IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Atman
პოსტი May 22 2010, 08:47 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი... რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ.

ჩვენს მიმღებ გონებას აქვს 5 ფუნქცია. მე დაწვრილებით ავხსნი ორ მათგანს, რომლებიც ამ შემთხვევაში გვაინტერესებს. ერთს ჰქვია “რეალობის სწორი აღქმა” მეორეს კი “რეალობის არასწორი (გამრუდებული) აღქმა”. შეამჩნევდით, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. მკაცრად რომ ვთქვათ ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ ცოტათი. რა არის რეალობის გამრუდებული აღქმა? როცა მე სწორად აღვიქვამ ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც ანალოგს ვუძებნიამ ობიექტს (მოვლენას, საგანსა თუ ადამიანს) ჩემს მეხსიერებაში. და შესაბამისად ვხედავ მას როგორიც არის და ნათლად ვხვდები თუ რას წარმოადგენს იგი ჩემი გამოცდილების შესაბამისად. რეალობის გამრუდებული აღქმა ჩნდება მაშინ, როცა ჩემს არაცნობიერში (თუ ქვეცნობიერში) დაგროვდნენ ძალიან ძლიერი ნეგატიური ან პოზიტიური შთაბეჭდილებები (სამსკარები). ერთგვარი დომინანტები ჩემს ცნობიერებაში. და რა ხდება როცა რეალობას ვუყურებ? როგორ ვიღებ ამას? მე ვხედავ რაღაცას და სამსკარას, რომელიც ძალიან ძლიერია ამ რეალობაზე “ვაფენ”. და მე ვხედავ არა რეალობას, არამედ საკუთარ გამრუდებულ გამოცდილებას.

ამის კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ნახევრადბნელ ფარდულში შედის და დახვეულ თოკს ხედავს. იგი ამ თოკს გველად აღიქვამს და ეშინია. თმები ყალყზე უდგება და გარბის. რატომ დაინახა გველი და არა თოკი? იმიტომ რომ აქვს გველის ქვეცნობიერი შიში და ეს შიში დაეფინა იმას, რაც სინამდვილეში დაინახა. ეს შიში რომ არ ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ ეს თოკია და არა გველი. სწორედ ესაა რეალობის დამახინჯებული აღქმა.

ნორმალურია ადამიანი, რომელსაც რეალობის ასე თუ ისე სწორად აღქმა შეუძლია და არა საკუთარი შიშების და ცრუ ეგოს პრიზმაში. თუ ვინმემ ძალიან მაწყენინა და გული მატკინა, სხვებსაც უნდობლად მოვეპყრობი ამის შემდეგ. არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი სხვაზე ეჭვის ქონისა, მაგრამ მაინც ეჭვს შევიტან მასში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი ყველაში ცუდს და საეჭვოს ხედავენ. მათი ნეგატიური გამოცდილდება პროეცირდება რეალობაზე და ამახინჯებს მას. ასეთ ადამიანს ვერ გადაარწმუნებ, იმიტომ რომ გიჟს ჰგონია, რომ არაა გიჟი და მართალია.

როდესაც ბავშვის აღზრდა ხდება, პირველი მასწავლებელი დედაა და დედამ უპირობო და უანგარო სიყვარული, სრული დაცვა უნდა მისცეს მას, და ეს სიყვარული ადამიანს შიშისგან თავისუფლებას აძლევს. თუ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო სიყვარულის ეს “ვიტამინი” მას არ ექნება შიში. ის იქნება ნორმალური და სრულფასოვანი. არ იქნება ეჭვიანი, ბრაზიანი, სხვების ექსპლუატატორი. თვითონაც სიყვარულის გაცემისკენ ექნება მიდრეკილება...

შიში გვიშლის ხელს ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს.

ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში.

მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია!

ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება!

ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამ თვისებას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სად ზის, უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის... ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება უმეცრება.


ვისაუბროთ შიშზე, როგორც ფენომენზე, რომელიც წესით არ უნდა გვახასიათებდეს და როგორმე უნდა მოვიშოროთ!

სახარებაში იესო თუ სიყვარულის სიმბოლოა, შიშის სიმბოლო პირველ რიგში ჰეროდეა. სწორედ შიში იყო ჰეროდეს მოქმედების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ყრმები დაახოცინა...

შიში ეს ენერგიის ბუნებრივი დინების შეფერხებაა, "ბლოკია", რომელიც საჭიროა თუ ჯოჯოხეთისკენ მივექანებით, მაგრამ ღმერთის გზაზე დამდგარ ადამიანს, ევერესტზე მიმავალ ადამიანს შიში არ ჭირდება, იმიტომ რომ შიში ვარდნაში გვიშლის ხელს, მაგრამ ზემოთ ცოცვის დროს არ გამოგვადგება.

ღვთის შიში, ეს ღვთის შეცნობის მხოლოდ საწყისი ეტაპია, შემდეგ კი შეუძლებელია გიყვარდეს თუ ამასთან ერთად გეშინია!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   შიში   May 22 2010, 08:47 AM
ikanosi   შეიყვარე უფალი ღმე...   May 22 2010, 02:29 PM
Atman   ikanosi რა შიშს გულისხ...   May 22 2010, 02:46 PM
mata   ამაზე ის ფილმი გამ...   May 22 2010, 04:50 PM
Atman   mata "დაწყევლილთა კ...   May 22 2010, 05:03 PM
nat_uly   [b]mata ეგ უფრო სიძულვ...   May 22 2010, 07:14 PM
Atman   nat_uly გველის შიში თი...   May 22 2010, 07:16 PM
.zakaria.   nat_uly გველის შიში თით...   May 22 2010, 07:19 PM
nat_uly   Atman ხოო. ეგ შესაძლებ...   May 22 2010, 07:18 PM
mata   სხვათაშორის გველე...   May 22 2010, 07:21 PM
.zakaria.   სხვათაშორის გველე...   May 22 2010, 07:26 PM
nat_uly   mata ეგ ნამდვილი გმირ...   May 22 2010, 07:26 PM
თემო   [color=#CC0000]боятся глупо [img]http:...   May 22 2010, 07:27 PM
mata   .zakaria. მიყვარს და გულ...   May 22 2010, 07:28 PM
Atman   nat_uly რა თქმა უნდა, ად...   May 22 2010, 07:29 PM
nat_uly   Atman არამგონია სტრეს...   May 22 2010, 07:50 PM
Atman   nat_uly როგორ არა, დიდ კ...   May 22 2010, 07:52 PM
mata   ეტყობა :) მემგონი ზ...   May 22 2010, 08:01 PM
Atman   mata პისტოლეტი მომხვ...   May 22 2010, 08:03 PM
mata   უი უი აგერ გიწერია ...   May 22 2010, 08:08 PM
Atman   mata ბევრჯერ შევსწრე...   May 22 2010, 08:11 PM
ikanosi   ღვთის შიშს, თავიდა...   May 22 2010, 08:12 PM
Atman   ikanosi ჰოდა ეგ პირველი...   May 22 2010, 08:16 PM
mata   :D :D ოოოოო ... კაცები მ...   May 22 2010, 08:17 PM
ikanosi   გველები :D ”მტრობა...   May 22 2010, 08:22 PM
Fee   ტელევიზორში მეც მი...   May 22 2010, 08:26 PM
Atman   მოდი გველებს შევეშ...   May 22 2010, 08:32 PM
titina   სიყვარულში შიში ვე...   May 31 2010, 07:43 PM
G_I_O_R_G_I_   პანიკური შიში რათქ...   May 31 2010, 08:41 PM
titina   G_I_O_R_G_I_ გარკვეულ ეტაპ...   May 31 2010, 09:16 PM
G_I_O_R_G_I_   titina ადამიანს გააჩნი...   May 31 2010, 10:40 PM
titina   G_I_O_R_G_I_ მართალია გამო...   Jun 1 2010, 08:31 AM
Atman   ВОПРОС: Мое религиозное вос...   Jul 15 2010, 06:02 PM
nikoloza1997   შიში არის არასრული...   Aug 6 2012, 08:05 PM
g0g0nai   არ მეშინია გველის.. ...   Aug 16 2013, 04:21 PM
marine   "ადამიანის სულსა ...   Oct 1 2016, 09:50 PM
marine   "სამედიცინო თვას...   Oct 3 2016, 07:12 PM
marine   "პატროიფობია - მე...   Oct 4 2016, 12:32 PM
marine   "წმინდა მამები გვ...   Oct 5 2016, 06:23 PM
marine   "ბევრი შიშისა და ...   Apr 19 2017, 12:40 PM
marine   "არამიწიერმა შიშ...   Nov 9 2017, 09:13 PM
marine   "თუ კარგად ჩავუღრ...   May 3 2018, 09:39 PM
marine   "მხოლოდ მაშინ დაა...   Dec 23 2022, 12:18 PM
marine   "სიბნელის გეშინი...   Jul 10 2023, 07:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი