IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები
ნათია
პოსტი May 14 2008, 02:28 PM
პოსტი #1321


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში 2 დღით (შაბათი, კვირა) წავიდეთ ზუგდიდში, ვინც სამეგრელოდან ხართ იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიწმინდეების შესახებ, რისი ნახვა შეიძლება...

აუცილებლად უნდა მოვილოცოთ ღვთისმშობლის კვართი (როგორც ვიცი მუზეუმში ინახება), მგონი წმ. მარინეს ხელის მტევანიც ამ მუზეუმში უნდა იყოს და ა.შ.


დრო ისე უნდა შევარჩიოთ რომ მამა ირაკლიმაც შეძლოს წამოსვლა, ზუგდიდში ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიასაც მოვინახულებთ smile.gif

აბა, იდეები მოგვაწოდეთ smile.gif



ზუგ­დი­დის ვლა­ქერ­ნის ყოვ­ლად­წმი­და ღმრთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (1825-1830 წწ.)

ზუგ­დი­დის კვი­რაც­ხოვ­ლო­ბის სა­ხე­ლო­ბის (მაც­ხოვ­რის კა­რის) ტა­ძა­რი (XV-XVI სს)

წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (X ს.)

კორ­ცხე­ლის ყოვ­ლად­წმი­და ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი (X ს.)


ყოვ­ლად­წმინ­და ღმრთის­მშობ­ლის სა­მოს­ლის ისტორიიდან
ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა ერთ - ერ­თი უძ­ვირ­ფა­სე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლიქ­ვია - პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი) ყოვ­ლად­წმი­დი­სა ღმრთის­მშო­ბე­ლი­სა.



ეპარქიის სიწმინდეები

ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი ეროვ­ნუ­ლი სა­უნ­ჯის დაც­ვი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის ფონ­დსა­ცა­ვებ­ში და­უნ­ჯე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი.

მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­იქ­მნა სა­მეგ­რე­ლოს ყო­ფი­ლი მთავ­რე­ბის, და­დი­ა­ნე­ბის სა­ო­ჯა­ხო საგ­ვა­რე­უ­ლო სა­გან­ძუ­რის, 1922-1923 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­სათ­ვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის, მუ­ზე­უ­მის მი­ერ შეს­ყი­დუ­ლი ხალ­ხუ­რი ხე­ლოს­ნო­ბის ძვირ­ფა­სი ნი­მუ­შე­ბი­სა და შე­წი­რუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ჟა­მად მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია 40 ათას­ზე მე­ტი სხვა­დას­ხვა სა­ხის – არ­ქე­ო­ლო­გი­ური, ეთ­ნოგ­რა­ფი­ული, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი, ფერ­წე­რუ­ლი, ჭე­დუ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, წე­რი­ლო­ბი­თი და ბეჭ­დუ­რი მა­სა­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ოდით­გან­ვე თაყ­ვანს სცემ­და და სა­თუ­თად ეპ­ყრო­ბო­და მო­ნას­ტრებ­ში და­ცულ სიწ­მინ­დე­ებს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­რე­შე მტრე­ბის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი შუღ­ლის გა­მო ეკ­ლე­სი­ის სა­გან­ძურ­თან ერ­თად სიწ­მინ­დე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ნა­წი­ლი კი მუ­ზე­უ­მებ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა.

ამას ადას­ტუ­რებს ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სიწ­მინ­დე­ები, რომ­ლე­ბიც ხო­ბის ღმრთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან 1923-1936 წლებ­ში შე­მო­სუ­ლა და მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­თა შო­რის დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს არის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი კვარ­თი ღმრთის­მშო­ბე­ლი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე დე­კო­რით ყო­ფი­ლა შემ­კო­ბი­ლი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ღე­ბა­ვი გა­და­სუ­ლა. ამ­ჟა­მად იგი ტი­ლოს წა­ა­გავს (ზო­მა 180 X 150 სმ.). აქ­ვეა და­ცუ­ლი წმინ­და მა­რი­ნეს მკლა­ვი უსამ­კა­უ­ლოდ (აკ­ლია დი­დი თი­თი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის სახ­სა­რი), წმინ­და კვი­რი­კეს ხე­ლი (აკ­ლია ორი თი­თი – პა­ტა­რა და უსა­ხე­ლო), წმინ­და გი­ორ­გი­სა და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ძვლე­ბის ნა­წი­ლე­ბი.

წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია ვერ­ცხლით მო­ჭე­დილ პა­ტა­რა ზო­მის კუ­ბო­ში, რო­მე­ლიც ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. იგი გა­კე­თე­ბუ­ლია ლე­ვან II და­დი­ა­ნის (1611-1657 წწ) დაკ­ვე­თით.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა ამ წმინ­და ნა­წი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ: ერ­თი ვა­რა­უ­დით, ეს სიწ­მინ­დე­ე­ბი მე-15 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­შია ჩა­მო­ტა­ნი­ლი იე­რუ­სა­ლი­მი­დან.

ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის აღ­ნიშ­ნულ სა­კით­ხებ­ზე: “... ხო­ფის ეკ­ლე­სი­ა­სა ში­ნა მსუ­ე­ნა­რებს პე­რან­გი ყოვ­ლად წმი­დი­სა ღმრთის­მშობ­ლი­სა სას­წა­ულ მოქ­მე­დი...”

სა­მა­გი­ე­როდ, ცნო­ბე­ბი ამ სიწ­მინ­დე­თა შე­სა­ხებ უხ­ვა­დაა და­ცუ­ლი უც­ხო­ელ ავ­ტორ­თა თხზუ­ლე­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა დაგ­ვი­ტო­ვეს რუს­მა ელ­ჩებ­მა ფე­დოტ ელ­ჩინ­მა და პავ­ლე ზა­ხა­რი­ევ­მა. ისი­ნი 1640 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე სტუმ­რობ­დნენ ლე­ვან II და­დი­ან­თან. ამ ელ­ჩო­ბის დროს ისი­ნი ხო­ბის მო­ნას­ტერ­საც ეწ­ვივ­ნენ. სტუმ­რე­ბის კით­ხვა­ზე, ვის მი­ერ და სა­ი­დან იყო ჩა­მო­ტა­ნი­ლი ეს სიწ­მინ­დე­ები, არ­ქი­მან­დრიტს გა­ნუ­მარ­ტავს: „მე დი­დი ხა­ნი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და არ ვი­ცი, სა­ი­დან და ვის მი­ერ არის ეს წმინ­და ნივ­თე­ბი ჩა­მო­ტა­ნი­ლიო”.

არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი პირ­და­პირ მი­თი­თე­ბას იძ­ლე­ვა წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ვის მი­ერ ან რო­დის იქ­ნა ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ამა­ზე არა­ფერს ამ­ბობს. ის აღ­ნიშ­ნავს , რომ ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში „აჩ­ვე­ნებ­დნენ ღმრთის­მშობ­ლის პე­რანგს, რო­მელ­საც იქა­უ­რე­ბი დიდ პა­ტივ­სა სცე­მენ”.

სიწ­მიდ­ნე­თა შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას იძ­ლე­ვა ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქი მა­კა­რი, რო­მელ­მაც ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თი ნა­ხა მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში. მან და მის­მა მხლებ­ლებ­მა სიწ­მინ­დეს თაყ­ვა­ნი სცეს და შემ­დგომ მის თარ­გზე აჭ­რეს ახა­ლი კვარ­თი, რო­მე­ლიც კურ­თხე­ვის შემ­დეგ დი­დი სი­ხა­რუ­ლით წა­ას­ვე­ნეს თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში.

თე­ა­ტი­ნელ­თა მი­სი­ის პრე­ფექ­ტი სა­მეგ­რე­ლო­ში ჯუ­ზე­პე მა­რია ძამ­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ­ში გაგ­ზავ­ნილ ერთ-ერთ მოხ­სე­ნე­ბა­ში უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­წერს ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში და­ცულ სიწ­მინ­დე­ებს: „ამ ხალხს ბევ­რი რე­ლიქ­ვია აქვს, რომ­ლე­ბიც მათ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მი­ი­ღეს იმ დროს, რო­ცა აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა ჰყვა­ო­და და მათ მთავ­რებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის იმ­პე­რა­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მათ ბევრ რე­ლიქ­ვი­ას უგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ჩუქ­რად. ამ­ბობ­დნენ, რომ მა­შინ კოლ­ხი­და­ში ჩა­მო­ვი­და ერ­თი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი, თან ჩა­მო­ი­ტა­ნა ერ­თი მტკა­ვე­ლის ოდე­ნა ნა­ჭე­რი ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი­სა (ფრან­გუ­ლი ფუ­ტის რვა დი­უმ­ზე რამ­დე­ნად­მე დი­დი) და კვარ­თი, რო­მე­ლიც, მა­თი თქმით, ღმრთის­მშო­ბელს ეკუთ­ვნო­და. ჩვენს პატ­რებს უნა­ხავთ ტი­ლო, რომ­ლის­გა­ნაც იგი არის შე­კე­რი­ლი, ყვი­თე­ლი ფე­რი­საა, აქა-იქ და­ჩი­თუ­ლია ყვა­ვი­ლე­ბით და მო­ქარ­გუ­ლია ნემ­სით. სიგ­რძით იგი რვა რო­მა­უ­ლი მტკა­ვე­ლის ოდე­ნაა, გა­ნით კი – ოთ­ხი­სა, აქვს ერ­თი მტკა­ვე­ლის სიგ­რძის მოკ­ლე მკლა­ვე­ბი და ვიწ­რო სა­ყე­ლო. აქ­ვე ვნა­ხე ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ოქ­როს ლუს­კუ­მა­ში გამ­ხმა­რი მკლა­ვი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არის წმინ­და მა­რი­ნეს მკლა­ვი; ვნა­ხე აგ­რეთ­ვე წმინ­და კვი­რი­კეს მკლა­ვი და ოქ­რო­თი და ვერ­ცხლით შემ­კუ­ლი წმინ­დან­თა სხვა ნა­წი­ლე­ბი. კვარ­თი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე ვი­ლა­პა­რა­კე, ინა­ხე­ბა ვერ­ცხლის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თულ ება­ნო­ზის ყუთ­ში”.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი თა­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ხო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ცულ სა­გან­ძურ­თა შო­რის აღ­წერს სა­ნა­წი­ლე კო­ლოფს, რო­მელ­შიც ინა­ხე­ბო­და ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თი და სხვა ნა­წი­ლე­ბი. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ „წარ­წე­რა ეკუთ­ვნის დიდ ლე­ვან და­დი­ანს, მი­სი მე­უღ­ლე ნეს­ტან-და­რე­ჯან ჭი­ლა­ძის ასუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 1639 წელს. მა­შა­სა­და­მე, წარ­წე­რა გა­კე­თე­ბუ­ლია 1639-1657 წლებ­ში”.

ცხა­დია, რომ ზე­მოთ მო­ტა­ნი­ლი ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუს ელ­ჩებს ად­გი­ლობ­რივ­მა ინ­ფორ­მა­ტო­რებ­მა მი­ა­წო­დეს, სა­ყუ­რად­ღე­ბოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ისი­ნი ყოვ­ლად­წმინ­და ღმრთის­მშობ­ლის კვარ­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის ორი ვერ­სია შე­მოგ­ვი­ნა­ხა: პირ­ვე­ლის თა­ნახ­მად, ის ჩა­მო­ი­ტა­ნეს მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან; მე­ო­რეს მი­ხედ­ვით, კვარ­თი ჩვენ­ში ჩა­მო­ტა­ნილ იქ­ნა მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის თურ­ქთა­გან დაპ­ყრო­ბის (1453 წ.) შემ­დეგ. თუ რო­მე­ლი მო­საზ­რე­ბაა სწო­რი, ამას შემ­დგო­მი კვლე­ვა წარ­მო­ა­ჩენს.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   მოვილოცოთ ზუგდიდში სიწმინდეები   May 14 2008, 02:28 PM
ლილიანა   მე მოვდივარ ჩამწე...   May 14 2008, 02:28 PM
ნათია   ლილიანა ლიილ :D :მპუ...   May 14 2008, 02:36 PM
marine   + მე :) იმედი მაქვს ხე...   May 14 2008, 02:37 PM
მხევალი ნინო   ივნისის დასაწყისშ...   May 14 2008, 02:39 PM
ნათია   1. ლილიანა 2. მარინე P...   May 14 2008, 02:46 PM
natiako   1. ლილიანა 2. მარინე P....   May 14 2008, 02:59 PM
piligrimi   ნათ და მაინც ზუსტა...   May 14 2008, 02:54 PM
ნათია   piligrimi ნინოობას არა, მ...   May 14 2008, 02:58 PM
ნათია   natiako დღესასწაულზე ბ...   May 14 2008, 03:01 PM
piligrimi   natiako დღესასწაულზე ბ...   May 14 2008, 03:03 PM
natiako   natiako დღესასწაულზე ბ...   May 14 2008, 03:03 PM
კანონისტი   +   May 14 2008, 03:01 PM
ნათია   3 რიცხვამდე არამგო...   May 14 2008, 03:03 PM
კანონისტი   ნათია მარტვილის ე...   May 14 2008, 03:03 PM
ნათია   piligrimi მამაო დაგვეხმ...   May 14 2008, 03:03 PM
ნათია   კანონისტი დათ მაგ...   May 14 2008, 03:06 PM
natiako   კანონისტი დათ მაგ...   May 14 2008, 03:08 PM
piligrimi   არა ნათ მარტვილს რ...   May 14 2008, 03:12 PM
natiako   ხო ეგ კაი მარშუტია ...   May 14 2008, 03:16 PM
კანონისტი   ნათია კი, ან გავლით...   May 14 2008, 03:06 PM
ნათია   კანონისტი აჰა კაქ...   May 14 2008, 03:09 PM
natiako   კანონისტი აჰა კაქ...   May 14 2008, 03:14 PM
ნათია   piligrimi ალე, ზუგდიდში ს...   May 14 2008, 03:15 PM
piligrimi   piligrimi ალე, ზუგდიდში ს...   May 14 2008, 03:17 PM
marine   სამეგრელოში არასო...   May 14 2008, 03:19 PM
კანონისტი   natiako http://i001.radikal.ru/0805/e4/87a34d31af...   May 14 2008, 03:19 PM
ნათია   ახლა მამაოს ვესაუბ...   May 14 2008, 03:20 PM
კანონისტი   ნათია ვამიჩქუ ჯგი...   May 14 2008, 03:21 PM
ნათია   1. მამა ირაკლი 2. ლილი...   May 14 2008, 03:22 PM
natiako   1. მამა ირაკლი 2. ლილ...   May 14 2008, 03:24 PM
კანონისტი   ნათია :D :კი: მიმართ...   May 14 2008, 03:23 PM
natiako   ნათია :D :კი: მიმართ...   May 14 2008, 03:26 PM
ნათია   natiako 50 ლარი თურქეთის ...   May 14 2008, 03:25 PM
natiako   natiako 50 ლარი თურქეთის...   May 14 2008, 03:27 PM
piligrimi   natiako 50 ლარი თურქეთის...   May 14 2008, 03:31 PM
natiako   რავი მე უფრო ალტერ...   May 14 2008, 03:41 PM
tamritamo   უი მე კი არ ვარ ზუგდ...   May 14 2008, 03:26 PM
კანონისტი   natiako მუ რე? :o ეჩ დოლარ ...   May 14 2008, 03:27 PM
ლილიანა   სახლებში რო გავჩერ...   May 14 2008, 03:27 PM
tamritamo   სახლებში რო გავჩე...   May 14 2008, 03:31 PM
კანონისტი   ნათია მეც ეს ვთქვი ...   May 14 2008, 03:28 PM
კანონისტი   tamritamo ეს სასტუმროსი ...   May 14 2008, 03:35 PM
მარიამი   აუ როგორ მინდააა :user...   May 14 2008, 03:36 PM
marine   აუ როგორ მინდააა :use...   May 14 2008, 03:37 PM
ნათია   50 ლარი ძვირია, ასე რ...   May 14 2008, 03:37 PM
tamritamo   50 ლარი ძვირია, ასე რ...   May 14 2008, 03:39 PM
leluka   აუ როგორ მინდააა :use...   May 14 2008, 03:37 PM
ნათია   tamritamo ხალხს ნუ მიფრთ...   May 14 2008, 03:37 PM
კანონისტი   [color=#000099][size=3]საქორთუო ...   May 14 2008, 03:38 PM
ნათია   1. მამა ირაკლი 2. ლილი...   May 14 2008, 03:40 PM
marine   ნათია ნათი, წასვლა ...   May 14 2008, 03:40 PM
ნათია   მარიამი მარი, იქნე...   May 14 2008, 03:41 PM
ნათია   marine აზრი მომაწოდეს ...   May 14 2008, 03:42 PM
marine   marine აზრი მომაწოდეს ...   May 14 2008, 03:44 PM
tamritamo   რა ვქნათ? აქედან ა...   May 14 2008, 03:45 PM
marine   აუ მატარებლით რაა...   May 14 2008, 03:47 PM
tamritamo   ზუგდიდში ჩემი დეი...   May 14 2008, 03:48 PM
marine   გეთანხმები მეც მა...   May 14 2008, 03:49 PM
tamritamo   მეც მატარებლით მი...   May 14 2008, 03:50 PM
მარიამი   ის რაღაც მეორე სას...   May 14 2008, 03:42 PM
ნათია   გამოცდილი ხალხი მჭ...   May 14 2008, 03:43 PM
natiako   გამოცდილი ხალხი მ...   May 14 2008, 03:47 PM
კანონისტი   ნათია ხოხ, მარგალუ...   May 14 2008, 03:44 PM
marine   ნათია ხოხ, მარგალუ...   May 14 2008, 03:45 PM
კანონისტი   ნათია :კი: ჩვენს გე...   May 14 2008, 03:45 PM
ლილიანა   ესეგი 7 შვი გავალთ დ...   May 14 2008, 03:45 PM
ვალერი   მეც მიმამატეთ რა გ...   May 14 2008, 03:47 PM
marine   მეც მიმამატეთ რა გ...   May 14 2008, 03:48 PM
maikona   1. მამა ირაკლი 2. ლილი...   May 14 2008, 03:49 PM
ნათია   1. მამა ირაკლი 2. ლილი...   May 14 2008, 03:50 PM
ნათია   კანონ მგონი გიოც წ...   May 14 2008, 03:50 PM
natiako   მეც მინდა რაა, რაღა ...   May 14 2008, 03:50 PM
ნათია   natiako რა ვქნა ნათ, 1 ში ...   May 14 2008, 03:51 PM
marine   natiako რა ვქნა ნათ, 1 ში ...   May 14 2008, 03:54 PM
tamritamo   ნათი, რომელი რიცხვ...   May 14 2008, 03:56 PM
natiako   natiako რა ვქნა ნათ, 1 ში ...   May 14 2008, 03:55 PM
leluka   აუ მე მიმაწერეთ. ?-ი...   May 14 2008, 03:55 PM
კანონისტი   მე ავტობუსი მირჩევ...   May 14 2008, 03:55 PM
marine   გაითვალისწინეთ, რ...   May 14 2008, 03:55 PM
natiako   მე ავტობუსი მირჩე...   May 14 2008, 03:56 PM
marine   ეგ ბათუმში, ზუგდიდ...   May 14 2008, 03:57 PM
tamritamo   გაითვალისწინეთ, რ...   May 14 2008, 03:58 PM
ნათია   marine მამაოს ველაპარ...   May 14 2008, 03:56 PM
ნათია   კანონისტი კუპე 11 ლ...   May 14 2008, 03:58 PM
marine   კანონისტი კუპე 11 ლ...   May 14 2008, 03:58 PM
ნათია   tamritamo არაა ეგრე, კანო...   May 14 2008, 03:59 PM
კანონისტი   marine ჰო. ბათუმის მიმა...   May 14 2008, 03:59 PM
marine   marine ჰო. ბათუმის მიმ...   May 14 2008, 04:00 PM
natiako   marine ჰო. ბათუმის მიმ...   May 14 2008, 04:01 PM
tamritamo   მოდით პლაცკარტით წ...   May 14 2008, 03:59 PM
marine   მოდით პლაცკარტით ...   May 14 2008, 04:01 PM
tamritamo   მგონი ეგ ჯობია, ერთ...   May 14 2008, 04:02 PM
marine   ხოდა ეგრე ვქნათ იც...   May 14 2008, 04:04 PM
კანონისტი   ნათია კაცო, უფრო ძვ...   May 14 2008, 04:00 PM
tamritamo   ნათია კაცო, უფრო ძ...   May 14 2008, 04:01 PM
ნათია   კანონისტი დათ აგე...   May 14 2008, 04:01 PM
leluka   ნუ ეხლა ვინც ეს პლ...   May 14 2008, 04:02 PM
ლილიანა   პლაცკარტი არ გინდა...   May 14 2008, 04:03 PM
ნათია   tamritamo მამაოსაც ვკით...   May 14 2008, 04:05 PM
14 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 08:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი