IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი
marine
პოსტი Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...


"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 26 2019, 05:32 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად.

"განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად.

ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ.

იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე".

მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით."

/მამა დავით რუხაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   "უდაბნოს ანგელოზი"   Feb 15 2017, 02:02 PM
marine   "წმინდა თეოფილაქ...   Feb 15 2017, 11:12 PM
marine   "სახელი, იოანეც, ზ...   Feb 17 2017, 11:54 AM
marine   "ბერის სულიერი ცხ...   Feb 18 2017, 10:37 PM
marine   "ჟამთააღმწერლის ...   Feb 21 2017, 03:11 PM
marine   ფსალმუნი 131 17. "მუნ ...   Mar 26 2017, 01:07 PM
marine   ნათლისმცემელი იოა...   Apr 5 2017, 10:10 AM
marine   "დარიალისკენ, თერ...   Apr 13 2017, 11:07 AM
marine   "ეს იოანე ნათლისმ...   May 16 2017, 06:17 PM
marine   "იოანე ნათლისცმე...   Jun 19 2017, 06:02 PM
marine   "იოანე ნათლისმცე...   Jul 3 2017, 11:03 AM
marine   "1204 წლის 13 აპრილს, მ...   Aug 14 2017, 10:36 PM
marine   "- ტრადიციულად რო...   Sep 1 2017, 09:02 AM
marine   "ოჰ, მსწრაფლგამომ...   Sep 1 2017, 10:00 AM
marine   - "- რატომ დააწესა ...   Sep 2 2017, 10:33 PM
marine   "ძალზე ახალგაზრდ...   Sep 3 2017, 01:05 PM
marine   "თეკლათის დედათა ...   Sep 4 2017, 10:19 AM
marine   - "ძალიან ძნელია ქ...   Sep 4 2017, 10:31 AM
marine   "იოანე ნათლისმცე...   Sep 4 2017, 10:47 AM
marine   "მოკვეთილი თავის ...   Sep 4 2017, 04:20 PM
marine   "უმწიკვლო და უზად...   Sep 4 2017, 10:54 PM
marine   "წმინდა იოანე ნათ...   Sep 6 2017, 10:41 AM
marine   "მამა ისააკი (დიო...   Sep 6 2017, 11:00 AM
marine   "ჰეროდე არაერთგზ...   Sep 7 2017, 10:07 AM
marine   "ათონელმა მამა სე...   Sep 8 2017, 11:28 AM
marine   "[იოანე ნათლისმცე...   Sep 9 2017, 10:45 AM
marine   ---- "უფლის ხორციელ...   Oct 22 2017, 08:57 PM
marine   "ზამთარში, როცა ს...   Oct 27 2017, 08:50 PM
marine   "დღეს მცირე დიდი ...   Oct 31 2017, 09:56 PM
marine   "მიუხედავად იმის...   Nov 1 2017, 10:04 AM
marine   "როგორც "სახარე...   Nov 13 2017, 09:38 PM
marine   "იოანეს წინამორბ...   Nov 15 2017, 10:49 AM
marine   "ის [წმ. იოანე ნათლ...   Nov 17 2017, 08:40 PM
marine   "ქრისტიანობის და...   Nov 30 2017, 10:30 AM
marine   "სახარებაში მოხს...   Dec 13 2017, 07:26 PM
marine   "მისი [მამა იუსტი...   Jan 17 2018, 09:49 PM
marine   "...ვინც შეინანებდ...   Aug 14 2018, 08:30 PM
marine   ------------------------ "იოანე ...   Feb 5 2019, 07:10 PM
marine   "აღმოსავლეთში ჰქ...   Feb 26 2019, 05:32 PM
marine   "უფალმა იოანე ნათ...   Sep 1 2019, 04:10 PM
marine   "წმიდა იოანე ნათლ...   Sep 14 2019, 10:01 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2019 - 01:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი