IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

247 გვერდი V « < 245 246 247  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 6 2026, 10:37 AM
პოსტი #4921


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“ - მამაო, რამდენად მნიშვნელოვანია მონასტერში ძმათა ერთსულოვნება?

-მონასტრის ძმათა შორის ერთსულოვნება და ერთობლივი ძალისხმევა სულიერი მოღვაწეობისა განწმენდის მისაღწევად ოდითგანვე უმთავრესი მნიშვნელობის საკითხი გახლდათ. თითოეულის სულიერი წინსვა მხოლოდ პირადული საკითხი როდია, იგი ყველა ძმის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ერთი ძმის ჩამორჩენა ისევე აბრკოლებს მთელი კრებულის მსვლელობას, როგორც ქვა - ნაკადულის დინებას. ეს ერთი ქვა, ერთი მხრივ, აკავებს ნაფოტებს და სხვა ნაგავს, რომელსაც წყალი ჩაითრევს, მეორე მხრივ კი წყალი ცოტა უკან ბრუნდება და მარჯვნივ თუ მარცხნივ მიმოიფანტება, ვიდრე ცოტა ქვემოთ დინებას არ გააგრძელებს. იგივე ხდება, როცა მონასტერში რომელიმე ძმა სულიერად ჩამორჩება. და პირიქით, ერთი ძმის დადებითს მცდელობასა და სულიერ წინსვლას სასიკეთო შედეგები მოაქვს მთელი საძმოსთვის, რამეთუ ზეცისკენ სვლას უადვილებს.

შესაბამისად, ძმებს შორის ერთსულოვნება ჩვენი მონაზვნური ცხოვრების უმთავრესი ფაქტორი და კანონი უნდა იყოს. ნაყოფად იგი ბერის პიროვნებისადმი სრულ მორჩილებას გვაძლევს და ხდება ფარი, რომელიც ყოველგვარ ბოროტებას უკუაგდებს.

პირველი, ვინც მორჩილების სათნოება გვასწავლა, იყო თავად ქრისტე, რომელიც „იქმნა მორჩილ, ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“. ქრისტეს მორჩილებას მიბაძეს მოციქულებმა და გადასცეს მთელი ეკლესიის სისავსეს, როგორც ადამიანთა ცხონების ძირითადი წინაპირობა.

თითქმის ყველა წმინდა მამა იყო დაკავებული ამ სათნოების მნიშვნელოვნობით, თუმცა ჯერ იგი საკუთარი ცხოვრების წესად აქციეს. ამის შემდეგ, მოღვაწე მამებმა მორჩილება ქალწულებასა და უპოვარებასთან ერთად მონაზვნური სათნოებების ტრიპტიქს მიაკუთვნეს. ამრიგად, მონაზონი ნიშნავს დაქვემდებარებულს, ანუ მორჩილების მუშაკს. წმ. ანას სკიტში ისეთი ქრისტეს მიმბაძველი მორჩილები გავიცანი, როგორიც, მაგალითად, მ. მაქსიმეა. მორჩილი ყოველთვის მოგებულია და, ექნება რა კეთილი განწყობა, ღმერთი მის ბერს ყოველთვის მართებულს შთააგონებს“.

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2026, 11:21 AM
პოსტი #4922


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათეისტური მმართველობის დროს, 1954 წელს, მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის მიერ მონასტერი აღდგა მოწამეთაში, რაც იშვიათი გამონაკლისია, რადგან ხრუშოვის მმართველობის პერიოდში მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. ამავე წელს დიდმოწამე დავით და კონსტანტინეს ნაწილები მუზეუმიდან დაბრუნდა მოწამეთაში“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2026, 12:44 PM
პოსტი #4923


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ახალგაზრდა ბერს მართებს ეთათბიროს უხუცეს ბერს ყოველი ნაბიჯისთვის, რომელსაც იგი გადადგამს თავის სენაკშიც კი, ყოველი წვეთი წყლისათვის, რომელსაც იგი სვამს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი ზოგიერთი ბერები, რომლებიც დაეცნენ სწორედ იმისგან, რომ თავი ღვთის სათნოყოფილებად მიიჩნევდნენ. თუ ისეთ რამეს დაგავალებენ, რაც ჩვენი უფალი ღვთის მცნებების შესაბამისია, დაიცავი და შეასრულე ზედმიწევნით, რათა თქვენზე აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: „დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა“.

/წმ. ანტონი დიდი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:36 PM
პოსტი #4924


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო, თქვენ როგორ ისწავლეთ ეგოიზმის სენთან დაპირისპირება?

-ჩვენმა ბერებმა დახმარება გაგვიწიეს, რომ, პირველ ყოვლისა, ეგოიზმის ცოდვა შეგვეგრძნო და შემდეგ - ყველა დანარჩენი. ჩვენს კალივში მღვდელ-მონაზონ იოაკიმეს მოძღვრებათა მთავარი თემა ეგოიზმი იყო, სხვა დანარჩენს კი ზედაპირულად ეხებოდა.

ოთხი წლის განმავლობაში მეხმარებოდა, რომ ეგოიზმის საკითხში საბაზისო პრინციპებს დავუფლებოდი. გაცნობიერებული მქონდა ბოროტების ის სიდიდე, რომელსაც იგი შობს. როცა წმინდა მთა დავტოვე და ერში მოვედი, ჩემი სული სადაც კი გადააწყდებოდა, მკვეთრად რეაგირებდა ეგოიზმზე.

ვისაც ეგოისტური „ჰიპერტროფია“ აქვს, მის სულის სიკვდილი გარდაუვალია, ან ქრისტეს ფეხებში უნდა ჩაუვარდეს და მისი გამომხსნელი მსხვერპლის სისხლი „შეისრუტოს“. ქურდისთვის არსებობს გამოსწორების იმედები, ხოლო „ჰიპერტროფიული“ ეგოიზმი განწირულია სიკვდილისთვის ან ამქვეყნად ან მომავალ ცხოვრებაში.“

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:09 PM
პოსტი #4925


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,070
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა დავით გარეჯელის „ცხოვრების“ თანახმად, გარეჯის უდაბნოში გასვლის პირველ ეტაპზე წმინდა მამები დავით და ლუკიანე მძოვრობდნენ, ანუ საკვებად მხოლოდ უმ ბალახეულობასა და მცენარეულ ფესვებს მოიხმარდნენ. მძოვრობის თემა არ არის ტიპოსი, არამედ ისტორიული ფაქტი. ამ ტრადიციის საფუძველი ეგვიპტის, სირიისა და პალესტინის ადრეულ მეუდაბნოეთა ცხოვრების წესში იძებნება.

მძოვრები ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ, ან ბუნებრივ მღვიმეებს აფარებდნენ თავს. ეს არის სირიული მონაზვნობის დამკვიდრების დასაწყისი, მძოვარი მონაზვნები ჩვენ შემდგომ პერიოდშიც გვხვდება, მაგალითად ილარიონ ქართველის ცხოვრებაში (875წ.), აღნიშნული მონაზვნური ცხოვრების მკაცრი წესი თვით მეცხრამეტე საუკუნეშიც გვხვდება შიო გელათელის შემთხვევაში“.

/ლევან ტყეშელაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

247 გვერდი V « < 245 246 247
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2026 - 09:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი