IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში ?, გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები
Atman
პოსტი Sep 15 2009, 06:32 AM
პოსტი #21


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ლაო ძი ამბობს, ვინც სხვას ძლევს ძლიერია, ვინც ტავის თავს მძლეთა მძლეო


დუუტ! ლაო ძის ნუ აციტირებ, მარტო ქრისტეს სიტყვები მოიყვანე, ლაო ძი მაცდურია და ეშმაკისეული , გვიბნევს გზას და ნირვანაში გვეპატიჟება tongue.gif




ციტატა
მე აღმოვაჩინე რომ ქრისტიანობა ყველაზე აღმატებულია თავისი ხედვით და ყველაზე ახლოს არის ჩემს გულტან, ამიტომაც გავხდი ქრისტიანი... ხოლო ქრისტიანობამ მითხრა რომ სხვა რელიგიებს შევეშვა, იმიტომ რომ მათი ნაწილი ადამიანური წარმომავლობისაა, ნაწილი დემონური...



მე მინდა ჩავწვდე იმას, რაც რელიგიებს მიღმაა. ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ქრისტიანული რელიგია განსხვავდება ერთმანეთისგან. და საერთოდ ამოვიდა ყელში ეს სახელები და კონცეფციები. ძირს გონება! გაუმარჯოს სიყვარულს! დღეიდან ცოტა ხნით სიყვარულს ვარქმევ ჯუზმარდულ რელიგიას და ჯუზმარდისტი ვხდები, ნეტა ვინმემ მითხრას არაა ჭეშმარიტი, კანონიკა და დოგმატიკა არა აქვსო და!.. biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ბოდიში, მაგრამ ფხიზელი ხარ? ქადაგებ, თან უჩვეულოდ, არა, არაფერი, კარგია პირიქიტ, მაგრამ გავოცდი რა...



ხო რაღაც ფორმაშია ნეო... გონება უჭრის smile.gif

ციტატა
არც მე მიყვარს, მამაო საღეჭი რეზინით, ან სიგარეტს რომ ეწევა ჩუმად მარშუტკის უკან, ან კიდევ რა ვიცი...მამაო ყირაზეც რომ გადავდეს ერთი მისხალ ცვლილებას ვერ მოახდენს ჩემს რწმენაში... იმიტომ რომ არსებობენ უამრავი ,,პატიოსანი მღვდელნი" როგორც დილის ლოცვანშია, და ესეც რომ არა მაინც არაფერი შეიცვლებოდა...ასეთია ჩემი ხედვა...



აი მე კი ეგეთი მამაო უფრო მიყვარს, ვინც ხორცს ლობიოდ აკურთხებს როცა სხვა არაფერია სუფრაზე biggrin.gif ღიპიანი მამაოები მეც არ მიყვარს, მითუმეტეს ოფლი რომ მოსდით და ძლივს სუნთქავენ, მაგრამ ხუმარა და ეშმაკუნა მამაოებზე ვგიჟდები. ცეცხლი უდგათ თვალებში, გულში კი დიდი სიყვარული smile.gif

ციტატა
მე გეტყვი რატომ მიყვარს ხატები, და რატომ ვცემ თაყვანს, მერე გადავალ მეორე საკითხზე...რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო:1. ნებისმერი ჩემი საყვარელი ადამიანის სურათი მიყვარს ძალიან, და არავის ვაპატიებ რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურათს შეურახყოფა მიაყენოს, ეს ალბათ საკამათო არ არის... პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ხატები ასეც დაინახო...2. ხატებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. არა მარტო ნაკურთ ხატებს, ნებისმიერ ხატს... მე პირადად დავაკვირდი, და დაჟე ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისიც კი რა სურათი უყენია დესკტოპზე... ამას ფსიქოლოგები მიხვდებიან რას ვგულისხმობ, ასეთი სურათები გარკვეულწილად აპროგრამირებენ ადამიანებს, და გადააქვთ მასშუ ხასიათი... აქედან გამომდინარე სასარგებლოა წმინდანი ხატი ძალიან ახლოს იყოს შენთან დღის განმავლობაში... მისგან ასე ვთქვათ სწავლობ, ქვეცნობიერად რაღაცეებს...3. გარდა ზემოთ თქმულისა, ხატს აქვს შინაარსის, ანუ ინფორმაციის გადაცემის ფუნქციაც, ისინი თავის დროზე წერაკითხვის უცოდინარ ადამიანებს გადასცემდნენ ცოდნას, და დღესაც ბევრს ასწავლიან რაღაცეებს... ანუ განათლების ფუქციასაც ატარებს...4. მართმადიდებლური ხატები, მაქსიმალურად დაშრეტილია ემოციისაგან, იმიტომ რომ ადამიანია პირველხარისხოვანი და ხატი მეორეხარისხოვანი... ანუ, ხატმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანზე ისე რომ მასში გააჩინოს არასწორი გრძნობები... ადამიანმა მხოლოდ შინაარსი უნდა აღიქვას...5. ცოტა მისტიკასაც შევეხები. ადრე ბევრი პრაქტიკოსისგან მქონდა გაგონილი და მერე ჩემი საკუთარ გამოცდილებითაც დავრწმუნდი რომ ხატის ტარება საკმაოდ რთულია. მთავარანგელზი მიქაელის ხატი ვიყიდე ერთხელ, და აღმოვაჩინე რომ რამდენი ამ ხატს გავიკეტებდი, იმდენი მძიმე ცოდვაში ვარდებოდი იმ დღეს (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმის ეფექტია, მაგრამ მაინც დავწერ). შემდეგ გამახსენდა ერთი მორჩილის ნათქვამი, რომ ხატის ტარება მიჭირსო... მოვძებე ამ მთავარანგელოზის დაუჯდომელი და ლოცვა, და ახლა იმ ხატს აღარ ვიკეტებ თუ ის ლოცვა არ წავიკითხე... ცვლილება ნამდვილად ვიგრძენი. ანუ, ხატის ტარებას ცოდნა უნდა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ (საკუთარ თავში ცოდვის დანახვასაც ცოდნა უნდა)...5. ამბობენ, რომ ხატი სარკმელია აქაურ და იქაურ სამყაროს შორის. არ ვიცი ეს როგორ არის, მაგრამ როცა ხატტან ვდგევარ, ასე მგონია იმ ხატიდან ის მიყურებს ვინც მასზეა ასახული... შესაბამისად ამის ნაყოფიც ძალიან კეთილი და სასარგებლოა...6. ჩვენ ხატებს, არ ვაკერპებთ როგორც ასეთი. ანუ როცა ხატს ვემთხვევით, თაყვანისცემის ობიექტი არის პიროვნება და არა თვითონ ხატი. ისევე როგორც საყვარელი ადამიანის სურათი. მართმადიდებლობაში როგორც ვიცი წმიდა სამებიდან, მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის(დარწმუნებული არ ვარ) იესო ქრისტესხატად გამოსახვა შეიძლება, ვინაიდან იქ ასახულია ქრისტეს ადამიანური ბუნება... მამა ღმერთის ასახვა, როგორც წესი არაკანონიკურია (თუმცა გვხვდება ასეთი ხატები), ვინაიდან არავის უხილავს ღმერთი...



ხატების თაყვანისცემა თეთრი მაგიაა თავისი არსით, მითუმეტეს ხატებს ძირითადად სურვილებით მიმართავენ (არავინ შემედაოს ამაში, თქვენს გულებში ჩაიხედეთ და იხვდებით რომ ასეა... არ ვამბობ რომ ეს ცუდია, მითუმეტეს თიუ სურვილები სხვისთვისაა და არა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ჩნდება კითხვა როცა რამე გჭირდება, თუნდაც შენთვის თუნდაც სხვისთვის, მენეჯერისთვის თხოვნას არ ჯობია პირდაპირ დირექტორს თხოვო?) მაგრამ აქვე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მენეჯერები უფრო მალე ასრულებენ წვრილმან სურვილებს a075.gif არადა ღმერთია ყველა სურვილის შემსრულებელი მაინც smile.gif ხალხო ისე არ გამიგოთ თითქოს სურვილს ცუდ რამედ ვთვლიდე. უბრალოდ უნდა დავიცვათ იერარქია და ვიცოდეთ ვის ვთხოვოთ და მადლბა ვის მოვუხადოთ. სასწაულმოქმედ ხატს უფრო დიდი ძალა აქვს თუ ღმერთს? მაშინ რატო პირდაპირ ღმერთს არ ვთხოვთ? ყველა რელიგია მაგიად იქცევა უმეცარი ადამიანებისთვის. ტიბეტში გულწრფელად და ღიად მაინც უხმობენ დემონურ ძალევბს როცა მტრის დამარცხება უნდათ (ბნელ ტანტრიკებს ვგულისხმობ) smile.gif

ერთ რაღაცას მოგიყვებით რაც საკუთარი თვალით ვნახე წირვის დროს. ერთი ძალიან სათნო სახის მოხუცი ქალბატონი მივიდა ხატთან (რომელზეც წმინდანს მახვილი უპყრია ხელთ) სანთელი დაუნთო და თხოვა, თან საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად: "მაგ მახვილით მოსპე ვისაც მე არ ვუყვარვარო" (რაღაც ამდაგვარი, ტექსტი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ შინაარსი ეს იყო). ასე რომ ყველა წესში და ტრადიციაში ნათელი მხარეც არის და ბნელიც, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. ქრისტესათვის ასეთი რაღაცის თხოვნა უკანასკნელ კრეტინსაც კი გაუჭირდება, მაგრამ ხატთან რა პრობლემაა, ხატი მტრებს მიუზღავს, ქრისტე კი შეგვინდობს მტრის სიძულვილს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს კრეტინის გონებაში!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 15 2009, 08:18 AM
პოსტი #22


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა

ღიპიანი მამაოები user.gif

არ მაბრკოლებს უნელიეთ თვალში მხვდება....

ჩემი ძმა პირველად რომ მივიდა აღსარებაზე ის მამაო ეწეოდა სიგარეტს და იმის მერე აღარც მისულა მასთან...
და მამა არჩილის და მამა პავლეს გარდა ყველა მღვდელს კრიტიკუად უყურებს... მათ შორის ჩემს მოძღვარსაც და მე ვბრკოლდები ამით...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 15 2009, 12:08 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



neo
შენ იკითხე რა გაბრკოლებთო და გიპასუხე smile.gif

თუ რატომ არ ვარ ხატთაყვანისმცემელი და მიცვალებულების ლოცვაზე დაიმედებული, ანაზე ბევრი გვიკამათია ფორუმზე..ვთვლი რომ ამ კამათის ხელახლა დაწყება არ მინდა. თუ გინდა პირადში მოგწერ რატომ არ არის ხატთაყვანისცემა ბიბლიური და ქრისტიანული a075.gif

Atman
ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ქრისტიანული რელიგია განსხვავდება ერთმანეთისგან.


გეთანხმებიიიიიიიიი დაღლამდეეეეეეეეეეეეეეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 12:11 PM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



sergi_glaxa

ციტატა
თუ რატომ არ ვარ ხატთაყვანისმცემელი და მიცვალებულების ლოცვაზე დაიმედებული, ანაზე ბევრი გვიკამათია ფორუმზე..ვთვლი რომ ამ კამათის ხელახლა დაწყება არ მინდა. თუ გინდა პირადში მოგწერ რატომ არ არის ხატთაყვანისცემა ბიბლიური და ქრისტიანული


მაგას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც, ასე რომ იყოს როგორცაა, სხვა რა გზაა... smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 15 2009, 12:28 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



Atman
ციტატა
მაგას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც, ასე რომ იყოს როგორცაა, სხვა რა გზაა...


ვერ მივხვდი რა იგულისხმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 12:29 PM
პოსტი #26


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



sergi_glaxa

რა ვიგულისხმე და შეუცნობელ არიან გზანი უფლისანითქოოოო (ასე ვამბობ ახსნა რომ მეზარება ხოლმე biggrin.gif )


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2009, 01:53 PM
პოსტი #27


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sergi_glaxa
ციტატა
თუ რატომ არ ვარ ხატთაყვანისმცემელი და მიცვალებულების ლოცვაზე დაიმედებული, ა



სერგი, მიცვალებუსლის კი არა, გარდაცვალებულის მიმართ. ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება, ანუ სხვა ფორმით, ჩვენგან უხილავად აგრძელებს ცხოვრებას.


სულის უკვდავების ხომ გწამს, ხოდა ეგაა რა biggrin.gif თუმცა,
ციტატა
ვთვლი რომ ამ კამათის ხელახლა დაწყება არ მინდა



ციტატა
თუ გინდა პირადში მოგწერ რატომ არ არის ხატთაყვანისცემა ბიბლიური და ქრისტიანული


რატომ არ არის კი არა, რატომ გარკოლებს smile.gif

არ არის არა, ტოლმა biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Sep 15 2009, 02:22 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



sergi_glaxa
ციტატა
შესაძლოა ბაგით არ აღიარო მაგრამ გულით ხომ იცი რომ ხატტაყვანისცემა არქრისტიანულია...

ვისურვებდი აგეხილოს სულიერი თვალები ამის დასანახად a075.gif


ხატთაყვანისცემა ნამდვილად ქრისტიანულია და ეს მეშვიდე მსოფლიო კრებაზეც დამტკიცდა წმინდა მამების მიერ სულიწმიდის ძალით. შენ თუ არ სცემ თაყვანს ხატებს, ეს შენი შეცდომილობის ბრალი ყოფილა


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2009, 02:26 PM
პოსტი #29


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sergi_glaxa
ციტატა
შესაძლოა ბაგით არ აღიარო მაგრამ გულით ხომ იცი რომ ხატტაყვანისცემა არქრისტიანულია...



და შენ გგონია, რომ გულის საწინააღმდეგოს ვაკეთებ? ანუ რისიც მწამს და არსაც გული აღიარებს იმის საწინააღმდეგოს?


ციტატა
ვისურვებდი აგეხილოს სულიერი თვალები ამის დასანახად


ანალოგიურად შენც biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 15 2009, 02:37 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მხევალი ნინო
ციტატა
ანალოგიურად შენც


როგორ გეტყობა განათლებული ქალი რომ ხაააარ smile.gif

ზოიამ მოგიკითხათ მცხეთიდან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 15 2009, 06:11 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჰო, თქვენის ნებართვით არასერიოზულ პოსტებს იგნორირებას გავუკეთებ (ალბათ არავის გაუტყდება)...

ჰო, ვირაცეებმა მქადაგებლობა რომ (კიდევ) არ დამაბრალონ ავხსნი რატმო გავხსენი თემა... მოკლედ იმიტომ რომ შესაძლოა არსებობდეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც მე თავში არ მომსვლია და რომლებზე პასუხების ცოდნაც აუცილებელია... შესაბამისად მე ასეთ კიტხვებს ვეძებ...

ჰო,

ზემოთ ითქვა კამათზე, - რა თქმა უნდა არ ვკამათობთ. აქ ან კითხვები დავსვათ, ან პასუხები გავცეთ და ვაჩვენოთ სხვებს ჩვენი ხედვა... კამათი არაფრის მომტანია... მე ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი, ინფორმაცია რაც მქონდა გადმოვეცი, ვისაც როგორ უნდა ისე აღიქვას და წაიკიტხოს... მოკლედ ყველა თვითონ აკეტებს არჩევანს... და არავინ არავის არაფერს თავზე არ ახვევს...


ეს შესავალი იყო smile.gif


ციტატა
ჩემი ძმა პირველად რომ მივიდა აღსარებაზე ის მამაო ეწეოდა სიგარეტს და იმის მერე აღარც მისულა მასთან...და მამა არჩილის და მამა პავლეს გარდა ყველა მღვდელს კრიტიკუად უყურებს... მათ შორის ჩემს მოძღვარსაც და მე ვბრკოლდები ამით...


სიმართლე რომ გითხრა, მე რომ ვნახო მღვდელი სიგარეტს ეწეოდეს, იმას მოძღვვრად არ გავიხდი... თუმცა ახსარება ისეთი მღვდელისთვისაც ჩამიბარებია ვისაც სახელი ,,წამლის კეტებით" ქონდა განთქმული...


სახარებაში ერთი მომენტია, სადაც ქრისტე ამბობს ფარისევლებზე ,,მოიქეციტ ისე როგორც ისინი გარიგებენ, და ნუ მოიქცევი ისე როგორც ისინი იქცევიან"... ზუსტად არ მახსოვს სად წერია... და ძალიან უცნაურიც არის და პარადოქსულიც ერთი შეხედვით...

მაგრამ ეს ასე არ არის, მთავარია რომ ჩვენ გვაქხსოვდეს რომ მღვდელი ისეთივე ადამიანია როგორიც ჩვენ... პირველ კლასში რომ ვიყავი, რას წარმოვიდგენდი თუ მასწავლებელიც ტვალეტში დადიოდა smile.gif... მაგრამ მასწავლებელი მოსწავლესთან მიმართებაში არის მასწავლებელი და არა ზოგადად და ყველგან...


მოძრვრები განსხვავდებიან სიმკაცრით, განსხვავდებიან ქადაგების სტრატეგიით (ზოგი ღრმაა ფილოსოფიურად ქადაგებს, ზოგი ყველასათვის გასაგებად, ზოგი 15 წთ, ზო საათნახევარი... და ა.შ.), ეკლესიებიც განსხვავდებია თავიანთი ტიბიკონებიტ ერთმანეთისაგან... მაგალითად ბევრ ეკლესიაში სავალდებულო არ არის ზიარების წინა შაბათს მარხვა, ზოგან სავალდებულოა...

ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს მისთვის შესაფერისი მოძღვარი, ისეთი რომელთანაც შეძლებს გახსნას... ისეთი რომელი მოძღვარიც მას დაეხმარება უფრო ღრმად განიცადოს მისი ცოდვები და უფრო ღრმა იყოს მისი სინანული დაშვებული შეცდომების მიმართ...

ადამიანის შეფასება არ შეიძლება მისი გარეგანი მოქმედებებით, ადამიანზე ტქმა რომ ,,ეს ცოდვილია", არის ჯანსაღ ლოგიკას მოკლებული აზრი... იმიტომ რომ არ არის ყველა ადამიანის სულიერი სტრუქტურა ერთნაირად მოწყობილი და ყველა ადამიანისაგან ერთნაირ ძალისხმევას არ მოითხოვს ცოდვის დამარცხება...



ქრისტიანობაში არსებობს ცნება ,,შთამომავლობითი ცოდვის" შესახებ. პრინციპში ეს ცოდვა პირდაპირი გაგებით არც არის ცოდვა, ვინაიდან ის ცილდება კონკრეტული პირის თვითუფლებრიობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებს...

შთამომავლობით გადადის ,,მიდრეკილება", ცოდვისაკენ. ამ მეტად შეუმჩნეველ მომენტს ადამიანები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ყველა დროსა და ყველა სივრცეში...

ერთხელ უკვე დავწერე ამის შესახებ:

ადამიანები როცა ქორწინდებოდნენ, კითხულობდნენ რა გვარის ადამიანი იყო საქმრო ან სასიძო, და ვინ იყვნენ მისი წინაპრები... ეს ცხოვრების მარტივმა პრაქტიკამ აჩვენა რომ მნიშვნელოვანი მომენტია... ამას ქრისტიანობაში ძალიან ბევრ ადგილზე აქვს გასმული ხაზი... ძალიან ბევრგან როცა საუბრობენ წმინდანებზე საუბრობენ მათი მშობლების სიწმინდეზეც...

ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა მრუში წინაპრებისაგან გაცილებით ძნელია დაამარცხოს მრუშობის ცოდვა, ვიდრე ადამიანისთვის რომელიც დაიბადა ჯანსაღი ოჯახიდან... და შესაბამისად ამ უკანასკნელს გაცილებით მეტად მოეთხოვება ვიდრე პირველს... (ო რა დიდია თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა ჩვენი შთამომავლობის წინაშე)

დასკვნა:

არ შეიძლება ადამიანი შეფასდეს მის მიერ ჩადენილი ცოდვების, ან თუნდაც სიკეთის მიხედვით... რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ როგორი სულიერი სტრუქტურა მიიღო მან მემკვიდრეობით...

აქვე ვსაუბრბროთ მოტივებზე, რადგან ძალიან ხშირად ,,ცოდვის" ჩადენას კეთილი მოტივი უდევს საფუძვლად, რომელიც ასევე შეუმჩნეველია გარედან...

დაუშვათ ერთი ბერი იყო, რომელიც ყოველდღე ,,მრუშების სახლში" დადიოდა, ბევრი განკითხვისა და გაკიცხვის შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ის, თავის მიერ მოქსოვილი ტომრების გაყიდვებით მიღებული შემოსავლებით შედიოდა, რატა ეყიდა მრუშის რამოდენიმე საათი და ამით ის მრუში რამოდენიმე საათით მაინც დაეცვა ცოდვისგან...


ასე რომ მეგობრებო, ნუ განვიკითხავთ და არ განვიკითხებით... იმიტომ რომ ღმერთმა თქვა შენი ენით განგამართლო და შენი ენითვე დაგსაჯოო...

განკიტხვას აჯობებს თუ შეგიძლია რამე შეცვალო, თუ არა და სიჩუმე უკეტესია...

ასეთია ჩემი ხედვა ამ საკიტხის მიმართ...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 15 2009, 06:27 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ერთ რაღაცას მოგიყვებით რაც საკუთარი თვალით ვნახე წირვის დროს. ერთი ძალიან სათნო სახის მოხუცი ქალბატონი მივიდა ხატთან (რომელზეც წმინდანს მახვილი უპყრია ხელთ) სანთელი დაუნთო და თხოვა, თან საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად: "მაგ მახვილით მოსპე ვისაც მე არ ვუყვარვარო" (რაღაც ამდაგვარი, ტექსტი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ შინაარსი ეს იყო). ასე რომ ყველა წესში და ტრადიციაში ნათელი მხარეც არის და ბნელიც, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. ქრისტესათვის ასეთი რაღაცის თხოვნა უკანასკნელ კრეტინსაც კი გაუჭირდება, მაგრამ ხატთან რა პრობლემაა, ხატი მტრებს მიუზღავს, ქრისტე კი შეგვინდობს მტრის სიძულვილს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს კრეტინის გონებაში!



ეს არ არის ქრისტიანული ტრადიცია და წესი... ქრისტიან ეკრძალება ურთიერთობა ბოროტ სულებთან... და პირდაპირი გამოცხადების წესიტ თუ ხდება ანგელოზთანაც არ შეიძლება საუბარი (იმიტომ რომ ვერ გაარჩევ ანგელოზია თუ ეშმაკი)...

გარდა ამისა, ეს ზემოთ აღწერილი ,,სათნო" ქალბატონი, მინდა გითხრა რომ ძალიან არაქრისტიანულად მოიქცა... ეს არც მეტი არც ნაკლები, შეურაცხყოფაა ხატიზე ასახული პიროვნებისა...

ქრისტიანს ეუბნებიან ,,გიყვარდეს მტერი შენი, იმიტომ რომ თუ მხოლოდ შენი მოყვარე გეყვარება, მაშინ სადაა შენი ქრისტიანობა ? ასე ხომ წარმართებიც იქცევიან"...

ჩვენ ვიბრძვით მტრების წინაშე, არა საკუთარი პირადი ინტერესებიდან, არამედ მოყვასის ინტერესებიდან გამომდინარე... ჩვენ ვკლავთ არა იმიტომ რომ ჩვენ გვემუქრება სიკვდილი არამედ იმიტომ რომ ჩვენ შვილებს ემუქრება სიკვდილი...

კიდევ ერთი ქრისტიანები თვლიან ,,რომ მათ არ შეწევტ ძალა დაიმორჩილონ ბოროტი სული, შეუძლებელია როგორც მისი დამორჩილება, ისე მისი დარწმუნება რომ კეთილთა მხარეს გადმოვიდეს"... და ძალიან ცდება ის ვისაც გონია რომ ბოროტი სულების დამორცილებით თავს რამე სარგებელს მოუტანს...

ასეთია ჩემი აზრი ამ საკითხზე...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Sep 15 2009, 08:10 PM
პოსტი #33


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



ციტატა(Atman @ Sep 15 2009, 07:32 AM) *


აი მე კი ეგეთი მამაო უფრო მიყვარს, ვინც ხორცს ლობიოდ აკურთხებს როცა სხვა არაფერია სუფრაზე biggrin.gif ღიპიანი მამაოები მეც არ მიყვარს, მითუმეტეს ოფლი რომ მოსდით და ძლივს სუნთქავენ, მაგრამ ხუმარა და ეშმაკუნა მამაოებზე ვგიჟდები. ცეცხლი უდგათ თვალებში, გულში კი დიდი სიყვარული smile.gif




ეს სიტყვა ცოტა უადგილო ხომ არაა?


"ცოტა" ?


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 15 2009, 08:17 PM
პოსტი #34


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(syd @ Sep 15 2009, 01:26 AM) *

მაშიკო
მოიკვეთე და განაგდე ძმაი შენი...

რად გინდა ეგეთი ძმა თუ გაბრკოლებს?
user.gif

ზოგჯერ ეგეც საჭიროა...
ერთხელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდი იმის გამო რომ დავასკვენი მცირედმორწმუნე ვართქო და ჯოჯოხეთშიც არ მიმიღებენთქო... ეს რომ ჩემს ძმას ვუთხარი ისე "დამმოძღვრა" მდგომარეობიდან გამოვედი, შემადარა იმ ადამიანს რომელიც სართოდ არ დადის ეკლესიაში და რომელსაც არც წამს....


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Sep 15 2009, 08:47 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



მაშიკო
ციტატა
ერთხელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდი იმის გამო რომ დავასკვენი მცირედმორწმუნე ვართქო და ჯოჯოხეთშიც არ მიმიღებენთქო...

შენ თუ ჯოჯოხეთში ადგილების უკმარისობა გადარდებს, მაგაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ადგილები თუ დააკლდებათ დაამატებენ a075.gif biggrin.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 15 2009, 08:53 PM
პოსტი #36


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



nino84
აი ეხლა უკვე მშვიდად ვარbiggrin.gif
გუშინ ერთად ვნახე დაახლოებით 10-15 მღვდელი და თავი სამოთხეში მეგონაsmile.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 15 2009, 09:46 PM
პოსტი #37


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



neo

ციტატა
ეს არ არის ქრისტიანული ტრადიცია და წესი... ქრისტიან ეკრძალება ურთიერთობა ბოროტ სულებთან... და პირდაპირი გამოცხადების წესიტ თუ ხდება ანგელოზთანაც არ შეიძლება საუბარი (იმიტომ რომ ვერ გაარჩევ ანგელოზია თუ ეშმაკი)...გარდა ამისა, ეს ზემოთ აღწერილი ,,სათნო" ქალბატონი, მინდა გითხრა რომ ძალიან არაქრისტიანულად მოიქცა... ეს არც მეტი არც ნაკლები, შეურაცხყოფაა ხატიზე ასახული პიროვნებისა...ქრისტიანს ეუბნებიან ,,გიყვარდეს მტერი შენი, იმიტომ რომ თუ მხოლოდ შენი მოყვარე გეყვარება, მაშინ სადაა შენი ქრისტიანობა ? ასე ხომ წარმართებიც იქცევიან"...



კაი ერთი! მართლა ეგრეა?!

ხალხო ამდენ ლაპარაკს ვინმე გამეცანით ნორმალურად და დავილაპარაკოთ ნორმალურად! სულ ერთი თვეწა რაც ამ ფორუმზე ვარ იმიტომ რომ თქვენი პირადად გაცნობა და ახლო კონტაქტი მინდა... კარგ ადამიანებად მიგიჩნევთ და იმიტომ... სულით ქრისტიანი ვარ მაგრამ ბევრი მაქვს საკამათო ქრისტიანებთან... მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება არ მინდა არც კამათი და არც ფილოსოფია... დალევა მინდა თქვენთან და პურის ჭამა... დავლიოთ ჩაი და ვისაობროთ ხელოვნებაზე როგორც ნიკალა იტყოდა და ეს ლაპარაკი და ყოველი სიტყვა აქ ბოდიში მაგრამ სრული უაზრობაა, თუნდაც იმიტომ რომ თუ გინდა სხვას ასწავლო ღმერთის სიყვარული ჯერ თავად უნდა გიყვარდეს ღმერთი და აბა გამოდით და მითხარით რომელიმემ რომ ღმერთი გიყვართ! ერტმანეთი შევიყვაროთ ხალხო9 და ერთმანეთს გავუგოთ ჯერ და იმაზე ნუ ავაგებთ კაცობას რა გვწამს და რა არ გვწამს! ისლამისტები მივაკაჩავე თავის ფორუმზე იმიტო რო მთვრალი ვიყავი და ვერ შევიკავე თავი მაგრამ ხანდახან თქვენ უფრო მიშლით ნერვებს თქვენი დაციკლულობით რაღაცეებზე! მე იმას მაინც ვხვდები რომ იდიოტი ვარ და არაფერი მესმის და გამოჩნდეს ვინმე ჩემნაირი იდიოტი და მელაპარაკოს ადამიანურად პირისპირ!

უუუუფ რა ვიბაზრეეე smile.gif)))


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 15 2009, 09:58 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა
რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში?

უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია...
საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ
აუ რა სუსტი ვარ არა...
სიამოვნებით მოგისმენთ...
ძალიან მჭირდება თან

საჭმელზე პირჯვრის გადასახვა.. არვიცი სიტუაცია.. მარა
ნუ გააკეთებ დემონსტრაციულად, შეუმჩნევლად გააკეთე yes.gif - დემონსტრაციული საქციელი, მითუმეტეს ასეთი ხასიათის გაღიაზანებას იწვევს.. და სხვა სახელს არქმევენ ხომე..
და თუ ასე გააკეთებ ყურადღების მიქცევს გარეშე და ვინმე გხედავს, გააკეთე ღირსებით,
ხარ პიროვნება, გაქვს შენი შეხედულებები, ღირებულებები, მოსწონთ ეს სხვებს თუ არა.. IPB-ს სურათი
ხოდა არ მგონია ცუდი რეაქცია გამოიწვიოს ასეთმა ქმედებამ.. და თუ მაინც გამოიწვია… მაშინ გამარჯობა. შენ უფლის რჩეული ხარ - 'უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.'

უფალმა ტკივილი და ჯვარცმა დაითმინა ჩვენთვის, სიყვარული ნიშნავს თავგანწივას და ქრისტიანმა მისი სიყვარულისთვის სირცხვილიც დაითმინოს უნდა, და მეტიც. ადრე ქრისტიანობისთვის და ჯვრისთვის სიკვდილით სჯიდნენ, უფლის რჩეულები სისხლით ამოწმებდნენ სიყვარულს, ხოდა დღეს უფლის სიყვარულისთვის განსაცდელი შედარებით მსუბუქია ასე რომ. ჯვრის გადასახვისთვის ლომის გალიაში შეგდებას, სირცხვილი ჯობია სიტყვაზე მენდე. IPB-ს სურათი

ან კაი რა .. რა პატივსაცემი ადამიანი ყველა ცრუა და ამაო.. დღეს თუ უყვარხარ, ხვალ შეიძლება პირველი იყოს შენს ჯვარცმელთა რიგებში. ესაა ცხოვრება. და ესაა ადამიანი. უმეტესობა ბოროტის მარიონეტი, თან ისსე ვერც ხვდება.. ხოდა სად ასეთი ბენტერა ადამიანის აზრი და სად ცისა და ქვეყნის შემოქმედის უცვალებელი ღმერთის..
ოდა ვისაც არ მოსწონთ და არ აწყობთ შენი შეხედლებები, ქცევები,
დროა გასასვლელი კარი გაუკეთო შენს გულს და მისკენ გაუყენო ყველა,.. IPB-ს სურათი
ნაკლები ტრალაალა ადამიანი ნაკლები პრობლემა..
IPB-ს სურათი ბიქოოზ აი გათთაა ჰააიიი.. ლალალა ტატატა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 16 2009, 10:02 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ხალხო ამდენ ლაპარაკს ვინმე გამეცანით ნორმალურად და დავილაპარაკოთ ნორმალურად! სულ ერთი თვეწა რაც ამ ფორუმზე ვარ იმიტომ რომ თქვენი პირადად გაცნობა და ახლო კონტაქტი მინდა... კარგ ადამიანებად მიგიჩნევთ და იმიტომ... სულით ქრისტიანი ვარ მაგრამ ბევრი მაქვს საკამათო ქრისტიანებთან... მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება არ მინდა არც კამათი და არც ფილოსოფია... დალევა მინდა თქვენთან და პურის ჭამა... დავლიოთ ჩაი და ვისაობროთ ხელოვნებაზე როგორც ნიკალა იტყოდა და ეს ლაპარაკი და ყოველი სიტყვა აქ ბოდიში მაგრამ სრული უაზრობაა, თუნდაც იმიტომ რომ თუ გინდა სხვას ასწავლო ღმერთის სიყვარული ჯერ თავად უნდა გიყვარდეს ღმერთი და აბა გამოდით და მითხარით რომელიმემ რომ ღმერთი გიყვართ! ერტმანეთი შევიყვაროთ ხალხო9 და ერთმანეთს გავუგოთ ჯერ და იმაზე ნუ ავაგებთ კაცობას რა გვწამს და რა არ გვწამს! ისლამისტები მივაკაჩავე თავის ფორუმზე იმიტო რო მთვრალი ვიყავი და ვერ შევიკავე თავი მაგრამ ხანდახან თქვენ უფრო მიშლით ნერვებს თქვენი დაციკლულობით რაღაცეებზე! მე იმას მაინც ვხვდები რომ იდიოტი ვარ და არაფერი მესმის და გამოჩნდეს ვინმე ჩემნაირი იდიოტი და მელაპარაკოს ადამიანურად პირისპირ! უუუუფ რა ვიბაზრეეე )))



აქ რა წერია ვერ გავიგე, მაგრამ აი ჩვენი ნახვა თუ გინდა ეგ ძალიან იოლი საქმეა, მსმელი და პურისმჭამელი ხალხი ბევრი გვყავს ფორუმზე და ხშირად ვიკირბებით ხოლმე... ოღონდ ჩაიზე ნაკლებად biggrin.gif



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 16 2009, 10:16 AM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



neo

აუ რა მთვრალი ვიყავი გუშინ biggrin.gif ჩაი ობრაზნა ვთქვი თორე საერთოდ არ ვსვამ მაგ ცხელ წყალს biggrin.gif მეც გამაგებინეთ როცა შეიკრიბებით a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი