რამდენი ვართ ჩვენ, მართლმადიდებლების რაოდენობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენი ვართ ჩვენ, მართლმადიდებლების რაოდენობა |
აბე |
Dec 5 2009, 01:21 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
რამდენი % ვართ მართლმადიდებლები დღეს მსოფლიოში და ადრე რამდენი ვიყავით? ყოფილა ისტორიის მანძილზე ისეთი პერიოდი 50 % მაინც რომ ყოფილიყავით?
თქვენი აზრით რატომ ვართ ცოტანი? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
Dec 5 2009, 01:29 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თქვენი აზრით რატომ ვართ ცოტანი? 13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. 14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. (მათე VII, 13-14.) -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
აბე |
Dec 5 2009, 01:52 PM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. 14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. (მათე VII, 13-14.) როგორც ჩანს მხოლოდ 3,38 % ყოფილა დღეს მსოფლიოში, "რომელნი ჰპოებენ ამ იწრო ბჭესა და საჭირველ გზას." There are between 225 and 300 million orthodox Christians worldwide. (Source) As of 5 December 2009, the Earth's population is estimated by the United States Census Bureau to be 6.801 billion. (Source) 225 მილიონი არის 6.801 მილიარდის 3.30 % 300 მილიონი არის 6.801 მილიარდის 3.38 % და მიზეზი რა არის იმისა, რომ უფრო მეტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ "საჭირველ" გზაზე სიარულს? კონკრეტულად რაში გამოიხატება მართლმადიდებლობის სირთულე? ძალიან მკაცრი რელიგიაა? როგორც ვიცი, პირიქით - ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რელიგიაა... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 5 2009, 08:35 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
ციტატა რამდენი % ვართ მართლმადიდებლები დღეს მსოფლიოში და ადრე რამდენი ვიყავით? ყოფილა ისტორიის მანძილზე ისეთი პერიოდი 50 % მაინც რომ ყოფილიყავით? თქვენი აზრით რატომ ვართ ცოტანი? ბრილიანტიც ცოტაა -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 5 2009, 08:57 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ჩვენ სულაც არ ვართ ცოტა
ჩვენში არიან ცოტანი -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
აბე |
Dec 5 2009, 11:26 PM
პოსტი
#6
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე ბრილიანტიც ცოტაა მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ და უნივერსიტეტში ასე მასწავლიან: ზოგადად, იშვიათობა ძვირი ღირს. მაგრამ ეს სიძვირე გამოწვეულია იმ ფასეულობის დამატებით, რომელიც გულისხმობს, რომ მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ მოცემული პროდუქტის გამოყენებას/მოხმარებას, რომლებიც იყიდიან მას. სხვა ადამიანებს კი ამის საშუალება არ ექნებათ, რადგანაც მეტი ბრილიანტები ბუნებაში აღარ არსებობს. ანუ გამყიდველები ბრილიანტთან ერთად კომპლექტში ყიდიან იმ უხილავ პროდუქტს რასაც პროდუქტის გამოყენების ნაწილობრივი ექსკლუზიურობა ჰქვია. შესაბამისად საბოლოო ფასის გამოსათვლელად იკრიბება ამ ორივე პროდუქტის (თვითონ ბრილიანტის და ნაწილობრივი ექსკლუზიურობის) ფასი და იმიტომაა ძვირი. აბა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში ბრილიანტები ბევრი რომ იყოს? რა თქმა უნდა, მას ფასი შეუმცირდებოდა. რატომ? იმიტომ რომ გამყიდველები ვეღარ მიყიდდნენ კლიენტებს იმ მეორე უხილავ პროდუქტს ნაწილობრივი ექსკლუზიურობა რომ ჰქვია, რადგანაც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შეეძლებოდა ბრილიანტის ყიდვა. რელიგია სულ სხვა რამეა... რელიგიაში ფულს არ იხდიან და ყოველ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი, ან საერთოდ არ იყოს არცერთი რელიგიის მიმდევარი. თუ ადამიანი მოინდომებს გახდეს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი, მას აუცილებლად შეხვდება "თავისი სკამი", იგი "დაკავებული" არ დახვდება. ანუ ბრილიანტისაგან განსხვავებით, ნებისმიერი რელიგია ხელმისაწვდომია ადამიანისათვის... მაგრამ.... მაგრამ აქ ჩნდება ასეთი საკითხი: ბრილიანტი იმიტომ არის ლამაზი, რადგანაც ბუნებაში მცირე რაოდენობით მოიპოვება? ხომ არ მოგვეჩვენებოდა ბრილიანტი უფრო ნაკლებად ლამაზად, თუ უმრავლესობა ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ჭურჭეელი, კომპიუტერები, მობილურები, გიტარები, ყვავილების ქოთნები, სურათების ჩარჩოები და მრავალი სხვა რამ მასიურად ბრილიანტებით იქნებოდა შემკული?! ეჭვი მაქვს რომ მსოფლიოს ხალხი სწორედაც რომ აღარ დააფასებდა ბრილიანტის სილამაზეს ასე ძალიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრილიანტი ხომ მაინც ბრილიანტად დარჩება ყოველთვის და იგი არასოდეს გადაიქცევა მდინარის სიპ ქვად, მიუხედავად იმისა, როგორ დააფასებს მის სილამაზეს ხალხი.... იგი თავის სილამაზეს არ დაკარგავს... ასე, რომ რელიგიის ფასეულობა არ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი იქნება მისი მიმდევარი, ანუ რამდენი ადამიანი დააფასებს მას. რელიგიის მაცხოვნებელი მადლი დამოკიდებული არ არის მისი მიმდევრების რიცხოვნებაზე. ასე, რომ ვერ ვიტყვით: მართლმადიდებლობა რომ მაცხოვნებელია ამაზე მისი მიმდევრების სიმცირე მეტყველებს. მართლმადიდებლობა რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ამის მტკიცებას ნუ შევუდგებით, რადგანაც ზოგიერთი ფორუმელი არამართლმადიდებელია და შესაძლოა დაუსრულებელი კამათები გაიმართოს ამ თემაში... შესაძლოა ზოგიერთმა არამართლმადიდებელმა ადამიანებმა ისიც დაწერონ, ცოტანი იმიტომ ხართ, რომ თქვენი რელიგია არ არის მაცხოვნებელი და ხალხი ამის გამო არ მისდევს მასო... ჩვენ, ვისაც გვწამს, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტად ღმერთთან მიმყვანებელი რელიგიაა, როგორ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ამ ჭეშმარიტ გზას ცოტანი მისდევენ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
Dec 5 2009, 11:37 PM
პოსტი
#7
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ჩვენ სულაც არ ვართ ცოტა ჩვენში არიან ცოტანი 3.3 % ცოტა არ არის შენთვის? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 5 2009, 11:54 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
ციტატა ასე, რომ რელიგიის ფასეულობა არ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი იქნება მისი მიმდევარი, ანუ რამდენი ადამიანი დააფასებს მას. რელიგიის მაცხოვნებელი მადლი დამოკიდებული არ არის მისი მიმდევრების რიცხოვნებაზე. აბსოლუტურად გეთანხმები. კარგი ლექცია იყო ისე, ხუმრობის გარეშე. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ცოტანი ვართ, მაგრამ ბრილიანტივით ძვირფასი თქო. ნუ ძირითადად ტალახში ამოსვრილებიც მაგრამ მაინც. თუ ბრილიანტად ჩავთვლით ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო ფულად იმ მონდომებას რაც ამ სარწმუნოების მოძიებას უნდა აღმოჩნდება რომ მსოფლიო ძალიან ღარიბია. მე პირადად გამიმართლა და მილიონერების ქვეყანაში დავიბადე -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 6 2009, 12:34 PM
პოსტი
#9
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე თუ ბრილიანტად ჩავთვლით ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო ფულად იმ მონდომებას რაც ამ სარწმუნოების მოძიებას უნდა აღმოჩნდება რომ მსოფლიო ძალიან ღარიბია. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყოველ ადამიანს აქვს ეს "ფული", მაგრამ ზოგისთვის მისი დახარჯვა ადვილია, ზოგისთვის კი საერთოდ შეუძლებელი. აფრიკის რომელიღაცა ჯუნგლების დონეზე მყოფ ტომში მაცხოვრებელმა ადამიანმა როგორ უნდა დახარჯოს ეს "ფული", როდესაც "მაღაზია" იქ საერთოდ არ არის და საერთოდ არავინ ფიქრობს იქ ამ "მაღაზიის დადგმას". ანუ არამართლმადიდებლურ გარემოში მაცხოვრებელ ადამიანებს გამოუყენებელი რჩებათ ის პოტენციური მონდომება და ძალისხმევა, რომლის გაწევაც ყველას და მათ შორიც მათაც შეუძლიათ. ისე გამოდის, რომ ზოგს აქვს ფული, ზოგს კი ის რასაც ფულით ყიდულობენ. ახლა ის ვთქვათ, რომელია ამ ორიდან მილიონერი?! ზოგადად მილიონი დოლარის მფლობელი და მილიონ დოლარად შეფასებული მარგალიტის მფლობელი - ორივე მილიონერია, იმ განსხვავებით რომ ფული ბრილიანტივით არ ელვარებს. და ჩემს მიერ დასმული შეკითხვაც სწორედ ამ ქვე-ტექსტს ატარებს: მართალია ყველა ადამიანს შეუძლია მოინდომოს და მოიძიოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაგრამ ამას მხოლოდ 3.38 პროცენტზე ნაკლები ახერხებს. ნაკლები იმიტომ, რომ ამ 3.38-ში გათვალისწინებულია ნომინალური მართლმადიდებლებიც, ანუ მარტო მართლმადიდებლურად მონათლული, ეკლესიაში "სანთლის ამნთები" ხალხი... და რა არის ამის მიზეზები? ნუ შევეხებით გარემოს... ავიღოთ ისეთი ადგილები, სადაც ადვილადაა ხელმისაწვდომი მართლმადიდებლური სიტყვა. რატომ არ იღებენ ამ რეგიონებში მართლმადიდებლობას? მასში ჭეშმარიტებას ვერ ხედავენ? ხედავენ, მაგრამ არა ერთადერთ, არამედ ერთ-ერთ ჭეშმარიტებას? იგი ძალიან მკაცრი რელიგიაა და ეს აბრკოლებთ? თუ რაიმე სხვა მიზეზია? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Amuza |
Dec 6 2009, 12:40 PM
პოსტი
#10
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
მართლმადიდებლობა ძნელია მაგრამ აუცილებელია
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Atman |
Dec 6 2009, 12:52 PM
პოსტი
#11
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Amuza
ციტატა მართლმადიდებლობა ძნელია მაგრამ აუცილებელია არც ძნელია და არც სავალდებულო (თუმცა სასურველი ნამდვილადაა) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Amuza |
Dec 6 2009, 12:54 PM
პოსტი
#12
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
Amuza არც ძნელია და არც სავალდებულო (თუმცა სასურველი ნამდვილადაა) შენ, + მართლმადიდებლობას, თუ - ? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
b-a-r-b-a-r-e |
Dec 6 2009, 01:07 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
-------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Amuza |
Dec 6 2009, 01:13 PM
პოსტი
#14
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
+ თითონ დაწეროს შენ რატომ ასწრებ, იქნებ კაცი თუთბერიძესავით თავს იკავებს -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
b-a-r-b-a-r-e |
Dec 6 2009, 01:54 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
თითონ დაწეროს შენ რატომ ასწრებ, იქნებ კაცი თუთბერიძესავით თავს იკავებს მე ვარ მაგის მდივანი ამ ფორუმზე როცა გასულია და შესაბამისაც ჩემს მოვალეობას ვასრულებ -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
ბადრი |
Dec 6 2009, 05:47 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
ციტატა ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყოველ ადამიანს აქვს ეს "ფული", მაგრამ ზოგისთვის მისი დახარჯვა ადვილია, ზოგისთვის კი საერთოდ შეუძლებელი. აფრიკის რომელიღაცა ჯუნგლების დონეზე მყოფ ტომში მაცხოვრებელმა ადამიანმა როგორ უნდა დახარჯოს ეს "ფული", როდესაც "მაღაზია" იქ საერთოდ არ არის და საერთოდ არავინ ფიქრობს იქ ამ "მაღაზიის დადგმას". ანუ არამართლმადიდებლურ გარემოში მაცხოვრებელ ადამიანებს გამოუყენებელი რჩებათ ის პოტენციური მონდომება და ძალისხმევა, რომლის გაწევაც ყველას და მათ შორიც მათაც შეუძლიათ. აქ ცდები ძმაო. ღვთის სიტყვა ყველგან წვდება სადაც მისი მოსმენის სურვილი აქვთ. ხოლო ე. წ. "მაღაზიები" იხსნება იქ სადაც ეს "ფული" (ანუ ნდომება მაცხოვნებელი სწავლებისა) არის. კარგად მოგეხსენება სადაც მოთხოვნაა იქ მიმწოდებლებიც ჩნდებიან. მე ვფიქრობ რომ ადამიანების უმრავლესობას უბრალოდ არ უნდათ მოიძიონ ჭეშმარიტება. ადამის ცოდვის გაგრძელებაა... უფლის გარეშე ცხოვრების სურვილი... ან უკეთეს შემთხვევაში უფლთან ერთად ცხოვრების სურვილი მაგრამ არა იყოს ნება უფლისა არამედ ნება ჩემი. უკიდურესი ამპარტავნებაა ამის მიზეზი ალბათ. ნომინალურ ქრისტიანებს ძალუმად ღრღნის ეს სენი და სხვებტან რა იქნება გაფიქრებაც საზარელია. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
Atman |
Dec 6 2009, 06:48 PM
პოსტი
#17
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Amuza
ციტატა შენ, + მართლმადიდებლობას, თუ - ? + და - ანუ 0 b-a-r-b-a-r-e ციტატა მე ვარ მაგის მდივანი ამ ფორუმზე როცა გასულია და შესაბამისაც ჩემს მოვალეობას ვასრულებ ჯერ უნდა მომახსენო ხოლმე და მერე დაწერო ჩემ მაგივრად -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აბე |
Dec 6 2009, 06:50 PM
პოსტი
#18
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე მე ვფიქრობ რომ ადამიანების უმრავლესობას უბრალოდ არ უნდათ მოიძიონ ჭეშმარიტება. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ აქვთ თუ არა სული; მათი სული კვდება თუ უკვდავია; თუ უკვდავია სად წავა მათი სული სიკვდილის შემდეგ და ა.შ. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი საკითხებით არ დაინტერესდეს? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
b-a-r-b-a-r-e |
Dec 6 2009, 07:21 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
Amuza + და - ანუ 0 b-a-r-b-a-r-e ჯერ უნდა მომახსენო ხოლმე და მერე დაწერო ჩემ მაგივრად მოგახსენე მაგრამ სკაიპიდანაც გაბრძანებული ყოფილხართ ბატონო უფროსო კიდევ იყო თქვენი ხსენება სხვა ადგილზეც,სადაც თავად გავეცი პასუხი რომ უეჭველი წამოვა თქო და ხელფასს კაპიკი არ დააკლდეს თორემ მერე ნახე შენს მაგივრად საუბრები -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
Dec 6 2009, 07:30 PM
პოსტი
#20
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
b-a-r-b-a-r-e
ციტატა მოგახსენე მაგრამ სკაიპიდანაც გაბრძანებული ყოფილხართ ბატონო უფროსო მეორე მდივანი რისთვის მყავს მერე? მისთვის უნდა გეთქვა და გადმომცემდა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი