IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი...
marine
პოსტი Oct 20 2019, 10:21 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა არ ბერდება წლებით,
დედა, ანგელოზის დარი...
დედას არ უთვლიან ასაკს-
დედა,შეუცვლელი ქალი!..
ვერცხლი შეპარული თმებში,
შვილზე ლოცვაა და დარდი,
ჩუმად ნატარები შიში,
ღამის გატეხილი ლანდი...
შენ რომ არ გტკენოდა რამე,
მხრებზე დაიტია ტვირთი...
დღემდე შენახული თეთრად,
ძველი პერანგები ჩითის...
დედებს ყველაფერი ახსოვთ-
როდის ამოვიდა კბილი,
როდის დაუძახე "დედა"-
მოგონება სულზე ტკბილი.
შენი ნაბიჯები ფრთხილი,
მზერა გაყოლილი ლოცვად,
შენი საყვარელი ხილიც...
ამოლურჯებული ლოყაც...
დედებს ვერ ერევა წლები,
დედა-ქალზე მეტი ქალი!..
ტკბილად დაუკოცნეთ თმები,
გულს არ მიაკაროთ ბზარი....
დედა არ ბერდება წლებით,
დედა, ანგელოზის დარი...
დედებს არ უთვლიან ასაკს-
დედა, შეუცვლელი ქალი!

/ ია ნანეიშვილი /



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2019, 03:12 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

რა დამავიწყებს სულის იმ გვალვებს,
ყოფნა-არყოფნის უხუცეს კითხვას
და დედაჩემის სევდიან თვალებს,
სიკვდილის წინ რომ რაღაცა მითხრა...
რა დამავიწყებს იმ ბოლო სიტყვებს,
ან ცრემლებს - სულში უხმოდ ნაწვიმარს
და დედაჩემის მომღიმარ სახეს,
სიკვდილის წინ რომ სიკვდილს დასცინა...
რა დამავიწყებს...

***

იქნებ შენ მითხრა, რაიმე,
დილავ, ყელ-გულ-მკერდ-შვლიანო,
ჩვენი ლამაზი დედები
დღეს ლოგინს ვისთვის შლიანო?
ცრემლების ფარდებს თვალთაგან
დღეს ვისთვის ჩამოშლიანო?!
ღაწვს ვისთვის ჩაიკაწრავენ
და გლოვას არ მოშლიანო?
დედის გაშლილო ლოგინო
გნამავს ცრემლების წვიმაო,
ნეტავ მაგ ცრემლთა სურნელში
უჩუმრად ჩამაწვინაო...
განა არ იცით, რად მტანჯავთ
დარდებო, მაღალმთიანო,
დედის დაგებულ ლოგინში
ანგელოზები კრთიანო?!

/მურად მთვარელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2019, 04:58 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედებს, ჩვეულებრივ, სჩვევიათ შფოთვა, მუდმივად რჩევების მიცემა, ბევრი საუბარი, ლოცვა კი - არა. გამუდმებული რჩევები და მითითებები ძალიან ცუდია. არ არის საჭირო ბავშვებთან ბევრი საუბარი. სიტყვები ყურში შედის, ლოცვა კი - გულში. ლოცვა უნდა აღევლინებოდეს რწმენით, შფოთის გარეშე, მაგრამ საჭიროა კარგი მაგალითიც".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2019, 08:48 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ არაფერს მსაყვედურობ დედა,
შენ არასდროს გავიწყდები ტკბილო...
ზოგჯერ დარდის თქმას რომ ვერ გიბედავ
რამე ხომ არ გაწუხებსო შვილო...

თითქოს გიგრძნობს ეს სათუთი გული,
როდის მილხინს, როდის მიჭირს, მტკივა...
გავიზარდე, მაგრამ, ვერ გავდიდდი
ზოგჯერ დედი უსაშველოდ მცივა...

მე თუ დიდი სიყვარული ვიცი
შენგან ვიცი, შენ მასწავლე დედა!
შენ მასწავლე ერთგულების ფიცი,
ცხოვრებისგან იარების თმენა...

იმედი ხარ, ჩემი დიდი ძალა
სალოცავი, საფიცარი დედა!
რაც არ უნდა დაგიმალო სევდა,
ჩემს თვალებში შენ ყველაფერს ხედავ!

სამყარო ხარ, უსასრულოდ დიდი,
მე ბავშვი ვარ, სანამ მყავხარ, გხედავ!..
მენატრები! კილომეტრებს იქით,
მეგულები, მელოდები დედა!

შენს სიყვარულს სხვა ფერი აქვს დედა,
შენი კალთის, აკვნისფერი, თბილი...
შენ რომ მყავხარ, შიში არ მაქვს ქვეყნად,
ფეხქვეშ მიწაც ღრუბელია რბილი...

რამდენი რამ გადავლახეთ ერთად-
შენს ნაოჭებს ვენაცვალე დედა!
არასოდეს დამიბერდე დედა!
არასოდეს მიმატოვო დედა!

/ ია ნანეიშვილი /


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2019, 01:02 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო,
ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის"....

