IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია!
zviadauri
პოსტი Jan 28 2010, 12:20 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ჩემო კარგებო...ეხლა რა ხდება.. მოკლედ ყველამ ვიცით, რომ სკოლას დაემატა 12 კლასი...ჩემი სისხლი და ხორცი სწავლობს სკოლაში, მე-12 კლასში..დამირეკე და დამიბარეს, რადგანაც მშობლები მუშაბდნენ, ჩემი მეგობარია დამრიგებელი და დამირეკა გადმოდიო..გადავედი,ვიფიქრეე დააქციეს სკოლათქო რა ხდება.... სკოლას ახალი დირექტორი ყავს..ესენი მე-11 კლასში იყვნენ რომ მოვიდა ეს დირექტორი..მერე როგორც ხდება ახალი წესები,ახალი კანონები და არაფრით არ აყვნენ ეს ბავშვები,როგორც ჩანს ამ დირექტორს..მე-12 კლასი ეს მოსწავლეები ამჟამად არიან 18 წლის..მე და ისევე,როგორც თქვენ დარწმუნებული ვარ ამ ასაკში მეორე კურსზე ვიყავით და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდით, ესენი კიდე სკოლის მოსწავლეები არიან ჯერ კიდევ..ვეღარ იკავებს სკოლა აშკარად ამ ბიჭებს და გოგოებს..მოკლედ მთელმა მაღალმა კლასებმა იღლაბუცეს ანუ იჭიდავეს დერეფანში,მხოლოდ იჭიდავეს ბიჭებმა და ეს დირექციამ აღიქვა სასტიკ დანაშაულად..თანაც უკვე ამ ბიებს ისედაც ვეღარ იტანენ და რომ გადავედი ასე მითხრა დერექტორმა: ეხლა ამათ საქმე მილიციას გადავცემ, მოვლენ, აიყვანენ ამ ბიჭებს აღრიცხვაზე და ისინი დაელაპარაკებიანო.....წამოვხტი და ხზმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ბატონო დირექტორო ეს ბიჭები თუ მილიას გადაეცემიან, თუ მათ პირად საქმეში მილიციიდან აღრიცხვაზე აყვანა მოხდება,იმის გამო რომ კლასელები თუ 18 წლის ბიები ჭიდაობენ და ფარიკაობენ, ამით როგორ ფიქრობთ მათ შორის აგრესიას უფრო არ გაამძაფრებთ მეთქი?მე ვფიქრბ ამის მერე აგრესიას უკვე ვეღარ დაიჭერთთქო..მაშინო წაიღეთო მათი საბუთები და წაიყვანეთო ამ სკოლიდანო.4 თვეში ატესტატი უნდა იღონ და ეხლა გადაწყვიტეს გარიცხვა და მილიცია და რამე..მე დარწმუნებული ვარ 18 წლის ადამიანები ამაზე აუცილებლად მოახდეენ რეაგირებას და აგრესიას მძიმედ გამოუინთხევენ მთელს სკოლას და დირექციას...ეს სკოლიდან როგორი მიდგომაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanca baxutashvili
პოსტი Apr 21 2010, 06:17 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 8-April 10
წევრი № 8,593



ეგ კი არა ჩემი კლასელები რა დღეში არიან მეშვიდე კლასელი ვარ და sad.gif აუ იცი როგორ მიყვარს ისინი და მაგათ რამე რომ დაემართოთ აი რავიი..... sad.gif დაჭრები და რაგაცეებია უკვე ჩვენთან sad.gif არადა ჯერ ძაან პატარები ვართ მაგისთვის რავი გოგოები ვერაფერს ვეუბნებით მუ ერევითო და sad.gif მეტიც ვთხოვდით ერთი პერიოდი მარა რა! sad.gif დზაან გვიყვარხართო მარა....... sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanca baxutashvili
პოსტი Apr 21 2010, 06:32 PM
პოსტი #83


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 8-April 10
წევრი № 8,593



ხოდა კიდევ ერთი პრობლემა: "lampochka","chainiki","kraoti","stoli"-ambicia ulevia,inteleqti noli:X

ვაიმეეე გოგოები? როგორ ჭრიან ერთმანეთს გაგიჟებლი ვარ ohmy.gif მარა თუ ოდნავი საკუთარი თავის პარივისცემა მაინც გაქვს და არ იმცირებ თავს გოგო გოგოზე ხელს არ აწევ ნუ ბიჭზე ხო ლაპარაკი არაა................. sad.gif და არც ბიჭი აწევ გოგოზე ხელს sad.gif (ხუმრობაზე არ მაქ ლაპარაკი აქ გაცილებით სერიოზლადაა საქმე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2010, 12:42 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 23 2010, 02:12 PM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო...


laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2010, 03:07 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Atman @ Apr 23 2010, 02:12 PM) *

laugh.gif laugh.gif laugh.gif


სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან sad.gif საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 23 2010, 04:36 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Apr 23 2010, 03:07 PM) *

სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან sad.gif საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს.


არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა...

მიზეზი მრავალია ამისი, მაგრამ ერთერთი არის სკოლაში სკოლისთვის მთავარი დანიშნულების უნებლიეთ მოსპობა...

სკოლაში გაქრა სწავლება, ნელ-ნელა კიდევ უარესი გახდება, არადა მე თავად მყოლია "ავარდნილი" მოწაფე, რომელსაც ამოუქაჩავს იმიტომ, რომ მის გვერდით ხედავდა წარმატებულს...ბავშვებს აქვთ კონკურენციის ყველაზე ძლიერი შეგრძნება და თუ არ მისცემ ამისთვის სასკოლო "სცენას", წავა და სხვა - ქუჩის სცენას იპოვის

მაგრამ ასეთი მინისტრის ხელში, როგორიც ახლა ყავს განათლებას და მეცნიერებას, არაფერი გამოსწორდება...შეხედავ და ხვდები, რომ ან დებილია ან უარესი. ან სად გაგონილა რომ ყოველი ახალი მინისტრი ახალ სტრატეგიას წერდეს განათლების სისტემისა? ან კიდევ უარესი, სად გაგონილა, რომ განათლების მინისტრი წავიდეს მინისტრობიდან განათლების მისაღებად უცხოეთში...ტრაგიკომედიაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2010, 04:48 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Apr 23 2010, 04:36 PM) *

არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა...



მე მაინც ვფიქრობ, ზაზა, რომ გარკვეულწილად ტელესერიალებიც მოქმედებს, სადაც უხვადაა ქალის გიჟური ლტოლვა მამაკაცის მოსაპოველბად.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 23 2010, 05:03 PM
პოსტი #89


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად,


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 23 2010, 08:23 PM
პოსტი #90


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დღეს მამიდაშვილის შვილის კრებაზე ვიყავი (დედა მუშაობდა) მე- 4 კლასი.
მთავარ პრობლემად - ურთოერთობები დაასახელეს.
ერთს მეორისთვის (ინვილიდია sad.gif ) უთქვამს: "ფეხმონგრეული" ხარო.
ასევე გოგოებს შორს მიდის გარჩევ-გამორჩება და არა ჯანსაღი ურთოერთობაო.
პედაგოგები უკვე განათლებას კი არ დარდობენ, არამედ ადამიანობას.
ცხადია ყველანაირი გარემო მოქმედებს, მაგრამ ალბათ მშობლებიც ნაკლებ დროს უთმობენ მოზარდებს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 24 2010, 01:36 AM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



მოაშორეთ ბავშვებს აგრესიული კომპიუტერული თამაშები და "ბაევიკები"..... დახურონ მაღაზიები სადაც დანების გამყიდველი ვაჭრუკანები.. არასრულწლოვნებზე ყიდიან დანებს... მოაშორონ "სვარჩიკები" (ვიხუმრე ეს smile.gif ) განათლების სისტემიდან და მერე რაღაც შეიძლება გამოსწორდეს... სკოლიდან გაუშვან 70 წელზე მეტი ასაკის მქონე მასწავლებლები... ყურში რომ არ ესმით და თვალში ვერ ხედავენ... და კარგი იქნება მშობლები თუ თავის მოვალეობად მარტო ბავშვის გაზრდას არ დაიტოვებს და აღზრდაზეც იზრუნებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 12:33 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 29 2010, 12:47 PM
პოსტი #93


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება



კანუდოს, ჩბენტან არ წყალობენ სპორტს. ქართველი მშობლები ყველაფრზე ატარებენ ბავშვს, ყველანაირ წრეზე, ენის, ხატვის, ნუ არ ვიც კიდევ რისი, მაგრამ სპორტზე თითქმის არასოდეს. მე მგონი ქართველები მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომლის 70% ცურვა არ იცის smile.gif)))

მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 01:19 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ May 29 2010, 12:47 PM) *

მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე biggrin.gif

მარტო შენ? biggrin.gif
აბა ამხელა ყაზილარი ტყუილად ვარ აქ? biggrin.gif

პ.ს.
აგერ სპორტის თემა გავხსენი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kokito
პოსტი Jun 3 2010, 10:13 AM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-June 10
წევრი № 8,944



ციტატა(syd @ Jul 4 2008, 02:54 PM) *

ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ოჯახი თამაშობს. და რომ იძახიან რომ "უი ჩემი ბიჭი მაგას როგორ იზავდაო" არ მჯერა. უყურადღებობის ბრალია ყველაფერი. მთავარი აღზრდაა და არა მარტო გაზრდა. ჯობია ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლონ სახარება და ღვთის შიში და სიყვარული, იმის ნაცვლად რომ ღამის 12 საათამდე ინტერნეტ კაფეებში ეყარონ. თუმცა ზოგმა მშობელმე თვითონ არაფერი იცის და ბავშვს რა უნდა ასწავლოს!

მომიტევეთ თუ ძაან რადიკალური ვარ smile.gif


ნამდვილად გეთანხმები იმაში რო ბავსჰვის აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მომავალ ადიმიანურობის ჩამოყალიბებაში მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი მეგობრების წრე და ასე შემდგეგ ყველაფერი კარგი ოჯახმა უნდა ასწავლოს და მერე თვითონ როგორი ჩამოყალიბდება ეს უკვე სხვაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 29 2013, 04:19 PM
პოსტი #96


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ბევრგან ვეძებე თემა, რომ დამეწერა რაც მინდოდა ყველაზე, ახლოს ეს თემაა და ა აქ დავწერ.
ადამიანის შფოთი, რომ მის გარშემო სატანისტური მოძრაობები არსებობს, ისეთივე მარადიულია, როგორც თვით ამ ადამიანის რწმენა ღვთისადმი, - არსებობს უფალი ე.ი. არსებობს ძალა, რომელიც მას ებრძვის. მე პირადად მეშინია მისი, მაგრამ როცა სანზონაში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილებში ლეკვის ცოცხლად გატყავების შემსწრეებს დავეძებდი, არანაკლებ შემეშინდა იმის, რომ მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. საუბრობდნენ მხოლოდ თინეიჯერები, ერთმა მეტად ინტელიგენტური იმიჯის ქალბატონმა კი საუბრისას ლამის ისინიც ხელიდან გამომგლიჯა, - ყოველშემთხვევაში, თავისი შვილი თითქმის თმებით წაათრია, აქ რას უდგეხარ და რა თემაზე ლაპარაკობო.

თემა კი ასეთი გახლავთ: 24 აპრილს მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილზე, იქ, სადაც ეკლესია და მის უკან სკოლის გაუქმებული ორსართულიანი შენობაა, 20-22 წლის ოთხმა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ ლეკვი დაიჭირა და ცოცხლად გაატყავა. ეს ამ პროცესის შემსწრე მეორეკლასელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომელთაგან ერთმა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო, ტემპერატურამ აუწია და ისტერიკაში ჩავარდა. ამას რამდენიმე მშობლის თავმოყრა მოჰყვა, რომელთაც ლეკვი უკვე გატყავებული დახვდათ და ასევე ისტერიკაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადებაში წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების მასობრიობაზე მიუთითა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

შსს-მ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მოწმეები დაკითხა და საქმე აღძრა. შედეგზე ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია, დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არავინ დასჯილა კანონის იმ მუხლით(259-ე), რომელიც ცხოველების წამებისა და მოკვდინებისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ალბათ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ცხოველის წამებად ან მოკვდინებად ვერ ჩაითვლება. ჩემმა პატარა რესპონდენტებმა საუბრის გარდა ლეკვის გატყავების ადგილიც დამათვალიერებინეს და იქვე დასძინეს, რომ ახლომახლო მსგავსი "რიტუალები" ბევრგან და ხშირად ტარდება. გასაგები მიზეზების გამო პატარა რესპონდენტების ვინაობას არ ვამხელ. ჩვენი საუბარი კი ასეთი გახლავთ:

" დეიდა, იცი, ამას ვინ აკეთებს? ემო-ები! ახლავე გეტვით, როგორ გამოიყურებიან ისინი, - შავი ტანსაცმელი აცვიათ. თვალებიც შავად აქვთ დახატული, ტუჩებიც, ფრჩხილებიც. დიდი რკინებიც აქვთ ჩამოკიდებულები და თავად იძახიან, - ჩვენ ვართ ემოო! ჯერ ქვებს ესვრიან აიღებენ ძაღლებს და კატებს და რომ მოარტყამენ, დაიჭერენ და გაატყავებენ.

- როგორ ატყავებენ, გინახავთ?!

- გვინახავს. კი არ გვიშლიან, თუ გინდა, უყურე. თუ დიდია ძაღლი, ხეზე ჩამოკიდებენ, და ატყავებენ. კატას და ლეკვებს კი მიწაზეც ატყავებენ. ზოგი ფეხებს უჭერს და თავს, რომ არ დაკაწროს.

- ანუ როცა ატყავებენ, ძაღლები და კატები ცოცხალი არიან?!

- კი, დეიდა. როცა ატყავებენ, წკავწკავებენ. ცოცხალი უნდა იყოსო, ეგრე ამბობენ. შუამდე რომ გაატყავებენ, ძაღლები უკვე კვდებიან.

- და ამას ბოლომდე უყურებთ?!

- ვისაც შეუძლია კი. პატარები უფრო ვერ უძლებენ. აი, ის ბიჭი ავად რომ გახდა როცა ლეკვის გატყავებას უყურა, 9 წლის იყო და იმიტომ ვერ გაუძლო, თანაც იმ ლეკვის გატყავება თვალებიდან დაიწყეს. ღამე სასაფლაოზეც ადიან. ვისაც პატარა ძაღლი ჰყავდა, ყველას მოუკლეს, ასე ამბობენ, აქ ჩვენი მეგობარი არის დამარხული და იმას ვწირავთ მსხვერპლსო.

- კიდევ, უფრო ხშირად რა ადგილებში იკრიბებიან?

- ყველგან, სადაც დანგრეული შენობაა. წყლის კანალიზაციაშიც ჩადიან, ტანს იბანენ.

- და ვინ ვართ, საიდან ვართო, ამბობენ?

- ზუსტად არ ვიცით. მგონი, ზოგს მშობლები არ ჰყავს. ერთი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს და უთხრეს, თუ შენც ემო გახდები, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, თუ არა, მოგკლავთო. ის ჩვენი მეგობარი გამოიქცა."

... მერე ბიჭები "ემო"-ების სარიტუალო ნანგრევებისაკენ, რომლებიც, სხვათა შორის, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს. იქ კი კედლებზე ცხოველთა სისხლისგან გამოყვანილი ეშმაკის გამოსახულებები და ინგლისური წარწერები მაჩვენეს: "ჩვენ ვართ ემო". ამ ავადმყოფური სანახაობით შეძრწუნებულმა იქაურობა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დავტოვე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პატარა თანამგზავრებიც ჩემსავით განიცდიდნენ ნანახს. პირიქით, ძალზე მშვიდად განმიმარტეს, "აი, ხომ ნახეთ აქაც ის წერია, რომ ემო ეშმაკის მსახურს ნიშნავსო".

არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ მე მათთვის არ ამიხსნია, რომ სინამდვილეში "ემო" XXI საუკუნის სუბკულტურაა და ზოგადად სატანიზმთან და ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოძრაობისათვის დამახასიათებელია დეპრესიულობა და საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ არა აშკარად გამოვლენილი აგრესია. საკუთარი დეპრესიული ემოციების შესაბამისად ისინი იცვამენ შავ ტანსაცმელს, შავადვე იღებავენ ტუჩებსა და ფრჩხილებს, ხშირად ატარებენ მასიურ რკინის ნივთებს.
გეცნოთ? ალბათ, "ემო-ებს" თქვენც შეხვედრიხართ და როგორც მივხვდით, ისინი ცხოველების "მსხვერპლშეწირვით" დაინტერესებული არ არიან. თუმცაღა ამ ამბავიდან მთავარი ის კი არ არის ემო სინამდვილეში ვინ არის, არამედ ის რომ რეალურად არსებობს დაჯგუფება, რომლის ძალადობის მსხვერპლი, დღეს ცხოველებთან ერთად ბავშვებიც ხდებიან. ხვალ კი არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამიტომაც, შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მხოლოდ ფაქტის ფსიქოლოგიური კომენტარით არ შემოიფარგლა:

"პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მსგავსი ძალადობები განახორციელოს. ზოგადად კი ამ შემთხვევაში არა ემო-ზე და ეშმაკზე, არამედ აქ პატარა სექტაზეა საუბარი, რომელმაც რაღაც ნიშნები მოიძიეს, რომ გარემოს დაპირისპირებოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელი სულაც არ არის რომ სექტა რელიგიური ორგანიზაცია იყოს, - თვით გარემოსაგან ოზოლირებული ოჯახიც შეიძლება პატარა სექტა გახდეს და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დაკავდნენ და დაავადმყოფდნენ სულიერად. ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც სავარაუდოდ ღატაკი ოჯახის შვილები არიან და არ იციან რა აკეთონ და რომლთაც გარემომ ვერაფერი შესთავაზა და არ მიიკარა, მარტონი დარჩნენ. ამიტომაც მონახეს ერთმანეთი. მათი ყოველი საქციელი არის პროტესტი გარემოსადმი და ერთმანეთისათვის თავმოწონება - აი, მე არ მოვწონვარ გარემოს, მაგრამ არა უშავს, მე შენ მყავხარ და დაგიმტკიცებ, რომ მე შენი მეგობარი ვარ, რაც შენ მოგწონს, იმას გავაკეთებო. ასე ერთმანეთის მოსაწონებლად შექმნეს მათ თავისი სექტა და საბრალო ცხოველებს გარემოს დასაშინებლად ხოცავენ. ამასობაში თავადაც სულიერად დაავადმყოფდნენ და საზოგადოებაზეც ძალადობენ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა შეჩერდეს".

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/public/16835-l...ebis-seqta.html
ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 30 2013, 02:50 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



G_saxva

ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება.

ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. smile.gif არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 30 2013, 03:29 PM
პოსტი #98


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Otherguy @ Apr 30 2013, 02:50 PM) *

G_saxva

ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება.

ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. smile.gif არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ.

ეს ჩემი დაწერილი კი არ არის biggrin.gif კვირის პალიტრის ჟურნალისტის სტატიაა. ემოები არ არიან უბრალოდ გაუნათლებელი უტვინო ბავშვები არიან რაღა ბავსვები 2წლისანები მაგრამ განუვითარებლობით ასე ჩანან, რომლებიც არ იციან რას აკეთებენ და ყურადღების მიქცევის მიზნით საშინელებებს ჩადიან.

მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 30 2013, 04:27 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(G_saxva @ Apr 30 2013, 03:29 PM) *

მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? biggrin.gif


ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? blink.gif

არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 30 2013, 04:50 PM
პოსტი #100


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Otherguy @ Apr 30 2013, 04:27 PM) *

ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? blink.gif

არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო.

არ მიყვარს ასეთი ცალსახა საუბრაი რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ცუდი იყოს. პავლე მოციქული სიტყვებს რომ იხსენებ თვად ქრისტეს მოწაფემ არ ჩაიდინა ისეთი დიდი ბოროტება რასაც ადამიანი ვერ ჩაიდენს? ალბათ მიხვდები იუდას რომ ვგულისხმობ. რატომ არ ითვალისწინებთ ამას ვერ ვხვდები, მაცხოვარს ყავდა უახლოეს მოწაფეთაგანი გამმცემელი თორმეტიდან ერთი და მართლმადიდებლებში რომ ასეულობით გამოერიოს ეს გსაკვირია?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი