IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სკვნილი
mariami-k
პოსტი Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



IPB-ს სურათი
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.

დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.


როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mariami-k   სკვნილი   Feb 27 2007, 04:56 PM
marine   "როცა სკვნილზე ფე...   Nov 8 2018, 05:12 PM
marine   "სკვნილებს ძველა...   Dec 20 2018, 08:21 PM
marine   სკვნილით განკურნე...   Dec 25 2018, 08:56 PM
marine   "რამდენჯერმე ჩამ...   Mar 6 2019, 07:28 PM
marine   "სკვნილი ხშირი, გ...   Jun 4 2019, 10:31 PM
marine   "განუწყვეტლივ ატ...   Sep 2 2019, 06:32 PM
marine   "იესოს ლოცვას ბერ...   Oct 8 2019, 05:41 PM
marine   "- შეიძლება ერისკ...   Jun 12 2020, 08:32 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Jun 16 2020, 01:01 PM
marine   "ერთხელ წმინდა პა...   Jul 11 2020, 01:39 PM
marine   "სულხან-საბა კრია...   Jul 19 2020, 10:16 PM
marine   "სკვნილის ისტორი...   Jul 19 2020, 10:30 PM
marine   "ერთმა ასკეტმა თა...   Jul 21 2020, 02:48 PM
marine   "იერუსალიმური სკ...   Jul 21 2020, 03:03 PM
marine   "სკვნილი ლოცვით უ...   Jul 21 2020, 07:09 PM
marine   "მამა დანიელ ახალ...   Jul 24 2020, 07:36 PM
marine   "მიიღე ეს პატარა ...   Aug 27 2020, 09:54 PM
marine   "კრიალოსანს ამღე...   Mar 15 2022, 09:34 PM
marine   "კრიალოსანს შეექ...   Mar 18 2022, 03:32 PM
marine   "კრიალოსანს ათამ...   Mar 18 2022, 08:00 PM
marine   "მისი [მამა ბენედ...   May 26 2022, 09:27 PM
marine   "მამა ეფრემმა [კა...   Sep 8 2022, 07:59 PM
marine   "იღუმენია ევპრაქ...   Sep 9 2022, 07:33 PM
marine   "საკვირველმოქმე...   Sep 13 2022, 09:29 PM
marine   "როცა შენი მოყვას...   Sep 15 2022, 02:33 PM
marine   "ზამთარში, საღამო...   Nov 28 2022, 07:01 PM
marine   "იესუს ლოცვის შეე...   Mar 9 2023, 07:04 PM
marine   "ერთხელ მასთან უგ...   Jun 8 2023, 12:57 PM
marine   "ლოცვას რომ იწყებ...   Jun 8 2023, 04:32 PM
marine   "მამა ფერაპონტეს ...   Jun 9 2023, 03:10 PM
marine   " - იესუს ლოცვას ვკ...   Aug 9 2023, 05:20 PM
marine   "გარკვეული ხნის შ...   Sep 8 2023, 05:35 PM
marine   "ღვისმშობლის ცრე...   Nov 10 2023, 07:55 PM
marine   "სკვნილი განუყრე...   Nov 25 2023, 08:04 PM
marine   "მოგვიანებით დედ...   Dec 5 2023, 01:53 PM
marine   "[მონაზონ პელაგია...   Dec 18 2023, 08:50 PM
marine   "[მონაზონი პელაგი...   Dec 19 2023, 02:47 PM
marine   "ეროვნული პრობლე...   Jan 7 2024, 05:43 PM
marine   "ერთხელ, [ღირს პაი...   Jan 7 2024, 08:54 PM
marine   "კალივში ავდიოდი ...   Jan 11 2024, 01:03 PM
marine   "...ავიღე სკვნილი დ...   Jan 11 2024, 03:42 PM
marine   "ბატონი დ. იგონებ...   Jan 14 2024, 09:04 PM
marine   " - მამაო, რა დანიშ...   Apr 24 2024, 09:23 PM
marine   "სკვნილს დიდი ძალ...   Apr 28 2024, 07:25 PM
marine   " - მამაო, როდესაც ...   May 1 2024, 05:54 PM
3 გვერდი V < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 11:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი