IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> 1000 კითხვა დედა ეკლესიას, 3 კითხვა დღეში
lashka
პოსტი Sep 6 2007, 05:17 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 30-September 06
წევრი № 235



წიგნი შედგენილია შემოქმედის წმ.ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერის მოძღვრის არქიმანდრიტ ნიკოლოზის ლოცვა-კურთხევით

ადრე მამაომ მაჩუქა ეს წიგნი და ვკითხულობდი ბოლომდე ვერ ჩავედი მაგრამ წავიკითხე რამდენიმე კითხვა ძაან საინტერესეო წიგნია. მგონი არ იქნება ცუდი ეს წიგნი ბილომდე რო გადმოვიტანო ამ ფორუმზე დღეში რამდენსაც მოვახერხებ იმდენს დავწერ.


1.ესაჭიროება თუ არა ადამიანს სასულიერო ლიტერატურის კითხვა?
დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნიერ ცოდნას, წიგნები სინანულის მხსნელ გზაზე გვაყენებს, რაგდანაც წიგნის სიტყვათაგან ვიძენთ ჩვენ სიბრძნესა და კრძალულებას. ეს ის მდინარეებია, რომლებიც კაცობრიობას არწყულებენ თავიანთი წიბრძნით. მიუწვდომელი სიბრძნეა მათში, ნუგეში ჩვენი მწიხარებისა აღვირი ჩვენი მოთმინებისა. თუკი გულმოდგინედ მოიძიებ წიგნებში სიბრძნეს, აუცილებლად მოიპოვებ საკუთარი სულისთვის უდიდეს სარგებლობას, რამეთუ ის, ვინც წიგნს კითხულობს, ღმერთს და ჭმინდანებს ესაუბრება.

წმ.ნესტორჟამთააღმწერელი


2. დასაშვებია თუ არა დროის სულისკვეთების მიხედვით ქრისტიანობაში რაიმეს შეცვლა?
ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძებოთ შეღავათები

წმ.თეოფანე დაყუდებული


3.რომელა უფრო აღმატებული-საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?
ხულილი წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო,ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საიდუმლო ცხოვრება.საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი "უფალო შეგვიწყალე" აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარმოდგმულნი.

წმ.ანტონ ოპტინელი


4.რისთვის მოგვეცა ღვინო?
ღვინო იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ, იმისთვის რომ ვიცინოთ და არა იმისთვის, რომ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძნად, სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსუძლურებლად

წმ.იოანე ოქროპირი


5.როგორ შეიძლება შევეწიოთ მიცვალებულთა სულებს?
სარწმუნოებით უნდა აღვავლენდეთ ხსენებას შესვენებულთათვის და ამგვარად ნუგეშს ვცემდეთ ჩვებს მიცვალებულებს.უწესო გლოვის , უსარგებლო ცრემლების და სამარეს შემკობის ნაცვლად მათთვის საღმრთო წირვასმ ლოცვას და მოწალებიას გაცემას უნდა აღვასრულებდეთ ღათა ისინიც და ჩვენც ღირს ვიქმნეთ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებლად, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, ეს არის ქრისტიანის წესი, ღვთისთვის სათნო შესაწირავი, მიცვალებულთა შესაწევნელი და ჩვენთვის დიდად სასარგებლო.

წმ.იოანე ოქროპირი


6.შეიძლება თუ არა გულისნადების გამხელა მრავალთათვის?
ყველას ნუ გაუმხელ შენს გულისნადებს, მხოლოდ იმას მიენდე,ვისაც შენი სულის განკურნება შეუძლია

წმ.ანტონი დიდი


7.როგორია სახე საკუთარი მოძღვრისადმი, მორჩილი, ჭეშმარიტი სულიერი შვილისა?
მართალ ცხვარს არა აქვს რქები, იგი არ ეწინააღმდეგება საკუთარ მწყემსს, არდრტვინავს,არხტუნავს და არ იკბინება.მწყემსს არ უბრაზდება, თუმცა ისჯება კიდეც მისგან, სიტყვას არ უბრუნებს, არ ჩხუბობს და არავის ეუბნება აუგს.ყველაფერში ეთანხმება მის თვალწინ კეთილსაიმედოდ დადის და საზღვრებს არ სცილდება.უცხო ხმებს ყურს არ უგდებს და არც უცხოებში დაიარება, თავისს მწყემსს თავის მწყებსს ისე უსმენს რომ არავითარი არავითარი წინასწარი განსჯა არა აქვს, თუმცა მწირ ჭაობიან ადგილზე აძოვებენ, არ იღანძღება და არ ჩივის მასზე.

წმ.მოსეოპტინელი


რა არის განკითხვა?
მოყვასის განკითხვა ის არის, როცა კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებანებას ვერ ამჩნევს და სხვის ცოდვას და ნაკლულებანებას კი ხედავს დაზრახავს

წმ.გაბრიელ ოპტინელი



--------------------
ჩვენთან არს ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 6 2007, 05:19 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მეც მინახავს ეს წიგნი, სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარი წაკითხვა... ძალიან საინტერესოა...

მადლობელი დაგრჩებით თუ მთელს წიგნს აკრიფავ... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 12:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი