თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბიუჯეტი _ ფონდის შემოსავალ-გასავალი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 11 2008, 10:38 AM

ფორუმელებო,
ფორუმის საქველმოქმედო ფონდის საფინანსო ჯგუფმა გადაწყვიტა ყოველთვიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ.
ინფორმაცია მოცემულია ლარებში:
ფონდის ჯამურმა შემოსავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5700 ლარი, რაც 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ შემოსავლებს:

IPB-ს სურათი

ფონდის ჯამურმა გასავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5400 ლარი, რაც ასევე 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ გასავლებს:

IPB-ს სურათი

ქვემოთ მოცემულია ჯამური შემოსავლების სტრუქტურა სპონსორების მიხედვით, ლარებში:

IPB-ს სურათი

ფორუმელებო, ჩვენი აზრით, დადგა დრო, როცა ფონდის მიერ შექმნილი სიკეთე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ფონდის ფინანსურმა ჯგუფმა გადაწყვიტა მაგთისა და ჯეოსელის ნომრების აღება, რათა თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა ფონდის საქმიანობაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა...
ფონდის დაარსებიდან დღემდე ჩვენ მცირე თანხებით მაგრამ მაინც შევძელით რამოდენიმე ათეული ადამიანისათვის, ასევე სხვადასხვა ბავშვთა სახლებისა და მონასტრებისათვის დახმარების გაწევა... (შეგიძლიათ იხილოთ ლინკი http://church.ge/index.php?showforum=44 )

დღეს ფორუმზე დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი მომხმარებელი, თუ აქედან, ნახევარი, თვეში ერთ ზარს მაინც გააკეთებს ფორუმის შემოსავლები საშუალოდ 200%-თ გაიზრდება...

ზარის ღირებულებაა 1 ლარი, წინასწარ გიხდით მადლობას:
მაგთი – 200329
ჯეოსელი - 700580

თუ გაქვთ შენიშვნები, გთხოვთ მოგვწეროთ http://church.ge/index.php?CODE=04&act=Msg&MID=765&MSID=116550

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)