/ვაჟა ხორნაული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2019, 04:35 PM
პოსტი #306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2019, 04:35 PM
პოსტი #307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგი შვილების არასდროს დასწამებენ ცილს საკუთარ დედას"

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2019, 05:21 PM
პოსტი #308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალო, გეთაყვა, ისე გააკეთე, რომ სიკვდილის შემდეგ მთელი ჩვენი ოჯახი ერთად ვიყოთ. დედისთვის უჩვენოდ სამოთხეც ჯოჯოხეთი იქნება"

"ბიჭი პირველ აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. მერე დედამ ჰკითხა: "რა გითხრა მღვდელმა?" "დედაშენი თუ გიყვარსო". "შენ რა უთხარი?" "არა-მეთქი", - უპასუხა პატიოსნად შვილმა. დედა დაიბნა, ეს სახეზე აღებეჭდა. შვილმა კი განუმარტა: "მე ხომ შენ ხშირად არ გიჯერებ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2019, 08:24 PM
პოსტი #309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველმა უნდა იცოდეს, რომ მამულიშვილია. დედა, რომელიც შვილს არ გაუზრდის ქვეყანას, რას აკეთებს საერთოდ?"

/მამა ადამ ახალაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2020, 10:01 PM
პოსტი #310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული... ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები მოჩანს"

/გოდერძი ჩოხელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2020, 05:32 PM
პოსტი #311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამწუხაროდ, ხშირად შვილებს დედის ცრემლები ქალური მგრძნობიარობის და განუსჯელობის ზედმეტ და ამაო გამოვლინებად მიაჩნიათ. უაღრესად დიდი ცოდვაა ამ ცრემელების არაფრად ჩაგდება (მით უმეტეს - დაცინვა) და უპატივცემულობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის დამახასიათებელი, ვის გულშიც მანკიერებას საფუძვლიანად გაუდგამს ფესვი".

"ნუ განეშორებით, შვილებო, დედებს!"

"ყოველთვის გახსნილი იყოს თქვენი გული დედისთვის, რათა მასშიც ისევე ნათლად კითხულობდეს ყველაფერს, როგორც საკუთარში. ეს დიდი შვება იქნება თქვენთვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2020, 10:42 PM
პოსტი #312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მჯერა, როცა გარდაიცვლებიან, დედები სასუფეველში არ მიდიან. ღვთისგან განსაკუთრებულ ნებართვას იღებენ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ დედამიწაზე და შვილებზე იზრუნონ"

/ელიფ შაფაქი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2020, 09:43 PM
პოსტი #313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ შეიძლება, რომელიმე თითი აირჩიო? დედისთვისაც ასეა. საყვარელი შვილი ვერ გეყოლება"

"ამბობენ, სანამ დედა არ გახდები, მშობელს ვერ გაუგებო"

/ელიფ შაფაქი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2020, 07:06 PM
პოსტი #314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა ენატრებათ ბავშვებს! დედა, რომელიც თავდადებულია. გაიქცა, რომ არ მოშივდეს ოჯახს!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2020, 03:31 PM
პოსტი #315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა შვილისთვის ლოცვისას, კელაპტარივით უნდა იწვოდეს, ჩუმად, ქრისტესადმი ხელაპყრობილმა ილოცოს და შვილს იდუმალ მოეხვიოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2020, 06:59 PM
პოსტი #316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა იოანე ოქროპირი, როცა წარმართ მეცნიერს - ლიბანიოსს, მოუთხრობდა თავის ღვთისმოშიშ დედაზე, ამ კაცმა გაოცებულმა წამოიძახა: "ოი, ღმერთებო! რა საკვირველი დედაკაცნი ჰყოლიათ ქრისტიანებს!"

------------------------------------------



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2020, 09:43 PM
პოსტი #317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე და დედა ერთნი ვართ, დედა ყველაფერია, ღმერთია დედა"

/ბექა ერიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2020, 10:54 PM
პოსტი #318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველა დედის უკან ღვთისმშობელი დგას...
ყველა დედის გულმხურვალე ლოცვას შეუძლია სასწაული მოახდინოს...
ყველა დედას შეუძლებელი შეუძლია შვილების გამო...
ყველა დედაში მისი წილი გმირობაა...
ყველა დედას შესწევს ძალა თუ შვილს დასჭირდა მზეს ხელით შეეხოს ისე,რომ დამწვრობის საშინელი ტკივილი ვერც იგრძნოს...
ყველა დედას შეუძლია ეკალ-ბარდებით მოფენილი ბილიკები ფეხშიშველმა აიაროს და - მეტკინაო არ დასცდეს...
შეუძლია.....
დედას სასწაული შეუძლია....
ენით ვერ ნათქვამი გმირობა, ატანა, დატევა, ლოდინი, თავგანწირვა და სიყვარული შეუძლია - რადგან დედაა ამ ქვეყნად ხორცშესხმული სიყვარული!

დიკა სალაყაია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2020, 03:30 PM
პოსტი #319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ისევ მოსძალებია
სულს აპრილის სევდა...
ისევ მომნატრებია
ჩემი ტკბილი დედა...
ისევ გამინებივრდა
გული - მეტიჩარა...
აღარც მეტი ღონე მაქვს,
აღარც მეტი ჩარა...
ისევ ვქარგავ სასთუმალს
ვარდისფერი სიზმრით...
მეგულები მზესავით,
ცრიატ დღეთა იქით...
იბადება სიცოცხლე
ღიღინ, ღიღინ, ღიღინ...
იღვიძებენ კვირტები,
გამოღმივ და მიღმივ...
ატმის თოთო ყვავილებს
ქარი გაშლის მძივად...
უაპრილოდ მარტო ვარ...
მარტო ვარ და მცივა.

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2020, 03:17 PM
პოსტი #320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი დედა, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, თავის უპირველეს მისიას საქართველოსთვის თავდადებული შვილის აღზრდაში ხედავდა, რადგან წმინდაა სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი