თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ბერი გაბრიელი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 04:19 PM

მამა გაბრიელზე სხვა თემაც არსებობს "მამათა გამონათქვამებში", მაგრამ ამ თემას ცალკე ვხსნი, რადგან მისი ცხოვრებიდან მინდა ეპიზოდები დავწერო და არა გამონთქვამები.
თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ შეაერთონ smile.gif


გაბრიელ ბერის ცხოვრება აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_gabrieli_tskhovreba.htm

ესეც ერთი მოგონება:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/gabrieli/tskhovrebadze.htm


მამა გაბრიელზე უამრავი მოგონება მაქვს კომპში, რამდენიმეს გადავხედე დღეს (ძირითადად მოკლეებს, რადგან გრძელი ტექსტების კითხვა შედარებით რთულია მონიტორიდან) და აქ შემოგთავაზებთ smile.gif

* * *

გაბრიელ ბერი მასთან მიმსვლელის ყოველ დაფარულ საქმეს და განზრახვას ცნობდა, გონებისა და გულის აზრებს კითხულობდა. მისი ნათქვამი სიტყვა არ გაცუდდებოდა, ვისაც დალოცავდა, მისი საქმე კეთილად წარიმართებოდა. რჩევისათვის მისული ადამიანები იკურნებოდნენ, მშვიდდებოდნენ.

მამა გაბრიელს უცნობი ქალბატონი ესტუმრა და ახლობლისთვის საჩუქრად ხატი სთხოვა. გაკვირვებულმა, შიშით შევხედე ამ ქალბატონს, როგორ გაუბედა ამის თქმა-თქო, რადგან გაბრიელ ბერს არ უყვარდა ხატების ტყუილუბრალოდ გაჩუქება. ამ ქალბატონს კი მაშინვე ჩამოუღო ღვთისმშობლის ხატი. ქალბატონი გაოცებული აკვირდებოდა ხატს. ამ დროს მამა გაბრიელმა ჯვარიც ჩამოიღო და ისიც აჩუქა. მაშინ კი მუხლებზე დაემხო სტუმარი და მამა გაბრიელს მიმართა: - ნუთუ თქვენ გონებისა და გულის აზრებს კითხულობთ? ამ წუთს გავიფიქრე, ნეტავი ეს ჯვარიც მაჩუქოს-თქო და შემისრულეთ!


* * *

გულში, ჩუმად, ღვთისმშობლის ტროპარს ვლოცულობდი, დავამთავრე და „ამინ“ მითხრა მამა გაბრიელმა. პირველად ვერ მივხვდი, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ ვილოცე და კვლავ „ამინ“ მითხრა, მაშინ მივხვდი, რომ გულისა და გონების აზრებს კითხულობდა.


* * *

ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს მამა გაბრიელს. შუადღე გადასული იყო. ძლიერ გახარებია. უთქვამს: „ღვთისმშობელი ტყუილად არავისთან მივა“. ბინდდებოდა, წყალმანკის მძიმე სნეულებისაგან საწოლს მიჯაჭვული ბერი გაბრიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა და მიულოცა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა. რადგან იგი მუდამ გაურბოდა ადამიანთა მხრიდან პატივს და დამცირებას არჩევდა, კათოლიკოსმა სიტყვის თქმა არ აცალა, უკვე ნაკურთხი ხარო. მთელი მონასტერი საღმრთო სიყვარულით აღივსო და სიხარულით ულოცავდნენ გაბრიელ ბერს. მეორე დღეს კი მუცლიდან წყალი გაუქრა. ამ ფაქტის გამო გაოცებული ექიმი ამბობდა, რომ ჯერ არავის უნახავს „ცეროზი“ შეჩერებულიყოს, მუცლიდან წყალი კი გამქრალიყოსო და გაბრიელ ბერს ეკითხებოდა ღიმილით, წყალი რა იქნაო?


* * *

გაბრიელ ბერი კელიის წინ იჯდა და ამბობდა: დღეს საბერძნეთი დაიჩოქებს! მართლაც, ცოტა ხანში ათონის მთიდან ჩამოსული ორი ბერძენი ბერი ესტუმრა. დიდი სიყვარულით მიიღო, დალოცა და მათი სახელობის ხატები აჩუქა. ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარი მუხლებზე დაემხო. გაბრიელ ბერმა თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა: - როგორ გაიფიქრე! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა? ამის გაგონებაზე მუხლმოდრეკილი ბერძენი ბერი გაკვირვებული დარჩა, მამა გაბრიელს შენდობა სთხოვა და აღიარა: - აი, ახლა, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო, როგორ მიგიტოვებია საქართველო. ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე. შემდეგ კი მამა გაბრიელს ისევ შენდობა სთხოვა. - ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე, - დაუყვავა გაბრიელ ბერმა, მოეფერა და გულში ჩაიკრა. - ჩვენთან წამოდი – ათონზე, ასეთი დიდი ბერის ადგილი სწორედ იქ არის, – მიიწვია ათონელმა. ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, - უპასუხა მამა გაბრიელმა.


* * *

იერუსალიმის რუსული მონასტრიდან სტუმრად იღუმენია და ორი მონაზონი ჩამოვიდა. სიწმინდეები მოილოცეს და გაბრიელ ბერთან შესვლა ითხოვეს. სათითაოდ შემოვიდნენო, – თქვა მამა გაბრიელმა, ხოლო მისი კელიიდან გამოსულები აცრემლებულნი ამბობდნენ: - ასეთი დიდი მამა ჩვენ არ გვინახავს და არცა გვყავს!
მთელი ქვეყანა ლოცვით მოვიარეთ და აქ რომ ვიგრძენით ასეთი დიდი მადლი არსად გვიგვრძვნია? აქ იერუსალიმის მადლი ტრიალებს. ეს ნამდვილად მეორე იერუსალიმია!


* * *

ერთ დიდი ხნის ნაცნობს რამდენიმე კაცი მიჰყავდა მამა გაბრიელთან და გზაში ეუბნებოდა მათ, რომ წმიდა მამაა და არაფერს ჭამსო. სტუმრები რომ მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო და უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა. ჯამს ეცა და გაიძახოდა: - დღეს რაღაც მგელივით მომშივდა! ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს, ეს ვინ ყოფილაო და წავიდნენ. გაბრიელ ბერმა ნაცნობს უთხრა: ­ შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. მოწაფემ წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. შემდეგ კი ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა.


* * *

გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: - აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე: - ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს. ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე... მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა: - გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა? იმ მომენტში ძალიან შემეშინდა და არა, არ მინდა მეთქი ვუთხარი. მან კი განაგრძო: - მაგრამ რაში გჭირდება შენ ეს? გულში გავიფიქრე, რომ მთების გადაწევისას არ დაიმსხვრეს ყველაფერი და ამის გაფიქრებაზე მომიგო: - ნუ გეშინია, არაფერი დაინგრევა, თუ გინდა, გადავწევ ამ მთებს. აი, პირდაპირ შენს თვალწინ! ძალიან შემეშინდა და არ მინდა-მეთქი ვუთხარი. მერე კი თავი ჩავღუნე და მაინც ეჭვი შემეპარა. როცა ავიხედე, მამა გაბრიელი ტიროდა. მითხრა: - რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა!



* * *

დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა ტაძარში, ამბიონზე მუხლს მოიყრიდა, შენდობას ითხოვდა და მოგვამრთავდა: - სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე! თუ ვინმეს განურისხდებოდა და ისე დაღამდებოდა, რომ შენდობაზე არ მოვიდოდა – თვითონ აკითხავდა და სთხოვდა: – მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე.


* * *

გაბრიელ ბერთან მოდიოდნენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები და კურთხევას სთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი ყველას მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი უჩნდებოდა.


* * *

მძიმედ სნეული გაბრიელ ბერი საწოლში იწვა, როდესაც მითხრა:

- ახლა შავნაბადაზე მივდივარო.

მე ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემდაუნებურად შევეკითხე: - იყავი შავნაბადაზე? მიპასუხა: - ვიყავი, ყველანი კარგად არიან და ტრაპეზობდნენ, როცა მივედიო. - შენ არ გამოჩნდი-მეთქი? – ვკითხე და - არაო, - მიპასუხა, თან დაამატა: - რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. ამასთან, მეც არ მინდოდა გამოჩენა. - მამა შიო რას აკეთებდა-მეთქი? - ვკითხე და მიპასუხა: - ხალხს ითვლიდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ მამა შიო მოვიდა გაბრიელ ბერის სანახავად. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მოიკითხეს, მამა შიოს ვკითხე, ბევრნი იყვნენ თუ არა შავნაბადას მონასტერში, რაზედაც მიპასუხა: - რა ვიცი, იმდენი მოდიან და მიდიან, რომ ვეღარ ვგებულობ. მხოლოდ ტრაპეზზე ვითვლი ხალხსა.

მამა გაბრიელმა ჩემს კითხვასა და მამა შიოს პასუხზე ღიმილით გადმომხედა.

სხვა დროს, როცა მითხრა: ­ მარტყოფის მონასტერში მივდივარო, ­ გაკვირვებით და ინტერესით დავუწყე ყურება. ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: ­ იყავით-მეთქი? მიპასუხა: ­ ვიყავიო. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მონასტრულიო. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი.


* * *

„მამა გაბრიელს სისხლი ჩემი ხელით ავუღე, ნათიასთან ერთად. რაიმე კონსერვანტი არ დაგვიმატებია. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოვათავსეთ, განსაკუთრებული სტერილობის, ან დაბალი ტემპერატურის პირობებში არ ინახებოდა. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთდა, ადასტურებს ზემოაღნიშნულს.

რა ფენომენია ეს – უბრალო შემთხვევითობა, თუ კანონზომიერება?! შეიძლება, განსაკუთრებულ ასკეტურ პირობებში ცხოვრებით და ღვთის მადლით შეიძინა სისხლმა გაუხრწნელობის უნარიც, ჩემი აზრით, ეს ასეა. გაივლის დრო და ყოველივე გაცხადდება. მეცნიერულად ამ მოვლენის შესწავლა, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.“
ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი



* * *

ზოგჯერ პირდაპირ გეტყოდა სათქმელს, ზოგჯერ კი მის ნათქვამს ვერც მიხვდებოდი. შეიძლება იმ წუთში განსაკუთრებული ყურადღება არც კი მიგექცია, ან გეფიქრა, ეს რისთვის თქვაო? გადიოდა დრო და ამოტივტივდებოდა მამა გაბრიელის ნათქვამი. მაშინღა ხვდებოდი, რომ ის სწორედ შენ გეხებოდა, შენს საქციელს, ან შენს უძლურებასა და ცოდვას, რომელიც არც კი გაითვალისწინე აღსარებისას.


* * *

სამონაზვნონი ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ მონაზვნები ისედაც რამდენს ლოცულობენ, რამდენი ღვაწლი აქვთ და რა მოხდებოდა ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო. საუბარს რომ მორჩნენ, მოვიდა მამა გაბრიელი და დაიწყო: „კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა? ჩქარა გაახსნილეთ“. ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ჩვენც ავდექით და გავახსნილეთ. მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: „მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთ“. როდესაც ხუშთაბათი დადგა მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს, რამეთუ შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენში სინდისი გააღვიძა – ამის შემდგომ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა.


* * *

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის?

ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: – „მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ“. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი: – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს!


* * *

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი („იეღოველი“) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბოლოს ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ.


* * *

ერთ დღეს ჩუმად ვიჯექი გაბრიელ ბერის კელიაში და უნებურად გამიჩნდა ასეთი აზრი: „მრავალი სასწაული მოიმოქმედა გაბრიელ ბერმა, ნეტავ, თუ შეუძლია, მეძავები მოაქციოს?“ ამ ფიქრებში მყოფს, გაბრიელ ბერმა მითხრა: „დღეს ჩემთან სტუმარი მოდის და არ მიმატოვო.“ რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამა გაბრიელს სთხოვა, ეშველა მისი მეგობრისათვის, რომელსაც მეძავობის საშინელი ბოროტი შეჰყროდა. გაბრიელ ბერმა დაამშვიდა იგი და უთხრა: „ნუ გეშინია, მე მაგის სახლში ვარ ნამყოფი, მაგასთან პური მიჭამია და როგორ არ ვუშველი.“ სასწაული ის იყო, უძლურებაში მყოფი მას არ დაუბარებია, არც არაფერი უკითხავს მასზე, ხოლო როდესაც გაოცებულმა მთხოვნელმა თვითონ ჰკითხა, რომ თქვენთან ხომ არ ჩამოვიდესო, უპასუხა: არა, საჭირო არ არისო. უფლის უსაზღვრო მოწყალებითა და გაბრიელ ბერის ლოცვის ძალით, იმ ქალის მდგომარეობა მალე შეიცვალა და ღვთის სასოებით სინანულად მოიქცა. მოგვიანებით, როდესაც ეს ქალბატონი თვითონ ჩამოვიდა მამა გაბრიელთან, ცრემლებით უხდიდა მადლობას ხორციელი და სულიერი განკურნებისათვის და სთხოვდა, მისი ლოცვითი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო მუდამ. მან კი უპასუხა: „უფალი ყველას ეწევა და სასწაულებსაც ის ახდენს.“ შემდეგშიაც მრავალი მინახავს ამგვარი სენისგან ასე საკვირველად განკურნებული და მამა გაბრიელის ლოცვით ღვთის რწმენისაკენ მობრუნებული.


* * *

მამა გაბრიელის გაცნობამდე რელიგიური ცხოვრების საკმაო გამოცდილება მქონდა (მე ასე ვფიქრობდი), მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ერთხელ მამა გაბრიელს ვესტუმრე, კელიაში შემიპატიჟა, მესაუბრა, შემდეგ წიგნი მომაწოდა და მთხოვა, წამიკითხეო. თვითონ ხატებს აკეთებდა. წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა დავიწყე. კელიაში მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა და ბნელოდა, ძლივს ვკითხულობდი. უცებ მთელი კელია განათდა. ინსტიქტურად ნათურას ავხედე, ისევ ძველებურად ბჟუტავდა. მამა გაბრიელისაკენ გავიხედე. ის ადგილი, სადაც მამა გაბრიელი ზის მთლიანად განათებულია. როდესაც იგრძნო, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, თავი დამიქნია და საქმიანობა გააგრძელა.

ერთხელ მამა გაბრიელმა გამომიცხადა, დღეს სახლში წასვლაზე კურთხევას არ გაძლევ, იღუმენიას სთხოვე და მონასტერში დარჩიო. ბევრი ვეხვეწე, მშობლები შეშინდებიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მე მინდა, ერთად ვილოცოთ, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოო. მივხვდი, რაღაცისთვის მამზადებდა, მაგრამ რისთვის? დავრჩი მონასტერში. მეორე დილას ხის ჯვარი, კანდელი, საკმეველი და ხატი მაჩუქა და სახლში გამომისტუმრა. რამოდენიმე დღეში სრულიად მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და მამა გაბრიელის ნაჩუქარი ჯვარი, ხატი, კანდელი და საკმეველიც დამჭირდა.

ერთხელ მამა გაბრიელთან რომ მივედი, ვნახე მონასტერში ჩემი თანამშრომელი მისულიყო. იმ დღეს მამა გაბრიელმა მითხრა, იღუმენიას ვთხოვე, მორჩილი გამოეყო, რადგან ავად ვარ და მომვლელი მჭირდებაო. გულში გავიფიქრე, ნეტავ ჩემი თანამშრომელი აკურთხონ, უფრო თავისუფლად მივალ ხოლმე-თქო. წამოსვლისას მამა გაბრიელი მეუბნება, როგორც შენ ფიქრობ, ისე იქნებაო. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. შემდეგ ჩასვლაზე მამა გაბრიელის მომვლელად ჩემი თანამშრომელი დამხვდა – ახლა უკვე დედა პარასკევა.


* * *

ღვთის შეწევნით ათონის წმიდა მთაზე წავედი და იქ დავუახლოვდი ბერებს. შევხვდი ხუცესებს და მათი ქცევები ჩამრჩა გულში. ათონის მთიდან ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ქსეროპოტამიის მონასტრის იღუმენი და სამი მორწმუნე, რომელთა შორის ერთი – სახელად სტილიანოსი –სპეციალობით ღვთისმეტყველი იყო და ყოველდღიურად ქადაგებდა რადიოთი.

ისინი შეხვდნენ მამა გაბრიელს. მე თარჯიმანი გახლდით. საუბრის შემდეგ იღუმენი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ შესთავაზა, თუ გინდათ, წაგიყვანთ ათონის წმიდა მთაზე, თქვენნაირი მლოცველები ათონზე საჭირონი არიანო. მამა გაბრიელმა დიდი მადლობა მოუხადა და თქვა: „მე საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, მე ჩემს ათონზე ვარ“. ამის შემდეგ ქსეროპოტამიის იღუმენმა მითხრა, რომ შენი ბერობის საკითხზე მამა გაბრიელს ჰკითხე, მაინტერესებს, რას გეტყვისო. მე ვკითხე: „მამა გაბრიელ, ბერობა მინდა“. მან კი მიპასუხა: „რახან ბერობა გინდა, მაშინ უკვე ხარ ბერი“. იღუმენს მოეწონა ასეთი პასუხი. კელიაში შესვლისას მამა გაბრიელს აჩუქეს ხატები, სანთლები და სხვა პატარ-პატარა საჩუქრები სუვენირებთან ერთად. საუბრის შემდეგ, დამშვიდობებისას მამა გაბრიელმა იმ ერისკაცებს მისთვის მირთმეული ხატებიდან ერთ-ერთი აჩუქა. თეოლოგს კი, რომელსაც სტილიანოსი ერქვა და რომელმაც უშუალოდ გადასცა მამა გაბრიელს ხატები, დაუბრუნა წმინდა სტილიანოსის ხატი. გაკვირვებულმა სტილიანოსმა მკითხა: „ეს ხატები მე ვაჩუქე მას და ამ ხატს მე მაძლევს?“ მამა გაბრიელს მივმართე, მან გაიცინა და სტილიანოსს უთხრა: „ჰო, ამ ხატს შენ გჩუქნი“. აღფრთოვანებულმა სტუმარმა წამოიძახა: „ეს ბერი ჩვეულებრივი ბერი არ არის და შეიძლება სახარებიდან გარკვეული ადგილების შესახებ ვკითხო?“ მამა გაბრიელი დათანხმდა. შეკითხვებზე მამა გაბრიელმა ისეთი პასუხები გასცა, ღვთისმეტყველი აღფრთოვანდა ბერის სიბრძნით და ძალზედ კმაყოფილი დაემშვიდობა, რადგან მამა გაბრიელი, ენის ბარიერის მიუხედავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ძალზედ მარტივად, გასაგებად განუმარტავდა. გზაში თეოლოგი გაოცებას ვერ მალავდა და მეუბნებოდა, ეს ძალიან დიდი მამა არისო. ამ ამბის შემდეგ დავუახლოვდი მამა გაბრიელს და ხშირად ვაკითხავდი კელიაში. იგი ყოველთვის ამომწურავად მიხსნიდა ჩემთვის საინტერესო საკითხებს.

ერთხელ მივედი მონასტერში. კიბეზე ჩამომჯდარიყო. დალოცვა ვთხოვე. მან ხელი უკან გასწია და მკითხა: „შენ როდის უნდა დამლოცო?“ იმ საღამოს საპატრიარქოში პატრიარქმა მითხრა: „მოემზადე მღვდლად კურთხევისათვის“.

გახარებული მეორე დღესვე გავეშურე მამა გაბრიელთან ამ ამბის სათქმელად, თუმცა გზაში ვფიქრობდი, კარგი არ იქნება, ვუთხრა, თქვენი წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდ მამებს არ უყვართ, როცა აქებენ. შევედი თუ არა სამთავროს დედათა მონასტერში, უეცრად ატყდა წივილ-კივილი. რაც მეტად ვუახლოვდებოდი კელიას მამა გაბრიელის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა მესმოდა. იგი ამბობდა: „თქვე ფარისევლებო, უგუნურებო“ და კიდევ ისეთ რაღაცეებს ყვიროდა, მენიშნა, ამგვარი ფიქრებით არ უნდა ვხლებოდი. კურთხევის ასაღებად მისულს, სრულიად შეცვლილმა მკითხა: „სად არის შენი „პროფესორა?“ (ღვინოს გულისხმობდა). აღარაფერი მათქმევინა, რადგან მამები გაურბიან ქება-დიდებას.

მამა ვიტალი რამდენჯერმე ესტუმრა მამა გაბრიელს და შემდეგ თქვა: „ეს ძალიან დიდი ბერია“.
სხვასთან საუბარში მამა გაბრიელმა მამა ვიტალიზე თქვა: „ანგელოზია“.

ბევრჯერ გადავურჩენივარ და წარმწყმედელი მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, იცის ღმერთმა და მამა გაბრიელის სულმა.


* * *

ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“.

ერთხელ კი ასეთი შემთხვევა იყო: სარწმუნოებაში ახლადმოქცეული ერისკაცი განვიკითხე, რომელიც ძლიერ ნაყროვანებაში ჩავარდა. მივედი მამა გაბრიელთან და პირდაპირ მითხრა: „შენ, ბერო, იცი სინანული? იმ ერისკაცს რატომ განიკითხავ, რომელიც ნაყროვანებაშია? ის ხომ ახლადმოქცეულია და სინანული არ ეცოდინება. ამიტომ ჩააგდო ღმერთმა ამ ცოდვაში (დაუშვა ღმერთმა მისი ამ ცოდვით დაცემა), რომ სინანული მისცეს, დაცემული აღადგინოს, თავისთან უფრო მიიახლოვოს. შენ კი ღმერთს განიკითხავ, რატომ ჩააგდო ეს კაცი ნაყროვანებაშიო“.


* * *

„მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“.
თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო.

ერთხელ ერთ მონაზონს ლანძღავდა სხვების გასაგონად, თავისთვის კი ჩუმად ლოცავდა. დამინახა, რომ შევამჩნიე და გაუკვირდა, როგორ მიმიხვდიო.

ერთი ერისკაცი იმ დროს ეწვია, მონაზონს რომ უყვიროდა. ის კაცი წინ გადაუდგა და სთხოვა, გაჩერდითო. მამა გაბრიელი შემოტრიალდა და ცრემლმორეულმა უთხრა: „იცი, ეს მონაზვნები როგორ მიყვარან? მაგრამ მე რომ არ ვყავდე მათ, ცაში დაიწყებენ ფრენას“. ის ყველას ლოცავდა, ძალიან თბილი გული ჰქონდა.


გავაგრძელებ კიდევ. ჯერ ეს იყოს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 05:25 PM

* * *

სამონაზვნედ ვიყავი ნაკურთხი, როდესაც საშინელი შინაგანი სულიერი ბრძოლა დამეწყო ისეთი, რომ ჩემს თავს ვერაფერი მოვუხერხე და დილით, გაწამებული, დაღლილი და დაღონებული ვიჯექი მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის სენაკთან და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა მოძღვარი გარეთ. მამა გაბრიელის გამოსვლისას (როგორც ყოველთვის, არ გამოეპარებოდა ჩემი სულიერი მდგომარეობა) მეკითხება: სალომე, შვილო, (ასე მომმართავდა ყოველთვის) რატომა ხარ ასე დაღონებული, რა გიჭირს? მე ვუპასუხე: მამა გაბრიელ, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. არ გამომკითხა მიზეზი და მხოლოდ ეს მითხრა: შვილო, აქ დამიცადე, რაღაცას მოგიტანო და შევიდა სენაკში. ორი წუთის შემდეგ გამოვიდა სენაკიდან წიგნით ხელში (წმინდა მამათა სწავლებები ეჭირა) და მეუბნება: აქედან აქამდე წაიკითხეო და ხელის მოძრაობით მიმითითა ადგილი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მითითებული ადგილები წავიკითხე. ზუსტად, რაც მჭირდებოდა და რაშიც მიჭირდა, ის ეწერა იმ ადგილზე. მივხვი, რომ მამა გაბრიელი იყო სულიწმიდის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, შემოგხედავდა და შენს თვალებში და გონებაში შენს გაფიქრებულს კითხულობდა. კიდეც გამიხარდა და კიდეც შემეშინდა. ის, რომ გაფიქრებულს გამოიცნობდა ადამიანის სულში და გულში, ბევრი მაგალითი ყოფილა ჩვენთან, მონასტერში.


* * *

ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის მაინც ის იყო, რაც მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, 2007 წლის იანვარში. რადგან მისი წმინდანად აღიარება არ ხდებოდა და ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა თავის ეპარქიაში აკრძალა კიდეც მისი საფლავიდან ზეთის გამოყენება სამკურნალოდ და სამღვდელოებას აუკრძალა, მისი სურათები ქონოდათ ეკლესიებში, მე ეჭვი შემეპარა ჩემში და გულში ვამბობდი: მამა გაბრიელი ღვთის წინაშე დიდია, მართალია და წმინდაა, მაგრამ ალბათ წმინდანი არ არის-თქო. და გამიჯდა ეს ფიქრი ისე, რომ უკვე ცოდვას ვაღვივებდი გულში. მაგრამ ერთხელ ამ ფიქრის გამო სინანულით ვიტირე. ვტიროდი და მამა გაბრიელს შენდობას ვთხოვდი, თავს ვილანძღავდი იმ უმადურობისათვის, რომ მამა გაბრიელის იმდენი ზრუნვა და სიყვარული დამავიწყდა და ეს ცოდვის ფიქრი მივიღე. თან ვნანობდი და თან ძალიან მინდოდა, რომ მამა გაბრიელის ისეთი სურათი შემეძინა, რომელიც მე მომწონდა. მეორე დღეს ქუჩაში ერთი ახალგაზრდა ბიჭი მორბის ჩემსკენ და მეძახის: დედაო, დედაო. მოვიხედე და უცხო ადამიანია. მომაჩეჩა რაღაც სურათი და მეუბნება: ეს მამა გაბრიელისგან საჩუქრად და ისევ გაიქცა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, დავიხედე და რას ვხედავ: ის სურათია, რომელიც მე ასე გულით მინდოდა. მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა მაპატია და შეიწირა ჩემი სინანული, შემირიგდა.
მონოზონი თამარი (ბადალაშვილი)


მეზღვაურის ნაამბობი

გასულ წელს ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:

იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი, უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმური ამინდია, თოვლჭყაპი. მოულოდნელად ვხედავ, ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. გავცდი, არ გავუჩერე. ვფიქრობ ჩემთვის: „ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას... არა, არ გავუჩერებ“. მაგრამ 700-800 მეტრამდე რომ გავიარე, სინდისმა ქენჯნა მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჭირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი აცვია. მიღიმის. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენით აუწერელი კეთილსურნელება შეიგრძნობა. ვფიქრობ: „საიდან მოდის ასეთი სურნელი? მანქანაში არც სუნამო მაქვს და არც ოდეკოლონი“. „რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა?“ - ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი, ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ, ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. ვეკითხები სახელს. „ბერი გაბრიელი ვარ“, - მპასუხობს ისიც. საუბარი გაება ჩვენს შორის. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. „რა მინდა მე მის საფლავზე, ან რა ვიცი, სად დაკრძალავენ?“ - ვბუზღუნებ გულში.

გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ ჩასული მანქანის ჩამოსაყვანად (ამით ვარჩენ ოჯახს, პენსიაზე გასული). გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი, მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ, რაკი საქართველოსკენ მოვემგზავრები, მცხეთის დედათა მონასტერში მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები ჩავიტანო. მე ვუარობ. „ამათ, ეტყობა, არ იციან, რომ საბაჟოზე ამ ნივთების გადასახადი ცალკე უნდა გადავიხადო, მანქანისა კი - ცალკე“, - ვფიქრობ მე. „ნივთების გადასახადს ჩვენ გადავიხდით“, - თითქოს ხმამაღლა პასუხობენ ისინი ჩემს ფიქრებს. მე უარს ვეუბნები, რამდენადმე შეურაცხყოფილი ხმით. ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ.

...მცხეთაში რომ შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო. ჯერაც ბნელოდა. მონასტერს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, რკინის ჭიშკარი ჯაჭვითაა დაკეტილი და ადევს „კლიტე უხეში“. ავღელდი. „მშიერ-მწყურვალი, დაქანცული, ვდგევარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. აქ რა მინდა?“ - ვფიქრობ გაღიზიანებული. ვიწყებ მთელი ძალით რკინის კარზე რახუნს. მონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. „გერმანიიდან თქვენთვის რაღაცეები გამომატანეს“, - მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს. მიაქვთ შეწირულობა. ამ მონაზონს კი მონასტრის ეზოში შევყავარ. ბინდ-ბუნდში წესიერად ვერც ვარჩევ, სადა ვარ. მაგრამ აი, მოულოდნელად, აღმოვაჩენ, რომ საფლავებს შორის მივდივარ. კიდევ უფრო ვღიზიანდები. „სად მივყავარ ამას?“ მონაზონი ცდილობს, მადლიერება გამოხატოს, მლოცავს და მეუბნება: „მე თქვენ ისეთ რამეს მოგცემთ, რომ ნამდვილად გაგიხარდებათ, ოჯახში წაიღეთ“. იხრება ერთ-ერთ საფლავზე და ანთებული კანდელიდან (მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე კანდელი ჰქვია) პატარა შუშის ჭურჭელში ზეთს მისხამს. ეხლა კი ავფეთქდი. მონოზონი კი, თითქოს არც არაფერი გაეგოს, განაგრძობს: „ეს ზეთი უბრალო არ გეგონოს, მამა გაბრიელის საფლავიდან გაძლევ, აჰა, მიწაც აიღეთ, რომ იცოდეთ, რამდენს უშველა“. მამა გაბრიელის ხსენებაზე მოულოდნელად შევიცვალე, რისხვა განცვიფრებამ შეცვალა. „ეს ის მამა გაბრიელი ხომ არ არის, მე რომ გავიცანი, დარწმუნებით რომ მეუბნებოდა ჩემს საფლავზე ამოხვალო... ღმერთო ჩემო, ვინ ყოფილა ეს ადამიანი?“ მონოზონმა დამიდასტურა, რომ ეს სწორედ იმ ბერი გაბრიელის საფლავი იყო.

„მე ამ წმინდა ბერის პატივისცემას დღემდე ვინახავ“. - დაასრულა თავისი მონათხრობი მეზღვაურმა.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი


პოსტის ავტორი: tuchlik2 თარიღი: May 13 2008, 05:34 PM

ძალიან მიყვარს....

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 05:47 PM

* * *

1991 წლის ბრწყინვალე შვიდეულის დღეები იდგა. ჩვენი მრევლის წევრმა, მამუკა წულუკიძემ (ამჟამად დეკანოზი მიქაელი) მთხოვა გავყოლოდი მცხეთაში მამა გაბრიელთან. დიდი სიხარულით დავთანხმდი.

სამთავროს მონასტერში რომ შევედით, ტაძარს გარშემო ვუვლიდით. მამა გაბრიელი თავისი კელიის წინ იჯდა. დაგვინახა თუ არა, გაშალა ხელები და ხმამაღლა დაიძახა: ქრისტე აღსდგა! და დიდი სიხარულით მიგვიპატიჟა ტრაპეზთან. ტრაპეზის დროს საუბრობდა უფალზე, ღვთისმშობელზე, ანგელოზებზე და მომავალ გაბრწყინებულ საქართველოზე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. უცებ, შუა საუბრისას, მომიტრიალდა და მითხრა: დღეს აღსარებას მეტყვი. ასე განმეორდა სამჯერ. ამ დროს მე აღსარების თქმას არც ვფიქრობდი. ცოტა ხანში ადგა და მითხრა, შევყოლოდი კელიაში. კელიაში დამაჩოქა და ჩემს წარსულ ცოდვებში მამხილა რანიც სირცხვილის გამო აღსარებაში დაფარული მქონდა მოძღვართან, ოღონდ მამხილა დიდი სიყვარულით. შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე ვყავდი ცოტა ხანს, უცებ წამოდგა და თქვა: ახლა წავიდეთ მცხეთაში ე.ი. სვეტიცხოველში. მე კი დამტოვა ასე გაოგნებული. ცოტა ხანი ადგილიდან ვერ დავიძარი.


* * *

მამა გაბრიელმა ჩემი მრევლის არაერთი წევრი ამხილა დაფარულ ცოდვაში. გამომიგზავნიდა ხოლმე მათ და ისინიც სინანულის ცრემლებით აღიარებდნენ აღსარებაში დაფარულ ცოდვებს. ესეც ერთ-ერთი ნიშანია მამა გაბრიელის მადლმოსილებისა. 1995 წელს, როდესაც ადგილობრივი კრება გაიმართა სვეტიცხოველში, ჩემი აზრი და დამოკიდებულება გამოვთქვი ეკუმენიზმზე... კრების შემდეგ გადავწყვიტე, მამა გაბრიელთან მივსულიყავი და რჩევა მეკითხა. სამთავროს მონასტერთან ვხედავ, კუბო ასვენია, მასში მამა გაბრიელი წევს ვითომ მთვრალი, მივედი, დავიხარე და ყურში ჩუმად ვუთხარი: მამა გაბრიელ, სათქმელი მაქვს და ამათი თანდასწრებით არ მინდა გითხრათ-მეთქი, მანაც გაუშვა ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, სავსებით ფხიზელი იყო, მათ დასანახად იქცეოდა ასე და სანამ მე რამეს ვეტყოდი, დამიწყო ლაპარაკი, თუ რა ვთქვი კრებაზე და ბოლოს მკაცრად დაამატა: განსაცდელების ოკეანეში შესცურეო. სხვათაშორის, ამის შემდეგ ბევრი განსაცდელი მქონდა, პირადიც, საზოგადოც. მამა გაბრიელმა იქვე მიწინასწარმეტყველა ჩემი მომავალი, რომლის გამხელაც ჯერ არ მსურს. რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს და მაშფოთებს, ეს არის ერთ-ერთი დიდი განსაცდელი... ამ ყველაფერს მამა გაბრიელი მკაცრად ამბობდა და როცა დაინახა, რომ დაზაფრული ვუსმენდი, ტკბილად დაასრულა: მაგრამ შენი მამა გაბრიელი ილოცებს შენთვის და ყველაფერი კარგად დამთავრდებაო. (დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი)


* * *

დედაჩემი თავის ეკლესიურ ცხოვრებაზე მოქცევას მამა გაბრიელს უმადლოდა და მისი დიდი სასოება ჰქონდა, მას როგორც წმინდანს ევედრებოდა თავისი მძიმე სნეულების ჟამს (ჰქონდა ჰიპერტონული წნევა, გადაიტანა ინსულტი, აწუხებდა გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია; ძლიერ აწუხებდა სახსრების დაავადება, ხანდაზმულობაში ჯოხითაც კი უჭირდა სიარული) და შვებასაც იღებდა მისგან.

გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ინსულტი გაუმეორდა მძიმე ფორმებში. მკურნალობამ არც საავადმყოფოში და არც სახლში შედეგი არ გამოიღო. ამას დაერთო შფოთი და უძილობა ტკივილების გამო; რამდენჯერმე ჩავარდა აგონიაში. იგი ასეთ მდგომარეობაშიც უფალს ევედრებოდა. იყო საოცრად სიცოცხლისმოყვარული. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას მამა გაბრიელი გამოეცხადა, რის შესახებაც ასეთი რამ მიამბო: „საღამოჟამს ჩემი ბარბარე (ერთ-ერთი შვილიშვილი) ჩემს საწოლთან ჩამოჯდა. მოულოდნელად სინათლე გაიპო (ოთახში ნათურა ენთო) და მამა გაბრიელი გამოჩნდა ენით აუწერელ ნათელში, საბერო სამოსელში შემოსილი, გარედან მანტია ეხვია და კუნკულ-ბარტყული ეხურა (დედაჩემმა სახელი ვერ მოიგონა ამ ბერული თავსარქმელისა და იგი მხოლოდ აღმიწერა). იდგა ჰაერში მომღიმარი და სიყვარულით შემომყურებდა; იგი ოდნავ თავს მიქნევდა და თითქოს თავისკენ მეპატიჟებოდა, გამომყევი, უკვე დრო არისო... გულში ვეუბნებოდი: „ცოტა ხანიც...” მან ოდნავ თავი დამიქნია, თითქოს თანხმობის ნიშნად. ბარბარეს მივხედე და დავეკითხე: „ხედავ, შვილო, მამა გაბრიელს?” და თვალებით მივანიშნე სადაც ვხედავდი. ბარბარემ იქით გაიხედა, მაგრამ ვერ დაინახა. ჩემი შვილებისთვის შევევედრე ამ ტკბილ ბერს. იმ შვილზე, ვის ოჯახშიც უფრო ხშირად ვცხოვრობდი და ვისთანაც ახლაც ვიყავი, თბილად, ღიმილით მითხრა: „ჩვენ მ-ა ა-ს არასდროს დავივიწყებთ, ყოველთვის დავეხმარებით”. ამ სიტყვებზე მამა გაბრიელი თითქოს ისევ იმ სინათლეში შებრუნდა და სინათლეც ისევ შეიკრა, აქამდე გახსნილი რომ იყო. ამას ვამბობ, მაგრამ ამის სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია” ის ერთადერთი ღამე იყო, როცა დედას მშვიდად, უშფოთველად ეძინა. ამის შემდეგ დედამ თითქოს წინასწარმცნობელობის მადლი შეიძინა, შვილებს, შვილიშვილებს რაც გვითხრა, - გზადაგზა გვიხდება. თვითონაც განცვიფრებით ამბობდა: ამ ავადმყოფობაში, მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ, დიდ სარწმუნოებაში შევედიო. თითქმის განუწყვეტლივ ლოცულობდა საუფლო ლოცვას, ევედრებოდა მაცხოვარსა და ღვთისმშობელ მარიამს, მამა გაბრიელს... ხშირად ვაზიარებდი. ხორციელად ისე მძიმედ იყო, გადატრიალებაც კი არ შეეძლო გვერდიდან გვერდზე, და როცა აბრუნებდნენ, უდიდეს ტკივილებს განიცდიდა. ბოლო დღეებში განსაკუთრებულად მიმტევებელი გახდა, ყველას მიმართ მადლიერი. სამი დღით ადრე, ხუთშაბათს დილით, ზიარების შემდგომ, ჩემს მეუღლესა და უფროს ქალიშვილს, თითოეულს ცალ-ცალკე, უთხრა, რომ შაბათს დილით გარდაიცვლებოდა. შაბათს დილიდან მხედველობაც დაკარგა, უკანასკნელად დავლოცე ივერიის ყოველადწმიდა ღვთისმშობლის ხატით და ერთი საათის შემდეგ ღიმილით ჩააბარა სული უფალს. ეს ღიმილი მას დაკრძალვამდე არ მოშორებია. იგი უფრო მძინარეს ჰგავდა, ვიდრე გარდაცვლილს.

ეს მოხდა მამა გაბრიელის გამოცხადებიდან სამი კვირის შემდეგ.
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 13 2008, 06:22 PM

მაგარი ადამიანი იყო ძალიან... წმინდა და სპეტაკი სულის პატრონი smile.gif იშვიათია მისნაირი ადამიანები, უიშვიათესიც!

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 13 2008, 06:25 PM

ქავთარაძე,

ანჩხლობის რა შეგვამჩნიე smile.gif აზრების დაზუსტებაა, სხვა არაფერი a075.gif

http://www.radikal.ru

წიგნიდან თავი მამა გაბრიელზე.

http://www.radikal.ru

მამა გაბრიელი თავის კელიაში :

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 08:44 PM

* * *

მონასტერში ახალი მისული ვიყავი, მამა გაბრიელი ყველას ერთად გველაპარაკებოდა. უცებ მომიბრუნდა და მკითხა: "განსაცდელი რომ მოვიდეს, მტკიცედ იდგები?" იმდენად დავიბენი, რომ პასუხი ვერ გავეცი. საკუთარი სიმტკიცის იმედი, მივხვდი, რომ არ მქონდა. მერე გამიმეორა: "იცოდე, მტკიცედ იდექი". განსაცდელი მართლაც მოვიდა, მტკიცედ დგომაც გამიჭირდა, მაგრამ მამა გაბრიელი აქაც დამეხმარა.

ერთხელ მითხრა: "12 წლის შემდეგ იქნები იღუმენია". ეს სიტყვები დავიმახსოვრე და ცოტა გამიკვირდა, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა. თუმცა პირველ წლებში ძალიან გამიჭირდა ამ ჯვრის მიღება, შინაგანად გავურბოდი პასუხისმგებლობას. სულ იმის იმედი მქონდა, რომ ღმერთი ამ ჯვარს შემიმსუბუქებდა, რაღაც შეიცვლებოდა. 7 წელი დამჭირდა, რომ ჩემს თავში მომენახა ძალა და მეთქვა ღვთის შეწევნით, ვიქნები იღუმენია, აღარ დავემალები ამ პასუხისმგებლობას. ეს კი ზუსტად 12 წლის შემდეგ მოხდა. სწორედ ამას გულისხმობდა მამა გაბრიელი, მას არაფერი ეშლებოდა.

ჩემი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მონასტერში რომ ვიყავი. მამა თითქმის ყოველდღე მოდიოდა, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ ჩვეულებისამებრ დამიძახეს, მამა გელოდებაო. დამძიმებული შევედი ტაძარში და რას ვხედავ, მამა გაბრიელი თავისებური არტისტიზმით დგას და მამაჩემი კი მის წინაა დაჩოქილი. ცოტა ხნის შემდეგ წამოაყენა ფეხზე და სთხოვა, სალობიეში წამიყვანეო. მე ისე გამიარეს, ყურადღებაც არ მომაქციეს. თურმე იქ მამა გაბრიელმა სიმღერა "ღვინო კახურო" შესარულა. ამის შემდეგ მამაჩემის გული საბოლოოდ დაიპყრო. ასე ჩამოყალიბდა მათ შორის ბწყინვალე მეგობრობა. მე კი გავთავისუფლდი, სიმძიმე მთლიანად მომეხსნა.
იღუმენია მარიამი (მიქელაძე)
ფერისცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 13 2008, 09:00 PM

ციტატა

ანუ შენ გინდა თქვა რომ კაიროსმა არაფერი უწყოდა მამა გაბრიელის შესახებ?

აქაც მე? sad.gif
მე სრულიად არ შემაქვს ეჭვი ამ ფაქტებში, უბრალოდ ობიექტურად განვიხილავ საკითხებს,
და რას ვწერ ამაზე, ისევ იმ თემაში ვისაუბროთ, ვფიქრობ საკმაოდ მშვიდადაც ვსაუბრობთ ამ ბოლო პოსტებში, ასე რომ არაფერი ცუდი არ ხდება...
მარიამ ლაშა ცაიშვილი მოგონება დადე, მაგრად მომენატრა ეგ ოხერი ეგა smile.gif


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 10:16 PM

* * *

მამა გაბრიელი პირველად 1986 წელს სიონის საკათედრო ტაძარში ვნახე. ჩემი ყურადღება მისმა უჩვეულო ქცევამ მიიპყრო, წირვის მსვლელობისას მთელ ხმაზე გაჰყვიროდა. შორიდან ვაკვირდებოდი, ახლოს მისვლა ვერ გავბედე. ტაძრიდან გამოსულმა თვალი მოვკარი, როგორ ჩაუვარდა ფეხებში პატრიარქს და შენდობა სთხოვა. იმ დღიდან მისი სახე ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

ორი წლის შემდეგ მას უკვე სამთავროს დედათა მონასტერში შევხვდი. მე იქ ახლადმისული მორჩილი ვიყავი, როცა ისევ მომესმა მისი რიხიანი ხმა, ისევ ყვიროდა. სასწრაფოდ მივირბინე, სადაც ის მეგულებოდა, კარი შევაღე თუ არა, პირისპირ შევეჩეხე. შიშისა თუ აღტაცებისაგან ადგილზე გავშეშდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა სამყაროდან მოვლენილი არამიწიერი არსება იდგა ჩემს წინ. რაღაც დენისმაგვარმა დამიარა თხემით ტერფამდე და მუხლები მომეკვეთა. "გავიგე, აქ სიყვარული მოსულა" - ალერსიანი ხმით თქვა, შემდეგ მოულოდნელად მორჩილ ნინოსკენ (ამჟამად იღუმენია მარიამი) გაიშვირა თითი და უთხრა: "12 წელიწადში იღუმენია გახდები". ერთ-ერთ იქ მდგომს კი მიმართა: "შენ ნახევარი შუშანიკი იქნები", ასე უცნაურად მოგვესალმა თითოეულ ჩვენგანს.

იმ დღიდან მამა გაბრიელი სამთავროში დარჩა. საცხოვრებლად ხის ძველი საქათმე ამოირჩია. უკვე გვიანი შემოდგომა იყო და საკმაოდ ციოდა. "აქ გაბრიელ ბერმა უნდა იცხოვროს და არავინ გაბედოს შესვლა", - გამოგვიცხადა. მე და დედა მარიამმა გადავწყვიტეთ, მაინც დაგველაგებინა საქათმე, რადგან სკორეთი იყო სავსე, შუა საქმის კეთებაში ვიყავით, როდესაც შევამჩნიეთ მამა გაბრიელის მდუმარე მზერა. ვიფიქრეთ ჩვენი კადნიერი საქციელის გამო მისი რისხვა დაგვატყდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა, მამა გაბრიელმა დაგვლოცა.

აქედან მოყოლებული ოთხი წლის მანძილზე სამთავროში ჩემი ყოფნისას, არ მოვშორებივარ მას. შემდგომში, როდესაც ძალიან დავუახლოვდი, შიშისა და მორიდების გრძნობა სიყვარულმა გადაფარა, მაგრამ მისი "არაამქვეყნიურობის" განცდა მაინც არ მტოვებდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საშუალება გვქონდა, თვალი გვედევნებინა მისი უჩვეულო საქციელისათვის. მას შეეძლო დაექირავებინა ტაქსი და მძღოლისთვის არ გადაეხადა ან მიეცა კუთვნილზე 50-ჯერ მეტი; შეეძლო ყოველნაირი მაღალჩინოსანი ან უბრალო, რიგითი ადამიანი ლანძღვა-გინებით გაეგდო ტაძრიდან, ყოველგვარი ხილული მიზეზის გატეშე, კვირეების განმავლობაში ფეხშიშველს ევლო ზამთარში, შეეჩერებინა მანქანების მოძრაობა ქუჩაში, ეთხოვა მოწყალება, ეცეკვა ან ემღერა ნებისმიერ ადგილას. ადამიანებთანაც მისი დამოკიდებულება ძალიან ინდივიდუალური და ცვალებადი იყო. ხან მიწასთან გაგასწორებდა, ხან ქებით ფრთებს შეგასხამდა. ზოგს ღვინის დალევას აძალებდა "დო დნა", ზოგს დააჩოქებდა და საათობით არ აძლევდა ფეხზე ადგომის კურთხევას.

მე ხშირად ვცდილობდი გამეანალიზებინა მისი ქმედებები, მაგრამ მათში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავდი. მიუხედავად ამისა მთელი გულით ვენდობოდი და მიყვარდა. მამა გაბრიელის მოქმედება სცილდებოდა საზოგადოებრივი ქცევის ყოველგვარ ნორმებს, რისი გაგებაც ხანდახან არ იყო ადვილი.

ერთწელ მამა გაბრიელმა წამიყვანა თბილისში, სამების ტაძარში და დაიწყო მათხოვრობა. ხალხი უყრიდა ფულს, მე მის გვერდით ვიდექი და ხელში მიტენიდა შეგროვებულ მოწყალებას. აქ ერიდან ჩემი ნაცნობებიც აღმოჩნდნენ: მათი გაოგნებული სახის გამომეტყველებით მივხვდი, რამდენად უცნაურ ამპლუაში ვიყავი, მაგრამ მამა გაბრიელის გვერდით არაფერი მანაღვლებდა.

ბერი ძალიან სერიოზულიც ხშირად მინახავს, ძირითადად თბილისში, თავისი ხელით აშენებულ ზღაპრულ ეკლესიაში, იქ მარხვის დროს იკეტებოდა და არავის ნახულობდა, ჩვენ იქაც არ ვასვენებდით და ვაკითხავდით ხოლმე. უარს არ გვეუბნებოდა და გვღებულობდა ხატებით გამოჭედილ სენაკში, სადაც ყველაფერი მისი ხელით იყო გაკეთებული. რატომღაც აქ მამა გაბრიელი ყოველთვის დაფიქრებული და თავის თავში ჩაღრმავებული იყო. არასოდეს ხუმრობდა და არც უცნაურად იქცეოდა. გვესაუბრებოდა ძალიან ღრმა, სულიერ საკითხებზე. "მე ჩემი უძლურება შევიცანი", - ხშირად იმეორებდა ხოლმე. მისი სიტყვები არ იყო ლიტონი. ვგრძნობდი, ყველაფერს გამოცდილებიდან ამბობდა. მის გვერდით დროის განცდა მეკარგებოდა და ვერ ვგებულობდი ჩვენი საუბარი საათები გრძელდებოდა თუ წამები. აქ ის გარეგნულადაც სხვანაირი იყო - თეთრი, გამჭვირვლე სახის კანითა და მშვიდი გამომეტყველებით.

დრო გადიოდა და მე ვრწმუნდებოდი, რომ ბერი გაბრიელის ყოველი სიტყვა თუ საქმე, რამდენადაც უჩვეულო არ უნდა ყოფილიყო, გამოხატულება იყო მისი ღრმა რწმენისა და მოყვასისადმი საოცრად დიდი სიყვარულისა. ამ ორი მცნების აღსრულებას შესწირა მან მთელი თავისი ცხოვრება. მასთან მისულ ყოველ "ჭირვეულ და დაწუნებულ" სულს ის უნუგეშოდ არ ტოვებდა, განურჩევლად ზნეობისა, ეროვნებისა თუ შეხედულებებისა. მისი რისხვაც კი არასოდეს ბადებდა სასოწარკვეთას, უბრალოდ, გაფხიზლებდა სულიერი ნელთბილობისა და განურჩევლობისგან.

ღამღამობით ჩვენ საკმაოდ ხშირად გვესმოდა მისი საუბარი, ხანდახან ყვირილი, ჩხუბი. მას აშკარა დიალოგი ჰქონდა ვიღაცასთან, არადა ნამდვილად ვიცოდით, მარტო იყო. მისი ეს ფარული ურთიერთობა უხილავ ძალებთან მაძრწუნებდა ხოლმე.

ეჭვი არასოდეს შემპარვია, რომ მამა გაბრიელს რაღაც განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა. ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ერთ დღეს, შიომღვიმის მონასტრის დღესასწაულზე წავედით. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. წირვის დასრულების შემდეგ, ტრაპეზის დროს, სრულიად მოულოდნელად, მამა გაბრიელი მიუბრუნდა ერთ-ერთ პიროვნებას და საკმაოდ მძიმე ცოდვაზე ჰკითხა - თუ ჩაგიდენიაო. მანაც საოცარი სიმდაბლით აღიარა, რომ ეს ცოდვა ჩადენილი ჰქონდა. ყველამ თავი უხერხულად ვიგრძენით, მაგრამ მამა გაბრიელმა ოსტატურად განაქარვა ეს უხერხულობა. როდესაც გავაანალიზე მომხდარი, ჩემი გაკვირვება ორმაგი იყო: როგორ დაინახა მამა გაბრიელმა ეს ცოდვა ამ ადამიანში და მან როგორ შეძლო ასე მოულოდნელად, ამდენი ხალხის წინაშე, მისი აღიარება. დღეს ეს ადამიანი სასულიერო პირია.

მამა გაბრიელთან ერთი ახალგაზრდა ქალი მივიდა, მისი დანახვისთანავე ბერმა მოთქმა დაიწყო და მთელი ხმით იყვირა: "ამას ორი ისეთი განსაცდელი ელოდება, მის ტკივილს ღვთისმშობლისას თუ შევადარებ". მართლაც, ამ პიროვნების ცხოვრებაში ორი უმძიმესი შემთხვევა მოხდა, რამაც მთელ მის მომავალს დაღი დაასვა.

ერთხელ, სამთავროს ეკლესიიდან აღსარების შემდეგ გამოვდიოდი, ჩემს სულიერ მოძღვართან ერთად და ალბათ, პირველად და უკანასკნელად, მოძღვარი მკაცრად ითხოვდა ჩემგან ისეთ ქმედებას, რისი სულიერი ძალაც მე იმ დროს არ შემწევდა, გაორებული, თითქმის სასოწარკვეთამდე ვიყავი მისული, შევედით თუ არა სატრაპეზოში, მამა გაბრიელი მივარდა მას და უთხრა: "რას შვრები, არ გეცოდება, ეს იცი რა საწყალია?!" ასე დაინახა ჩემი იმჟამინდელი სიმძიმე მამა გაბრიელმა, როდესაც ჩვეულებრივ, სხვანაირი ეპითეტებით "მამკობდა" ხოლმე მაგალითად "თეოდორა არსენას ცხენიდან გადმოაგდებს და თვითონ შეჯდება". (იგულისხმებოდა არსენა მარაბდელი).

იმ ოთხი წლის მანძილზე, როცა ჩვენ მამა გაბრიელის გვერდით ვიყავით, მას არ ჰქონია დიდი აღიარება. ხალხს უყვარდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც ჩვეულებრივ ლოთად თვლიდნენ, მამა გაბრიელის მხრიდან კი არასოდეს შემიმჩნევია რაიმე გაღიზიანება მათ მიმართ, პირიქით, ის საოცარ შემწყნარებლობას იჩენდა, რადგან მას არ სჭირდებოდა აღიარება.

ერთხელ შუაღამით ატეხა ზარების რეკვა. ჩვენ ისედაც ადრე ვდგებოდით ლოცვისთვის და დასასვენებლად მაინც და მაინც დიდი დრო არ გვრჩებოდა, ის კიდევ არ წყვეტდა ზარების რეკვას: "ადექით, საქართველო სისხლში ცურავს, ძმა ძმა მოკლავს, თქვენ კიდევ გძინავთ". მანამდე ვერ ვხვდებოდი რატომ არ გვასვენებდა მამა გაბრიელი, ვიდრე არ დაატყდა ჩვენს ქვეყანას ერთიმეორეზე მძიმე განსაცდელები.

ძალიან ძნელია ქაღალდზე გადმოიტანო ის, რასაც გული გრძნობს. ეს მცირედი, მკრთალი ანარეკლიც კი არ არის იმისა, რაც გვაჩვენა მამა გაბრიელმა თავისი ცხოვრებით. ის ცდილობდა დაენახვებინა ჩვენთვის, თუ რა არის მთავარი ქრისტიანისთვის. გვეხმარებოდა ზედაპირულისაგან განთავისუფლებაში დაშუდმივად გვაღრმავებდა რწმენაში.

ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორა

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 13 2008, 10:25 PM

საოცარია...........
ძლაიან მიყვარს ეს ბერი და სხვისი არ ვიცი...;

ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც მამა გაბრიელს პატივს არ მიაგებს, ეს ახალი ამბავი არ არის და არც ჩვენი ფორუმის ლოკალური მოვლენაა. არიან საქართველოში ისეთი ადამიანები, ვისაც დღესაც გიჟი ჰგონია მამა გაბრიელი და აბუჩად იგდებენ იმ ხალხს, ვინც მის საფლავზე სასოებით მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცვლება დროთა განმავლობაში


--------------------

ზალიან საწყენია ნამდვილად,რომ არიან ისეთებიც ვისაც მამა გაბრიელი გიჟი გონია sad.gif
მოვა დრო და ყველა მიხვდება-ბერი გაბიელი წმინდანია!!!
მე მჯერა,რომ მას შერაცხავენ წმინდანად........

მისი სურათებიც დადეთ რა....... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 10:37 PM

ციტატა
მისი სურათებიც დადეთ რა.......

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ახალგაზრდა მამა გაბრიელი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 13 2008, 10:43 PM

უწმინდესის გვერდით
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 14 2008, 11:41 AM

* * *

მონასტერში სკოლის მოსწავლეები მოიყვანეს. გაბრიელ ბერი ბარძაყის ყელის მოტეხილობის გამო იწვა და სიარული არ შეეძლო. მასწავლებელმა სთხოვა, თუ შეიძლება უფროსი ასაკის ბავშვებს მოვიყვან და დალოცეთო. დათანხმდა და ყველა ბავშვი თავზე ხელის დადებით დალოცა. ერთი თვის შემდეგ ის მასწავლებელი მოვიდა და უთხრა, რომ ვისაც თავზე ხელი დაადეთ და დალოცეთ, ყველა ბავშვი რწმენაში შევიდაო.


* * *

დიდი უძლურების გამო გაბრიელ ბერი საწოლიდან ვეღარ დგებოდა. სვეტიცხოვლიდან მღვდელ-მონოზონი მოვიდა და ზეთის კურთხევის საიდუმლოს ასრულებდა. ამ დროს, სამთავროს მონასტრის ეზოში, კინორეჟისორი ჭოხონელიძე ანთიმოზ ივერიელზე ფილმს იღებდა. საწოლს მიჯაჭვული, თითქოს მომაკვდავი გაბრიელ ბერი რომ იხილა, შეწუხდა და თქვა: – აფსუს, რა ბერი კვდებაო?!

შვიდგზის ზეთისცხებამ რომ წამოაყენა, რეჟისორს გაუკვირდა და ითხოვა: – იქნებ თქვენს მიერ ეკლესიის გარშემოვლის პროცესის გადაღების ნება დამრთოთო. შემოვლის დროს, აიაზმის სხურებით წინ მამა გაბრიელი მიდიოდა, უკან კი გალობითა და ხატებით იღუმენია და მონაზვნები მიჰყვებოდნენ.

ამ ფაქტის შესახებ მამა გაბრიელმა თქვა: „უფალსა ვთხოვე ყველაფერი კარგად გამოსულიყო“. მართლაც, ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი და აი, მისი საოცარი ცხოვრებიდან მხოლოდ ეს ფირი შემორჩა.

ამ ამბის შემდეგ, კინორეჟისორმა გაბრიელ ბერს სთხოვა, რომ მონაწილეობა მიეღო ფილმში, რომელიც ათონის მთიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წამობრძანებას ასახავდა და ჰკითხა თუ დამთანხმდებიო. გაბრიელ ბერმა უპასუხა: – როგორ არა, მაგრამ შვიდი ნამდვილი ბერი უნდა მახლდეს თან! და დაუსახელა მონასტერთა წინამძღვრები. ცოტა ხნის შემდეგ გაბრიელ ბერმა სალოსობა დაიწყო, ხელები ლამაზად აღაპყრო და რეჟისორს კვიმატი ღიმილით ჰკითხა: – წყალზე როგორ უნდა გავიარო, ერთიც ვნახოთ, ნასვამი ვიყო და ჩავიძირო?

რეჟისორმა აუხსნა: – ნუ გეშინია, მამა გაბრიელ, დაბლა ფიცრებს დაგიგებთ, რაც არ გამოჩნდება და თქვენ კი გაივლით“. გაბრიელ ბერი ფეხზე წამოდგა. მტკიცედ გაიარ-გამოიარა, წარბები შეიჭმუხნა და თქვა: – მაშ რა გაბრიელი ვიქნები, თუ ფიცრები დამჭირდა და წყალზე ფეხით ვერ გავიარე! smile.gif

ჭეშმარიტად შეეძლო მას წყალზე ფეხით სიარული, მაგრამ ეს პატივმოყვარეობის გამო კი არ თქვა, არამედ იმისთვის, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების სიდიადე ეჩვენებინა.


* * *

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე.


* * *

მონასტრის სამლოცველოში ღვთისმშობლის პარაკლისს აღავლენდნენ. ამ დროს შემოვიდა მამა გაბრიელი, ხელში ადამიანის თავის ქალა და ხელის ძვლები ეჭირა, ხატის წინ დაალაგა და დამავალა, სატრაპეზოდან წითელი ღვინო და ხორბალი ამომეტანა. როდესაც ყველაფერი დავაწყვეთ, საშინელი ტირილი დაიწყო და ღვთისმშობელს ევედრებოდა, ქართველი ერი სისხლისაგან იხსენიო, დიდხანს სთხოვდა, შიგადაშიგ ყვიროდა – სისხლი რუსთაველზე, ქართველების სისხლიო. ბოლოს თქვა, ღვთისმშობლის პასუხი იყო, სისხლი იქნებაო და ლოცვა-მოთქმა გააგრძელა. შევშინდი. ვიფიქრე, თუ თბილისში ასეთი უბედურება უნდა მოხდეს, მეც ჩემს ახლობლებთან ერთად ვიყო-მეთქი და სასწარფოდ დავბრუნდი შინ. როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, დილის 6 საათზე მამა გაბრიელი ზარებს რეკდა და „სისხლი, სისხლი“ ყვიროდა თურმე. დილას მონასტერი რომ გააღეს, ეს უბედურება შეიტყვეს და მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებით გაოცებულნი დარჩნენ.


* * *

საოცრად მოწყალე იყო ბერი გაბრიელი, - ყვება დედა პარასკევა. მთელი დღის მშიერი საჭმელს გვერდზე გადადებდა და უპასუხოდ არავის გაუშვებდა. გვეტყოდა: – თუ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება, – ჯერ მას დაეხმარე, ჭამას ყოველთვის მოასწრებ, თუ არადა სასუფეველს დაჰკარგავ! – „სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“.

ადამიანთა შემწე და დამპურებელი გაბრიელ ბერი მშიერს არავის გაუშვებდა. სანამ თვითონ შეეძლო, ყველას თავისი ხელით გაკეთებულ საჭმელს უწილადებდა და იტყოდა, რომ: ბერთა და მონოზონთა საჭმელი წვნიანიაო. მომცრო ქვაბში მუჭით ჩაყრიდა მარილს, მაგრამ კერძი არ დამლაშდებოდა, რადგან ზომიერად ჰქონდა ყველაფერი და თან ყველას ჰყოფნიდა. ისეთი ლობიო უნდა გაჭამო, – მეფეების საკადრისი, საჭმლის შესაზავებლად რაც საჭიროა, არ უნდა დაგენანოსო, – იტყოდა. როდესაც თვითონ შეუძლოდ იყო, საწოლიდან კარნახობდა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ კერძი და მართლაც ძალიან გემრიელი გამოდიოდა. ყოველთვის იმ კერძს აკეთებდა, რომელიც მომსვლელს სიამოვნებდა. თქვენც მიირთვით, შესთავაზეს მამა გაბრიელს. – მე თქვენი სიყვარულით ვიკვებებიო, – უპასუხა.

თუ ვინმე შეციებული შემოვიდოდა და სითბოს ნატრობდა – ღუმელი დაანთეო, მეტყოდა. თავისთვის ღუმელს არასოდეს დამანთებინებდა.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 14 2008, 12:04 PM

* * *

გაბრიელ ბერმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე აღმართული 12 მეტრიანი ლენინის სურათი დაწვა. ეს მოხდა 1965 წლის პირველ მაისს, იგი მაშინვე დაიჭირეს, საფუძვლად დაუდეს ანტისაბჭოური პროპაგანდა - მუხლი 71 და შეასახლეს N1 იზოლატორში.

დაჭერისთავანვე გამოიძახეს მერვე პოლკი, ჩანთა წაართვეს, შიგ ბომბები არ ჰქონდესო. ისე სცემეს, ძვლები ჩაუმტვრიეს... მაშინვე დასახვერტთა საკანში ჩასვეს, ვირთხებითა და მკბენარებით სავსე, ბნელ, ნესტიან, უჰაერო ადგილას, სადაც უგზავნიდნენ მოსყიდულებს, ზემოქმედება რომ მოეხდინათ. ერთმა უთხრა, მე მაქვს სახლში ხატი და მინდა მოგიტანოო. ბერმა ანგელოზისაგან შეიტყო, რომ მას შიშველი ქალის სურათი უნდა მიეტანა და უპასუხა: ეგ თქვენი ხატებია, თქვენ სატანას ემსახურებით და თქვენ გქონდეთო. კაცი შეცბა, რომ ამოიცნო ბერმა გაბრიელმა მისი განზრახვა.

უთხრეს, ჯვარი მოიხსენი და ჩაგვაბარეო. უპასუხა, მე არ მოვიხსნი და თუ შეძლებთ მოდით და ამხსენითო. შეშინდნენ და ჯვარს ვერ შეეხნენ. რომ ვერაფერი გააწყვეს, პატიმართა საერთო საკანში გადაიყვანეს.

ბერი გაბრიელი გათავისუფლების შემდეგ ყვებოდა: მკითხეს: - ახლა ქრისტეს ხედავ? დიახ, ვუპასუხე. ჩვენც დაგვანახე შენი ქრისტეო, გადააგდეს პარტიის მანდატები და დაგანახებთ. ახალ როგორ გიშველის შენი ქრისტე, ჩვენს ხელში ხარ და აქედან ჯერ არავინ გასულაო. 7 თვეში ისე გავალ. ბუზი არ ამიფრინდება-მეთქი, ვუპასუხე...

დედა პარასკევამ ჰკითხა: 7 თვეში რომ გამოხვიდოდი საიდან იცოდიო? უპასუხა: ჩემი თვალების წინ შვიდიანი დაიწერა და იმწამსვე ნუგეში მივიღე ღვთისაგან, 7 თვეში გაგიყვანო, მანიშნა.

ციხეში პატიმრებს თავისი წესები ჰქონდათ, მოინდომეს გაბრიელ ბერიც დაემორჩილებინათ, მასხრად აეგდოთ. ერთ-ერთმა ხელის შეხებაც კი მოინდომა. ამ დროს წამოდგა ბერი, პირჯვარი გამოისახა და ლოცვა დაიწყო. პატიმრები შეშინდნენ, დაიჩოქეს და პატიება თხოვეს.

ბერი გაბრიელი თვითონვე აძლევდა მაგალითს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: დილით ადრე ადგებოდა, იატაკს წმენდდა, ტუალეტს ასუფთავებდა, არაფერს თაკილობდა. ამ პერიოდს ასე იგონებს თვითონ: "ქურდები გაკვირვებული მიყურებდნენ, ცოცხის ტარისგან ჯვარი გავაკეთე, თან პატიმრებთან ვქადაგებდი. იმ ჯვარზე მალე ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. საქმე თანაბრად გავინაწილეთ. იატაკის ტილოს ავიღებდი, ქურდები ხელიდან მტაცებდნენ. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ შენ გველაპარაკეო. ღვთისაგან ისეთი დიდი სიყვარული ჩამოვარდა, ამბობდნენ, გარეთ გასვლა აღარ გვინდა, ჩვენთან ისეთი კაცი ზისო".

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 14 2008, 03:10 PM

* * *

ერთხელ მივედი მონასტერში და რას ვხედავ, მამა გაბრიელი უშვერი სიტყვებით ლანძღავს დედა ქეთევანს, რომელიც მაშინ ახალი მოსული იყო. მე გავიყვანე გვერდზე და ვკითხე: მამა გაბრიელ, ამ უმანკო გოგონას რას ერჩი? მან მკაცრად შემომხედა და ხელით მანიშნა: შენ გაჩერდი, მე ვიცი, ეგ ვინც არის და ისიც ვიცი, ვინც იქნება, მაგრამ ვლანძღავ იმიტომ, რომ დავამდაბლოო.

მან სიტყვებს "ვიცი, ვინც იქნება" ხაზი გაუსვა, ამით მაგრძნობინა, რომ იგი იქნებოდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის იღუმენია.

მამა გაბრიელი საოცარი სიზუსტით ჭვრეტდა ყოველივეს. ილია II რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იქნებოდა, მან აღსაყდრებამდე დიდი ხნით ადრე იცოდა.

ერთხელ მამა არსენმა (ბერიშვილი) გამაფრთხილა, მამა გაბრიელს დასდევენ დასაჭერად და გააპარეო. მე კახეთში, ჩემს სახლში, წავიყვანე. იქ შედარებით ნაკლები იყო საშიშროება. ერთი პატარა ოთახი მივუჩინე. გარკვეული დროის შემდეგ მე მონასტერში დავბრუნდი. იქვე ახლოს დედაჩემი ცხოვრობდა და ის ამარაგებდა საჭმლით, მაგრამ ძალიან წუხდა: არაფერს ჭამს და როგორ მოვიქცეო. ჩავედი, რომ ყურადღება მიმექცია, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რომ ვსაყვედურობდი, მპასუხობდა: ძალიან ბევრი საზრდო მივიღეო. ის გულისხმობდა სულიერ საზრდოს - ლოცვებს. მე რომ შუაღამის სამ საათზე სინათლეს ვანთებდი, რომ ლოცვა დამეწყო, ის უკვე ხის ძირას იყო ჩამუხლული და ლოცულობდა. ცუდი ამინდიც რომ ყოფილიყო, მაინც იჩოქებდა და ისე ავედრებდა ღმერთს საქართველოს. არ უყვარდა ლოცვის დროს ხელის შეშლა, ამიტომ ვერც გავბედავდი რაიმე მეთქვა. სახლში შემოსულს ვეკითხებოდი, სად იყავი? და მპასუხობდა: "ქრისტესთან ვიყავი".

მამა გაბრიელმა, საშიშროება რომ ელოდებოდა, წინასწარ იგრძნო და სასწრაფოდ წავედით ჩემი სახლიდან. რამდენიმე დღეში დავბრუნდი და ვნახე, რომ საშინლად ვიყავი გაქურდული, შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო წინასწარ გამიზნული. მეც დამსდევდნენ დასაჭერად, მაგრამ ყოველთვის ღმერთი მიფარავდა. დავბრუნდი თუ არა, ვიღაცამ დამაბეზღა და თავზე დამადგა სამი კაცი, ორი ფორმიანი და ერთიც - სამოქალაქო ტანსაცმელში. მილიციის წარმომადგენლები დაჟინებით მთხოვდნენ დამეწერა განცხადება, ვისზე მქონდა ეჭვი. მე ვუპასუხე: არაფერი დამიკარგავს და მილიციაში რა მინდა? მამა გაბრიელისგან ვიყავი გაფრთხილებული, ასეთი პასუხი გამეცა. რომ არაფერმა გაჭრა, მივუბრუნდი და ვუთხარი: ეჭვი თქვენზე მაქვს. ისინი განრისხდნენ და გაბრაზებულებმა მომაძახეს: შენზე ამბობდნენ ცეტიაო და მართლა ცეტი ყოფილხარო.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ღვთისმსახურებს. იოალად მოსყიდული, გონებანაკლული ადამიანები ქვებს გვესროდნენ და მამა გაბრიელს ჩიე-ჩიეს უძახოდნენ. ის კი არ ბრაზდებოდა, მშვიდად ეტყოდა ხოლმე: "ხო, ჩიე-ჩიე ვარ" და დაუწყებდა ბალახს ჭამას.

ერთ დროს ხულოში ვმოღვაწეობდი, იქედან რომ ჩამოვედი, მამა გაბრიელის სანახავად მივედი. მან დაუძახა მომვლელს, მონაზონ პარასკევას და უთხრა: "კარგად მომისმინე, აი აქ, ამ ტახტში დევს ჩემი სარტყელი. არავის მისცე ამის მეტს". მერე მე მომიბრუნდა და დღესაც განვიცდი ისეთი გულისმომკვლელი სიტყვები მითხრა: "მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან, შენ ჩემს გარდაცვალებას ვერ იხილავ. როცა მოხვალ, აღარ დაგხვდები და შენ ჩემი სამარის მიწას მოუხრი მუხლს. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არის".

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისი სიტყვა კარგად მესმოდა, მაინც მეგონა, რომ მამა გაბრიელი არ გარდაიცვლებოდა. მონასტერში რომ მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა, ძალიან შევწუხდი.

დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მამა გაბრიელმა დიდი პატივი დასდო, წესი მან აუგო და, როდესაც ვასაფლავებდით, მითხრა: "დედაო, დედაშენი აქ არ გაჩერდება".

გავიდა ხუთი თუ ექვსი წელი მისი გარდაცვალებიდან და ვნახე ჩვენება: დედაჩემმა მითხრა, შვილო, წამიყვანე აქედან, აქ რა მინდაო. მე მამა გაბრიელს ვაუწყე, რაც ვნახე, თუმცა მისთვის ეს ამბავი იმთავითვე იყო ცნობილი. ახალი კუბო გავაკეთეთ, შიგ ძველი კუბოთი ჩავასვენეთ დედაჩემი და ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ამის შემდეგ კიდევ ვნახე ჩვენება: დედაჩემი გახარებული იყო.

მონოზონი ნინო (ფეიქრიშვილი)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 14 2008, 09:23 PM

* * *

ჩემი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ტაძარში ფაქტობრივად შიშმა მიმიყვანა. რადგან მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი, დავიწყე სიარული სვეტიცხოველში.

სამი თვის მანძილზე დავდიოდი წირვაზე, მაგრამ ვერ ვეზიარებოდი. მოძღვარი არ მყავდა. ძალიან განვიცდიდი და, ამის გამო, ვიყავი საოცრად შებოჭილი.

"ხატები და ფრესკები მეტყველებენ" -ამბობდა მამა გაბრიელი და ერთ მშვენიერ დღეს წირვაზე რომ ვიდექი ისეთი ზეშთაგონება წამოვიდა, რომ თითქოს ფრესკა მკარნახობდა: მეყოლებოდა მოძღვარი მოხუცი ბერი, ის იქნებოდა უმაღლესი ასკეტი, გამორჩეული ყველასგან და თვითონ დამიძახებდა. ამ დროს ამომიტივტივდა გონებაში რატომღაც ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობიდან" გაბრიელ გლახაკი, ალბათ, იმიტომ, რომ ის მოძღვარი ჩემს წარმოდგენაში მას მივამსგავსე.

ერთ დღეს სვეტიცხოველში ვდგავარ საღამოს ლოცვაზე, ვიღაცამ ჩამოიარა და თქვა: უნდა მოვიდეს გაბრიელ ბერი, რომელიც არის ლოთი, გიჟი, გადარეული, უმიზეზოდ ჩხუბობს, ხალხს ლანძღავს. ძალიან შემეშინდა, ვიკითხე, ვინ არის ასეთი? მიპასუხეს, რომ არის ძალიან მკაცრი, საშინელი კაცი, თავისებური და ექსცენტრული. იმდენად დავბრკოლდი, რომ შეშინებული გამოვედი სვეტიცხოველიდან და წელიწადნახევარი არ შევსულვარ. მივატოვე იქ სიარული, მაგრამ ღმერთმა არ მიმატოვა.

1992 წლის 11 ოქტომბერი იყო. შემოდგომის თბილი და ლამაზი დღე. ერთმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, შავნაბადაზე წავიდეთ, დღესასწაული არის იმ მონასტრისო. რომ მივედით, იქ მეგობრები დამხვდნენ, რომლებმაც მომილოცეს დღესასწაული და მახარეს, რომ იქ იყო მამა გაბრიელი, უდიდესი ღვთისმსახური, სალოსი და ღვთივგაბრძნობილი ბერი. შეშინებულმა გავიფიქრე, ამ კაცის გამო სვეტიცხოვლიდან წამოვედი და აქ დამხვდა. მაგრამ ყურადღება მივაქციე ერთ ფაქტს. სვეტიცხოველში ის დაახასიათეს, როგორც ლოთი, გიჟი, აქ კი როგორც უდიდესი ღვთისმსახური, სალოსი ბერი.

იმ პერიოდში გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით. გზადაგზა ვიღებდი სურათებს. გავიფიქრე, შორიდან მაინც გადავუღებ-მეთქი, შევხედე, ბექობზე იჯდა მამა გაბრიელი ზურგშექცევით უამრავ მორწმუნეთა შორის და ქადაგებდა. პირველი რამაც გამაოგნა: ეს არის ის საშინელი კაცი, გიჟი და ლოთი?

ბერი ჩვეულებრივ ადამიანს არ ჰგავდა, საკმაოდ დიდი ჯვრით, პირველი საუკუნიდან მოსულს მივამსგავსე, რომელიც სიყვარულს და სიკეთეს აფრქვევღა. უცბად ვიფიქრე, თუ წინასწარმეტყველია, ერთი გამოიხედოს... გაფიქრება და მისი შემოტრიალება ერთი იყო. ამომხედა თუ არა, ვიგრძენი, რომ მან ჩემს შესახებ ყველაფკრი იცოდა. დამეუფლა შეგრძნება, რომ ის ჩემთვის მოვიდა, სამჯერ შემომხედა. პირველი შემოხედვა მაშინვე გადავიღე. მერე კიდევ ამომხედა, წვერებზე ხელი მოიკიდა და თავი ჩაღუნა. შემეშინდა და დავიმალე. მოძღვარი რომ არ მყავდა, ისეთი სევდა დამეუფლა, ვინატრე, მივსულიყავი და დამეჩოქა მის წინაშე. გავიფიქრე, ბედნიერია ყველა მორწმუნე, ვინც მის გვერდით არის და თვალებში შესციცინებს. მე კი ამის გაკეთება არ შემიძლია.

გაიშალა სადღესასწაულო ტრაპეზი. მეც მიმიწვიეს, მას რომ არ დავენახე, დავჯექი სადღაც კუთხეში. ტირილი მინდოდა, საოცარი სევდა დამეუფლა. ამ დროს წამოდგა და დაიწყო ქადაგება ღვთისმშობელზე. თან ისე ტიროდა, გამაოგნა, ასეთ მორწმუნეს არასოდეს შევხვედრივარ. მოუსვენრობა დამეუფლა, ვეღარ გავჩერდი, დავტოვე ტრაპეზი და გამოვედი. ღმერთს ვთხოვე, ნეტავ, ახლა ეს ბერი ისე ადგეს და წავიდეს, მე არ შემხედოს. ორი წუთის შემდეგ უკან მომყვა, ზედაც არ შეუხედავს, თითქოს ვერ შემამჩნია, თუმცა იქ ჩემს მეტი არავინ იდგა. წავიდა თუ არა, ამოვისუნთქე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სევდა დამეუფლა, მინდოდა აღსარება მეთქვა. ვდგავარ ტაძრის წინ და გამოვიდა მამა შიო (გაბრიჭიძე), შავნაბადას მონასტრის წინამძღვარი. მკითხა: თქვენ აღსარებაზე ხომ არ ხართო. ჩემდა უნებურად ვთქვი, არა მეთქი, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეთქვა აღსარება. მოდი, აქ შენ, მითხრა მამა შიომ, შემიყვანა ტაძარში და ღვთის შეწევნით მათქმევინა პირველი აღსარება. ასე გამომიყვანა გასაჭირიდან. გაიარა ხანმა და მივხვდი, რომ მამა გაბრიელის კურთხევით მოხდა ეს ყველაფერი.

ერთი თვის შემდეგ უნდა ყოფილიყო ბაბუაჩემის ორმოცი, წავედი სვეტიცხოველში. რაც იქ არ დავდიოდი ისე მენატრებოდა ეს ტაძარი, რომ სულ მასზე და მამა გაბრიელზე ვფიქრობდი. ამ დროს შემხვდა ერთი მოძღვარი, რომელსაც ვესაუბრე და შევჩივლე, რომ მინდოდა მამა გაბრიელთან მისვლა და ვერ ვბედავდი. მოძღვარმა მითხრა, ახლავე წადი მასთან არ გადადოო. მეც წავედი, შევედი დედათა მონასტერში და დიდხანს ვიწრიალე, ვერ გავბედე შესვლა. გავიფიქრე: თუ წინასწარმეტყველია, ხომ იცის რომ მოვედი და გამოვიდეს-მეთქი.

ამის გაფიქრება და მამა გაბრიელი კი არ გამოვიდა გამოვარდა: "ვინ გითხრა, რომ წინასწარმეტყველი ვარ. იცი რა ცოდვილი ვარ, შენ ჩემი გეშინოდა და აქ მოხვედი?!" დაიწყო ექსცენტრული მოძრაობები, სირბილი, ლანძღვა, თათხვა. მე არც მიყურებდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ყველა ეშმაკი და დემონი დაამხო ჩემს ფეხებთან. ნელ-ნელა ჩხუბით ჩამოვიდა, მომიახლოვდა პირჯვარი გადამსახა. მე ისეთი დაბნეული ვიყავი, გამარჯობა ვუთხარი. რა გნებავთო, მკითხა ძალიან მკაცრი ტონით. მამა გაბრიელ, მე თქვენთან მოვედი, ვუპასუხე დარცხვენით. ავიდეთ სენაკში და იქ ვილაპარაკოთო. შეტრიალდა და არბის კიბეებზე. მის მანტიას მოვკიდე ხელი და ვთქვი: მე მეშინია თქვენი. უცბად მომტაცა მანტია ხელიდან და მიპასუხა: „ჩემი გეშინია? კარგი, მაშინ მე ავალ და შენ აქ დარჩი". აირბინა კიბეები და შევიდა თავის სენაკში. მე ვდგავარ შუა კიბეებზე და ვფიქრობ, ახლა უნდა გავიქცე სახლში, ვიცი ამას ვერ გავუძლებ, შევტრიალდი, უნდა წავიდე და მესმის რაღაც ხმა. წახვალ და დაიღუპები. გადავწიტე ავსულიყავი მასთან. ისევ ხმა მესმის, ახვალ და დაიღუპები. ვიგრძენი, რომ აშკარად მებრძვის ეშმაკი. გავიფიქრე, რომ უნდა მოვერიო ეშმაკს და როგორც იქნა, ათი წუთის წვალების შემდეგ შევედი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ლოცვა უნდა მეთქვა და დავაკაკუნე. უცბად გააღო კარები და მხვდება სულ სხვა ადამიანი. ვგრძნობ, რაღაც საოცრება ხდება ჩემს ირგვლივ. თავი უნდა დაღუნო, სენაკში რომ შეხვიდე. შევედი და რას ვხედავ: ურიცხვი ხატი, სივიწროვე, რიდი, შიში, სიყვარული, მადლი - ყველაფერი ერთად მოდის. დავიწყე ტირილი, მომენტალურად ისეთ სინანულში ჩავვარდი, გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, რამხელა მამაა, რატომ ფილმებს უღებენ, რატომ წიგნებს არ წერენ მასზე?

ერთი წლის შემდეგ ვუთხარი, უკვე ერთი წელია, რაც მე თქვენ გიცნობთ. მან კი მითხრა: მე შენ გელოდებოდი, ქეთევან, რატომ დაგაგვიანდა მოსვლაო. მოგვიანებით მითხრა: "არ მინდოდა შავნაბადაზე წასვლა და შენი გულისთვის ამოვედი. სულ შენ გიყურებდი და არ გითხარი გამიზნულად, რომ შენ ჩემთან მოხვიდოდი. კიდევ ბევრი რამ არ გითხარი, რომ არ დაბრკოლებულიყავი და ამპარტავნებაში არ ჩავარდნილიყავი. ქეთევან, მე შენ ერთი წელი კი არა, 40 წელია გიცნობ. მე იცი ვინა ვარ? ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“ გლახაკი გაბრიელი ვარ, შენ რომ აღარ გახსოვს“.

ბაბუაჩემის ცხვირსახოცი მინდოდა მეჩუქებინა მისთვის, მაგრამ ვერ გავბედე. მომერიდა, ახალი რომ არ იყო. ერთხელ მივედი მასთან და მეუბნება: „მე ახალგაზრდობაში ოპერაში გამოვდიოდი, ოტელოს როლში ვიყავი. დეზდემონა, რა უყავი ჩემი "პლატოკი". მე ისევ ვერ მივხვდი. სახეში შემომხედა და გამიმეორა: რა უყავი ჩემი "პლატოკი", "პლატოკი". საოცარი ბერი იყო, ერთდროულად შეეძლო ყველას ჩანაფიქრი წაეკითხა". ასე შემახსენა, რომ ცხვირსახოცი მეჩუქებინა.

ერთხელ მითხრა: "რა არის, რომ დადიხარ და ყველას ეუბნები ჩემზე წმიდანიაო. შენ, რა იცი, რომ მე წმიდანი ვარ. იცი, მე რა დიდი ცოდვილა ვარ? ბერებისთვის ქება არის დამანგრეველი. ვინც მათ პირში აქებს, ადიდებს, სწორედ ის არის მათი მტერი."

ვზივარ მამა გაბრიელის სენაკში ერთხელ და ვფიქრობ: ქეთევან დედოფალი არის თუ არა დიდი წმინდანი და საჭიროა თუ არა მისი ხატი მქონდეს. რას გამოაპარებდი მამა გაბრიელს, გაფიქრებულზე იმ წამსვე მიპასუხა: "ქეთევან დედოფალი დიდმოწამეა და მიხი ხატი აუცილებლად უნდა გქონდეს".

მამა გაბრიელის ქადაგებები იყო საოცრება, საუბარს ისეთ მოძრაობებს მიაყოლებდა, გაოგნდებოდი. ხალხი ვერ უძლებდა და ტიროდა. მახსოვს ერთხელ ამბიონიდან რომ დაიძახა: მიეშველეთ, მიეშველეთ, ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვსო. ეს ისეთი შემაჟრჟოლებელი, შემაძრწუნებელი ხმით იყო ნათქვამი, რომ ტაძარში კაცი იყო, არ ატირებულიყო. მთელი მრევლი ხმამაღლა ტიროდა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ჩავიწერეთ მისი სიბრძნით აღვსილი ქადაგებები. მცირედაც კი ვერ ჩავწედით მის დიდებას. ბერი გაბრიელი იყო ისეთი ღვთისმსახური, რომელსაც შეეძლო უდიდესი ბედნიერება და სიყვარული მიენიჭებინა ადამიანისთვის. ვინ შეძლებს რომ სრულყოფილად აღნუსხოს ის სასწაულები, რასაც ის იქმოდა.

ძალიან განვიცდიდი, რომ არაფერს ჭამდა და ვთხოვე რაიმე მიირთვი-მეთქი. მიპასუხა: მე სიყვარულით ვიკვებებიო. ერთხელ მთხოვა, ახლა მე დავიძინებ, არ მიმატოვო, მალე გავიღვიძებო. გაღვიძებულმა ჩამოთვალა ქვეყნები: ამერიკა, საფრანგეთი, ინდოეთი, იტალია, გერმანია... თითქმის მთელი მსოფლიო, ამ ქვეყნებში ვიყავიო.

მამა გაბრიელი უდიდესი ბერი იყო, ყველგან სადაც მოისურვებდა, უხილავად დადიოდა. იმხელა სიყვარული იყო მასში ღვთისა და მოყვასის, რომ სულიწმიდით განბრძნობილს ვერანაირი ძალა წინააღმღეგობას ვერ უწევდა. მისთვის არაფერი იყო თუნდაც მთელი არმია დადგომოდა წინ. ის მზის იქითაც ხედავდა, რა ხდებოდა. სამყარო გადაფენილი იყო მის თვალწინ.

ქეთევან ბექაური

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 15 2008, 09:16 PM

ახალი ჩამოსული ვარ მცხეთიდან, მამა გაბრიელის საფლავზეც ვიყავი wub.gif
ამ განწყობაზე კიდევ რამდენიმე მოგონებას დავწერ.

* * *

1992 წლის ზაფხულში, უწმინდესისა და უნეტარესისი ილია II ლოცვა-კურთხევით ჩემი ბუნებრივი მალამოებით ვმკურნალობდი სქემმონაზონ იოანას, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში.

სამკურნალო საშუალებებთან ერთად მონოზვნებისათვის ყოველთვის მიგვქონდა შესაწირად ხილი და გამაგრილებელი წყლები, რომლის ნაწილსაც მამა გაბრიელს ვწირავდი.

ბერმა გაბრიელმა კარგად იცოდა, რომ მე ახალგაზრდა დავქვრივდი და ორ ობოლ ბავშვს ვზრდიდი. არასდროს დამავიწყდება ის ღიმილი და სითბო, რომელსაც ჩემი ბავშვების დალოცვისას ამჟღავნებდა. „ქვებიც რომ ურტყან თავში, ესენი მაინც სასახელონი დაიზრდებიან“, - მეუბნებოდა. ამ სიტყვებმა დიდი ნუგეში მომცა, იმაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს დედისათვის, ვიდრე შვილების სათანადო აღზრდა.

ერთხელ, როცა დედა იოანას მკურნალობას მოვრჩი და კიბეებზე უნდა ჩავსულიყავი, ჩემი ყურადღება მიიპყრო ასეთმა საოცრებამ: ბერი გაბრიელი თავისი სენაკის წინ ხატების ჩარჩოებს ამზადებდა. მოღრუბლული დღე იყო, უჩვეულოდ ჩამობნელებული, ისეთი დღე-ღამის გასაყარზე რომ იცის ხოლმე. მამა გაბრიელი და მისი სამოქმედო არეალი, ზეციდან დაშვებული ბრწყინვალე სხივის სვეტით იყო გაცირსკროვნებული. ამ სვეტს ტაძრის სარკმლიდან შემოსული ათინათის ფორმა ჰქონდა.

დედა იოანასთან მისვლამდე ჩემი შვილები - მირანდა და ალექსანდრე მამა გაბრიელთან დავტოვე. იქიდან დაბრუნებისას კურთხევა მომცა დავმჯდარიყავი მის გვერდით ცოტა ხნით. მაშინ მოვუსმინე საუბარს ბერსა და ერთ კახელ ქალს შორის. ქალბატონმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: მამა გაბრიელ, წმიდა წერილი გვეუბნება, რომ არ განვიკითხოთ, მაგრამ ჩემთან რომ მეზობელი შემოდის და იწყებს განკითხვას, მრუშია, ქურდია და ასე შემდეგ, მე როგორ მოვიქცე, რომ შევაწყვეტინო და არ მოვუსმინო, უზრდელობაში ხომ არ ჩამეთვლება, ან როგორ სჯობს, რა გავაკეთო?

ბერი გაბრიელის პასუხი ასეთი გახლდათ: „შენ უთხარი, რომ ყველაზე მეტი მრუში და ყველაზე მეტი ქურდი ხარ და ის მაშინვე გაჩუმდება“.

მეხსიერებიდან არ ამომდის იმ ქალბატონის გაოგნებული და განცვიფრებული სახე.

1993 წლის შემოდგომა იყო. მე და ჩემი შვილები შევედით თუ არა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, მოგვესმა საშინელი ყვირილი. ბერი გაბრიელი თავისი სენაკის წინ მრგვალ კოშკთან იდგა და მთელი ძალით გაჰყვიროდა.

მივუახლოვდით თუ არა მონასტერში ასასვლელ კიბეებს, ჩემს შვილებს ვუთხარი: მთვრალია, როგორი მთვრალია. აი, ბავშვებო, მთვრალი ბერი თქვენ ჯერ არ გინახავთ, ასეთია მთვრალი ბერი.

მამა გაბრიელს ხელები ცისკენ ჰქონდა აღმართული და თვალები ზეცისკენ მიპყრობილი, ის რაღაც სიტყვებს წარმოთქვამდა, რომელიც არ გვესმოდა.

რატომღაც გავიფიქრე, რომ ვერ შეგვამჩნია და მალულად ავუყევით კიბეებს. უეცრად მესმის ბერის ხმა: „ყველაფერი დედა იოანას და მამა გაბრიელს არაფერი ხომ? ეგრემც შეგიწირავთ უფალი!“

სწრაფად შემოვბრუნდი და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, ბერი გაბრიელი სრულიად ფხიზელი, საოცარი გონიერი გამომეტყველებით იდგა ჩვენ წინ და გვიღიმოდა. სიტყვა სალოსი რას ნიშნავდა არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა. ამ ქვედებით მან ამ სიტყვის არსი სრულად განმიმარტა.

ნაილი ხეთერელი
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
სატაძრო მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი,
სახალხო მკურნალი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 15 2008, 09:38 PM

* * *

1984 წლის ზაფხული იყო, მაშინ საპატრიარქოს მკერავი ვიყავი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერ გაბრიელთან სახლში გაგვაგზავნა; ჩემგან კურთხევა, მოკითხვა, კეთილი სურვილები, ნობათი და ეს ფული გადაეცითო. ამ დავალებამ ძალიან გამახარა, რადგან დიდი ხნის მანძილზე ვნატრობდი მის ნახვას. გაგებული მქონდა წმიდად მცხოვრები წინასწარმეტყველი და ნათელმხილველი არისო. მას ვერაფერს დაუმალავ, ერთი შეხედვით ამოიცნობს ყველაფერს, რასაც გაიფიქრებო. და აი, მომეცა მისი ნახვის საშუალება.

წმიდა ბარბარეს ეკლესიას მივუახლოვდით თუ არა, გამაფრთხილეს: ბერი აქვე ცხოვრობს, მის ეზოში მცხოვრებთ არც მამა გაბრიელი, არც მასთან მიმსვლელები არ სიამოვნებთ, ფრთხილად გავიაროთო. შევხედე თუ არა ეკლესიას, რომელიც მისივე ხელით იყო ნაშენები, მის ჯვარს და ზარს, საოცრად მოვიხიბლე. უამრავმა ხატმა ხომ გამაოცა. კედლებზე რომ აღარ ეტეოდა, სპეციალურად გაბმულ თოკებზე ეკიდა. ყოველი ხატი სათანადო პატივით რომ მომეხილა, ერთი დღე არ მეყოფოდა. ყოველივე ამით მოხიბლულმა, გავიფიქრე: ამ წმიდა ბერს ასეთი ძვირფასი და უამრავი ხატი საიდან აქვს-მეთქი. ამის გულში გავლება და მისი პასუხი ერთი იყო. „იცით, საიდან მაქვს მოტანილი? უკეთურები თვითმცლელებით რომ ყრიდნენ სანაგვეზე, ვიღებდი და აქ, სალოცავ ადგილზე დავაბრძანებდი“. მისმა პასუხმა შემაკრთო და მაშინვე ჩემი თავი გავაფრთხილე: ეს ბერი, მართლაც დიდი ნათელმხილველია და არაფერში შეცდე-მეთქი.

მამა გაბრიელმა გაიგო თუ არა, რომ პატრიარქის გაგზავნილები ვიყავით, მაშინვე მუხლებზე დაეცა და ღმერთს შეჰღაღადა; მაღალი ხმით დაიწყო ტირილი: „მადლობა ღმერთო, რომ საქართველოს ასეთი ანგელოზი გამოუგზავნე. რა იცოდა, რომ ძალიან მიჭირდა. არც ფული მქონდა და არც საჭმელი. მას ხილვა აქვს, სწორედ მაშინ მიგზავნის, როცა ყველაზე მეტად მესაჭიროება“. თან ხატებს მიუტრიალდა და ეკითხებოდა - „შენ მიუტანე ამბავი? შეენ?“

მერე უცბად მოტრიალდა და გვიამბო: „რამდენიმე დღეა უჭმელი ვარ, შევცდი და ეზოში ახლობლებს ვთხოვე, მათ კი ლანძღვა-გინებით გამომისტუმრეს. ამიტომ ვტიროდი ჩემს სენაკში გულდაწყვეტილი და ვფიქრობდი: საიდან შეიძინეს ადამიანებმა ასეთი სიძულვილი, უსამართლობა, შეუბრალებლობა და გაუტანლობა. ღვთის ჭეშმარიტ გზას რომ დავადექი, იმიტომ ვარ ცუდი? ბოლოს გონს მოვეგე და შემრცხვა ქრიტესი, რომელიც თითქოს მეუბნებოდა: ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან მე პირველმა გავიარე გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა ჩემმა მიმდევარმა უნდა იცოდესო. ამ ამბავმა გამომაფხიზლა და აი, თქვენც მოხვედით“.

გადავეცით თუ არა მამა გაბრიელს უწმინდესის ნობათი, მაშინვე სუფრა გაშალა. ქალებმა უარი ვთქვით ღვინოზე, მარტო ბერს დავუსხით, მაგრამ იგი არ მოგვეშვა და ჩვენც შეგვივსო ჭიქები. იმდენად საინტერესო და თბილი სადღეგრძელოები წარმოთქვა, რომ ცოტცოტაობით ჩვენი სასმისები გამოვცალეთ. ძალიან გაგვიკვირდა, როცა შევხედეთ, მისი ჭიქა სავსე იყო და საჭმელი ხელუხლებელი. გავიფიქრე, თითქოს მშიერ-მწყურვალი იყო, არაფერი კი არ უჭამია. მან მაშინვე ჩემს განაფიქრს უპასუხა: „საჭმელზე მეტად ადამიანიების სიყვარული მშია და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული მწყურიაო“. შემდეგ ლენინის სურათის დაწვის გახმაურებული ამბავი მოგვიყვა დაწვრილებით. როგორ გამოიძახეს მერვე პოლკის თანამშრომლები, რომლებმაც არაადამიანურად სცემეს იმისათვის, რომ ბერმა ოცდაათი წლით ადრე გაიგო ის, რასაც ჩვენ დღეს ძლივს ვგებულობთ. „ლენინის ძეგლს თქვენი ხელით მოხსნით და მის ადგილზე ყვავილების ბაღს გააკეთებთო. ნაცემ-ნაბეგვი სხეული კი მტკიოდა, მაგრამ სული ხარობდა, რადგან ის გავაკეთე, რაც ქრისტიანს, ჭეშმარიტ ღვთისმსახურს უნდა გაეკეთებინაო, - თქვა ბერმა. უფლისაგან მქონდა გამოცხადება შვიდ თქვეში გაგათავისუფლებენო და მართლაც, განვთავისუფლდი გაძლიერებული და გაკაჟებულიო“.

მონოზონი თეოდორა (ბოლქვაძე)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 15 2008, 10:13 PM

* * *

ერთხელ მამა გაბრიელი „კაკლოვანში“, სამრეკლოს გვერდით სკამზე მშვიდად იჯდა. ამ დროს მოვიდა საკმაოდ ლამაზი თვალებშეღებილი ქალი, შარვლით. მოსვლისთანავე მიეჭრა ბერს და ჩაუჯდა კალთაში, დაუწყო კოცნა: „მამა გაბრიელ, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, როგორ მომწონხარ, მე კიდევ მოვალ და გინახულებ“...

იმდენად უცნაური და არაბუნებრივი რამ ხდებოდა, ვერ გაგვევო, გახევებული ვუყურებდით და ვფიქრობდით: რა ამოძრავებდა მას.

მამა გაბრიელს ზეაღეპყრო თვალები და თითქოს გაქვავდაო, ხმას არ იღებდა. ეს საქციელი ჩვენთვის - მონოზვნებისათვის მაშინ ძალიან სასაცილო იყო. ასე გვეგონა, ვინმემ სპეციალურად შემოაგზავნა ეს ქალი. ბერი საკმაო ხანს დუმდა და ისე ისმენდა უაზრო ლაპარაკს. მერე უცბად შეხედა მას და უთხრა: „ხო, მაყვალა, მოდი, კიდევ მოდი“. თავისი სახელის გაგონებამ ლამის გააგიჟა მაყვალა და ხვევნა-კოცნა გააორმაგა. როცა გული იჯერა, როგორც იქნა კარგა ხნის შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, წამოხტა ბერის მუხლებიდან და თვალი მოგვავლო. ყველანი ვიცინოდით. მან ნელ-ნელა უკან დაიხია და ჭიშკრისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.

ვფიქრობდით, რომ მაყვალა მეორე დღესაც მოვა და იგივე სურათი განმეორდება, მაყვალა მართლაც მოვიდა მეორე დღეს, მაგრამ მოხდა სასწაული, მას წინა დღით მოსულ ქალთან აღარაფერი აკავშირებდა, გარდა სახელისა. ჩაეცვა შავი გრძელი კაბა, დაეფარებინა თავსაფარი, საღებავები კი არა და ტირილისგან თვალები ჰქონდა დაწითლებული. მიადგა ბერის სენაკის კარს და დაიწყო მოთქმა: „მამა გაბრიელ, ვიცი კარს არ გამიღებ. ვიცი აღარასოდეს გნახავ. შემინდე ჩემი გუშინდელი საქციელი. ვგრძნობ რაც გამიკეთე, აღმადგინე მკვდარი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის“.

ისეთი სულის შემძვრელი სანახავი იყო ყოველივე ეს, ირგვლივ მყოფნი დიდხანს გვატირა. ორმა ერთმანეთისგან ძირფესვიანად განსხვავებულმა დღემ გაგვაოგნა. მაშინ ანალიზის გაკეთების უნარი წაგვერთვა. ახლა კი თვალნათლივ ვგრძნობთ, რომ მამა გაბრიელმა მოახდინა უხილავი კურნება. გამახსენდა ერთი დეტალიც: ვიდრე მაყვალა მოვიდოდა მეორე დღეს, ბერი მოულოდნელად ადგა და შევიდა თავის სენაკში. ეჭვი არ გვეპარება, რომ მან იგრძნო მისი მოსვლა და არ ისურვა მასთან შეხვედრა და კიდევ ერთი, როგორც კი წავიდა მაყვალა წინა დღეს, ბერი მაშინვე ადგა, შევიდა თავის სენაკში და მერე აღარავინ მიუღია. მუხლმოდრეკილი ცრემლებით ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ.

მეორე დღეს, წირვის შემდეგ, ტაძრის კართან წაიქცა, შუბლზე კოპი გამოესახა. მაშინვე მივცვივდით, წამოვაყენეთ და ოთხმა მონოზონმა ძლივს ავიყვანეთ კიბეებზე, ისე დამძიმდა, გეგონებოდა ტყვია მიგვქონდა. ძლივს ვაიავაგლახით შევიყვანეთ სენაკში. ვერ ავაყენეთ რომ ტახტზე დაგვეწყვინა და იატაკზე დავაბრძანეთ. კვნესოდა, ძალიან შევშინდით. უცებ ერთი მონოზონი წაბარბაცდა და როიალის კლავიშებს ჩამოჰკრა იდაყვი, რომელიც იმჟამად მის სენაკში იდგა, მუსიკის ხმაზე ბერმა თავი წამოსწია. მეორე მონოზომა მიაძახა: ერთი კიდევ დაატყი ხელი, შეიძლება ესიამოვნოსო. კლავიშები ამოძრავდა და მერე აჟღერდა. მამა გაბრიელი წამოდგა სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით და დაიძახა: „შალახო დაუკარით“. ისე ლამაზად აამოძრავა ხელები, გეგონებოდა საოცრებას ვხედავო. ცეკვას სიმღერაც მიაყოლა: „ვის უნახავს ძველისძველი ჯვარის მონასტერი“. სიმღერა დაამთავრა თუ არა, დაიწყო მოთქმა-გოდება: „ეს რა მომივიდა, ეშმაკმა მაჯობა. გუშინ როიალის კლავიშებზე ქვები ეცემოდა, მე შევრისხე: დაიკარგე აქედან-მეთქი. მან მიპასუხა: მაგ როიალზე გაცეკვებო და მაცეკვა კიდეც“.

მამა გაბრიელი ის ღვთისმსახური იყო, რომელსაც ვერ აქებდი. მას სძაგდა კაცთაგან ქება, ამიტომ როდესაც ბრძნულს მოიმოქმედებდა, მაშინვე წაშლიდა, ისეთ რამეს ჩაიდენდა.

ჩვენი მოწმენი გავხდით კურნებისა. ბოროტისგან შეპყრობილი როგორ გაათავისუფლა, შეცვალა მთლიანად. მამა გაბრიელს უნდოდა, ამოეშალა ჩვენი გონებიდან ეს ყველაფერი, ამიტომ დასჭირდა გამაბათილებლად ქცევა, თითქოსდა ემშაკმა აჯობა.

მაშინ ჩვენ ყველაფერი ისე გავიგეთ, როგორც მას სურდა. ღმერთმა მხოლოდ წლების შემდეგ გაგვინათა გონება და დაგვანახა მისი სიბრძნე.

ასეთი იყო ჩვენი საყვარელი მოძღვარი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვუგებდით. იგი ხშირად გვსაყვედურობდა: „თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი სიყვარული“.

ვთხოვ მამა გაბრიელს, ილოცოს და ევედროს ღმერთს ჩვენი სულების გადარჩენისათვის.

მონოზონი ეკატერინე (ებრალიძე)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 3 2008, 09:32 AM

ახლა ერთ სასწაულს მოგიყვებით, რომლის თვითმხილველიც მე თვითონ გახლავართ smile.gif

ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მრევლიდან ერთ-ერთი ადამიანი იყო წასული მამა გაბრიელის საფლავზე, იქიდან წამოიღო საფლავის მიწა და ჩაყარა მომინანქრებულ თიხის პატარა ქოთანში, თან გაიფიქრა: თუ მამა გაბრიელი წმინდანია, აბა რამე ყვავილი ამოვიდესო. მეორე დღეს მოხდა დაუჯერებელი რამ: ყვავილი ამოვიდა... მაგრამ არა მიწაში, არამედ ქოთანზე გარედან. თავიდან ყვითელი წერტილები რომ დაუნახია ქოთანზე, უფიქრია, ვინმემ კვერცხიანი ხელი ხომ არ მოკიდაო, მერე კარგად დააკვირდა და დაინახა, რომ ეს იყო ულამაზესი პატარა ყვავილები. ჩემი თვალით ვნახე smile.gif
ჩემმა მოძღვარმა ასეთი კომენტარი გააკეთა: მიწაში რომ ამოსულიყო, შეიძლება ეფიქრათ, თესლი იყო ჩავარდნილიო და არ მიეწერათ ეს ფაქტი მამა გაბრიელის სიწმინდისთვის. მაგრამ ბუნების ყველა კანონის დარღვევით ქოთანზე გარედან გამოსული ყვავილები პირდაპირი პასუხი იყო იმ ბიჭის კითხვაზე.
smile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jun 3 2008, 11:45 PM

აი, რას იგონებს სამთავროს წმინდა ნინოსა და ანტიოქიის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):

“ახლადაღკვეცილი ბერი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა რჩევა--დარიგება მიმეღო ისეთი ბერისაგან, როგორიც მამა გაბრიელი იყო.

შეუძლოდ გრძნობდა თავს და სენაკში იწვა. იმ სიტუაციაში მას სალოსობა არ ეტყობოდა. სერიოზულად მაძლევდა დარიგებეს, როგორი უნდა იყოს ბერი..... შემდეგ მოუხმო დედებს და ტრაპეზი გააწყობინა. მოთხოვა “პროფესორი” (იგულისხმება შავი ღვინო), მომაწოდა ერთი ჭიქა და მაკურთხა დამელია “დო დნა”. კურთხევა შევასრულე. მას შემდეგ ჭიქის დალევა აღარ შემოუთავაზებია.....
ამ საუბარში, ვიყავით გართული, როცა ორმა ქალბატონმა ლოცვა თქვა კართან. ბერმა აკურთხა, შემოსულიყვნენ. მათ ღვეზელები მოუტანეს და სიხარულით აღნიშნეს, რომ საკუთარი ხელით გამოუცხვეს. გავიგეთ, რომ ავად ბრძანდებითო – უთხრეს.....

ეტყობოდა ორიდან ერთ-ერთი ქალბატონი არ იცნობდა ბერს, სთხოვა ხელი მათხოვეო. მამა გაბრიელმა გადმომხედა და გაიღიმა: “რათ უნდა ახლა ამას ჩემი ხელი?!” ქალბატონმა მოწიწებით მოკიდა ხელზე ხელი და დაუწყო შელოცვა. თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. უცბად ბერმა დაიქუხა: “ ხელი გამიშვი, შენ არ იცი, რომ მე ბერი ვარ? რას მეთომარები! გაეთრიეთ ორთავენი აქედან, ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ.” მათ ისე შეეშინდათ, აღარ იცოდნენე რა ექნათ, საშინლად დაიბნენ, დაეცნენ მუხლებზე და დაუწყეს თხოვნა, შეგვინდეთ მამა გაბრიელ! ბერი კი იგივეს იმეორებდა: “ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ აქედან, არ წამომაყენოთ ფეხზე.” ის ქალბატონი, რომელიც იცნობდა ბერს, შეეხვეწა ღვეზელები მაინც დაიტოვეთო, მაგრამ ამაოდ.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 3 2008, 11:50 PM

დავით ივერიელი
ერთი აბზაცი დააკელი ამ ამბავს (მინდა მჯეროდეს, რომ არა შეგნებულად), იმ წიგნში ეგეც ეწერა, მე დავამთავრებ, შენის ნებართვით smile.gif

ციტატა
აი, რას იგონებს სამთავროს წმინდა ნინოსა და ანტიოქიის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):

“ახლადაღკვეცილი ბერი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა რჩევა--დარიგება მიმეღო ისეთი ბერისაგან, როგორიც მამა გაბრიელი იყო.

შეუძლოდ გრძნობდა თავს და სენაკში იწვა. იმ სიტუაციაში მას სალოსობა არ ეტყობოდა. სერიოზულად მაძლევდა დარიგებეს, როგორი უნდა იყოს ბერი..... შემდეგ მოუხმო დედებს და ტრაპეზი გააწყობინა. მოთხოვა “პროფესორი” (იგულისხმება შავი ღვინო), მომაწოდა ერთი ჭიქა და მაკურთხა დამელია “დო დნა”. კურთხევა შევასრულე. მას შემდეგ ჭიქის დალევა აღარ შემოუთავაზებია.....
ამ საუბარში, ვიყავით გართული, როცა ორმა ქალბატონმა ლოცვა თქვა კართან. ბერმა აკურთხა, შემოსულიყვნენ. მათ ღვეზელები მოუტანეს და სიხარულით აღნიშნეს, რომ საკუთარი ხელით გამოუცხვეს. გავიგეთ, რომ ავად ბრძანდებითო – უთხრეს.....

ეტყობოდა ორიდან ერთ-ერთი ქალბატონი არ იცნობდა ბერს, სთხოვა ხელი მათხოვეო. მამა გაბრიელმა გადმომხედა და გაიღიმა: “რათ უნდა ახლა ამას ჩემი ხელი?!” ქალბატონმა მოწიწებით მოკიდა ხელზე ხელი და დაუწყო შელოცვა. თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. უცბად ბერმა დაიქუხა: “ ხელი გამიშვი, შენ არ იცი, რომ მე ბერი ვარ? რას მეთომარები! გაეთრიეთ ორთავენი აქედან, ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ.” მათ ისე შეეშინდათ, აღარ იცოდნენე რა ექნათ, საშინლად დაიბნენ, დაეცნენ მუხლებზე და დაუწყეს თხოვნა, შეგვინდეთ მამა გაბრიელ! ბერი კი იგივეს იმეორებდა: “ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ აქედან, არ წამომაყენოთ ფეხზე.” ის ქალბატონი, რომელიც იცნობდა ბერს, შეეხვეწა ღვეზელები მაინც დაიტოვეთო, მაგრამ ამაოდ.


როგორც კი გავიდნენ ისინი სენაკიდან, ისეთი სიყვარულით დაიწყო მათზე ლოცვა, გამაოგნა. აღაპყრო ხელები და მთელი გულით დაულოცა ოჯახები. „ესენი ბერთან მოწიწებით არ მოსულან, ამის შემდეგ ეცოდინებათ, როგორ უნდა მოეპყრან ღვთისმსახურს“ - თქვა მან.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jun 3 2008, 11:52 PM

ციტატა
როგორც კი გავიდნენ ისინი სენაკიდან, ისეთი სიყვარულით დაიწყო მათზე ლოცვა, გამაოგნა. აღაპყრო ხელები და მთელი გულით დაულოცა ოჯახები. „ესენი ბერთან მოწიწებით არ მოსულან, ამის შემდეგ ეცოდინებათ, როგორ უნდა მოეპყრან ღვთისმსახურს“ - თქვა მან.


არა წიგნი არ ამქვს.. ჟურნალიდან არის ამოანრიდი იქ ეს ეწერა მხოლოდ
Jurnali “ X-Press” 2, ivlisi, 2005.

“quCaSi moxetiale salosi beri”


avtori eka Sengelia

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 3 2008, 11:53 PM

ჰოო, ეგ ჟურნალი არ ვიცი. მე ვნახე წიგნში "ბერის დიადემა" (სამთავროს მონასტრის გამოცემა)

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 4 2008, 12:02 AM

მარიამი

ციტატა
როგორც კი გავიდნენ ისინი სენაკიდან, ისეთი სიყვარულით დაიწყო მათზე ლოცვა, გამაოგნა. აღაპყრო ხელები და მთელი გულით დაულოცა ოჯახები. „ესენი ბერთან მოწიწებით არ მოსულან, ამის შემდეგ ეცოდინებათ, როგორ უნდა მოეპყრან ღვთისმსახურს“ - თქვა მან.

არადა მთავარი ეს ნაწილი არის smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 4 2008, 12:07 AM

nino_ni

ციტატა
არადა მთავარი ეს ნაწილი არის


მაგრამ საკითხავია, მართლა თუ ისწავლეს იმ ქალებმა ის, რის გამოც მამა გაბრიელმა ეგ ქნა? იქნებ ისე მოუკვდათ გული და ისეთი დამცირებულები დარჩნენ, ვინ იცის, ან შეფერხდნენ უარესად. კაცია და ხასიათი, დაყვავებით ახსნა უფრო არ უნდა ამართლებდეს ზოგადად? ამირან გულში მღეროდაო... რა ვიცი აბა ...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 4 2008, 12:12 AM

ციტატა(staywhite @ Jun 4 2008, 12:07 AM) *

nino_ni
მაგრამ საკითხავია, მართლა თუ ისწავლეს იმ ქალებმა ის, რის გამოც მამა გაბრიელმა ეგ ქნა? იქნებ ისე მოუკვდათ გული და ისეთი დამცირებულები დარჩნენ, ვინ იცის, ან შეფერხდნენ უარესად. კაცია და ხასიათი, დაყვავებით ახსნა უფრო არ უნდა ამართლებდეს ზოგადად? ამირან გულში მღეროდაო... რა ვიცი აბა ...

აი, მანდაა ზუსტად ღვთივსულიერი ადამიანის (ამ შემთხვევაში მხოლოდ მამა გაბრიელს არ ვგულისხმობ) მადლი და სიბრძნე - ყველას ექცევა ინდივიდუალურად. მან იცოდა, ასეთი საქციელი სასარგებლო და დამაფიქრებელი იქნებოდა მათთვის, თუ დამაბრკოლებელი. ზოგს მოფერება სჭირდება, ზოგს სიმკაცრე. ეს ჩვენ (პირადად მე) არ ვიცით ხოლმე ვის რა სჭირდება და ამიტომ შეცდომებს ვუშვებთ ურთიერთობებში, თორემ მამა გაბრიელისნაირმა ბერებმა კარგად იცოდნენ ადამიანის სულის მდგომარეობა და შესაბამისად იქცეოდნენ. არაა გამორიცხული, რომ თავიდან დაბრკოლებულიყო კიდეც ადამიანი, მაგრამ წლების მერე დაფიქრებულიყო და სარგებლობა მიეღო ამ ყველაფრისგან. ამას თუ დავუმატებთ იმ ლოცვის ფაქტსაც, ბოლოში რომ წერია, ვფიქრობ, ის ქალები სარგებლობას მიიღებდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 4 2008, 09:25 AM

ციტატა(მარიამი @ May 14 2008, 12:04 PM) *

* * *


ბერი გაბრიელი თვითონვე აძლევდა მაგალითს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: დილით ადრე ადგებოდა, იატაკს წმენდდა, ტუალეტს ასუფთავებდა, არაფერს თაკილობდა. ამ პერიოდს ასე იგონებს თვითონ: "ქურდები გაკვირვებული მიყურებდნენ, ცოცხის ტარისგან ჯვარი გავაკეთე, თან პატიმრებთან ვქადაგებდი. იმ ჯვარზე მალე ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. საქმე თანაბრად გავინაწილეთ. იატაკის ტილოს ავიღებდი, ქურდები ხელიდან მტაცებდნენ. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ შენ გველაპარაკეო. ღვთისაგან ისეთი დიდი სიყვარული ჩამოვარდა, ამბობდნენ, გარეთ გასვლა აღარ გვინდა, ჩვენთან ისეთი კაცი ზისო".

რაც კი ამ ტოპიკში წავიკითხე ყველაზე დიდი საოცრებააა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 4 2008, 10:10 AM

მამა გაბრიელზე უკვე არის თემა და რატომ არ აერთებენ ამ ორ თემას?თან სიწმინდეების განყოფილებაში, რავიცი, რავიცი smile.gif
ეს კიდევ ერთი თემა ,რომელიც მამა გაბრიელს ეხება

http://church.ge/index.php?showforum=9

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 4 2008, 10:43 AM

ციტატა(mariami-k @ Jun 4 2008, 10:10 AM) *

მამა გაბრიელზე უკვე არის თემა და რატომ არ აერთებენ ამ ორ თემას?თან სიწმინდეების განყოფილებაში, რავიცი, რავიცი smile.gif
ეს კიდევ ერთი თემა ,რომელიც მამა გაბრიელს ეხება

http://church.ge/index.php?showforum=9

ეგ თემა მამათა გამონათქვამებში იყო და რადგან გამონათქვამების კი არა, ცხოვრებიდან ეპიზოდების დაწერა მინდოდა, ამიტომ გავხსენი ცალკე. თუმცა ამ განყოფილების სათაურსაც არ შეესაბამება აშკარად. უბრალოდ უფრო შესაფერისი ვერაფერი ვნახე.
პირველ პოსტშიც წერია და, თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ გააერთიანონ smile.gif

პოსტის ავტორი: @mariami@ თარიღი: Jun 16 2008, 10:48 AM

მამა გაბრიელი უდიდესი ადამიანი იყო,მან შესძლო ის რაც იმ დროს ვერავინ ვერ ბედავდა,მან დაწვა ღვთის მგმობელის ლენინის სურათი გაგანია კომუნისტების დროს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 20 2008, 05:05 PM

მას თურმე შევარდნაძისთვის უთქვამს რომ მოვა დრო და კაბინეტიდან ლენინის სურათს ჩამოხსნი და ხატს დაკიდებო. ასეც მოხდა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2008, 10:20 AM

გუშინ ვიყავი მამა გაბრიელის სახლში. გავიცანი მისი და, ძალიან სათნო ქალბატონი.

ვიყავი მამა გაბრიელის აშენებულ ტაძარში და გაოგნებული დავრჩი... ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... უზარმაზარი სიყვარული იგრძნობა...

ყველას გირჩევთ რომ მოილოცოთ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2008, 11:31 AM

ციტატა(მარიამი @ Jun 23 2008, 11:23 AM) *

marine
თავისუფლად უშვებენ ყველას?

არ წავიდეთ ხალხო? smile.gif


მამა გაბრიელის დამ თქვა, რომ ბევრი ხალხი მოდისო smile.gif

მარი, საოცრებას ნახავთ და შეიცნობთ რეალურად ვინ იყო მამა გაბრიელი smile.gif

პოსტის ავტორი: safia თარიღი: Apr 16 2009, 02:52 PM

უღრმესი მადლობა რომ შესაძლებლობა მომეცით წამეკითხა ამ ბერის შესახებ სულ მაინტერესებდა კიდდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და ღმერთმა არ მოაკლოს არასოდეს თქვენნაირი ადამიანები საქართველოს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მადლობთ! პატივისცემით სოფიო ტუღუში! kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Apr 18 2009, 12:30 AM

ციტატა
ერთხელ ამბიონიდან რომ დაიძახა: მიეშველეთ, მიეშველეთ, ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვსო. ეს ისეთი შემაჟრჟოლებელი, შემაძრწუნებელი ხმით იყო ნათქვამი, რომ ტაძარში კაცი იყო, არ ატირებულიყო. მთელი მრევლი ხმამაღლა ტიროდა.


ხმით ნათქვამი არ გამიგია, წავიკითხე, მაგრამ მეც მომენტალურად ავტირდი. სულისშემძვრელი სიტყვებია... ... ...

მამა გაბრიელის წიგნი მქონდა, რჩევები და ქადაგებები. ისეთი გამოსადეგი და ზუსტია. თან ლაკონიურად. გავაჩუქე და კიდევ ვიყიდი, იმედია. სურათებიც მაქვს smile.gif)) მაჩუქეს smile.gif)) (მიხარია, მოკლედ)

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 26 2009, 10:12 PM

ბევრი წიგნი მაქვს მამა გაბრიელზე და მის საფლავს ძალიან ხშირად ვსტუმრობ...უდიდესი ძალა აქვს...


ჩემმა ერთ-ერთმა პროტესტანტმა მეგობარმა მის საფლავზე მომხდარი სასწაულის (უდიდესი ცვლილება მოხდა მასში როგორც ამბობს და ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა შეუსრულდა ) შემდეგ გადაწყვიტა მართლმადიდებლად მონათლულიყო...

მე უდიდეს ძალას ვგრძნობ როცა მისი საფლავის მოსალოცად მივდივარ...


ის მოგონებები კი რაც მასზე არსებობს მართლა საოცრებაა wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 10 2009, 03:19 PM

რომელ წელს გარდაიცვალა მამა გაბრიელი?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Nov 12 2009, 11:36 PM

1995 წლის 2 ნოემბერს

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 13 2009, 12:40 AM

http://www.radikal.ru

გაბრიელის უხრწნელი სისხლი smile.gif

http://www.radikal.ru

მისივე ხელით აშენებული ეკლესია smile.gif

http://www.radikal.ru

კოშკი სადაც ბერ გაბრიელი ცხოვრობდა smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Nov 13 2009, 02:51 AM

ციტატა(kesaria777 @ Nov 12 2009, 11:36 PM) *

1995 წლის 2 ნოემბერს

4 წლის ვიყავი cray.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 13 2009, 01:32 PM

ციტატა(llaasshhaa @ Nov 13 2009, 02:51 AM) *

4 წლის ვიყავი cray.gif

მეც მასე ვფიქრობდი,სანამ არ გავიგე,რომ უფალს უსურვებია მისნაირები გამოეჩინა ჩვენთვის smile.gif
ახლა უბედნიერესი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 18 2009, 11:20 AM

ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“.

ძალიან მომეწონა ეს სიტყვები smile.gif

„მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“.
თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო.

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე.
ბერი გაბრიელი თვითონვე აძლევდა მაგალითს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ: დილით ადრე ადგებოდა, იატაკს წმენდდა, ტუალეტს ასუფთავებდა, არაფერს თაკილობდა. ამ პერიოდს ასე იგონებს თვითონ: "ქურდები გაკვირვებული მიყურებდნენ, ცოცხის ტარისგან ჯვარი გავაკეთე, თან პატიმრებთან ვქადაგებდი. იმ ჯვარზე მალე ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. საქმე თანაბრად გავინაწილეთ. იატაკის ტილოს ავიღებდი, ქურდები ხელიდან მტაცებდნენ. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ შენ გველაპარაკეო. ღვთისაგან ისეთი დიდი სიყვარული ჩამოვარდა, ამბობდნენ, გარეთ გასვლა აღარ გვინდა, ჩვენთან ისეთი კაცი ზისო".

მამა გაბრიელის სწავლებანი:

http://www.monkgabriel.ge/geo/scavlebebi.htm

"ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია"!!!!

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, რომ ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?
დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.
ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის დაგდებაც კი არ შეუძლია დემონს.[/size]
არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს.

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 18 2009, 11:35 AM

ციტატა(Atman @ Dec 18 2009, 11:30 AM) *

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე.

სოცარი ხედვა ქონდა მამა გაბრიელს,ის არა მარტო ხედავდა ადამიანის ცდომილებას,არამედ მიუთითებდა ხოლმე იქიდან თავდასაღწევ გზებზე.
სამწუხაროდ მამა გაბრიელი ვერ იცნო ქართველმა ერმა და ვერ მიიღო ის,სამაგიეროდ მამა გაბრიელმა მოამზადა ხალხი შემდეგის მისაღებად.
და საქართველოც უწყეტ ნაკადად დაიძრა მისკენ.
დიდება უფალს,საკვირველ არიან საქმენი მისნი! smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 18 2009, 11:53 AM

მე დამამახსოვრდა ერთი ამბავი,მგონი ტელევიზიით მოვისმინე,
ერთხელ თურმე ბერი გაბრიელი რუსთაველზე მიდიოდა,მის წინ ერთი ნახევრად შიშველი ძალიან ლამაზი გოგო სეირნობდა,დაუნახავს ეს მამა გაბრიელს და მისულა ზურგიდან ამ გოგოსთან და ერთი გემრიელი პანღური უთავაზებია,..გოგო დაიბნა..მოტრიალდა და მამა გაბრიელი მის წინ მუხლებზე დაჩოქილი ტიროდაო,ასე მიმართა"ღვღისმშობლის ქმნილებავ რას დამსგავსებიხარო!.."თურმე მერე ის გოგოც მუხლებზე დაეცა და ატირდა...
ასეთია დიდი სიყვარულით მხილება, wub.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 18 2009, 11:59 AM

ციტატა(izi-bartki @ Dec 18 2009, 11:53 AM) *

მე დამამახსოვრდა ერთი ამბავი,მგონი ტელევიზიით მოვისმინე,
ერთხელ თურმე ბერი გაბრიელი რუსთაველზე მიდიოდა,მის წინ ერთი ნახევრად შიშველი ძალიან ლამაზი გოგო სეირნობდა,დაუნახავს ეს მამა გაბრიელს და მისულა ზურგიდან ამ გოგოსთან და ერთი გემრიელი პანღური უთავაზებია,..გოგო დაიბნა..მოტრიალდა და მამა გაბრიელი მის წინ მუხლებზე დაჩოქილი ტიროდაო,ასე მიმართა"ღვღისმშობლის ქმნილებავ რას დამსგავსებიხარო!.."თურმე მერე ის გოგოც მუხლებზე დაეცა და ატირდა...
ასეთია დიდი სიყვარულით მხილება, wub.gif

ამის თვითმხილველი იყო ჩემი ბაბუა,მე მსის მოყოლილი მახსოვს ეს ამბავი,ოღონდ ძალიან ბუნდოვნად,მაშნ ალბად 8 წლისა ვიქნებოდი.
თუმცა კარგად მახსოვს,რა მოკრძალებით საუბრობდნენ მაშნ მასზე,ეს იყო მოკრძალება გამოწვეული წმინდა ადამინისგან,მისი ქმედება კი აღიქმებოდა როგორც ადეკვატური.
ეს კარგად დამამახსოვრდა smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 18 2009, 12:02 PM

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
ამის თვითმხილველი იყო ჩემი ბაბუა,მე მსის მოყოლილი მახსოვს ეს ამბავი,ოღონდ ძალიან ბუნდოვნად,მაშნ ალბად 8 წლისა ვიქნებოდი.თუმცა კარგად მახსოვს,რა მოკრძალებით საუბრობდნენ მაშნ მასზე,ეს იყო მოკრძალება გამოწვეული წმინდა ადამინისგან,მისი ქმედება კი აღიქმებოდა როგორც ადეკვატური.ეს კარგად დამამახსოვრდა

საოცარიაsmile.gif რაც ეს მოვისმინე მაგალითად მაქვსsmile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 18 2009, 12:12 PM

სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმისი გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 18 2009, 12:15 PM

”ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” - დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: ”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.

მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.

ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Dec 18 2009, 12:18 PM

Atman
აი ფერისცვალებაც ამას ქვიააა 2kiss.gif wub.gif

სიმდაბლე გამძვინვარებულ ლომსაც კი ქედს მოახრევინებს.

ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე.

შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება.

ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. - ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული.

ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებს. კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Dec 18 2009, 12:47 PM

"შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული "

magari sitkvebia

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 19 2009, 11:14 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 12:05 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ruმამა გაბრიელის მოძღვრები

http://www.radikal.ruმამა გაბრიელის მოძღვრები წმ.გიორგი(მხეიძე) და წმ. იოანე(მაისურაძე)

http://www.radikal.ruმამა გაბრიელის მოძღვრები

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ruმამა გაბრიელის მოძღვარი სქემარქიმანდრიტი გიორგი-იოანე მხეიძე

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ

http://www.radikal.ruმამა ვიტალიმ მამა გაბრიელთან შეხვედრის შენდეგ თქვა ,,უდიდესი ბერიაო"

http://www.radikal.ruმამა გაბრიელს უთქვია მამა ვიტალიზე ანგელოზიაო

http://www.radikal.ruმეუფე სერგი:როდესაც მის საფლავზე ამდენი სასწაული ხდება ეს არის დიდი სიწმინდის მიზეზი მაშასადამე ის არის წმიდანი ბერი

http://www.radikal.ruმეუფე იოსები:მე ის უფრო გამიკვირდება გაბრიელი არ იყოს წმიდანი

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 06:46 AM

http://www.radikal.ruმამა ლეონტი:გაბრიელი არის სალოსი ბერი დიდი წმიდანი


3. კითხვა: მამა გიორგი, თქვენ მამა გაბრიელზე ბრძანეთ, მასზე სხვადასხვა შეხედულებაა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა შორის.

პასუხი: რა გითხრათ, თუ იცით: მიწიერ ადამიანს წმიდანის არ ესმის!... შეიძლება დიდი ცოდნაც გაგაჩნდეს და დიდი კაციც იყო, მაგრამ წმიდანი ვერ იცნო. ანგელოზი და ეშმაკი ვერ გაარჩიო. ამპარტავანი სულისა და ცოდვით ამღვრეული თვალების მქონე ადამიანს შეუძლია, წმიდანი იცნოს?! ან წმიდანი გაეხსნება მას?!... ასეთი ადამიანები ყველაფერს ცოდვილად ხედავენ და აწყობთ კიდეც, ყველა მათნაირი რომ იყოს!..
წმიდანი რომ იცნო, მისი ჯიშის უნდა იყო!... თავმდაბალი, სიწმინდის მოშურნე და სულიერი მადლის მატარებელი, ამაშია აუცილებლობა!...
თუ ადამიანს მადლი არა აქვს, ის ადამიანი სულიერად მკვდარია. ჯერ კიდევ წმ.სერაფიმ საროველი გვასწავლიდა: `ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი, მის მიერ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაშიაო!~ და ეს მდგომარეობა, მერწმუნეთ, ტანჯვის, დაუღალავი შრომის, საღმრთო განათლებისა და წმინდა მასწავლებლების გარეშე არ მიიღწევა. თითოეული მოწოდებული ადამიანის სულის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ეკლესიის წმინდა მოვალეობაა. სხვა რომ სულის ამ საფეხურზე აიყვანო – თავად უნდა იყო წმიდანი!..
გაბრიელ ბერი სულიწმიდის ჭურჭელი იყო. ის ღმრთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ დღეს მოქმედი თანამედროვე წმიდანებისთვისაც!.. ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ დღესაც გრძელდება ჭეშმარიტების მოძულე ძალების მიერ გაბრიელის დევნა, თუმცა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. ის ღმრთის რჩეული იყო და ღმრთის შერაცხული. სხვა საკითხია მისი ამქვეყნიური კანონიზაცია. მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, რომ ეს დღეც არ არის შორს.


5 კითხვა: ვ. ბარნოვის – `ტრფობაი წამებულისა~ (გვ.183) ვკითხულობთ: `ეკლესიას ორი მ ო თ ა ვ ე უნდა ჰყავდესო, ე რ თ ი ბრწყინვალე თავი ეკლესიისა მსოფლიური დიდებით შემკული, რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამაქვეყნიერი: დამოძღვრა სამწყსოის ხორციელი არსებისა. მ ე ო რ ე მოთავე მისი უნდა იყოს წმიდანი, ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი. ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი, ხილული დიდების თუ განცხრომის უარისმყოფელი. ძნელია ადამიანის წმიდანობა ამქვეყნად, შესაძლებელი კი არის.
საქართველოს ეკლესიასაც უნდა ჰყავდეს კაცთაგან დადგენილი საჭისმპყრობელი, პატრიარქი მოთავე თვისი და უნდა ჰყვანდეს წმიდანიც, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა...~
მ.გიორგი. თუ ჰყავს საქართველოს წმიდა ეკლესიას ეს მეორე მოთავე _ წმიდანი, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა?

პასუხი: ეს ორი მოთავე ქართულ წმიდა ეკლესიას სულ ჰყავდა!... პ ი რ ვ ე ლ ი მოთავე არის, როგორც წაიკითხეთ _ ხილული, ბრწყინვალე თავი ეკლესიისა, ანუ პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, ხოლო მ ე ო რ ე მოთავე ეკლესიისა არის ანუ წ მ ი დ ა ნ ი _ ღვთისაგან ნაკურთხი ს ხ ი ვ ი ე კ ლ ე ს ი ი ს ა, რომლის უხილავ-სულიერ დანიშნულებაში, ბოლო საუკუნეებში, შედის ასევე მოძღვართ-მოძღვრობა!...
ქართული ეკლესიის ხილულ მოთავეს უკვე 30 წელია წარმოადგენს მისი უწმინდესობა – ი ლ ი ა II, ხოლო მეორე, დაფარული მოთავე _ მოძღვართ მოძღვარი, მთელი 40 წლის მანძილზე გახლდათ დიდი გ ა ბ რ ი ე ლ ბ ე რ ი. მისი სხეულიდან გასვლის შემდგომაც, საქართველოს ჰყავს წმიდა ეკლესიის ეს მეორე მოთავე ანუ ღვთისაგან კურთხეული სხივი ეკლესიისა ანუ მოძღვართ-მოძღვარი და უწყვეტად ეყოლება ის ქრისტეს მაცხოვრის მეორედ მოსვლამდის!..
გამიხარდა თქვენი შეკითხვა. ვხედავ, ქართველები ისევ ვუბრუნდაბით ჭეშმარიტ სულიერ ხედვას. მე შემიძლია დაგისახელოთ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი `ღვთივკურთხეული სხივი~, მაგრამ ის ქართველმა ერმა თავად უნდა აღმოაჩინოს სულიერი სრულყოფილების გზით. სამწუხაროდ დიდი გაბრიელ ბერი ვერ იცნო ერმა რწმენისა და სულიერი განათლების სიმწირის გამო.

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 06:56 AM

http://www.radikal.ru გაბრიელ ბერი:არავინ იცის ვინ არის მეუფე თადეოზი,მოვა დრო და ამას ყველა გაიგებს

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 07:07 AM

http://www.radikal.ruპატრიარქ დავით V ძალიან ჰყვარებია ბერი გაბრიელი როდესაც დავით V ურბნელი მიტროპოლიტი იყო მამა გაბრიელი მის ეპარქიაში მსახურობდა

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 07:39 AM

http://bin.ge/file/110246/mama-gabrielis-xma.mp3.html


მამა გაბრიელის ხმა (მოუსმინეთ)


http://bin.ge/file/110247/MAMA-GABRIELI-DA-SIYVARULIS-ZALA.doc.html

მამა გაბრიელი და სიყვარულის ძალა

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 09:33 AM

http://bin.ge/file/110250/VTS-01-1.vob.html

მამა გაბრიელის ლოცვით მომხდარი მომხდარი უდიდესი სასწაული ეს ამბავი 2008 წელს მოხდა ადამიანს რომელსაც ჰქონდა განგრენა მამა გაბრიელის ზეთის წასმის შემდეგ განიკურნა,ამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორი რთული ფორმის განგრენა ჰქონდა

http://bin.ge/file/110248/video-zu-ci.avi.html

ამ ვიდეოში კი ზეთის წასმის შემდეგ როგორ გამოჯამრთელდა

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 20 2009, 09:45 AM

საინტერესოა ძალიან,ვიწერ ახლა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ smile.gif
გიორგი გმადლობ kiss1.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 20 2009, 12:46 PM

ფორუმელებო! მამა გაბრიელის საფლავზე არ აპირებთ წასვლას? მეც წამოგყვებით user.gif

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 02:56 PM

http://bin.ge/file/110332/mama-gabrieli--.wmv.htmlგადაცემა პროფილი

გადაცემა პროფილი მამა გაბრიელზე

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 20 2009, 04:01 PM


20. კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.

პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ-კონდაკი?! განა ტროპარ-კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ-კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხავს გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით _ გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ-კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!..

21. კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?
პასუხი: მამა გაბრიელი კი ა რ გ ა ხ დ ა, არამედ დ ა ი ბ ა დ ა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ... დაღუპავთ სულს, ბაბუა!...
გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!... ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას მღვდლობა შეჩერებული ჰქონდა!... გასასგებია?!
როდის უნდა გამოიღვიძოთ!.. გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერობით!...
გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!... მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!.
რაში იყო საქმე?! ვერ ს ც ნ ო ბ დ ნ ე ნ გაბრიელს, თუ ვერ ი ტ ა ნ დ ნ ე ნ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!.. ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.
ახლა ვთქვათ მეორე _ გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებული სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და `კაგებეს~ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!
გაბრიელი ებრძოდა ბოროტებას მაშინ, როცა ქვეყანა ბოროტების ხანაში იმყოფებოდა, და როცა სასულიერო პირები ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ!... გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი მოვლენაა! და მის პიროვნებას სულიერი მოძღვრები უნდა აცნობდნენ და ასწავლიდნენ ერს და არა ისე, ერთი-ორჯერ რომ ახსენებენ _ `გაბრიელი წმიდანი იყოო~ _ კი არ იყო, არამედ არის! გაბრიელ ბერი `ჩავლილი მატარებელი~ ნუ ჰგონიათ. ღმერთი აწი განაბრწყინებს მას მთელი დიდებით და თან ყველას მოსთხოვს პასუხს მის დევნა-შევიწროებაზე. ისე, `გემოზე~ გაბრიელის დევნას ვერავინ მიჩქმალავს!.. ვერც მის ღვაწლსა და სწავლებას მიაჩუმათებენ ისე, როგორადაც ეს მათ სურთ!...
გაბრიელის ძალა ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი, კეთილსაც და ბოროტსაც. კეთილი ვერ ბედავდა გაბრიელზე რამეს თქმას, ბოროტი კი მძვინვარებით ანთხევდა გესლს. კიდევ ვიმეორებ_გაბრიელის ცხოვრება უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი და უნდა განემარტოს ხალხს მისი ღვაწლის ძირითადი არსი. რადგან იშვიათად არის ცალკე აღებული წმიდანი, რომლესაც ეგზომ რთულ და ბოროტ დროს ასეთი მძიმე ჯვარი და მისია ეტვირთოს ერის ცხოვრებაში.
შიმშილი, ტკივილი, სიცივე, უსახლკარობა, გლახაკობა, ქუჩა-ქუჩა წანწალი, ლანძღვა-გინება, საგიჟეთი, ციხე და დევნაგამოვლილ გაბრიელზე ისე, სასხვათაშორისოდ, უფრო კი საკუთარი `სულიერი ღირსების~ ხაზგასასმელად, რომ საუბრობენ ტანჯვაგამოუვლელი, ახალგაზრდა, ლამაზად და კოხტად მოწყობილი და თბილ ტაძრებში მლოცველი სასულიერო პირები, გული ლამის არის ამოვარდეს!...
გაბრიელ ბერი ხშირად იტყოდა გულგატეხილი _ `მე ვერ გამიგო, ქართველმა ერმა.~ ეს `ვერ გამიგო~ იმას კი არ ნიშნავდა, რომ დიდებასა და პატივს ითხოვდა ვინმესგან, ან ქონებასა და თანამდებობას!
გაბრიელის რომ არ ესმოდათ, დღესაც ნათლად არ ჩანს?! ბევრს წერენ გაბრიელზე, და წერენ საზოგადოების მიერვე წმიდანებზე შექმნილი ”ჩარჩოების” ფარგლებში, არა აქვთ შეტანილი ის მთავარი, რისთვისაც იბრძოდა გაბრიელი. წერენ მის სასწაულებზე და ასეთი სასწაულები სხვა წმიდანებსაც ბევრი ჩაუდენიათ. მე ყველა წიგნი და გამოცემა წავკითხე გაბრიელზე და გეტყვით, ბევრი რამ მისი გამონათქვამებიდან შეგნებულად არ არის შეტანილი. ბევრი კიდევ გადაკეთებულია და მორგებული `ცენზურასა და ჩარჩოებს!..~ ან ნუ დაწერ და თუ დაწერ, უნდა გეყოს სულიერი ვაჟკაცობა, დაწერო ისე, როგორადაც ეს თავად გაბრიელს გამოუთქვამს. მას თქვენი დახმარება და შელამაზება არ სჭირდება, მას არაფერი ეშლებოდა!.. ის არასოდეს მოქცეულა ოფიციოზის ჩარჩოებში და მის გამონათქვამებს სათქვენოდ ნუ გამოიყენებთ, თორემ პასუხს აგებთ!...
გაბრიელს არ ეშლებოდა, როცა ამბობდა: „ღმერთს სამყაროში ყველაზე წმინდა ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ, დედამიწაზე_სვეტიცხოველი“. იერუსალიმი მან თქვენზე ადრე იცოდა... თქვენ ნუ `ეხმარებით~ გაბრიელს `წესის~ დაცვაში, მან იცოდა, რას ამბობდა, ეს თქვენ არ იცით, ის რას ამბობდა!.. და რომ არ იცით და არ მოგეწონათ, „შეუსწორეთ გაბრიელს?!“ თუ არ გესმის გაბრიელის და არ იცი ვინ არის, რატომ წერ მასზე?! სასჯელის საქმეა ეს!...
დღეს „დამკვეთები“, ისე ალაპარაკებენ ბევრს გაბრიელზე, როგორც ეს თავად აწყობთ!.. მათ სურთ ისეთი გაბრიელი გააცნონ საქართველოს როგორიც მათ აწყობთ!.. მაგრამ იცოდეთ: გაბრიელს ვიცნობდით ჩვენ და მე ვიცი ვინ არის ის!... სხვაა მისი ცნობა და სხვაა მისი `ნახვა~. სხვაა მისი გაგება და სხვაა მასთან სიარული.!.სხვაა მისი საქმის ერთგულება და სხვაა საფლავებზე ყვავილების მიტანა და თუნდაც საფლავის მოვლა! გაბრიელს რომ ისე ექადაგა, როგორც ეს `ცენზურაგამოვლილ~ წიგნებში იწერება, რა იქნებოდა გაუგებარი?!.. მაგრამ გაბრიელმა ისე იქადაგა, როგორც ღმერთმა აქადაგა. ამიტომ იძახდა მამა გაბრიელი, `მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო~. და რომ ღმერთმა აქადაგა, ვინ უნდა გაბედოს მისი სიტყვების `გადასინჯვა~, `გაფილტვრა~ საზოგადო ნორმებთან მისადაგება.
ვინც `ტყავს~ უფრთხილდება და არა ს უ ლ ს, ვაფრთხილებ: გაბრიელი მალე გ ა მ ო ჩ ნ დ ე ბ ა!... გაიგეთ ეს სიტყვა როგორც გინდოდეთ, მე კი ვიცი რასაც ვამბობ.!..
გაბრიელის ქადაგებებს მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი _ ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია!... გაბრიელს წარმოაჩენს ის, ვისაც მიეცა ამის უფლება ღმერთიდან და არა ისინი, ვინც დავალებით ცდილობენ და ეცდებიან ამის გაკეთებას!....
ერთი მოვიდა ჩემთან და გამოკითხვა დამიწყო: `თქვენ როგორ და საიდან იცნობდით მამა გაბრიელს.. მე მასთან არასოდეს მინახიხართო!~... თავხედი!... ის გაბრიელთანაც დავალებით დადიოდა და ჩემთანაც ესე მოვიდა, საცოდავი!..
გაბრიელი, თქვენთან მჯდომი, კელიიდან გაუსვლელად, ისე მოივლიდა სამყაროს, რომ თქვენ ამის `გაგებაშიც~ არ იყავით. ის ელაპარაკებოდა სულიერად წმიდანებს ამერიკაშიც, მაშინაც კი, როცა თქვენს საუბარს ისმენდა ხორციელად, თქვენ წინ მჯდომი, გასაგებია?!
გაბრიელის მადლი ოდნავადაც რომ შეეშვა სულში იმ უტიფარს, ასეთ კითხვას რავა დამისვამდა, არამედ სულით მიცნობდა მეც! მარა, რა უნდა ეცნო, როცა სულგაყიდული იყო!...



პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 21 2009, 06:37 AM

http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31

ფილმი მამა გაბრიელზე


სულის უკვდავება

ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)

ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 21 2009, 08:03 AM

http://www.radikal.ruარქიმანდრიტი ტორნიკე-გაგი(მოსეშვილი)

გაბრიელ ბერი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება,უაღრესად თავმდაბალი და ღმრთისმოშიში.დიდი სულიერების მქონე მოღვაწე.ჩემი ცხოვრების 86(ამ წერილს როდესაც წერდა 86 წლის იყო) წლის მანძილზე მრავალი მწუხარება და სიხარული განმიცდია.ერტ-ერტი დიდი სიხარული განვიცდე,როდესაც სან-ფრანცისკოს მარტლმადიდებლურ მონასტერში ყოფნისას,საეკლესიო ჟურნალში ამოვიკითხე ჩვენი დიდი ბეთანიელი მამების იოანესა(მაისურაძე) და გიორგი(მხეიძე)http://www.radikal.ru დიდ ბერულ ღვაწლზე,მამა გაბრიელზე კი ასეთი რამ ეწერა:ს ა ქა რ თ ვ ე ლ ო შ ი ა რ ც კ ი ი ც ი ა ნ, თუ რ ა დ ი დ ი ბ ე რ ი ჰ ყ ა ვ თ მ ა თ მ ო ნ ა ს ტ ე რ შ ი.ჩვენთანაც რომ აღიარონ განა საუკუნეები უნდა გავიდეს?!http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 21 2009, 08:30 AM

http://www.radikal.ruმეუფე სერაფიმე(ჯოჯუა)

მამა გაბრიელთან შეხვედრის პირველი დღიდან ვგრძნობდი,რომ ის ჩვეულებრივი არ იყო.ადამიანთა გულის საიდუმლოებების ნიჭი,რომელიც ღვთისაგან ჰქონდა მიმადლებული,ჩემში კიდევ უფრო განამტკიცებდა შეხედულებას,რომ ის,ძალიან დიდი ბერი იყო.მისი ყოველი სიტყვა ღიმილი თუ მრისხანებაც კი,ღმერთის სიყვარულით იყო დატვირთული.მასში საქართველოსა და ჩვენი ერის დიდი სიყვარული იგრძნობოდა.მამა იოანესა და მამა გიორგიზე(ბეთანიელებზე)http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruმეუბნებოდა,უხრწნელნი არიან მიწაშიო,მახსოვს უხერხულ კითხვაზე ჩემი გულწრფწლი პასუხით გახარებულმა მოფერებით მითხრა,მიყვარს უბრალო ბერებიო.მამა გაბრიელი ფიზიკურად დღესაც ჩვენთან რომ იყოს,მეტად დავეკითხებოდი და დავაფასებდი.
IPB-ს სურათი
ფილმი მამა გაბრიელზე


სულის უკვდავება

ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)

ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!

http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Dec 21 2009, 12:08 PM

ციტატა(Atman @ Dec 20 2009, 12:46 PM) *

ფორუმელებო! მამა გაბრიელის საფლავზე არ აპირებთ წასვლას? მეც წამოგყვებით user.gif


რა პრობლემაა, ვთქვათ და წავიდეთ.. ახალი წლის მერე ჯობია ისე

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 21 2009, 06:37 PM

http://www.radikal.ruმეუფე თადეოზი ლექსი მამა გაბრიელზე.


ასეთი იყო გაბრიელ
ამ საუკუნის ბერი,
მის სიმაღლეს და საგრობას
დღეს ვერ შევწვდებით ბევრი.

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 21 2009, 10:49 PM

http://www.radikal.ruმამა გაბრიელის ხმა(10 წუთი გრძელდება)

http://www.allshares.ge/download.php?id=13ABD3F424

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 22 2009, 03:51 PM

http://www.radikal.ruიღუმენია მარიამი(მიქელაძე):მამა გაბრიელი ცოცხალი ადამიანი იყო მკვდრებში,მკვდრები ჩვენ ვიყავით,ირგვლივ მყოფნი საკუთარ ეგოიზმში ჩაკეტილები.

ბერი პირველად სიონის ტაძარში დავინახე. შემოვიდა ყვირილი დაიწყო.იმ დროს ჩემი თავი ღრმად მორწმუნე ადამიანი მეგონა.ყველაფერზე ჩემი ეკლესიური წარმოდგენა მქონდა.ამიტომაც სულიერ ავადმყოფად და მოხიბლულად წარმოვიდგინე,მაგრამ საბოლოო განაჩენის გამოტანაში ხელი შემიშალა მისმა თვალებმა,რომლებიც სავსე იყო სიყვარულით და სევდით,რაც არაფრით შეესატყვისებოდა მის გარეგნულ მრისხანებას.
შემდეგი შეხვედრა მამა გაბრიელთან უკვე სამთავროს მონასტერში მოხდა.აქაც იგივე კონტრასტი დავინახე მის ქცევასა და თვალებს შორის.იმ დროს მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა მონაზვნობა.ჩემი წარმოდგენები და ჩამოყალიბებული აზრები გამაჩნდა,რა თქმა უნდა წიგნებიდან,რადგან გამოცდილება არ მქონდა.ღვთის განგებით და წყაწლობით იგი სამთავროში მოვიდა და ცხოვრება დაიწყო.ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.ყველაზე კარგი რაც ბერმა ჩემთვის გააკეთა იყო ის რომ დამინგრია ,,ჩარჩოები",ანუ ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაზვნური ცხოვრება,რაც მხოლოდ მშრალ თეორიებს ემყარებოდა და სინამდვილეში სულიერ კომფორტს მიქმნიდა,რომლითაც ზალიან ვიყავი მოხიბლული.ხანდახან ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, შინაგანად ვღიზიანდებოდი,როდესაც მამა გაბრიელი ჩემს გეგმებში შემოიჭრებოდა და ძლივს განმარტოებულს უცებ მომთხოვდა: ,,ჩქარა ინტელიგენცია მოვიდა სუფი მომიხარშე".
ერთხელ ლოცვის დროს წიგნი გამომგლიჯა ხელიდან და გადამიგდო.მაშინ ვეწინააღმდეგებოდი და განვიკითხე კიდეც,მერე კი მივხვდი რატომაც მეჩხუბებოდა მიყვიროდა: ,,რატო აწუხებ ღმერთს".მაშინ ჩემი ლოცვაც და ყოველგვარი სხვა საქციელიც ფორმალური იყო,რაღაც მშრალი მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული.აქ არ იყო ნამდვილი ბრძოლა ცხონებისათვის მამა გაბრიელი კი მართლა ცხოვრობდა მისი ყოველი წუთი იყო თავგანწირვა ღვთის გულისათვის,ამიტომაც იმსახურებდა ამხელა ნდობას და სიყვარულს.ადამიანები სწორედ ამ უდიდეს რწმენას გრძნობდნენ და მე ვფიქრობ ეს უფრო მეტი იყო ვიდრე მისი წინასწარმეტყველება და სასწაულები.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით მისი შეცნობა,რადგან ამისთვის მზად არ ვიყავით,მაგრამ რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები,რომ იგი უდიდესი იყო ღვთის წინაშე,რომელსაც მთლიანათ მიუძღვნა მისგანვე ნაბოძები ერთადერთი ამ ქვეყნიური სიცოცხლე.

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 22 2009, 04:12 PM

http://www.radikal.ruარქიმანდრიტი საბას(კუჭავა)მოგონებებიდან

საღამოს ლოცვა დასასრულს უახლოვდებოდა.ერთი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა,სახელად ქეთევანი.მას ბერის საოცარი უნარის შესახებ სმენოდა და დახმარებისთვის მოაკითხა სენაკთან მისული შედგა.შიშითა და კრძალვით შეპყრობილს შესვლა ვერ გაებედა,ფიქრი გონებას უფორიაქებდა თუ მართლაც წინასწარმეტყველია ბერი,რატომ ვერ ხედავს მის გაჭირვებას.სწორედ ამ დროს მამა გაბრიელი სენაკიდან გამოვიდა დოინჯ შემოყრილი კიბის თავზე გადმოდგა და დაუყვირა:ვინ გითხრა, რომ წინასწარმეტყველი ვარ?გეშინოდა მოსვლის და მაინც მოხვედი! შემდეგ დალოცა და სენაკში შეიყვანა დიდხანს ისაუბრეს გოგონას სრულებით გადაავიწყდა რომ გაზეთ ,,მადლში" ამოკითხული ერთი ადგილის განმარტება უნდა ეკითხა ბერისთვის.გამოსვლისას შეაჩერა ქეთევან თუ რაიმე წაიკითხე და ვერ გაიგე მკითხეო- გოგონა გაოგნებული დარჩა.
ასე ხვდებოდა ბერი გაბრიელი ადამიანების აზრებს,ფიქრებს და სურვილებს.
სიყვარულით მაგონდება ამ დიდებული ბერის გვერდით გატარებული ყოველი დღე.უფალს მადლობას ვწირავ რომ ასეთი სულიერ მამასთან დააკავსირა ჩემი ცხოვრება.მამა გაბრიელის სითბო და სიYვარული დღესაც დაგვყვება დღესაც მივმართავთ დახმარებისთვის და კვლავაც შემწეა ჩვენი.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 22 2009, 05:39 PM

ციტატა(Atman @ Dec 21 2009, 12:16 PM) *

giorgi 7
გმადლობ! ძალიან კარგი ფილმია!

S a l l y
ხო ახალი წლის მერე მოაწყვეთ ერთი "პახოდი" მცხეთაში smile.gif

მეც დამიპიემეთ რო დააპირებთ წასვლას

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 22 2009, 08:48 PM

დღეს ვიყავით მცხეთაში
ძალიან საყვარელი ქალაქია,უდიდესი მადლი იგრძნობა იქ smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Dec 27 2009, 06:58 PM

მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები
ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.
ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ - მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.

დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. ექიმები ოპერაციის წინ გვეუბნებოდნენ, თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში გავიგეთ, რომ მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულშიც არ გაგვივლია ეჭვი მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებებზე. ვიცოდით, რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა. საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. შემოვსვით ეტლიდან და ტატო მის სიცოცხლეში პირველად დამოუკიდებლად მუხლებით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული.


პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Jan 3 2010, 08:46 PM

მამა გაბრიელის გამოცხადება.
http://allshares.ge/download.php?id=8BD2B16B13

მამა გაბრიელის ანდერძი.
http://allshares.ge/download.php?id=9A0DE9D424

ტელეკომპანია მზის სიუჟეტი მამა გაბრიელზე.

http://allshares.ge/download.php?id=A96A915838

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Feb 12 2010, 09:49 PM

http://imghost.ge

მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი):

მამა გაბრიელზე გაგონილი მქონდა, რომ პირველ მაისს ლენინის სურათი დაწვა და შინადანად ყოველთვის მშურადა მისი, ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა. სამწუხაროდ, მასთან ღრმა და სერიოზული ურთიერთობა არ მქონდა.
ერთხელ მახსოვს, მეჩხუბა. მარცხენა ხელი და ფეხი მტკიოდა და სამთავროს დედათა მონასტერში მონაზონი ტატიანა საგანგებო ლოცვებს მიკითხავდა. ერთ დღეს მივედი დედა ტატიანასთან, ძალიან მეჩქარებოდა, პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მამა გაბრიელმა კი თავის სენაკში შემიპატიჟა. მე მოვუბოდიშე. მან დაჟინებით მთხოვა, უნდა შემოხვიდეო, მაგრამ ისევ უარი რომ ვუთხარი დამიწყო ყვირილი, სიყვარული სადა გაქვსო. ამიტეხა აყალმაყალი. გამოვეპარე და წამოვედი, მართლა პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას ვერ შევხვდი.
მამა გაბრიელს იქნებ რაიმე სერიოზული უნდოდა ეთქვა, მომავალში როგორ მეცხოვრა, დავერიგებინე, მე კი ამის საშუალება არ მივეცი.
სამაგიეროდ, გარდაცვალების შემდეგ გვაქვს კონტაქტი. ფაქტობრივად, რასაც ვთხოვთ გვისრულდება. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე პანაშვიდს ვუხდით და ისიც არ აყოვნებს შეწევნას.
ერთი უნუკალური შემთხვევა გვქონადა: ვიყიდეთ დიდი მანქანა, სატვირთო, ხუთი ათას ხუთასი დოლარი მივეცით. ორი წლის მანძილზე ვერც გამოვიყენეთ და ვერც გავყიდეთ. წავედით სამთავროში მე, მამა გაბრიელი, მამა იაკობი და ბერი გაბრიელის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. დამთავრებისთანავე დამირეკეს და მეუბნებიან: მეუფე, თქვენს მანქანაში ათი ათასი დოლარი რომ მოგცეთ, მოგვყიდითო?
ეს შეიძლება ძნელი გასაგები იყოს სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ მამა გაბრიელმა გაგვიმართა ხელი.
კიდევ იყო ასეთი უნიკალური შემთხვევა: ჩვენი სულიერი ძმა საგადასახადოში მუშაობს. ერთხელ დამირაკა და მითხრა: მეუფე, ვიღუპები, პრობლემები გვაქვს, მოლიონი ლარი გვაკლია გეგმაზე და თუ ვერ შევასრულებთ, სამსახურს ვკარგავთო. ვკითხე: მამა გაბრიელს თუ იცნობდი-მეთქი. მიპასუხა: როგორ არა, ერთხელ საქეიფოდ მივდიოდით და რომ ნახა თევზი მიგვქონდა, გვითხრა: რა კარგია, იქნებ ცოტა მეც დამიტოვოთო. მას შემდეგ ხშირად მივდიოდით მასთანო. მე მათ ვურჩიე, ეთხოვათ მამა გაბრიელისთვის დახმარება.
ბერის საფლავზე პანაშვიდს რომ იხდიდნენ, ბევრჯერ დაურეკეს სამსახურიდან. პანაშვიდის მსვლელობისას იძულებული იყვნენ გაეთიშათ ტელეფონი. როცა დამთავრდა, თანამშრომლებმა განსაცვიფრებელი ამბავი შეატყობინეს: კაცი მოვიდა და ამბობს: შემიძლია მილიონი ლარი ჩაგირიცხოთ დღესვეო. ამ სასწაულის შემდეგ ყოველ გავლა-გამოვლაზე ბერი გაბრიელის საფლავზე სულ სანთელს ვანთებთ და პანაშვიდებს ვუხდითო.
ბევრი განკურნებები ხდება მამა გაბრიელის საფლავზე. ხშირად სულიერ საკითხებშიც, როცა მილოცია, სულ სხვანაირი გზა გახსნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი წმინდანია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხალხმა არ იცის, რა არის სალოსობა, სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები.
ერთი ასეთი შემთხვევა იყო: დიდი მარხვა დაიწყო. გამოვიდა წინამძღვარი ეკლესიის წინ, დიდი ძეხვი გამოიტანა და დაიწყო ჭამა. ხალხი შეცბუნდა; ზოგმა მიაფურთხა, ზოგმა პირჯვარი გადაიწერა. ორი ბერი უყურებდა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ამ საქციელს რაღაც მიზანი აქვს და ჰკითხეს: რატომ გააკეთე ესო. მან უპასუხა: ზედმეტი ტვირთი მოვაშორე ჩვენს ეკლესიას. ვინც განმკითხველია და ფარისეველი, ყველა წავიდა, ნორმალურმა ადამიანებმა პირჯვარი გადაიწერეს, ღმერთო, იმასაც უშველე და ჩვენცო და შევიდნენ ეკლესიაში.სალოსობა სწორედ ის არის, ვერავინ გაიგოს, რომ სალოსი ხარ.
ფაქტია, რომ მამა გაბრიელი სასუფეველშია. ამდენ სასწაულებს ახდენს. ადამიანს რომ პანაშვიდს გადაუხდი და გამოგეხმარება, სურვილი აგისრულდება, ეს ნიშნავს, რომ ის ღმერთთანაა, შეუძლია უფალს სთხოვოს და დაგეხმაროს მისი შეწევნით.
ჯერჯერობით ბერი გაბრიელის წმინდანად Dშერაცხვაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთაგან შეუძლებელი, ღვთის შემწეობით, ბერი გაბრიელისთვის შესაძლებელია. ზოგს პანაშვიდს რომ ვუხდი, ტრაგედიები ხდება. ბებიაჩემს კი, რომელიც 27 წლის დაქვრივდა, სამი შვილი გაზარდა და მარხვას ინახავდა, ეზიარებოდა, რამდენი პანაშვიდიც გადავუხადე, ღვთის შეწევნით ხან ბიბლია მაჩუქეს,ხან ჯვარი იერუსალიმიდან ჩამოტანილი. ის იმას ნიშნავს, რომ ბებიაჩემი სასუფეველშია. მით უმეტეს რაოდენ მეტია ბერი გაბრიელი, რომელიც ასეთ სასწაულებს ახდენს იმ სამყაროდან: ეს თუ ადამიანს არ ესმის, რა ეკლესიაზე, რა საიქიო ცხოვრებაზე და რა სულის ცხონებაზეა ლაპარაკი.
საჭიროა ასკეტური ცხოვერბა და ყოველდღიური მეტანიები. როდესაც ადამიანი ასკეტობს, სარწმუნოებაში ღრმავდება. შენ თუ არ ხარ მზად, არც შეგისრულდება თხოვნა, რომ სიხარბეში ჩავარდე. ადამიანს ის კი არ უხარია, რომ ღმერთია ცაში, არამედ ის, რომ მანქანა აჩუქეს. გახსოვთ, ალბათ უფალთან რომ მივიდნენ უთხრეს, ეშმაკები გვემორჩილებოდნენო. უფალმა უპასუხა: ის კი ნუ გიხარიათ, რომ ეშმაკები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ სასუფეველშია თქვენი სახელები დაწერილიო.
მე სიცოცხლეში შეიძლება პატივი არ მიცია მამა გაბრიელისთვის, მაგრამ ვამბობ და ვცდილობ, რომ ახლა მივაგო პატივი და რაღაც გავაკეთო.
იერუსალიმში რომ ჩაიტანეს მამა გაბრიელის უბრალო სურათი, ბერძნებმა თქვეს, ეს სურათი დაგვიტოვეთ, ეს კაცი სასუფეველშია, წმიდანიაო. თვითონ ის ფაქტი, რომ ლენინის სურათი დაწვა, მაშინ როცა კომუნისტები ზეობდნენ, მოწამეობის ტოლფასია. ეს მოწმობს, რომ უფალს ჰყავს ბევრი შვილი, რომელთაც შეუძლიათ თავი შეწირონ ღმერთს.
ბერი გაბრიელი 24 საათში უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა და გადაარჩინა. შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი წმინდანია და ვერავინ ვერასოდეს გადამარწმუნებს ამაში.

http://imghost.ge

მამა სერაპიონი(ჯიშკარიანი):

მამა გაბრიელთან შეხება ასე იყო მეუბნებოდნენ: საქართველოს ეკლესიაში არის ნათელი ადამიანი, წმიდა ადამიანი შენ რომ მოგეწონება და შეგიყვარდება, - ბერი გაბრიელიო.
1995 წლის ზაფხულში წავედი მის სანახავად მცხეთაში. მამა გაბრიეი ავად დამიხვდა ჩაწოლილი იყო, თავის მრგვალ კოშკში იმყოფებოდა და მასთან არავის უშვებდნენ. ვთხოვე დედებს და შემიშვეს. მამა გაბრიელი ხატებით გადაჭედილ სენაკში თავის ტახტზე იწვა. მივედი მის თავთან ჩავიმუხლე და შეცბუნებულმა რადგანაც არ ვიცოდი რას ვამბობდი ვკითხე: - რა ვქნა ახლა მე? მან მიპასუხა: ,,ილოცე ჩემთვის" ავდექი გამოვემშვიდობე, გარეთ გამოვედი და იქვე წმ. ნინოს სალოცავში შევედი. ჯიბეში ჩაწყობილი ფურცლები ამოვიღე რომელზეც ჩემთვის საჭირო სხვადასახვა ლოცვები მქონდა დაწერილი და მთელი სულით და გულით მამა გაბრიელის შესაწევნელად ვილოცე.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,მამა გაბრიელის წმიდა სული შეგწეოდეთ თქვენ ყველას, მთელ საქართველოს და კაცობრიობას! ამინ!

http://imghost.ge


არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი:

მამა გაბრიელი გვიამბობდა რომ მასთან მოდიოდნენ აღსარებისთვის სასულიერო პირები, ეს მას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მაშინ მან დაიწყო ამ ადამიანებისთვის ეპიტიმიების დადება, ამის შემდეგ მათ შეწყვიტეს მამა გაბრიელთან აღსარება და იპოვეს სხვა მოძღვრები.
ერთ ქალი მამა გაბრიელის სულიერი შვილი მოგვითხრობდა: ერთხელ ძალიან მომინდა ჩემი მოძღვრის ნახვა, თუმცა განსაკუთრებული შეკითხვა მასთან არ მქონდა. ვიფიქრე რა წავუღო მას? ფული კი მხოლოდ 20 კაპიკი მქონდა, ზუსტად გზის ფული. მაშინ მე გადავწყვიტე მეყიდა ერთი პური და ფეხით წავსუიყავი. როცა მასთან მივედი, მითხერა: მე სუპი მოვადუღე, პური კი არ მქონდა დაჯექი ერთად ვისადილოთ. შემდეგ მან მითხრა რომ სენაკიდან გამოსვლა არ უნდოდა და ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის პური გამოეგზავნა.
სიკვდილის წინ მამა გაბრიელმა თქვა: ,,სამი წლის შემდეგ გახსენით ჩემი საფლავი და მე შეგხვდებით თქვენ".( მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყელა რომ მამა გიორგი მხეიძის საფლავი გაიხსნებოდა და ის უხრწნელი დახვდებოდათ, ეხლა მიდის მამა გიორგის საფლავის გახსნაზე საუბარი და შემდეგ ალბათ როგოც თვითონ თქვა მისი საფლავიც გაიხსნება და გამოჩნდება მისი უხრწნელი სხეული)
თვითმხილველნი გვიამბობენ რომ მამა გაბრიელის საფლავზე კურნებები აღესრულება. ბევრი ავადმყოფი მიდის, რომ წამოიღოს ზეთი მის საფლავზე მუდმივად ანთებული კანდელიდან. ბოლო წლებში ასეთი ხალხის ნაკადი იმდენად გაიზარდა რომ ერთ მონაზონს აქვს ასეთი მორჩილება: ის უვლის მამა გაბრიელის საფლავს სისტემატურად უმატებს ზეთს კანდელში და შემდეგ ურიგებს მლოცველებს.


http://www.radikal.ru

დედა პელაგია(ქსოვრელი):

ჩემი ოთხთაგან ერთ-ერთი შვილი – მანანა, სამი წლის ასაკიდან ერთს და იმავე დროს, ყოველდღე ზუსტად გაიქცეოდა კუთხეში, დაიჩოქებდა და დაიწყებდა ლოცვას. ესე გრძელდებოდა 15-20 წუთი. მან დამაწყებინა მარხვის შენახვა. ღოცა მარხვაზე ვიყავი, როცა მარხვაზე ვიყავი ბავშვი მშვენივრად გრძნობდა თავს, თუ დავარღვევდი, ისე ცუდად გახდებოდა,გეგონებოდა კვდებაო.
მეორე გოგონა თანდაყოლილი გულის მანკით მყავდა დაავადებული. ღმერთს შევთხოვე: მაჩუქე შვილი და რასაც ინებებ იმას გავაკეთებ მეთქი. იმ დროს მქონდა გამოცხადება: ნარიყალას კლდეზე ეშვებოდა წმიდა გიორგი. ხეზე აფიშა იყო გაკრული. უცებ ხე გაიხსნა და გამომეცხადა ღვთისმშობელი, შემდეგ – ქრისტე. მათ ჩემი ქალიშვილების ბედი შევთხოვე, ხე დაიხურა , დარჩა მხოლოდ გამოყოფილი ხელი რომელმაც უარის ნიშანი მომცა.
გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი სისრულეში მოვიყვანე ჩანაფიქრი, მაგრამ რაღაც შემიჩნდა და ისევ სახლში დავბრუნდი. იმავე ღამეს ვნახე ჩვენება: მიცვალებულები მოვიდნენ და მომცეს ორი ჯვარი, ორივე უნდა მეზიდა. ამ დროს მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ შემომითვალა:,,დაბრუნდი თორემ ძალიან დაისჯები“. სულიერება არ მქონდა და ურჩობაში ჩავვარდი, ჩემი ცოდვა ერთ-ერთ შვილზე გადავიად, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაიყვანა უფალმა.
ამის შემდეგ ისევ მონასტერში წავედი. საბედნიეროდ იქ მამა გაბრიელი დამხვადა. მას ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მამამისის სახელს – ვასიკოს ეძახდნენ. ჩემი ძმის მეგობარი იყო. ჯარშიც ერთად მსახურობდნენ ბათუმში.
12 წლის ასაკში ჰქონდა ჩვენება: მამაშენმა ეკლესია დაანგრია შენ წადი და წმიდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები გაწმინდეო, ამ კურთხევის შესრულებას მაშინვე შეუდგა.ერთხელ როცა ლოდებს იღებდა და კუთხეში ალაგებდა, გაიარა ბიძაჩემმა.იგი მოჭიდავე იყო, მეტსახელად მუხას ეძახდნენ. ვასიკომ მას სთხოვა: ,,აბა მუხა ძია ეს ლოდი აიღე და კუთხეში გადადე“. ბიძაჩემმა ერთი ლოდიც კი ვერ დაძრა ადგილიდან. სულ იმას ამბობდა: მე ძვრა ვერ ვუყავი და ეს პატარა ბიჭი ამხელა ლოდებს როგორც კენჭები ისე ატრიალებდაო.
ბიძაჩემისთვის მამა გაბრიელი ამოუცნობი დარჩა ისევე როგორც მრავალთათვის.
სამთავროს დედათა მონასტერში ერთ-ერთი ტრაპეზის შემდეგ დაგვამწკრივა დედები დედა ქეთევანს თასი დააჭერინა ხელში და გვაკურთხა: ყველამ ხელები დაიბანეთო. კურთხევა შევასრულეთ. საკმაოდ ბევრი ჭუჭყიანი წყალი მოგროვდა,შიგ საჭმლის პატარ-პატარა ნაფლეთებიც კი დაცურავდნენ. მამა გაბრიელი მიუბრუნდა დედა ქეთევანს და უთხრა: ,,ეს თასი ბოლომდე დალიე“. ყველას გვიკვირდა გული როგორ არ აერია. დედა ქეთევანმა თასი ბოლომდე მშვიდად დაცალა. ამით ნასიამოვნებმა ბერმა შუბლზე აკოცა, მერე ყველას თვალი მოავლო და საგულდაგულოდ დალოცა.
ამ დროს მონასტრის იღუმენია დარო(აჭაიძე) გარდაცვლილი იყო. იღუმენიობის მსურველნი ბლომად გახლდნენ. ამ ფაქტით მამა გაბრიელმ აჩვენა ყველას რომ იღუმენიობის ღირსი არის მხოლოდ დედა ქეთევანი.
ამის შემდეგ დაწვა კარებში და ყველას გვაკურთხა: ,,ყველამ გულზე გადამიარეთ“ გვეუხერხულებოდა ამ კურთხევის შესრულება მაგრამ ისე მტკიცედ გაგვიმეორა, იმავე წამს შევუდექით მორჩილებას, პირადად მე, თითქმის გადავახტი, ისე მსუბუქად დავაბიჯე ფეხი, ყველამ თავისებურად შეამსუბუქა ნაბიჯი და ისე გადაუარა. ხოლოდ აწ განსვენებულმა დედა სიდონიამ არ გადაუარა არაფრით მან შემოუარა ბერს და ისე გავიდა გარეთ.
მონასტერში განხეთქილება იყო. იღუმენიის უმძიმესი ჯვარი ზოგს მსუბუქი ეგონა, ეშმაკმა აღუძრათ სურვილი პირველობისა და დაეწყოთ ბრძოლები. მათი ურჩობით გაბეზრებულმა დედა ქეთევანმა მოიხსნა ჯვარი და თქვა: ვისაც უნდა იმან ჩამოიკიდოს ჯვარი და როგორც უნდა ისე წარმართონ საქმეო. დაეყუდა სენაკში და ტრაპეზზედაც არ გამოვიდა. ამ დროს სატრაპეზოში მამა გაბრიელი შემოვიდა მიიხედ-მოიხედა და განრისხებულმა დაიყვირა: ,,სად არის იღუმენია?! ვის გაუგია ტრაპეზი მონსტერში იღუმენიის გარეშე?!“ მან კურთხევა გასცა იღუმენია მოეყვანათ, იგი უარზე იყო აღარ უნდოდა თავის სენაკიდან გამოსვლა. დიდი ხვეწნით გამოიყვანეს გულზე ჯვარი არ ეკიდა. მამა გაბრიელმა თვალით მოავლო იქ მყოფთ, ჯვარი მოატანიანა თავისი ხელით დაჰკიდა გულზე და უთხრა: პირველად ქრისტემ დაქკიდა ეგ ჯვარი პატრიარქის ხელით, მეორედ- მე, იცოდე კარგათ დაიმახსოვრე“.
რაც არ უნდა უცნაური ემოქმედა ბერს, ჩვენ მაინც გვჯეროდა ღვთივმინიჭებული მისი ძალისა. იგი ყოველთვის ზეციდან მოწოდებული აზრით მოქმედებდა. ამ ფაქტით მან ბევრს დაუკარგა სურვილი პირველობისა.
ერთხელ მამა გაბრიელმა დამიჭირა და ისე მცემა, მთელი სხეული ტაძრის დედაბოძზე მარტყმევინა. ირგვლივ ხალხი იდგა, შემდეგ გავიგე თურმე მათ აინტერესებდათ მონასტრული ცხოვრება, და აი აჩვენა ბერმა რამდენად მძიმეა ზოგჯერ იქაური ყოფა. ამის შემდეგ მამა გაბრიელმა დაიჩოქა და დაიწყო ტირილი: შემინდე დედაო, ხომ მაპატიებ? მითხარი ხომ მაპატიებ? Mმევედრებოდა ტირილით, მეც დავიჩოქე და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ამით დიდი მადლი შემოვიდა ჩემში, რამაც საოცრად გამაძლიერა. ის მოქმედება რაც ყვეასათვის გაუგებარი იყო ჩემთვის ნათელს ხდიდა საკუთარი სულის უძლურებას. ამით მან განდევნა ბოროტი ჩემგან.
საკურთხეველი დავალაგოთო მითხრა ერთხელ ბერმა ტაძარში ყოფნისას. მე საკურთხევლის კარებთან დამაყენა თვითონ შედიოდა და გამოდიოდა ძალიან ხშირად თან ლოცულობდა უწყვეტლივ. ესე გაგრძელდა საკმაო ხანს მერე უცბათ გამოვარდა საკურთხევლიდან და დაიყვირა ხატებს მირონი მოსდითო. შევხედე კანკელის ხატები დაცვარული იყო მირონით სასწაულის მოახლოვება იგრძნო და ამიტომ ლოცულობდა გამუდმებით.მირონი ხატებს ერთი თვის განმავლობაში სდიოდათ.შემდეგ ხალხმა უდიერად დაიწყო უხეში ნაჭრებით მირონის აღება, რის გამოც ხატებმა შეწყვიტეს მირონდენა.
ერთ-ერთ მონასტერში კრებულის წევრი აჰყავდათ ხარისხში. წირვა დაიწყო თუ არა მამა გაბრიელიც ალაპარაკდა., ყოველ სიტყვაზე პირში ეჩრებოდა მწირველს, ლაპარაკობდა გაუჩერებლივ, სამი საათის მანძილზე ითმენდნენ მის საქციელს, მაგრამ როცა ბერი მწირველის სკამთან მივიდა და თითქმის ყვირილით წარმოთქვა: ,,შენ ამ სკამის რა ღირსი ხარ,აქ მე უნდა ვიჯდე.“ Mმწირველმა ვეღარ მოითმინა და გასცა კურთხევა გარეთ გაეყვანათ. ორი მორჩილი მივიდა მასთან, მოჰკიდეს ხელი და ვიდრე გაიყვანდნენ, მოტრიალდა აცრემლებული თვალებით და გულისტკივილით უთხრა მწირველს: ,,შენ კიდე ვერ გამიგე“...
არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ის ვინც ხარისხში აჰყავდათ განდგომილი გახდა. მამა გაბრიელმა რაც ილაპარაკა წირვის დროს მისი გონებიდან ამოიკითხა.
ბერის არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი უმიზნოდ. მას შინაგანად მიხწეული ჰქონდა ძლიერება სულისა და გარეგნულ მხარეს არაფრად აგდებდა.იმდენად ამაღლებული იყო და დაშორებული ჩვენგან გვიჭირდა გაგება,თუმცა ბავშვობიდან ვგრძნობდი მის ძლიერებას.
ვთხოვ მამა გაბრიელს ევედროს ღმერთს გაგვაძლიეროს ისე,რომ არ მივეცეთ განკითხვას ძმისა და მოგვმადლოს სიყვარული მოყვასისა.



http://www.radikal.ru

მამა არჩილ მინდიაშვილი:


გვიანი ცივი შემოდგომაა.სამთავროს დედათა მონასტრის ბაღში ჭაბუკი სემინარიელი მიმოდის ,,დავითნით“ ხელში,ფსალმუნებს იზეპირებს: უკვე მესამე კანონს მისდგომია და ერთ-ერთ შემობრუნებაზე შეკრთება:შორიახლოს მოხუცებულ ბერს მოჰკრავს თვალს ძველ,გახუნებულსა და დაკერებულ სამოსში,- უჩვეულოდ გამოიყურება,- სასოებით დაუკრეფია გულზე ხელები და ოდნავ გვერდზე თავგადაგდებული თბილად,სიყვარულით იმზირება.
-აბა,მოყვასო,აქეთ მობრძანდი,-მიმართავს ჭაბუკს.სემინარიელიც მისკენ გაეშურება.ფეხქვეშ ხმელი ბალახისა და ფოთლების შრიალი ისმის,გული აჩქარებით უცემს.
-დამლოცეთ, მამაო,-სთხოვს მიახლოვებისას
-ღმერთმა დაგლოცოს,მოყვასო და ამ სიტყვებზე უჩვეულოდ მაღლა აღმართავს ხელს და მთელ სხეულზე გადასახავს ხვარს ბერი.
-რას სწავლობ შვილო?
-ასორმოცდაათივე ფსალმუნი მსურს დავისწავლო.წავიკითხე,რომ,უწინ პახუმი დიდის სავანეში ამის გარეშე არ იღებდნენ,მონოზვნად შედგომის ერთ-ერთი პირობა ესეც ყოფილა.
-მერე შენ ბერობას ფიქრობ?
-ახალგაზრდამ თავი დახარა და გაუბედავად ამოილუღლუღა:დიახ, მამაო.
-გლოცავ, მოყვასო, გლოცავ!
და ბერმა გულში ჩაიკრა სემინარიელი.
ასე შედგა ჩვენი პირველგაცნობა მამა გაბრიელთან 1981 წლის ნოემბერში.მას შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გავხდი.სენაკად ვიტყვი,თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო,ფიცრული,საქათმე უწინ.ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია,როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული,სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე,მოძღვარზე შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის,უთქვამს: მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო.იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი და მისი განმანათლებელი,ისე, როგორც მისი წინამორბედი ისიხასტი მამებისა და მისთა სულიერთა ბეთანიელთა მოძღვართა. Pპირველი გაკვეთილები ამ ძალმოსილ ლოცვაზე, ბერების მახვილად რომ იწოდება,მეც მისგან მივიღე. მასწავლიდა სულიერი მდგომარეობის სამგვარ ხარისხზეც: განმწმენდელ, განმანათლებელსა და მადლით განმაბრწყინვებელ მდგომარეობაზე. გარინდებული ვუსმენდი 50 ფსალმუნის მისეულ განმართებას,სახელდობრ,ამ ადგილისა ,,უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“. მოგვიანებით ასეთივე განმარტება მისცა ერთ-ერთ თავის გულითად მსმენელსაც, რომელმაც ღვთის მადლით აღადგინა მამა გაბრიელის ეს ნაუბარი და წერილობით გადმოსცა. აუწერელი ტანჯვა-წამებით მოპოვებულ სალოსობით ფარავდა, რის გამოც ხშირად უწევდა სხვათაგან დაცინვისა და დამცირების ატანა. ვაგლახ რო მრავალმა ჩვენთაგანმა ვერ შეიცნო მის სისცოცხლეში ეს ღვთივ მოვლენილი ღირსი მამა...
რაკიღა ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოვთქვი,ბერი გაბრიელი დინჯად მიხსნიდა ანგელოზური სქემის საიდუმლოებას, თუ როგორი ბრძოლები, რა განსაცდელები ელოდება ამგვარი ცხოვრების მოსურნეს ვიდრე სისხლთა დათხევამდე და არათუ სამარის,არამედ სასუფევლის კარამდე.და მოჰყავდა თავისი ნათქვამის დასტურად მაგალითები ანტონი დიდის,ამონის,პაფნუტის,სისოის,
აკარი მეგვიპტელის,ჩვენი ასურელი მამების(რომელთაგან განსაკუთრებით შიო მღვიმელისადმი ავლენდა სიყვარულს), გრიგოლ ხანცთელის,სერაპიონ ზარზმელის და სხავათა ცხოვრებებიდან. სასულიერო სემინარიის პირველი კურსელისათვის ამგვარი საუბრები ყოველგვარ თაფლსა და გოლეულზე უტკბესი იყო.ის იყო ჩემი პირველ მოძღVარი,მაცხოვრისაკენ გზის გამკვალავი.თავადაც უთქვამს,თურმე, ერთ-ერთი ხანდაზმული მორწმუნისთვის მოგვიანებით,თქვენი მოძღვარი ჩემი გამოზრდილიაო. ჰე, სანატრელო მამაო, ჭეშმარიტად ასეა!
მამა გაბრიელს სამთავროს მონასტერში პირველყოფნის შემდეგ დაყუდების სურვილი გასჩენია, რისთვისაც შიო-მღვიმის მონასტერში ასულა.ერში მოღვაწე ბერს,როგორც წმიდა მამები ამბობენ,ადამიანურ გაბოროტებასთან უწევს ბრძოლა, ხოლო დაყუდებულს თავად ეშმაკთან. მაგრამ აღმოჩნდა რომ უფალი გაბრიელ ბერს სხვაგვარ ჟვარს უმზადებდა: ,,წადი და შენს ხალხს ემსახურე!“ – მიიღო ღვთისაგან ბრღანება. და მანაც ღვთისადმი სრული მორჩილებითა და სასოებით აღასრულა კურთხევა მაღლისა.სამთავროს წმიდა ნინოს მონასტერში დაბრუნდა და კოშკში განაგღძო მოღვაწეობა,აი რას ამბობდა იგი ამასთან დაკავშირებით: ,,...როგორც იონამ ვეშაპის მუცელში დაჰყო სამი დღედაღამე, შიო მღვიმელმა 15 წელიწადი დაჰყო მღვიმეში(სადაც ადამიანებისადმი სიყვარულმა ჩაიყვანა იგი), ასევე მეც ამ კოშკიDან არ უნდა გავიდე. Aხლა შიო-მღვიმეში დიდი მონასტერია, აქ კი მომავალში რა იქნება უფალმა იცის“.
,,თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა,გულდაწყვეტით იტყოდა:-არავინ მოვიდა,ჩანს აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო“- იგონებს მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე მამა გაბრიელის მორჩილი დედა პარასკევა.ერთხელ ერთ-ერთმა მადლიერმა მომსვლელმა ბერი გაბრიელი ამგვარად დალოცა:,,მამა გაბრიელ, ღმერთს ვთხოვ, დიდიხანს, დიდხანს იცოცხლოთ“.მან კი უპასუხა: ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ“ და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. ანუ მამა გაბრიელი აქვე უკვე სასუფევლის მკვიდრი იყო და თუ ტოვებდა ღმერთი მიწაზე,მხოლოდ ჩვენი სარგებლობისთვის, რათა ჩვენ მის მიერ განვემდიდრებინეთ სარწმუნოებითა და მადლით: კურნებით,შეწევნით,წინასწარმც
ნობელობით,სასწაულთქმედებით,დ
აფარულ ცოდვათა მამხილებლობით (ჩემთანაც არაერთი ჩემი სულიერი შვილი გამოუგზავნია აღსარებაში დაფარულ სასიკვდინე ცოდვებში მხილებით ), მადლით განწმენდილი მისი გულის სიღრმიდან ამოსული ცოცხალი, ცეცხლოვანი ქადაგებიტ,სალოსობით,რომელსაც
ღმერთშემოსილი მამები მოღვაწეობის ყველაზე უფრო მძიმე სახედ მიიჩნევენ(მათ შორის მესვეტეობაზეც კი)... და მაინც ყველაზე უფრო მეტად მამა გაბრიელში გული იყო მნიშვნელოვანი,მისი სიყვარულით აღსავსე გული. როგორადაც აღათონ დიდი ამბობდა მოზღვავებული სიყვარულით: მე მსურს ჩემი ჯამრთელი სხეული ავიღო და კეთროვანის სხეულში გავცვალოო.ასეთი იყო სწორედ ბერი გაბრიელი: უსაზღვროდ შეყვარებული უფალსა და მოყვასზე და მათთვის თავდადებული. მისი ღვთისაგან გამორჩეულობა პირველად 12 წლის ასაკში გამოჩნდა და ეს გამორჩეულობა უფალმა მამა გაბრიელის ცხოვრების განმავლობაში მრავალფერი სასწაულებითა და ნისებით დაამოწმა და თავად ბერმა წმიდა ცხოვრებით.
ვინც კი მამა გაბრიელს იცნობდა,დამემოწმება,რომ იგი იყო უაღრესად თავმდაბალი,უბრალო,მოსიყვარულ
ე,მაგრამ დიდად შემრისხველი და პირდაპირი ამპარტავანი და უნანელი ადამიანების მხილების ჟამს. როდესაც ის გრისხავდა და გამხილებდა, გრძნობდი, რომ მისი პირით თავად უფალი გეზრახებოდა, ღვთიური ხელმწიფება ჰქონდა მის სიტყვას. ხოლო თუ შეგამჩნევდა, რომ სინანულსში მოხვედი, გულში ჩაგიკრავდა და გადარჩენის სასოებას ჩაგისახავდა. იგი წმინდა მამათა სიბრძნიასაებრ, მტირალთან ტიროდა და მოხარულთან ხარობდა – მან ჩვენდამი სიყვარული უფალთან აიტანა!
გარდა ამ ყველას მოყვარულს განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო: ,,მე ჩემ საქართველოს ათონზე ვერ გავცვლიო“ მიუგო ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარს შემოთავაზებაზე, შენდარი დიდი მამა ათონზეც არ გყვავს, შენ იქ უნდა იღვაწოო. ,, მე ჩემს ათონზე ვარო“ ღიმილით უთხრა მამა გაბრიელმა. მან თავისი უკანასკნელი ლოცვა და ამოსუნთქვაც საქართველოს დაუკავშირა: გარდაცვალების წინ ცრემლები ჩამოუგორდა,-იგონებს დედა პარასკევა,-დავიჩოქე. დამლოცა. მთელ საქართველოს ოთხივ კუთხით ჯვარი გადასახა,დალოცა სიყვარულით მოავლო ცრემლიანი თვალი ყველაფერს...საოცარი იყო, საოცარი იყო რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის შეგრძნება კი არა,არამედ გასაოცარი სიყვარულის, სიმსუბუქის განცდა, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული დაგვიტოვა...მამა გაბრიელმა თან წაიღო ყოველი ადამიანის სიყვარული“.
მისი ამ სოფლიდან გასვლის შემდეგაც ზამთარ-ზაფხულ მის სამარესთან უამრავი მთხოვნელი მოდის და თითქოს საფლავიდან ამოგვძახის ბერი გაბრიელი: მოყვასნო, ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ!“
სამარემან დასიკვდილმან ვერ დააბრკოლა!
ბერი გაბრიელი კვლავაც ჩვენთანაა!
და ამას ამოწმებს მისი გარდაცვალების შემდგომი კურნებანი სა შეწევნანი, მისი საფლავიდან აღებული მიწაც კი რომ კურნავს, საფლავიდან, სადაც მის დაკრძალვამდე ნაგავსაყრელი იყო, და სადაც მისივე კურთხევით დაკრძალეს(ესეც ერთ-ერთი ნიშანი მისი თავმდაბლობიასა). ჭეშმარიტად როგორც წმიდა მამები ამბობენ: ადგილი კი არ განწმედს კაცს, არამედ კაცი ადგილს. და მისი განუხრწნელი სისხლი(ვიდრე საფლავის გახსნამდე მისი განუხრწნელი სხეული გამოჩნდება)? აკი 14 წელიწადმა განვლო მისი აღსრულებიდან! Dა მეც მისი უღირსი შვილობილი ჩემს სამღვდელო სამნაწილე ჯვარში ვატარებ მის უხრწნელ სისხლს, ნიშნად მისდამი მადლიერებისა და სიყვარულისა!
,,ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე“.- მოგვმართავს მამა გაბრიელი და ღვთისაგან მისდა ბოძებული ჯვარი იყო მისი ჩვენდამი მსახურება, რომელიც მან თავისი ტანჯვა-წამებისა და რუდუნების სისხლში განბანა...
საუკუნოდ იყავ ხსენება, ხსენება და კურთხევა შენი, ქრისტესმიერ საყვარელო მამაო!

მეზღვაურის ნაამბობი
გასულ წელს ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:
იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი, უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმურ ამინდია, თოვლჭყაპი. მოულოდნელად ვხედავ ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. Gავცდი არ გავუჩერე, ვფიქრობ ჩემთვის: ,,ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას... არა არ გავუჩერებ“. მაგრამ 700-800 მეტრამდე რო გავიარე სინდისმა ქენჯნა, მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჟირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი აცვია. მიღიმის. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენითაუწერელი კეთილსურნელება შეიგრძნობა. ვფიქრობ: ,,საიდან მოდის ასეთი სურნელი? მანქანაში არც სუნამო მაქვს და არც ოდეკოლონი“. ,,რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა?“ – ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. ვეკითხები სახელს, ,,ბერი გაბრიელი ვარ“- მპასუხობს ისიც. შაუბარი გაება ჩვენს შორის. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. ,,რა მინდა მე მის საფლავზე, ან რა ვიცი სად დაკრძალავენ?“- ვბუზღუნებ გულში.
გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ ჩსული მანქანის ჩამოსაყვანად(ამით ვარჩენ ოჯახს, პენსიაზე გასული)გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი, მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთის დედათა მონასტერში მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები ჩავიტანო. მე ვუარობ ამათ ეტყობა არ იციან რომ საბაჟოზე ამ ნივთების გადასახადი ცალკე უნდა გადავიხადო, მანქანისა კი ცალკე, ვფიქრობ მე. ნივთების გადასახადს ცვენ გადავიხდით,- თითქოს ხმამაღლა პასუხობენ ისინი ჩემს ფიქრებს. მე უარს ვეუბნები. რამდენადმე შეურაცხყოფელი ხმით, ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ.
...მცხეთაში რო შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო ჯერაც ბნელოდა. მონასტერს რომ მივუახლოვდი ვხედავ რკინის ჭიშკარი ჯაჟვითაა დაკეტილი და ადევს კლიტე. ავღელდი. ,,მშიერ-მწყურვალი,დაქანცული,ვდგევარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. Aქ რა მინდა? – ვფიქრობ გაღიზიანებული. Vიწყებ მთელი ძალით რკინის კარზე რახუნს. Mონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ,,გერმანიიდან თქვენთვის რაღაცეები გამომატანეს“,- მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს. მიქვთ შეწირულობა. ამ მონაზონს კი მონასტრის ეზოში შევყავარ. Bინდ-ბუნდში წესიერად ვერც ვარჩევ სად ვარ. Mაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩენ,რომ საფლავებს შორი

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Feb 13 2010, 10:38 AM

http://www.radikal.ru

”ჯვრის მამის” წინამძღვარი დეკანოზი ტარიელი(სიკინჭილაშვილი):

მამა გაბრიელზე რამის თქმა მხოლოდ სულიერებაში წარმატებულებს თუ შეუძლიათ. მე კი მიჭირს ვილაპარაკო ისეთ დიდ მამაზე, როგორიც მამა გაბრიელია... ის იყო ბერი, რომელიც ხედავდა წარსულსა და მომავალს, ადამიანის სულსა და გულს. მე შინაგანად ვგრძნობდი, რომ იგი მხედავდა. ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.

http://www.radikal.ru
იღუმენია თეოდორა(მახვილაძე)

გაბრიელ ბერი არის უდიდესი წმიდანი.ის იყო უდიდესი სიყვარულის გამოვლინება.აუცილებლად მიმაჩნია და ძალიან გამიხარდება მისი წმინდანად შერაცხვა.

http://www.radikal.ru
თელეთის წმ. გიორგის მონასტრის არქიმანდრიტი ამბროსი(ჩომახაშვილი):

მამა გაბრიელი იყო დიდი წმიდა ბერი, მეოცე საუკუნის დიდი მასწავლებელი. უსაზღვრო სიყვარულისა და ტანჯვის მატარებელი. იმდენად დიდია მისი ღვაწლი, რომ მას მთელი საქართველო უნდა ეთაყვანებოდეს. ეთაყვანება კიდევაც გარდა მათი, ვისას ეშინია ანდა შურს მისი

http://www.radikal.ru
დეკანოზი იოსები. მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვარი:

მამა გაბრიელი იყო დიდი სალოსი და სიმართლის მოყვარე უმძიმესი მოღვაწეობის დიდი ბერი.

http://www.radikal.ru
დედა პარასკევა:
მამა გაბრიელი ჯერ-ჯერობით მიწიურად შერაცხული არ არის,საპატრიარქოსგან ჯერ-ჯერობით არ არის შერაცხული,მაგრამ ღმერთმა შერაცხა, ღმერთს რომ არ შეერაცხა ასეთი დიდი სასწაულები და ასეთი დიდი კურნებები არ მოხდებოდა,ამიტომაც რადგანაც ასეთი დიდი სასწაულები ხდება ეს იმას ნიშნავს და უამრავი ეპისკოპოსიც ამოწმებს რომ მამა გაბრიელი ნამდვილად არის წმიდა მამა რომელიც ღმერთმა შერაცხა და თავის წმიდა დასში შეიყვანა.

http://www.radikal.ru
ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა):

მამა გაბრიელი დიდი მოვლენა იყო ჩვენ ქართულ ეკლესიაში. მისი ცხოვრება და ღვაწლი ბევრისთვის ჭკუის მასწავლებელია

http://www.radikal.ru
მთავარეპისკოპოსი ანდრია(გვაზავა):

მცირე შეხვედრითაც ის იყო ჩემთვის პატივსაცემი ბერი,ერთ-ერთი,რომელმაც მთლიანადმიუძღვნა თავი უფალს და ღმერთის სამსახურს.მესიამოვნება მისი წმიდანად შერაცხვა

http://www.radikal.ru
არქიმანდრიტი ბენიამენი(ბელქანია)

მამა გაბრიელი იყო წმიდანი, სალოსი ბერი.

იღუმენი ელისე(ბელქანია):მამა გაბრიელი იყო XX საუკუნის უდიდესი ბერი,XX საუკუნემ არ იცის მასზე დიდი ბერი.

http://www.radikal.ru
მიტროპოლიტი ისაია(ჭანტურია)
საყვარელი მამა გაბრიელი.

რწმენაში სტუდენტობის დროს მივედი,მოვინათლე და გავხდი წევრი ეკლესიისა.აღდგომას პირველად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დავესწარი.აქვე ვიხილე ბერი გაბრიელიც, რომელიც უცნაური მეჩვენა და რომელსაც ქუდიც უცნაური ეხურა.მასზე მითხრეს საქათმეში ცხოვრობსო,გამიკვირდა...ვითომ შემთხვევით,სამრეკლოსთან, იქ,სადაც მამა გაბრიელის პატარა სენაკი იყო,ახლოს გავიარე,შემნიშნა,თავისთან მიხმო,გათლილ ჭიქაში წითელი ღვინო დამისხა და მითხრა ეს უნდა დალიოვო...
დებმა ანამ და მანანამ მიამბეს მამა გაბრიელზე:მამა გაბრიელისგან ხომ ყველა კურთხევას მუხლმოყრილი,ხელზე ამბორით იღებდა ხოლმე და ერთხელაც ქალაქში შემოგვხვდა,ძალიან გავიხარეთ,მაგრამ წვიმის შემდეგ ისეთი ტალახიან ადგიზე შევხვდით,რომ გადავწყვიტეთ,აქ ნამდვილად ვერ დავიჩოქებდით და კურთხევა ფეხზე დგომით უნდა მიგვეღო.მივუახლოვდით რათა დაველოცეთ,რომ მამა გაბრიელმა ტალახში დაიჩოქა,აბა მამა გაბრიელმა დაგვიჩოქაო და ჩავცვივდით და ჩავემხეთ ჩვენც ტალახში.დაგვლოცა,შემდეგ კი თვალი ჩაგვიკრა და გვითხრა ერთით ნოლიო!...
მამა გაბრიელი ზოგჯერ შეიძლება უცნაური მოგჩვენებოდა კაცს,მაგრამ ზოგჯერ მინახავს იგი სრულებით დაცლილი იუმორისა და უცნაურობებისაგან.ამ დროს მისგან დიდი სიმშვიდე მიგრძვნია,ხოლო სხვა დროს კი დიდი სიყვარული.

ფილმი მამა გაბრიელზე ,,სულის უკვდავება"

http://allshares.ge/download.php?id=04F1B87513

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Mar 8 2010, 11:29 PM

თავს უფლებას მივცემ, დავწერო აქ, რომ დედა პარასკევამ გაგვიზიარა სასიხარულო სიახლე: მიმდინარეობს მზადება მამა გაბრიელის კანონიზაციისათვის. სავარაუდოდ, ეს ამ წლის აპრილში უნდა მოხდეს. ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ. იმედია, დადებით მიმდინარეობებს ვეღარაფერი შეაფერხებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2010, 04:39 PM

ციტატა(თამარ @ Mar 8 2010, 11:29 PM) *

თავს უფლებას მივცემ, დავწერო აქ, რომ დედა პარასკევამ გაგვიზიარა სასიხარულო სიახლე: მიმდინარეობს მზადება მამა გაბრიელის კანონიზაციისათვის. სავარაუდოდ, ეს ამ წლის აპრილში უნდა მოხდეს. ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ. იმედია, დადებით მიმდინარეობებს ვეღარაფერი შეაფერხებს.


მეც შევიტყვე ეს სასიხარულო ამბავი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 12 2010, 05:56 PM

giorgi 7 kiss1.gif

თამარ
შემოგევლე გულში kiss1.gifsmile.gif შენგან,კარგი ამბები მესმის ხოლმე kiss1.gif,
გამიხარდა,ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი მამა გაბრიელი smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Mar 15 2010, 04:19 PM

ფილმი მამა გაბრიელზე ,,სულის უკვდავება"

http://allshares.ge/download.php?id=04F1B87513

http://imghost.geზურაბ ცხოვრებაძე მოგონებები მამა გაბრიელზე:


პირველად მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში, 1988 წელს, მძიმე მარხვაში, შვიდჯერ ზეთისცხების დროს ვნახე. ის შემოვიდა ტაძარში და რიგრიგობით მიდიოდა სხვადასხვა მორწმუნესთან, ძირითადად ისინი ახალგაზრდები იყვნენ, მიუახლოვდებოდა მათ და მჭექარედ დასძახებდა: „დაიჩოქეთ!“ მრევლი მართლაც იჩოქებდა მის წინაშე. ეს ჩვენთვის განსაცვიფრებელი სანახაობა იყო.

1990 წლის მძიმე მარხვისას, ნაშუადღევს მამა გაბრიელი სიონის საპატრიარქო ტაძარში ვნახე. ამ დროს ტაძარში არანაირი მსახურება არ მიმდინარეობდა. მამა გაბრიელი კი შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, სკამზე იჯდა და დიდი ხმით გაჰყვიროდა: „სისხლი, სისხლი, საქართველოში სისხლი დაიღვრება, საქართველო სისხლში ცურავს!“ საოცარი და შემზარავი ხმით მოთქვამდა და გოდებდა. მის დამშვიდებას ორი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა, მაგრამ მამა გაბრიელი არ მშვიდდებოდა. ბოლოს წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა ამბიონისკენ. მივხვდი, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. მეც მივუახლოვდი ამბიონს. ამ დროს ტაძარში ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე კაცი იყო და ისინიც თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები. მამა გაბრიელი მოტრიალდა, თვალებში შემომხედა და ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ მართლაც ასრულდა. ეს იყო 1990 წლის გაზაფხული, როდესაც თითქოს არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრებოდა. ერთი შეხედვით ქვეყანა აღმავლობის გზაზე მიდიოდა, მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებიც შემდეგ განვითარდა, აბსოლუტურად დაადასტურეს მამა გაბრიელის სევდიანი წინასწარმეტყველება.

ერთხელ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩავედი მამა გაბრიელის სანახავად. იმ დროს სულიერად დამძიმებული ვიყავი. ჩვეულებისამებრ, მასთან კელიაში შესვლამდე ვთქვი ლოცვა და შესვლის უფლება მივიღე. მამა გაბრიელთან ვნახე მასთან მისული ერთი მცხეთელი ქალბატონი, რომელიც მას თავისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბობდა... შესვლისთანავე საოცარი სინანული დამეუფლა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი ვიდექი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასთან ყოველი შეხვედრისას სინანულის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იმ დღეს ეს განსაკუთრებულად ძლიერი იყო... კუთხეში ვიჯექი და, მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ამ ქალბატონთან საუბრობდა, საოცრად მძიმედ და უხერხულად ვიგრძენი თავი. სინდისი საოცრად მქენჯნიდა, ძალიან მინდოდა, იქაურობას გავცლოდი. უცებ გამახსენდა, როგორ გავაკეთე ერთხელ წვრილმანი სიკეთე, გამუდმებით ვიხსენებდი ამ მომენტს და იმ საქებარ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მომმართეს, რათა ამ საქებარი სიტყვებით როგორმე ჩამეხშო სინდისის ქენჯნა ჩემში და გადამეფარა სინანულის ის გრძნობა, რომელმაც მაშინ მთელი ჩემი არსება მოიცვა და რომლის დატევნაც უკვე მიჭირდა. აი, ამ დროს მოხდა საოცრება, მამა გაბრიელმა, რომელიც ჩემგან გვერდულად იჯდა, უცბად თავი ოდნავ ჩემსკენ მოატრიალა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „აბა, როგორ ამბობ მაგას, (შემდეგ გაიმეორა ის საქებარი სიტყვები, რომელსაც მე ვიმეორებდი გონებაში), როდესაც ყოველდღიურად ამას და ამას ჩადიხარო, - და ის ცოდვები ჩამომითვალა, რასაც ჩავდიოდი. მან გამოიცნო არა მარტო ჩემი წინა დღეების სულიერი მდგომარეობა, არამედ ის ფიქრი, რომელიც მაშინ გონებაში მიტრიალებდა. ეს ისე მოხერხებულად ჩართო საუბარში, რომ მისი მოსაუბრე ქალბატონი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და მამა გაბრიელმა კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ისე თითქოს, არაფერი მომხდარიყოს.

ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სინანული კვლავ გამიძლიერდა. ცოტა ხანში მამა გაბრიელისგან კურთხევა ავიღე და წამოვედი. წამოსვლისთანავე ვიგრძენი შემსუბუქება, იმ წუთიდანვე ისევ ჩავდექი ეკლესიური ცხოვრების კალაპოტში.

ერთხელ მამა გაბრიელმა მომიწოდა, სინანული მომეხვეჭა. გავიდა გარკვეული ხანი და მორიგი სტუმრობისას ვუთხარი, რომ ვერ შევძელი სინანულის მოხვეჭა, რაზეც მან ასეთი რამ მიპასუხა: „არა მაქვს სინანული იმიტომ, რომ არ მინდა!“ და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. ამ შეხვედრიდან სულ მცირე დროის შემდეგ სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არ მითხოვია უფლისათვის სინანული, უცებ ჩემში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა, რომელიც თანდათანობით ძლიერდებოდა და ჩემი სულიერი სნეულებების უფრო და უფრო მეტ სიღრმეს ეხებოდა. ეს გრძნობა იმდენად მომძლავრდა, რომ ზოგჯერ საჭმლის ჭამაც კი მიჭირდა. ეს მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ იმ ადამიანის განცდებს, რომელმაც მოულოდნელად ახლობელი ადამიანი დაკარგა და დიდი გაჭირვების, უბედურებისა და ტკივილისაგან საჭმლის მიღების თავიც კი არა აქვს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელზე მასალების შეგროვება დაიწყო, წავიკითხე ერთ-ერთი მორწმუნის მოგონება, რომელშიც იგი წერდა: „მამა გაბრიელმა ერთხელ ასე ამიხსნა, რა არის სინანული. მან მითხრა, რომ სინანული არის ისეთი მდგომარეობა, როცა საჭმლის ჭამაც კი არ შეგიძლია; აი, ეს არის ნამდვილი სინანული“. ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩემს გულში შემოსული მოულოდნელი სინანული სწორედ მამა გაბრიელის ლოცვით იყო მიღწეული.

ერთხელ მამა გაბრიელმა ჩემი იქ ყოფნის დროს დედა პარასკევას დაავალა რაღაც გაზეთის მოძებნა. კარგა ხანს აძებნინა, შემდეგ კი წააკითხა. ამ გაზეთში განკითხული იყო სასულიერო პირი და მოყვანილი იყო არგუმენტები, რომლებიც იმ არეულობის პერიოდში (სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა) ხშირად მომდიოდა ხოლმე თავში. მეხამუშა მამა გაბრიელისგან ასეთი საქციელი და ვიფიქრე, თუკი მე ჩემი სისუსტის გამო, ხანდახან ცხელ გულზე განვიკითხავ სასულიერო პირს, ადამიანებს, ასეთ დიდ ბერს რატომ ემართება მსგავსი რამ-მეთქი. მამა გაბრიელი კითხვისას კომენტარსაც ურთავდა სტატიას. ეს კომენტარები ძალიან ჰგავდა ჩემს არგუმენტებს. შინ დავბრუნდი, გზად მიმავალმა უეცრად აღმოვაჩინე, რომ ის ყველაფერი, რასაც მამა გაბრიელი ამბობდა და გაზეთებში კითხულობდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემს მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი და ნაფიქრი სიტყვები. მისი ამგვარი საქციელი გახლდათ ის, რომ გავაცნობიერე, რაოდენ არასწორი იყო ჩემი საქციელი და განკითხვის სურვილი მომეხსნა. სიმძიმე ჩამომეცალა გულიდან, მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს იყო ჩემი აზრებისა და ფიქრების მხილება და არა მარტო მხილება, არამედ მისი განკურნება. მან თავისი ლოცვით ეს ჩემი დაბრკოლება, ცდომილება განკურნა.

იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მამა გაბრიელი მოულოდნელად იწყებდა ცეკვას, სიმღერას, თითქოსდა დასალევად მოითხოვდა ღვინოს, ამ ცეკვის დროს უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, წარმოთქვამდა სხვადასხვა სიტყვებს, ზოგჯერ შეიძლება უხამსი რამეც ეთქვა. ერთი სიტყვით, იქცეოდა ისე, როგორც სალოსი. საოცარი იყო, რომ რაც არ უნდა უცნაური და თითქოსდა შეუფერებელი რამ ელაპარაკა, ეს არ ახდენდა ცუდ გავლენას ადამიანზე, არ ამძიმებდა მის სულსა და გულს, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარ რამედ მოიმოქმედებდა ან იტყოდა რომელიმე სხვა პიროვნება. თითქოს ამითაც რაღაცას გვეუბნებოდა, გვასწავლიდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მასთან ურთიერთობის დროს არამარტო სიტყვას ჰქონდა დიდი ძალა და მნიშვნელობა, მის გვერდში ყოფნისას ისეთი რამ ხდებოდა ადამიანის სულში, რომ შედეგად ეს ადამიანი მცირე ხნით მაინც იცვლებოდა ხოლმე. ეს მართლაც საოცრება იყო. მამა გაბრიელს ისეთი ზემოქმედება ჰქონდა ადამიანებზე, რომლის შესახებაც პატერიკებში წაგვიკითხავს და რომელიც ძველ წმიდა მამებს ახასიათებთ.

მახსოვს, ერთხელ საუბრისას ღვინის სმას შეეხო... ისე მოხდა, რომ იქიდან წამოსულმა სამი კვირის განმავლობაში ღვინოს საერთოდ პირი ვერ დავაკარე. ღვინის დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა თქმა უნდა, ესეც მამა გაბრიელის ლოცვით მოხდა.

ერთხელ 90-იანი წლების დასაწყისში მამა გაბრიელის კელიაში ვისხედით. ეს სხვადასხვა საკითხზე გვესაუბრებოდა და უცბად ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ახლა რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ ღვთის წინაშე, აგერ, მეორედ მოსვლა კარზე არის მომდგარი!“ როცა მან სათქმელი ჩაამთავრა, მოკრძალებით შევეკითხე: „მამა გაბრიელ, ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც წინა საუკუნეებში ადამიანებს ეგონათ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, იქნებ ახლაც ასეთი მდგომარეობაა?“ მამა გაბრიელმა სიტყვა შემაწყვეტინა, თავი გააქნია და მითხრა: „არა, არა, შვილო, ახლა ნამდვილად ახლოსაა!“

საოცარი თვალები ჰქონდა, გამჭოლი... საკმაოდ ძნელი იყო მასთან ყოფნა, ძნელად იტევდა ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა ხოლმე. მისგან ძალიან დიდი ძალა მოდიოდა. ვამჩნევდი, რომ მასთან დიდხანს გაჩერება მიძნელდებოდა. მამა გაბრიელი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ გვტოვებდა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ხშირად მიგრძვნია მისი შემწეობა და დახმარება. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ამაში. როდესაც მისთვის პანაშვიდს გადავახდებინებდი ხოლმე განსაცდელის წუთებში, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, მისგან აუცილებლად შემწეობას ვიღებდი და ვიღებ დღესაც. იგი ნამდვილად ჩვენს გვერდითაა და გვმფარველობს, მფარველობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავმდაბლობით, სასოებითა და იმედით მიმართავს მას. შემთხვევითი არაა, რომ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი პატარა საფლავი მომლოცველობის ადგილად იქცა, რომლისკენაც განუწყვეტლივ მიეშურებიან მორწმუნენი არა მარტო საქართველოს ყოველი კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც და მის საფლავთან ყველა ჭეშმარიტად მლოცველი და სასოებით მიახლებული „ხელცარიელი“ არასდროს ბრუნდება უკან.

მამა გაბრიელი - სიყვარულის მოძღვარი.



http://imghost.geმამა პაისი ათონელი

-კითხვა: წმიდაო მამაო, იქნებ, ჩემი სიყვარული რომელიმე წმიდანის მიმართ ასუსტებს ღვთისადმი სიყვარულს?

-პასუხი: არა, რადგანაც, როდესაც ადამიანი რომელიმე წმიდანს ძლიერად სცემს პატივს და მისდამი დიდ სიყვარულს განიცდის, ამის მიღმა იმალება ძლიერი სიყვარული სამება-ერთარსება ღვთისადმი და ღვთისმშობლისადმი. ვინც პატივს მიაგებს წმიდანებს, უეჭველია, რომ კიდევ უფრო მეტ პატივს მიაგებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ასევე, იგი უმეტეს თაყვანისცემას განიცდის ყოვლადწმიდა სამებისადმი. თუკი შენ რომელიმე წმიდანთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული და მისდამი მიჯაჭვულობის ძლიერ გრძნობას განიცდი, ხდება რომ ამ წმიდანისათვის თავის გასაწირადაც კი მზად ხარ, მაგრამ თუკი შენ წმიდანისათვის სწირავ თავს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ხარ თავი ღმერთს შესწირო?!


”ტომი V ვნებები და სათნოებები” პაისი მთაწმიდელი

მამა დავითი(გოცირიძე) მოგონებებიბი:

მოსკოვში ყოფნისას ზაგორსკის მონასტერში შევიარე მოსალოცად,ვიცოდი იქ ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.შემთხვევით გავიცანი წარმოსადეგი ქართველი ვაჟკაცი,ამჟამად მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი),მაშინ ის დიაკვნის ხარისხში ბრძანდებოდა.დღეს მიტროპოლი სერგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთ-უკრაინის ეკლესია-მონასტრებში.მას მოსიყვარულე,მოწყალე თავმდაბალ ღვთისმსახურად მიიჩნევენ.
სერგიმ ჩემი შეწუხებული სახე რომ შეამჩნია,წირვის დროს საკურთხეველში შემიყვანა და წმიდა მამა ნაუმის სთხოვა ჩემგან აღსარება მიეღო,რომელმაც პირდაპირ მითხრა,უნდა ეკურთხო ბერად და ყველა პრობლემა მოგეხსნება.ამაზე მე უარი ვუთხარი. მაშინ მღვდელ გახდიო.კიდევ უარი ვუთხარი.მაშინ სასწრაფოდ დიაკვნად ეკურთხეო.შეწუხებულმა ვუპასუხე:არ შემიძლია კურთხევას მოგვიანებით ვფიქობ ახლა კი ერის ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო.დიდი ფიქრის შემდეგ მითხრა:ძალიან ბევრი განსაცდელი გელის,მაშინ კუბო იყიდე და შიგ ჩაწექი ცხოვრება დაგიმშვიდდებაო.შიშმა დამრია ხელი და ცივი უარი ვუთხარი.მაშინ სახლის წინ ააყუდე და ხშირად უყურეო.ამას ჩემი ოჯახის წევრები ვერ გაუძლებენ და ამაზეც უარი ვთქვი. წმიდა მამა ნაუმი წამოდგა და თავისთვის ჩაილაპარაკა:,,ვინ არის საქართველოში წმიდანი(მოგვიანებით გაირკვა რომ მამა გაბრიელს გულისხმობდა)".ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა წადიო.
როდესაც საქართველოში ჩამოვედი მცხეთისკენ გამწია გულმა.სამთავროს მონასტრის ეზო გავიარე, გავხედე მამა გაბრიელის სენაკს და შევწუხდი,კედელზე კუბო იყო აყუდებული.ნეტავ ვინ გარდაიცვალა? - შეწუხებულმა გავიფიქრე.მამა გაბრიელი არ ჩანდა,დედა ტატიანას და დედა სალომეს შეწუხებულმა ცავჩურჩულე ვინ გარდაიცვალა? მიპასუხეს არავინო,მამა გაბრიელმა იცის ასე რომ მოგაგონოს სიკვდილიო.
გარდაცვლილი წმიდა მამები მეტად ეხმარებიან ადამიანებს ზეციდან.ახლა როდესაც გამიჭირდება ,მისი საფლავის მოლოცვის შემდეგ ყოველი თხოვნა მისრულდება.http://imghost.geარქიმანდრიტი ნაუმი(1977 წელს იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა)

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 15 2010, 05:55 PM

giorgi 7
შემოგევლეეე,გაიხარე გიორგი დიდი მადლობა smile.gif დაგლოცოს უფალმა და გაგაძლიეროს smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Mar 16 2010, 03:50 PM

giorgi 7

ციტატა
-კითხვა: წმიდაო მამაო, იქნებ, ჩემი სიყვარული რომელიმე წმიდანის მიმართ ასუსტებს ღვთისადმი სიყვარულს?

-პასუხი: არა, რადგანაც, როდესაც ადამიანი რომელიმე წმიდანს ძლიერად სცემს პატივს და მისდამი დიდ სიყვარულს განიცდის, ამის მიღმა იმალება ძლიერი სიყვარული სამება-ერთარსება ღვთისადმი და ღვთისმშობლისადმი. ვინც პატივს მიაგებს წმიდანებს, უეჭველია, რომ კიდევ უფრო მეტ პატივს მიაგებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ასევე, იგი უმეტეს თაყვანისცემას განიცდის ყოვლადწმიდა სამებისადმი. თუკი შენ რომელიმე წმიდანთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული და მისდამი მიჯაჭვულობის ძლიერ გრძნობას განიცდი, ხდება რომ ამ წმიდანისათვის თავის გასაწირადაც კი მზად ხარ, მაგრამ თუკი შენ წმიდანისათვის სწირავ თავს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ხარ თავი ღმერთს შესწირო?!


გაიხარე, გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებაა.

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Mar 23 2010, 01:35 PM

“შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან ღმრთის წინასწარმეტყველნი ისევე, როგორც სატანის მსახურები! უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება. ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარეობა იმეფებს მაშინ, და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრებელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმერთის სახეს.”

წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი
(IV საუკუნე)


,,ვინც მთელი სიყვარულით და სურვილით,მორჩილებით არ შეუერთდება თავისი უახლოესი დროის წმიდანს,მისდამი დიდი უნდობლობის გამო ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმიდანებსაც,თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმერთისა და ყველა წმიდანის მიმართ.ის იქნება განგდებული,ვინაიდან მორჩილებით არ ინება დამდგარიყო იმ ადგილზე,რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმიდანს,რომელიც მისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა".


წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.

დედა პარასკევა იგონებს:

მამა გაბრიელთან ერთი მღვდელი მოვიდა და უთხრა: მაპატიე მაგრამ შენი სასწაულებისა არა მჯერაო.აბა დაიჩოქეო,აკურთხა მამა გაბრიელმა,- ამდენი ხნის ბერი იყო და მორჩილებით დავიჩოქეო თქვა მღვდელმა. მამა გაბრიელმა უთხრა: ,,გაკურთხებ რომ არ ადგე, მაგრამ თუ ბიჭი ხარ ადექიო". წარმოიდგინეთ რომ ვერ ავდექიო თქვა მღვდელმა.

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Mar 23 2010, 04:28 PM

ციტატა
,,ვინც მთელი სიყვარულით და სურვილით,მორჩილებით არ შეუერთდება თავისი უახლოესი დროის წმიდანს,მისდამი დიდი უნდობლობის გამო ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმიდანებსაც,თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმერთისა და ყველა წმიდანის მიმართ.ის იქნება განგდებული,ვინაიდან მორჩილებით არ ინება დამდგარიყო იმ ადგილზე,რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმიდანს,რომელიც მისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა".

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.


წმიდა სიმეონი ბევრ სხვა საკითხსაც წერს, რაც მეუფე იეროთეოსს აქვს მოყვანილი თავის წიგნში "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია". იგი წერს, რომ წმიდა უნდა იყოს ყველა სასულიერო პირი, ჯერ კიდევ ხელდასხმამდე, თუმცა, ამ საკითხს როცა პირდაპირ ეხები, ეგრევე გეუბნებიან, რომ "რაღაცა არასწორად გესმის" და იშველიებენ იოანე ოქროპირის ციტატას, სადაც იგი წერს, რომ ცოდვილი მსახურის მიერაც აღესრულება საიდუმლოებანი. ამ დროს, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს, არამედ ავსებს.
მამა გაბრიელის უზარმაზარ ძალას მას შემდეგ ვგრძნობ, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე - სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან. მენანება, რომ თავისუფლად შემეძლო, გამეცნო, სანამ ამქვეყნად ჩვენთვის ხილულად იყო, მაგრამ არ მეღირსა. მე კი ვხვდები, რატომაც. ახლა თავს ვინუგეშებ, რომ ვიცნობ მის აღზრდილ ბერს, მის სხვა ახლობლებს, ადამიანებს, ვისაც იგი გულით უყვართ.
საფლავზე ყოფნისას ფიზიკურად ვგრძნობდი თითქოს მაგნიტური ტალღების მოქმედებას: აი, გამტარი რომ იყოს შენი სხეული, მაგრამ დენის გასვლა ტკივილს რომ არ განიჭებდეს. ასეთი რაღაცა იყო.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 26 2010, 04:33 AM

ციტატა
წმიდა უნდა იყოს ყველა სასულიერო პირი, ჯერ კიდევ ხელდასხმამდე, თუმცა, ამ საკითხს როცა პირდაპირ ეხები, ეგრევე გეუბნებიან, რომ "რაღაცა არასწორად გესმის" და იშველიებენ იოანე ოქროპირის ციტატას, სადაც იგი წერს, რომ ცოდვილი მსახურის მიერაც აღესრულება საიდუმლოებანი. ამ დროს, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს, არამედ ავსებს


არანაირად არ მსურდა თქვენი მშვიდი ყოფნის დარღვევა, და ჩარევა, მაგრამ თამარს კიდევ ერთხელ ვუმეორებ, არაკაცი არა არს წმიდა, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, და წირვა შეიწირვის არა ადამიანის დამსახურების გამო, რამეთუ ყველა ცოდვილია, არამედ სულიწმიდის მადლით, თავად ყველაზე ცოდვილი მღვდლის მიერ აღვლენილი საიდუმლო აღევლინება და სრულდება (ერთერთი მამა ასე ამბობს,რაც მღვდელმა დააკლო ანგელოზი ასრულებსო), შეიძლება ასეთ მღვდელს ძნელად ძალუძს
გასწიოს მაღალსულიერი მოძღვრობა (თუმცა ხანდახან ესენიც კი ისეთ სიბრძნეს იტყვიან, რომ უცილობლად გაგახსენდება, როგორ აამეტყველა ღმერთმა ვირი), მაგრამ როგორც მღვდელი , სანამ არის მღვდელი, იგი მადლმოსილია და აღასრულებს საიდუმლოებებს, ასე რომ წვალებაა საუბარი რომელიმე ცოცხალ ადამიანზე რომ იგი წმიდანია, შეიძლება ჩვენთან შედარებით კი, მაგრამ ზოგადად წმიდანი ცოცხალ ადამიანზე არ ითქმის, წმიდანად შერაცხვა ხდება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ და მეტიც, არსებობს კართაგენეის კრების განჩინება, სადაც წმიდა მამები ხაზს უსვამენ იმას, რომ არათუ ცოცხალი ვინმე, არამედ თავად უკვე გარდაცვალებული წმიდანიც ცოდვილი იყო ცხოვრებაში, ანუ ცოდვა ქონდა და უცოდველი არ ყოფილა, და სწორედ ამ ცოდვის დამარცხებით გახდა წმიდანი, ცოდვის საბოლოო დამარცხება კი გარდაცვალებისას და უფალთან მისვლისას ხდება, ვიმეორებ ამ კრების 115-ე კანონმა უარყო აზრი წმიდათა უცოდველობის შესახებ, „რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“.

ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი7, იზი, ლამარა და თამარ-ი, და ყველა ვინც ამ თემაში (და მსგავს თემებში) აქტიურობს, არ მიიღოთ ჩემი პოსტი ნეგატიურად, ან რომელიმე ცოცხალი ან გარდაცვლილი მოძღვრის საწინააღმდეგოდ, რაც არ დამიწერია, იმაში ნუ დამდებთ ბრალს, უბრალოდ
თუკი დავწერე (ძალაინ არ მინდოდა ისე), მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით და უნებლიედ ცრუ სწავლებამ არ გაჟონოს.

იხარეთ და მაპატიეთ შემოჭრა;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Apr 5 2010, 01:45 AM

KAIROS
ფრაგმენტულად მახსოვს ერთი მღვდელი ამბობდა ადამიანი რომელიც სამოთხეში ხვდება, უფლისთვის წმინდააო. ანუ სამოთხეში მყოფი ყველა ადამიანი წმინდანია?.. იქნებ თეოლოგიურად განმიმარტო

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 5 2010, 08:29 PM

ეხლა აპრილში უნდა გახსნან მისი საფლავი?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2010, 09:09 PM

რამდენიმე დღის წინ მომიყვა მამაჩემმა ერთი ისტორია და სასწაული. . .

თურმე ერთხელ მამა გაბრიელი ძონძებში ჩაცმული ვითარცა მათხოვარი (როგორც სალოსებს სჩვევიათ) მისულა ეკლესიის მშენებლობაზე.. და იქ ვინმე რესტავრატორი დაუნახია და მისულა.. გამოელაპარაკა.. ეუბნებოდა: ეს ასე ქენიო, ის ისეო...

ამ რესტავრატორმაც უთხრა: რა გინდა შენო?! დამანებე თავი თუ კაცი ხარო

მამა გაბრიელი კი ისევ ეუბნებოდა: დამიჯერე ეს.. ასე გააკეთეო. .. ვიცი რასაც ვამბობო...

ამ რესტავრატორმაც: გაიყვანეთ რა აქედან ეს მათხოვარი ვიღაცაო...

მოკლედ მამა გაბრიელი მაინც ეუბნებოდა" დამიჯერეო რა ასე გააკეთ.. მოკლედ არ მოეშვა არც მამა გაბრიელი არც ის.. იძახოდა გაიყვანეთ მომაშორეთო.. გადი ვიღაცა ხარო... ბოლოს და ბოლოს ხელი კრა ამ რესტავრატორმა მამა გაბრიელს და ძირს დავარდა . . .

უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება:

"მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო ohmy.gif

ხოდა 26 წლის შემდეგ ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია)

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Apr 6 2010, 02:30 PM

აკაკი
გაიხარე! ასეთი მოგონებები იშვიათად ხდება-ხოლმე ცნობილი... მაგარია!
ეჰ, რამდენჯერ სცემეს მამა გაბრიელს, რამდენი სიმწარე და ტკივილი გადაიტანა. 25 წელი სასაფლაოებზე ძილი და 15 წელი მათხოვრობა! მასზე გამოცემული წიგნების უმრავლესობაში ესენი არ წერია! იყო დაყენებული და უზიარებლობით დასჯილიც! ისეა ზოგიერთი მონაცემი მასზე შედგენილი, თითქოს 1955 წლიდან 1991 წლამდე სად იყო, არავინ იცოდა. ერთი 1965 წელს ლენინის პორტრეტის დაწვის ამბავს ურთავენ შუაში, ეგაა და ეგ!
რა ტანჯვაც მან გაიარა, ფიზიკური თუ მორალური, ამას ჩვეულებრივი, თუნდაც, ძლიერი ადამიანი ვერანაირად ვერ გაუძლებდა...
ნეტა ის ახალგაზრდა რესტავრატორი იყო თუ არქიტექტორი? smile.gif
მამაშენი იცნობდა გაბრიელ ბერს?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 6 2010, 02:50 PM

თამარ
არვიცი რესტავრატორი თU არქიტექტორი . . . რომელიღაც იყო შეიძLება არქიტექტორი რა ვიცი . . .

არა არ იცნობდა... მასაც უამბეს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 6 2010, 03:31 PM

ერთხელ გაბრიელ ბერს ეს ციტატა წაუკითხეს "ბჰაგავად-გიტადან":

"როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება." (ბჰაგავად-გიტა 2.13)

ბერს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. იქ მხლებლებმა კითხეს, "რატომ ტირი მამაო, ეს ხომ ჩვენი ტრადიცია არააო?!" (თუ რაღაც ამდაგვარი, ტექსტი ზუსტად არ ვიცი). გაბრიელ ბერი გაუბრაზდა და უპასუხა, ამ სიტყვების უკან ღმერთი დგასო!

შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას აქ, მითუმეტეს არ დაიჯერებთ. მაგრამ ეს ვინც მომიყვა იმ ადამიანის სიტყვას ვენდობი...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 6 2010, 04:22 PM

ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 03:31 PM) *

შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას აქ, მითუმეტეს არ დაიჯერებთ. მაგრამ ეს ვინც მომიყვა იმ ადამიანის სიტყვას ვენდობი...

კარგი რაა sad.gif
შენი აზრით მამა გაბრიელი მიიჩნევდა რომ სული სანამ მარადიულ სამყოფელში დავანდება სხვადასხვა ჭურჭელს იცვლის?! huh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 6 2010, 04:31 PM

რომ გაიგო ეგ სიტყვები ცოცხალი ბერისგან 2 ვარიანტი გაქვს, ან არ დაიჯერებ და ერეტიკოსად და არამართლმადიდებლად გამოაცხადებ, ან დაიჯერებ და მთლად დაიბნევი და ბევრ შენს მტკიცე დოგმატურ რწმენაზე მოგიწევს გადახედვა. ასე რომ იყავი შენი რწმენით და მშვიდი სისოვლით mpua.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 6 2010, 04:33 PM

ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 03:31 PM) *



ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, მართლა შედგა თუ არა ასეთი საუბარი მამა გაბრიელსა და მავანს შორის (ზუსტი ციტირებით).
თუ მართლა შედგა, მაშინ ის უნდა ვიცოდეთ, რა კონტექსტში თქვა მან აღნიშნული.
იქნებ სულის სხვა სხეულში გადასვლაში ივარაუდა, რომ ის მანამდე ხორცით იყო შეზღუდული და გათავისუფლდა
ამ საკრველებისგან, ანუ მიიღო თავისი ბუნებრივი სუბსტანცია?!
და თუ მაინც ისე იყო (ნუ იყოფინ), როგორც შენ გინდა და წარმოაჩენ, ამაზეც გეტყვი, რომ
მართლმადიდებელთათვის, უპირველესი და უაღრესი ავტორიტეტი არის ე კ ლ ე ს ი ა (რომელიც უცთომელია)
და არა კერძო პირები, რა სასულიერო ხარისხს და გამოცდილებასაც უნდა ფლობდნენ ისინი.
ეკლესია კი გვეუბნება, რომ.. და რომ.. და რომ.. smile.gif))

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 6 2010, 04:41 PM

ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 04:31 PM) *

რომ გაიგო ეგ სიტყვები ცოცხალი ბერისგან 2 ვარიანტი გაქვს, ან არ დაიჯერებ და ერეტიკოსად და არამართლმადიდებლად გამოაცხადებ, ან დაიჯერებ და მთლად დაიბნევი და ბევრ შენს მტკიცე დოგმატურ რწმენაზე მოგიწევს გადახედვა.

მგონი, ზუსტად ვიცი რასაც გავიფიქრბ მაგ დროს.. biggrin.gif
მცდისთქო tongue.gif

თუ დამარწმუნებს რომ არ მცდის, სწორედაც პირველი ვარიანტის სცენარი შედგება smile.gif
არ მნებავს ძლივსდაწყებული დალაგების პროცესი ვინმეს ცდომილებამ არიოს...
ამ მდგომარეობამ ისე რთულად მოიწია რომ აშკარად ფასი დაუდებელი დაიდო a075.gif

ციტატა
ასე რომ იყავი შენი რწმენით და მშვიდი სისოვლით mpua.gif
მეტი არც რა მბადია და კი ვეკურკურებით ერთურთს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Apr 6 2010, 04:43 PM

ციტატა
როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება.

ეს წინადადება გულდასმით რომ განვიხილოთ, შეიძლება, ძალიან მშვენივრადაც გავიგოთ.
სხვა სხეული რა არის? მაინცდამაინც ბაობაბსა და მანგუსტას ხომ არ ნიშნავს? smile.gif ადამიანს ხომ გააჩნდა ანგელოზებრივი სხეული, სანამ ცოდვით დაეცემოდა? აბა, ისე როგორ იარსებებდა ტრანსცენდენტურ სამყაროში? მე გამიგია, რომ ის ტყავის ტანსაცმელი, რომელიც ღმერთმა შეუკერა ადამსა და ევას, სწორედ ეს ჩვენი ტყავია, რომელშიაც ვართ ხორციელად მოქცეულები... ფოთოლი სიმბოლურია... ასე რომ, არაფერი ერეტიკოსად არ უნდა მიიჩნიო კაცმა და კარგ თქმას კარგი გამგები უნდა... თან ყველა რელიგიაში არსებობს სიბრძნე... სიბრძნე საერთოდ რომ არ იყოს და სისულელეებით იყოს გადაჭედილი სხვა რელიგიები, ამოდენა ხალხი როგორ ირწმუნებდა? სწავლა ყველაფრიდან შეიძლება.
მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რა არის მართალი და რა - არა. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ. სიბრძნე ზღაპრებშიც ბევრია biggrin.gif.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 6 2010, 04:47 PM

თამარ

ციტატა
ეს წინადადება გულდასმით რომ განვიხილოთ, შეიძლება, ძალიან მშვენივრადაც გავიგოთ.სხვა სხეული რა არის? მაინცდამაინც ბაობაბსა და მანგუსტას ხომ არ ნიშნავს? ადამიანს ხომ გააჩნდა ანგელოზებრივი სხეული, სანამ ცოდვით დაეცემოდა? აბა, ისე როგორ იარსებებდა ტრანსცენდენტურ სამყაროში? მე გამიგია, რომ ის ტყავის ტანსაცმელი, რომელიც ღმერთმა შეუკერა ადამსა და ევას, სწორედ ეს ჩვენი ტყავია, რომელშიაც ვართ ხორციელად მოქცეულები... ფოთოლი სიმბოლურია... ასე რომ, არაფერი ერეტიკოსად არ უნდა მიიჩნიო კაცმა და კარგ თქმას კარგი გამგები უნდა... თან ყველა რელიგიაში არსებობს სიბრძნე... სიბრძნე საერთოდ რომ არ იყოს და სისულელეებით იყოს გადაჭედილი სხვა რელიგიები, ამოდენა ხალხი როგორ ირწმუნებდა? სწავლა ყველაფრიდან შეიძლება.მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რა არის მართალი და რა - არა. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ. სიბრძნე ზღაპრებშიც ბევრია .


როგორ სხეულში გადავა სული ეს სხვა საქმეა და ეგ სიტყვები რეინკარნაციის თეორიას ადასტურებს. ბჰაგავად-გიტაში სხვა და უფრო დამაჯერებელი სიტყვებიცაა მაგასთან დაკავშირებით და თუ გვჯერა რომ მამა გაბრიელმა ეს მართლა თქვა, მაშინ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ღმერთი მარტო ამ სიტყვების კი არა, მთლიანად ბჰაგავად-გიტას უკან დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგმობდა ამ წიგნს.(და თუ სიმართლე გაინტერესებთ ბჰაგავად-გიტა ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგია). მოკლედ ეს რწმენის საკითხია...

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 6 2010, 11:23 PM

უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება:

"მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო

ხოდა ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია)

ის რესტავრატორი დღევანდელი მიტროპოლიტი დავითია(მახარაძე)

http://www.radikal.ru

ციტატა(აკაკი @ Apr 5 2010, 09:09 PM) *

რამდენიმე დღის წინ მომიყვა მამაჩემმა ერთი ისტორია და სასწაული. . .

თურმე ერთხელ მამა გაბრიელი ძონძებში ჩაცმული ვითარცა მათხოვარი (როგორც სალოსებს სჩვევიათ) მისულა ეკლესიის მშენებლობაზე.. და იქ ვინმე რესტავრატორი დაუნახია და მისულა.. გამოელაპარაკა.. ეუბნებოდა: ეს ასე ქენიო, ის ისეო...

ამ რესტავრატორმაც უთხრა: რა გინდა შენო?! დამანებე თავი თუ კაცი ხარო

მამა გაბრიელი კი ისევ ეუბნებოდა: დამიჯერე ეს.. ასე გააკეთეო. .. ვიცი რასაც ვამბობო...

ამ რესტავრატორმაც: გაიყვანეთ რა აქედან ეს მათხოვარი ვიღაცაო...

მოკლედ მამა გაბრიელი მაინც ეუბნებოდა" დამიჯერეო რა ასე გააკეთ.. მოკლედ არ მოეშვა არც მამა გაბრიელი არც ის.. იძახოდა გაიყვანეთ მომაშორეთო.. გადი ვიღაცა ხარო... ბოლოს და ბოლოს ხელი კრა ამ რესტავრატორმა მამა გაბრიელს და ძირს დავარდა . . .

უცებ წამოდგა მამა გაბრიელი და მივიდა ამ რესტავრატორთან და ეუბნება:

"მეუფეო, რატომ მოექეცი სალოსს ასეო?!" - რესტავრატორი გაოგნებული იყო რას მეუბნებაო ohmy.gif

ხოდა 26 წლის შემდეგ ის ბიჭი ვინმე "რესტავრატორი" დღეს მეუფეა (სახელი არ დაუსახელებია)




პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Apr 18 2010, 12:53 AM

giorgi 7

ციტატა
ის რესტავრატორი დღევანდელი მიტროპოლიტი დავითია(მახარაძე)

შეიძლება. ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმეც არქიტექტორია, ეს ორი მეუფეა არქიტექტორი და ერთ-ერთი იქნებოდა, ვფიქრობდი smile.gif.
ხომ არაფერი გაგიგია, რა ხდება კანონიზაციასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 18 2010, 10:59 AM

თამარ

ციტატა
შეიძლება. ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმეც არქიტექტორია, ეს ორი მეუფეა არქიტექტორი და ერთ-ერთი იქნებოდა, ვფიქრობდი .



თუ ამ ისტორიას ნამდვილად ჰქონდა ადგილი კი.


პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Apr 18 2010, 02:32 PM

ხალხო ხო არ იცით რა ხდება მის კანონიზებასთან დაკავშირებიტ?ხმები გავრცელდა რო მისი საფლავი გაიხსნა? ხო არ იცით ვინმემ რამე?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 18 2010, 04:13 PM

noone__90

ციტატა
ხალხო ხო არ იცით რა ხდება მის კანონიზებასთან დაკავშირებიტ?ხმები გავრცელდა რო მისი საფლავი გაიხსნა? ხო არ იცით ვინმემ რამე?



მე არაფერი გამიგია ამის შესახებ, მაგრამ თუ გაიხსენბა საფლავი და როცა დადგება საკიტხი კანონზაციაზე, გავიგებთ. მე მგონი საერთოდ კანონიზირებასთან დაკავშირებით, გარკვეული წესები მქომედებს. მე მგონი რაღაც წლების გასვლაა საჭირო, რომ ეს საკიტხი დადგეს დღის წესრიგში, გამოკვლევა ცხოვრების და აშ

კარგია კანონისტის აზრი ამაზე, მაგრამ მას ეხლა საპატიო მიზეზი აქვს იმისა რომ ფორუმზე არ ცხადდება და დაგვტოვა გაუნათლებელი smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 19 2010, 10:45 AM

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 18 2010, 10:59 AM) *

თამარ
თუ ამ ისტორიას ნამდვილად ჰქონდა ადგილი კი.


ეგ ამბავი მართლა მოხდა და ეგ ადამიანი მიტროპოლიტი დავითია.


თვის ბოლოს არის სინოდის სხდომა და მამა გაბრიელს შერაცხავენ წმიდანად.


განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის განმარტება(მამა გაბრიელმა განუმარტა მამა კირიონს გარეჯის უდაბნოს მღვდელმონაზონს)

http://www.allshares.ge/download.php?id=0C8B8E9E25

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 19 2010, 11:03 AM

.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 19 2010, 07:11 PM

ციტატა
თვის ბოლოს არის სინოდის სხდომა და მამა გაბრიელს შერაცხავენ წმიდანად.

wub.gif

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 19 2010, 08:59 PM

მოვა თვის ბოლო

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Apr 20 2010, 11:34 AM

giorgi 7
გაიხარე, გიორგი. რაღა დარჩა აგერ, 20 რიცხვია უკვე. smile.gif მაინც კარგია ოფიციალური აღიარება, მე მგონი, ხალხს, ვინც ჯერ კიდევ რაღაცა მიზეზების გამო დაეჭვებულია, ეჭვის საბაბი მოეხსნება. მათთვის არის კარგი.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 20 2010, 12:00 PM

ციტატა
თვის ბოლოს არის სინოდის სხდომა და მამა გაბრიელს შერაცხავენ წმიდანად.


ნამდვილად ?
უეჭველი ?
smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Apr 20 2010, 02:19 PM

თამარ

ციტატა
მე მგონი, ხალხს, ვინც ჯერ კიდევ რაღაცა მიზეზების გამო დაეჭვებულია, ეჭვის საბაბი მოეხსნება. მათთვის არის კარგი.

+1 მეც ასე ვფიქრობ. მე არც არასდროს ემპარვია ეჭვი მის წმიდანობაში და საერთოდ ვთვლი, რომ ადამიანი წმიდანი არ ხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც მისი კანონიზირება მოხდება, ის წმიდანია ღვთის წინაშე გაცილებით ადრე. ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდანვე, ან ჩასახვის დღიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებებით, მერე ადამიანებმაც აღიარეს ისინი წმიდანებად.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 20 2010, 05:09 PM

ალალად გეტყვით რომ ერთი პერიოდი ეჭვები მქონდა მარა პირი არ დამიღია ზოგიერთივით და სხვისი ცდუნება არ მომდომებია და ვაი მას ვინც ამ ეჭვებს ჩემში გაღვიძებისკენ უბიძგა!

მადლობა ღმერთს მომეხსნა ეს ეჭვები უფრო და უფრო და წმინდანადაც რო შერაცხავენ მითუმეტეს კაი იქნება ბევრისთვისაც

კარგი იქნება მამა გაბრიელის ტროპარი და ხატი wub.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 20 2010, 08:20 PM

llaasshhaa
მთავარია ახლა კარგად ხარ smile.gif kiss1.gif
ძალიან გამიხარდა მეც თუმცა მის სიწმინდეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი,ბერი გაბრიელის საფლავის ზეთით რამდენიმე წლის წინ ბაბუას მოსაჭრელი და მოტეხილი(უკვე ხრწნადი) ფეხი მოურჩა.მამა გაბრიელის სიყვარულს და ნუგეშს დღემდე ვგრზნობ და გული სითბოთი მევსება,სითბოთი და სიყვარულით დაუტევნელი და დიდი სიყვარულით smile.gif

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Apr 21 2010, 01:13 PM

ძალიან ცოტამ იცის, ვინ იყო მამა გაბრიელი. მე ვერ დავიკვეხნი, რომ მე ვიცი... წლების წინ ჩემმა უფროსმა ვაჟიშვილმა მოიტანა სახლში ზეთი, "მამა გაბრიელის ზეთიაო". მერე, აღარც მახსოვს, როდის შეეხო ჩემს გულს პირველად. მგონი გაზეთში ვნახე სტატია. თანდათან გამოჩნდა, რამდენად ახლოს ყოფილა თურმე.
მამა გაბრიელის ჩემთვის გაცნობაში მთავარი მისია შეასრულა მისმა მოწაფემ, აღზრდილმა და მემკვიდრემ, მისმა სულიერმა შვილმა, ბერმა ნიკოლოზმა, რომელსაც მამა გაბრიელი ასეთი სიტყვებით მიმართავდა: "შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარ, არ მიმატოვო, შვილო", და რომელსაც სამთავროში მის ფეხებთან ეძინა მთელი ის წლები, რაც მამა გაბრიელი სამთავროში მოღვაწეობდა. ყველაზე უკეთ ის იცნობს მამა გაბრიელს და მის სწავლებებს. იგი გადის მსგავს გზას, როგორც მისი დიდი მასწავლებელი - რთულსა და ეკლიანს, ვიწროს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2010, 01:27 PM

ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ახლახანს მოხდა.

ჩემი სიძის მეგობარი მამა გაბიელს პირადად იცნობდა. რამდენიმე თვის წინ მანქანით თავისი მეუღლე მიჰყავდა სადღაც. ყურში რამდენჯერმე ჩაესმა მამა გაბრიელის სიტყვები: "მიწა მომიტანე". ცოლი უკან მოაბრუნა, თვითონ კი მიწის საყიდლად წავიდა.

როცა სამთავროში მივიდა, ჭიშკართან დედა პარასკევა შეეგება და ჰკითხა: "მიწა მოიტანე?" გაოცებულმა ბიჭმა უთხრა რომ მოიტანა მიწა და რა ხდებაო? დედა პარაკსევამ კი აუხსნა, რომ რუსეთიდან მომლოცველები იყვნენ და მამა გაბრიელის საფლავის მიწა სულ წაიღესო...


ასეთ სასწაულებსაც ახდენს მამა გაბრიელი smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 21 2010, 09:01 PM

მამა გაბრიელის შერაცხვით ახალი ეტაპი იწყება

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 21 2010, 09:15 PM

giorgi 7
?????????????????????????????????????????

პოსტის ავტორი: giorgi 7 თარიღი: Apr 22 2010, 07:30 PM

........................გამგები გაიგებს....................

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 22 2010, 07:35 PM

giorgi 7

saidumlo.gif friends.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 22 2010, 07:42 PM

ციტატა(giorgi 7 @ Apr 21 2010, 08:01 PM) *

მამა გაბრიელის შერაცხვით ახალი ეტაპი იწყება

rolleyes.gif მართალი ხარ გიორგი მართალი...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Apr 23 2010, 04:03 PM

რა ეტაპი? გაგვარკივეთ გაუნათლებელნი biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: murzaqan თარიღი: Jun 17 2010, 10:23 PM

ვაა, ატმანს გაუმარჯოს!

თამარ, როგორ ბრძანდებით?

დიდი ხანია აქეთკენ არ შემოვსულვარ. რაც მამა გიორგიზე მორიგი თემა რაღაც გაუგებარი მიზეზით მიახურეს, ცოტა გული ამიცრუვდა.

პოსტის ავტორი: glaxun თარიღი: Aug 1 2010, 05:37 PM

გამარჯობათ კეთილო ხალხო . გუშინ ჩემმა მეგობარ ანნას ვესაუბრებოდი და მკითხა მამა გაბრიელის საფლავზე ხარ ნამყოფიო ? და მე უპასუხე კი ორეჯერთქო და მან მითხრა რომ მე ხსჰირად დავდივარ და იქ უდიდეს შვებას ვგრდზნობო და შენც ხშირად უნდა იაროვო და მან ან ფორუმის ლინკი მომცა რომ წამეკიხა.

გუშინ კიხვაში გავათენე . აქ წაკითხულმა გამიდზლიერა მამა გაბრიელისადმი რწმენა და სიყვარული და რა თქმა უნდა უფლისადმი

უბრალოს იმას ვერ ვხვდები აქამდე რატომ არ რაცხავენ ოფიციალურად წინდანად ? მაგრამ ერთ მეც ვიცი და მჯერა ისევე როგორც თქვენ ყველას რომ მამა გაბრიალი სიჭმინდის მე მჯერა მჯერა!

მადლობა უფალს! მადლონა მამა გაბრიალს! და მადლობა ტქნე კეტილო ხალხო ამ ყველაფრისთვის

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 2 2010, 12:38 AM

glaxun

ციტატა
უბრალოს იმას ვერ ვხვდები აქამდე რატომ არ რაცხავენ ოფიციალურად წინდანად ? მაგრამ ერთ მეც ვიცი და მჯერა ისევე როგორც თქვენ ყველას რომ მამა გაბრიალი სიჭმინდის მე მჯერა მჯერა!



ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხვა, წმინდანად არ ხდის ადამიანს, უბრალოდ, კანონიზაცია ხდება. მამა გაბრიელი ალბათ, არის უკვე უფალთან. როცა დრო მოვა და აუცილებლობა მოითხოვს, მოხდება კიდეც კანონიზაცია. ეხლა მე მგონი საჩქარო არაფერია. ისედაც, ბევრი ემოციაა ხალხში მამა გაბრიელის სახელთან.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 2 2010, 12:43 AM

10. ქალაქში დადის ხმა, თითქოს მამა გაბრიელის საფლავის გახსნა მოხდება ამაწლის სამშაბათს, გთხოვთ გვიპასუხოთ, შეგვეძლება თუ არა დავესწროთ ამ ისტორიულ მოვლენას?

მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ. სამთავროს დედათა მონასტერი მამა გაბრიელის ცხოვრებასთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას უახლოეს მომავალში წარუდგენს უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, რომელიც აღნიშნულ მასალას განსახილველად გადასცემს წმინდა სინოდს. ჩვენც, ცხადია დაველოდებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას.

http://samtavro.ge/index.php?m=415

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 4 2010, 10:16 AM

არასოდეს ისეტი სურვილი, როგორც ეხლა მაქვს, არ გამჩენია ბერი გაბრიელის საფლავზე წასვლის.

:კანუდოს, ქვა არ მესროლო, დიაცი ვარ:

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Aug 4 2010, 03:47 PM

http://www.facebook.com/pages/edit/?id=355054287553#!/pages/mama-gabrieliurgebaze/132821560073721 თუ ხართ ფეისბუქზე დააჭირეთ მომწონს.ამ გვერდზე ვრცელდება ბევრი რამ მამა გაბრიელის შესახებ.და თქვენც გაავრცელეთ ეს გვერდი . ინფორმაცია

აღწერა:
ყველაფერი რაც მამა გაბრიელს ეხება
ერთად შევქმნათ მამა გაბრიელის გვერდი!
კახა კენკიშვილი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 4 2010, 11:06 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 4 2010, 10:16 AM) *

არასოდეს ისეტი სურვილი, როგორც ეხლა მაქვს, არ გამჩენია ბერი გაბრიელის საფლავზე წასვლის.

:კანუდოს, ქვა არ მესროლო, დიაცი ვარ:

რატომ უნდა გესროლო? მეც ვყოფილვარ საფლავზე და მით უმეტეს უშუალოდ მასთანაც ვყოფილვარ

უბრალოდ ყველას თავისი აზრი აქვს და ამ აზრთა სხვადასხვაობაც აუცილებელია

მე მაგალითად არ მჯერა რომ ის სიტყვები, რომლებიც სახარებაშია - რომ მემთვრალენი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს - გაბიელს არ ეხება. მგონია, რომ გამონაკლისი არ არის არც სალოსი და არც "უბრალო" მოკვდავი

ახლა არ მინდა: ის ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავის თავში ამპარტავნება ჩაეკლაო სხვების მიერ მისი განკითხვის გზით, რადგან სახარებაში ისიც წერია, რომ "ვისგანაც ცდუნება შემოდის..." - ანუ თუ ამდენი ადამიანი ცდუნდება მამა გაბრიელის ქმედების - ვითომ სპეციალურად განხორციელებული ლოთობის გამო, მაშინ ამ შეთხვევაშიც ეწინააღმდეგება მამა გაბრიელი სახარებას

მოკლედ ჩემთვის სახარებაა მთავარი და რატომღაც ვერ ვხედავ ასეთი სალოსობის გამართლებას - მომიტევეთ

არაფერს აღარ ვამბობ მონაზვნებისთვის სასტიკად უშვერი სიტყვების ძახების თაობაზე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 5 2010, 12:11 AM

კანუდოსელი

ციტატა
ანუ თუ ამდენი ადამიანი ცდუნდება მამა გაბრიელის ქმედების - ვითომ სპეციალურად განხორციელებული ლოთობის გამო,



რითი ცდუნდა?

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Aug 5 2010, 12:59 AM

კანუდოსელი


ციტატა
მე მაგალითად არ მჯერა რომ ის სიტყვები, რომლებიც სახარებაშია - რომ მემთვრალენი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს - გაბიელს არ ეხება. მგონია, რომ გამონაკლისი არ არის არც სალოსი და არც "უბრალო" მოკვდავი


შენ გჯერა,რო ადამიანი,რომელიც ვერ ცხონდა,სიკვდილის მერე მსგავს სასწაულებს მოახდენს?

ციტატა
არაფერს აღარ ვამბობ მონაზვნებისთვის სასტიკად უშვერი სიტყვების ძახების თაობაზე


მასე მეც გამლანძღა მოძღვარმა სასტიკი სიტყვებით,უზომოდ დავბრკოლდი,თუმცა გავიდა რამოდენიმე საათი და შევიცანი მაშინდელი ჩემი მოხიბლული მდგომარეობა,და მივხვდი რატომაც მლანძღა იმდენ ხალხში smile.gif

ნუ ნება შენია გჯერავს,თუ არა smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 5 2010, 02:53 PM

კანუდოსელი

ციტატა
ანუ თუ ამდენი ადამიანი ცდუნდება მამა გაბრიელის ქმედების - ვითომ სპეციალურად განხორციელებული ლოთობის გამო

შეგიძლია დაასახელო ერთი შემთხვევა მაინც, რომ მამა გაბრიელის რომელიმე ქმედების გამო ვინმე ცდუნდა? ოღონდ ნამდვილად მორწმუნე ადამიანი და არა ისეთი, მოდის გულისთვის რომ შევა ეკლესიაში, პირჯვრის გადაწერის რომ რცხვენია, ვინმემ არ დამინახოსო და ჩუმად რომ იწერს თან არასწორად და ამობრუნებული ჯვარი რომ გამოდის.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 5 2010, 03:52 PM


საინტერესო საკითხია ჩემთვისაც და გაურკვეველი.
ერთი მხრივ - აღსრულებული სასწაულები.
მეორე მხრივ - ფაქტი, რომ ადამიანი სვამდა, თვრებოდა.
შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა, რათა არ გაბრწყინებულიყო და ა.შ.
და ისიც არ მგონია, რომ სალოსი იყო. სალოსობა ცოტა სხვა რამეა.

მოკლედ, ღმერთმა მომიტევოს, თუ რამეს არასწორად ვამბობ.
სურვილი ერთი მაქვს : ჭეშმარიტების დადგენის.

რაღაც ვეღარ მოვიცალე თუ მოვახერხე, ნამდვილად კომპეტენტურ პირს რომ დავკითხვოდი.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 5 2010, 05:14 PM

noone__90

ციტატა
შენ გჯერა,რო ადამიანი,რომელიც ვერ ცხონდა,სიკვდილის მერე მსგავს სასწაულებს მოახდენს?

არა მარტო სიკვდილის შემდეგ. სიცოცხლეშიც.

მამა გაბრიელის მორჩილი, მონაზონი პარასკევა, იგონებს:”მძიმედ სნეული გაბრიელ ბერი საწოლში იწვა, როდესაც მითხრა:
-ახლა შავნაბადაზე მივდივარ.
მე ვიფიქრე ხუმრობს მეთქი. ცოტა ხნის მერე ჩემდა უნებურად შევეკითხე:-იყავი შავნაბადაზე?
-ვიყავი, ყველანი კარგად არიან და ტრაპეზობდნენ.
-შენ არ გამოჩნდი მეთქი?-ვკითხე.
-არაო,-მიპასუხა, თან დაამატა:-რომ დავენახე გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. ამასთან მეც არ მინდოდა გამოჩენა.
-მამა შიო(შავნაბადას მონასტრის წინამძღვარი) რას აკეთებდა-მეთქი?-ვკითხე-ხალხს ითვლიდაო,-მიპასუხა.
რამდენიმე დღის შემდეგ მამა შიო მოვიდა გაბრიელ ბერის სანახავად. მას შემდეგ რაც ერთმანეთი მოიკითხეს, მამა შიოს ვკითხე, ბევრნი იყვნენ თუ არა შავნაბადას მონასტერში, რაზედაც მიპასუხა:-რა ვიცი, იმდენი მიდიან და მოდიან, რომ ვეღარ ვგებულობ. მხოლოდ ტრაპეზზე ვითვლი ხალხსა.
მამა გაბრიელმა ჩემს კითხვასა და მამა შიოს პასუხზე ღიმილით გადმომხედა და მითხრა:მცდიი.
სხვა დროს როცა მითხრა:-მარტყოფის მონასტერში მივდივარო,- გაკვირვებით და ინტერესით დავუწყე ყურება. ნახევარი საათის მერე ვკითხე:-იყავი-მეთქი? მიპასუხა: ვიყავიო. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მონასტრულიო. იმ კაცმა გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დასტოვა მონასტერი”.
წიგნიდან”ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე”.

გაბრიელ ბერთან სენაკში ცოლ-ქმარი იჯდა. ქალი ფეხმძიმედ იყო. ბერმა უთხრა:”ბავშვს ყველაფერი ესმის, ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთო”.ქმარმა უპასუხა:კედლის იქით რასა ლაპარაკობენ არ მესმის და ბავშვი მუცელში რას გაიგებსო.”მაშ არ გჯერათ?!” შეტრიალდა მამა გაბრიელი და ბავშვს მიმართა:”ყრმაო შენ გეუბნები, არ გესმის ღვთის სიტყვა?!” ბავშვმა ისეთი ტემპით დაიწყო მოძრაობა, ქალმა ვეღარ მოითმინა და ბერს სთხოვა გარეთ გავალო.
”ბერის დიადემა”

იშვიათად,მაგრამ მაინც იყო შემთხვევა, როდესაც მამა გაბრიელი მის მიერ მომხდარი სასწაულის გამოცხადებას არ ერიდებოდა.
ერთ-ერთი მრევლი ასეთ ამბავს იხსენებს:ერთხელ მამა გაბრიელმა მე და ჩემს შვილს გვთხოვა ღამით მის სენაკში დარჩენა.ჩემს გოგონას თავისი ტახტი დაუთმო, თვითონ პირდაპირ ქვის იატაკზე დაწვა,მე სკამზე ჩამოვჯექი.
შუაღამისას თაფლის სანთელი მომცა და მითხრა ლოცვა დაიწყეო.სამი საათი იქნებოდა ვიხილე საოცრება,ისეთი საწაული ვნახე ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე.
გაიღო ბერის სენაკის კარები და შემოვიდა 12 მოციქული ერთად. თეთრი, ბრწყინვალე სამოსი ეცვათ, თოვლზე უფრო ქათქათა,გაოცებულს, რომ შემომხედა,მამა გაბრიელმა მაშინვე მანიშნა, ნუ გეშინიაო, ისინი სათითაოდ საუბრობდნენ. მაგრამ მე ვერ ვგებულობდი. პეტრე მოციქულს ხელში სამოთხის გასაღები ეჭირა და ამით ვიცანი, ხოლო პავლეს კი-წიგნი.
ასე გავხდი ღირსი ამ დიდი სასწაულისა, რომელიც ღმერთმა გაბრიელ ბერის მადლიანი ლოცვით მიჩვენა.
წიგნიდან ”ბერის დიადემა”.

ამაზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 5 2010, 05:20 PM

lamara
ohmy.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 5 2010, 08:10 PM

ციტატა(lamara @ Aug 5 2010, 02:53 PM) *

კანუდოსელი

შეგიძლია დაასახელო ერთი შემთხვევა მაინც, რომ მამა გაბრიელის რომელიმე ქმედების გამო ვინმე ცდუნდა? ოღონდ ნამდვილად მორწმუნე ადამიანი და არა ისეთი, მოდის გულისთვის რომ შევა ეკლესიაში, პირჯვრის გადაწერის რომ რცხვენია, ვინმემ არ დამინახოსო და ჩუმად რომ იწერს თან არასწორად და ამობრუნებული ჯვარი რომ გამოდის.

თქვენი ჭირიმე, ჯერ ის გაარკვიეთ რომ პირჯვრის გადაწერაში ამობრუნებულ-ჩაბრუნებულის ძიება უცნაური რეალობა რომაა მართლმადიდებლობაში და გაბრიელზე მერე ვისაუბროთ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 5 2010, 08:18 PM

terra

ციტატა
და ისიც არ მგონია, რომ სალოსი იყო. სალოსობა ცოტა სხვა რამეა.



იცნობდი?

იცი რა, არ მოწმონს გადაჭარბებული დამოკიდებულება მამა გაბრიელის მიმართ და ეს ხმამაღალი აჟიოტაჟი, მარა არ მომწონს ჩვენი არასწორი დამოკიდებულების გამო და არა მამა გაბრიელის გამო. საწაულებზე მონადირეებს რომ ვგვარათ.

მარა, შენ იცნობდი მამა გარბიელს, რა იცი მისი ცხოვრების შესახებ?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 5 2010, 08:18 PM

ჩემი აზრით არ გვაქვს იმის უფლება განვსაჯოთ მამა გაბრიელის ცხოვრება და პიროვნება. უფალმა უწყის ვინ ვინაა.
ამ თემაში კი ბევრი ვართ ვინც მამა გაბრიელს პატივს მიაგებს და გულ ნუ ვატკენთ ეჭვებითა და განსხვავებული პირადი დამოკიდებულების დაფიქსირებით.
იმედი მაქვს არც მიწყენთ და გამგები სწორადაც გამიგებს smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 5 2010, 08:39 PM

lingvo

ციტატა
ამ თემაში კი ბევრი ვართ ვინც მამა გაბრიელს პატივს მიაგებს

მართლა ბევრნი ვართ?

კანუდოსელი
ციტატა
თქვენი ჭირიმე, ჯერ ის გაარკვიეთ რომ პირჯვრის გადაწერაში ამობრუნებულ-ჩაბრუნებულის ძიება უცნაური რეალობა რომაა მართლმადიდებლობაში

მართლმადიდებლობაში არააა გაურკვევლობა. რასაც ვგულისხმობდი აქ არის ნათქვამი:

http://exe.ge/index.php?newsid=24963

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 5 2010, 11:47 PM

ციტატა(lamara @ Aug 5 2010, 08:39 PM) *

მართლმადიდებლობაში არააა გაურკვევლობა. რასაც ვგულისხმობდი აქ არის ნათქვამი:

როდესაც პატრიარქს შეამჩნევთ გადმობრუნებულ ჯვარს, ეს საკითხი მერე განვიხილოთ...ოღონდ მერე არ იყოს: ის პატრიარქია biggrin.gif

ციტატა(lingvo @ Aug 5 2010, 08:18 PM) *

ჩემი აზრით არ გვაქვს იმის უფლება განვსაჯოთ მამა გაბრიელის ცხოვრება და პიროვნება. უფალმა უწყის ვინ ვინაა.
ამ თემაში კი ბევრი ვართ ვინც მამა გაბრიელს პატივს მიაგებს და გულ ნუ ვატკენთ ეჭვებითა და განსხვავებული პირადი დამოკიდებულების დაფიქსირებით.
იმედი მაქვს არც მიწყენთ და გამგები სწორადაც გამიგებს smile.gif

გვაქვს, რადგან ყოველი სული გამოსცადეთო - ამბობს პავლე მოციქული
კითხვა თქვენ: დავუჯეროთ მოციქულს?

ციტატა(noone__90 @ Aug 5 2010, 12:59 AM) *

შენ გჯერა,რო ადამიანი,რომელიც ვერ ცხონდა,სიკვდილის მერე მსგავს სასწაულებს მოახდენს?

არ მჯერა
და სახარების სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ მეპარება

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 6 2010, 10:08 AM

კანუდოსელი

ციტატა
როდესაც პატრიარქს შეამჩნევთ გადმობრუნებულ ჯვარს, ეს საკითხი მერე განვიხილოთ...ოღონდ მერე არ იყოს: ის პატრიარქია


თუ შეამჩნიე, უწმიდესს უჭირს მოძრაობა, ასე, რომ ცინიზმი იქით იყოს!
ციტატა
გვაქვს, რადგან ყოველი სული გამოსცადეთო - ამბობს პავლე მოციქულიკითხვა თქვენ: დავუჯეროთ მოციქულს?


ამას მხოლოდ მაშინ შეძლებს ადამიანი, როცა მსხვა ადამიანის სულში ჩახედვა იქნება შენთვის შესაძლებელი, როცა ის დაინახავს სხვა ადამიანის გრძნობებს, აზრებს... ეს ნიჭი ღმერთმა რომ მოგმადლოს დიდი ღვაწლია საჭირო a075.gif

ციტატა
არ მჯერა და სახარების სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ მეპარება


ძლივს რაღაცაში არ დაგვეთანხმე smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 6 2010, 11:13 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 5 2010, 08:18 PM) *

terra
იცნობდი?

პირადად - არ. მეგობრები იცნობდნენ ჩემი.

ციტატა(lingvo @ Aug 5 2010, 08:18 PM) *

ჩემი აზრით არ გვაქვს იმის უფლება განვსაჯოთ მამა გაბრიელის ცხოვრება და პიროვნება.

მართალი ხარ, არ გვაქვს უფლება განვსაჯოთ,
მაგრამ გვაქვს უფლება - ვიმსჯელოთ, სიყვარულით და პატივისცემით.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 6 2010, 12:37 PM

თუკი ეგზალტირებული მრევლის მოთხოვნა დაკმაყოფილება
ფაქტია რომ გამოჩნდებიან ეკლესიაში ისინი ვინც თავის ლოთობას გაამართლებს,
რაც შეეხება სასწაულებს, სასწაულებზე დახარბებულებს მინდა ვუთხრა რომ ეშმაკისთვის ეს ხილვები და მოლანდებები ადვილი გასაკეთებელია რომ საცდურში შეიყვანოს
სულიერად დაბალ საფეხურზე მდგომი გაუნათლებელი მცირედ მორწმუნენი,
ჯერ მარტო ის ნახეთ რა კატეგორიის ხალხი მოითხოვს მის წმინდანად შერაცხვას და დასკვნაც გააკეთეთ,
ერთმა თქვა ახალი ეტაპი იწყებაო---კიიი, ახალი ეტაპი დაიწყება დეგრადაციისკენ,

ღმერთმა დაგვიფაროს და საღი გონება მოგვცეს უფალმა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 6 2010, 12:39 PM


წავიდა თავის მართლება biggrin.gif

ციტატა(lamara @ Aug 6 2010, 10:08 AM) *

თუ შეამჩნიე, უწმიდესს უჭირს მოძრაობა, ასე, რომ ცინიზმი იქით იყოს!

ადრინდელი ვიდეო მასალები ნახეთ და მიხვდებით, რომ როცა არ უჭირდა მაშინაც "სცოდავდა" (?) biggrin.gif
პ.ს.
აქ ცინიზმი ერთადერთი მეთოდია

ციტატა(lamara @ Aug 6 2010, 10:08 AM) *

ამას მხოლოდ მაშინ შეძლებს ადამიანი, როცა მსხვა ადამიანის სულში ჩახედვა იქნება შენთვის შესაძლებელი,

ყოველი სული გამოსცადეთ - სრულებით არ გულისხმობს რაღაც მისტიურ ძალას - ისევ პავლე მოციქულს დაუჯერეთ და ნუ იგონებთ უახლეს აღთქმას...
გამოსცადე სული ნისნავს შეადარე ადამიანის ქმედება სახარებისეულ ჭესმარიტებას. იქ საყოველთაო დარიგების ხასიათი აქვს ამას და არა განსაკუთრებულობის, ასე რომ სახარება და ისევ სახარება
პ.ს.
ახლა წავა: რავა პროტესტანტივით იქცევი biggrin.gif


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Aug 6 2010, 12:55 PM

კანუდოსელი

ციტატა
წავიდა თავის მართლება biggrin.gif



ციტატა
პ.ს.
აქ ცინიზმი ერთადერთი მეთოდია


smile.gif



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 6 2010, 01:14 PM

კანუდოსელი


კანუდოს, სინოდს თავმჯდომარეობ?

რაც არ უნდა ვტქვათ მამა გაბრიელზე, ცხადია, რომ გამორჩეული პიროვნება იყო და ბერი იყო მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ასეთი ცნება არ არსებობდა. კგბ-ს აგენტი იყო და ბერად იმიტომ აღიკვეცაო, ეს ჯერ არ უთქვიათ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 6 2010, 01:20 PM

მხევალი ნინო
ვერ გავიგე რას გულისხმობ სინოდის ჩემეულ თავმჯდომარეობაში?

ნუთუ უფლება არ მაქვს ვთქვა რასაც ვფიქრობ...აკი ისიც დავწერე რომ აზრთა სხვადასხვაობას მივესალმებითქო...

მე ჩემი ხედვა მაქვს ამ საკითხისადმი, ხედვა, რომელსაც ემოციებზე არ ვაფუძნებ, არამეტ ვცდილობ წმინდა წერილზე დავაფუძნო

რამე პრობლემაა?
თუ სინოდი რამეს გადაწყვეტს, ეს მერე ვილაპარაკოთ, სხვათა შორის, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს ერის პოზიციაც კანონიზაციისას...ასე რომ ჩემი პოზიცია, თუმცა უმცირესობაშია, მაინც გასათვალისწინებელია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 6 2010, 01:26 PM

კანუდოსელი

ციტატა
ნუთუ უფლება არ მაქვს ვთქვა რასაც ვფიქრობ...აკი ისიც დავწერე რომ აზრთა სხვადასხვაობას მივესალმებითქო...



კი,აზრს უფლება ნამდვილად გაქვს, თუნდაც მცდარის.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 6 2010, 01:29 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2010, 01:14 PM) *

რაც არ უნდა ვტქვათ მამა გაბრიელზე, ცხადია, რომ გამორჩეული პიროვნება

უპირობოდ

ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2010, 01:14 PM) *

ბერი იყო

გეთანხმები

აქამდე ნორმალურია biggrin.gif
აი,მერე ურევ
ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2010, 01:14 PM) *

მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ასეთი ცნება არ არსებობდა.

მასიურად შეიძლება არა (არც ახლაა შუა საუკუნეების დროინდელი პროცენტი), მაგრამ პატრიარქი ვინ იყო მაშინ? კაზინოს მოთამაშე? biggrin.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2010, 01:14 PM) *

კგბ-ს აგენტი იყო და ბერად იმიტომ აღიკვეცაო, ეს ჯერ არ უთქვიათ.

ეს რა შუაშია?



ციტატა
კი,აზრს უფლება ნამდვილად გაქვს, თუნდაც მცდარის.

კი, ზუსტად, მაგრამ იქნებ დამისაბუთოთ, ეს სიმცდარე და დავდუმდები biggrin.gif

პ.ს.
სხვათა შორის უდაოდ ვაჟკაცი ადამიანი იყო...ამ მხრივ დიდ პატივისცემას იმსახურებს. ამაზე არაფერს ვამბობ
არ გამოვრიცხავ რომ სასუფეველშია...მაგრამ სასუფეველში უფრო ბევრია, ვიდრე კანონიზირებულების რაოდენობა და ამას თავისი პედაგოგიური (არა მარტო) შინაარსი აქვს. სასუფეველში ხვდებიან ადამიანები უფლის წყალობით და ხშირად მათი ცხოვრება არაა სამაგალითო, ამიტომ არც ხდება მათი კანონიზირება. ეს უკანასკნელი საჭიროა მაშინ, რომ ადამიანებმა ისწავლონ კანონიზირებულის ცხოვრებიდან უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ჭეშმარიტებები.
არ მგონია სიმთვრალე და გინება, რაც ასე ხშირი იყო მამა გაბრიელის ცხოვრებაში - სამაგალითო ყოფილიყო....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Aug 6 2010, 01:42 PM

კანუდოსელი

ციტატა
ეს რა შუაშია?



რა ვიცი, ბევრზე მაგასაც ამბობენ ხოლმე, ბერად ამიტომ და იმიტომ აღიკვეცაო. გაბრიელის შემთხვევაში, ბერობას საფუძვლად ვინმეს მსახურება არ ედო.

ციტატა
მასიურად შეიძლება არა


არა თუ მასიურად, თითზე ჩამოსათლელი იყო და არა მხოლოდ გაბრიელის დროს, არამედ, ჩემს ბავშვობაშიც კი, ბერად აღკვეცა ან დიდ სულიერ ტრამვას მიეწერებოდა, რომლის ფონზეც ადამიანი ცოტა არ იყოს გაგიჟდა, ან მხოლოდ სიგიჟეს : ))))



ციტატა
სხვათა შორის უდაოდ ვაჟკაცი ადამიანი იყო



ნამდვილად.

ციტატა
არ გამოვრიცხავ რომ სასუფეველში



მეც ასე ვფიქორბ.

კანუდოს, აქ ის კი არაა მტავარი, რომ გაბრიელი ეწეოდა ან სვვადა, არამედ, ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც იმაზე უფრო კატეგორიულია და თითქმის მქადაგებლური, ვიდრე მხოლდო აზრი. ანუ, რისი თქმა მინდა, აზრი გექნება ცხადია რამეზე, მით უფრო ასე თუ ისე იცნობდი გაბრიელს, მაგრამ ჯერ ერთი სრულყოფილად საჭიროებს მისი ცხოვრება გამოკვლევას და ამას დრო უნდა, ბევრი რამეა, რაც შენ არ იცი. მეორე, უზომოდ კატეგორიული ხარ. ეს კი მე პირადად არასწორი მგონია, რაგან შენ ყველაფერი არ იცი მისი ცხოვრებიდან, ისე როგორც მე. მე ვფიქორბ, რომ გაბრიელი იყო გამორცეული ადამიანი, ჩვენგან განსახვავებული, ჩვენგან განსხვავებული და გაცილებით დიდი ღვაწლით. ყურადღებას იმსახურებს იმ მხრივ, რომ ჩვენი დროის, ანუ თანამედროვე ბერი იყო და შესაბამისად, ჩემთვის საინტერესო, რადგან იცოდა ჩვენი საუკუნის ცდუნებები და ცხოვრების წესი და ჰქონდა დიდი სულიერი გამოცდილება, რადგან როგორც მახსოვს 40 წელი იყო ბერად ,,ნამუშევარი,, biggrin.gif

წმინდანად შერაცხავენ თუ არა, ეს არ ვიცი და მაღღალი გითხრა, ამ ზედმეტი ყურადღების და გაფეტიშების გამო, ნამდვილად არც კი მინდა. ცოტა გამაღიზიანებელია. თუმცა მე ვინ მეკითხება.

მოკლედ, ზედმეტი კატეგორიულობა არ მომწონს. სულ ეს არის. ყველაფერს ჭირდება დრო და კარგად გამოკვლევა.

არც ზედმეტი გაფეტიშება შეიძლებ, მარა გადაირია ხალხი ამ სასწაულებით.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 6 2010, 01:53 PM

მხევალი ნინო
კატეგორიული სად ვარ?

აბა მითხარი, რა მოგეჩვენა კატეგორიულად?
სახარების ტექსტებზე აპელირება თუ სხვა რამ?

კატეგორიული ვარ როცა ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ მის წმინდანობას?
გამაგიჟებ

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 6 2010, 01:58 PM

http://www.facebook.com/pages/mama-gabrieliurgebaze/132821560073721?ref=ts

http://www.facebook.com/video/video.php?v=113107712074906&ref=mf

აქაც შეიხედეთ ბერ საინტერესოს ნახავთ

პოსტის ავტორი: ekushax თარიღი: Sep 11 2010, 02:43 PM

მე უკვე ვტირი,ზალიან მიყვარს ბერი გაბრიელი,ზალიან და მცამს მისი... გული მიკვნესის,რამდენად ცოდვიანი დავდივარ ამ დედამიცზე...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Sep 11 2010, 04:11 PM

ციტატა
ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან)


კარგით რა ხალხო, აღარ დაიღალეთ?..

იქნებ ვცადოთ და მამა გაბრიელის სულიც მოვასვენოთ და ჩვენც დავისვენოდ...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 11 2010, 04:17 PM

აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ხდება :
ადამიანთა დიდი სიმრავლე, ვინც მამა გაბრიელს წმინდანად თვლის, შესაბამისად, არ ლოცულობს მისი სულის საოხად,
არამედ, იქეთ ევედრებიან საკუთარი სულის შეწევნას.
ამ დროს კი, შეიძლება, უჭირს მამა გაბრიელის სულს და ჩვენი ლოცვა და შეწევნა სჭირდება.
ამიტომ, დაველოდოთ ოფიციალურ კანონიზაციას და ეკლესიის პრეროგატივებს ნუ ავიღებთ საკუთარ თავზე.
ერთია სურვილი ჩვენი და მეორეა რეალობა.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 11 2010, 05:02 PM

ბერ გაბრიელზე რაცაა გამოცემული წიგნები, რომელი ჯობია ყველას?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 13 2010, 06:54 PM

ციტატა
ანუ თუ ამდენი ადამიანი ცდუნდება მამა გაბრიელის ქმედების - ვითომ სპეციალურად განხორციელებული ლოთობის გამო,

როგორც წმინდა ეგნატეს უწერია
ცდუნება არის ფარისეველების თვისება -
ისიც ცდუნდებოდნენ როცა ქრისტე "არღვევდა" შაბათს და კურნავდა ხალხს

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Sep 13 2010, 08:16 PM

Crazy Soul

ციტატა
ბერ გაბრიელზე რაცაა გამოცემული წიგნები, რომელი ჯობია ყველას?

ვფიქრობ ის იქნება საუკეთესო კონკრეტული ადამიანისათვის, რომელიც მის სულთან მივა ახლოს, ფაქიზად შეარხევს სიმს, დაანახებს რა არის კარგი და რა ცუდი, მიახვედრებს საით წავიდეს, რისკენ ისწრაფოს, რას განეშოროს. საერთოდ ყველა წიგნი ასე უნდა შევარჩიოთ მგონი. თუ წიგნში ვერ ამოვიკითხეთ სულისათვის სასარგებლო რამ, ასეთი წიგნის კითხვისათვის დრო არ უნდა დავკარგოთ. არ მეთანხმებით?

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 08:21 PM

lamara

ციტატა
ვფიქრობ ის იქნება საუკეთესო კონკრეტული ადამიანისათვის, რომელიც მის სულთან მივა ახლოს, ფაქიზად შეარხევს სიმს, დაანახებს რა არის კარგი და რა ცუდი, მიახვედრებს საით წავიდეს, რისკენ ისწრაფოს, რას განეშოროს. საერთოდ ყველა წიგნი ასე უნდა შევარჩიოთ მგონი. თუ წიგნში ვერ ამოვიკითხეთ სულისათვის სასარგებლო რამ, ასეთი წიგნის კითხვისათვის დრო არ უნდა დავკარგოთ. არ მეთანხმებით?


რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ რა ვიცი რომელი წიგნი შეარხევს ჩემს სულს? მაგიტომაც ვიკითხე, რომელი ჯობია ზოგადი აზრით-მეთქი.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 13 2010, 08:22 PM

Crazy Soul
ამიტო ყველა წაიკითხე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Sep 14 2010, 04:02 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 6 2010, 01:29 PM) *


არ მგონია სიმთვრალე და გინება, რაც ასე ხშირი იყო მამა გაბრიელის ცხოვრებაში - სამაგალითო ყოფილიყო....

ჩემთვის სამაგალითოა.
და პირველივე უახლოეს შემთხვევასი ასე მოვიქცევი.
ohmy.gif

პოსტის ავტორი: ekushax თარიღი: Sep 15 2010, 09:21 PM

მაინტერესებს,მამა გაბრიელის საფლავი თუ გახსნეს?

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Sep 16 2010, 03:00 AM

მამა გაბრიელი რომ აკურთხა დიაკვნათ ნიკოლოზ ბერეკაშვილმა რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მაგ პიროვნებაზე, ის კარგათ ვიცი რომ მიტრამოსილ პროტოპრესვიტელი იყო წოდებით

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Feb 1 2011, 12:26 AM

მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის საკითხი რა ეტაპზეა?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 04:18 AM

ციტატა(Atman @ Dec 18 2009, 11:20 AM) *


გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი (რასელისტი) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ამის შემდეგ გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე.


ეს სიცრუეა...

რადგან არასწორადაა მოყოლილი ისტორია... არც ერთი იაღოველი არ იტყვის: "მხოლოდ 144 000 გადავრჩებით"-ო... მიზეზი ისაა, რომ 144 000 კი არა უამრავი ადამიანი შეიძლება ცხონდეს იაღოველთა გაგებით... და რა დასაბნევი ეგ იყო, როცა აბსოლუტურად არასწორად ესმის ადამიანს იდეა 144 000-ისა? შეცდომებზე როგორ უნდა მიგითითოს ვინმემ როცა არ ესმის ის საკითხი რაზეც მიგითითებს?

აი ამის მერე როგორ დავიჯერო რომ ამ ისტორიებიდან რასაც წერთ ყველაფერი მართალია? განა ამით სახელი არ უტყდება ყველა გადმოცემას რომელიც აქ იწერება?

ეს არის მოყოლილი იმ ადამიანისა, ვისაც არ ესმის იაღოველთა სწავლება და ცდილობს მამა გაბრიელზე და მათზე რაღაც კარგი მოსასმენი ისტორია შეთხზას...

პ.ს. ბოდიში მომითხოვია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ძალიან უყვარს მამა გაბრიელი, მაგრამ ტყუილი არის ტყუილი...

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Feb 1 2011, 10:11 AM

ციტატა
Otherguy

აუ შეგიძლია ძალიან მარტივად ჩამომიყალიბო შენი ამ ფორუმზე აქტიურობის მიზანი, აი ისე ძალიან მარტივად შენივე სიტყვებით, თორე უკვე მაგარი დავიბენი, რას ითხოვ ვეგარ გავიგე, საით მიდიხარ, მართლმადიდებლებისგან რა გინდა, რას ითხოვ. იქნებ შენი მიზანი თუ გვეცოდინება მერე უკვე კონკრეტული მიმართულებით ვიმუშაოთ შენტან და შენც წაგადგეს და ჩვენც, თორე ისე ძაან გაურკვევლობაში ვარ, პირადად მე smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 10:14 AM

ციტატა(Funkenstein @ Feb 1 2011, 10:11 AM) *

აუ შეგიძლია ძალიან მარტივად ჩამომიყალიბო შენი ამ ფორუმზე აქტიურობის მიზანი, აი ისე ძალიან მარტივად შენივე სიტყვებით, თორე უკვე მაგარი დავიბენი, რას ითხოვ ვეგარ გავიგე, საით მიდიხარ, მართლმადიდებლებისგან რა გინდა, რას ითხოვ. იქნებ შენი მიზანი თუ გვეცოდინება მერე უკვე კონკრეტული მიმართულებით ვიმუშაოთ შენტან და შენც წაგადგეს და ჩვენც, თორე ისე ძაან გაურკვევლობაში ვარ, პირადად მე smile.gif


დაიცა ესეგი რადგან სამართლიანად აღვნიშნე რომ რაღაც სიცრუეა ამიტომ ვიღაცის აგენტი ვარ ან რამე განსაკუთრებული მისია მაქვს ამ ფორუმზე?

რაც მანდ წერია არის სიცრუე და თქვენ აქ მკითხველებს სულ არ გაღელვებთ, ოღონდ მამა გაბრიელზე კარგი და იაღოველებზე ცუდი წაიკითხოთ და მართალია თუ არა ეს მეასეხარისხოვანია თქვენთვის...

აი ესაა არასწორი საქციელი...

პ.ს. ა უი, დამავიწყდა მეთქვა, თუთბერიძე მიხდის ფულს, სანაცვლოდ მთხოვს ფორუმზე იაღოველები დავიცვა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Feb 1 2011, 10:23 AM

ციტატა
Otherguy

არა ჩემი ინტერესი მართლაც რომ ძალიან ზოგად ხასიათს ატარებდა და აქ მამა გაბრიელი არაფერ შუაშია, ისე ძალიან დამაინტერესა შენმა ქაოტურმა "მოღვაწეობამ" ამ ფორუმზე smile.gif ნე ეტყობა შენც ბოლომდე არ ხარ ჩამოყალიბებული შენს მიზნებში ან უბრალოდ არ ამხელ smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 10:26 AM

ციტატა(Funkenstein @ Feb 1 2011, 10:23 AM) *

არა ჩემი ინტერესი მართლაც რომ ძალიან ზოგად ხასიათს ატარებდა და აქ მამა გაბრიელი არაფერ შუაშია, ისე ძალიან დამაინტერესა შენმა ქაოტურმა "მოღვაწეობამ" ამ ფორუმზე smile.gif ნე ეტყობა შენც ბოლომდე არ ხარ ჩამოყალიბებული შენს მიზნებში ან უბრალოდ არ ამხელ smile.gif


მოდი პოსტებით ნუ ავავსებთ ამ გვერდს, ნახოს მკითხველმა რაც დავწერე და ობიექტურად შეაფასოს...

მე ვარ ობიექტური აგნოსტიკოსი, რომელსაც მოსწონს ეკლესიის ისტორია და ღვითსმეტყველება, მომწონს ყველაფერი, ერესებიც კი... biggrin.gif მაგრამ არ ვარ მორწმუნე...

მოვრჩეთ ეხლა, ვაცალოთ ხალხს განიხილოს ობიექტურად რაც ზემოთ დავწერე...

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Feb 1 2011, 10:29 AM

ციტატა(Otherguy @ Feb 1 2011, 10:26 AM) *

მოდი პოსტებით ნუ ავავსებთ ამ გვერდს, ნახოს მკითხველმა რაც დავწერე და ობიექტურად შეაფასოს...

მე ვარ ობიექტური აგნოსტიკოსი, რომელსაც მოსწონს ეკლესიის ისტორია და ღვითსმეტყველება, მომწონს ყველაფერი, ერესებიც კი... biggrin.gif მაგრამ არ ვარ მორწმუნე...

მოვრჩეთ ეხლა, ვაცალოთ ხალხს განიხილოს ობიექტურად რაც ზემოთ დავწერე...


მადლობა, აი სულ ეს მაინტერესებდა a075.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2011, 10:51 AM

Otherguy

ციტატა
პ.ს. ბოდიში მომითხოვია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ძალიან უყვარს მამა გაბრიელი, მაგრამ ტყუილი არის ტყუილი...



ნუ, მე ზუსტად არ ვიცი, რომელი სასწაული მოხდა მამა გაბრიელის ხელით ნამდვილად და რომელს იგონებს ხალხი (არც ამისგან ვართ დაზრღვეული), მაგრამ შენ როგორ შეგიძლია ასე დარწმუნებით წერო, ეგ მიკვირს biggrin.gif

გიორგი (მგონი ასე გქვია) რა არის იცი? არ გაგიკვირდეს იეღოველთა სარწმუნოება შენ უფრო კარგა, რომ იცოდე, ვიდრე თავად იეღოველებმა. ვერ ვიტყვი, რომ ღრმა ნაკითხობით და ცოდნით გამოირჩევიან თქო.

ჩვენს ქვეყანაში რელიგიური გრძნობები უცხო არაა. საერთოდ, შინაგანად რელიგიური ხალხი ვართ და ასეთივე ცოვრებას ძალიან მარტივად ვიწყებთ. თუნდაც ეკლესიურობა. ვიღაც გადაწყვეტს , რომ უნდა ეკლესიაში, ცხადია ღვთისმშობელი და ქრისტე ყველამ იცის, ჯვარცმაც იციან, ეკლესიაში უცებ ითყვიან აღსარებას, ეზიარებიან და თითქის ესაა ჩვენი რელიგური ცოდნა + მცირე რელიგიური წიგნები, რომელიც უფრო ჩვენს სულიერ ცხოვრებას ეხება, ვიდრე რელიგიის თეორიას. ამაზე უარესია კიდევ იეღოველებში. არ მინდა ვინმე შეურაცვყო, მაგრამ მე ვინც შემხვედრია, თითქოს ინტელექტითაც ნაკლებად გამორჩეულები იყვნენ. მოკლედ, ორი სიტყვა უთხრეს და იმათამც დაიკმაყოფილეს რელიგური გრძნობები. ხოდა, ნუ გიკვირს, რომ რაღაც 144 000 შენ უფრო კარგად იცოდე (ეს ციფრი ბიბლიაშია და ტომების ჯამს შეადგენს, როგორც მახსოვს), თავისი იდეით უფრო გესმოდეს, ვიდრე იეღოველებს. ან ვინ იცის, ეგებ სწორედ პირდაპირი მნიშვნელობით ესმით. მათ განმარტებები არ უყვართ.

რაც შეეხება გაბიელ ბერს, მას ჰქონდა სასწაულები. მცხეთელი მეგობრები მყავს და მრავალი წლის უკან, მიყვებოდენნ მის მიერ მომხდარ და უშუალოდ მათ თავს გადახდენილ სასწაულებს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 10:55 AM

მხევალი ნინო

არა, გიორგი არა ის! biggrin.gif ლაშა მქვია... smile.gif

144 000-ის დოგმატი სულელურად ჟღერს ისე როგორც ხალხი ამას მიიჩნევს... აბა რა, 5 მილიონი იაღოველია და ერთმანეთს ეჯიბრონ? biggrin.gif

144 000 რასაც ნიშნავს ყველა იაღოველმა იცის... თანაც ეხლა იმის თქმა რომ მამა გაბრიელმა არ იცოდა და ტირილი დაიწყო მცდარი ინფომაციით - ეს სიმართლე გგონია? თუ არ იცოდა არც დაიწყებდა ტირილს...

144 000 არის მათი რიცხვი ვინც ცხონდება და ავა ზეცაში და იქნება სულიერი სხეულით იესოსთან ერთად...

ყველა დანარჩენი ღირსი ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე("მართალნი დაიმკვდირებენ დედამიწას"), ფიზიკური სხეულით...

აი ესაა ამის დოგმატი და ამის მიხედვით სისულელე ჩანს მამა გაბრიელის ტირილი რადგან ჩანს მისი სრული არცოდნა ამ დოგმატისა...

უბრალოდ არ შეიძლება ასე ზღაპრების მოგონება მამა გაბრიელზე რომ მას სახელი უფრო გაუდიდო... ესაა და ეს...


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2011, 11:02 AM

Otherguy

ციტატა
არა, გიორგი არა ის! ლაშა მქვია...



,, არა ის,, არა რა ! : )

ისე მე ამ ფორუმზე ყველას გიორგის ვეძახი : )

ციტატა
144 000 არის მათი რიცხვი ვინც ცხონდება და ავა ზეცაში და იქნება სულიერი სხეულით იესოსთან ერთად...ყველა დანარჩენი ღირსი ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე("მართალნი დაიმკვდირებენ დედამიწას"), ფიზიკური სხეულით...



ხო, მერე რა? ამ ორი წინადადებიდან გამომდინარე, ასეთი იმპერატიული დასკვნა ზედმეტია .იქნებ, იმ ორ ქლს ზაცაში უნდოდა biggrin.gif

ლაშა, სულ ორი სასწაულიც რომ ჰქონდეს გაბრიელ ბერს, ან არც ერთი , ეს ცალსახად არ განსაზღვარვდა მის წმინდანობას. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი რამე დამახინჯებულად იყოს მოტანილი, ბევრს თვითონ ხალხიც ამატებდეს, მაგრამ ასე იმპერატიულად, ტყუილიას ძახილი, ცოტა მეზედმეტება. შეიძლება ეჭვის შეტანა, მაგრამ არა ხმამაღალი განაცხადით ,,ტყუილია ხალხო,, ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 11:06 AM

მხევალი ნინო

ტყუილი რატომაა იცი? smile.gif

ეხლა კათოლიკე დაჯდეს და მომიყვეს:

"ერთხელ კათოლიკე მღვდელთან მივიდა ორი მართლმადიდებელი. კათოლიკემ ტირილი დაიწყო და უთხრა: რატომ არ მიიჩნევთ იესოს ღმერთად?-ო... და მერე ეწეროს რომ კათოლიკემ მოაქცია ისინი კათოლიციზმზე."

და ეხლა ეს რომ წაუკითხო გაუნათლებელ კათოლიკეს, ეგონება, რომ მართლმადიდებლები ამას ქადაგებენ...

იგივეა მამა გაბრიელის შემთხვევაც... სრულად ცალსახაა რომ ეგ ამბავი არის ტყუილი...


ზეცაში სურვილი რატომ უნდა ნდომებოდათ? biggrin.gif იქნებ დედამიწაზე უნდათ ყოფნა, ქმარ-შვილით? biggrin.gif თანაც თავმდაბლობაო რა... biggrin.gif

მოკლედ, მე მხოლოდ ამის თქმა მინდა, რომ ხალხი ცუდ რამეს შვება როცა იგონებს ამგვარ ისტორიებს, სახელს უტეხავს სხვა ისტორიებსაც რომლებიც მართალია...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2011, 11:16 AM

Otherguy

ციტატა
ტყუილი რატომაა იცი?



მოდი ჯერ დასაწყისითვის, ეჭვი შეიტანე. მართალია თუ ტყუილია, იმ ქალებს ზეცა უნდოდათ თუ მიწა, ქმარ-შვილით (თუ ჰაყვდათ საერთოდ) ან მათ გარეშე, ეგ ჩვენ არ ვიცით. იქნებ, 50% ტყუილია სასწაულების და 50% სულაც დაკარგულია. ვინ იცის...

ციტატა
მოკლედ, მე მხოლოდ ამის თქმა მინდა, რომ ხალხი ცუდ რამეს შვება როცა იგონებს ამგვარ ისტორიებს, სახელს უტეხავს სხვა ისტორიებსაც რომლებიც მართალია...



საწულები მოგონება რაღად სჭირდება ამ ხალხს არ ვიცი. ალბათ, რაღაცას მოკრავენ ყურს და რაც დაამახსოვრდებათ მერე იმას ჰყვებიან

kent5
ციტატა
მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის საკითხი რა ეტაპზეა?



წკიპზეა : )))

ცოტა მაცინებს ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება. მოუთმენლად ელით, რომ დაუჯდომელები უკითხოთ, თუ რადგან სასწაულები გესმის, ამიტომ, გეჩქარებთ.

40 წლის შემდეგ რომ მოხდეს, მერე რა? გვაკლია წმინდანები?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 11:20 AM

მხევალი ნინო

არა, მე ეჭვი არ მეპარება რომ ტყუილია, რადგან ამგვარ რამეს არ ქადაგებენ იაღოველები და პირველ რიგში გამოდის მამა გაბრიელს არ სცოდნია თუ რას ქადაგებდნენ... მეორეც გამოდის არც მაგათ არ სცოდნიათ რასაც ქადაგებენ... ორივე შეუძლებელია... ეგ შეიძლება ქართველმა მრევლმა არ იცოდეს სამება რა არის, თორემ იაღოველს ბოლოსდაბოლოს ტრენინგები უტარდებათ... biggrin.gif

აი კენტ5-ს რაც დაუწერე გეთანხმები, ასე რატომ ელიან ვერ გავიგე... წმინდანი თუა მათ თვალში, წმიდანია და მორჩა... მაინც და მაინც წინ მისი ხატი უნდა ედოთ? შერაცხავს თუ არა ეკლესიას მას წმინდანად, მათ რა ხეირი?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2011, 11:24 AM

Otherguy

ციტატა
იაღოველს ბოლოსდაბოლოს ტრენინგები უტარდებათ...



ნუ, თუ ტრეინინგების ფონზე იმ დონეზე არიან, რაც მე მინახია...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 1 2011, 11:34 AM

მხევალი ნინო

მაგას აქვს თავისი მიზეზი... biggrin.gif გათამაშებებს აწყობენ: "ეს ასე გეტყვის, შენ ასე ეტყვი"(სახლში შეშვების იმიტაცია, რომ შეაშვებინონ თავი) და დაზომბირდა ზოგიერთი... არადა ინტელექტია საჭირო პირველ რიგში, თორემ დოგმატები რომ იციან თავიანთი ეს ცხადია...

მოკლედ დამიჯერე ის რაც დასაზუთხია ის იციან და დოგმატები არ შეეშლებათ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2011, 11:46 AM

Otherguy

ციტატა
მოკლედ დამიჯერე ის რაც დასაზუთხია ის იციან და დოგმატები არ შეეშლებათ...



მასე დოგმატები ჩვენ კი ვიცით მამა, ძე და სულიწმინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Feb 21 2011, 06:28 PM

მე, საქირქილოდ არ მიკითხავს, უბრალოდ კანონიზირებაზე იყო ლაპარაკი და ხომ არ იცით რა ეტაპზრა მეთქი. თორე მამა გაბრიელი მე ისე მიყვარს, მეოხია ჩვენი და წმინდანად შერაცხავენ თუ არა ჩემთვის მამა გაბრიელი ის ბერია როგორებიც დღევანდელ საქართველოს ძალიან სჭირდება. mze.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 22 2011, 10:47 AM

Otherguy
შენ რომელი ქვეყნიდან გვესაუბრები? smile.gif
მე პირადად მომისმენია არაერთი იეღოველისგან (ოღონდ ასე 15 წლის წინ) მარტო 144000 გადარჩებაო (ცხადია, იეღოველები იგულისხმებოდნენ). ისე ამ ბოლო დროს მართლა აღარ გამიგია ეგ ფრაზა. ან დათვალეს და მიხვდნენ, რომ აბსურდს ამბობდნენ, ან მე აღარ მისაუბრია დიდი ხანია იეღოველებთან. მაგრამ, ფაქტია, რომ ასეთი მტკიცება იყო მათი მხრიდან. პირდაპირი მოწმე ვარ.

დანარჩენი პოსტები არ წამიკითხავს, მარტო პირველი პოსტის პირველი აბზაცი წავიკითხე. ამიტომ თუ რამე გავიმეორე ან სხვაგან გადავუხვიე, არ გაგიკვირდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: besarion17 თარიღი: Aug 22 2011, 04:16 AM

ციტატა(Otherguy @ Feb 1 2011, 04:18 AM) *

ეს სიცრუეა...

რადგან არასწორადაა მოყოლილი ისტორია... არც ერთი იაღოველი არ იტყვის: "მხოლოდ 144 000 გადავრჩებით"-ო... მიზეზი ისაა, რომ 144 000 კი არა უამრავი ადამიანი შეიძლება ცხონდეს იაღოველთა გაგებით... და რა დასაბნევი ეგ იყო, როცა აბსოლუტურად არასწორად ესმის ადამიანს იდეა 144 000-ისა? შეცდომებზე როგორ უნდა მიგითითოს ვინმემ როცა არ ესმის ის საკითხი რაზეც მიგითითებს?

აი ამის მერე როგორ დავიჯერო რომ ამ ისტორიებიდან რასაც წერთ ყველაფერი მართალია? განა ამით სახელი არ უტყდება ყველა გადმოცემას რომელიც აქ იწერება?

ეს არის მოყოლილი იმ ადამიანისა, ვისაც არ ესმის იაღოველთა სწავლება და ცდილობს მამა გაბრიელზე და მათზე რაღაც კარგი მოსასმენი ისტორია შეთხზას...

პ.ს. ბოდიში მომითხოვია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ძალიან უყვარს მამა გაბრიელი, მაგრამ ტყუილი არის ტყუილი...


მეეჭვება შენ ამბობდე სიმართლეს.
ჩემს უბანში ბევრია იეღოვას მოწმე და როცა სამარშუტო ტაქსს ველოდები ხოლმე მოსვენებას არ მაძლევენ.
მათგანაც მსმენია ამ 144 000-ს შესახებ, ასე რომ ბევრად სარწმუნოა, თუნდაც იმიტომ რომ ბიბლიის ინტერპრეტაცია სათავისოდ კარგად ეხერხებათ.
და ბოლოს, "ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახავთ და სწამთ".
...............................................................................საკუთარ თავზე კი კარგად დაფიქრდი, ღრმად.. dry.gif sad.gif sad.gif

იდეალური საიტია მორწმუნეთათვის სულის საოხად.
ურწმუნოსათვის თვალთა ასახილველად.
მაძიებელთათვის გზისგასაკვალავად.
...................................იხარეთ. :-)

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 22 2011, 05:44 PM

besarion17

144 000-ის შესახებ რომ მსმენია გასაგებია, მაგრამ რას გულისხმობენ მასში ის თუ იცი? smile.gif

თანაც ვინ ვინ და მამა გაბრიელი ვინმეს გადაბირებას ცოდნით და განათლებით კი არა მაქსიმუმ ტირილით, გულჩვილობით და ამგვარი რამეებით თუ შეეცდებოდა... მამა გაბრიელს სად ჰქონდა იმდენი განათლება რაც იეჰოვას მოწმეებს აქვთ?

მარიამი

შეიძლება ადრე მართლაც ფიქრობდნენ ასე, ეხლა რას ფიქრობენ მე ის ვიცი...

პ.ს. იმედია მამა გაბრიელი წმინდანად არ შეირაცხება... ეს ჩემი აზრია...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 23 2011, 11:17 AM

Otherguy

ციტატა
თანაც ვინ ვინ და მამა გაბრიელი ვინმეს გადაბირებას ცოდნით და განათლებით კი არა მაქსიმუმ ტირილით, გულჩვილობით და ამგვარი რამეებით თუ შეეცდებოდა... მამა გაბრიელს სად ჰქონდა იმდენი განათლება რაც იეჰოვას მოწმეებს აქვთ?

მამა გაბრიელი სული წმიდის მადლით იყო განათლებული და ეს განათლება შეუდარებლად მაღლდა დგას იმ ადამიანის განათლებაზე, ვისაც თუნდა მთელი საღვთისმეტყველო ლიტერატურა ქონდეს წაკითხული. წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება გავიხსენოთ. წმიდა წერილი წაკითხული არ ქონდა, მაგრამ სული წმიდის მადლით ზეპირად იცოდა. ასე იყვნენ სხვა მამები.

რასელისტები კი არიან სექტანტები.

ციტატა
პ.ს. იმედია მამა გაბრიელი წმინდანად არ შეირაცხება... ეს ჩემი აზრია...
მამა გაბრიელის სიწმიდეზე მოწმობენ ერის სიყვარული და მრავალი სასწაული.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2011, 01:43 PM

Otherguy

ციტატა
მაგრამ საღვთისმეტყველო საკითხში ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებდა.

რა იცი?
ციტატა
მინდა მამები კი ყოველ დღე კითხულობდნენ ბიბლიას, ზოგმა ზეპირად იცოდა, ასე რომ...

და რა იცი რომ არ იცოდა? რამდენი წლის იყო ბერად რომ აღიკვეცა იცი?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 23 2011, 02:02 PM

ციტატა(ikanosi @ Aug 23 2011, 01:43 PM) *

Otherguy

რა იცი?

და რა იცი რომ არ იცოდა? რამდენი წლის იყო ბერად რომ აღიკვეცა იცი?


მაგ დროს სამღვდელოების განათლება რომ სრული კრახი იყო ეგ კარგად ვიცი... პირადად ბერ გაბრიელზე ვივარაუდე თორემ შეიძლება ცოდნოდა რავი...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 24 2011, 11:04 PM

მამა გაბრიელმა თვითონვე იწინასწარმეტყველა მისი წმინდანად შერაცხვა და აქედან გამომდინარე ეს დრო შორს არ არ არის, ვინაიდან მისი მოძღვრები (არქიმანდრიტი გიორგი მხეიძე და არქიმანდრიტი იოანე მაისურაძე) უკვე შერაცხეს წმინდანებად.(ესეც მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება იყო)

მე ვეღარ გავიგე რა ხდება.
ორი წლის წინ ერთ-ერთ რელიგიურ შეკრებაზე მე ერთმა რელიგიის მასწავლებელმა მითხრა, რომ მამა გაბრიელის საფლავს ერთ კვირაში გახსნიან და წმინდანადაც შერაცხავენო.(ეს ინფორმაცია მას წმ.სინოდის რამდენიმე წევრისგან ჰქონდა).
ამის შემდეგაც ბევრი ალაპარაკდა აი დღეს, აი ხვალ და დღევანდელ დღემდე არაფერი ისმის.

მე პირადად ძალიან ბევრი ეპისკოპოსისა თუ სხვა სასულიერო პირებისაგან მოვისმინე, რომ ეს შორს არაა და ძალიან მალე მოხდება.

მე მახსენდება ასევე მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, როცა ის ამბობს, რომ მე ბოლო ჟამს შემრაცხავენ წმინდანადო და მე ვფიქრობ რომ ამიტომ აჭიანურებს პატრიარქი და წმ.სინოდი წმინდანად შერაცხვას. (ეს ჩემი პირადი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ შემედავებით!)

ბოლოს კი ვიტყვი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წმინდანად შერაცხავენ თუ არა მამა გაბრიელს.
თუ არ არსებობს მამა გაბრიელის ხატი, არსებობს მისი სურათი, რომელიც სასწაულებს ახდენს.
თუ არ არსებობს კანონიკური ლოცვა მამა გაბრიელის მიმართ დაწერილი, ხალხი თავისი სიტყვებით ევედრება მას და მამა გაბრიელიც არ ტოვებს უპასუხოდ მლოცველებს.
იგი ყველა გაჭირვებულს ეხმარება და დიდად ანუგეშებს.

ჩემი აზრით იმიტომ იქნება კარგი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა, რომ ხალხი მის სახელს ისე უდიერად და უპატიოდ აღარ მოიხსენიებს, როგოც ახლა ხდება (თუნდაც ფორუმზე).
იმის მაინც მოერიდებათ, რომ წმინდანადაა კანონიკურად შერაცხული საპატრიარქოს მიერ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 25 2011, 05:45 AM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 24 2011, 11:04 PM) *

მამა გაბრიელმა თვითონვე იწინასწარმეტყველა მისი წმინდანად შერაცხვა

blink.gif
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 24 2011, 11:04 PM) *

მე მახსენდება ასევე მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, როცა ის ამბობს, რომ მე ბოლო ჟამს შემრაცხავენ წმინდანადო

blink.gif რა თავმდაბალი ადამიანი ყოფილა... biggrin.gif


ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 24 2011, 11:04 PM) *


ვინაიდან მისი მოძღვრები (არქიმანდრიტი გიორგი მხეიძე და არქიმანდრიტი იოანე მაისურაძე) უკვე შერაცხეს წმინდანებად.(ესეც მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება იყო)

huh.gif ესენი როდის შერაცხეს წმინდანად?

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 24 2011, 11:04 PM) *

ჩემი აზრით იმიტომ იქნება კარგი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა, რომ ხალხი მის სახელს ისე უდიერად და უპატიოდ აღარ მოიხსენიებს, როგოც ახლა ხდება (თუნდაც ფორუმზე).
იმის მაინც მოერიდებათ, რომ წმინდანადაა კანონიკურად შერაცხული საპატრიარქოს მიერ.


ანუ ამბობ, რომ თუ მე პირადად ვიცნობ კაცს და არასასიამოვნო, უარყოფითი პიროვნებაა, მანამდე მაქვს დრო მასზე ცუდის თქმის სანამ წმინდანად არ შერაცხავენ? მე თუ ვიცნობ, ან ზუსტად ვიცი რას ამბობდა და აკეთებდა, არ მაინტერესებს ვინ შერაცხა იგი წმინდანად...

ანუ ვამბობ, რომ ვინც ზუსტად იცის თუ როგორი პიროვნება იყო იგი, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საპატიარქო რას იზამს...

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 25 2011, 08:46 AM

http://www.youtube.com/watch?v=cEGyLRvCoT8&feature=related

ესაა ქრისტიანობა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 25 2011, 09:45 AM

ამ თემას ქვია "ეპიზოდები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან" და თუ შეიძლება როგორც ერთმა ისე მეორე მხარემ თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისაგან. იმდენი გაუცნობიერებელი რაღაც იწერება, რომ ვეღარ იგებს ადამიანი სადაა ქრისტიანობა.

ციტატა
მე მახსენდება ასევე მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, როცა ის ამბობს, რომ მე ბოლო ჟამს შემრაცხავენ წმინდანადო


ამ ფრაზამ მეც დამაბნია და შეიძლება კდიევ ერთხელ გთხოვთ, ნუ წერთ გაუცნობიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ უთქვამს მამა გაბრიელს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ რასაც მიაწერენ ისიც არ უთქვამს.

არც ერთ უდიდეს მამას მსგავსი რაღაც არ უთქვამს და გარდაცვალების წინ ყველა იმას სთხოვდა უფალს, რომ თუნდაც ერთი დღე მიეცა მისთვის ცოდვათა მოსანანიებლად.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოთოკეთ ემოციები და შემოიფარგლეთ თემის შინაარსით და თუ შეიძLება წერილობითი წყაროები მოიტანეთ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 25 2011, 04:15 PM

Otherguy

ციტატა
რა თავმდაბალი ადამიანი ყოფილა...

შენ ხო არაფერი გეშლება, უკვე ნამეტანის უფლებებს აძლევ შენ თავს!
შენი დასაცინი ვინცაა იმას დასცინე.
ყველას თვისი აქ მისახედი რა, ხოდა...
აღარ მინდა შეურაცხყოფებზე გადავიდე და აწი გაითვალისწინეთ. წმინდანთა შეურაცხყოფას სხვანაირი შეურაცხყოფით ვუპასუხებ.
ციტატა
ანუ ამბობ, რომ თუ მე პირადად ვიცნობ კაცს და არასასიამოვნო, უარყოფითი პიროვნებაა, მანამდე მაქვს დრო მასზე ცუდის თქმის სანამ წმინდანად არ შერაცხავენ? მე თუ ვიცნობ, ან ზუსტად ვიცი რას ამბობდა და აკეთებდა, არ მაინტერესებს ვინ შერაცხა იგი წმინდანად...

შენ შეგიძლია ასე იაზროვნო, არაა პრობლემა. ვისაც ოდნავი პატივისცემა მაინც აქვს წმ. სინოდის აზრისა და გადაწყვეტილებისა, შენნაირად არ იმსჯელებს ამ კონკრეტულ საკითხში.
ისე გარკვეულწილად სწორიც ხარ, ზოგს სულ ახატია სინოდის აზრი და ისე გათავხედდება, რომ ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციებისთვისაც გამოიყენებს.
ასე შორს წავალთ!
ქართველი კაცი რომ მამა გაბრიელს გინებას დაუწყებს, დასცინებს და კადნიერად მოიხსენიებს, ასეთი ქართველისაც!
სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! განა ასე დავეცით?
ციტატა
ესენი როდის შერაცხეს წმინდანად?

2001 წელს
ციტატა
ანუ ვამბობ, რომ ვინც ზუსტად იცის თუ როგორი პიროვნება იყო იგი, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საპატიარქო რას იზამს...

ეგ მისი პრობლემაა.
განა საპატრიარქოზე კარგად ვინმე შეისწავლიდა მის პიროვნებას?
რო წაიტლიკავენ ხოლმე ენას-ეს ისეთი იყო, ამას აკეთებდა, ამას ამბობდა, ასეთი პიროვნება თვითონ უკვირდება რას ამბობს და რას აკეთებს?
წმინდანს განიკითხავს და კიდე აქეთ შეგჭამს!


sandro40
ციტატა
http://www.youtube.com/watch?v=cEGyLRvCoT8&feature=relatedესააესაა ქრისტიანობა?

როგორ?
თუ მამა გაბიელზე ამბობ, მისნაირი ქრისტიანობის და სიწმინდის მეათედი ინატროს ბევრმა.
(მე მეათედიც არ მინდა)


afxazi
ციტატა
ამ თემას ქვია "ეპიზოდები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან" და თუ შეიძლება როგორც ერთმა ისე მეორე მხარემ თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისაგან.

ბევრს მართლა შესაკავებელი აქ და მიაყენონ!
ციტატა
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ უთქვამს მამა გაბრიელს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ რასაც მიაწერენ ისიც არ უთქვამს.

და რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
იქნებ თვითონ ვერ უგებ მის სიტყვებს?
არასწორია სინამდვილის მხოლოდ ზედაპირულად, ფაქტებით შეფასება.
მერე რა რომ ეს თქვა? უბრალოდ წინასწარ განჭვრიტა მისი წმინდანად შერაცხვა როგორც წინასწარმეტყველმა, თორემ მამა გაბრიელისთვის რა მნიშვნელობა აქვს შერაცხავენ თუ არა წმინდანად?
აი ამაზე მიპასუხოს ყველამ, ვისაც მამა გაბრიელის ეს სიტყვები არ მოსწონს:მამა გაბრიელისთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა შერაცხავენ თუ არა მას წმინდანად?
იგი უკვე ჩაეხუტა მის საყვარელ უფალს და რაში ჭირდება მიწიერად შერაცხვა? ეს ისევ ჩვენთვის იქნება კარგი.


როგორც დედა პარასაკევა ამბობს:"მამა გაბრიელი ჯერ-ჯერობით საპატრიარქოს მიერ არ არის ოფიციალურად წმინდანად შერაცხული, მაგრამ იგი ღმერთმა შერაცხა წმინდანად. ღმერთს რომ არ შეერაცხა, ასეთი სასწაულები და კურნებები არ აღესულებოდა მის მიერ. ამას ამბობს მრავალი სამღვდელო თუ საეპიკოპოსო პირი, რომ მამა გაბრიელი არის ნამდვილად წმინდა მამა, რომელიც ღმერთმა შერაცხა წმინდანად."

აბა ეხლა თქვენ იცით, დედაოსაც დაუწყეთ სწავლება სწორად თქვა თუ არა ეს სიტყვები და საერთოდ, უნდა ეთქვა თუ არა.


პ.ს.შეიძლება ამ პოსტის გამო გაფრთხილება, ან ბანიც კი მომცენ, მარა არაუშავსsmile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 03:47 AM

GIORGI LELUASHVILI

არც ერთ წმინდა მამას არ უთქვამს მსგავსი რამ რაც შენ რომ გკითხო მამა გაბრიელმა თქვა... ერთადერთი ღვთისმშობელმა თქვა: "ნეტარად შემრაცხავს მოდგმა"-ო და სხვა არავის, მამა გაბრიელი თუ ღვთისმშობლის დონეზეა არ ვიცი...

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 26 2011, 09:28 AM

ციტატა(afxazi @ Aug 25 2011, 09:45 AM) *

ამ თემას ქვია "ეპიზოდები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან" და თუ შეიძლება როგორც ერთმა ისე მეორე მხარემ თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისაგან. იმდენი გაუცნობიერებელი რაღაც იწერება, რომ ვეღარ იგებს ადამიანი სადაა ქრისტიანობა.
ამ ფრაზამ მეც დამაბნია და შეიძლება კდიევ ერთხელ გთხოვთ, ნუ წერთ გაუცნობიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ უთქვამს მამა გაბრიელს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ რასაც მიაწერენ ისიც არ უთქვამს.

არც ერთ უდიდეს მამას მსგავსი რაღაც არ უთქვამს და გარდაცვალების წინ ყველა იმას სთხოვდა უფალს, რომ თუნდაც ერთი დღე მიეცა მისთვის ცოდვათა მოსანანიებლად.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოთოკეთ ემოციები და შემოიფარგლეთ თემის შინაარსით და თუ შეიძLება წერილობითი წყაროები მოიტანეთ.

http://www.youtube.com/watch?v=cEGyLRvCoT8&feature=related

აქ ამ სიტყვებს არ ამბოს მაგრამ არც არაფერი უკლლია smile.gif

შემომეხვივნენ როგორც ქრისტეს

პოსტის ავტორი: Qetuta თარიღი: Aug 26 2011, 09:56 AM

გამარჯობათ, გილოცავთ ყველას მამა გაბრიელის დაბადების დღეს smile.gif ხომ არ იცით მამა გაბრიელის მიერ თბილისში აშენებული ეკლესია სად მდებარეობს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 12:01 PM

Otherguy

ციტატა
არც ერთ წმინდა მამას არ უთქვამს მსგავსი რამ რაც შენ რომ გკითხო მამა გაბრიელმა თქვა...

მე კიდევ ერთხელ გეკითხები:მამა გაბრიელისთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა შერაცხავენ თუ არა მას წმინდანად?
ჯერ ისიც დასაზუსტებელია თქვა თუ არა რომელიმე წმინდანმა, მაგრამ მამა გაბრიელმა რომ თქვა მერე რა?

sandro40
ციტატა
აქ ამ სიტყვებს არ ამბოს მაგრამ არც არაფერი უკლლია შემომეხვივნენ როგორც ქრისტეს


თქვენ მამა გაბრიელს თავმდაბლობას ასწავლით?
ასწავლით იმას რა უნდა თქვას?
ეხლა რომ კომფორტულად ზიხართ სახლებში, მამა გაბრიელს მთელი 15 წელი სასაფლაობზე ჰქონდა გატარებული. იქ ცხოვრობდა. საჭმელს სანაგვეებზე პოულობდა.
იცით როგორი თავმდაბალი იყო? როცა ვინმეს განკურნავდა, განკურნებულის ახლობლებს ეუბნებოდა, ეხლა ამა და ამ მოძღვართან უნდა წაიყვანოთ, რომ საბლოოდ იმის ლოცვამ განკურნოსო. როცა იმ მოძღვართან მიიყვანდნენ, მოძღვარი გაკვირვებული ამბობდა, ამ პიროვნებას განსაკურნებელი აღარაფერი სჭირსო.
ხედავთ? მადლობასაც კი არ ათქმევინებდა განკურნებისათვის. სხვასთან გზავნიდა, რომ მათ მამა გაბრიელის განკურნებული არ ჰგონებოდათ.
ჯერ ის მაინც გაიხსენეთ რამდენ დაცინვას, ტანჯვას და გინებას ითმენდა.
ჩვენ იმის მეათედსაც კი ვერ ვითმენთ და აქ მამა გაბრიელს განვიკითხავთ!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მამა გაბრიელი სალოსი იყო. გესმით ეს რას ნიშნავს? საერთოდ წაკითხული გაქვთ მან სალოსობით რამდენი რამის გადატანა შეძლო?
მამა გაბრიელმა მაშინ, როცა ხალხს პირჯვრის გადაწერისაც კი ეშინოდა, საკუთარ სახლში ააშენა ეკლსია, რომელიც სამჯერ დაუნგრიეს და სამჯერვე ხელახლა ააშენა.
იმ დროს როცა ხალხი ლენინს აკერპებდა, მინისტრთა საბჭოს შენობაზე, პირდაპირ პარადზე დაწვა ლენინის 12 მეტრიანი სურათი. მერე იცით რა უქნეს?
17-გან ჰქონდა თავი გატეხილი, ნეკნები ჩამტვრეული და როგორც მკვდარი, ისე წაიღეს იქედან.
ასეთ რამეს გააკეთებთ?

და კიდევ მამა გაბრიელს ასწავლით თავმდაბლობას!
არ გრცხვენიათ?

იმას რომ უსმენთ, როგორც ქრისტეს, ისე შემომესივნენო, რატომ იმას აღარ უსმენთ მერე რა ქნა?



Qetuta
ციტატა
გამარჯობათ, გილოცავთ ყველას მამა გაბრიელის დაბადების დღეს


გაიხარე, დიდი მადლობაsmile.gif
შეგეწიოს მამა გაბრიელი.
ციტატა
ხომ არ იცით მამა გაბრიელის მიერ თბილისში აშენებული ეკლესია სად მდებარეობს?

თეთრიწყაროს ქუჩა, 11 ნომერი.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 01:44 PM

სანამ კამათობთ, არ ჯობდა გაგერკვიათ თქვა თუ არა გაბრიელმა თავის წმინდანად შერაცხვაზე ნამდვილად რამე? ეგრევე მტკიცებულებების და სარწმუნო წყაროების გარეშე რომ პაექრობთ. smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 01:49 PM

georgios

ციტატა
სანამ კამათობთ, არ ჯობდა გაგერკვიათ თქვა თუ არა გაბრიელმა თავის წმინდანად შერაცხვაზე ნამდვილად რამე?

დიახ, ნამდვილად თქვა.
შენც მაგარი ხარ, აბა ჩვენ ხო არ მოვიგონებდით?
ციტატა
ეგრევე მტკიცებულებების და სარწმუნო წყაროების გარეშე რომ პაექრობთ.

რა მტკიცებულებების გარეშე, მის წიგნებში წერია.
ზუსტად იმ წიგნებში, საიდანაც მამა გაბრიელის შესახებ ვიცით.
რა, ტყუილი დაწერეს მისმა სულიერმა შვილებმა?
ვისაც არ აწყობს მამა გაბრიელის ეს სიტყვები, იმასაც იტყვის, ტყუულიაო. რა პრობლემაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 01:52 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
დიახ, ნამდვილად თქვა.
შენც მაგარი ხარ, აბა ჩვენ ხო არ მოვიგონებდით?


არ გინახავს მრევლში რაიმე ჭორი ან არასწორი ინფორმაცია გარცელებულიყოს?

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 26 2011, 02:09 PM


georgios

ციტატა
არ გინახავს მრევლში რაიმე ჭორი ან არასწორი ინფორმაცია გარცელებულიყოს?


გულით ვისურვებ რომ ეს ჭორი და არასწორი ინფორმაცია იყოს smile.gif


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 02:33 PM

georgios

ციტატა
არ გინახავს მრევლში რაიმე ჭორი ან არასწორი ინფორმაცია გარცელებულიყოს?

მაშინ გამოდის ყველაფერი ჭორი ყოფილა, რაც მამა გაბრიელის წიგნებში წერია.
ეს ჭორი ვერ იქნება, რადგან თუ კონტექსტს წაიკითხავ, იმ კონტექსტში ამბობს, რომ:
"ჯერ ჩემ მოძღვარს შერაცხავენ წმინდანად და მერე მე"-ო.
გამოდის, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, რომელიც მისი სულიერი მოძღვრების წმინდანად შერაცხვას შეეხებოდა, ეგეც ჭორი ყოფილა.

lasha_k
ციტატა
გულით ვისურვებ რომ ეს ჭორი და არასწორი ინფორმაცია იყოს

რატო ლაშა, რა პობლემას ხედავ ამ სიტყვებში?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 02:41 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მე კიდევ ერთხელ გეკითხები:მამა გაბრიელისთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა შერაცხავენ თუ არა მას წმინდანად?

ადამიანი, თუნდაც წმინდად მცხოვრები, წინასწარ რომ ხედავს საკუთარ თავს წმინდანად, თან 100%-ით, ეს უკვე პრობლემაა.
გიორგი, ძალიან კარგი ბიჭი ჩანხარ და მესმის, რომ მამა გაბრიელი გიყვარს,
ვენაცვალე მაგის სულს, კარგი კაცი იყო, მაგრამ, თუ ნამდვილად თქვა ასეთი რამ,
მე დადებითად ვერ შევხედავდი მსგავს მოვლენას.
შეიძლება ვცდები, მაგრამ, ასე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 02:52 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 26 2011, 12:01 PM) *



:მამა გაბრიელისთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა შერაცხავენ თუ არა მას წმინდანად?



ღორმუცელა , ჯიპების მოყვარული ,და გარეგინას ინტერესების გამტარებელი ეპისკოპოსები თუ არ აღიარებენ მის წმინდანობას ამით მამა გაბრიელს არაფერი აკლდება smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:02 PM

terra

ციტატა
ადამიანი, თუნდაც წმინდად მცხოვრები, წინასწარ რომ ხედავს საკუთარ თავს წმინდანად, თან 100%-ით, ეს უკვე პრობლემაა.

აი მთელი პრობლემა!
და რა იცი, ან საიდან დაასკვენი რომ ასე ხედავს თავის თავს?
მამა გაბიელი თვითონ ამბობდა:როცა ჩემ სალოსურ ქმედებებზე ხალხი იცინის, მაშინ ვხვდები რა ნაგავიც ვარ
და გინდა თქვა, რომ საკუთარ თავს 100%-იან წმინდანად ხედავს?
გგონიათ სხვა წმინდანებმა (მით უმეტეს წინასწარმეტყველებმა) არ იცოდნენ, რომ მათ ხალხი წმინდანებად შერაცხავდნენ?

.zakaria.

ციტატა
ღორმუცელა , ჯიპების მოყვარული ,და გარეგინას ინტერესების გამტარებელი ეპისკოპოსები თუ არ აღიარებენ მის წმინდანობას ამით მამა გაბრიელს არაფერი აკლდება

შენ გაიხარეthumbs.gif

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 26 2011, 03:03 PM

GIORGI LELUASHVILI

გიორგი smile.gif

ისიც გასათვალისცინებელია რომ ბერი გაბრიელი სალოსი იყო და სრულიად შესაძლებელია რო რაც თქვა (თუ თქვა) სხვა აზრი და სხვა მნიშვნელობა იდო ამ სიტყვებში...

ბერი გაბრიელი ისე მოგაჩვენებდა თავსრომ მაგ კაცზე იტყოდი ლოთიაო ან მარხვაში ხორც ჭამსო ეს სრულებით მისასალმებელია მის საქციელში რადგან ვინმეს არ ეთქვა ნახე რა მაგარიაო (ამპარტავნებაში არ ჩავარდნილიყო)

მაგრამ კაცი რომელიც იძახის მე წმინდანი გავხდებიო ამას ვერაფერი ვერ მოვუძებნე თუ რა იგულისხმა ბერმა...მხოლოდ ერთი დამრჩენია ვთქვა რომ ეს კაცი რა ამპარტავანი კაცი ყოფილაო

პეტრე მუციქულმა არ ჩათვალა ღირსად ჯვარზე ქრისტეს მსგავსად გაკრულიყო
არ ვარ მე ამის ღირსიო...ხედავ რამხელა თავმდაბლობააა? პეტრემაც კი არ ჩათვალა ღირსად და დავიჯერო ბერი გაბრიელი უფრო აღმატებული იყო პეტრეზე?

წმინდა რა არის? ის ვინც საერთოდ არ ცოდავს ხომ ეგრეა? ....და ბერი გაბრელი დავიჯერო საერთოდ უცოდველი იყო? არ რათქმა უნდა ისიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ გულმოწყალე ქრისტე პატიობს მას ცოდვებ ანუ ეს წყალობა საჩუქარივით აძლევს მორწმუნეებს....მაგრამ ეს საჩუქარი უნდა დაიმსახურო თავმდაბლობით სიკეთით და სიყვარულით რომ ქრისტემ გაპატიოს ეს ცოდვები

ეხლა რა ხდება ბერი გაბრიელი ცოდავდა და თან იძახდა წმინდანი გავხდებიო ამაზე უდიდესი ამპარტავნება რა უნდა იყოს?

არცერთ წმინდანს არ უთქვამს მე წმინდანი გავხდებიო არამედ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ღმერთს ებარებოდნენ...რას ნიშნავს ებარებოდნენ...ქრისტეს აბარებდნენ თავიანთ თავებს რომელიც ადამიანები უძლურნი იყვნენ ყველა წმინდა მამა ქრისტეს წაყალობას სთხოვდნენ....

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 03:05 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა

მაშინ გამოდის ყველაფერი ჭორი ყოფილა, რაც მამა გაბრიელის წიგნებში წერია.
ეს ჭორი ვერ იქნება, რადგან თუ კონტექსტს წაიკითხავ, იმ კონტექსტში ამბობს, რომ:
"ჯერ ჩემ მოძღვარს შერაცხავენ წმინდანად და მერე მე"-ო.
გამოდის, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, რომელიც მისი სულიერი მოძღვრების წმინდანად შერაცხვას შეეხებოდა, ეგეც ჭორი ყოფილა.


შენ სიტყვა "ყველაფერს" ხმარობ. მე არ მითქვამს, რომ თუკი რამე თქმულა და დაწერილა გაბრიელზე, ყველაფერი არ იქნება მართალი. მაგრამ მრევლში ინფორმაციის დამახინჯებაც სავსებით შესაძლებელია.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეთქვა. ინტერნეტში ასევე წავაწყდი ადრე ვიღაცის ნაწერს, წყარო საერთოდ არ იყო მითითებული, სადაც მოყოლილი იყო, რომ ბერი გაბრიელი ამბობდა: "მე ვარ ანი და ჰოე..."
არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა.
ამაზე იქვე მოსაზრებებიც ეწერა, რომ რადგან ეს თავად უფლის სიტყვებია საკუთარი არსის შესახებ, თავად ღმერთი ლაპარაკობოდაო გაბრიელის ენით...
რა ვიცი...

ციტატა
რატო ლაშა, რა პობლემას ხედავ ამ სიტყვებში?


ზოგადი მიდგომა ის არის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალიან თავშეკავებით ეკიდებიან ისეთ განცხადებებს, როგორიც არის "მე წმინდანად შემრაცხავენ" და მსგავსი გამონათქვამები. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, რომლის გამო მართლმადიდებლური ეკლესია აკრიტიკებს კათოლიკეების წმინდანებს, მაგალითად ფრანჩესკო ასიზელს, რომელიც აცხადებდა სიკვდილამდე, რომ მან წაშალა თავისი ყველა ცოდვა, ან კატარინა სიენელს, რომელსაც ასევე საკმაოდ ქედმაღალი განცხადებები ახასიათებდა, ასევე ტერეზა ავილელი. მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს წმინდა მამათა ერთი დიდი შეგონებით: ჭეშმარიტი თავმდაბლობა საკუთარ თავს თავმდაბლად ვერ ხედავს. ბიბლიური პატრიარქები და დიდი მამები ბოლომდე თავს იმდაბლებდნენ და უღირსად თვლიდნენ.

თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ გაბრიელი სალოსი იყო...

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 26 2011, 03:05 PM

.zakaria.

ციტატა
ღორმუცელა , ჯიპების მოყვარული ,და გარეგინას ინტერესების გამტარებელი ეპისკოპოსები თუ არ აღიარებენ მის წმინდანობას ამით მამა გაბრიელს არაფერი აკლდება smile.gif


რა შუაშია აქ ვინმე აღიარებს თუ არ აღიარებს ბერ გაბრიელს წმინდანად?

ყველა უკლებკლი ყველა ადამიანი ვინც ღმერთთან სამოთხეში ხვდება წმინდანები არიან smile.gif

სავალალო მდგომარეობა ის არის რომ მამა გაბრიელმა თქვა ყველაზე დიდი ამპარტავნული სიტყვა "მე წმინდანი გავხდებიო" აი ეს არის პრობკლემა და არა ვინმე აღიარებს თუ არა

ბერ გაბრიელს მე უდიდეს პატივს ვცემ ამიტომ ეს სიტვა რაც მამა გაბრიელზე ამბობენ გულით და სულით მინდა რომ ჭორი იყოს

ან იქნებ მართლა თქვა ეგ სიტყვა მაგრამ მერე დავით მეფსალმენესავით მოინანია რაც თქვა ჩვენ ხომ არ ვიცით ეეგ? ამიტომ ამის აღიარება რმ ნახე მამა გაბრიელმა რამაგარი სიტყვები წარმოთქვა "წმინდანად აღიარებენ" არ მიმაჩნია გამართლებულად მართლმადიდებლურ მრწამში

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:09 PM

.zakaria.

ციტატა
ღორმუცელა , ჯიპების მოყვარული ,და გარეგინას ინტერესების გამტარებელი ეპისკოპოსები თუ არ აღიარებენ მის წმინდანობას ამით მამა გაბრიელს არაფერი აკლდება


გაფრთხილება.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:09 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
და რა იცი, ან საიდან დაასკვენი რომ ასე ხედავს თავის თავს?

აბა რას ნიშნავს სიტყვები :
ციტატა
მე მახსენდება ასევე მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, როცა ის ამბობს, რომ მე ბოლო ჟამს შემრაცხავენ წმინდანადო
?
ანუ ამბობს, რომ პოტენციური წმინდანია.

ციტატა
გგონიათ სხვა წმინდანებმა (მით უმეტეს წინასწარმეტყველებმა) არ იცოდნენ, რომ მათ ხალხი წმინდანებად შერაცხავდნენ?

ნამდვილად არ ვიცი და საინტერესოა, თუ გაქვს მსგავსი ფაქტები და ვიმსჯელოთ.
კიდევ ვიმეორებ - შეიძლება ჩემი დამოკიდებულება მცდარია.
ამიტომ - ვიმსჯელოთ. მშვიდად და სიყვარულით smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:10 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
შენ გაიხარე


გეტყობათ როგორ პატივს სცემთ მამა გაბრიელს. იმიტომ კი არ გინდათ ის წმინდანადთ შერაცხონ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი პროგნოზები გამართლდეს და ამით თავი მოიწონოთ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:12 PM

ციტატა(lasha_k @ Aug 26 2011, 03:05 PM) *


სავალალო მდგომარეობა ის არის რომ მამა გაბრიელმა თქვა ყველაზე დიდი ამპარტავნული სიტყვა "მე წმინდანი გავხდებიო" აი ეს არის პრობკლემა და არა ვინმე აღიარებს თუ არა

და მერე შენ რა რო ეგრე თქვა? შენთვის პირადად რა პრობლემაა მაგის ნათქვამი? რა დაბრკოლდი? თუ პროსტა ნსჯი მამა გაბრიელს, შენ ხომ იცი რომ ამპარტავნება მეტ ნაკლები დოზით ყველა ადამიანშია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:14 PM

მე აღარ მსუს ამ თემაში საუბის გაგრძელება.
უფალმა განსაჯოს ყველას პოზიცია-ვინაა მტყუანი და ვინ მართალი.

ვერ ჩაწვდომიხართ მამა გაბრიელსა და მის სიბრძნეს.
არ შეგრცხვეთ მერე ამის, როცა მამა გაბრიელს შეხედავთ.

afxazi

ციტატა
იმიტომ კი არ გინდათ ის წმინდანადთ შერაცხონ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი პროგნოზები გამართლდეს და ამით თავი მოიწონოთ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:15 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:10 PM) *


გეტყობათ როგორ პატივს სცემთ მამა გაბრიელს. იმიტომ კი არ გინდათ ის წმინდანადთ შერაცხონ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი პროგნოზები გამართლდეს და ამით თავი მოიწონოთ.

აჰა მობრძანდა მომავალი წმინდანიც tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:15 PM

GIORGI LELUASHVILI

ხო დამცინე და მართლა ეგრეა. მომიტევეთ მაგრამ სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:15 PM

lasha_k

ციტატა
ისიც გასათვალისცინებელია რომ ბერი გაბრიელი სალოსი იყო


georgios
ციტატა
თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ გაბრიელი სალოსი იყო...


საიდან ვიცით, რომ ნამდვილად სალოსი იყო?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:16 PM

.zakaria.

ციტატა
აჰა მობრძანდა მომავალი წმინდანიც


ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არ მაინტერესებს წმინდა სინოდი კანონიზებას მოახდენს თუ არა, მე მაინც კანონიზებულ წმინდანად მივიჩნევო, მე მგონი უფრო წმინდანია ვიდრე მე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:18 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:09 PM) *

.zakaria.
გაფრთხილება.


არადა..


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 03:18 PM

ციტატა(lasha_k @ Aug 26 2011, 03:03 PM) *

GIORGI LELUASHVILI

მაგრამ კაცი რომელიც იძახის მე წმინდანი გავხდებიო ამას ვერაფერი ვერ მოვუძებნე თუ რა იგულისხმა ბერმა...მხოლოდ ერთი დამრჩენია ვთქვა რომ ეს კაცი რა ამპარტავანი კაცი ყოფილაო

პეტრე მუციქულმა არ ჩათვალა ღირსად ჯვარზე ქრისტეს მსგავსად გაკრულიყო
არ ვარ მე ამის ღირსიო...ხედავ რამხელა თავმდაბლობააა? პეტრემაც კი არ ჩათვალა ღირსად და დავიჯერო ბერი გაბრიელი უფრო აღმატებული იყო პეტრეზე?

წმინდა რა არის? ის ვინც საერთოდ არ ცოდავს ხომ ეგრეა? ....და ბერი გაბრელი დავიჯერო საერთოდ უცოდველი იყო? არ რათქმა უნდა ისიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ გულმოწყალე ქრისტე პატიობს მას ცოდვებ ანუ ეს წყალობა საჩუქარივით აძლევს მორწმუნეებს....მაგრამ ეს საჩუქარი უნდა დაიმსახურო თავმდაბლობით სიკეთით და სიყვარულით რომ ქრისტემ გაპატიოს ეს ცოდვები

ეხლა რა ხდება ბერი გაბრიელი ცოდავდა და თან იძახდა წმინდანი გავხდებიო ამაზე უდიდესი ამპარტავნება რა უნდა იყოს?

არცერთ წმინდანს არ უთქვამს მე წმინდანი გავხდებიო არამედ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ღმერთს ებარებოდნენ...რას ნიშნავს ებარებოდნენ...ქრისტეს აბარებდნენ თავიანთ თავებს რომელიც ადამიანები უძლურნი იყვნენ ყველა წმინდა მამა ქრისტეს წაყალობას სთხოვდნენ....


მეც ზუსტად ამას ვფიქრობ. smile.gif

მე საერთოდ არ მესმის ეგ სიტყვები("მე წმინდანად შემრაცხავენ") სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ, გარდა იმისა რომ არის ამპარტავნება... და თან იწინასწარმეტყველა მეორედ მოსვლაც(ნუ არაფერს ვამბობ რომ "იმ ჟამისა არავინ იცის..."), რომ თურმე მისი გაწმინდანება იქნება მეორედ მოსვლის წინაპირობა - ანუ თვლის, რომ იმდენად უდიდესი წმინდანია, რომ ფაქტიურად ბოლო ადამიანია რომელიც წმინდანად შეირაცხება...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 03:20 PM

terra

ციტატა

საიდან ვიცით, რომ ნამდვილად სალოსი იყო?


http://www.monkgabriel.ge/geo/mogonebani4.htm

მაგალითად ერთ-ერთი დეკანოზი, იოსები, აქ ბმულზე ვისი მოსაზრებაც წერია, მას სალოსს უწოდებს. ალბათ იციან სასულიერო პირებმა სალოსების გამორჩევის ნიშნები. თორემ პირადად მე არ მინახავს ბერი გაბრიელი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:20 PM

ყველაფერს ჯობია წერილობითი დოკუმენტი წარმოადგინონ. ასე ზეპირად იმდენ რამეს მიაწერენ ადმაიანს, რომ მეტი არ შეიძლება. მე პირადად ბევრი რამ არ მჯერა რასაც მამა გაბრიელზე ამბობენ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:21 PM

არ მჯერა რომ ეს მამა გაბრიელის ქვეყანაში იწერებაsad.gif
პოსტების წაკითხვაც კი შეგეზარება და ცუდად გაგხდის.

მამა გაბრიელი ტირილით ამბობდა:
მე ვერ გამიგო ქართველმა ხალხმა

როგორ განიცდიდა ამას...
აი ფაქტები!

დიდება მამა გაბრიელის სახელს.
უფრო და უფრო მიყვარდება ეს წმინდანი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:22 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:09 PM) *

.zakaria.
გაფრთხილება.

blink.gif რატომ რისთვის ამიხსენით

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 03:24 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:20 PM) *

ყველაფერს ჯობია წერილობითი დოკუმენტი წარმოადგინონ. ასე ზეპირად იმდენ რამეს მიაწერენ ადმაიანს, რომ მეტი არ შეიძლება. მე პირადად ბევრი რამ არ მჯერა რასაც მამა გაბრიელზე ამბობენ.


მართლაც, არამგონია მამა გაბრიელს ეგ ეთქვას, თუმცა რომც ეთქვა, მრევლს(მსმენელს) პრობლემა არ ექნებოდა, პირიქით დაიჯერებდნენ და უკვე მოსიარულე წმინდანად აღიქვამდნენ...

პ.ს. არ ვუარყოფ რომ ამპარტავანი ვარ, მაგრამ მსგავსი სიტყვები თავში არასოდეს მომივა, სულ რომ რწმენით ავივსო, მთელი ცხოვრება მარხვაში, უცოდველობაში და მართლმადიდებლობის სამსახურში(ბევრნაირი კუთხით) გავატარო...

GIORGI LELUASHVILI

ვერ გამიგესო ნესტორიც იძახდა მერე რა? smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:24 PM

.zakaria.

ციტატა
რატომ რისთვის ამიხსენით


მოვნიშნე რისთვისაც.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 03:27 PM

Otherguy

ციტატა

მართლაც, არამგონია მამა გაბრიელს ეგ ეთქვას, თუმცა რომც ეთქვა, მრევლს(მსმენელს) პრობლემა არ ექნებოდა, პირიქით დაიჯერებდნენ და უკვე მოსიარულე წმინდანად აღიქვამდნენ...

პ.ს. არ ვუარყოფ რომ ამპარტავანი ვარ, მაგრამ მსგავსი სიტყვები თავში არასოდეს მომივა, სულ რომ რწმენით ავივსო, მთელი ცხოვრება მარხვაში და მართლმადიდებლობის სამსახურში(ბევრნაირი კუთხით) გავატარო...


მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს ამას რატომ ამბობდა(თუკი ამბობდა), რა მიზანი ჰქონდა მის ქცევას? შეიძლება ისეთი შთაბეჭდილების გამოწვევა სურდა, რომელიც გარკვეულ დანიშნულებას შეასრულებდა ადრესატის გულში...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:28 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:24 PM) *

.zakaria.
მოვნიშნე რისთვისაც.

ნუ გარეგინობთ ბატონო თავჯდომარევ biggrin.gif biggrin.gif
მე რასაც ვფიქრობდი ის დავწერე და შენ ჩემზე უკეთ უწყი რომ არის მასში სიმართლის მარცვალი a075.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:31 PM

.zakaria.

ციტატა
ნუ გარეგინობთ ბატონო თავჯდომარევ biggrin.gif biggrin.gif
მე რასაც ვფიქრობდი ის დავწერე და შენ ჩემზე უკეთ უწყი რომ არის მასში სიმართლის მარცვალი


სომხების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას ნუ შეედრები biggrin.gif

მე გამოთქმის ფორმას დავუწერე გაფრთხილება. თუმცა ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გარეგნული შეფასებებისა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:33 PM

afxazi

ციტატა
ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გარეგნული შეფასებებისა.

აბა რატომ აფასებ მამა გაბრიელის სიტყვებს ასე გარეგნულად?
რაც იცი რატომ თქვა ეს?

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 26 2011, 03:33 PM

afxazi

ციტატა
ყველაფერს ჯობია წერილობითი დოკუმენტი წარმოადგინონ. ასე ზეპირად იმდენ რამეს მიაწერენ ადმაიანს, რომ მეტი არ შეიძლება. მე პირადად ბევრი რამ არ მჯერა რასაც მამა გაბრიელზე ამბობენ.


+1000

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2011, 03:35 PM

ვერ გავიგე რისთვის კამათობთ აქ?

ვთქვათ ეთქვა წმინდანად შემრაცხავენო, დავუშვათ ეს ამპარტავნობა იყო მისგან, გგონიათ ამის გამო ის სასუფეველში უფალთან ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს? ცხადია მისი სულის ცხონებისათვის ამ ნათქვამს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია როგორ გადასწონის მისი დადებითი იქ სადაც საჭიროა.

ეხლა, მეორე, რა აზრი აქვს ასე თავგამოდებით მტკიცებას რომ იგი წმინდანია? ზუსტად ამის განსაზღვრა ჩვენს ძალებს აღემატება ამ ეტაპზე.

თუ სინოდი გადაწყვეტს, მე რა ხმა ამომეღება, იყოს ასე და ვისაც გულში ის წმინდანად არ მიაჩნია იმის ხატთან ნუ ილოცებთ, ხოლო ვისათვისაც უკვე წმინდანია იმათ სურათიც ყოფნით სალოცავად და საფლავიც. სადაა აქ პრობლემა, რომ ამოუტრიალეთ ყველა სიტყვა, რაც უთხვამს და არ უთქვამს. დაასვენეთ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:37 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:31 PM) *

.zakaria.
სომხების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას ნუ შეედრები biggrin.gif

მე გამოთქმის ფორმას დავუწერე გაფრთხილება. თუმცა ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გარეგნული შეფასებებისა.

friends.gif
გასაგებია ,შეგნებულია და რაც მთავარია მიღებულია. smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:37 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
აბა რატომ აფასებ მამა გაბრიელის სიტყვებს ასე გარეგნულად?


ფაქტსა და ნათქვამ სიტყვებს შორის მე მგონი განსხვავება არის.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 03:38 PM

k@the

ციტატა
ვთქვათ ეთქვა წმინდანად შემრაცხავენო, დავუშვათ ეს ამპარტავნობა იყო მისგან, გგონიათ ამის გამო ის სასუფეველში უფალთან ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს?


ამის ცალსახად მტკიცება რთულია.

ციტატა
თუ სინოდი გადაწყვეტს, მე რა ხმა ამომეღება, იყოს ასე და ვისაც გულში ის წმინდანად არ მიაჩნია იმის ხატთან ნუ ილოცებთ


გვაქვს ეგეთი შემთხვევებიც უკვე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:39 PM

k@the

ციტატა
ვთქვათ ეთქვა წმინდანად შემრაცხავენო, დავუშვათ ეს ამპარტავნობა იყო მისგან, გგონიათ ამის გამო ის სასუფეველში უფალთან ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს? ცხადია მისი სულის ცხონებისათვის ამ ნათქვამს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია როგორ გადასწონის მისი დადებითი იქ სადაც საჭიროა.


ვერ დაგეთანხმები ქეთი, აქვს მნიშვნელობა. უამრავი მაგალითია მამათა ცხოვრებიდან, როდესაც ერთ სიტყვასაც კი პიროვნების დაცემა გამოუწვევია, რომელიც დიდ სიმაღლეზე იყო ასული.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2011, 03:42 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 01:39 PM) *

k@the
ვერ დაგეთანხმები ქეთი, აქვს მნიშვნელობა. უამრავი მაგალითია მამათა ცხოვრებიდან, როდესაც ერთ სიტყვასაც კი პიროვნების დაცემა გამოუწვევია, რომელიც დიდ სიმაღლეზე იყო ასული.


ხო მაგრამ როგორც დაცემა შეუძლია ერთ სიტყვას, ისე აღდგენა დაცემული მდგომარეობიდან, არა?
რა ვიცით რომ თუ ოდესმე თქვა საერთოდ მსგავსი რამ, მერე ის არ შეინანა?

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 26 2011, 03:45 PM

k@the

ციტატა
თქვათ ეთქვა წმინდანად შემრაცხავენო, დავუშვათ ეს ამპარტავნობა იყო მისგან, გგონიათ ამის გამო ის სასუფეველში უფალთან ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს?


არა მეგობარო ამას აქ არავინ არ ამბობს

უბრალოდ ეს სიტყვა არ უნდა აიტაცოს ქრისტიანმა ნახე რა მაგარი რამე ტქვა მამა გაბრიელმაო

და თუ ვინმე ხედავს ამ სიტყვებში კარგს , დაიდოს ამისი ახსნა განმარტებები

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:45 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:39 PM) *

k@the
ვერ დაგეთანხმები ქეთი, აქვს მნიშვნელობა. უამრავი მაგალითია მამათა ცხოვრებიდან, როდესაც ერთ სიტყვასაც კი პიროვნების დაცემა გამოუწვევია, რომელიც დიდ სიმაღლეზე იყო ასული.

კი შეიძლება ,სიტყვას კი არა გაფიქრებამაც შეიძლება უკან დაწიოს ადამიანი, მარა ნუ დაგვავიწყდება რომ ჯერ ადამიანები ვართ და წმინდანები მერე ვხდებით, განა სხვა წმინდანებს არაფერი უთქვიათ ან არ გაუკეტებიათ მსგავსი? მე მირჩევნია პიროვნების ღვაწლზე ვისაუბრო ვიდრე მას რაიმე იოტისოდენა დარღვევა მოვუძებნო.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:46 PM

k@the

ციტატა
რა ვიცით რომ თუ ოდესმე თქვა საერთოდ მსგავსი რამ, მერე ის არ შეინანა?


ხოდა ამიტომ ვითხოვ მანახონ თუ სადმე წერია, თორემ რა თქვა და როგორ თქვა სხვისი ნათქვამით ვერ გავიზიარებ.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:46 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:39 PM) *

k@the
ვერ დაგეთანხმები ქეთი, აქვს მნიშვნელობა. უამრავი მაგალითია მამათა ცხოვრებიდან, როდესაც ერთ სიტყვასაც კი პიროვნების დაცემა გამოუწვევია, რომელიც დიდ სიმაღლეზე იყო ასული.


ამის დაწერა მინდოდა სწორედ.
უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა, ბევრი სათნოებით შემკულ მოღვაწეებს,
სულიწმიდის მადლი დაუკარგავთ, ერთი განკითხვის,
ან ერთი ამპარტავნული აზრის მიღების გამო.
პატერიკონი სავსეა ეგეთი შემთხვევებით.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:46 PM

ნეტა სულ არ დამეწერა ის ოხერი 184 პოსტი.
ხომ აღარ ატყდებოდა ასეთი ამბები.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 03:47 PM

.zakaria.

ციტატა
კი შეიძლება ,სიტყვას კი არა გაფიქრებამაც შეიძლება უკან დაწიოს ადამიანი, მარა ნუ დაგვავიწყდება რომ ჯერ ადამიანები ვართ და წმინდანები მერე ვხდებით, განა სხვა წმინდანებს არაფერი უთქვიათ ან არ გაუკეტებიათ მსგავსი? მე მირჩევნია პიროვნების ღვაწლზე ვისაუბრო ვიდრე მას რაიმე იოტისოდენა დარღვევა მოვუძებნო.


მეც ამის მომხრე ვარ და ამიტომაც ვთქვი, რომ რასაც თემა ეხება იმაზე ვისაუბროთ. მაგალითად ლენინის სურათის ფეხქვეშ გათელა შუა კომუნისტობის დრო უბრალო გმირაობა არ ყოფილა და არავინ დაიტრახაოს, რომ მაშინ ამას შეძლებდა ვინმე.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:47 PM

ციტატა(k@the @ Aug 26 2011, 03:42 PM) *

რა ვიცით რომ თუ ოდესმე თქვა საერთოდ მსგავსი რამ, მერე ის არ შეინანა?


ეს არ დაანახო ლელუაშვილს, თორემ მიგაყენებს კედელთან biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 03:52 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2011, 03:47 PM) *

.zakaria.
მეც ამის მომხრე ვარ და ამიტომაც ვთქვი, რომ რასაც თემა ეხება იმაზე ვისაუბროთ. მაგალითად ლენინის სურათის ფეხქვეშ გათელა შუა კომუნისტობის დრო უბრალო გმირაობა არ ყოფილა და არავინ დაიტრახაოს, რომ მაშინ ამას შეძლებდა ვინმე.


ეგ მართლაც დიდი გმირობა იყო მაშინ.
ამის მერე საგიჟეში გამოკეტეს და ამბობენ, რომ, გიჟებს, სულ შუბლები ჰქონდათო დასისხლიანებული პირჯვრის წერით smile.gif
არა, სასწაული კაცი იყო მართლა, დიდი სიყვარულის მატარებელი და გამბედავი, მაგრამ, ეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს წმინდანობას.

სხვათა შორის, გურამ რჩეულიშვილმაც ჩაიდინა მსგავსი რამ 50-იან წლებში, სანადირო თოფით გავიდა ლენინის მოედანზე
და დღისით-მზისით, უამრავი ხალხის თვალწინ, ტყვია მიაჭედა ლენინს.
ნუ, ეს ისე, ლირიული გადახვევა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 03:55 PM

ციტატა(terra @ Aug 26 2011, 03:52 PM) *



სხვათა შორის, გურამ რჩეულიშვილმაც ჩაიდინა მსგავსი რამ 50-იან წლებში, სანადირო თოფით გავიდა ლენინის მოედანზე
და დღისით-მზისით, უამრავი ხალხის თვალწინ, ტყვია მიაჭედა ლენინს.
ნუ, ეს ისე, ლირიული გადახვევა.

ხოო და მერე თავი გაიმართლა რომ ქალაქში აუტანელი სამარისებული სიჩუმე იყო და მინდოდა თოფის ხმით დამერღვიაო. smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 03:55 PM

რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება?
terra-ს პოსტი ნახევრად მესიამოვნაsmile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 04:10 PM

ციტატა(.zakaria. @ Aug 26 2011, 03:55 PM) *

ხოო და მერე თავი გაიმართლა რომ ქალაქში აუტანელი სამარისებული სიჩუმე იყო და მინდოდა თოფის ხმით დამერღვიაო. smile.gif

მეგობრებს უთხრა ეგ. დუმილს ვესროლეო.
მანამდე კი, როცა დააკავეს, შიშით შეპყრობილები ეკითხებოდნენ : ხომ ბავშვთა სამყაროს მიმართულებით ისროლეო?! biggrin.gif

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 26 2011, 03:55 PM) *

რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება?
terra-ს პოსტი ნახევრად მესიამოვნაsmile.gif

ეს კაი იყო biggrin.gif

მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება..

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 26 2011, 04:13 PM

ციტატა(terra @ Aug 26 2011, 04:10 PM) *



მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება..

მომწონს ეს სიტყვები smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:01 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 26 2011, 03:55 PM) *

რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება?


ეს წერილი ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა და მისი ნებართვით მსურს თქვენც გაგაცნოთ:

"კახა გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა შენც ერთი ამბავი, რომელიც თითქმის მთელმა საბურთალომ იცის, რომელსაც ათეულობით თვითმხილველი მოწმე ჰყავს და რომელიც მე შემემთხვა. მეღიმება ხოლმე, როდესაც გავიგებ ნაამბობს, იმაზე თუ როგორ განიკურნა ვინმე მამა გაბრიელის ზეთით თუ საფლავზე ლოცვით არასასურველი მეჭეჭისაგან თუ წელის ტკივილისაგან და ა. შ... და აი რატომ: ეს 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას). მაშინ მე ბ-ის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კარგად მოგეხსენებათ 90 -იანი თაობის მაშინდელი მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მეც მაშინ ყველა "სიკეთესთან" ერთად ნარკომანი ვიყავი, და არც თუ ისეთი დაბალი "რანგის." მეგობარმა თავის ცოლთან და პატარა შვილთან ერთად გამომიარა და წავედით "მცხეთობაზე" (მაშინ ჩვენთვის სვეტიცხოვლობა არ არსებობდა) რომ იტყვიან კაი "გაჩხერილები" (გეროინი). იქ კონცერტი-მონცერტი, სახინკლე და ასე შ... წამოსვლისას თამრიკომ, მეგობრის მეუღლემ, აქ ერთი ბერის საფლავიაო და იქნებ ჩვენც შეგვეარაო. ძლივს დავთანხმდით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ერთი კი მივაძახე ჩემზე სანთელი დაანთე და სთხოვე გადამარჩინოს მეთქი (ირონიით). საღამოს სახლში, ჩაის ვსვავდი, მოვიდა ერთი უბნელი ბიჭი, ორჯონიკიძეში დადიოდა ხოლმე რაღაც საქონელზე, და აი რა დავიტრიეო და მომიტანა როგორც "სპეციალისტს", ამიღო და მანახა უმაღლესი ხარისხის გეროინი. მე ისედაც მაგრად ვიყავი, მაგრამ ხომ უნდა გამესინჯა - აღარაფერი მახსოვს, როგორ გამომათრიეს სამზარეულოდან.... სახლში ჩემი დედმამა იყო მარტო. დაურეკეს ერთ სასწრაფოს, ვერაფერი გააწყვეს. მოვიდა მეორე, მესამე, სულ ოთხი ბრიგადა. სახლთან ექსკორტი დადგა. მოვარდა ჩემი ძმაც, ნათესავები. იყო ერთი წივილ-კივილი. თან საქმე ისაა, რომ ყოველი სასწრაფოს ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მლგრ -მიან 'ნარკანს" მიკეტებდა (სულ 20 გამიკეთეს!) კახა ვისაც მედიცინა ესმის იმან იცის ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. შემდეგ ადრენალინი გულში, დენები, მაგრამ არაფერი. 45 წუთის "გარდაცვლილი" ვიყავი. 4 ბრიგადა დამტრიალებდა ნახევარი საათი. დაახლოვებით ერთი საათის შემდეგ იყო ასეთი სურათი: მე გაშავებული, ხელებ ბინტწაკრული და თეთრპროსტინა გადაფარებული იატაკზე ვესვენე. დედაჩემი გულწასული, მამაჩემს მაშინ თვალთ დააკლდა. კარი ღია, მთელი მეზობლები სართულის ბაქანზე უკვე დამონტაჟებულ საფერფლესთან, ქალები შიგნით მოსთქვავენ, ხოლო სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ სიტყვებით: ეს მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა ამ უბედურებას ამათ არ გაიხარონ.. და ა.შ. როგორც უკლებლივ ყველა მეზობელი, ერთი მორწმუნე ქალიც ამოვიდა 3-ე სართულიდან მანანა დ-ელიძე. სამთავროს მრევლი იყო. მაშინ ეტყობა ახალი დაწყებული იყო მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები. ამოვიდა, ღია კარებში უხმოდ შემოვიდა ამ წივილ-კივილში. დაიხარა, გადამხადა თურმე სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მაცხო, იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და წამოვხტი ხელებშეკრული. ის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემ "გვამთან" ჩაცუცქული გარდაცვალების აქტს ავსებდა ეგრევე უკან გადავარდნილა გულწასული და იქით გამხდარა მოსასულიერებელი. და იქ ამბავი ამტყდარა.... სავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ ის სანახევროდ შევსებული აქტი ჩემთან ინახება ეხლაც. მე საერთოდ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ ახალ "სალოსებთან" და ვითომ მოღვაწეებთან, ალბათ იმიტომ, რომ ისინი მამა გაბრიელის პლაგიატებად, მისი ღვაწლის ქურდებად ვთვლი. მოკლედ კახა თავი შეგაწყინე, მაგრამ მინდოდა შენც გცოდნოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ, ავად ვარ, თორემ მეც აუცილებლად ვიქნებოდი მცხეთაში დღეს. გაიხარე. "

საიტის ადმინისტრატორი კახაბერ კენკიშვილი.

P.S. კახა მე არა ვარ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 26 2011, 05:03 PM

აი, მას შემდეგ რაც დავწერე მამა გაბრიელზე რამე კარგით თქვით-მეთქი, ეს თემა ჩაკვდა, ხოლო როცა მისი განკითხვა მიდიოდა, ერთ წამში 10 პოსტი იწერებოდა.
ესა ვართ სულ!

არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მამა გაბრიელს ვაკერპებ, ან მასზე ვაფანატებ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს პიროვნება, რადგან მისგანაც მხოლოდ სიყვარული მოდის.

შეხედეთ ამ ფოტოს:
http://www.radikal.ru


ეხლა კი მცირედს მეც დავდებ მამა გაბრიელის შესახებ.

"გაბრიელ ბერი ძირითადად ფიცრულში ცხოვრობდა და იშვიათად, ერთი ან ორი ღამით თუ დარჩებოდა კოშკში, თავის კელიაში. ერთხელ მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, აუწყა სვეტიცხოვლის ძელის ნაწილის შესახებ და ის ადგილიც ზუსტად მიანიშნა, სადაც ეს სიწმინდე ინახებოდა. გაბრიელ ბერმა მონასტრის დედებთან ერთად ეს წმინდა ნაწილი საიდუმლო ადგილიდან კრძალულებით გამოასვენა. ეს სიწმიდე დღეს სამთავროს მონასტერშია დაცული. 1990 წელს გაბრიელ ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება. 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მხოლოდ გაბრიელ ბერი განიცდიდა წინდაწინ მოსალოდნელ უბედურებას. ამბობდა: “სისხლი რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!.” როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, გაბრიელ ბერი სამთავროში ზარებს რეკდა და მოთქვამდა თურმე. ამ პერიოდში გაბრიელ ბერმა გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდელის მიღებას. ძნელია იმის მოთხრობა და აღწერა, თუ როგორი ცრემლით და გოდებით ავედრებდა იგი უფალსა და დედა ღმრთისმშობელს საქართველოს. გაბრიელ ბერი არავის განარჩევდა. იგი ყველა მასთან მიმსვლელის მწუხარებით და სიხარულით ცხოვრობდა. მრავალი ადამიანი გადაარჩინა მან სულიერ წყვდიადში დანთქმას და თავისი წინასწარმცნობელობის მადლით ჭეშმარიტ გზაზე დააყენა.

გაბრიელ ბერი თითქმის სრულიად ფარავდა თავის სასწაულთმოქმედების ძალას, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სარწმუნოების და ქრისტიანული საფუძვლის – ერთარსი სამების დოგმატს - შეეხო, მან ღმრთისაგან მოცემული ნიჭი ცხადად გამოავლინა საღმრთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ერთხელ მას ესტუმრა ინდუიზმის მიმდევარი ქართველი, რომელიც წლების განმავლობაში მისდევდა ამ რელიგიას და ინდოეთშიც ხშირად ჩადიოდა დიდი ხნით, სადაც თავისი მასწავლებელი ჰყავდა. მამა გაბრიელმა აიღო პური; ყოვლადწმინდა სამების სახელით ჯვარი გადასწერა და პურის მაგიერ – წყალი, ხორბალი და ცეცხლი გამოჩნდა. – კარგად შეხედეთ მოყვასო და ნახეთ:… ასევე არის წმინდა სამება, პირებით სამად განიყოფა: მამად, ძედ და სული წმიდად. შემდეგ, მამა გაბირელმა ყოვლადწმინდა სამების სახელით კვლავ პირჯვარი გადასახა და წყალი, ხორბალი და ცეცხლი კვლავ პურად იქმნა. - როგორც ეს პურია განუყოფელი, ასევე არის წმიდა სამება, ღვთაებით ერთარსი და განუყოფელი.

ერთხელ საქართველოში ათონის მთიდან ქსეროპოტამის მონასტრის წინამძღვარი იოსები და ბერები ჩამობრძანდნენ. მათ სამთავროც მოინახულეს და მამა გაბრიელისგან კურთხევა აიღეს. გაბრიელ ბერი მამა იოსებს გაუწყრა: - ეს როგორ გაბედე და დედა ღმრთისმშობელს აკადრე, მიგიტოვებია საქართველოო. მისი ლოცვითა და მადლით ვართ, შენ ამას ვერ ხედავ და ღვაწლს უწუნებ! ამის გაგონებაზე მამა იოსებს თავზარი დაეცა, მუხლი მოიყარა და შენდობა ითხოვა. მამა გაბრიელს გულში ჩაუკრია ბერძენი სტუმარი და ტაბლასთან მიუპატიჟია. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ სამთავრომდე, ბერძენ მამებს ჯერ სვეტიცხოველი მოულოციათ. საქართველოში იმჟამად არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, რასაც თან ერთვოდა ათეისტური რეჟიმისგან ახლადთავდახსნილი ერის სულიერი მდგომარეობა, მიზეზი გახდა იმისა, რომ პატივცემულ არქიმანდრიტს სვეტიცხოველის მოლოცვისას გულში სინანულით გაევლო – “ღმრთისმშობელო, დაგიტოვებია საქართველო”. დამშვიდობებისას აღფრთოვანებულმა მამებმა შესთავაზეს გაბრიელ ბერს ათონზე წასვლა, რაზეც მას უპასუხია: - მე ჩემს ათონზე ვარ. მე ჩემს საქართველოს ათონზე არ გავცვლი.

ამავე პერიოდში გაბრიელ ბერის მოსანახულებლად საქართველოში ამერიკიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა მღვდელ-მონოზონი გერასიმე, რომელიც ცნობილი ამერიკელი მოღვაწის სერაფიმე როუზის მიერ დაარსებულ მონასტერში პლატინა-კალიფორნიაში მოღვაწეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამა გერასიმემ და პლატინა-კალიფორნიის საძმომ მართლმადიდებლურ ჟურნალში სტატია მიუძღვნეს მამა გაბრიელს, სადაც ეწერა: “საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში”. გაბრიელ ბერი სიცოცხლის ბოლო წლებში წყალმანკით ძლიერ დაავადდა. ამას დაემატა ფეხის მოტეხილობა. ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, წელიწადნახევარი, გაბრიელ ბერი სარეცელზე იწვა და ვეღარ დადიოდა. მხოლოდ ძალზე იშვიათად, დიდი ტკივილების დათმენით წამოაყენებინებდა ხოლმე თავს და კელიის წინ დაჯდებოდა. - თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა. თუ მოყვასისთვის თავი არ გაწირე, ისე არაფერი გამოვა – ამბობდა იგი. დაუვიწყარი იყო მამა გაბრიელის სტუმართმოყვარეობის მადლი. სანამ ფეხს მოიტეხდა, ყველას თავისი ხელით მომზადებული საჭმლით უმასპინძლდებოდა, ხოლო როდესაც თავად აღარ შეეძლო, კერძს დედა პარასკევას ან სხვას გაამზადებინებდა და ყველა მოსულს სიყვარულით დააპურებდა. იგი მუდმივად იმის ცდაში იყო, რომ ადამიანი რაც შეიძლება ახლოს მიეყვანა უფალთან. ყველას გულს მსჭვალავდა მისი სიტყვა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და ძლიერება ჰქონდა. მისი ქადაგება, რომელსაც თითქმის მუდმივად ახლდა ცრემლთა სიმრავლე, შეუძლებელი იყო უნაყოფოდ დარჩენილიყო.

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მიმსვლელთ. ხოლო მისი სიცოცხლის ბოლო წელს, მკვეთრად, ბოლო ჟამზე დაიწყო ქადაგება. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ.

- თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს,… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში - შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ.

უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: - გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან “ხვალე” - ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს: - მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:
- 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე.
მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა:
- დედა… დედა! დაო…დაო!

მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იდგა 1995 წლის 2 ნოემბერი…

გაბრიელ ბერი, მისი ანდერძისამებრ, ჭილოფში შეხვეული დაიკრძალა სამთავროს მონასტრის ეზოში. მის ცხედარს დასაფლავებისას მისი მოსიყვარულე ადამიანები ეხვივნენ გარშემო. ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ. შემდეგ მიწა თავად წაამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და სულ ერთიანად დაჰფარა.

საფლავზე წარწერილია სიტყვები, რომლითაც სრულდება მისი ანდერძი:
“ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია” - გაბრიელ ბერი."

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2011, 05:06 PM

terra

ციტატა
უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა, ბევრი სათნოებით შემკულ მოღვაწეებს,
სულიწმიდის მადლი დაუკარგავთ, ერთი განკითხვის,
ან ერთი ამპარტავნული აზრის მიღების გამო.

და როგორ გგონია უფალი ამის გამო მათ ხელს კრავდა? ასეთი ღმერთი მე ვერ წარმომიდგენია

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:10 PM

ikanosi

ხელის კვრაში რას გულისხმობ, დააკონკრეტე.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2011, 05:12 PM

terra

ციტატა
სულიწმიდის მადლი დაუკარგავთ,

ანუ ღმერთმა მიატოვა? უფრო სწორად თავად დაშორდნენ

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:16 PM

ციტატა(ikanosi @ Aug 26 2011, 05:12 PM) *

terra

უფრო სწორად თავად დაშორდნენ


აჰა, თავადვე გაეცი პასუხი საკუთარ კითხვას smile.gif

თავადვე განეშორნენ, ტავისი სიტყვით, აზრით, თუ საქმით.

მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს არაა შეუქცევადი პროცესი.
სინანული ყოვლისშემძლეა smile.gif

P.S. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოეთხოვება

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 05:17 PM

ikanosi

ციტატა
და როგორ გგონია უფალი ამის გამო მათ ხელს კრავდა? ასეთი ღმერთი მე ვერ წარმომიდგენია


მივხვდი რასაც გულისხმობ. აქ ხელის კვრა არაფერ შუაშია, ბოლო-ბოლო ნათლის ანგელოზი დაეცა და ეშმაკად გადაიქცა, ვთქვათ, რომ ხელი კრა ღმერთმა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი ჩამოვარდნა მით უფრო მძიმეა და აქ ღმერთი არაფერ შუაშია.

ციტატა
აი, მას შემდეგ რაც დავწერე მამა გაბრიელზე რამე კარგით თქვით-მეთქი, ეს თემა ჩაკვდა, ხოლო როცა მისი განკითხვა მიდიოდა, ერთ წამში 10 პოსტი იწერებოდა.
ესა ვართ სულ!


არავინ არავის არ განიკითხავდა და არ გინდა ეხლა ასეთები. კონკრეტულ ფრაზაზე იყო საუბარი, რომელიც არც კი იცი ეკუთვნის თუ არა მამა გაბრიელს და გვიმტკიცებ აქ რაღაცეებს. ნუ აჩვენებ ისე თავს, თითქოს მარტო შენ აფასებდე ამ პიროვნებას.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 05:23 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 26 2011, 05:03 PM) *


- თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს,… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში - შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ.


ეს ვისაც უთხრა რამდენი წლისები იყვნენ, ვთქვათ და არ ასრულდა, მერე რა ვქნათ? წმინდანობიდან მოვხსნათ? მეორედ მოსვლაზე(როცა თარიღზეა მინიშნება) უამრავ ადამიანს(მართლმადიდებლებსაც)
უწინასწარმეტყველია და აბსოლუტურად ყველა - ტყუილი აღმოჩნდა...

მაგალითად წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი იყო მგონი, უთხრა თავის მრევლს: "თქვენ მოეწსრებით მეორედ მოსვლას"-ო, ჰოდა მას მერე 100 წელი გავიდა მგონი...

ასე ვთქვათ ეს ქადაგებისას ძალიან კარგი ხერხია რომ მრევლი საგონებელში ჩააგდო და მეტად მოგისმინონ...

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 26 2011, 05:03 PM) *


უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: - გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან “ხვალე” - ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.



და ამ ადამიანმა თქვა რომ წმინდანად შერაცხავდნენ? ხედავ რა თავმდაბლობა ჩანს ამ სიტყვებში?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:27 PM

Otherguy

ციტატა
ასე ვთქვათ ეს ქადაგებისას ძალიან კარგი ხერხია რომ მრევლი საგონებელში ჩააგდო და მეტად მოგისმინონ...

ფრთხილად ცოტა.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 26 2011, 05:27 PM

არ ვიცი, როგორ გამოიყურება მამა გაბრიელის სიტყვები თეოლოგიურ პრიზმაში, შესაბამისად, არც მის საპირწონედ შემიძლია მის მიერ თქმულზე კომენტირება, მაგრამ როცა მის სიტყვებს, მასზე გადმოცემებს ვკითხულობ, მათბობს, მავსებს!
ვგრძნობ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2011, 05:28 PM

afxazi
terra

ციტატა
მივხვდი რასაც გულისხმობ. აქ ხელის კვრა არაფერ შუაშია, ბოლო-ბოლო ნათლის ანგელოზი დაეცა და ეშმაკად გადაიქცა, ვთქვათ, რომ ხელი კრა ღმერთმა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი ჩამოვარდნა მით უფრო მძიმეა და აქ ღმერთი არაფერ შუაშია.

ხო, მაგრამ აი ახლა რას ვამბობ, დედა შვილური სიყვარული ხო ძალზედ ძლიერია, ჩვენ კიდევ ვამბობთ რომ ღმერთს უფრო დიდად ვუყვარვართ ვიდრე დედას და არამგონია ღმერთმა გულში არ ჩაიკრას თავისი შვილი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის


პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:32 PM

ციტატა(ikanosi @ Aug 26 2011, 05:28 PM) *

არამგონია ღმერთმა გულში არ ჩაიკრას თავისი შვილი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის


ეს, ოსიპოვის მავნე ქადაგებებს მაგონებს, სადაც ამბობს, რომ,
ღმერთი ვერ იქნება ისეთი ,,არაკეთილი'', რომ, საბოლოოდ მაინც ყველა არ აცხოვნოს
და რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა არაა უსასრულო და მასში მყოფი სულებიც ოდესმე ნეტარებაში იქნებიან.
არადა, სახარებაში პირდაპირ წერია, რომ..

მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს,
რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ.

უფალი, სიყვარულია, მაგრამ, ამის პარალელურად - სამართლიანი მსაჯულიც.
წინ გიდევს ცეცხლი და წყალი.
შენ ირჩევ.
ღმერთი არაფერ შუაშია აქ.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 26 2011, 05:34 PM

ციტატა(terra @ Aug 26 2011, 05:32 PM) *

ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს,
რომ ჯოჯოხეთის ღირსია
ენით თუ გულით?

პ.ს. ვაი რომ სხვადასხვაა sad.gif


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 05:35 PM

ციტატა(terra @ Aug 26 2011, 05:32 PM) *

მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს,
რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ.

უფალი, სიყვარულია, მაგრამ, ამის პარალელურად - სამართლიანი მსაჯულიც.
წინ გიდევს ცეცხლი და წყალი.
შენ ირჩევ.
ღმერთი არაფერ შუაშია აქ.


ისე საიდან მოდის ნეტავ ამგვარი რამეები... წმინდა ცხოვრებით მცხოვრები კაცი ამბობს, რომ ცოდვილი და ჯოჯოხეთის ღირსია, ამავე დროს ამბობს, რომ ქურდი, ავაზაკი და მეძავი შეიძლება ცხონდეს და თვითონ არა... თან ვამბობთ რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ როგორც წმინდადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, მაინც ჯოჯოხეთის ღირსი გვგონია თავი...

უცნაური ლოგიკაა... smile.gif ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:35 PM

ციტატა(ნონა @ Aug 26 2011, 05:34 PM) *

ენით თუ გულით?

პ.ს. ვაი რომ სხვადასხვაა sad.gif


არ აქვს ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში.
ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ფაქტი ფაქტად რჩება.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2011, 05:39 PM

terra

ციტატა
მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს,
რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ.

ნამეტანი თვითგვემის მომხრე ხარ შენ ჩემო ბატონო biggrin.gif
ციტატა
ეს, ოსიპოვის მავნე ქადაგებებს მაგონებს, სადაც ამბობს, რომ,
ღმერთი ვერ იქნება ისეთი ,,არაკეთილი'', რომ, საბოლოოდ მაინც ყველა არ აცხოვნოს
და რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა არაა უსასრულო და მასში მყოფი სულებიც ოდესმე ნეტარებაში იქნებიან.

არვიცი, მეც ასე მგონია რატომღაც, ღმერთი თუ სიყვარულია, ვინც მიყვარს მაგას რაც არ უნდა ცუდი გამიკეთოს სატანჯველად ვერ გავიმეტებ მაინც...არც გამოთქმა მომწონს "ღმერთის გეშინოდეს", შეიძლება საკუთარი დედის ან მამის გეშინოდეს?

ციტატა
წინ გიდევს ცეცხლი და წყალი.
შენ ირჩევ.

მე ვირჩევ მაგრამ ის ხომ მამაა? და მამა რას ნიშნავს/?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:39 PM

Otherguy

ციტატა
ამავე დროს ამბობს, რომ ქურდი, ავაზაკი და მეძავი შეიძლება ცხონდეს და თვითონ არა

ასე არა.
ამბობენ, რომ, თუ ცხონდებიან, მხოლოდ ღვთის უდიდესი მოწყალებით, რადგან სათნოებები არ გააჩნიათ.
და ზოგადად, რაც მეტად იკვეთ ცოდვილ მიდრეკილებებს, მით უკეთ ხედავ
საკუთარი სულის სიმახინჯეებს და უკეთურებას.
ამიტომ ხდება ასე.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 26 2011, 05:40 PM

აქ იყო პოსტი smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 05:46 PM

Otherguy

შეიძლება გთხოვო ნუ ერევი ასეთ საუბრებში? რადგან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ გაწუხებს ეს საკითხი, ამიტომ შენი კომენტარები შესაძლოა გამაღიზიანებელიც კი იყოს სხვისთვის.

ikanosi

ციტატა
ხო, მაგრამ აი ახლა რას ვამბობ, დედა შვილური სიყვარული ხო ძალზედ ძლიერია, ჩვენ კიდევ ვამბობთ რომ ღმერთს უფრო დიდად ვუყვარვართ ვიდრე დედას და არამგონია ღმერთმა გულში არ ჩაიკრას თავისი შვილი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის


ღმერთი არასოდეს არავის ხელს არ კრავს, ის მუდამ მზადაა მიიღოს მონანული ადამიანი, მისი სიყვარული უცვლელია და ის მხოლოდ ადამიანისკენაა მომართული. მაგრამ რა ქნას დედამ, რომელსაც უყვარს თავისი შვილი, თუკი ეს უკანასკნელი არა და არ ცდილობს გამოსწორებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევებზე, როდესაც დიდ სიმაღლეზე ასული ადმაიანი სიამაყეს შეუპყრია და დაცემულა. ბევრი მაგალითია იმისა, რომ ამის მიუხედავად კვლავ სინანულს შეუპყრია პიროვნება და კვლავ იმ სიმაღლეზე ასულა, მაგრამ ბევრია მაგალითი, როდესაც იგივე სიამაყეში დარჩენილა. რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ მოციქულ პეტრეს და მოციქულ იუდას მაგალითები.

ღმერთი ძალით არავის არ აცონებს.

ციტატა
არვიცი, მეც ასე მგონია რატომღაც, ღმერთი თუ სიყვარულია, ვინც მიყვარს მაგას რაც არ უნდა ცუდი გამიკეთოს სატანჯველად ვერ გავიმეტებ მაინც...არც გამოთქმა მომწონს "ღმერთის გეშინოდეს", შეიძლება საკუთარი დედის ან მამის გეშინოდეს?


კვლავ ვიმეორებ. ღმერთი არავის არ იმეტებს სატანჯველად. ყოველი ადმაიანი თვითონ განაშორებს ღმერთს თავს. ადამიანი რომელიც ღმერთს უარყოფს და ამ დროს ღმერთმა აიძულა ის სამოთხეში იმყოფებოდეს, ეს ხომ მძლავრება იქნება ამ ადმაიანზე და უარეს მდგოამრეობაში ჩააყენებს მას. თუკი მე რაღაც არ მინდა და ამას ძალით მაკეთებინებენ ხომ უარეს მდგოამრებაში მაგდებენ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 05:46 PM


ციტატა
ნამეტანი თვითგვემის მომხრე ხარ შენ ჩემო ბატონო biggrin.gif

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოძღვართან კონტაქტი არ გაქვს.
არ გისაუბრია მასთან მსგავს საკითხებზე?

ციტატა
არვიცი, მეც ასე მგონია რატომღაც, ღმერთი თუ სიყვარულია, ვინც მიყვარს მაგას რაც არ უნდა ცუდი გამიკეთოს სატანჯველად ვერ გავიმეტებ მაინც...არც გამოთქმა მომწონს "ღმერთის გეშინოდეს", შეიძლება საკუთარი დედის ან მამის გეშინოდეს?

http://www.pravoslavie.ru/put/38625.htm

ციტატა
მე ვირჩევ მაგრამ ის ხომ მამაა? და მამა რას ნიშნავს/?


მამა მამას ნიშნავს.
და უფალი, ხორციელ მშობელზე აღმატებულია.
,,მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე..''

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 05:48 PM

Otherguy

ციტატა
ისე საიდან მოდის ნეტავ ამგვარი რამეები... წმინდა ცხოვრებით მცხოვრები კაცი ამბობს, რომ ცოდვილი და ჯოჯოხეთის ღირსია, ამავე დროს ამბობს, რომ ქურდი, ავაზაკი და მეძავი შეიძლება ცხონდეს და თვითონ არა... თან ვამბობთ რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ როგორც წმინდადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, მაინც ჯოჯოხეთის ღირსი გვგონია თავი...


ყოველი ადმაიანი უფრო მეტად ხედავს თავის თავს, ვიდრე სვისას (ვგულისხმობ ობიექტურ მიდგომას). ამიტომ რაც უფრო უღრმავდებ ადამიანი თავის გულს, მით უფრო მეტ ჩრდილს ხედავს. ამიტომ მას მაიჩნია, რომ ყველაზე ცოდვილია, რადგან თავისი მდგოამრეობა მიაჩნია ყველაზე მძიმედ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2011, 05:54 PM

afxazi
გასაგებია გმადლობ, მაგრამ გამოთქმებსაც გაიგებდი "ღმერთმა მოკითხოს"..."ღმერთი დასჯის" და ა.შ..... ძირითადად კი როდესაც ცდილობენ ადამიანში რწმენა გააღვივონ, ადამიანს ღვთისადმი შიშს უნარგევენ რომ ის დამსჯელია და თუ შეცოდე ვაი შენს ტყავს
terra

ციტატა
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოძღვართან კონტაქტი არ გაქვს.
არ გისაუბრია მასთან მსგავს საკითხებზე?

არა, მაქსიმუმ 5 წუთი მესაუბროს მასთან და არამგონია კიდევ მივიდე
თბილისში მივალ ვინმესთან ალბათ
ციტატა
მამა მამას ნიშნავს.
და უფალი, ხორციელ მშობელზე აღმატებულია.
,,მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე..''

გასაგებია

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 26 2011, 05:56 PM

თუ არიას ნეტში და ვინმეს თუ მოგეპოვებათ მამა გაბრიელის წიგნებზე ლინკები მომაწოდეთ რა, გთხოვთ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 05:57 PM

ikanosi

ციტატა
გასაგებია გმადლობ, მაგრამ გამოთქმებსაც გაიგებდი "ღმერთმა მოკითხოს"..."ღმერთი დასჯის"


ეს არის მცდარი მიდგომა და ამის მთქმელს არც კი ესმის რას ამბობს. ღმერთი არავის სჯის, ყოველი ადმაიანი იმკის იმას როგორც მოქმედებს და შესაბამსიად ღმერთი არ მძლავრობს არავისზე. ეს რომ საჭირო ყოფილიყო, მაშინ პირველ რიგში ადამსა და ევაზე უნდა ემძლავრა, რომ ისინი არ დაცემულიყვნენ, მაგრამ ეს მოგვისპობდა თავისუფლებას სიყვარულში. სიყვარული - ეს არის თავისუფლად, გარეგანი ფაქტორის გარეშე მოქმედება, ნების გამოხატულება და თუკი ვიღაც მაიძუძლებს, რომ მიყვარდეს, ეს იქნება ტანჯვა ჩემთვის, რადგან ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც ჩემს შინაგანი სამყაროს ნება არ არის.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 06:02 PM

ციტატა(ikanosi @ Aug 26 2011, 05:54 PM) *

afxazi
გასაგებია გმადლობ, მაგრამ გამოთქმებსაც გაიგებდი "ღმერთმა მოკითხოს"..."ღმერთი დასჯის" და ა.შ..... ძირითადად კი როდესაც ცდილობენ ადამიანში რწმენა გააღვივონ, ადამიანს ღვთისადმი შიშს უნარგევენ რომ ის დამსჯელია და თუ შეცოდე ვაი შენს ტყავს


ასეთ რაღაცებს არ მივესალმები, მით უმეტეს, როცა პატარა ბავშვებს ეუბნებიან, რომ, თუ ცუდად მოიქცევიან, მათ უფალი დასჯის.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 26 2011, 06:18 PM

afxazi

ბევრი საკითხი ნამდვილად მაღელვებს ყველა თუ არა...

ჰოდა რომ ვამბობთ "ღმერთი არ სჯის"-ო, კი მაგრამ ღმერთმა შექმნა ყველაფერი ისე როგორც არის და თუ მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვისჯები სიკვდილის მერე, ესეგი მე ვსჯი საკუთარ თავს?

აი გავიარე ცოდვილი ცხოვრება, ვისიამოვნე ყველაფერი, მერე გინდა თქვა რომ ჩემი ნებით ვიტანჯავ თავს მარადისობაში და ღმერთი არაფერ შუაშია?

ეს კარგი იქნება თუ განიმარტება რას ნიშნავს "ჩემი ნებით ვიტანჯავ თავს"... აი ვთქვათ ვარ ღვთისმგმობელი და არ ვინანიებ არაფერს სიკვდილის მერეც კი, თავს რატომ დავიტანჯავ?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2011, 06:24 PM

Otherguy

ციტატა
ეს კარგი იქნება თუ განიმარტება რას ნიშნავს "ჩემი ნებით ვიტანჯავ თავს"... აი ვთქვათ ვარ ღვთისმგმობელი და არ ვინანიებ არაფერს სიკვდილის მერეც კი, თავს რატომ დავიტანჯავ?


იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ მაინც ვეღარ გაექცევი რეალობას. უბრალოდ ეს რეალობა დაგტანჯავს და სხვა არაფერი.

აქ საუბარი არ არის იმაზე რომ ცეცხლში დაიწვება ვინმე და სხვა, აქ საუბარია სულიერ დმგომარეობაზე. როცა რეალურად შეიგრძნობს სული რომ განშორებულია სინათლეს, აი ეს იქნება მისთვის აუტანელი.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 26 2011, 06:42 PM

afxazi

ციტატა
აქ საუბარია სულიერ დმგომარეობაზე. როცა რეალურად შეიგრძნობს სული რომ განშორებულია სინათლეს, აი ეს იქნება მისთვის აუტანელი.

სწორედ ასეა.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 27 2011, 07:14 AM

ციტატა(terra @ Aug 26 2011, 02:41 PM) *

GIORGI LELUASHVILI

ადამიანი, თუნდაც წმინდად მცხოვრები, წინასწარ რომ ხედავს საკუთარ თავს წმინდანად, თან 100%-ით, ეს უკვე პრობლემაა.
გიორგი, ძალიან კარგი ბიჭი ჩანხარ და მესმის, რომ მამა გაბრიელი გიყვარს,
ვენაცვალე მაგის სულს, კარგი კაცი იყო, მაგრამ, თუ ნამდვილად თქვა ასეთი რამ,
მე დადებითად ვერ შევხედავდი მსგავს მოვლენას.
შეიძლება ვცდები, მაგრამ, ასე ვფიქრობ.

კი ბატონო მაგრამ სერაფიმ საროველსაც ანალოგიური სიტყვები აქვს ნათქვამი
«Того Царя, который меня прославит, — говорит преподобный Серафим, — и я прославлю
http://www.4udel.nne.ru/library/sermons/shargunov

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 27 2011, 02:59 PM

ციტატა(sandro40 @ Aug 27 2011, 07:14 AM) *

კი ბატონო მაგრამ სერაფიმ საროველსაც ანალოგიური სიტყვები აქვს ნათქვამი
«Того Царя, который меня прославит, — говорит преподобный Серафим, — и я прославлю
http://www.4udel.nne.ru/library/sermons/shargunov


ძალიან საინტერესოა.
ღირს გამოსაძიებლად.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:14 PM

afxazi

ციტატა
არავინ არავის არ განიკითხავდა და არ გინდა ეხლა ასეთები.

არავინ არავის არა? biggrin.gif
ამას უბრალოდ თვალების დაბრმავებაც კი არ ქვია.
ობიექტური ადამიანი, რომელმაც უბრალოდ კითხვა იცის, მიხვდება იყო თუ არა მამა გაბრიელის მინიმუმ განკითხვა.
ციტატა
კონკრეტულ ფრაზაზე იყო საუბარი, რომელიც არც კი იცი ეკუთვნის თუ არა მამა გაბრიელს

საიდანაც თქვენ მამა გაბრიელის შესახებ ამოგიკითხავთ, ზუსტად მეც იქიდან ვიცი, რომ მამა გაბრიელს ეკუთვნის ეს სიტყვები.
აბა ჩემით მოვიგონე?
აწი თუ კიდევ შემხვდა მის წიგნებში ეს კონკრეტული გამოთქმა, მიგითითებთ წიგნის სათაურს, ავტორს, გვერდს და მერე თვითონ განსაჯეთ.
ციტატა
და გვიმტკიცებ აქ რაღაცეებს.

"რაღაცეებს" კი არა, მე ვამტკიცებ იმას, რომ მამა გაბრიელი წმინდანია (თუმცა არა მიწიურად შერაცხილი) და კიდევ იმას, რომ სრულიად არაფერი შავდება მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებით, რომელიც მის წმინდანად შერაცხავას გულისხმობს.
ციტატა
ნუ აჩვენებ ისე თავს, თითქოს მარტო შენ აფასებდე ამ პიროვნებას.

ეს საიდან დაასკვენით?
ღმერთმა დამიფაროს!
ვისაც ეს ასე მიაჩნია მისი პრობლემაა.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 27 2011, 03:20 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მე ვამტკიცებ იმას, რომ მამა გაბრიელი წმინდანია

ჩემი აზრით არასწორია ასეთი დამოკიდებულება.

მე, პირადად, ვერც იმას დავამტკიცებ, რომ, წმინდანია
და ვერც იმას, რომ, წმინდანი არ არის.
დაველოდოთ საქართველოს ეკლესიის განჩინებას.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:23 PM

terra

ციტატა
მე, პირადად, ვერც იმას დავამტკიცებ, რომ, წმინდანიადა ვერც იმას, რომ, წმინდანი არ არის.

კი ბატონო, სავსებით მისაღებია შენი მიდგომა.

ჩემთვის კი (და ძალიან ბევრი სასულიერო თუ საერო პირებისთვის) მამა გაბრიელი არის წმინდანი.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 27 2011, 03:28 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 27 2011, 03:23 PM) *

terra
კი ბატონო, სავსებით მისაღებია შენი მიდგომა.


ურააააა laugh.gif
ძლივს არ შევთანხმდით რაღაცაზე კაცო?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:34 PM

terra

ციტატა
ურააააა ძლივს არ შევთანხმდით რაღაცაზე კაცო?!

friends.gif
smile.gif

პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Sep 23 2011, 02:15 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
საიდანაც თქვენ მამა გაბრიელის შესახებ ამოგიკითხავთ, ზუსტად მეც იქიდან ვიცი, რომ მამა გაბრიელს ეკუთვნის ეს სიტყვები.აბა ჩემით მოვიგონე?აწი თუ კიდევ შემხვდა მის წიგნებში ეს კონკრეტული გამოთქმა, მიგითითებთ წიგნის სათაურს, ავტორს, გვერდს და მერე თვითონ განსაჯეთ.

გიორგი მაინტერესებს თუ იპოვე ის ადგილი მამა გაბრიელის ცხოვრებიდან, სადაც იგი თავის წმინდანად შერაცხვას წინასწარმეტყველებს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 23 2011, 03:34 PM

Kanishtha-Adhikar
როგორც ასეთი, წიგნში არ მიპოვია. მაქვს მხოლოდ ელექტრონული მასალა, რომელთა ბმულებიც შემიძლია დავდო.

ეს "ფეისბუქზე" ვნახე:

"მე რომ მოვკვდები, ნახევარი საქართველო მოვა აქ. ჯერ ჩემს მოძღვარს შერაცხავენ წმინდანად, მერე მეო", _ უწინასწარმეტყველებია. ასეც მოხდა _ 2003 წელს ბეთანიელი ბერები წმინდანებად შერაცხეს. ლამის ნახევარი საქართველოა ნამყოფი მამა გაბრიელის საფლავზე. მრავალი ჩვენგანი ხომ იქ დანთებული კანდელის ზეთით იამებს წყლულებს. გარდაცვალების შემდეგ მრავალს გამოსცხადებია: "მოდით ჩემს საფლავთან, ილოცეთ და შეგეწევითო", _ უთქვამს.

ასევე ვნახე მამა გაბრიელის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ისე, შენ რაში დაგაინტერესა? smile.gif

პოსტის ავტორი: dato!!! თარიღი: Sep 23 2011, 04:51 PM

"ასევე ვნახე მამა გაბრიელის ოფიციალურ ვებ–გვერდზე."


მისამართი?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 23 2011, 05:48 PM

dato!!!
http://www.monkgabriel.ge/

პოსტის ავტორი: dato!!! თარიღი: Sep 23 2011, 07:48 PM

ციტატა(ikanosi @ Sep 23 2011, 05:48 PM) *

dato!!!
http://www.monkgabriel.ge/



მადლობა. (გახარებული სმაილი)

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 23 2011, 08:42 PM

ციტატა(ikanosi @ Sep 23 2011, 06:48 PM) *

dato!!!
http://www.monkgabriel.ge/

კარგი საიტი გაუკეთებიათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2016, 11:21 AM

"მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)