IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 39 40 41  
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
agnesa
პოსტი Jan 12 2010, 06:46 PM
პოსტი #801


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-January 10
წევრი № 7,928



ჩემ ახლობელს ორი გოგო ჰყავდა. ქმარს ძალიან უნდოდა თურმე ბიჭი და ეს უბედური გოგოც ლამის ყოველთვე ორსულდებოდა, მიდიოდა ექოსკოპიაზე (იყო და არის კიდეც მგონი ერთი ასეთი ცნობილი ექოსკოპისტი, ადრეულ ეტაპზე რომ ადგენს სქესს - და ვინ იცის, ადგენს კიიი??), ნახავდა რომ გოგო იყო და ეგრევე იშორებდა... მერე გააჩინა როგორც იქნა ბიჭი. ხშირია ასეთი შემთხვევები საქართველოში, სხვათა შორის, საერთაშორისო ტერმინოლოგიით გენდერული ძალადობის (gender-based violence) ყველაზე ადრეულ სტადიად ითვლება.

ისე როცა დედის სიცოცხლე საფრთხეშია, ნაყოფის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ასევე დედის ჯანმრთელობისთვის საშიშია, (რომ აღარაფერი ვთქვათ მკვდარ ნაყოფზე) - მე ვთვლი, რომ დედის გადარჩენაა მიზანშეწონილი. მითუმეტეს, თუ მას სხვა შვილებიც ყავს - მცირეწლოვანი ბავშვების დაობლებაზე დიდი უბედურება ცოტა თუ წარმომიდგენია.

ციტატა(tako@tako @ Feb 6 2009, 04:03 PM) *

ეს რა სურათებია კაი რა ohmy.gif მე ცუდათ ვარ ცოტა შეგელამაზებინა ერთი კვირა ვეგარ დავიძინებ sad.gif sad.gif
ნეტა ვინც ამას აკეთებს იმათ როგორ ძინავთ?ან იმ ქალს ''დედის'' დაძახებაზე რეაქცია კავს ნეტა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 16 2010, 04:40 PM
პოსტი #802


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



როგორ განვიხილოთ აბორტების პრაქტიკა?

საკითხი აბორტის დაშვებულობის შესახებ მეტყველებს ადამიანის, საერთოდ კაცობრიობის განსაცვიფრებელ უგრძნობელობაზე ადამიანის სიცოცხლის მიმართ. საზარელია ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთდროულად საუბრობენ ადამიანთა სიცოცხლის სიწმინდეზე და იქვე ნებას რთავენ და აკანონებენ აბორტს. მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც აბორტი დაკანონებულია, არავის, დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული ჩვეულებრივი მოქალაქით, არა აქვს უფლება თქვას, რომ ადმაიანის სიცოცხლე სიწმინდეა, რადგანაც აბორტი მკვლელობაა.
იმის თქმა, რომ აბორტი შესაძლებელია გაკეთდეს რაღაც მომენტში მანამდე, სანამ ჩანასახი უკვე ხილულად მიიღებს ბავშვის სახეს, ასევე არ არის მდგომარეობიდან გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში, მორწმუნეთათვის. გვაქვს კი უფლება, ვთქვათ, რომ როდესაც ღვთისმშობელს ჩაესახა ქრისტე მაცხოვარი, რაღაც მომენტამდე - მე-14, მე-18, 28-ე კვირამდე - ის არ იყო ადამიანი და არ იყო დაბადებული ღმერთი? არა, ჩასახვის მომენტშივე ბავშვის ჩანასახი უკვე ადამიანია, მისი განადგურება ადამიანის მკვლელობაა. ამას უნდა შევხედოთ პირდაპირ და სერიოზულად, ამ ვითარებაში არავითარი პატიება არ არსებობს. აბორტი ან ადამიანების აღვირახსნილობის შედეგია, ან მეტყველებს ადამიანის სიცოცხლის მიმართ სრულ უგრძნობელობაზე. ეკლესიის თვალთახედვით, სახარების თვალთახედვით, ან, უბრალოდ, საღად მოაზროვნე კაცობრიობის თვალთახედვით ეს დანაშაულია. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამის თაობაზე.
იმ ქალებმა, რომლებიც აბორტს იკეთებენ, არ იციან, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური. არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც აბორტის შემდეგ ქალი კარგავს ბავშვის შეძენის უნარს; და მაშინ იგი ნამდვილად სასოწარკვეთილებაში ვარდება, მას ერთმევა ის დედობრივი სიხარული, რომელზედაც რაღაც მომენტში უარი თქვა და რაზედაც ახლა სრულიად ამაოდ ოცნებობს.
მაგრამ, ამას გარდა, ფსიქოლოგიურადაც ხდება, რომ ადრე თუ გვიან ცოლ-ქმარი ან ერთი მათგანი გონს მოდის. ისინი უეცრად მიხვდებიან, თუ რა ჩაიდინეს, რომ ის, რაც ჩაიდინეს, გამოუსწორებელია, მათ გაანადგურეს ცოცხალი არსება, წაართვეს სიცოცხლე, რომელსაც თავად ისინი ასე აფასებენ და ასე უყვართ.
ვფიქრობ, ამას შეიძლება დავამატო კიდევ ერთიც მორწმუნისათვის: ხანდახან ისიც ხდება, რომ ადამიანი ცოდვას ჩაიდენს და ეს ცოდვა, ასე თუ ისე, გამოსწორებადია. ადამიანს, რომელთანაც ვიჩხუბეთ, შეიძლება შევურიგდეთ. ბოროტება, რომელიც ადამიანს გავუკეთეთ, ზოგჯერ შეიძლება გამოვასწოროთ, მაგრამ ცოცხალი არსებისათვის სიცოცხლის წართმევა გამოუსწორებელი დანაკარგია. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შევთხოვოთ უფალს, მიანიჭოს საუკუნო განსვენება ამ სულს, რომელისაც არ მივეცით ხორცშესხმისა და ცოცხალ ადამიანად ქცევის საშუალება. ვფიქრობ, აქ არის იმედის რაღაც ნაპერწკალი. მართლაც, ღვთის წინაშე, ყოველი ჩასახული არსება ცოცხალი არსებაა; საჭიროა მისთვის ლოცვა და სინანული სიცოცხლის ბოლომდე იმის გამო, რომ ცოცხალ არსებას მოესწრაფა სიცოცხლე ქარაფშუტობის, ბიწიერების, რაღაც სხეულებრივი თუ სულიერი გაუმაძღრობის გამო. ეს მონანიების საქმეა. მაგრამ მონანიება უაზრობაა, თუკი მას ნაყოფი არ მოაქვს; როდესაც ამბობენ, რომ კვლავ აქვს ადგილი განმეორებით აბორტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ გააცნობიერა, ჯერ ვერ მიხვდა, თუ რა ჩაიდინა. მონანიების შედეგი უნდა იყოს შეგნება, რომ ამის ჩადენას ადამიანი ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებს.
მეცნიერება - აბორტის შესახებ

მეცნიერება წინ მიიწევს!
დღეისათვის ექიმ ნატანსონის დასკვნები უკვე მოძველებულია. თანამედროვე ბირთვულმა მედიცინამ თავის განვითარებაში ნახტომი გააკეთა.
1) აი, რას ამბობენ მეცნიერული დაკვირვებები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხორციელდება:
ა) მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა!
ბ) მე-7 კვირაზე (50 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარია იმის დასადგენად, ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. პატარა ადამიანს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.
გ) მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვს ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე).
დ) მე-12 კვირაზე (92 დღე, 3 თვე) ბავშვის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია! რჩება მხოლოდ განვითარება! 3-თვიანი ჩანასახი განვითარების უკვე ისეთ დონეზეა, რომ ატრიალებს თავს, მოძრაობს, იმანჭება, თითებს მუშტად კუმშავს, პოულობს პირს და წოვს თითს!
2) ამ დაკვირვებებს ადასტურებს ექიმ-მეანების, ცოლ-ქმარ ვილკეს ნაშრომებიც. თავიანთი გამოკვლევებით, რომლებიც 30 ფერადი სლაიდითაა ილუსტრირებული, ისინი სუფთა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ აბორტი - ეს წინასწარგანზრახული მკვლელობაა და მეცნიერული თვალთახედვით შეუძლებელია რაღაც „ჯადოსნური წუთის“ სერიოზული დასაბუთება, რომლამდეც ჩანასახი ხორცის ნაჭერია, მას შემდეგ კი - ბავშვად, ადამიანად იქცევა.
3) განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8 კვირიანი (2 თვე) ჩანასახის აბორტი, რომელიც ექიმმა პაულ როკვალმა (ნიუ-იორკი, აშშ) გააკეთა:
„14 წლის წინ პაციენტს გამოვუწერე საანესთეზიო საშუალება საშვილოსნოსგარეთა ორსულობის საწინააღმდეგოდ. ჩანასახი 2 თვეზე მეტის იყო. პლანცეტა ხელში ავიღე და დავინახე ყველაზე პატარა ადამიანური სხეული, როგორსაც ოდესმე შეხებია ადამიანი. ნუშტის სითხეში საკმაოდ სწრაფად დაცურავდა მიკროსკოპული ადამიანური არსება, მამაკაცის სქესის, 5 დიუმის სიგრძე. ეს მიკროსკოპული ადამიანი სრულიად ჩამოყალიბებული გახლდათ, გრძელი, კონუსისმაგვარი თითებით. მისი კანი თითქმის გამჭირველე იყო, ხოლო თითის წვერებზე კარდაგ მოუჩანდა არტერიები და ვენები. ჩვილი აქტიურობდა, დაცურავდა ერთი წრე ერთ წამში სიჩქარით, როგორც ნამდვილი მოცურავე. როდესაც პლანცეტა გასკდა, მიკროსკოპულმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე და მიიღო კარგად ნაცნობი ამ ასაკის ჩანასახის შესახედაობა გაქვავებული კიდურებით... ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მკვდარ ზრდასრულ ადამიანს ვუყურებდი...“
4) პარიზის უნივერსიტეტის ცნობილი ფრანგი პროფესორი, უჯრედის გენეტიკის სპეციალისტი იერონიმ ლეჟენი წერს:
„როგორც ყველა მეცნიერს, რომელიც მიუკერძოებლად აკვირდება ბიოლოგიურ მოვლენებს, მე მიმაჩნია, რომ ადამიანური არსება სიცოცხლეს იწყებს განაყოფიერების მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ჩანასახის განადგურება ადამიანის მკვლელობის ტოლფასია“.
პროფესორმა საფრანგეთის ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას 1973 წ. 1 ოქტომბერს განაცხადა: „ადამიანური არსების სიცოცხლე იწყება ჩასახვის მომენტში. ამ წუთიდან იგი სრულყოფილი და უნიკალურია. ის ყოველთვის აბსოლუტურად ერთნაირია აგებულებით და მასში არაფრის შეცვლა არ შეიძლება.
ამ მიკროსკოპულ ემბრიონს თავისი სიცოცხლის მე-6 ან მე-7 დღეს, როდესაც სიგრძეში ჯერ მხოლოდ 1,5 მმ-ია, უკვე შეუძლია საკუთარ თავზე, მომავალ ბედზე ზრუნვა. მას, სწორედ მას მოაქვს დედის ციკლის შეწყვეტა, რითაც აიძულებს დედას მის დაცვას“.
5) 1981 წ. ამერიკის სენატმა, რომელიც აბორტებთან დაკავშირებით სასჯელის გაუქმებას განიხილავდა, მოითხოვა 8 უმსხვილესი სპეციალისტის აზრი ერთ საკითხთან დაკავშირებით: „როდის იწყება ჩანასახის სიცოცხლე?“ გამოკითხული 8 ავტორიტეტიდან შვიდმა განაცხადა, რომ მეცნიერული მონაცემების თანახმად (მედიცინა, ბიოლოგია და სხვ.), სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება.
მას შემდეგ აშშ-ში მიღებული კანონის სამართლიანობა სულ უფრო და უფრო ეჭვს ქვეშ დგება.
6) და ბოლოს, გვინდა მოგაწოდოთ დოქტორ ერნესტ ჰანტის დასკვნა, რომელიც მან თავის ერთ-ერთ სოციალურ-ბიოლოგიურ და ფილოსოფიურ გამოკვლევაში გააკეთა. დოქტორი ჰანტი წერს:
„განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არაა უბრალო უჯრედული მასა განსაკუთრებული, საკუთარი მახასიათებლების გარეშე. ამ სტადიაზე იგი არც ყვავილის კოკორს ჰყავს და მითუმეტეს, არც ცხოველის ჩანასახს. იგი მთლიანად და აბსოლუტურად არის ადამიანური არსების სიცოცხლე, ისეთივე სიცოცხლე, როგორც გააჩნია ახალდაბადებულ ჩვილს, ბალღს, მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანს. ამგვარად, აბორტის დროს იღუპება ადამაინური სიცოცხლე, ადამიანური არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლე თავისი განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე იმყოფება“.
7) ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ უფლება გვაქვს, ვიკითხოთ: შეიძლება კიდევ დაეჭვება იმაში, რომ ჩანასახს თავისი, ავტონომიური სიცოცხლე აქვს და იგი დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანური არსებაა?
და ჩვენ კვლავ გვებადება კითხვა: „სადღაა პროგრესი? სად და ვინ არის მოწინავე? აქვს კი სიტყვებს ფასი, როცა საქმენი ღაღადებენ? სადღაა ბნელეთის მოციქულობა? ვინ წარმოადგენს მას?“ ყოველ შემთხვევაში, არა - ეკლესია.
დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ!
„ასე გამრავლდება საქართველო?!“

სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ის ორი მეომრულად შემოსილი კაცი დაუნახავს, მერე კი - უამრავი ანგელოსითა და წმინდანით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.
- აი, ეს არის, ერის გამრავლებას რომ ითხოვდაო, - უთქვამს იმ ორის და გაბრიელიელზე მიუთიებია.
პირგამეხებულ ღვთისმშობელს მკაცრად შეუხედავს მისთვის, იატაკზე დაყრილი სისხლით მოსვრილი გვამები უჩვენებია და უთქვამს: „ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?!“ გაბრუნებულა და წასულა.
მამა გაბრიელი ისევ იმ ორს წამოუყვანია და მისსავე სენაკში დაუბრუნებია.
ამის შემდეგ ბერს თბილისის ქუჩები დაუვლია ქადაგებით; „დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველოს რისხვა ააცილეთო“, - ივედრებოდა თურმე.
უკანონო შვილი
წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ“ ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო“.
ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jan 16 2010, 07:26 PM
პოსტი #803


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 20 2009, 01:54 AM) *

მაგრამ როგორც ვიცი ფეხმძიმე ქალის მოკვლა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე არაორსული ქალისა და კანონიც უფრო მკაცრია (ზუსტად არ ვიცი ეს საქართველოშიც ასეა თუ არა მარა რიგ ქვეყნებში ასეა)...

დამამძიმებელი გარემოებაა, მაგრამ წინასწარი შეცნობით.


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 29 2010, 01:29 AM
პოსტი #804


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



არც ვიცოდი ასეთი ხატი თუ არსებობდა user.gif

IPB-ს სურათი


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 29 2010, 11:48 AM
პოსტი #805


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სოფი
არაკანონიკურია ეს ხატი მემგონი.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teklikie
პოსტი Oct 29 2010, 04:03 PM
პოსტი #806


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 16-September 07
წევრი № 2,756



ვაკის სამებაში მაქვს მე ნანახი ასეთი ხატი, მარა თითქოს განსხვავებულია ცოტათი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Nov 8 2010, 09:24 PM
პოსტი #807


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



lingvo

მართალი ყოფილხარ ვახო. დამაინტერესა და მოძღვარს ვაჩვენე,რაღაც შეცდომებია დაშვებულიო და არ მიკურთხა. ამ ბოლო დროს მართლმადიდებლებში მომრავლდა არაკანონიკური ხატებიო.

teklikie
ციტატა
ვაკის სამებაში მაქვს მე ნანახი ასეთი ხატი

ხო,მეც მითხრეს რომ არისო. ერთხელ ვარ ნამყოფი,მაგრამ რატომღაც ყურადღება არ მიმიქცევია,არ მახსოვს.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 9 2010, 11:32 AM
პოსტი #808


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
lingvo
მართალი ყოფილხარ ვახო. დამაინტერესა და მოძღვარს ვაჩვენე,რაღაც შეცდომებია დაშვებულიო და არ მიკურთხა. ამ ბოლო დროს მართლმადიდებლებში მომრავლდა არაკანონიკური ხატებიო.

ყველაზე შესამჩნევია, რომ მაცხოვრის შარავანდედს ჯვარი არ აქვს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
etunaetuna
პოსტი Nov 25 2010, 04:05 PM
პოსტი #809


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 29-September 08
წევრი № 5,743



sad.gif (((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((ვ
რანაირ კომენტარს ვერ გავაკეტებ და რაც არ უნდა შვილი ინვალიდიც რომ გაჩნდეს ნუ მოჰკლავთ.............ეს ჩემი ტრაგედიააა.......ბევრი ამას არ ამბობს ეშინიათ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.......დამიჯერეთ ვერანაირი სინანული ვერ გეყოფათ და არც ექნება ადამიანს იმის სინანული რომ მაპატიე უფალოო. ასე შესთხოვოთ.......ხანდახან ვერ ვთხოვ შენდობას რამეთუ მე თვიტონ ვიცი რა საზიზღარიც ვარ!!!!!!!!!!!! ვისაც აბორტი აქვს გაკეთებული იქნებ ხატი ან რამე დავწეროთ და ან ნათლისღების უშუალოდ ის ჭურჭელი შევუკვეთოთ და შეიწიროს უფალმა და გადაგვირჩინოს ის ბავშვები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 8 2011, 03:05 PM
პოსტი #810


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



აი აქაა სტატისტიკური მონაცემები: http://geostat.ge/cms/site_images/_files/g...%20mixedviT.xls
რამდენად სარწმუნოა ეს მაჩვენებლები არ ვიცი.

წყარო: http://geostat.ge/?action=page&p_id=196&lang=geo

ციტატა
აბესალომ
2008 წელი: 22 062 აბორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩასახულთა 28.1% მოვკალით.
2009 წელი: ჯერ არ არის მონაცემები...


აქაც დავწერ ამ მონაცემებს:

2009 წლის მონაცემები

რეგისტრირებული აბორტები: 24,300!
მათ შორის მინი აბორტი: 8,400

აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით (ერთეული):

15 წლამდე - 21
15-19 წლის - 1689
20-44 წლის - 22419
45 და მეტი წლის - 182

ესეიგი ამ სტატისტიკის მიხედვით 2,238 ჩვილით მეტია აბორტის მსხვერპლი. სამწუხარო და საშინელი ციფრებია!!!

მაგრამ აქედან გამოსარიცხია სპონტანური აბორტის შემთხვევები:


სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%...%83%A2%E1%83%98


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 39 40 41
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 08:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი