პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
death |
Oct 31 2007, 12:00 PM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
პავლემ ეს იმიტომ გააკეთა რომ იუდეველები არ მოუსმენდნენ წინადაუცვეთელს. მან წინადაცვითა ტიმოთე იმის გამო რომ ყოველგვარი პრობლემების გარაშე დაეწყო ტიმოთესთან ერთად იუდეველებისთვის სწავლა ანუ წინადაცვეთის შემდეგ ტიმოთე მათთვის აღარ იქნებოდა როგორც უცხო (ის ბერძენი იყო). ფაქტობრივად პავლემ წინადაცვითა ტიმოთე იმის გამო რომ შეეჩერებინა წინადაცვეთის აუცილებლობა.
он обрезал, чтобы прекратить обрезание, потому что проповедовал определения апостолов.(იოანე ოპროპირი) შემდეგ წერია: ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი ანუ ამის შედეგი იყო ის რომ მტკიცდებოდა და იზრდებოდა ეკლესიები. პავლემ ტიმოთეს წინადაცვეთით თავიდან აიცილა ეკლესიის ზრდისათვის შემაფერხებელი პირობები. მოკლედ რომ ვთქვა პავლემ ამ წინადაცვეთით დასაბამი დაუდო წინადაცვეთის შეჩერებას. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მნათე |
Oct 31 2007, 01:39 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? წინდაცვეთით დაასრულა წინდაცვეთა... ამ შემთხვევაში დადგა მომენტი როცა "იუდეველთან იუდეველი" უნდა ყოფილიყო.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Oct 31 2007, 05:32 PM
პოსტი
#4
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
შენ პირადად როგორ ფიქრობ? |
კანონისტი |
Oct 31 2007, 06:00 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა შენ პირადად როგორ ფიქრობ? ვცდილობ ასეთ საკითხებზე ჯერ წავიკითხო და მერე ვიფიქრო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Nov 1 2007, 12:19 PM
პოსტი
#6
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა ვცდილობ ასეთ საკითხებზე ჯერ წავიკითხო და მერე ვიფიქრო ეჭვი მეპარება შენი აზრი არ გქონდეს ამაზე... მაშინ სახალხოდ და ხმამაღლა ფიქრს ჯობია შენთვის იფიქრო და მერე რომ ვერ მოიფიქრებ აზრი ხალხსაც ჰკითხო |
კანონისტი |
Nov 1 2007, 12:42 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ხმამაღლა არ ვფიქრობ, ხმამაღლა დავსვი კითხვა საერთოდ, არ იცი, რომ მართლმადიდებლებს ასეთი წესი გვაქვს - წმ. წერილს ჩვენით არ განვმარტავთ, არამედ ვეყრდნობით ავტორიტეტულ განმარტებებს და რატომ გაიკვირვე? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Nov 1 2007, 01:25 PM
პოსტი
#8
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა გლახა ხმამაღლა არ ვფიქრობ, ხმამაღლა დავსვი კითხვა საერთოდ, არ იცი, რომ მართლმადიდებლებს ასეთი წესი გვაქვს - წმ. წერილს ჩვენით არ განვმარტავთ, არამედ ვეყრდნობით ავტორიტეტულ განმარტებებს და რატომ გაიკვირვე? მასინ რატომ მსჯელობთ ამ საკითხებზე აქ? რაიმე რომ შეგესალოთ და ღმერთი გაგიწყრეთ? |
დათიკო |
Nov 1 2007, 10:09 PM
პოსტი
#9
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გლახა
ციტატა მასინ რატომ მსჯელობთ ამ საკითხებზე აქ? ეს განყოფილება არ არის ვარაუდების, მარჩიელობის და იქნება-არიქნებას ადგილი. ეს განყოფილება ადგილის სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ წმანდა წერილი წმინდა მამათა ეგსეგეზის მიხედვით. ეს წესებშიც ნათლად არის ნათქვამი. თუკი ვინემს არ ესმის რაიმე ადგილი წინმდა წერილიდან, ის კითხვას დასვამს და მას უპასუხებენ ისეთები ვისაც უკვე აქვს წაკითხული არსებული ადგილის განმარტება წმიდნა მემების ეგზეგეზის, ქადაგებებისა და ჰომილიების მიხედვით. |
Genesis |
Nov 21 2007, 03:37 PM
პოსტი
#10
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
გლახა ეს განყოფილება არ არის ვარაუდების, მარჩიელობის და იქნება-არიქნებას ადგილი. ეს განყოფილება ადგილის სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ წმანდა წერილი წმინდა მამათა ეგსეგეზის მიხედვით. ეს წესებშიც ნათლად არის ნათქვამი. თუკი ვინემს არ ესმის რაიმე ადგილი წინმდა წერილიდან, ის კითხვას დასვამს და მას უპასუხებენ ისეთები ვისაც უკვე აქვს წაკითხული არსებული ადგილის განმარტება წმიდნა მემების ეგზეგეზის, ქადაგებებისა და ჰომილიების მიხედვით. აზრის გამოთქმის ადგილი არ არის ჰომ? თქვენი აზრით წმ. მამებმა განმარტება რომელი წმ. მამების განმარტების საფუძველზე დაწერეს? ვერ გავიგე საკუთარ აზრებს რატომ გაურბიხართ ასე... მართალია წმ. მამების განმარტებაც აუცილებელია, იმისთვის რომ საკუთარი მერყევი შეხედულება აბსულუტურ ჭეშმარიტებად არ მიაჩნდეს ადამიანს... მაგრამ სჯობია ჯერ საკუთარი აზრი გააჩნდეს ადამიანს... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დათიკო |
Nov 21 2007, 10:05 PM
პოსტი
#11
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა თქვენი აზრით წმ. მამებმა განმარტება რომელი წმ. მამების განმარტების საფუძველზე დაწერეს? შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? ცხადია, აქ აზრის გამოთქმა შესაძლებელია და აუცილებელიც. მაგრამ, როდესაც სახარების განმარტებაზე მიდგება საქმე, აქ უკვე წმინდა მამათა სწავლების მოხმობა აუცილებელია, რადგან ისინი სახარებას სულიწმინდით განბრძნობილები განმარტავდნენ და ჩვენ კი თუკი საკუთარ თავს მივენდობით მხოლოდ, შესაძლებელია შეცდომა დავუშვათ და არასწორად გაგებულ სახარებას კი სადამდე მიჰყავს ადამიანი, სახეზე გვაქვს მრავალასეული სექტის სახით |
Genesis |
Nov 21 2007, 10:56 PM
პოსტი
#12
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? არ მაქ პრეტენზია რომ მთლიანად სახარება განვმარტო... მაგრამ შენ გინდა მითხრა რომ ჩემი შეხედულება ეშმაკისეულია? და თუ ამას ვერ მეტყვი... მე მწამს რომ ღმერთი იმას მომცემს, რასაც ვითხოვ და საჭიროდ ჩათვლის. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დათიკო |
Nov 21 2007, 11:01 PM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა მაგრამ შენ გინდა მითხრა რომ ჩემი შეხედულება ეშმაკისეულია? და თუ ამას ვერ მეტყვი... მე მწამს რომ ღმერთი იმას მომცემს, რასაც ვითხოვ და საჭიროდ ჩათვლის. მე ეგ არ მითქვამს. მე ვთქვი რომ ადამიანი უშვებს შეცდომებს როდესაც ის მხოლოდ საკუთარ თავს არის მინდობილი. ამისგან დაზღვეული არავინაა. ეშმაკი რა შუაშია? როცა ცდები ყოველთვის ეშმაკის ბრალი კი არ არის. |
Genesis |
Nov 21 2007, 11:11 PM
პოსტი
#14
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis მე ეგ არ მითქვამს. მე ვთქვი რომ ადამიანი უშვებს შეცდომებს როდესაც ის მხოლოდ საკუთარ თავს არის მინდობილი. ამისგან დაზღვეული არავინაა. ეშმაკი რა შუაშია? როცა ცდები ყოველთვის ეშმაკის ბრალი კი არ არის. დაზღვეული არც წმ. მამები იყვნენ შეცდომისაგან... თუ ამაში დამეთანხმები, მაშინ იმასაც დავძენ, რომ მაღალ საფეხურზე დაშვებული შეცდომა, უფრო მძიმეა ვიდრე დაბალზე... თან განმარტება, არ ნიშნავს სულიწმინდის ნაკარნახევ წინასწარმეტყველებას... წმინდანის წინასწარმეტყველებაში შეუძლებელია შეცდომა იყოს ხოლო განმარტებაში შესაძლებელია -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დათიკო |
Nov 21 2007, 11:38 PM
პოსტი
#15
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა დაზღვეული არც წმ. მამები იყვნენ შეცდომისაგან... გეთანხმები. მაგრამ ისინი იყვნენ წმინდა მამები და ჩვენ ვართ რიგირთ ფორუმელები მითუმეტეს უნდა ვიფრთხილოთ როცა წმინდა მამებიც კი ცდებოდნენ, ჩვენ რაღა გვეთქმის?! ციტატა თუ ამაში დამეთანხმები, მაშინ იმასაც დავძენ, რომ მაღალ საფეხურზე დაშვებული შეცდომა, უფრო მძიმეა ვიდრე დაბალზე... მაგაშიც გეთამხმები ციტატა თან განმარტება, არ ნიშნავს სულიწმინდის ნაკარნახევ წინასწარმეტყველებას ის განმარტება რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ სახარებას სულიწმინდით არის ნაკარნახევი. ციტატა წმინდანის წინასწარმეტყველებაში შეუძლებელია შეცდომა იყოს ხოლო განმარტებაში შესაძლებელია ამ შემთხვევაში ჩვენ წინასწარმეტყველებაზე არ ვსაუბრობთ. არამედ სახარების განმარტებაზე. |
Genesis |
Nov 22 2007, 01:18 AM
პოსტი
#16
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis ის განმარტება რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ სახარებას სულიწმინდით არის ნაკარნახევი. განმარტება არის ადამიანის ნააზრევი... ღვთის სიტყვა და წინასწარმეტყველება კი სულიწმინდით ნაკარნახევი... --------------------------------------------------------------------------------------- თანაც 21 საუკუნეში ვართ... უფრო მეტი ზოგადი ცოდნა გვაქ ვიდრე შუასაუკუნეების წმიდა მამებს... შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ისეთი რამეების დანახვა რასაც ვერ ხედავდნენ წმ. მამები... რომელთაც "დედამიწა ბრტყელი ეგონათ" (ზოგადად ვამბობ ამას) მაგალითად: მეცნიერებაში არის თეორია, რომ თუ პლანეტაზე წყალი არსებობს, შესაბამისად სიცოცხლეც არსებობს... ე.ი. სამყაროს შესაქმნელად მთავარი წყალია... პეტრე რომელიც სულიწმინდის საშუალებით წერდა ამას, გაუცნობიერებლად... (5. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 2პეტრე 3:5) ახლა რომელი წმ. მამა გააკეთებდა ამ მუხლის განმარტებას, ისე როგორც ამას 21 საუკუნის ცოდნა იძლევა? -------------------------------------------------------------------------------- უეჭველი მწვალებლური აზროვნების გგონივართ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილი აზროვნებით და შუასაუკუნნების აზროვნებაზე დაყრდნობით, ბევრ ინტელიგენტ მრევლს კარგავს ეკლესიები... ან არადა რჩება გაორებული მორწმუნე ინტელიგენტები... ეს გაორება კიდე ყველას ეცოდინება... ვინც განათლებასა და რელიგიას შორის განსხვავებას წააწყდა. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დათიკო |
Nov 22 2007, 02:04 AM
პოსტი
#17
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა განმარტება არის ადამიანის ნააზრევი... ღვთის სიტყვა და წინასწარმეტყველება კი სულიწმინდით ნაკარნახევი... ცდები. განმარტებაც სულიწმინდის კარნახითაა დაწერილი, რადგან ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია სრულად ჩავწდეს სახარების სუღრმეებს. ციტატა უეჭველი მწვალებლური აზროვნების გგონივართ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილი აზროვნებით და შუასაუკუნნების აზროვნებაზე დაყრდნობით, ბევრ ინტელიგენტ მრევლს კარგავს ეკლესიები... ან არადა რჩება გაორებული მორწმუნე ინტელიგენტები... მწვალებლობა სრულიად სხვა რამეა და მე ასე არ მგონია ნამდვილად. რაც შეეხება სახარების განმარტებას. ანუ მისი ნამდვილი მნიშვნელობის წვდომას, ამისთვის, დამეთანხმები ალბათ, რომ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა საჭირო. წმინდა მამები, რომლებიც განმარტავდნენ სახარებას, ისეთ სულიერ სიმაღლეზე იყვნენ რომ სული წმინდის მადლით წვდებოდნენ სახარების სიღრმეებს. თუკი ადამიანი ფიქრობს რომ ამ წმინდა მამათა უკეთ შეძლებს სახარების წვდომას, ეს მისი ნებაა, რამდენად იქნება ეს სასარგებლო მისი სულისთვის, ეს სხვა საქმეა. სახარება არ არის სამეცნიერო ნაშრომი, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწოს მისი შესწავლა. ეს არის სასუფევლის გასაღები და მისი წვდომა მხოლოდ სულიერი თვალითაა შესაძლებელი. სულიერი ხედვა კი დროს არ ექვემდებარება. |
Genesis |
Nov 22 2007, 09:19 PM
პოსტი
#18
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მაშინ დამეხმარე კეთილო ადამიანო და ლინკი მომაწოდე სად შეიძლება წავიკითხო სულიწმინდისეული განმარტება პეტრე მოციქულის წერილებზე და გამოცხადებაზე... ასევე დაბადების პირველ ქვეთავებზეც თუ შესაძლებელია...
ეს თავებია რაც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს... გმადლობ წინასწარ. პ.ს. (ისეთი მინდა თუა შესაძლებელი, რომელიც არცერთ მუხლს არ ტოვებს განუმერტავს... რადგან კონკრეტული რაღაცეები მაინტერესებს) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დათიკო |
Nov 23 2007, 04:59 PM
პოსტი
#19
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Genesis
ციტატა ისეთი მინდა თუა შესაძლებელი, რომელიც არცერთ მუხლს არ ტოვებს განუმერტავს ქართულად სამწუხაროდ ნეტში ძალაინ ცოტა მასალაა, მაგრამ რუსულად ბევრი ინფორმაციაა აგერ რამდენიმე: წმ. იოანე ოქროპირი: http://www.ispovednik.ru/zlatoust/index.htm ლოპუხინი: http://www.lopbible.narod.ru/ ეფრემ ასური: http://www.ispovednik.ru/sirin/sirin.htm ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი) http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# ბასილი დიდი http://www.wco.ru/biblio/tema01.htm# აქ არის საკმაოდ დიდი მარაგი წიგნებისა http://www.wco.ru/biblio/ ასევე აქაც http://www.krotov.info/spravki/help/var/ind_libr.html თუ რამე კონკრეტულად დაგჭირდება კიდევ, არ მოგერიდოს მითხარი. |
sarah |
Nov 24 2007, 09:24 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-November 07 წევრი № 3,222 |
გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმინდის მიცემით, როგორც ჩვენ მოგვცა. გამსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის,რწმენით განწმინდა მათი გულები.ახლა რატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა ვერ შეძლეს და ვერც ჩვენ? მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ უფლის იესოს მადლით გადავრჩებით ისევე როგორც ისინი[მოც. საქმეები;15:8-11]
;უფალი სულიწმინდას აძლევს ყველას ვინც სთხოვს[ლუკას:11-13] ; ; |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი