IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება
ლეონი
პოსტი Jul 14 2008, 01:26 AM
პოსტი #1


ლეონი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 2-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,527



ოტია იოსელიანი


IPB-ს სურათი


ოტია შალვას ძე იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონ სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.

IPB-ს სურათი
მამა - შალვა იოასელიანი
ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად.
IPB-ს სურათი
მამიდა - მარიამ იოსელიანი
ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.
IPB-ს სურათი
შალვა და ოტია

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.
IPB-ს სურათი
დედა - ლიზა (ცუცა) ალაშვილი
მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.
დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”.
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე.
IPB-ს სურათი

ოტია (მარცხნივ) კლასელებთან ერთად

მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს.
IPB-ს სურათი

ქეთევანი და ოტია.

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.
IPB-ს სურათი
ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ბებიის პორტრეტი
IPB-ს სურათი
ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ,,ჩემი მერანი". -,,მე ჩემი მერანი რაში არასდროს წარმომედგინა".

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.
,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია.
შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.
ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.
IPB-ს სურათი

ოტიას ბებია

ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა ,,ჩემი წმინდა გიორგის ხატი”. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ,,ღმერთის გამოცხადება”-ში.


--------------------
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
levan gelovani   ოტია იოსელიანი   Jul 14 2008, 01:26 AM
nino kiwo   მოხარული და მოხიბლ...   Jul 14 2008, 10:02 AM
ნათია   levan gelovani ძალიან მიყვა...   Jul 14 2008, 10:04 AM
თემო   ხშირად ვნახულობ, მ...   Jul 14 2008, 10:20 AM
gorgodze   რევაზ ინანიშვილის ...   Jul 14 2008, 12:33 PM
_Matasi_   ოტიამ თქვა ერთხელ: ...   Jul 14 2008, 02:10 PM
nino kiwo   ერთხელ თქვა წიგნებ...   Jul 14 2008, 02:47 PM
levan gelovani   ოტია იოსელიანი - მწ...   Jul 22 2008, 12:06 PM
levan gelovani   http://s42.radikal.ru/i098/0807/46/62db1f8f4f42.jp...   Jul 28 2008, 09:25 PM
levan gelovani   http://s47.radikal.ru/i118/0807/0d/2f674fea5fa5.jp...   Jul 28 2008, 09:58 PM
levan gelovani   http://s44.radikal.ru/i104/0807/92/8f1fbbad0e77.jp...   Jul 28 2008, 10:32 PM
levan gelovani   ხვალ 5 საათზე სამებ...   Oct 29 2008, 09:36 PM
ეკატო   ხვალ 5 საათზე სამებ...   Oct 30 2008, 12:17 AM
subterranean   წაკითხული გაქვთ უთ...   Jan 9 2009, 11:47 PM
lelai   ოტია - მგონი ყველას ...   Jan 25 2009, 06:47 AM
ქევანა   ჰეჰ, რა თემა. წაკითხ...   Apr 6 2010, 07:11 PM
qarizma   ოტია მაგარი კაცი ი...   Nov 12 2012, 01:43 AM
A.V.M   კოლორიტი...   Nov 14 2012, 12:57 AM
აკაკი   :D   Apr 2 2013, 03:16 AM
A.V.M   აკაკი :D   Apr 3 2013, 12:21 AM
marine   მაცხოვარმა თქვა, ო...   Apr 4 2013, 11:36 AM
marine   "ამქვეყნად ყველა...   Aug 27 2021, 07:22 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 08:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი