IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
kinoteli
პოსტი May 20 2010, 11:29 PM
პოსტი #201


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(A.v.B @ May 20 2010, 10:08 PM) *

ყველაზე დიდი დანაშაიული კაცობრიობის ისტორიაში უფლის ჯვარცმა... იუდამ კი დაიწყო გაყიდა იესო და თავის მოკვლით კიდე საბოლოოდ უარყო ღმერთი... მაგრამ ჯვარს ვინ აცვა ?? იუდა ყვიროდა ჯვარს აცვით.. ჯვარს აცვითო ?? ისე იუდამ 30 ვერცხლის გამო უარყო ღმერთი და დღეს კიდევ ეეჰ.....
ისე მგონი ჩვენც(მე) ხშირად ვღალატობთ ღმერთს sad.gif

"ყოველ დილას მე ღალატით ვიწყებ,
ყოველ საღამოს ვამთავრებ ჯვარცმით"


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 04:18 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი იუდას თავისი ბინძური საქმის შესრულებაში? ამას ბოლომდე ვერავინ მიხვდება, თუმცა სხვადასხვა განმარტება არსებობს: ეს რომ არ ჩაედინა, იუდა საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებას ვერ მოახდენდა, საკუთარ პიროვნებას ბოლომდე ვერ შეიცნობდა, რაც აუცილებელია ადამიანის მარადიული ხვედრის გადასაწყვეტად. მეორე განმარტებით, იუდას ბოროტებას საბოლოო ჯამში სიკეთე - უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლა, აღდგომა და ამაღლება მოჰყვა. იუდა რომ არ ყოფილიყო, სხვა გამოჩნდებოდა - გამყიდველს რა დალევს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2018, 08:32 PM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული 30 ვერცხლი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 09:01 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაგონდება ჩემი სწავლის წლები. ჩვენ შორის იყვნენ სულიერი სტუდენტები, რომელნიც ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, საღმრთო წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეს სულიერება არ ეკარებოდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისინი შემდეგში ცნობილი ათეისტები გახდნენ და ხალხს ათეისტური მოძღვრებით წამლავდნენ.

ისმება კითხვა: როგორ მოხდა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ათეისტი აღიზარდა? ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი არ იყო მოწოდებული ღვთისგან, გული მისი ბოროტებით იყო აღსავსე და მას არ განუცდია პროცესი სულიერი ამაღლებისა, ფერისცვალებისა. მართალია, ისიც ჩვენთან ერთად იძენდა ცოდნას, უსმენდა ლექციებს, კითხულობდა წიგნებს, მაგრამ მთავარი რამ აკლდა - ბოროტებისა და სიძულვილისგან განწმენდილი გული და შედეგიც საშინელი მივიღეთ.

ამიტომ მინდა, რომ თქვენ მთავარი ყურადღება სულიერებას მიაქციოთ, ხოლო ეს სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ, რადგან კარგად იცით, რომ ადამიანი უძლური არსებაა და ღვთის შემწეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნებაც უნდა მოქმედებდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სურვილი ფერისცვალებისა; თუ ეს სურვილი არ გვაქვს, უფალი ძალით ვერ გვაცხოვნებს.


გავიხსენოთ უფლის თორმეტი მოციქული. აქედან თერთმეტი გენესარეთის ტბის ნაპირას მცხოვრები მეთევზური იყო, მხოლოდ იუდა იყო სხვა სოფლიდან, კერძოდ ისკარიოტიდან, რომელიც ფერდობზეა შეფენილი. ცნობილია, რომ ისკარიოტელები გზაზე ჩამოდიოდნენ და ხალხს ძარცვავდნენ.

სულიერი ძალა სასწაულებრივი ქმედებისა, სხვა მოციქულთა მსგავსად, იუდასაც მიეცა; მასაც შეეძლო მკვდართა აღდგინება, ეშმაკეულისა და ავადმყოფთა განკურნება, მაგრამ მაინც დაიღუპა და დაიღუპა იმიტომ, რომ მასში არ მოხდა სინერგია ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიის შეერთება. უფალმა კი მისცა ძალა, მაგრამ თავად მან საკუთარი ენერგია სხვა გზით წარმართა. მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში ხდება ადამიანი სულიერი და მოაქვს საუკეთესო ნაყოფი".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2018, 05:43 PM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იესო ზრუნავდა თავისი მოწაფეების სულიერ სრულყოფილებაზე. როდესაც იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულთა საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა ფული - საკუთარ თავს ხომ არ მოჰპარავსო.

საუბედუროდ, იუდას სულში არაფერი შეცვლილა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი გამდიდრება იყო. ხედავდა, რომ მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფედ გახდომას და მისი გარჯა - იესოს ერთგულება და თავგამოდებული მიმდევრობა - ამაო აღმოჩნდებოდა, არც პატივს მოუტანდა და არც კეთილდღეობას, მეტიც - დევნილობაში მოუწევდა ცხოვრება. ამიტომ გადაწყვიტა, გაეცა მაცხოვარი, რათა ცოტათი მაინც ეხეირა."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2018, 07:42 PM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელმთავართაგან გამოგზავნილ რაზმს იუდა გამოეყო და ამბორით გასცა მოძღვარი...

უფალმა პირი არ იბრუნა მისგან და ამ სიტყვებით შეეცადა იუდას სინდისის გამოღვიძებას: - მეგობარო, რისთვის მოხვედი?

მაგრამ იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული ვერცხლის 30 მონეტა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2019, 12:35 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...და აი, იუდა დგას იერუსალიმის ტაძრის დახურულ კარებთან და სთხოვს ტაძრის მცველებს, მოახსენონ მღვდელმთავრებს, რომ მათთვის მეტად მნიშვნელოვანი საქმის გამოა მისული. "მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი მღვდელმთავრებთან და უთხრა: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუ მე თქვენ გადმოქცემთ მას? ხოლო მათ დაუდგინეს მას ოცთაათი ვერცხლი" (მთ. 14-15).

"მაშინ..." - მაინც როდის? როცა უცხო ქალი, მეძავი, მიაგებს პატივს მაცხოვარს, მაშინ მოწაფე მიდის, რათა გაყიდოს იგი. მაცხოვარს ჰქონდა ისეთი ძალა, რომ მეძავსაც კი თავისკენ იზიდავდა და სინანულში აგდებდა.

რატომ ვერ მიიზიდა მოწაფე? მას ხომ შეეძლო, იუდას გულშიც გაეღვივებინა ღვთის სიყვარული?! მაგრამ არ სურდა, ეიძულებინა სიკეთის კეთება და ძალით სიკეთისკენ მიდრეკა. "მაშინ წავიდა..." - მღვდელმთავრები არ ეძახდნენ იუდას, არც აიძულებდნენ, მან თვითონ, საკუთარი ნებით მოიყვანა მოქმედებაში თავისი გადაწყვეტილება, ისე რომ, ამ უწმინდურ საქმეში ერთი მრჩეველიც კი არ ჰყოლია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2019, 09:40 PM
პოსტი #208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღების გამო, ის ვეღარ გასცემდა უფალს, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2020, 10:39 PM
პოსტი #209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქრისტეს და იუდას დიალოგი

-ჩემ მაგივრად რომ ყოფილიყავ, გასცემდი შენს მოძღვარს? შეძლებდი ამას?
იესო დიდხანს, დიდხანს ფიქრობდა. ბოლოს კი:
-არა! მე ამას ვერ შევძლებდი! ამიტომაც დამინდო ღმერთმა და უფრო ადვილი ვალი დამაკისრა-ჯვარს ვეცვა!..
ასეა, ჯვარცმაზე უფრო მძიმე, გაცემის ჯვარია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2021, 10:40 PM
პოსტი #210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იუდა იყო სასუფევლის შვილი, მაგრამ გეენის შვილად იქცა"

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2021, 07:17 PM
პოსტი #211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იუდა ისკარიოტელის შესახებ

"შეუძლებელია იმ მოსაზრების დამტკიცება, რომ იუდა იყო ერთადერთი, რომელიც წარმოშობით არ ყოფილა გალილეიდან. სხვა ვერსიით, ისკარიოტელი ებრაულად ნიშნავს "ყიდვას", "საქონელს". თუკი ეს ასეა, მაშინ გასაკვირია, რატომ შემოგვრჩა ეს ფორმა სახარებაში პირვანდელი, უთარგმნელი სახით? ყველაზე გარვცელებული შეხედულებით, იუდა წარმოშობით იყო სოფელ კარიოტიდან, რომელიც იუდას ტომს ეკუთვნოდა და ამიტომაც ეწოდება ისკარიოტელი".

