IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, იუზერ Ich-ს თხოვნასთან დაკავშირებით
k@the
პოსტი Mar 19 2009, 12:28 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სენატის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

იუზერ Ich-ს თხოვნასთან დაკავშირებით


იუზერ Ich-ის თხოვნაზე, გაუქმდეს მისი ანგარიში და ამოიშალოს ფორუმიდან პოსტები, რადგან ფორუმზე მის პოლიტიკური შეხედულებებს ზღუდავენ, სენატმა გადაწყვიტა:

1. ფორუმის წესების თავი 2, მუხლი 6 -ის თანახმად ფორუმის წევრობის გაუქმება არ ხდება იუზერის პირადი ინიციატივის საფუძველზე. ამიტომ, იუზერ Ich-ის თხოვნა ანგარიშის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ფორუმზე არ ხდება პოლიტიკური დებატები, ამდენად სასურველია იუზერებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რაც სიტუაციას გაამწვავებს. კერძო აზრის ქონის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ნუ დავძაბავთ ფორუმს პოლიტიკური დისკუსიებით, ბევრი სხვა მრავლისმომცემი თემა და განყოფილებაა ფორუმზე, სადაც შესაძლებელია თითოეული იუზერის ენერგია უფრო ნაყოფიერად გაიხარჯოს.
3. ფორუმი უფრთხილდება თითოეულ ფორუმელს და პატივს სცემს მათ პირად შეხედულებებს, თუმცა ფორუმს თავისი წესები აქვს და მათ ვერ გადაუხვევს. ამდენად, ფორუმის წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ეთხოვოს იუზერ Ich-ს ამოიღოს ხელმოწერიდან ბოლო წინადადება. კერძოდ, "და ასეთ პრეზიდენტს დღეს კიდევ ყავს მომხრეები...." რადგან ეს წინადადება არაა მთავრობის კრიტიკა, არამედ შეურაცხყოფს მისგან განსხვავებული პოლიტშეხედულების მქონე ამომრჩევლებს.
4. ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ მისი ობიექტურობა გადაწყვეტილების მიღებისას იქნება დანახული და იუზერი Ich-ი კვლავაც დარჩება აქტიურ ფორუმელად, მიუხედავად ფორუმელებში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობისა.

სენატის თავმჯდომარე,
k@the



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი