IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში...
KAIROS
პოსტი Apr 15 2009, 11:39 PM
პოსტი #61


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა

წირვა დილის ექვს საათზე დიდ შაბათს? ohmy.gif

წესით ამ დღეს ტარდება ბასილი დიდის წირვა დილით ჩვეულებრივ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Apr 16 2009, 12:00 AM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



KAIROS
ასე ადრე წირვის დაწყება, როგორც ვიცი გამოწვეულია, მრევლის სიმრავლით. უფრო ზუსტად, ასობით ქართველი ჩამოდის ამ დღეს მიუნხენში, ყველასგან აღსარების მიღება კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძარში. ასევე მიმდინარეობს მზადება კვირის ტრაპეზისთვის, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრება(როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამომსვლელები). და ბოლოს, რაც მთავარია, მამა თამაზის დასვენებაც ხომ უნდა.

P. S. მიუნხენის ქართული სამრევლოში ორი სიახლეა. პირველი, მამა თამაზი პატრიარქის მიერ იქნა დეკანოზის ხარისხში აყვანილი(იმედია სწორი სიტყვა ვიხმარე). მეორე, ჩვენს ტაძარზე მალე ჯვარი აღიმართება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 16 2009, 12:12 AM
პოსტი #63


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ასე ადრე წირვის დაწყება, როგორც ვიცი გამოწვეულია, მრევლის სიმრავლით. უფრო ზუსტად, ასობით ქართველი ჩამოდის ამ დღეს მიუნხენში, ყველასგან აღსარების მიღება კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძარში. ასევე მიმდინარეობს მზადება კვირის ტრაპეზისთვის, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრება

შესაშურია პირდაპირ smile.gif
გიერთდებით სულიერად (ბევრი ახლობელიც იქნება მაგ დროს მაქ) smile.gif
გაგაძლიეროთ ღმერთმა
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Apr 16 2009, 12:18 AM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



KAIROS
ციტატა
გაგაძლიეროთ ღმერთმა


გაიხარე, მადლობა.
თქვენც იგივეს გისურვებთ.

პატივისცემით
ბოდბელი



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 17 2009, 02:12 PM
პოსტი #65


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გაცნობებთ, რომ

18 აპრილს, 23:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწყება მწუხრი და გარძელდება სააღდგომო ლიტანიობა და წირვით.

წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.


ეკლესიის მისამართია: Fährstr. 95, 40221 Düsseldorf-Hamm
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/



ციტატა(Bodbeli @ Apr 15 2009, 10:00 PM) *

P. S. მიუნხენის ქართული სამრევლოში ორი სიახლეა. პირველი, მამა თამაზი პატრიარქის მიერ იქნა დეკანოზის ხარისხში აყვანილი(იმედია სწორი სიტყვა ვიხმარე). მეორე, ჩვენს ტაძარზე მალე ჯვარი აღიმართება.


აქსიოს!
ძალიან გამიხარდა, მამა თამაზი უსაყვარლესი ადამიანია wub.gif
მომილოცავს მისი მრევლისთვისაც!


ბზობის სურათები მაქვს რამოდენიმე, მამა ისესი და რომ მოვახერხებ დავდებ wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Apr 24 2009, 11:29 AM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



ოდეს გათენდა შვიდეული იგი ვნებისაი, გამინათდა გონება და ვიფიქრე ლაბორატორიაში ყოფნას და ბაქტერიების “წამებას” ჯობია აღვიღო ჯუარი ჩემი და შევუდგე მუნხენის გზასო, თქმა და ქმნა ერთი იყო. დიდი მადლობა Deutsche Bahn-ს, ზუსტად ჩემთვის შესაფერისი ფასდაკლება ქონდათ უფრო მეტად შესაფერისი განრიგით.
დიდი ხუთშაბათი, ეგ დღე წელს გასაკუთრებული იყო მუნხენის ქართული მართლმადიდებლური ტაძრისთვის, ნანატრი ჯვარი აღიმართა ტაძრის “გუმბათზე”.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ეგ თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენა, სინამდვილეში არაჩვეულებრივია. ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა პიროვნება რომელსაც თურმე ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი და ეგ პროვნება ამავე უბნელი იყო და მისი შვილი იქვე მეზობლად მდებარე ბაღის ეზოში თამაშობდა, ეგ ყველაფერი მაშინ გაირკვა როდესაც ბავშვების “ჯარი” ღობეს მოაწყდა და მათშორის ერთ-ერთი ხმამაღლა რომ გაყვიროდა ეგ ჩემი მამიკოაო.

IPB-ს სურათი


რათქმაუნდა მაშინათვე გაიგეს ჯვრისაღმმათველებმა, ეგ “ეგზოტიკური ხასიათის” საზოგადოება ქართველობა რომ იყო. ეზოში გამართულ მაგიდასთან მსხდომებს კი გვისურვეს კარგი მადა, ეგონათ ვსადილობდით, სინამდვილეში მადლის მომხვეჭელთა გუნდი სანთლებს ძერწავდა.

IPB-ს სურათი

გერმანელი სტუმრების გამასპინძლება პასკა და ლუდით, იფ იფ.. დამდინდა დორბლები.

IPB-ს სურათი

მე – ჩაი მერგო (ნეტავი ლუდზე არ დამპატიჟებენ?!:) ) სხვებსაც…

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 24 2009, 11:36 AM
პოსტი #67


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Irma
ერთიც დაპოსტე გენაცვალე kiss1.gif და მგონი ორად გავყოფ.
კიდევ გადავხედავ, თუ რომელიმე სურათი გამომრჩა გადატანისას ჩავამატებ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Apr 24 2009, 01:20 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



“მზე ამოდიოდა.., მთვარე ჩადიოდა…. ვიღაცა ტიროდა… ვიღაცა ჩიოდა… და დრო გადიოდა...” 18. აპრილი 23:00 მუნხენში კრისტალის ქუჩა სვაროსკის ბროლივით ბრწყინავდა…
გარდამოხსნის შებრძანება და ფუსფუსი ლიტანიობის დაწყებამდე….

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იმ ღამეს მიწა მართლა ცას გავდა, ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ აღდგომის მახარებელი სანთლები… ეს ქართველ მამლუქთა ჯარია, ორ ზღვას შუა გადაჭიმული მიწის ნაგლეჯის დარდით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულით გაერთიანებული.

IPB-ს სურათი

ყველა დამეთანხმებით, ალბათ, ჩვენში დიდ ზეიმს აუცილებლად დიდი ქეიფი მოსდევს. და სულ რაღაც 150-200 ჩვენ – რატომ უნდა ყოფილიყო უქეიფოდ?!…. ა, ბატონო ლამაზი სუფრა, კახური ღვინით…

IPB-ს სურათი



--
ქეთი გენაცვალეეე, ჩავვარდი ხიბლში ხომ იცი, კი ვაგინებ ჩემს კამერას და მშვენივრად გადაუღია მაგ საწყალს biggrin.gif


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Apr 24 2009, 02:03 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



Irma
ციტატა
ჩავვარდი ხიბლში ხომ იცი, კი ვაგინებ ჩემს კამერას და მშვენივრად გადაუღია მაგ საწყალს

მეც ეგ არ მიკვირს? გადაგეღო უფრო მეტი სურათი მერე a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Apr 24 2009, 02:47 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



IPB-ს სურათი
და მწვადით,
IPB-ს სურათი


ნამდვილი მწვად-მაისტერებითურთ,
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


და რათქმა უნდა მრავალჟამიერით.

IPB-ს სურათი


ქრისტე აღსდგა!

IPB-ს სურათი


საუკეთესო სურვილებით, მართლმადიდებლური ფორუმისათვის.
მხევალი ღვთისა - ირმა

Bodbeli
უფრო მეტი სურათი კი მაქ გადაღებული rolleyes.gif მაგრამ რა ვიცი ზოგი დასაშანტაჟებლადაა კარგი biggrin.gif მომწერე შენი ე-მაილი და გადმოგიგზავნი, და თუ დამრთავ ნებას მერე დავდებ გალერიაში tongue.gif


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Apr 24 2009, 03:48 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



ვაააააააა, ნეტა რა უნდა იყოს?
იმეილი პმ-ში მოგწერე, მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Apr 29 2009, 11:25 AM
პოსტი #72


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ეს განყოფილება ჩემი ტკივილია sad.gif



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი May 1 2009, 10:30 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ირმას და ბოდბელს მადლობები საინტერესო რეპორტაჟისათვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rey
პოსტი May 10 2009, 09:30 PM
პოსტი #74


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 10-May 09
წევრი № 6,970



ტარდება ესპანეთში,მხარე ლა რიოხა,არნედო.კოველ კვირას წირვაა და დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივად.მამაო პიროსი ატარებს.ასევე აღევლინება წირვა ლოცვები მთელი კვირის განმავლობაში ვიქტორიაში.აქ მამა სერაპიონია.მისამართებს დავაკონკრეტებ და განვათავსებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2009, 04:00 AM
პოსტი #75


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ლა რიოხა,არნედო

მომენატრა მაქაური ხალხი smile.gif
ვიქტორია სადაა რეი?
ირმა და ბოდბელი!
ყოჩაღ თქვენ smile.gif
ძალიან მიხარია!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი May 13 2009, 02:08 AM
პოსტი #76


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



თბილისი.11.05.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს ახალი ქართული ტაძრის გახსნაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს.

14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, პარიზში გაიხსნება წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი, რომელსაც აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ახალ ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი). ტაძრის კტიტორია ბუბა ქებურია, არქიტექტორი _ არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა შეასრულა მამუკა მიქელაძემ. პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე, ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად, პანაშვიდს აღავლენს. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 მაისს დაბრუნდება.

საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მონაზვნები და მგალობელთა გუნდი.



პარიზის ზემოთხსენებული ახალი ტაძრის ზუსტი მისამართი ხომ არ იცით ვინმემ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 13 2009, 05:31 PM
პოსტი #77


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მანანა
დიდი მადლობა მანანა ინფორმაციისათვის. smile.gif გერმანიის, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლოდანაც მიემგზავრებიან ავტობუსით, მამა ისე მიუძღვება.
მართლაც გასახარი ამბავია!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 13 2009, 05:37 PM
პოსტი #78


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
წირვა დილის ექვს საათზე დიდ შაბათს?

თბილისშიც ეგრეა მუდამ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი May 13 2009, 05:59 PM
პოსტი #79


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



მანანა
რომელ საათზე იქნება კურთხევა, ხომ არ იცით?

ჩემი ძმაც პარიზშია და უნდა მისვლა smile.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 13 2009, 07:38 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



k@the
ციტატა
გერმანიის, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლოდანაც მიემგზავრებიან ავტობუსით, მამა ისე მიუძღვება.


შენ არ მიდიხარ, ქეთი?
იქნებ ვინმემ გადაიღოს სურათები და ვიდეოები და დავდოთ აქ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი