში, გინდა რომ ეს განცდა მარადისობად იქცეს და თუნდაც სხვა ვეღარაფერი აკეთო, მხოლოდ ლოცვად იდგე."

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 12 2013, 04:42 PM

ერთად ავურებ სხვადასხვა საკითხებს ამგრამ ყველაფერი ედნიერებას ემორჩილება

1. გოგოს უნდა ეცვას მოკლე კაბა ან მოტკეცილი რამები ამოღებული მაიკაც
2. ბიჭს ყავაში რაღაცეებს უნდა უყრიდეს
3. მდიდარი უდნა იყო ან მდიდრის ოჯახში უდნა მოხვდე
4. შელოცვებს უნდა უკეთებდე
5. კლუბებში სიარული და მრუშობა
6. მუცელღორობა ანუ ნაყროვანება
7. სხვადასხვა გადაცემების და სერიალების ყურება
8. შუადღემდე უდნა გეძინოს
9.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 12 2013, 06:21 PM

Martl_madidebeli

აქამდე ცინისზმი მაინც არ შემემჩნია შენს ნაწერებში, საინტერესოა აი ამ შენი უკანასკნელი ნაწერით მაინც ვის დასცინიხარ.

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 12 2013, 06:33 PM

MIRDAT

სა-interesli-ი რა სნიშნავს?

ისე რა მახვილი გონება გაქვს პირდაპირ შეამჩნევ ხოლმე



იმიტოა რომ ფორუმ.გე მიუხედავათ 1000 აღვირახსნილობისა და სიამხინჯისა სჯობს ამ ბაცნების ფორუმს მართლმადიდებლურს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 07:06 PM

Martl_madidebeli

ციტატა

იმიტოა რომ ფორუმ.გე მიუხედავათ 1000 აღვირახსნილობისა და სიამხინჯისა სჯობს ამ ბაცნების ფორუმს მართლმადიდებლურს

ხოდა გიჭერს ვინმე?
მიბრძანდი მერე...
თუ მისიონერული მისიისთ ხარ და უნდა ,,გამოგვასწორო?''

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 27 2014, 08:51 PM

მოწყენილობისაკენ მაქვს მიდრეკილება ვინმე რამეს ხომ არ მირჩევთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:02 AM

დაუსრულებელი ბედნიერებაა ბედნიერება...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 04:13 PM

ციტატა
მოწყენილობისაკენ მაქვს მიდრეკილება ვინმე რამეს ხომ არ მირჩევთ?

თქვენ როგორ აღწევთ ხოლმე ამას თავს? თქვენ როგორ იქცევით როცა შინაგანი სამყარო სხვაა და მოითხოვენ თქვენგან სხვას? გამარჯობა რო გამარჯობაა თუ გულში არ დევს ასეთი რამე როგორ მექანიკურად ვუთხრა სხვას და ძალით გაღიმებულმა ვიარო?

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 29 2015, 09:48 AM

ციტატა(sanfol @ Jan 1 2015, 04:13 PM) *

თქვენ როგორ აღწევთ ხოლმე ამას თავს? თქვენ როგორ იქცევით როცა შინაგანი სამყარო სხვაა და მოითხოვენ თქვენგან სხვას? გამარჯობა რო გამარჯობაა თუ გულში არ დევს ასეთი რამე როგორ მექანიკურად ვუთხრა სხვას და ძალით გაღიმებულმა ვიარო?

კი მექანიკურად , თავიდან ქრისტიანს არ აქვს ბედნიერება და სიყვარული, და ძალდატანებით ლოცულობს, თუ აღასრულებს ამათუ იმ მცნებას, მერე ღვთისგან მოემადლება სხვადასხვა გრძნობები.
ბედნიერების მიზეზი კიდევ ბევრია, ერთი წამი ეს სიცოცხლე არის უამრავი სიღრმეები სანახავი ბუნება, ადამიანები, ქრისტე.. მრავალფეროვნება ყველა დეტალშია,
როცა არსებობს უამრავი ტრაგედია ახლობლის სიკვდილი, ავადმყოფობა .. და თუ ჩვენ ამ განსაცდელში არვართ ვფიქრობთ ბედნიერებას ვერ უნდა ვიტევდეთ
იმედია გაუგებრად არდავწერე.. : P

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 29 2015, 12:08 PM

sopo...
მივხვდი რისი თქმაც გინდა, მაგრამ უფრო ვრცლად თუ შეიძლება, ანუ რა გამოდის შენ რომ ბედნიერი არ იყო და დააჯერო საკუთარი თავი რომ ბედნიერი ხარ, მერე სულ ბედნიერი იქნები?

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 29 2015, 12:50 PM

sanfol

ციტატა
მივხვდი რისი თქმაც გინდა, მაგრამ უფრო ვრცლად თუ შეიძლება, ანუ რა გამოდის შენ რომ ბედნიერი არ იყო და დააჯერო საკუთარი თავი რომ ბედნიერი ხარ, მერე სულ ბედნიერი იქნები?

ნუ მთლად დააჯერო არა, უნდა ჩაფიქრდე ყველა იმ მიზეზებზე რაც არის შენს გარშემო რომ იყო ბედნიერი, ცა, ფოთოლი, ლოკოკინა, ადამიანების ინდივიდუალიზმი, ღმერთი,.. ის რომ არ გაქვს ისეთი ავადმყოფობა რომელიც ქმედუნარიანობას გიზღუდავს, .. საყვარელი ადამიანები ცოცხალი, წარმოდგენასაც არ შეუძლია ალბათ ადამიანს როგორი მძიმეა მათ გარეშე .. ამის შემდეგ ყველაფერს შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა..

თუ მაინც თუ მაინც არ მოაქვს ბედნიერება, მაშინ ადამინებთან ამის გამოხატვა ალბათ სწორი არ იქნება, მოსვლით მოვა ეს და სხვა სათნოებები ღვთის მიერ, რადგან ღმერთისთვის ალბათ არაა მოსაწონი ასეთი უმადური მდგომარეობა ,
მოშურნეობით ვინც ღვთის მსახურების ღვაწლშია კი წაკითხული მაქვს, რომ მადლი ისეთი თვისების მოდის ადამიანზე, რომ ღმერთს შესთხოვენ შეაჩეროს რადგან არ დადნენ მისი ზემოქმედებით და სიყვარულით, ნუ ბედნიერები მდგომარეობაა თავისთავად
ცოტა ისეთი გარემოა ვერ ვალაგებ .. ანუ დაახლოებით ესე რა ; )

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 29 2015, 03:34 PM

sopo...
ალბათ მართალი ხარ იმიტომ, რომ ღმერთიც კი ცოდო და მოწყენილი იყო ადამიანის გარეშე და თვითონ ადამიანს რა მოუვა სხვები რო არ ყავდეს წარმოგიდგენია? მაგრამ ისინი ვინც განმარტოვებით ცხოვრობენ თავს რითი ინუგეშებენ ღმერთი იესო ქრისტე რომ მათთანაა? საოცარია ღვთისმსახურება ამხელა მადლს თუ ანიჭებს, მაგრამ აი დავუშვათ ღმერთს ვერ ვხედავთ იმიტომ რომ არ დავდნეთ და ბედნიერება დავიტიოთ და რაც შენ დაწერე მაგიტომ ვერ ვხედავთ მადლს. როცა მადლმოსილ ადამიანს შევხვდებით/დავინახავთ მაშინაც ხომ წესით იგივე უნდა დაგვემართოს დაახლოებით? დადნობა და ბედნიერება, რადგანაც ღმერთისაგან მიღებული მადლი აქვთ მათ ხომ ასეა? ანუ შეიძლება ადამიანშიც კი იპოვო ღმერთი და თუ ის ადამიანი მუდმივად(ან არა მუდმივად) შენთან იქნება ბედნიერება და მადლი გადმოვა შენზეც?

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 29 2015, 04:35 PM

sanfol
ნუ გააჩნია ადამიანებში მომწონს ინდივიდუალზმი, მაგრამ გარემო ძალიან ისე მორწმუნე არმყავს რომ ვდნებოდე biggrin.gif , თუმცა ძირითადად ადამიანების მიმართ ზედმეტი ინტერესი ან მნიშვნელობის მინიჭება სწორად არ მიმაჩნია. ადამიანი მაინც ცრუა და ამაო, უმეტესად იქნება ბევრი იმედგაცრუებაც, ღალატიც, გულისტკენაც მათგან, ღვთისნიერისგანაც ალბათ, ჩვენც ღვთის გარეშე ბევრს არაფერს წარმოვადგენთ, მოღალატეები ვართ,
ანუ მარტოობა ძალიან მიმზიდველია ასე თუ შევხედავთ, ნაკლები პრობ ურთიერთობებში, ხალხის ყალბი იაფფასიანი ქცევებისგან შორს ყოფნა, ის ემოცია-სითბოც რაც ხალხისგან მოდის ხელშესახებს არაფერს გაძლევს.. ანუ შედეგს რას გვაძლევს, ალბათ დროთა განმავლობაში ადამიანი ხდება უფრო პრაქტიკული და ორიენტირდება მარტო სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნებზე, არა ემოციურზე : ) რავიაბა

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 29 2015, 05:01 PM

sopo...
ხოო რთულია სხვებთან ურთიერთობა მითუმეტეს საკუთარი თავი რო არ გყავს შეცნობილი სხვას როგორ გაიცნობ, მაგრამ იესომ ჩვენზე კარგად იცის და ამიტომაც გვითხრა ჯერ ღმერთი გიყვარდეთ და მეორე მისი მსგავსი მცნება მოყვასიო, ამავდროულად ბედნიერება საკუთარ თავშია სასუფევლის გასაღები, მაგრამ ვთქვად წაიკითხე ბიბლია რაღაცა რაღაცა და მერე ხომ მოდის დრო გამოსცადო ეს ყველაფერი პრაქტიკაში აი ამ შემთხვევაში ადამიანები ხო ხდებიან საჭირონი? სხვები რო არ იყვნენ ელემენტალურად რითი დავაგროვებდით საქმეებს? თვით ქრისტემაც კი ასე გასცა პასუხი ბრმაზე იმიტომაა ბრმა რომ ღმერთის წყალობა გამოვლინდესო(ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ) ანუ მან დაუშვა რომ მერე ისევ თავად მასვე განეკურნა და ჩვენ შემთხვევაში ადამიანი ალბათ იმიტომ საჭიროებს დახმარებას რომ ჩვენ დავეხმაროთ და ღმერთის წყალობა მოვუვლინოთ ჩვენი მეშვეობით არა?

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jan 29 2015, 05:13 PM

ციტატა(sanfol @ Jan 29 2015, 05:01 PM) *

sopo...
ხოო რთულია სხვებთან ურთიერთობა მითუმეტეს საკუთარი თავი რო არ გყავს შეცნობილი სხვას როგორ გაიცნობ, მაგრამ იესომ ჩვენზე კარგად იცის და ამიტომაც გვითხრა ჯერ ღმერთი გიყვარდეთ და მეორე მისი მსგავსი მცნება მოყვასიო, ამავდროულად ბედნიერება საკუთარ თავშია სასუფევლის გასაღები, მაგრამ ვთქვად წაიკითხე ბიბლია რაღაცა რაღაცა და მერე ხომ მოდის დრო გამოსცადო ეს ყველაფერი პრაქტიკაში აი ამ შემთხვევაში ადამიანები ხო ხდებიან საჭირონი? სხვები რო არ იყვნენ ელემენტალურად რითი დავაგროვებდით საქმეებს? თვით ქრისტემაც კი ასე გასცა პასუხი ბრმაზე იმიტომაა ბრმა რომ ღმერთის წყალობა გამოვლინდესო(ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ) ანუ მან დაუშვა რომ მერე ისევ თავად მასვე განეკურნა და ჩვენ შემთხვევაში ადამიანი ალბათ იმიტომ საჭიროებს დახმარებას რომ ჩვენ დავეხმაროთ და ღმერთის წყალობა მოვუვლინოთ ჩვენი მეშვეობით არა?

კი : *

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 29 2015, 08:31 PM

sopo...
გაიხარე მადლობა პასუხებისთვის ;*

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 17 2015, 03:47 PM

Bednieri rom iyo jer madlieri unda iyo.
Yvela mizezi gvaqvs bednierebistvis, umaduroba gvishlis xels es ganvicadot.

Arada ufals unda, rom chven bednierebi viyot.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 12:07 PM

"ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო... მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ..."
/ჯემალ ქარჩხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:23 PM

"ცათა სასუფეველი - მწვერვალი ბედნიერებისა"

/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2015, 01:51 PM

- ბედნიერება არის ჯანმრთელობაში, სხეული ჯანმრთელი გახდება მხოლოდ სწორი რწმენით, სწორი ცხოვრებით.

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 4 2015, 03:15 PM

დეირისასა რწმენა ბედნიერების

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 01:12 PM

"რა რთულია ბედნიერებიდან ღირსეულად გადახვიდე უბედურებაში!!! "

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 10 2015, 11:15 PM

ციტატა
"რა რთულია ბედნიერებიდან ღირსეულად გადახვიდე უბედურებაში!!! "

ხოო
აი მანდ დაგვიცდება ხოლმე ფეხი და ვაჩენთ ჩვენს ნამდვილს სახეს, რწმენის სიმცირეს.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:51 PM

"ბედნიერია ის, ვინც იყვირებს: "მიშველე, უფალო". ასეთი აუცილებლად იქნება შესმენილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 02:16 PM

"მე მეეზოვე ვარ,უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს,ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს,ქუჩებს და ზოგადად დედამიწას,სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს,ისინი დადიან და ნაგავს ყრიან,მე ამ ნაგავს ვაგროვებ ,ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება,არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები,რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი,მიპატიებია ,ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა...ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს,მეზობელმა რომ ჩამიაროს ,არაფრით გამარჯობას არ იტყვის,ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს,ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი,ზოგს წვერი,ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლისბაბუასავით მამიკო შემარქვა ...ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე,მოხუც დედაზე და ცხრა საათზე,მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება.წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში...
ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ,სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში,მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს,ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე...
მე მეეზოვე ვარ...მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგვის სუნი ასდის...
მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე,ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე..."

/FB/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 19 2015, 02:26 PM

სადაა ბედნიერება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 05:54 PM

ციტატა(sanfol @ Oct 19 2015, 03:26 PM) *

სადაა ბედნიერება?


თხრობის ფინალში... მრავალი უშვილო ოცნებობს შვილი თუნდაც კართან ვინმემ მოუყვანოს... ამ ადამანმა კი სანაგვეზე იპოვა და გადაარჩინა...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 12:36 AM

marine
მაგ ლოგიკით ჩემი შეყვარებული ავარიაში რომ მოყვეს და დაინვალიდდეს ღმერთს მადლობა უნდა შევწირო ჩემს მეტს არავის რო ეყვარება და შესაბამისად ჩემთან იქნება? ამაზე მეფიქრება ხოლმე სულ და ხო არ ვცოდავ? ომის დაწყებას და იქ თავის გამოჩენას ვნატრულობ ხოლმე კიდე ან მძარცველებისგან მის დახსნას... მოკლედ რა sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 09:37 AM

ციტატა
გამოჩენას ვნატრულობ

ამოარტავნება smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 10:06 AM

G_saxva
დანარჩენზე არ ვცოდავ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 11:25 AM

sanfol

ციტატა
დანარჩენზე არ ვცოდავ?

მეტი რაღა გინდა კაცს არ კლავ და ეკლესიას არ არბევ biggrin.gif

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან პირველია ამპარტავნება, ანუ ეს ნიშნავს ამ ცოდვით ადამიანის სულის დაღუპვა ხდება.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 12:14 PM

G_saxva
კიდევ კარგი biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 01:42 PM

sanfol

ციტატა
კიდევ კარგი

რა კიდე კარგი? ohmy.gif
მომაკვდინებელი ცოდვაა რომელის აგრე რიგად გძლევს და ეგაა კარგი?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 04:07 PM

G_saxva
მე მეგონა ბევრად რტულად იყო საქმე და მაგაზე დავწერე კიდევ კარგი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 06:07 PM

sanfol

ციტატა
მე მეგონა ბევრად რტულად იყო საქმე და მაგაზე დავწერე კიდევ კარგი

ამაზე რთულად რაღა უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 10:54 PM

G_saxva
რავი ადამიანის დაინვალიდებას რომ ვნატრობ ეს ცუდი არაა? sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 21 2015, 10:37 AM

sanfol

ციტატა
რავი ადამიანის დაინვალიდებას რომ ვნატრობ ეს ცუდი არაა?

ის რასაც ფიქრობ და ოცნებობ რეალურად არაფერს არ მოგცემს. ცოდვა ნაკლებადაა სანამ შენ გონებაშია და იქიდან რელურ საქმედ არ იქცევა. რაც შეეხება ამპარტავნებას პირველი დამღუპველი ცოდვაა ადამიანის, ამ ცოდვამ დაღუპა იუდა და ამანვე ცოდვამ შექმნა ეშმაკი ეშმაკად. გახსოვდეს პირველი ადამიანის სულის დამღუპველი ცოდვა გებრძვის თანაც საკმაოდ კარგად გაქ გამჯდარი გულში და ერიდე.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 21 2015, 11:59 AM

G_saxva
მადლობა იმედია გადავრჩები ილოცე ჩემთვის smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 21 2015, 12:21 PM

sanfol

ციტატა
მადლობა იმედია გადავრჩები ილოცე ჩემთვის

შენ თუა რაფერს გააკეთებ ვერავინ ვერ გიშველის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 03:41 PM

ციტატა(sanfol @ Oct 20 2015, 01:36 AM) *

marine
მაგ ლოგიკით ჩემი შეყვარებული ავარიაში რომ მოყვეს და დაინვალიდდეს ღმერთს მადლობა უნდა შევწირო ჩემს მეტს არავის რო ეყვარება და შესაბამისად ჩემთან იქნება? ამაზე მეფიქრება ხოლმე სულ და ხო არ ვცოდავ?


შენ თუ ეს ბოროტება "გეფიქრება", გამოდის რომ ეგ გოგო კი არ გიყვარს, არამედ ქვეცნობიერად გძულს (რადგან არ გპასუხობს სიყვარულზე) და ბოროტებას უსურვებ... როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამავე დროს მისი დაინვალიდება გინდოდეს... ეს ძალიან მიუღებელი, ეგოისტური და მძიმედ წასაკითხი სიტყვებია... როცა ჭეშმარიტად უყვართ, იმ ადამინისთვის მხოლოდ საუკეთესო სურვილები გააჩნიათ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 23 2015, 04:16 PM

marine
შეიძლება ზედმეტი სიყვარულისაგან მძულს კიდევაც ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2015, 07:26 PM

"როცა ღმერთია ჩვენში, მაშინ არის ადამიანი ბედნიერი. პეტრე და ანდრია მოციქულები მეთევზეები იყვნენ (იმ დროის საზოგადოებაში უღარიბესნი), მაგრამ, ღვთის მადლით, ბედნიერები გახდნენ. როცა გულში ღმერთია, ივსები სიყვარულით და თავისუფლდები შურისგან, განკითხვისგან, უიმედობისა და სიძულვილისგან".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 09:25 PM

"წარმოიდგინეთ ერთი ანთებული სანთელი, რომელსაც მრავალი სანთლის ანთება შეუძლია. ასეა ბედნიერებაც, ბედნიერება ხომ გაზიარებით არ მცირდება"

/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2015, 11:33 PM

"ერთხელ, ერთ სემინარს 500 ადამიანი ესწრებოდა. სპიკერმა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება. მან თითოეულ მონაწილეს ბუშტი მისცა და სთხოვა ყველას თავისი სახელი დაეწერა კუთვნილ ბუშტზე. სახელდაწერილი, გაბერილი ბუშტები კი ერთ ოთახში საგულდაგულოდ დადეს.

შემდეგ სპიკერმა უთხრა დამსწრე საზოგადოებას, შესულიყვნენ ოთახში და 5 წუთის განმავლობაში ეპოვათ ის ბუშტი რომელზეც თავიანთი სახელი ეწერა. ყველა ცდილობდა მისიის შესრულებას, თუმცა ამ ყველაფერს დიდი ქაოსი მოჰყვა.
5 წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვერავინ ვერ იპოვა ბუშტი, რომელზეც მისი სახელი ეწერა, შემდეგ სპიკერმა უთხრა ხალხს, რომ ყველას აეღო ნებისმიერი ბუშტი და მიეცა მისთვის ვისი სახელიც ზედ ეწერა, შედეგად ერთ წუთში ყველას თავისი ბუშტი ეჭირა.

სპიკერმა კი თავისი გამოსვლა ასე დაასრულა: "ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველანი მივედ-მოვედებით ბედნიერებას ირგვლივ, და არ ვიცით სად არის იგი რეალურად, ჩვენი ბედნიერება სხვის ბედნიერებაში იკვეთება, გახადე სხვა ბედნიერი და შენც მიიღებ შენს წილ ბედნიერებას. ეს არის კაცობრიობის მიზანი, სწრაფვა ბედნიერებისკენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 10:55 PM

"ღმერთისგან განდგომა იყო და არის ჩვენი ყველა უბედურების მიზეზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 02:49 PM

"გავიხსენებ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის სიტყვებს, - ბედნიერია, ვისაც შეუძლია ხუმრობა მძიმე წუთებში. ესაა სულიერი ძალისა და ვაჟკაცობის ნიშანიო"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 09:56 PM

"პლატონი, თავისი მსოფლმხედველობით, ძალიან ახლოს იყო ქრისტიანობასთან. იგი ამბობდა, რომ ბედნიერების სიკეთე ამქვეყნად მიუწვდომელია ადამიანისთვის. ის მხოლოდ ღმერთისთვის არის მისაწვდომი, ადამიანი კი სიკვდილის შემდეგ ეზიარება მას სრულად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 01:20 PM

"ახალ აღთქმაში არსად არის ნახსენები სიტყვა "ბედნიერება", მის ნაცვლად ვხვდებით სიტყვა "სიხარულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 03:24 PM

"ქრისტეს უღლის ტარება იმდენად ტკბილია, რომ ამაზე დიდი ნეტარება ქვეყანაზე არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:16 PM

"უნდა ვიფიქროთ: რა არის ბედნიერება? - უპირველეს ყოვლისა, ეს არის წყალობა ღვთისა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:56 PM

"ბედნიერებას ყველგან ვეძებთ, გარდა ტაძრისა, სადაც ის არის"

/მამა ბასილ მურმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:56 PM

"ბედნიერებას ყველგან ვეძებთ, გარდა ტაძრისა, სადაც ის არის"

/მამა ბასილ მურმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 07:27 PM

"როცა რაღაც ხდება, ჰკითხე უფალს, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს - უფალო, ამით რისი თქმა გინდოდა ჩემთვის?.. ჩაუღრმავდი, იფიქრე, იაზროვნე, განიცადე, შენთვის მნიშვნელოვანი იყოს ღმერთზე ფიქრი და უფალი დაგაყენებს სწორ გზაზე.
როცა ღმერთს შეხვდები და იგრძნობ ამ ბედნიერებას, სხვა ბედნიერება აღარ გჭირდება..."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 11:50 AM

"უღმერთო ადამიანი ვერასოდეს შეიგრძნობს ნაყოფს ბედნიერებისას, ხოლო ბედნიერების გარეშე მის სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს? მატერიაზე ორიენტაცია პირუტყვზე უარეს არსებად აქცევს მას. თუ კაცის სიცოცხლე მარადიული არ არის, მისი არსებობა აზრს კარგავს და მტანჯველი ხდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 11:48 AM

"ღვთის იმედი ეს არის ბედნიერების საფუძველი და გვირგვინი შინაგანი სიხარულისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 04:39 PM

"ღვთის შიშში ჩადებულია ჭეშმარიტი ბედნიერების მარცვალი".

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 4 2016, 10:21 PM

აუ მე ვარ გურამ ეგრე , სულ დანაღვლიანებული სახით დავდივარ , იშვიათია რომ გავიღიმო და რა გამაღიმებს როცა ყოველდღე ვიბრძვი რომ როგორმე ქრისტე შევიძინო !
მაგრამ სოლომონი კარგად ამბობს , რომ სახის დაღვრემისას კეთილია გული! ასე რომ დადებითიც აქვს დანაღვლიანებას . მთავარი ისაა თუ რაზე ვწუხვართ , მე თუ ვწუხვარ ყოველთვის უფლის და მისი ნების გამო ვწუხვარ რომ ვერ ვასრულებ და უფრო მეტიც ჭეშმარიტებაც კი ვერ მიპოვნია sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 10:44 PM

"ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც მორწმუნეა, მოსიყვარულეა, ცხოვრობს მომავლისა და ღვთის იმედით და ადამიანებს ენდობა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2016, 11:30 AM

"ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია. ბედნიერების ზომა ჩვენი ღვთისადმი მსახურების პროპორციულია".

/არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2016, 02:09 PM

"გინდათ ბედნიერები იყოთ ამ ქვეყანაზე? მაშინ ერთადერთი საშუალება არსებობს: ეცადოთ, რომ მხოლოდ ქრისტეთი იყოთ ბედნიერი. ეს ძალიან რთულია. თქვენ ეცადეთ, რომ სხვა რამ ბედნიერების განცდა არ შეუშვათ. ეცადეთ, რომ მხოლოდ ქრისტეთი იყოთ ბედნიერი, მისი ერთგულებით, მისი მოწაფეობით, მისდამი რწმენით, სიყვარულით. ეცადეთ ეს ბედნიერება ყოველ წამს ეძებოთ, ყოველ წირვაზე, ყოველ დილა-საღამოს ლოცვაზე, ყოველ სახარების კითხვაზე, ყოველ ზიარებაზე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 09:55 AM

"სიცოცხლე ნიშნავს ბედნიერებას. ბედნიერება ნიშნავს სიცოცხლეს"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 10:13 AM

„ხშირად გავახსენოთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ბედნიერი ადამიანები. ჩვენ არაფერი გვემუქრება. ჩვენ ყოვლისშემძლე არსების ნებელობის ქვეშ ვართ“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:21 AM

"ხშირად გვისაუბრია ბედნიერებაზე და გვითქვამს, რომ ბედნიერება მხოლოდ ქრისტეშია. დავფიქრდეთ! ბედნიერება სულის თვისებაა. მის მოსაპოვებლად სულიერ მდგომარეობაზე უნდა ვიზრუნოთ. სულიერება არ არსებობსს ქრისტეს გარეშე, რომელიც წყაროა ყოველგვარი სიხარულისა. ვიცხოვროთ სულიერად, ვიზრუნოთ სულზე, მხოლოდ მას შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერების აღქმა. ვემზადოთ ბედნიერების წყაროსთან, ქრისტესთან შესახვედრად".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:19 PM

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბედნიერება სიწმიდით. გასაგებად რომ ვთქვათ, სიწმიდე ეს ღმრთაებრივი თვისებაა, რომელიც მხოლოდ ღმერთს აქვს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ბედნიერნი სიწმიდის ჩვენ გულში შემოშვებით. ნუ გაგიკვირდებათ, სად შეგვიძლია ეს დავიტიოთო. თქვენ ყოველდღე ითხოვთ ამას მამაო ჩვენოში, რომ მოვიდეს თქვენთან სიწმიდე. წმიდა იყავნ სახელი შენი. სად? ღმერთი თავისთავად წმიდაა. ჩვენთან, ჩვენში! ანუ უფალო, ჩემთვის შენ იყავი წმიდა. ჩემი გული გაიღოს შენი სიწმიდისათვის. რისთვის გინდა შენ, რატომ ითხოვ ამას? იმიტომ, რომ შენ ამით ბედნიერი ხდები. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბედნიერება სიწმიდით, რადგან სასუფეველი სწორედ ეს არის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 11:13 PM

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბედნიერება ღმერთით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გულიანად ვუთხრათ უფალს: დიდება ღმერთო, რომ ხარ შენ და მადლობა ღმერთო, რომ ვარ მე! ეს აბსოლუტურად საკმარისია ადამიანის ბედნიერებისათვის. დიდება რომ ხარ შენ, უფალო და მადლობა, რომ ვარ მე“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 08:19 PM

„მაცხოვრისთვის ტანჯვა ბედნიერებაც არის და პატივიც!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 03:50 PM

"ბედნიერება გულის საიდუმლოა. შესაძლებელია, გარეგნული თვალსაზრისით ყველასგან დევნილი იყო, მაგრამ გაბედნიერებდეს ის, რომ უფალთან გაქვს "ხელშეკრულება" გაფორმებული".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 08:45 PM

"ბედნიერება არა თუ რა, არემედ არის, ვინ! ბედნიერება ღმერთთან ყოფნაა, მისი მცნებები გვხდის იმ ტოტად, სადაც კეთილი ნაყოფს მოვიწევთ".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 10:50 PM

"ბედნიერება მხოლოდ თქვენშია და ნეტარია ის, ვინც ამას მიხვდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:10 PM

"განარჩევენ უბედურ და ბედნიერ დღეებს, თუმცა ყოველი დღე უბედურია, თუ მას ატარებენ უღმერთოდ, რადგან ღმერთი გუშინ და დღეს იგივე არს უკუნისამდე. და ყოველი დღე ბედნიერია, თუ მას ვატარებთ ღმრთის მცნების თანახმად და მიმოვდივართ მის სინათლეში".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 01:36 PM

"ჩვენი გულის გარეთ აღმართული ბედნიერების კოშკი იმ შენობას ჰგავს, რომელიც შენდება იმ მიწაზე, სადაც გამუდმებული მიწისძვრებია და ასეთ შენობას სულ მალე ნანგრევებად ქცევა ელოდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 11:11 AM

"თუ გსურს იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 06:34 PM

"ღვთის შეწევნით, მეც ამისრულდა ცხოვრებაში ზოგიერთი დიდი სურვილი. სიხარული ამის გამო დიდი იყო ჩემში, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ ამის წილ მე რაღაც სხვა დიდ გასაცემს ვიღებდი, რომელიც შესაძლოა უფრო ძვირფასი და სასურველიც კი იყო ჩემთვის, ვიდრე ქვეყნიური შენაძენი. ასე თანდათან მივედი იმ დასკვნამდე, რომ კაცი სურვილების ასრულების დროს ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. მის გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება ადამიანს, მაგრამ მხოლოდ იმის აღსრულებას უნდა ეცადოს, რაც ღვთისთვისაც მოსაწონი იქნება, რათა უფრო მეტის გაღება არ მოუწიოს ამის წილ.


ამიტომ, მინდა, სიყვარულით ვურჩიო ყველას, რომ სურვილების აღსრულებაში იყვნენ ზომიერნი და მორიდებულნი, მხოლოდ ის მოთხოვონ უფალს, რაც ძალზე საჭიროა მათთვის, რათა უფრო აუცილებელსა და მნიშვნელოვანს არ მოაკლდნენ აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც. უნდა გახსოვდეს, რომ თუ რაიმე სათხოვარს არ გვისრულებს უფალი, ესეც ჩვენი სიკეთისთვის ხდება".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 10:03 PM

"ბედნიერება აფუჭებს, ამედიდურებს კაცს, უდებურება კი აფხიზლებს, ამდაბლებს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 10:24 PM

"ბედნიერია, ვინც ღმერთთაან ახლოსაა, გინდაც სალ კლდეზე ცხოვრობდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 04:30 PM

"ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანზე მოდის სულიწმინდის მადლი და ის არის სულიერად ბედნიერი".

/მამა დოროთე (დევაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:34 PM

"მას ვერანაირი ბოროტება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 12:24 PM

"იმ წუთიდან, როდესაც ჭეშმარიტ ბედნიერებას მოვწყდით, ადამიანის ცხოვრება მოწამეობაა. ახლა ვიმკით ურჩობის ნაყოფს: "ეკალსა და კუროსთავს აღმოგიცენებდეს შენ [მიწა]" (დაბად. 3.18), გულის მიწა. ჭირი და ტანჯვა რომ არ იყოს, როგორ მივხდებით, რომ სამოთხიდან ვართ განდევნილები?"

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:07 AM

"ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარეშემო მყოფთაც აცხოვნებს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:04 PM

"და მართლაც, საყვარელი მეუღლის წასვლამ, რომელშიც ქსენიას [პეტერბურგელი] სიცოცხლის საზრისი იყრიდა თავს, აშკარად დაანახვა, თუ რამდენად წარმავალი და ამაოა ყოველივე ამქვეყნიური და რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე არ იპოვება, წუთისოფელი კი ხშირად წინაღობაა მის მოსახვეჭად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:22 PM

"საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება".

/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 09:27 PM

"ქრისტე სულიერი სასუფევლის დასაარსებლად, სულიერი ბედნიერების მოსანიჭებლად მოვიდა და არა დედამიწაზე არსებული ცხოვრების წესის შესაცვლელად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:30 PM

"მის სულს უქრობი სიხარული უფალმა მისცა და რაც უნდა მომხდარიყო, ღვთის მადლში მყოფობას ხელს ვერაფერი უშლიდა. ჭეშმარიტი ბედნიერება ხომ ადამიანის სულში მდგომარეობს... სამთხეც ჩვენშივეა და ჯოჯოხეთიც, ერთსაც და მეორესაც თავად განვიმზადებთ, თუმცა, ამის შესახებ ბევრი ვერც ხვდება, ჰოდა, ნეტარი მატრონას [მოსკოველი] ცხოვრებაც იმას ნათელყოფს, რომ ცათა სასუფეველს ჩვენვე ვიხვეჭთ საკუთარ გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 10:32 PM

"ამსოფლიური თვასაზრისით, ბედნიერების ყველაზე სრულქმნილი განმარტება ასეთია: - ბედნიერება ბედნიერებისკენ სწრაფვის პროცესია. როგორც კი ამ მიზანს ვაღწევთ, იგი წამსვე წარსულს ბარდება და ხიბლს კარგავს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 12:59 PM

"ადამიანი თანდათან ხვდება, რომ ბედნიერება აწმყოშია (ე.ი. მარადისობაშია) საძიებელი, რომელიც არ იცვლება და ქრონოსის კანონებს არ ეთანადება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:47 PM

"კაცი ვერასოდეს იგემებს ნაყოფს ბედნიერებისას, თუ მარადისობას არ შეეხო, ხოლო თუ ბედნიერი არ იქნება, მის არსებობას რაღა აზრი აქვს? წარმავალზე ორიენტაცია პირუტყვზე უარეს არსებად აქცევს მას".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:42 PM

"ღვთის მადლის მიღება და საკუთარ არსში უფლის განსახოვნება ჭეშმარიტი სიკეთე და ბედნიერებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 11:27 PM

"ჰკითხეთ ადამიანს, რა არის მისთვის ბედნიერება და გაიგებთ ყველაზე მეტად რა აკლია მას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:44 PM

"მე მაქვს ჩემი სიხარულები, რომლებსაც ვერავინ წამართმევს".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:22 PM

"ჭეშმარიტი ბედნიერება ხომ ადამიანის სულში მდგომარებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 07:33 PM

„ნეტარი იმთავითვე სულიერი თვალით ჭვრეტდა უფალს და თავისი დიდი და ნამდვილი ბედნიერებაც მაშინ იპოვა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2017, 11:51 AM

"ქრისტიანობა უდიდესი ბედნიერების მომნიჭებელია თითოეული ჩვენგანისათვის. ეს ბედნიერება არაფრით აიწონება. ეს ბედნიერება არაფრით არ გაიზომება და ვერც სიტყვით გადმოიცემა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:01 PM

"თითქოსდა რა იოლია იყო ბედნიერი! დღესაც დავობენ, რა არის ბედნიერება, როგორ მოიპოვება და სად ქრება, ან არსებობს თუ არა საერთოდ, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი: ბედნიერება არ იზომება, არ იწონება, ხელს ვერ შეახებ და, საერთოდ, არამატერიალური ფენომენია ადამიანთა ემოციურ სამყაროში. იგი სულიერი წარმომავლობისაა და დღეისათვის უკვე ბანალური ფრაზა "ბედნიერება სიმდიდრეში არ არის" უამრავი მაგალითით შეიძლება ვირწმუნოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:34 AM

"უმაღლესად ბედნიერი ვარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:24 PM

"ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ღმერთთან ერთად იცხოვრებს. განსაცდელები მოვა, მაგრამ ბედნიერი მაინც იქნები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2017, 08:15 PM

"ჩვენ, როგორც ყველა ადამიანს ამქვეყნად, სიხარული შერეული გვაქვს სევდასთან. აი, შენ ამბობ, რომ ერთდროულად ხარობ და დარდობ კიდეც, თან სევდიანი ხარ და თან ბედნიერი. მსგავსი რამ ყველას ემართება".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:19 PM

"მეტის ბედნიერებითა და სიხარულით, ასე მგონია, ცაში ანგელოზებთან ერთად ვფრინვიდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:13 PM

"სიხარული - მასზე ოცნებობს მთელი კაცობრიობა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:28 PM

"უფალს თითქოს ასეთი თვისება ვუპოვე, ის ყოველთვის გისმენს და არაფერს ამბობს, არამედ მოქმედებს და ამით ბედნიერი რჩები შენ".

/სქემმონაზონი ირინეოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:15 AM

"ტკივილი, რომელსაც დავითმენთ, ბედნიერებას მოგვიტანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 10:43 AM

"განა ის არის ბედნიერი, ვინც უკეთეს მანქანას მართავს ან უკეთ იკვებება? ნუთუ ადამიანის ბედნიერების საზომი კომფროტული ოთხთვალა და ბლომად გემრიელად შეზავებული ხორცია?! ასეთი ბედნიერება, დასაკლავი ღორივით რომ მოვსუქდე და კომფორტი შევიქმნა, არ მინდა! მე ჩემი შვილის გულში ჩაკვრა უფრო დიდ ბედნიერებას მანიჭებს. შენც იკრავ? მაგრამ იმ ხელებით, გუშინ რომ მეძავს ეხვეოდი. ასე ხომ შვილსაც ბილწავ! თუ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, იცხოვრე, როგორც ფიქრობ. მაგრამ ერთი რამ ვიცი - მეც და შენც დავიხოცებით და ის, რაც მოგწონდა, საფლავში ჩავა, მატლი შეჭამს, შენი ოთხთვალა ჟანგად იქცევა, შვილებიც დაიხოცებიან, რაც ამ ცხოვრებაში გიჭამია და სიამოვნებისთვის გამოგიყენებია, აღარაფერი დაგჭირდება, და, ვაგლახ, რომ უკვდავი სული გექნება და ღვთის წინაშე დადგები...

შესაძლოა არ გწამდეს, მაგრამ თუ დაუშვებ, რომ უკვდავი სული გაქვს, იმწამსვე მიხვდები - შენი ცხოვრების წესი არასწორია: რაც ბედნიერებას განიჭებს, არ უნდა განიჭებდეს, ადამიანური სახე დაგიკარგავს და როგორ ამოიცნობ, რა არის ღვთის ნება და განგებულება? საკუთარი ბუნებას არ იცნობ, საკუთარი პიროვნული არჩევანი ვერ გაგირკვევია და ღმერთისას მიხვდები?"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:43 AM

"მტკიცე რწმენა და მაღალი ზნეობა არის საწინდარი ადამიანის ბედნიერებისა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 11:30 PM

"უდიდესი ბედნიერებაა უფლისადმი სადიდებლის აღვლენა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:15 PM

"ვისაც უნდა ამ ქვეყანაზედაც მეტი სიამოვნება ნახოს, უთუოდ მტკიცედ უნდა დაადგეს ღვთის გზას".

/მაქსიმე შარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:49 AM

"ერთ ფილოსოფოსს უთქვამს, სხვის ბედნიერებას ვეძებდი და საკუთარი ვიპოვეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:56 PM

"ერთგულებას ღვთისადმი, ერთგულებას სიკეთისადმი, ერთგულებას სიმართლისადმი, ერთგულებას ერისა და ოჯახისადმი - აი, რას მოითხოვს ჩვენგან უფალი. მხოლოდ ამ გზით მოიპოვება ჭეშმარიტი ბედნიერება".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:32 PM

"...ბედნიერება დაგბარდნოს ღმერთმა..."

/მანანა მიქაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:17 PM

"ბრმა ბედნიერება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:43 AM

"თუ ბედნიერებას ვერ მიაღწიეთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:42 AM

"ნამდვილი ბედნიერება პატივის მოპოვება და ვნებათა დაკმაყოფილება როდია, - ამბობდა ბერი ფილოთეოსი (ზერვაკოსი), - ნამდვილი ბედნიერება კეთილმოქმედებაა. ვინც სათნო ხდება და ღვთის მცნებებს ასრულებს, ჭეშმარიტად ბედნიერია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:35 AM

სახარება გვეუბნება, "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ". ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი არის იმ სათნოებების ძებნა, რაც გამოთქმულია ცხრა ნეტარებაში. ბედნიერება არ არის ცვალებადი, წარმავალი, სხეულებრივი კატეგორია. მისი არსი მდგომარეობს უცვლელობაში, მარადიულობასა და სულიერებაში.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 10:45 PM

"ადამიანები ბედნიერები არიან იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ. და მაინც თუ უბედურება უცხო არაა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, არც სრული ბედნიერებაა ნაცნობი მათთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი".

/ბლეზ პასკალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 09:55 AM

"ვიცხოვროთ ისე, რომ გულითა და სულით ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალს. ჩვენთვის საკმარისი იყოს ეს ბედნიერება, რადგან თუ ადამიანი გაიგებს, რა არის ნამდვილი ბედნიერება, რომ ეს არის ღმრთის დიდება, რომ ეს არის ბედნიერება მხოლოდ ქრისტეთი, რომ ეს არის ბედნიერება მხოლოდ ღმრთის მადიდებლობით, რომ შენთვის ის წმიდა არს და ამას აღიქვამ.

როცა შენ ამის გემოს გაიგებ, ამის გემოსხილვა გექნება, ბედნიერიც იქნები, ცხოვრებაც გაიოლებული იქნება, ნათლის შვილი იქნები და არასოდეს დაგტოვებს უფალი ამ მძიმე ცხოვრებაში და ყოველთვის ხელის გულზე გატარებს. თქვენი თმის თითოეულ ღერსაც დაითვლის და არასაოდეს არანაირი ბოროტება არ შეგემთხვევა შემთხვევით და ბოროტების მანქანებით. ყოველთვის დაცული იქნები და თუ განსაცდელი მოვა, მოვა კვლავ და კვლავ შენს გასაძლიერებლად და კვლავ შენი ბედნიერებისთვის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:31 PM

"ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ფიქრით საკუთარ თავს უღრმავდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:32 AM

"კაცი ბედნიერებას კი არ უნდა ნატრობდეს, არამედ - ესწრაფოდეს სიკეთეს და ბედნიერი იქნება იგი!"

/ძველი ბერძნების სიბრძნე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:09 PM

"თუ კარგად დავუკვირდებით, ნათლად დავინახავთ, თუ რამხელა წყალობა მოიღო უფალმა ჩვენზე და რამდენად ბედნიერები ვართ თუნდაც იმით, რომ ამქვეყნად მოგვავლინა და უფლის შექმნილ ხილულ სამყაროს გვაზიარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 01:54 PM

"ადამიანური ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა ოდენ ღმერთთან ერთობა და მისი მაცხოვნებელი მცნებების აღსრულება".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 08:52 PM

"...მოწყალე ღმერთმა ბედნიერყოს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:50 PM

"არც ჩვენი ბედნიერებაა დედამიწაზე საიმედო; სიხარულს მწუხარება ენაცვლება, სიმდიდრიდან სიღარიბემდე ერთი ნაბიჯია; ჯანმრთელობა არასდროს არაფრითაა დაცული სნეულებისგან და სიცოცხლეც ყოველთვის სიკვდილით იკვეთება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 10:08 PM

"მიწიერი ბედნიერებით გატაცებული ადამიანისათვის დიდხანს სიცოცხლეა დიდი სიკეთე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2018, 08:53 PM

"ბედნიერება ადამიანის სულში მოაქვს სულიწმინდის მადლს, რაც ღვაწლით და ღვთის სათნო ცხოვრებით მიეცემა."

/მამა გიორგი ბაღიაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2018, 10:44 PM

"თუ გვინდა ბედნიერება მოვუტანოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ვიყოთ უბრალოები".

/სქემ-მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:39 PM

"ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თუ მას არა აქვს რწმენა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 11:01 PM

"სასწაული ის არის, ვინმე რომ ბედნიერი იყოს ამ ცხოვრებაში".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 12:16 PM

"ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარება-ზიარება და ღმერთთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა".

/დეკ. ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:29 PM

"რელიგიური ადამიანები უფრო მეტად ბედნიერნი არიან, ვიდრე არარელიგიურნი, რადგანაც ისინი უფრო იოლად უმკლავდებიან სიძნელეებს და ნაკლებად სახიფათონიც არიან ირგვლივმყოფთათვის."




"ადამიანის ეკლესიურ ცხოვრებასა და სრულქმნას მოსდევს სწორედ ბედნიერება და ნეტარება. ახალ აღთქმაში არსად არის ნახსენები სიტყვა "ბედნიერება", მის ნაცვლად ვხვდებით სიტყვა "სიხარულს". იოანეს სახარებაში წერია: "თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიყვარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიყვარული (იოანე 15,10-11)". აქედან ჩანს, რომ ღმერთის სიყვარული არის ჭეშმარიტი ბედნიერება."

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:15 PM

- "ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა და რომელნი ვლენან გზათა მისთა. ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო, და კეთილი გეყოს შენ. ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმო, კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა" (ფს. 127,1-5). უფალი ამქვეყნადაც ჰპირდება ნეტარებას იმათ, ვინც მას ეკრძალვის და მის მცნებებს ასრულებს...

- ამქვეყნიური კეთილდღეობა ხშირად მოჰყვება სჯულიერ ცხოვრებას. მაგრამ ეს აუცილებელი პირობა სულაც არაა. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ წმინდანთა ცხოვრებებიდან, რომლებიც სიღარიბესა და სნეულებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ მეეჭვება, მათზე ბედნიერი მდიდრულ პალატაში ვინმე ვიპოვოთ.

ბედნიერება სულიერი ფასეულობაა და სულაც არ სჭირდება მატერიალური საშუალება თავისი მიზნების აღსასრულებლად. მთავარი მიზანი ადამიანისა მადლის მოპოვება უნდა იყოს და არა მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც ბედნიერებას ვერ მოგვანიჭებს.

"ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე შეგეძინოს". მოიპოვე მადლი და რაც საჭიროა ცხოვრებისათვის, მოგეცემა - ასეთია წმინდა წერილის თვალსაზრისი და ნეტარია ის, ვინც მას ცხოვრების წესად აქცევს."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

"ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი ვერ იქნება; როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუნდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, ყველა მდიდარზე უფრო ბედნიერი იქნება".

/წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი/

"ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:51 PM

ნუ ენდობი ბედნიერებას

"თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.

თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.

როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.

და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2018, 05:20 PM

"ყველაზე დიდი ბედნიერებაა, გწამდეს ღმერთი"

/კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 07:57 PM

"ბედნიერების წყარო ღმერთია და როცა მას ვშორდებით, ვშორდებით ბედნიერებას, ხოლო როცა ვუახლოვდებით ღმერთს - ვუახლოვდებით ბედნიერებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:51 PM

"ბედნიერება სიყვარულია და სიყვარული ხომ თავად ღმერთია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 07:58 PM

"თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, უნდა მოიპოვო ის. მთავარია, არასოდეს დანებდე! იბრძოლო მისთვის, იცხოვრო მართალი ცხოვრებით და გახდე მაგალითი სხვებისთვის, არა მარტო სიტყვით, არამედ ცხოვრების წესით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 09:12 PM

"შენ ახლა გიჭირს, მაგრამ განა უწინ არ გქონია ბედნიერი დღეები? უფალი ინებებს და კვლავ იხილავ სიხარულს. მოთმინება გმართებს! შენთვისაც გამოიდარებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 06:08 PM

"აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:10 PM

"ბედნიერებისთვის ყველაზე მთავარია, ოჯახში სიყვარული და სიწმინდე სუფევდეს"

/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:51 PM

"ხშირად ბედნიერებას ვეძებთ იქ, სადაც ის არ არის. ბედნიერება იწყება ყოველ დილით. თვალებს რომ გაახელ, განა ბედნიერება არ არის, რომ გაიღვიძე? ჯანმრთელი რომ ხარ, რაც გაქვს და გაბადია, იმას რომ შეხედავ...".

/დეკ. ბასილ ახვლედიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:37 PM

"ბედნიერება სულის თვისებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:35 AM

"სადღაც ნუ ეძებთ ბედნიერებას. ბედნიერება სულის სიმშვიდეა"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:50 AM

"ბედნიერებაა ის, რომ შენ გწამს იესო ქრისტე, ცხოვრობ სახარების სწავლებით და ბედნიერების საფეხურებით მიდიხარ ზეცისკენ. ანტიქრისტე რომ მოვა, გვეტყვის: აქ უნდა იყოთ ბედნიერებიო. აქაც უნდა ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ აქ თუ არ ავიღეთ სასუფევლის ბილეთები, ზეციურ ბედნიერებას ვეღარ დავიმკვიდრებთ".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 08:30 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერების გასაღები ქრისტეს ჯვარზეა ჩამოკიდებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 04:05 PM

"ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც სიკეთისკენ იცვლება, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იყენებს დროს და სულიერად იწმინდება. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ემზადება დიდი და დაუსრულებელი ცხოვრებისათვის. ბედნიერია ის, ვინც მიდის "ქვეყანასა წრფელსა", ანუ ღვთის სასუფეველში, რადგან ყოველი ადამიანი ამისთვის არის მოწოდებული"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:24 PM

"ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ - ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 09:05 PM

"ადამიანი ღმერთმა ბედნიერებისათვის, სიკეთისათვის შექმნა და არა ტანჯვა-ვაებისათვის. მაგრამ მოგეხსენებათ, ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო გვატყდება თავს"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:53 PM

"რაც მეტად ღვთისმოშიშნი და ყურადღებიანი იქნებით, იმდენად ბედნიერნი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:41 PM

"იცხოვრეთ ქრისტეში და მასთან ყოფნით იქნებით ბედნიერები"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:51 PM

"ბედნიერი კაცის ნაქონი სახლი ბედნიერი გამოდგებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:25 PM

"არ ვეძიოთ ამ ქვეყანაში წუთიერი ბედნიერება, არამედ ვეძიებდეთ პირველად სასუფეველს ღვთისას"

/მამა დავით დურგლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 02:02 PM

"ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:59 PM

"სახლის კურთხევა, ნათლობა, ჯვრისწერა, აღსარება, ზიარება ჩვენ სულიერ ამაღლებას, გადარჩენასა და სულიერ ბედნიერებას ემსახურება."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 08:23 PM

"მე ვუსურვებ ყველა მორწმუნესა და არამორწმუნეს, რომ შრომა და ურთიერთსიყვარული ყოფილიყოს უპირველესი წყარო მათი ბედნიერებისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:29 PM

"ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, რომელიც სხვას ეხმარება ჯვრის ტვირთვაში. "ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი", - გვასწავლის ახალი აღთქმა. სამწუხაროდ, ჩვენ კი არ ვტვირთულობთ სხვის სიმძიმეს, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ მოყვასის ჯვარს."

/ილია მეორე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)