/ალექსანდრე ლოპუხინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2021, 07:42 PM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ გვძულს იუდას ღალატი, მაგრამ განა ჩვენ კი არ ვღალატობთ მაცხოვარს, როცა ცოდვას ჩავდივართ და მის სწავლებას ვივიწყებთ?"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2021, 08:47 PM
პოსტი #213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღვდელ-მოძღუართა მათ მიმართ, რაითა მისცეს იგი მათ.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი):

"იუდა მივიდა უფალთან მიწიერი განზრახვით, - მესიის ამქვეყნიური მეფობის იმედით. შენიშნა რა, რომ მოძღვარი არ ეძებდა მიწიერ მეფობას, არამედ ამის ნაცვლად ლაპარაკობდა ჯვარსა და წამებაზე, იუდას დაუმძიმდა უფალთან დამოკიდებულება და გადაწყვიტა მისი მიტოვება. მაგრამ მას თავი გაახსენა ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ: რატომ არ შეიძლებოდა ასეთი სიახლოვით ესარგებლა და ამით ფული ეშოვა?.. და აზრი მისი გაცემისა მიიღო მისმა გულმა. იგი შეეცადა ქრისტეს მტრებთან დაახლოებას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2021, 08:39 PM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იესომ, რომელმაც იცოდა, რომ იუდა ქურდი იყო, რატომ მისცა უფლება, საფულე შეენახა? რა თქმა უნდა, იუდას ამავე სისუსტის გამო, რათა მას, რომელიც ამგვარად იკმაყოფილებდა თავის ვერცხლისმოყვარეობას, ამ ვნების გამო არ გაეყიდა მოძღვარი"

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2021, 10:12 PM
პოსტი #215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სახელი "ისკარიოტელი", რომელიც იესოს ერთ-ერთი მოწაფის, იუდას ეპითეტია, შეიძლება მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან იშ ქერიოტ - "კაცი ქერიოტიდან". სოფელი ქებრონიდან 16 კმ. სამხრეთით. თუ ეს ასეა, მაშინ იუდა იესოს ერთადერთი არა გალილეველი მოწაფე უნდა ყოფილიყო. სხვა განმარტების მიხედვით, სახელი მომდინარეობს ებრაული ზმნიდან shaqar - ვატყუებ, ე.ი. "მატყუარა", "ცბიერი". არსებობს კიდევ სხვა ვერსიებიც: მაგალითად, ზმნა saqar - "აღვნიშნავ", "ვნიშნავ ხედვით" ან "წითლად ვღებავ", შესაბამისად - "მღებავი", "დანიშნული", "წითელთმიანი". ინტერესმოკლებული არ არის ცნობილი გერმანელი მეცნიერის Culman-ის მოსაზრება აღნიშნულ ეპითეტთან დაკავშირებით, რომლის აზრითაც, სიტყვა "ისკარიოტელი" შეიძლება მომდინარეობდეს ლათინური სიტყვიდან სიკა ("დანა", "ხანჯალი"). შდრ.: "სიკარიელნი" (საქმ. 21.38), რომლებიც იყვნენ ცნობილი ზილოტების (მოშურნეთა) დაჯგუფებიდან. თუკი იუდა მართლაც ზილოტი იყო, შესაძლოა იგი იესოსგან იმედგაცრუებული დარჩა და იგი ისრაელის მესიანისტური მოლოდინის წარუმატებელ მატარებლად ჩათვალა. ის, რომ იესო ნამდვილად იუდამ გასცა, იქიდან ჩანს, რომ იესოს შეპყრობა ხალხისაგან შორს, იმ ადგილას შესძლეს, რომლის მდებარეობაც მხოლოდ მოწაფეებმა იცოდნენ, მათ შორის იუდამაც: "იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ".

/სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
"ბიბლია განმარტებებით, ახალი აღთქმა" ტ.17 გვ. 405/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი