IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> IBSU-ს პოეტური კლუბი, და კრებული ”მოზაიკა"
didou nana
პოსტი Mar 22 2008, 09:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე წელიწადზე მეტია პოეტური კლუბი ფუნქციონირებს, სადაც 11 ახალგაზრდაა გაერთიანებული. ერთი წლის განმავლობაში კლუბმა არაერთი პოეზიის საღამო გამართა, 2008 წლის მარტის ბოლოს კი საკუთარ კრებულსაც გამოსცემს. კრებულს ”მოზაიკა” ჰქვია და მასში 11-ვე პოეტის რჩეული ლექსებია შესული. წიგნის გამოსვლისთანავე შზსუ-ში გაიმართება დიდი პრეზენტაცია, სადაც მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა შემოსული თანხით კი კლუბი მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა სახლს დაეხმარება. კლუბის სახელით ყველას გეპატიჟებით პრეზენტაციაზე. ზუსტ თარიღს უახლოეს პერიოდში გეტყვით.

IPB-ს სურათი


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 23 2008, 02:53 PM
პოსტი #2


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ახლა რისი პრეზენტაციაა? unsure.gif წიგნის ხომ იყო უკვე?


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Mar 24 2008, 10:11 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



ციტატა(მაეასი @ Mar 23 2008, 02:53 PM) *

ახლა რისი პრეზენტაციაა? unsure.gif წიგნის ხომ იყო უკვე?



წიგნის პრეზენტაცია არ ყოფილა. ეს წიგნი იბეჭდება, და როცა დაიბეჭდება მერე გავაკეთებთ პრეზენტაციას და სარამოსაც მოვაწყობთ.


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Apr 14 2008, 04:56 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



სამშაბათს, 22 აპრილს დღის სამ საათზე სავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნ-ის სტუდენტთა პოეტური კლუბის მიერ გამოცემული კრებულის "მოზაიკა" პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ყველა მსურველს ვეპატიჟებით.


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Apr 15 2008, 04:19 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



ყველასთან ბოდიშის მოხდით: პრეზენტაციის დრომ 1 საათით ადრე გადმოიწია და 3-ის ნაცვლად 2-ზე ჩატარდება. ყველას გელით!


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 15 2008, 04:21 PM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



didou nana
ძალიან სასიამოვნოა smile.gif
ერთი ორი ლექსიც დაგედოთ, თვალსაჩინოებისთვისsmile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2008, 04:30 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(kato_Bato @ Apr 15 2008, 04:21 PM) *

didou nana
ძალიან სასიამოვნოა smile.gif
ერთი ორი ლექსიც დაგედოთ, თვალსაჩინოებისთვისsmile.gif


გეთანხმები, კატო.

მოხარული ვიქნები თუ ერთ-ორ ლექსს გაგვაცნობს თემის ავტორი smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Apr 15 2008, 10:18 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ლექსები დაიდოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Apr 16 2008, 10:14 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



კი ბატონო. ვეცდები თითო პოეტის თითო ლექსი დავდო.

დავით ხინთიბიძე

თაჯ-მაჰალი
ლექსის სტროფები იშლება წლებით,
და იწერება ისევ თავიდან,
ის რაც შეიქმნა უკვდავი გრძნობით
თაჯ მაჰალივით ცალკე წავიდა.

არის სამყარო უსაზღვროდ დიდი,
ისევ ძნელია ღმერთთან მოხვედრა,
მხოლოდ უკვდავი გრძნობით ისწავლა
ადამიანმა მარტო ცხოვრება.

2007



გიგა ქავთარაძე


* * *

რიტმი დაეჯახა რითმას,
ფიქრი დაეჯახა გულს,
რაც დღემდე შენთვის მითქვამს
ისევ ის გითხრა მსურს.
გული სწუხს,
შველას ითხოვს,
გული ვერ ამბობს სათქმელს,
თუ ჩემში ვპოვებ უფალს
მასვე დავუნთებ სანთელს.
შენ მე ნუ მიწოდებ ცოდვილს,
დოგმებს ვითარ ვებრძვი მუდამ,
რწმენას ვერ ისწავლი,
რწმენას მოპოვება უნდა.
მოდი, დავივიწყოთ წყენა,
ერთურთს ჩავეხუტოთ ისევ,
მოდი, დავიბრუნოთ რწმენა,
პასუხს ველოდები. გისმენ!

14 მარტი, 2008 წელი.
თბილისი



გიორგი კობახიძე

***

მე მინდა რომ დაგამსგავსო დღეს,
პროგრესულად მოაზროვნე კაცს,
მე მინდა, რომ შეგაჩვიო მთებს,
რომ მთებიდან გადმოვხედოთ ზღვას.

მე მინდა რომ გამოგაწყო ფრაკში,
მე გიყიდი ფეხსაცმლისთვის “მაზს’’,
და რომ იყო სრულ კომფორტში სახლში,
რუსეთიდან გამოგიყვან გაზს.

მე წაგიყვან რესტორანში ხვალ
და დაგათრობ უძველესი ღვინით,
და გალეწილს გამოგიყვან გარეთ,
ცოტა აზრზე რომ მოხვიდე წვიმით.

ნაბახუსევს შემოგიტან ჩაის,
დავალაგებ შენს არეულ ლოგინს
და ჩემში რომ დაგარეგისტრირო,
ჩემს საიტზე დააჭირე Log-in-ს.


მაიკო ციცქიშვილი



ნუ დაიმალები რა!


ოდესღაც გაგიფიქრე და ვინანე

და ჩადენილი ცოდვასავით ამტკივდი

დავივიწყე და გამოვსწორდი

და დავდივარ მხოლოდ მარტივი გზებით!

ისევ უსირცხვილოდ ვიმალები

სხეულზე რომ თითები მაქვს

იმათ ვემალები და

სწორედ მაგ თითებით

სხეულზე რომ თვალები მაქვს

იმათ ვეფერები,

გულდაგულ ვაჯერებ

რომ ისევ შევიცვლები

რომ აღარ ჩაგიდენ

და საბოლოოდ მოგინანიებ


მაგრამ….…. ვერ გელევი და

დღეს უკვე მეხუთეჯერ

ნელ-ნელა გეწევი!



მინდია ცეცხლაძე


IPB-ს სურათი


ოთარ ზარიძე



Вездесушая красота

Везде я вижу красоту,
Во сне и даже на яву,
Что хорошо не так уж плохо,
Что нам приятно и даже больно.

Во всем я вижу красоту,
В кустах, в деревьях и в пруду,
Что прекрастно и ужастно,
Когда нам радостно и грустно.

Везде я вижу красоту.,
В тюрме во мраке и на дому,
В огромных крыльях и в плоду,
В больших сердцах и в мельких перьях.

Во всем я вижу красоту,
Может ето не так уж и обычно,
Но ето так и очень круто,
Везде… я вижу… красоту.



თამთა ნოზაძე



მე და პოეზია

მე პოეზია მაცოცხლებს, ალბათ,
მისი გიჟური სწრაფი ტალღები,
ფერთა გამაში, გრძნობათა რიტმში,
დავიხრჩობი და დავიკარგები.
ზღვა სიხარულის ქარიშხალს ვხედავ,
უფრო და უფრო იწვის გრძნობები,
ვუსმენ ბგერათა საამო შრიალს,
მე მათ სითბოში გავითოშები.
ბგერის ხმაურში გრიგალებს სძინავთ,
ლექსის სტრიქონში ცახცახებს სევდაც,
სიცოცხლეც ახლავს, ზოგჯერ სიკვდილიც,
სიჩუმეც ახლავს და ზოგჯერ ელდაც.
მომავლის რწმენაც, გრძნობაც, იმედიც,
მასში ანთია, როგორც სანთლები,
მე პოეზია მაცოცხლებს ალბათ,
მე მის ტალღებში დავიკარგები.



თამუნა ბიბილაშვილი



დაგვიანებული აღსარება

ხელში გიჭირავს გაცრეცილი ჩემი წერილი,
დაგვიანებულს შენ კითხულობ ჩემს აღსარებას,
თეთრი ფურცელი, შელახული და ფერშეცვლილი,
წარსულს და აწმყოს ასე მტკიცედ რომ გადაება…
თითქოსდა ამბავს კითხულობდე დაუჯერებელს,
და, ამავე დროს თითქოს იგი უცხო არც არის,
იქნებ, დროს თვლიდე ამისათვის შეუფერებელს?!
ალბათ, ადგილი შენს ფიქრები ჩემთვის არ არის…
ჩუმად კითხულობ, რაც მე წლობით გულით ვატარე,
რაც უკვე ვეღარ დაიტია გულმა ტანჯულმა,
მე ამ წერილში ყველა სიტყვა შენით გავათბე,
ფურცელს გავანდე საიდუმლო ჩუმად, მალულად…
ახლა კითხულობ აღსარებას ჩაფიქრებული,
ვეღარ მოარჩენ ვერც ტკივილებს, ვეღარც იარებს,
გთხოვ, ნუღარ მიცქერ საყვედურით გაფითრებული,
გთხოვ, მაპატიე, ჩვენ ორივემ დავაგვიანეთ!..

21. 02. 2006წ



თორნიკე ციხელაშვილი


ბოჰემა შენზე


აი, დამთავრდა ჩემი ბავშვობა,
გაიწკრიალებს ცხოვrების ზარი.
ჩემი ფიქრები, ჩემი ოცნება
შენს ირგვლივ ფრინავს, როგორც სიზმარი.
ასე მგონია, რომ ზღაპარში ვარ
გამოფხიზლდები კვლავ შენთან ერთად...
ვერ ვიფიქრებდი ოდესმე მაინც
თუ ვიტირებდი ასე ,,გულწრfელად”...

ვტირი და ვხედავ პირველ სიყვარულს,
პირველ ოცნებას და პირველ ღიმილს,
ვხედავ ჩემს ირგვლივ უამრავ სითბოს
სიყვარული კი გულს ფიქრით მიღლის...

მიყვარდა ერთი ბავშვური გრძნობით,
მისთვის ვცოცხლობდი- ასე მეგონა;
მაგრამ დამცინა ბედის სიავემ
და ფიქრმა ფიქრი გამოიგონა...
ამდენ მეგობარს ვხედავდი ერთად
ჩემი გული კი მხოლოდ შენ გგრძნობდა.
მინდოდა მხოლოდ შენთვის მემღერა,
ის სიტყვა მეთქვა, რაც შენ გულს გთხოვდა.
ვხედავდი ლამაზ, ცეცხლოვან თვალებს,
ოდნავ მიბნედილს წამწამებს შორის,-
მსურდა, რომ მხოლოდ მათთვის მეცოცხლა
სიyვარულს ვნატრობ - მოხვალ კი? როდის?...
მე ახლაც მინდა, რომ ცრემლი ვიყო-
შენს მკაცრ ღაწვებზედ ჩამოღვარული,
მოვუალერსო შენს ბაგეთ ნაზად,
ავტირდე ვნებით გაგიჟებული...
მინდა, მოგიძღვნა ყოველი ლექსი,
ამ მშვენიერი ოცნების გამო-
იგძნობ იგივეს? რასაც შენთვის ვგრძნობ,
ჩემი ლამაზი ოცნების წამო...
მხოლოდ ოცნებებს ვეფერე ღამით,
შენი სიტყვებით ნუგეშცემული...
მე ბედნიერი ვიქნები მაინც,
თუ არასოდეს დაგავიწყდები...
მომეცი მაინც იმის უფლება
მოგიძღვნა ჩემი შმაგი ფიქრები:

მომენატრები...
და ვიცი მოხვალ,
მაგრამ ოდესმე იქნები ჩემი?!
შენმა შეხვედრამ ჩემს ეულ სხეულს
და სულს შეჰყარა უცნობი ,,სენი”.
მე ვიცი, რომ შენ ჩემზე არ ფიქრობ,
მაგრამ ოდესღაც იფიქრებ.
შენმა შეხვედრამ ჩემს ეულ სხეულს
და სულს შეჰყარა უცნობი ,,სენი”.
მე ვიცი, რომ შენ ჩემზე არ ფიქრობ,
მაგრამ ოდესღაც იფიქრებ მაინც...
ო, როგორ მინდა შენი შეხება...
შენი სურნელის შეგრძნება მაინც...
ნუთუ ეს ,,სენი” სიყვარულია?!
ეფემერები ამას ეტრფიან?
და რაც არ უნდა იყოს ეს გრძნობა,
მისით განცდილი მხოლოდ ცრემლია.
მინდა გიყურო მუდამ, მარადჟამს,
მხოლოდ შენს თვალებს მივენდო, მინდა!
და შენი ფიქრის ყოველი წამი,
ჩემსკენ მომართო! ო, როგორ მინდა!
ო, როგორ მინდა, შენი სახელი
ვიმეორო და ვიყვირო ყველგან...
და ამისრულდეს ერთი ოცნება-
შენი ცხოვრებით მოხვიდე ჩემთან...
ისევ შეგხვდები...
არ ვიცი როგორ...
ისევ შევიგრძნობ შენი თმის შურნელს...
და როგორც შენთან მე მიდა ახლა,
ო, როგორ მინდა, რომ შენც ეს გსურდეს
მომენატრები...
შენ ისევ მოხვალ!...
ჩემს გულში მუდამ იქნები ჩემი,
რამეთუ შენმა უმანკო სითბომ
ჩემს სულს შეჰყარა ,,ლამაზი სენი”...

კვლავ აფეთქდება გაზაფხულზე იასამანი,
შენი სუნთქვა კვლავ მოაწყდება ჩემს დაღლილ სახეს.
შენი თვალების ცელქი კვესა მე გამაგიჟებს
ბედნიერებით გადაღლილი გვექნება ღამე...
მაგრამ შენ წახვალ, მე კი ისევ დავრჩები მარტო,
სიციცხლე, ჟინი სიყარული თვალწინ ჩამივლის!...
ჩვენი შეხვედრა ოდესღაც, რომ ვნებით გვათრობდა,
როგორც სიზმარი გაიელვებს და ტანს დამიშლის...
ერთი სურვილი შემორჩა ჩემს ობოლ გულის ხმას
იქნებ ოდესღაც შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად!
შემდეგ მანიშნო, მიამბო ან ჩუrჩულით მითხრა-
მე სიყვარულით ავტირდები გიჟივით ალბათ...
თუ შენც ოდესმე გიფიქრია ჩემს სიყვარულზე,
ნუთუ არასოდეს გაგჩენია განცდის სურვილი?
,,ეჰ, ალბათ არა !’’ მეც შენზე ფიქრს არავის ვუმხელ
და ასე ვივლი დარდიანი
შენი
წყურვილით!
ოდესმე მაიც ფიქრი ჩემზე თუ ძილს დაგიფრთხობს
მხოლოდ იმ ღამით ავტირდები ბედნიერებით,
მოვალ შენს ფიქრში, მოგეხვევი, გეტყვი:
მიყვარხარ!!!
და შენს ნაზ თითებს
დაგინამავ
თბილი
ცრემლებით!!!


2004 წ.


გივი გ. ქარჩავა



ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია


მე ლექსებში ვწნავ და ვქარგავ ეროტიზმს,
მუდამ ვფიქრობ მე მთვარიან ღამეზე,
როგორც სიძვით შეპყრობილი ენოტი
ჩემს საკბილოს ბუჩქნარებში დავეძებ.

კვნესა ისმის ამძუვნებულ რითმებში,
სტრიქონები შლიან შეშლილ ნატურას,
ვერ ისვენებს კალამი ჩემს თითებში,
ყალყზე შემდგარს ვხატავ კარიკატურას.

სტრიქონები გაშმაგებით კოცნიან
მათ მომდევნო მკერდაზიდულ სტრიქონებს,
რამდენჯერ და რამდენი უკოცნია,
ზის პოეტი და ღიმილით იგონებს.

ლექსი ხვნეშის ვით დაჭრილი ავაზა,
და კალამთან შეწყვილებას მოელის,
მთვარემ წუხელ ბაგე შემომთავაზა,
ვით მათარა მწყურვალ უდაბნოელის.

თვალებს ლულავს გადაღლილი ტაეპი,
ქაღალდი რომ ვნებით დაუნამია,
ხვდები რითმში ბუზივით რომ გაები? -
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია!


ალექს პაპიაშვილის ლექსები მაკლია. კომპში ვერ ვიპოვე ვერაფრით. თუ ვნახავ მაგასაც დავდებ. ჯერ კი ესენი წაიკითხეთ.



--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 16 2008, 10:28 AM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



წავიკითხე, კარგად ჩავაბულბულე smile.gif

წამოვიდოდი საღამოზე, ბაია რომ არ მიღნაოდეს სახლშიsmile.gif
ძალიან მაინტერესებს, თვითონ ავტორები როგორ კითხულობენ.
წარმატებები!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Apr 16 2008, 10:39 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



ციტატა(kato_Bato @ Apr 16 2008, 10:28 AM) *

წავიკითხე, კარგად ჩავაბულბულე smile.gif

წამოვიდოდი საღამოზე, ბაია რომ არ მიღნაოდეს სახლშიsmile.gif
ძალიან მაინტერესებს, თვითონ ავტორები როგორ კითხულობენ.
წარმატებები!


დიდი მადლობა. გაიხარე.

შეგიძლია ბაიაც წამოიყვანო. გარწმუნებ ისე კარგად ვკითხულობთ ლექსებს, შენი ბაია არ იღნავლებს. biggrin.gif
თან ხალხური სიმღერებიც შესრულდება მანდ.


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 16 2008, 01:58 PM
პოსტი #12


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



კითხვა ბოლოდან დაიწყეთ....smile.gif ბოლოში უფრო მომეწონა, მე პირადად...

კატო მართალია, ალბათ ავტორები თავისებურად კითხულობენ...


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 16 2008, 02:06 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია


მე ლექსებში ვწნავ და ვქარგავ ეროტიზმს,
მუდამ ვფიქრობ მე მთვარიან ღამეზე,
როგორც სიძვით შეპყრობილი ენოტი
ჩემს საკბილოს ბუჩქნარებში დავეძებ.

კვნესა ისმის ამძუვნებულ რითმებში,
სტრიქონები შლიან შეშლილ ნატურას,
ვერ ისვენებს კალამი ჩემს თითებში,
ყალყზე შემდგარს ვხატავ კარიკატურას.

სტრიქონები გაშმაგებით კოცნიან
მათ მომდევნო მკერდაზიდულ სტრიქონებს,
რამდენჯერ და რამდენი უკოცნია,
ზის პოეტი და ღიმილით იგონებს.

ლექსი ხვნეშის ვით დაჭრილი ავაზა,
და კალამთან შეწყვილებას მოელის,
მთვარემ წუხელ ბაგე შემომთავაზა,
ვით მათარა მწყურვალ უდაბნოელის.

თვალებს ლულავს გადაღლილი ტაეპი,
ქაღალდი რომ ვნებით დაუნამია,
ხვდები რითმში ბუზივით რომ გაები? -
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია!

კარგია smile.gif

დაღლილი ლექსებია : )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Apr 16 2008, 02:18 PM
პოსტი #14


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



[quote name='didou nana' date='Apr 16 2008, 11:14 AM' post='297493']
კი ბატონო. ვეცდები თითო პოეტის თითო ლექსი დავდო.




მაიკო ციცქიშვილი[/i]
ნუ დაიმალები რა!
ოდესღაც გაგიფიქრე და ვინანე

და ჩადენილი ცოდვასავით ამტკივდი

დავივიწყე და გამოვსწორდი

და დავდივარ მხოლოდ მარტივი გზებით!

ისევ უსირცხვილოდ ვიმალები

სხეულზე რომ თითები მაქვს

იმათ ვემალები და

სწორედ მაგ თითებით

სხეულზე რომ თვალები მაქვს

იმათ ვეფერები,

გულდაგულ ვაჯერებ

რომ ისევ შევიცვლები

რომ აღარ ჩაგიდენ

და საბოლოოდ მოგინანიებ
მაგრამ….…. ვერ გელევი და

დღეს უკვე მეხუთეჯერ

ნელ-ნელა გეწევი!
ძალიან კარგი ლექსია!მომეწონა ძაანsmile.gif


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი Apr 19 2008, 08:15 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით მინდა მოგმართოთ. სამშაბათს შზსუ-ში ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პრეზენტაცია ამინდის მოსალოდნელი გაფუჭების გამო(სარწმუნო წყაროების მიხედვით) ხუთშაბათამდე გადაიდო. ხუთშაბათს 2-ზე აუცილებლად გაიმართება.


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
didou nana
პოსტი May 16 2008, 06:01 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,827



IPB-ს სურათი


--------------------
შურ ძიუთ ინუქაქუ
ლაზურს დო მარგალურს,
კოლხის კოლხურქ გაჭყორდასინ,
ვა შინერს,
წყარმალუს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი