სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარულის არსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარულის არსი |
კანუდოსელი |
Nov 6 2006, 12:59 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ღმერთმა ისე შეიყვარა კაცობრიობა, რომ ადამიანი გახდა, უბრალოდ კი არ გახდა, არამედ ეწამა, მარტო კი არ ეწამა, არამედ მოკვდა, არა მარტო მოკვდა, არამედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, არა მარტო ჯოჯოხეთში, არამედ აღდგა და არა მარტო აღდგა, არამედ ამაღლდა და კაცობრივი ბუნება ძღვნად მამა ღმერთს მიართვა.
აბა ამაზე მეტი სიყვარული არ არის არსად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Nov 6 2006, 01:01 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ღმერთმა ისე შეიყვარა კაცობრიობა, რომ ადამიანი გახდა, უბრალოდ კი არ გახდა, არამედ ეწამა, მარტო კი არ ეწამა, არამედ მოკვდა, არა მარტო მოკვდა, არამედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, არა მარტო ჯოჯოხეთში, არამედ აღდგა და არა მარტო აღდგა, არამედ ამაღლდა და კაცობრივი ბუნება ძღვნად მამა ღმერთს მიართვა. აბა ამაზე მეტი სიყვარული არ არის არსად გაიხარე. . . და ეს ყოველივე ჯერ კიდევ პირველმშობლებამდე, მარადისობაში გადაწყდა. . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Georg |
Nov 6 2006, 01:40 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
glaxa! - ზღაპრული თემა გახსენი! დიდი მადლობა! მეორე დღეა ვაპირებ გიპასუხო და ვეღარ მოვედი ამ თემამდე, ახლა ჯერ ვანთავსებ პატრიარქის აზრს, მის შემდგომ ჩემსას(მოსაზრებას) დავდებ.
ადამიანის გულისათვის . . . ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, კაცი სიყვარულისა და ნეტარებისათვის შექმნა, იმ ნეტარებისათვის,რომელიც მხოლოდ სულიერი ამაღლებით მიიღწევა. . . ყოველი ჩვენგანი მოვალეა დაფიქრდეს, საიდან მოვიდა, რისთვის მოვიდა და საითკენ მიდის. ჩვენ კი, სამწუხაროდ, უმეტესწილად საკუთარი თავის შეცნობას სხვათა შეცნობასა და მათი ნაკლის დანახვას ვამჯობინებთ. თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობამ სცადა შეესწავლა თავისი თავი და ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ბევრი რამ მაინც მიუღწეველი და დაფარული დარჩა. მაგალითად, დღემდე ვერავინ გასცა პასუხი კითხვას - რა არის სიცოცხლე! ბოლომდე ხორბლის ერთი მარცვლის საიდუმლოც კი ვერ ამოვიცანით. მართალია, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ხორბლის ხელოვნური მარცვალი, რომლის ქიმიური შედგენილობა იგივეა, რაც ბუნებრივი მარცვლისა, მაგრამ რომ დავთესოთ არ ამოვა, რადგან მას ის საიდუმლო სიცოცხლისა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ წვდება, არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რო ადამიანი აზროვნებს, მაგრამ თუ როგორ წარმოიშვება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - ამ კითხვაზე სრული პასუხი ჯერაც არავის გაუცია. . . ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლოვმა გულს დიდი გონება უწოდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს. . . უფალი ადამიანისგან არა ცოდნას, ან მდიდრულ შესაწირავს, არამედ გულს მოითხოვს. იგი ყველა ადამიანს ეუბნება: შვილო, მომეცი შენი გული. თუ გული ამისთვის მზად გვაქვს, მივართმევთ, თუ გული მზად არ გვაქვს, ვერ მივცემთ. . . უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 23 მარტი, 1985 წელი + + + უფლის მოძღვრება მუდამ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, ადამიანიც "თავის ხატად" სიყვარულისთვის შექმნა, უფალმა ამ პროცესის მიმდინარეობაც ადამიანისათვის თვალხილული გახადა - ადამიანის თავის ტვინს შეუძლია გამოყოს, შესაბამის სიტუაციებში ნეიროპეპტიდები, რომლებიც თავიანთი ფუნქციით ნეირომოდულატორებს წარმოადგენენ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანს უყვარს, მისი თავის ტვინი გამოყოფს სპეციფიურ ნეიროპეპტიდს, რომლის მიკროსკოპული პორცია ფანტასტიურ გავლენას ახდენს ადამიანის მთელ ორგანიზმზე, ასწორებს ყველა დეფექტს დაავადებებით გამოწვეულთ და იწყება ქსოვილთა განახლების პროცესი, ეს კონკრეტული ნეიროფიზიოლოგიური და ანდროლოგიური კვლევებითაა დადგენილი, ამიტომაა სიყვარული ღვთაებრივი კატეგორია და ამიტომ გვასწავლის მუდმივად ეკლესია ნამდვილი სიყვარულის რაობას, რაც სულიერი და ფიზიკური ჯანსრულობის გარანტიაა! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Georg |
Nov 7 2006, 10:11 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
„დიდ არს ძალი სიყვარულისაჲ, რომელი მორჩილ ჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელთაცა“.
არსენი ამარტოლი http://literatura.iatp.ge -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
თამარი |
Nov 7 2006, 03:15 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
სიყვარულის არსს ყველაზე ნათლად და ღრმად, ჩემი აზრით, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს: "საყვარელნო, ვიყვარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყვარული ღმრთისგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს". (1იოანე 4,7-8) საყუარელნო, ვიყუარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. მოციქულ იაკობის ეპისტოლე 4:7[/color][/size] ეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებია. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ხათუნა |
Nov 7 2006, 06:49 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...
ილია ჭავჭავაძე -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
Mesxi |
Nov 7 2006, 09:31 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 16-October 06 წევრი № 279 |
ოხერი რამეა სიყვერული ეს ის გრძნობაა რომელიც ვერცერთმა მეცნიერმა ვერ ახსნა.კი ეპოტინებიან მაგრამ მაინც.
|
გლახა |
Nov 7 2006, 10:48 PM
პოსტი
#8
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
Mesxi
სიყვარულს მხოლოდ ის ხსნის ვისგანაც მოდის ..ასე რომ..მეცნიერებს შანსი არ აქვთ.. |
თამარი |
Nov 7 2006, 10:52 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ახლა რატომღაც გოდერძი ჩოხელის სიტყვები გამახსენდა:
სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! http://literatura.iatp.ge./ -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
Nov 8 2006, 12:07 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-სიყვარულის სწავლება არ შეიძლება, მისით ღმერთმა უნდა დაგვაჯილდოვოს, ღმერთი კი მას აჯილდოვებს, ვისაც წმინდა გული აქვს..
ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tat-ia |
Nov 8 2006, 04:40 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-November 06 წევრი № 378 |
სიყვარული, ჩემი აზრით , უდიდესი ნიჭია რითაც ღმერთმა დააჯილდოვა ადამიანი, მაგრამ არავის ქვეყნად ისე არ ვუყვარვართ, დედასაც კი, როგორც ღმერთს
|
დავით ივერიელი |
Nov 8 2006, 04:56 PM
პოსტი
#12
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
glaxa
შენ მოგეხსენება მე როგო ვარ ნაჩხუბარი სიყვარულტან... ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... -------------------- მერე რა რომ . . .
|
mogzaura |
Nov 8 2006, 06:41 PM
პოსტი
#13
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
სიყვარული მართლაც ნიჭია ღმერთისგან ბოძებული
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
თამარი |
Nov 8 2006, 08:33 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
glaxa შენ მოგეხსენება მე როგო ვარ ნაჩხუბარი სიყვარულტან... ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... ციტატა ერთადერთი ვინც მიყვარს ეს უფალია... და ერთი ადმიანი , ვინც უფალი შემაყვარა.... მესმის, რომ ეს სიტყვები ნახევრად ირონიითაა ნათქვამი, მაგრამ მაინც მოვიყვან ამის პასუხად წმიდა მაქსიმე აღმსარებლის გამონათქვამს: მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, სასოება კი მხოლოდ ერთადერთის, ღვთისა, გვმართებს და მხოლოდ მას, ერთს უნდა ვემსახუროთ მთელი ძალით. რამეთუ, ვიდრე ღმერთი გვიფარავს, მეგობარნიც კეთილგანოყობილნი არიან და მტერთაც არ ძალუძთ ბოროტისყოფა, ხოლო როცა ღმერთი მიგვატოვებს, მაშინ მეგობრებიც ზურგს შეგვაქცევენ და მტრებიც შეძლებენ ჩვენს ძლევას. ეჰჰ ჩემი აზრით, ვისაც ასე ერთხელ მაინც არ ამოუხრია, ჯერ ცხოვრება არ დაუწყია. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
დავით ივერიელი |
Nov 9 2006, 12:10 AM
პოსტი
#15
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
.:თამარი:.
არავითარი ირონია... შენ ის არ გაქვს ნანახი რაც მე.. და ამიტომ ვერ გაიგებ ჩემს მდგომარეობას... -------------------- მერე რა რომ . . .
|
გლახა |
Nov 9 2006, 11:19 AM
პოსტი
#16
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
.:თამარი:.
თამრიკოოოოოო არ გამიბრაზო ბურნუთა.... დატანჯა სიყვარულმა ეს კაცი.... ოი მაყვალას რა ვუტხარი.... მეც ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ბურნუთა იტანჯება..... დავით შენ გული არ გაიტეხო... "გაფიცებთ თქვენ ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული , ვიდრემდის თავად არ ინებოს" ქებათა-ქება 3:5 |
თამარი |
Nov 9 2006, 08:16 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
.:თამარი:. არავითარი ირონია... შენ ის არ გაქვს ნანახი რაც მე.. და ამიტომ ვერ გაიგებ ჩემს მდგომარეობას... მომიკვდეს თავი. შენთვის გულისტკენა აზრადაც არ მომსვლია. ოღონდ ნუ იტყვი, რომ ვერ გავიგებ. შენ რა იცი, იქნებ მეც მაქვს ნანახი.... .:თამარი:. თამრიკოოოოოო არ გამიბრაზო ბურნუთა.... დატანჯა სიყვარულმა ეს კაცი.... ოი მაყვალას რა ვუტხარი.... მეც ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ბურნუთა იტანჯება..... დავით შენ გული არ გაიტეხო... "გაფიცებთ თქვენ ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული , ვიდრემდის თავად არ ინებოს" ქებათა-ქება 3:5 არ ვაბრაზებ, ხალხო. მხოლოდ ის ვიგულისხმე, მარტო ერთი ადამიანი რომ გიყვარს, ყველა გიყვარდეს-მეთქი. ადამიანის გული ძალიან ბევრს იტევს-მეთქი, მთელ ქვეყნიერებასაც-კი-მეთქი. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მნათე |
Nov 10 2006, 02:07 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მთავარია ერთიანობა
მეორეხარისხოვანია მრავალფეროვნება ყველაფერში სიყვარული -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კარტოზა |
Nov 10 2006, 09:49 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 446 |
gvikvardes gmerti upirvelesad gmerti da merekvela da kvelaperi danarcheni
|
ქავთარაძე |
Nov 10 2006, 09:59 PM
პოსტი
#20
|
დაურეგისტრირებელი |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი