IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, წესებში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
admin
პოსტი Dec 8 2008, 09:52 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ
church.ge-ს


ს ე ნ ა ტ ი ს

გადაწყვეტილება

ფორუმის წესებში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე


ფორუმზე არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის, სენატის საქმიანობის გააქტიურებისა და ფორუმის წინსვლის ტემპის შენარჩუნების მიზნით, ფორუმის წესების მე-19 მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ფორუმის წესებში და მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"მუხლი 17. სენატი
1. სენატი არის ფორუმის საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.
2. სენატი შედგება 7 წევრის - სენატორისაგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრატორი. სენატორები უნდა იყვნენ მართლმადიდებლური აღმსარებლობის პირები.
3. ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით სენატორად შეიძლება დაინიშნოს მოდერატორიც.
4. სენატს ჰყავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს სენატის წევრთაგან ადმინისტრატორის წარდგინებით ირჩევს სენატი.
5. სენატის თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს სენატის მიერ საკითხის განხილვას;
ბ) ხელს აწერს სენატის გადაწყვეტილებებს;
გ) ფლობს ტექნიკურ უპირატესობებს, კერძოდ ყველა განყოფილებაში მოდერირებისა და IP კონტროლის უფლებას;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადმინისტრატორის ზეპირი თანხმობით უფლებამოსილია აღასრულოს სენატის გადაწყვეტილება;
ე) იმ შემთხვევაში, თუკი ცალკეულ განყოფილებაში აუცილებელია მოდერატორის დაუყოვნებლივი ჩარევა, ხოლო შესაბამისი მოდერატორი არ არის ხაზზე, უფლებამოსილია ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს ამ განყოფილებაში, რის თაობაზეც დღის ბოლოს მოახსენოს მოდერატორებს და სენატორებს "საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების" განყოფილებაში.
6. სენატი, თუ სხვა რამ არ იქნა დადგენილი, გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით - 4 სენატორის მიერ.
7. სენატი არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ფორუმის წევრებისათვის მოდერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
8. სენატორი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში შევიდეს სენატში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
9. იმ შემთხვევაში სენატორმა 3-ჯერ აარიდა თავი დასმული საკითხის განხილვაში მონაწილეობას, დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ადმინისტრატორის წინაშე.
10. სენატორი, რომელიც ამავე დროს მოდერატორია, არ მონაწილეობს საკითხის განხილვაში, თუ საკითხი ეხება მას, როგორც მოდერატორს.
11. სენატის გადაწყვეტილება, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი, ადმინისტრატორისათვის წარმოადგენს სათათბირო გადაწყვეტილებას."


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი