ფილოკალია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილოკალია |
guest1 |
Apr 17 2010, 05:22 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ფილოკალია თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?
P.S. წმინდა სერაფიმე საროველისათვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო |
afxazi |
Apr 20 2010, 12:05 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ციტატა ფილოკალია თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა? არისთარგმნილი, თუმცა პირველი ნაწილი. საკმაოდ მაღალი დონის თარგმანია ედიშერ ჭელიძის მიერ შესრულებული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
Apr 20 2010, 12:13 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
afxazi
სად შეიძლება ვიპოვოთ? |
afxazi |
Apr 21 2010, 03:55 PM
პოსტი
#4
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აკაკი
ციტატა სად შეიძლება ვიპოვოთ? ამჟამად ვერ გეტყვი იყიდება თუ არა მაღაზიებში, რადგან არ მახსოვს, მაგრამ დიდი შანსია რომ იყოს. ლესელიძეზე იმდენი საეკლესიო მაღაზიაა რომ ერთ-ერთში უეჭველად იქნება -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
agmsarebeli |
Apr 21 2010, 09:57 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
მგონი მადლში იქნება
|
guest1 |
Apr 24 2010, 02:43 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ამაზონზე ვნახე წიგნები ინგლისურად. 4 ტომად არის გამოცემული. გარდა ამისა, სხვა წიგნებიც არის, რომელიც ფილოკალიის შესავალია. ერთ-ერთი წიგნია A Beginner's Introduction to the Philokalia, რომელიც დაწერილია ბერძენი მოძღვარის Anthony M. Coniaris-ის მიერ. ეს პატარა წიგნი ძალიან კარგი შესავალი ჩანს ფილოკალიაში. განმარტებულია წმინდა წერილის სხვადასხვა ასპექტები წმინდა უდაბნოს მამების მიერ. წიგნის შესავალში მოცემულია ასეთი მშვენიერი შედარება "პილგრიმის გზა"-დან (რაც ფილოკალიაზე განმარტებული ერთ-ერთი წიგნია). დაახლოებით ვაკეთებ ციტატას, რომელიც დიალოგს წარმოადგენს მოწაფესა და მასწავლებელს შორის: "წაიკითხე ეს წიგნი, რომელიც შეიცავს დეტალურ მეცნიერებას მუდმივ შინაგან ლოცვაზე. ამ წიგნს ფილოკალია ქვია, რომელიც ოცდახუთი წმინდა მამის მიერ არის დაწერილი. წიგნში უდიდესი სიბრძნეა გადმოცემული." ამის შემდეგ, მოწაფე ეკითხება მოძღვარს: "მაშ ფილოკალია უფრო აღმატებულია და წმინდაა, ვიდრე წმინდა წერილი?" და მოძღვარი აკეთებს ასეთ შედარებას: "არა, მაგრამ ფილოკალია მოიცავს დაწვრილებით რჩევებს, რომელიც საბოლოოდ დაანახებს ადამიანს ბიბლიაში დამარხულ საიდუმლოებას, რაც მიუწვდომელია მათთვის, ვისაც მოკლე ხედვა აქვს (ჩემზე საუბრობს ეს მოძღვარი ). ამისათვის ასეთ შედარებას მოვიყვან. მზე არის უდიდესი მნათობი მნათობთა შორის. მასზე თვალის გასწორება შეუძლებელია. იმისათვის რომ მზეს თვალი გავუსწოროთ, საჭიროა შევხედოთ მას ძალიან მუქი შუშით. მსგავსად მზისა, ბიბლიაც ასევე კაშკაშა მნათობია და მას უნდა შევხედოთ მუქი შუშით. ასეთ შუშას წარმოადგენს სწორედ ფილოკალია."
პირველ თავში საუბარია შინაგან ყურადღებაზე, რაც ყოველთვის უფლისკენ უნდა იყოს მიპყრობილიო. ამ შინაგანი ყურადღების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბიბლიის ნაწილების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვთ მოცემული წმინდა მამებებს. 136 (137) ფსალმუნი როგორ განიმარტება, როცა ნათქვამია "ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარია, რომელმან შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!"? (ფსალ. 136:8,9) |
guest1 |
Apr 24 2010, 03:30 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
წმინდა გრეგორი პალამელი ამბობს (ციტატა ფილოკალიიდან არის მოყვანილი, ამ წიგნის მიხედვით): "ნუ დატოვებ შენი სხეულის და სულის ნურცერთ ნაწილს სიფხიზლის გარეშე. ამდაგვარად, შენ იბატონებ ბოროტ სულებზე, რომელიც განუწყვეტლივ გიტევენ შენ, და მედგრად წარსდგები მის წინაშე, ვინც გულსა და გონებას განსჯის". იქვე, შედარებისათვის მოყვანილია ფსალმუნი 6:9 "განმშორდით, ყოველნი მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა".
შემდეგ წმინდა გრეგორი პალამელი განაგრძობს: "და ამდაგვარად იგი არ განგსჯის შენ, რამეთუ შენ შენი თავი თვითონვე განსაჯე". ისევ, შედარებისათვის წმინდა პავლე მოციქულის წერილია მოყვანილი 1 კორინთელთა 11:31 "ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი". |
noone__90 |
Apr 30 2010, 08:22 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 13-January 10 წევრი № 7,951 |
|
ოდიშარი |
Dec 19 2012, 09:35 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 2-April 11 წევრი № 10,786 |
afxazi
ციტატა არისთარგმნილი, თუმცა პირველი ნაწილი. საკმაოდ მაღალი დონის თარგმანია ედიშერ ჭელიძის მიერ შესრულებული. რაც შეეხება მეორე(რუსული გამოცემა) ტომს, მასში შედის შემდეგი მამების შრომები: 1.Святой Иоанн Кассиан Римлянин 2.Преподобный Исихий, пресвитер иерусалимский 3.Преподобный Нил Синайский 4.Святой Ефрем Сирианин 5.Святой Иоанн Лествичник 6.Святые преподобные отцы Варсануфий и Иоанн 7.Преподобный авва Дорофей 8.Святой Исаак Сирианин აქედან მე-5, მე-6 და მე-7 გვაქვს ქართულ ენაზე. მეექვსე, ანუ ბარსანუფი დიდისა და იოვანეს კითხვა პასუხი რუსულიდან არის თარგმნილი. თუ არ ვცდები 850 კითხვაა. ორ ტომად გამოვიდა. გურჯაანის მონასტერშია თარგმნილი. ფილოკალიაში, ანუ ქართულად "სათნოებათმოყვარეობაში" შემავალი კითხვები და მათი პასუხები არის მეორე ტომში, რომელიც ეხლაც იყიდება ბევრ საეკლესიო მაღაზიაში. პირველის ტირაჟი დამთავრებულია. რაც შეეხება იოანე კიბისაღმწერს და აბბა დოროთეს, ორივე გამომცემლობა ახალი ივირონის სერია "საეკლესიო ბიბლიოთეკაშია" გამოცემული. თითქმის ყველა მაღაზიაშია. ასე რომ მთლად გულს ნუ გავიტეხთ პ.ს. ისე საინტერესოა, ბატონი ედიშერი თუ მუშაობს მის თარგმნაზე კიდევ... ეს ტემა საკმაოდ ძველია, ლინკებიც წაშლილია, თქვენის ნებართვით, განვაახლებ: პირველი ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_1 მეორე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_2 მესამე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_3 მეოთხე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_4 მეხუთე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_5 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი