მარკოზის სახარების განმარტება (ქართულად), ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარკოზის სახარების განმარტება (ქართულად), ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი |
აბე |
May 25 2010, 06:35 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
დიდი მადლობა ჩვენს ფორუმელს tamuna m-ს, რომელმაც არ დაიზარა და აკრიფა ეს წიგნი. მე შევასრულე უბრალოდ ტექნიკური სამუშაო, ძირითადი საქმე თამუნამ გააკეთა. მალე დაიდება ჩვენს ბიბლიოთეკაშიც. აქ კი დავწერ წიგნის წინასიტყვაობას.
წინასიტყვაობა მარკოზის წმინდა სახარება დაიწერა რომში, ქრისტეს ამაღლებიდან ათი წლის შემდეგ. მარკოზი იყო მოწაფე და მიმდევარი პეტრესი, რომელსაც პეტრე თავის შვილსაც კი უწოდებს (ცხადია სულიერს). ასევე იწოდებოდა ის იოანე ღვთისმეტყველის მიერაც; იგი იყო ბარნაბა მოციქულის ძმისწული და პავლე მოციქულის თანამგზავრი. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრესთან, რომელთან ერთადაც იყო რომში. ამიტომაც მორწმუნენი რომში სთხოვდნენ არა მხოლოდ ექადაგა მათთვის, არამედ გადმოეცა კიდეც მათთვის ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით: იგი როგორღაც მაინც დათანხმდა ამაზე და დაწერა კიდევაც. ამასობაში პეტრეს ღმერთმა გამოუცხადა, რომ მარკოზმა დაწერა სახარება. განიხილა რა მან ეს სახარება, პეტრემ დაამოწმა, რომ იგი ჭეშმარიტია. შემდეგ გააგზავნა მარკოზი ეპისკოპოსად ეგვიპტეში, სადაც მან თავისი ქადაგებით დააფუძნა ალექსანდრიის ეკლესია და განანათლა ყველა „შუადღის ქვეყნის“ მცხოვრებნი. ამ სახარების გამორჩეული თვისებებია არსებითი სიცხადე და არარსებობა რაიმე ძნელად გასაგებისა. ამასთან, მოცემული მახარებელი თითქმის ემთხვევა მათეს, გარდა იმისა, რომ მათეს მიერ დასაწყისში მოხსენიებულია ქრისტეს ხორციელი შობის შესახებ. მარკოზ მოციქულმა წინასწარმეტყველ იოანეთი დაიწყო. აქედან ზოგიერთნი, არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავენ შემდეგ მინიშნებას მახარებელში. უფალმა, მჯდომარემ ქერუბიმთა ზედა, რომელთაც წმინდა წერილი ოთხსახოვნად წარმოგვიდგინეს (ეზეკ. 1, 11), ოთხგვარი სახარება მოგვცეს, რომელიც ერთი სულითაა შთაბერილი. ამგვარად, თითოეული ქერუბიმის ერთი სახელწოდება ლომის მსგავსად, მეორე - ადამიანის მსგავსადაა, მესამე - არწივისა, ხოლო მეოთხე - ხბოსი; ასეა სახარების ქადაგების საქმეშიც. იოანეს სახარებას აქვს ლომის სახე, ვინაიდან ლომი არის სახე სამეფო ძალაუფლებისა. ასევე იოანემაც დაიწყო სამეფო და სამეუფეო ღირსებით, ღმერთის სიტყვით, თქვა: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. მათეს სახარებას აქვს ადამიანის სახე, რადგან იგი იწყება სიტყვის (ანუ ქრისტეს - ტექსტის ამკრეფი) ხორციელი შობით და განკაცებით. მარკოზის სახარება შედარებულია არწივთან, რადგან იგი იწყება წინასწარმეტყველებით იოანეზე : ხოლო ნიჭი წინასწარმეტყველების მადლისა, ისევე როგორც მახვილი მზერისა და შორეული მომავლის ჭვრეტისა, შეიძლება არწივს შევადაროთ, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი დაჯილდოვებულია ყველაზე მახვილი მზერით, ისე, როგორც ერთადერთი ყველა სულდგმულს შორის, თვალმოუჭუტავად უმზერს მზეს. ლუკას სახარება ხბოს მსგავსია, რადგან იწყება ზაქარიას ღმრთისმსახურებით, რომელიც ერის ცოდვების გამო გუნდრუკს აკმევდა: მაშინ მსხვერპლად ხბოსაც სწირავდნენ. ამგვარად მარკოზი იწყებს სახარებას წინასწარმეტყველებით და წინასწარმეტყველებს ცხოვრებით. მაშ, უსმინე რას ამბობს! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
odishari |
May 29 2010, 09:59 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 25-January 10 წევრი № 8,043 |
აბე
დიდი მადლობა. მჭირდებოდა და ვეძებდი. |
კოკა |
Oct 9 2010, 08:30 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
იქნებ განაახლოთ ლინკი......
-------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
tamuna m |
Oct 12 2010, 12:08 AM
პოსტი
#4
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
კოკა |
Oct 12 2010, 12:28 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
tamuna m
დიდი მადლობა -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
თამას |
Jul 27 2013, 02:12 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 28-March 07 წევრი № 1,521 |
ზემოთ რაც გიწერიათ, ეგ ბმული აღარ მუშაობს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით - მარკოზის სახარების განმარტება
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი