თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ლახვრით ლოცვა

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 03:59 PM

თუ ვინმემ იცის ყველაფერი მაინტერესებს "ლახვრით ლოცვის" შესახებ... სად მოვიძიო ? თქვენთვის თუ ჩაუტარებიათ ეს ლოცვა და რა შედეგი მოჰყვა? რა ეტაპზე უტარდებათ და სად ვნახო ისტორიები იმ ხალხისა რომელთაც ეს კონკრეტული "ლოცვა" ჩაუტარდათ? მეგობარისთვის მაინტერესებს ... მსუბუქ ფორმებში პრობლემები აქვს და ეს მირჩიეს და რას იტყვით მართლმადიდებლებო? ♥[b] [b]

მთლიანი ტექსტი როგორ გავამუქო ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 05:06 PM

პატარა ლოცვაა და საკმაოდ ეფექტურია უტყვი სულით შეპყრობილებიდან ეშმაკის განსადევნად. სამწუხაროდ არავის ვიცნობ, ვისაც ეს ლოცვა აქვს წაკითხული უძლურებაში

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 05:24 PM

უფრო სწორედ უძლურებს ეკითხებათ

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 06:10 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 05:24 PM) *

უფრო სწორედ უძლურებს ეკითხებათ


რას ნიშნავს უტყვი სული? მეგობარი მყავს გარეგნულად არაფერი ეტყობა მარა რაღაც ძალა ბორკავს და ხან მგმობელ ეაღაცეებს საუბრობს და მეუნება რომ ეს მე არ მინდა ამის თქმაო...

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 06:20 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 06:10 PM) *

რას ნიშნავს უტყვი სული? მეგობარი მყავს გარეგნულად არაფერი ეტყობა მარა რაღაც ძალა ბორკავს და ხან მგმობელ ეაღაცეებს საუბრობს და მეუნება რომ ეს მე არ მინდა ამის თქმაო...

ეშმაკეულს ნიშნავს. მოძღვარი არ ჰყავს? მას აუხსნას თავისი მდგომარეობა და თვითომ გადაუწყვეთს რა ლოცვა უნდა წაეკითხოს. ლახვრით ლოცვა, როგორც ვიცი გაუსაძლისი ტკივილების დროს ეკითხებათ.

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 07:12 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 06:20 PM) *

ეშმაკეულს ნიშნავს. მოძღვარი არ ჰყავს? მას აუხსნას თავისი მდგომარეობა და თვითომ გადაუწყვეთს რა ლოცვა უნდა წაეკითხოს. ლახვრით ლოცვა, როგორც ვიცი გაუსაძლისი ტკივილების დროს ეკითხებათ.


კი ყავს მარა ... იმ მოძღვრამდე მისვლა უჭირს ხოლმე... ხან აბრკოლებს ეს ბრძოლა

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 07:25 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:12 PM) *

კი ყავს მარა ... იმ მოძღვრამდე მისვლა უჭირს ხოლმე... ხან აბრკოლებს ეს ბრძოლა

მე შემხვედრიან უტყვი სულით შებყრობილები, რომელთაც ისე აკვეთებდა ხოლმე ბოროტი რომ ითიშებოდნენ (როგორც ჩვევიათ), მაგრამ მონასტერში თავისი ფეხით მიდიოდნენ ბოროტთან საბრძოლველად. ილოცე, რომ გონება გაუნათოს უფალმა და დაანახოს ჭეშმარიტება.

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Feb 13 2017, 07:32 PM

ციტატა(Elzaa @ Feb 13 2017, 07:25 PM) *

მე შემხვედრიან უტყვი სულით შებყრობილები, რომელთაც ისე აკვეთებდა ხოლმე ბოროტი რომ ითიშებოდნენ (როგორც ჩვევიათ), მაგრამ მონასტერში თავისი ფეხით მიდიოდნენ ბოროტთან საბრძოლველად. ილოცე, რომ გონება გაუნათოს უფალმა და დაანახოს ჭეშმარიტება.


მართლა?? აი ასეა ზუსტად ჩემი მეგობარიც... ითიშება ხოლმე , გარეგნულად არაფერი ეტყობა მარა არის მომენტები როცა უცნაურად ლაპარაკობს არადა მიკვირს ხოლმე მრევლია და ეს როგორ თქო. ხო იქუთ კვირას უფლის წყაკიბით მოემზადება ლახვრით ლოცვისთვის , კურთხევა აქვს

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 13 2017, 07:38 PM

ციტატა(რობინი @ Feb 13 2017, 07:32 PM) *

მართლა?? აი ასეა ზუსტად ჩემი მეგობარიც... ითიშება ხოლმე , გარეგნულად არაფერი ეტყობა მარა არის მომენტები როცა უცნაურად ლაპარაკობს არადა მიკვირს ხოლმე მრევლია და ეს როგორ თქო. ხო იქუთ კვირას უფლის წყაკიბით მოემზადება ლახვრით ლოცვისთვის , კურთხევა აქვს

დებს ვიცნობ, მსახურების დროს ემართებათ მსგავსი. ერთ-ერთის მონათხრობიდან ვიცი, რომ თითქოს სხეულს ტოვებს და ზემოდან დასცქერის, მანამ ასე ვთქვათ შეტევა არ დასრულდება. თან რაღაც არაადამიანურად მეტყველებს მაგ დროს.
ღმერთი შეეწიოს, რაკი კურთხევა აქვს და ემზადება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 08:16 PM

მე რამდენადაც ვიცი, ლახვრით ლოცვისთვის მოძღვრისგან უნდა აიღოს კურთხევა, შეიძლება სულ არ საჭიროებდეს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)