IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი, ტაძრის წინამძღვარი:დეკანოზი მიქაელი
Gio-mose
პოსტი Jun 19 2009, 11:04 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,144



კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

ისტორიად გადმოგვცქერის ძველი თბილისი - ტაძრებით, აივნებით, ციხეებით. ყოველ მათგანს აქვს წარსული, აწმყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათ მომავალიც ჰქონდეთ, რასაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება.

თბილისის უძველესი კლდისუბნის წმ. გიორგის ტაძარი სწორედ დროის უსამართლობისგან გამოხსნას საჭიროებს. ძველ წყაროთა ცნობით იგი მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და დედაციხის ეკლესიად იწოდებოდა, რომელშიც შედიოდა: „ორმოცმოწამეთა“, „წმ. დიდმოწამე ეკატერინეს“ მონასტერი, ციხის დიდი „წმ. გიორგის“ ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი“, „ჯვარის მამა“, ქვემო ბეთლემის მონასტრამდე. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ის გეგმით მოაღწია.

1735 წ. უფლისწულ ვახუშტის გეგმის მიხედვით ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ სამრეკლო იდგა. მოგვიანებით ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე საცხოვრისები უკანონოდ მიშენდა. მეტიც, ათეიზმის ეპოქაში, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში თოჯინებისა და ლაქის საამქროები, ასევე კრივის სექცია ფუნქციონირებდა; არაქართველი მოსახლეობა მას საბანკეტო დარბაზად და სამტრედედაც იყენებდა.

ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან მას მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, ეზო დასუფთავდა და მოპირკეთდა.

ტაძარი და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ქვევით ჩასასვლელი საკურთხევლიდან იყო. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

დღესდღეობით, ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია. მას აღარ გააჩნია: სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა. შეუძლებელია ლიტანიობის ჩატარება, რადგან ეკლესიის ჩრდილოეთის კარზე ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების სახურავებია მიშენებული.

1948 წლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეკლესიებზე ყოველგვარი მიშენებები აიკრძალა (გამოიცა ინსტრუქციები). დადგენილი იყო დაცვის ზონები ტაძრის გალავნიდან ოთხივე მხარეს 30 მეტრი, ხოლო 1980 წლიდან 50 მეტრი და ლანდშაფტის დაცვითი ზონა 300-500 მეტრი, ანუ ეს ტერიტორია მთლიანად ტაძარს ეკუთვნოდა.

თუმცა კლდისუბნის წმ. გიორგის ტაძრის გარშემო უკანონო მიშენებების მფლობელები დადგენილ კანონს არ ემორჩილებიან, მეტიც, ისინი საკუთარი სახლების სანაცვლოდ მცირეშემოსავლიანი ტაძრისთვის მიუწვდომელ თანხებს იხოვენ. მაგალითად, ტაძრის სამრეკლოს ადგილზე აშენებული სახლის მეპატრონემ რამოდენიმეჯერ სცადა სარფიანად მიეყიდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორია უცხო პირებისთვის, რომელნიც იქ შვეულმფრენის მინი-აეროდრომიანი გასართობი დაწესებულების აშენებას აპირებდნენ. ამ და სხვა მცდელობას, უფლის ნებით, ტაძრის წინამძღვარი, მამა მიქაელ კაპანაძე დაუპირისპირდა. თუმცა, საცხოვრისის მფლობელი დასაწყისში დასახელებულ თანხას თანდათან ზრდის.

დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სხვა სახლების მფლობელებთანაც. ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომლის სახლის სახურავი ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, ზედ კიბეზეა მიბჯენილი, სახლის თუნდაც განსაზღვრულ ფასად დათმობაზე საერთოდ უარს ამბობს.

ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს, მამა მიქაელის თაოსნობით, ძირითადად მრევლი აწარმოებს. თუმცა, მათი შემოწირულობა მაინც მწირია ტაძრის ამ მეტად სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ საქართველოს ბანკში კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ანგარიში გაიხსნა, რაც ყოველ გულშემატკივარ მართლმადიდებელს შესაძლებლობას მისცემს შეეწიოს ამ უძველეს ტაძარს.

საბანკო რეკვიზიტები:


საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი
კოდი:
220 101 502;

შუამავალი ბანკები:

USD - JP Morgan Chase Bank, New York, USA
Swift: CHASUS33
EUR - Commerzbank AG, Frankfurt, Germany Swijt: COBADEFF

მიმღები ბანკი:

Bank of Georgia, Tbilisi, Georgia Swift: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: 3608080881 GEL

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეს უძველესი ტაძარი, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისაგან, ასევე, თბილისის მერიისგან სერიოზულ მიხედვასა და შველას საჭიროებს, რათა უკანონო მიშენებები მოიხსნას და ტაძარს კუთვნილი: სამრეკლო, ჩრდილოეთის ფასადის ქვედა სართული და დასავლეთ ფასადთან არსებული ნაწილები დაუბრუნდეს, რომლებიც კლდისუბნის ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს.

ისტორია ღირსეულ მომავალს ელოდება. დღეს, საბედნიეროდ, მრავალი ახალი ტაძარი შენდება, რაც შესანიშნავია, რადგან მათში საქართველოსა და ქართველი ერის გადასარჩენად ლოცვა აღევლინება, მაგრამ უძველეს ტაძრებში ლოცვას მეტი მადლი აქვს.

უფლის შეწევნით, იმედია, სახელმწიფო დაწესებულებები არსებულ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და გორგასალისეული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მალე სრულად აღდგება, გაიმართება ლიტანიობა და საკუთარი სამრეკლოდან ძველი თბილისის ტაძრებს ზარის ხმას შეუერთებს.


ეკლესიის სურათები შეგიძლიათ იქილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.orthodoxy.ge/restavratsia/kldisubnis.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 19 2009, 11:11 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დეკანოზი მიქაელი

ჰეჰე, ჩემი ბუთხუზა ძმა kiss1.gif smile.gif
გულიანი მოძღვარია, კაი კაცი და საყვარელი ადამიანი smile.gif
მე პირადად ეს ინფორმაციები საიდან აიღე ის მაინტერესებს და იქნებ დოკუმენტები მომაწოდო:
1.
ციტატა
მეტიც, ათეიზმის ეპოქაში, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში თოჯინებისა და ლაქის საამქროები, ასევე კრივის სექცია ფუნქციონირებდა; არაქართველი მოსახლეობა მას საბანკეტო დარბაზად და სამტრედედაც იყენებდა.

2.
ციტატა
1948 წლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეკლესიებზე ყოველგვარი მიშენებები აიკრძალა (გამოიცა ინსტრუქციები).

და წმ. ეკატერინეს მონასტერი სად იყო?
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gio-mose
პოსტი Jun 20 2009, 10:08 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,144



საიდან იცნობ მამა მიქაელს ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2009, 02:53 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საიდან იცნობ მამა მიქაელს ?

სასულიერო პირებს ბევრს ვიცნობ, თავადვე მაქვს დამთავრებული სემინარია-აკადემია smile.gif
დანარჩენი არაა აუცილებელი, შენ ისა სჯობს დასმულ კითხვებზე მომაწოდო ინფორმაცია, მაინტერესებს ძალიან.
მადლობა;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gio-mose
პოსტი Jun 22 2009, 09:37 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,144



www.orthodoxy.ge/restavratsia/kldisubnis.htm აი აქ შედი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 23 2009, 03:25 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აი აქ შედი

ეგ ზეპირად ვიცი smile.gif მეგონა კიდევ რაიმე სხვა წყარო გქონდა smile.gif

მადლობა;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gio-mose
პოსტი Jun 23 2009, 09:52 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,144



არა ეგ ვიცი მარტო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 23 2009, 10:09 AM
პოსტი #8


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



7-8 წლის წინ მაგ ტაძრის მრევლად ვითვლებოდი ერთო ხანობა smile.gif საყვარელი ადგილია ძალიან! smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 08:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი