IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Jan 7 2014, 07:33 PM
პოსტი #141


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



tornike1717
მე მხოლოდ ჩემს განყოფილებებში შემიძლია პოსტების გადატანა .
ამის შემდეგ იქ დაწერე ხოლმე პოსტი , სადაც მისი ადგილია და აღარ იქნება საჭირო ზედმეტი წვალება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 8 2014, 07:21 PM
პოსტი #142


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო უწმინდესის ეპისტოლესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ავტორი: ანა ნოდია
08 იანვარი, 2014. 16:04
-+
საქართველოს საპატრიარქო უწმინდესის ეპისტოლეს იმ ნაწილზე, რომელშიც ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაციაა დაგმობილი განცხადებას აკეთებს. კომენტარი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააკეთა:

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ერთი ნაწილი კი გააღიზიანა იმ ნაწილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და მეტი დალოცვა ჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ეს პატარები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა", - განაცხადა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ.


http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=12245


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 11 2014, 07:55 PM
პოსტი #143


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეპისკოპოსი ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
შაბათი, 11 იანვარი 2014 15:40
ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოფელ სამრეკლოს ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებული 21 წლის ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მამა ონოფრე წულაძემ განუცხადა.

„ეპარქია როცა ცნეს დაზარალებულად, მეუფესთან ჰქონდათ ამაზე საუბარი, მაშინ საგამოძიებო მასალებში მეუფემ გააკეთებინა ჩანაწერი, რომ ეკლესიას არ აქვს მოთხოვნა, რომ პირი აუცილებლად იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ან აუცილებლად გამწესდეს ის საპყრობილეში. ჩვენ გვინდა რომ ის სწორ ქრისტიანულ გზაზე დადგეს და თუ კი იქნება შესაძლებელი, თუ კი ამას შესაბამისი ორგანოები მიაქცევენ ყურადღებას და გაითვალისწინებენ ეპარქიის აზრს, მეუფეს კურთხევით მე პირადად მონასტერში წავიყვან ამ ადამიანს და შევეცდებით სინანულის გრძნობით სწორ გზაზე დავაყენოთ,“– აღნიშნა ონოფრე წულაძემ.

სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში განმარტეს, რომ საგამოძიებო მასალებში აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ სასამართლოსთვის შეიძლება ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად.

„ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ ოქმში დააფიქსირა რომ არ უჩივის ქურდობის ჩამდენს. ჩემი მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ მისი გამოსწორება და ქურდობის ჩამდენი პირის მიმართ პრეტენზია არ მაქვსო, დაწერა. ეს არის ერთ–ერთი შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოსთვის, მაგრამ დამამძიმებელიც ბევრი აქვს,“ – განაცხადა სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილე სოსო გულოშვილმა.
http://ick.ge/rubrics/society/17061-i.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2014, 03:35 PM
პოსტი #144


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა.

განკარგულების პროექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობამ 10 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა.

განკარგულებების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა დაბა ქედაში, შერვაშიძის ქ. #4-ში მდებარე 5206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ყოფილი სასაზღვრო პოლიციის შენობა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქონების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მიმართა, მოგვიანებით კი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ტაძრის მშენებლობა და სხალთის ეპარქიის განთავსება ითხოვა.

ეკლესია აშენდება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში 1049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეც, რომლის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სთხოვა.
მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში მდებარე 2030 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ბაიაშვილების საგვარეულო კავშირისა და მიტროპოლიტ თადეოზის მიერ წარდგენილი წერილების თანახმად, აღნიშნული

უძრავი ქონება ეკლესიის ყოფილ ტერიტორიას წარმოადგენდა, ამჟამად კი სოფელში ეკლესია არ არის. პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თხოვნის საფუძველზე აღნიშნული ქონება ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია ფოთში, ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე მდებარე 77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს და დამხმარე ნაგებობას.

ქონების ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კონსტანტინე ბურჯანაძემ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა დეკანოზმა ამბროსიმ ითხოვეს. გარდა ამისა, მრევლის ტაძართან მისვლის უზრუნველსაყოფად, ეკლესიასთან მისასვლელი გზა, რომელიც "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" საკუთრებაშია, გამოყენებული იქნება ახალი მესაკუთრის (მართლმადიდებელი ეკლესიის) სასარგებლოდ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/94250-saq...l#ixzz2qBQSIKw5


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 28 2014, 09:10 PM
პოსტი #145


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია: მუსლიმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი დააფინანსოს, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო მთავრობის დადგენილებას დადებითად აფასებს.

"მთავრობის დადგენილებას "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს. საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თემები:

http://www.tabula.ge/ge/story/79523-sapatr...debitad-afasebs


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 7 2014, 12:15 AM
პოსტი #146


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მედიაში გავრცელებული განცხადება მისი სახელით, რომლითაც ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, მას არ ეკუთვნის.

ბოტკოველის განცხადებით, ილია მეორის დავალებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთონ.

" ეს იყო მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და დავალება ჩვენთვის, რომ ოფიციალური პოზიცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააჟღერა, არ გაგვეკეთებინა"- განაცხდა ბოტკოველმა

მედიასაშუალებაში "საქართველო და მსოფლიო" გამოქვეყნდა წერილი მამა მიქაელ ბოტკოველის სახელით, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას ეს განცხადება არ გაუკეთებია.

"არა, რა თქმა უნდა. მე ამ წუთში დავადგინე ნომერი ამ გამომცემლობის და მე მათ აუცილებლად დავუკავშირდები. მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია",- განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" პრეზენტაციაზე განაცხდა, რომ ეკლესიის ზედმეტად გაფეტიშება თავად ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევს.

"ეკლესიაშიც არის იგივე პროცესები, იქაც არის დარღვევები, რაც არის საზოგადოებაში, ისინიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის განცხადებაზე სუროგაციასთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ზოგადად გავაკეთდებდი პატარა რეაქციას. მე უდიდეს პატივ ვცემ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, ქრისიტიანობას, მართლმადიდებლობას, დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და მიყვარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და ხელშეუხებელი. ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,"- აცხადებს ივანიშვილი.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27854/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 7 2014, 01:58 PM
პოსტი #147


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



მე მომეწონა ივანიშვილის განცხადება. პაპიზმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 7 2014, 10:28 PM
პოსტი #148


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



terra
ჯიგარი ხარ ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 8 2014, 10:57 AM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



A.V.M შენ გაიხარე.


ციტატა
იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,"- აცხადებს ივანიშვილი.

ეს კი მაგარი აურია ტიპმა. საიდან მოიტანა ან რომელ ეკლესიაზე საუბრობს biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 8 2014, 12:56 PM
პოსტი #150


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



terra
ციტატა
საიდან მოიტანა ან რომელ ეკლესიაზე საუბრობს

ან რომელ წამლებზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 21 2014, 10:24 PM
პოსტი #151


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის მდივანმა , დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. განცხადების თანახმად, ღირსი მამის გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო დამატებით საზოგადოებას აცნობებს, რომ ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და თავად გადაიხდის პარაკლისს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო

14:00 საათიდან (და არა ადრე გამოცხადებულ 18:00 საათზე) სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.

წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/97455-mam...l#ixzz2tyyVtWti


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 25 2014, 02:02 AM
პოსტი #152


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (24.02.2014)
24/02/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
get_imgსაქართველოს საპატრიარქო მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმიდა ნაწილების აღმოყვანებას და დღეს უკვე სვეტიცხოვლიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გადმობრძანებას. დიდია ხალხის სიყვარული მისადმი, ამიტომაც სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება მიეახლოს წმინდანს. უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა. თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საერთოდ, აღმოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი ან მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხრწნელია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ, მაგალითად, მოციქულების, წმიდა გიორგის, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი. რაც შეეხება მამა გაბრიელს, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმიდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა, როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა. კიდევ ერთი ინფორმაცია: ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს, მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს!”

საპატრიარქოში აცხადებენ სამების საკათედრო ტაძარი მრევლს ერთი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მისცემს საშუალებას მიეახლოს წმინდას. ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებითვის საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი.

http://www.orthodoxtheology.ge/eldergabriel/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 28 2014, 01:44 AM
პოსტი #153


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქოს განცხადება (27.02.2014)
ავტორი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 27.02.2014კომენტარი არაა | 5,263 ნახვა
მამა გაბრიელი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ჟურნალისტებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.

“ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxadeba-27-02-2014


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 15 2014, 06:46 PM
პოსტი #154


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო უმცირესობის დეპუტატ როლანდ ახალაიას გუშინდელ განცხადებას პასუხობს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა.

„ამა წლის 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა; (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ქალაქ ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ.

თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა“,-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, როგორც გუშინ როლანდ ახალაიამ განაცხადა, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა. დეპუტატმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა,რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

http://www.tabula.ge/ge/story/81048-sapatr...s-ar-ashenebula


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 22 2014, 01:48 AM
პოსტი #155


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში შესაძლოა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დარჩეს.

როგორც დეკანოზმა განაცხადა, მომლოცველთა ნაკადი სამების ტაძარში დღემდე არ წყდება.

„მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად თავდაპირველად დიდი მარხის პირველი სამი კვირა იყო განსაზღვრული, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის მოთხოვნაზე. მოგეხსენებათ, წმინდანისთვის პატივის მისაგებად კვლავ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ჩვენც მათზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ თუ ასე გაგრძელდა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ტაძარში შესაძლოა, აღდგომამდეც დარჩეს“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
https://www.facebook.com/557773954264793/ph...?type=1&theater


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2014, 11:05 PM
პოსტი #156


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მძღოლები პატრიარქს პრემიერთან შუამდგომლობას სთხოვენ
საპატრიარქოში მეუფე თეოდორესა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების მძღოლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემედეგ ერთ-ერთმა მძღოლმა თემურ ჩინჩალაძემ განაცხადა, მეუფე თეოდორეს მათი პროტესტის მიზეზები დეტალურად გააცნეს.

მძღოლებმა ასევე საპატრიარქოში დატოვეს განცხადება პატრიარქის სახელზე, სადაც თხოვნით მიმართავენ უწმინდესს, მათი პრობლემების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეატყობინოს.

"შევხვდით მეუფე თეოდორეს. მოვახსენეთ ჩვენი პრობლემების თაობაზე. ბოლოს განცხადება დავტოვეთ საპატრიარქოში პატრიარქის სახელზე. მოგვცეს იმედი, რომ ჩვენს წუხილსა და გულისტკივილს გულთან მიიტანს და ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენს პრობლემებს გააგებინებს", - აღნიშნა ჩინჩალაძემ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/100556-md...l#ixzz2xqs5ANNv


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 5 2014, 01:05 AM
პოსტი #157


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




საქართველოს საპატრიარქოში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის ქორეპისკოპოს მეუფე თეოდორესა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ქორეპისკოპოსმა და მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მიმართეს, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=34543


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 7 2014, 10:03 AM
პოსტი #158


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ახლა წავა ბზების კაფვა ohmy.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 15 2014, 09:46 PM
პოსტი #159


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქო ზურაბ აბაშიძეს თხოვს, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის საკითხი დააყენოს.


“საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახანს გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.

ჩვენი მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვისა, გარდაცვლილთა დაკრძალვისა, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულებისა”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აძვში მოსახლეობას ეკლესიისა და სასაფლაოების ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირობითი საზღვარი მავთულხლართებით გავლებული არ არის, ოკუპანტები მოსახლეობას ე.წ. საზღვრის მანიშნებელთან მიახლოებას უკრძალავენ.

საოკუპაციო საზღვრის ზოლში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სოფლის სასაფლაოს ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა. მოსახლეობა ტაძარში შესვლის უფლებას ითხოვს.

http://pia.ge/show_news.php?id=11327&lang=geo


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 18 2014, 10:07 PM
პოსტი #160


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა.წ 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. როგორც დავადგინეთ, საუბარი შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც აღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გასცენ.
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი - Foundation of Patriarch of All Georgia


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 08:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი