IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წუთისოფლის ამაოებაზე....., შოთა რუსთაველი
marTalmadidebeli
პოსტი Feb 15 2011, 04:23 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 4-June 09
წევრი № 7,079



გამარჯობათ, ერთ კაი საიტს წავაწყდი მამათა დარიგებების შესახებ და გადმოვაკოპირებ შოთა რუსთაველის მიერ გამოთქმულს წუთისოფლის ამაოებაზე:




წუთისოფლის ამაოება
ესე ასეთი სოფელი არ ვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ვა საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ვა სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა შენებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
სცთების და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლონ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი - შე-ღარჩებიან
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია
შოთა რუსთაველი








იოსებ ათონელის დარიგებები ამაოებაზე ამა სოფლისა smile.gif


წუთისოფლის ამაოება
ამაო საწუთროვ! სოფელო! არაფერი კარგი არ არის შენში! სრული სიცრუე. სრული მოტყუება! გვატყუებ, დაგვცინი, მასხარად გვიგდებ. წლებს გვიჩვენებ, სიამოვნებებს, ხანგრძლივ ჯანმრთელობას, მაგრამ უეცრად სიკვდილი გვეწევა და ეს ყველაფერი ბუშტივით სკდება, ქსელივით ირღვევა
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
გაოცების ღირსია, როგორ მიქრის, როგორ ტრიალებს ყველაფერი დროებითი, ყველაფერი ამაო ამ ცხოვრებისა. და ერთ წამში პირველნი უკანასკნელნი ხდებიან, უკანასკნელნი კი პირველნი
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
რამდენიც არ უნდა ვიცოცხლოთ, მოსვენება არ გვაქვს ამ ცხოვრებაში. იგი ტანჯვითაა მოზელილი. ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ნეტარია, ვისაც სიბრძნე ჰყოფნის, ყველაფრიდან სარგებელი პოვოს
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ეს პირმოთნე სოფელი ყველას აიძულებს, რომ მასთან იყოს ახლოს: იქნებ ოდესმე ვინმეს მონადირება შეძლოს თავის ბადეში და სამუდამოდ დაისაკუთროს! რადგან ადამიანები ატყუებენ და ტყუვდებიან. არიან რა მოკვდავნი, თავიანთ მოკვდავზე შრომობენ
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა, და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია, როგორც ბუშტი, ისე სკდება. ყველაფერი ამაოა
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ეს სოფელი, ჩემო შვილო, ამაოა, ყოველგვარი უკეთურებით აღსავსე, ადამისა და, შესაბამისად, ჩვენი განდევნილობის ადგილი. და ნეტარია ის, ვინც ღირსი შეიქნა კარგად გაეყიდა ეს ადგილი და მიეღწია ცხონების ნავსაყუდელისათვის, რადგან წინ ელის წმინდანებთან მარადიული სიხარული და ქრისტესთან თანამეფობა უკუნისამდე
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ოჰ! განდევნილობაში ვართ და არ გვინდა ამის გაგება. არ გვინდა დავინახოთ, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვვარდით. არამედ თავს ვიყრუებთ და თვალებს ვაფახულებთ, ნებაყოფლობით დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ ამა სოფლის წყვდიადს, როგორც ნათელს, ისე აღვიქვამთ, ხოლო იმქვეყნიურ ნათელს, როგორც წყვდიადს, ისე გავურბივართ წუთისოფლის მცირე სიამოვნების გამო, სხეულის მცირე გასაჭირის გამო, აქაური განსვენების გამო
შოთა რუსთაველი

წუთისოფლის ამაოება
ყველაფერი ადამიანური მაოებაა, ის, რაც აღარ არის სიკვდილის შემდეგ
შოთა რუსთაველი




თუ მოგეწონებათ, მის დარიგებებს სხვა თემებზეც დავდებ, და კიდევ მრავალი მოძღვრის, რომელიც აღნიშნულ საიტზე დევს...


--------------------
http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 4 2019, 12:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,185
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფლის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფევლისკენ ან ჯოჯოხეთისკენ ყველასთვის აქედან, წუთისოფლიდან იწყება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2019 - 11:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი