IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან)
მარიამი
პოსტი May 13 2008, 04:19 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამა გაბრიელზე სხვა თემაც არსებობს "მამათა გამონათქვამებში", მაგრამ ამ თემას ცალკე ვხსნი, რადგან მისი ცხოვრებიდან მინდა ეპიზოდები დავწერო და არა გამონთქვამები.
თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ შეაერთონ smile.gif


გაბრიელ ბერის ცხოვრება აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_g..._tskhovreba.htm

ესეც ერთი მოგონება:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/gabrie...khovrebadze.htm


მამა გაბრიელზე უამრავი მოგონება მაქვს კომპში, რამდენიმეს გადავხედე დღეს (ძირითადად მოკლეებს, რადგან გრძელი ტექსტების კითხვა შედარებით რთულია მონიტორიდან) და აქ შემოგთავაზებთ smile.gif

* * *

გაბრიელ ბერი მასთან მიმსვლელის ყოველ დაფარულ საქმეს და განზრახვას ცნობდა, გონებისა და გულის აზრებს კითხულობდა. მისი ნათქვამი სიტყვა არ გაცუდდებოდა, ვისაც დალოცავდა, მისი საქმე კეთილად წარიმართებოდა. რჩევისათვის მისული ადამიანები იკურნებოდნენ, მშვიდდებოდნენ.

მამა გაბრიელს უცნობი ქალბატონი ესტუმრა და ახლობლისთვის საჩუქრად ხატი სთხოვა. გაკვირვებულმა, შიშით შევხედე ამ ქალბატონს, როგორ გაუბედა ამის თქმა-თქო, რადგან გაბრიელ ბერს არ უყვარდა ხატების ტყუილუბრალოდ გაჩუქება. ამ ქალბატონს კი მაშინვე ჩამოუღო ღვთისმშობლის ხატი. ქალბატონი გაოცებული აკვირდებოდა ხატს. ამ დროს მამა გაბრიელმა ჯვარიც ჩამოიღო და ისიც აჩუქა. მაშინ კი მუხლებზე დაემხო სტუმარი და მამა გაბრიელს მიმართა: - ნუთუ თქვენ გონებისა და გულის აზრებს კითხულობთ? ამ წუთს გავიფიქრე, ნეტავი ეს ჯვარიც მაჩუქოს-თქო და შემისრულეთ!


* * *

გულში, ჩუმად, ღვთისმშობლის ტროპარს ვლოცულობდი, დავამთავრე და „ამინ“ მითხრა მამა გაბრიელმა. პირველად ვერ მივხვდი, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ ვილოცე და კვლავ „ამინ“ მითხრა, მაშინ მივხვდი, რომ გულისა და გონების აზრებს კითხულობდა.


* * *

ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს მამა გაბრიელს. შუადღე გადასული იყო. ძლიერ გახარებია. უთქვამს: „ღვთისმშობელი ტყუილად არავისთან მივა“. ბინდდებოდა, წყალმანკის მძიმე სნეულებისაგან საწოლს მიჯაჭვული ბერი გაბრიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა და მიულოცა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა. რადგან იგი მუდამ გაურბოდა ადამიანთა მხრიდან პატივს და დამცირებას არჩევდა, კათოლიკოსმა სიტყვის თქმა არ აცალა, უკვე ნაკურთხი ხარო. მთელი მონასტერი საღმრთო სიყვარულით აღივსო და სიხარულით ულოცავდნენ გაბრიელ ბერს. მეორე დღეს კი მუცლიდან წყალი გაუქრა. ამ ფაქტის გამო გაოცებული ექიმი ამბობდა, რომ ჯერ არავის უნახავს „ცეროზი“ შეჩერებულიყოს, მუცლიდან წყალი კი გამქრალიყოსო და გაბრიელ ბერს ეკითხებოდა ღიმილით, წყალი რა იქნაო?


* * *

გაბრიელ ბერი კელიის წინ იჯდა და ამბობდა: დღეს საბერძნეთი დაიჩოქებს! მართლაც, ცოტა ხანში ათონის მთიდან ჩამოსული ორი ბერძენი ბერი ესტუმრა. დიდი სიყვარულით მიიღო, დალოცა და მათი სახელობის ხატები აჩუქა. ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარი მუხლებზე დაემხო. გაბრიელ ბერმა თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა: - როგორ გაიფიქრე! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა? ამის გაგონებაზე მუხლმოდრეკილი ბერძენი ბერი გაკვირვებული დარჩა, მამა გაბრიელს შენდობა სთხოვა და აღიარა: - აი, ახლა, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო, როგორ მიგიტოვებია საქართველო. ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე. შემდეგ კი მამა გაბრიელს ისევ შენდობა სთხოვა. - ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე, - დაუყვავა გაბრიელ ბერმა, მოეფერა და გულში ჩაიკრა. - ჩვენთან წამოდი – ათონზე, ასეთი დიდი ბერის ადგილი სწორედ იქ არის, – მიიწვია ათონელმა. ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, - უპასუხა მამა გაბრიელმა.


* * *

იერუსალიმის რუსული მონასტრიდან სტუმრად იღუმენია და ორი მონაზონი ჩამოვიდა. სიწმინდეები მოილოცეს და გაბრიელ ბერთან შესვლა ითხოვეს. სათითაოდ შემოვიდნენო, – თქვა მამა გაბრიელმა, ხოლო მისი კელიიდან გამოსულები აცრემლებულნი ამბობდნენ: - ასეთი დიდი მამა ჩვენ არ გვინახავს და არცა გვყავს!
მთელი ქვეყანა ლოცვით მოვიარეთ და აქ რომ ვიგრძენით ასეთი დიდი მადლი არსად გვიგვრძვნია? აქ იერუსალიმის მადლი ტრიალებს. ეს ნამდვილად მეორე იერუსალიმია!


* * *

ერთ დიდი ხნის ნაცნობს რამდენიმე კაცი მიჰყავდა მამა გაბრიელთან და გზაში ეუბნებოდა მათ, რომ წმიდა მამაა და არაფერს ჭამსო. სტუმრები რომ მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო და უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა. ჯამს ეცა და გაიძახოდა: - დღეს რაღაც მგელივით მომშივდა! ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს, ეს ვინ ყოფილაო და წავიდნენ. გაბრიელ ბერმა ნაცნობს უთხრა: ­ შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. მოწაფემ წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. შემდეგ კი ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა.


* * *

გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: - აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე: - ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს. ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე... მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა: - გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა? იმ მომენტში ძალიან შემეშინდა და არა, არ მინდა მეთქი ვუთხარი. მან კი განაგრძო: - მაგრამ რაში გჭირდება შენ ეს? გულში გავიფიქრე, რომ მთების გადაწევისას არ დაიმსხვრეს ყველაფერი და ამის გაფიქრებაზე მომიგო: - ნუ გეშინია, არაფერი დაინგრევა, თუ გინდა, გადავწევ ამ მთებს. აი, პირდაპირ შენს თვალწინ! ძალიან შემეშინდა და არ მინდა-მეთქი ვუთხარი. მერე კი თავი ჩავღუნე და მაინც ეჭვი შემეპარა. როცა ავიხედე, მამა გაბრიელი ტიროდა. მითხრა: - რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა!



* * *

დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა ტაძარში, ამბიონზე მუხლს მოიყრიდა, შენდობას ითხოვდა და მოგვამრთავდა: - სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე! თუ ვინმეს განურისხდებოდა და ისე დაღამდებოდა, რომ შენდობაზე არ მოვიდოდა – თვითონ აკითხავდა და სთხოვდა: – მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე.


* * *

გაბრიელ ბერთან მოდიოდნენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები და კურთხევას სთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი ყველას მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი უჩნდებოდა.


* * *

მძიმედ სნეული გაბრიელ ბერი საწოლში იწვა, როდესაც მითხრა:

- ახლა შავნაბადაზე მივდივარო.

მე ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემდაუნებურად შევეკითხე: - იყავი შავნაბადაზე? მიპასუხა: - ვიყავი, ყველანი კარგად არიან და ტრაპეზობდნენ, როცა მივედიო. - შენ არ გამოჩნდი-მეთქი? – ვკითხე და - არაო, - მიპასუხა, თან დაამატა: - რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. ამასთან, მეც არ მინდოდა გამოჩენა. - მამა შიო რას აკეთებდა-მეთქი? - ვკითხე და მიპასუხა: - ხალხს ითვლიდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ მამა შიო მოვიდა გაბრიელ ბერის სანახავად. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მოიკითხეს, მამა შიოს ვკითხე, ბევრნი იყვნენ თუ არა შავნაბადას მონასტერში, რაზედაც მიპასუხა: - რა ვიცი, იმდენი მოდიან და მიდიან, რომ ვეღარ ვგებულობ. მხოლოდ ტრაპეზზე ვითვლი ხალხსა.

მამა გაბრიელმა ჩემს კითხვასა და მამა შიოს პასუხზე ღიმილით გადმომხედა.

სხვა დროს, როცა მითხრა: ­ მარტყოფის მონასტერში მივდივარო, ­ გაკვირვებით და ინტერესით დავუწყე ყურება. ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: ­ იყავით-მეთქი? მიპასუხა: ­ ვიყავიო. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მონასტრულიო. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი.


* * *

„მამა გაბრიელს სისხლი ჩემი ხელით ავუღე, ნათიასთან ერთად. რაიმე კონსერვანტი არ დაგვიმატებია. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოვათავსეთ, განსაკუთრებული სტერილობის, ან დაბალი ტემპერატურის პირობებში არ ინახებოდა. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთდა, ადასტურებს ზემოაღნიშნულს.

რა ფენომენია ეს – უბრალო შემთხვევითობა, თუ კანონზომიერება?! შეიძლება, განსაკუთრებულ ასკეტურ პირობებში ცხოვრებით და ღვთის მადლით შეიძინა სისხლმა გაუხრწნელობის უნარიც, ჩემი აზრით, ეს ასეა. გაივლის დრო და ყოველივე გაცხადდება. მეცნიერულად ამ მოვლენის შესწავლა, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.“
ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი



* * *

ზოგჯერ პირდაპირ გეტყოდა სათქმელს, ზოგჯერ კი მის ნათქვამს ვერც მიხვდებოდი. შეიძლება იმ წუთში განსაკუთრებული ყურადღება არც კი მიგექცია, ან გეფიქრა, ეს რისთვის თქვაო? გადიოდა დრო და ამოტივტივდებოდა მამა გაბრიელის ნათქვამი. მაშინღა ხვდებოდი, რომ ის სწორედ შენ გეხებოდა, შენს საქციელს, ან შენს უძლურებასა და ცოდვას, რომელიც არც კი გაითვალისწინე აღსარებისას.


* * *

სამონაზვნონი ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ მონაზვნები ისედაც რამდენს ლოცულობენ, რამდენი ღვაწლი აქვთ და რა მოხდებოდა ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო. საუბარს რომ მორჩნენ, მოვიდა მამა გაბრიელი და დაიწყო: „კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა? ჩქარა გაახსნილეთ“. ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ჩვენც ავდექით და გავახსნილეთ. მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: „მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთ“. როდესაც ხუშთაბათი დადგა მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს, რამეთუ შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენში სინდისი გააღვიძა – ამის შემდგომ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა.


* * *

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის?

ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: – „მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ“. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი: – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს!


* * *

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი („იეღოველი“) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბოლოს ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ.


* * *

ერთ დღეს ჩუმად ვიჯექი გაბრიელ ბერის კელიაში და უნებურად გამიჩნდა ასეთი აზრი: „მრავალი სასწაული მოიმოქმედა გაბრიელ ბერმა, ნეტავ, თუ შეუძლია, მეძავები მოაქციოს?“ ამ ფიქრებში მყოფს, გაბრიელ ბერმა მითხრა: „დღეს ჩემთან სტუმარი მოდის და არ მიმატოვო.“ რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამა გაბრიელს სთხოვა, ეშველა მისი მეგობრისათვის, რომელსაც მეძავობის საშინელი ბოროტი შეჰყროდა. გაბრიელ ბერმა დაამშვიდა იგი და უთხრა: „ნუ გეშინია, მე მაგის სახლში ვარ ნამყოფი, მაგასთან პური მიჭამია და როგორ არ ვუშველი.“ სასწაული ის იყო, უძლურებაში მყოფი მას არ დაუბარებია, არც არაფერი უკითხავს მასზე, ხოლო როდესაც გაოცებულმა მთხოვნელმა თვითონ ჰკითხა, რომ თქვენთან ხომ არ ჩამოვიდესო, უპასუხა: არა, საჭირო არ არისო. უფლის უსაზღვრო მოწყალებითა და გაბრიელ ბერის ლოცვის ძალით, იმ ქალის მდგომარეობა მალე შეიცვალა და ღვთის სასოებით სინანულად მოიქცა. მოგვიანებით, როდესაც ეს ქალბატონი თვითონ ჩამოვიდა მამა გაბრიელთან, ცრემლებით უხდიდა მადლობას ხორციელი და სულიერი განკურნებისათვის და სთხოვდა, მისი ლოცვითი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო მუდამ. მან კი უპასუხა: „უფალი ყველას ეწევა და სასწაულებსაც ის ახდენს.“ შემდეგშიაც მრავალი მინახავს ამგვარი სენისგან ასე საკვირველად განკურნებული და მამა გაბრიელის ლოცვით ღვთის რწმენისაკენ მობრუნებული.


* * *

მამა გაბრიელის გაცნობამდე რელიგიური ცხოვრების საკმაო გამოცდილება მქონდა (მე ასე ვფიქრობდი), მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ერთხელ მამა გაბრიელს ვესტუმრე, კელიაში შემიპატიჟა, მესაუბრა, შემდეგ წიგნი მომაწოდა და მთხოვა, წამიკითხეო. თვითონ ხატებს აკეთებდა. წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა დავიწყე. კელიაში მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა და ბნელოდა, ძლივს ვკითხულობდი. უცებ მთელი კელია განათდა. ინსტიქტურად ნათურას ავხედე, ისევ ძველებურად ბჟუტავდა. მამა გაბრიელისაკენ გავიხედე. ის ადგილი, სადაც მამა გაბრიელი ზის მთლიანად განათებულია. როდესაც იგრძნო, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, თავი დამიქნია და საქმიანობა გააგრძელა.

ერთხელ მამა გაბრიელმა გამომიცხადა, დღეს სახლში წასვლაზე კურთხევას არ გაძლევ, იღუმენიას სთხოვე და მონასტერში დარჩიო. ბევრი ვეხვეწე, მშობლები შეშინდებიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მე მინდა, ერთად ვილოცოთ, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოო. მივხვდი, რაღაცისთვის მამზადებდა, მაგრამ რისთვის? დავრჩი მონასტერში. მეორე დილას ხის ჯვარი, კანდელი, საკმეველი და ხატი მაჩუქა და სახლში გამომისტუმრა. რამოდენიმე დღეში სრულიად მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და მამა გაბრიელის ნაჩუქარი ჯვარი, ხატი, კანდელი და საკმეველიც დამჭირდა.

ერთხელ მამა გაბრიელთან რომ მივედი, ვნახე მონასტერში ჩემი თანამშრომელი მისულიყო. იმ დღეს მამა გაბრიელმა მითხრა, იღუმენიას ვთხოვე, მორჩილი გამოეყო, რადგან ავად ვარ და მომვლელი მჭირდებაო. გულში გავიფიქრე, ნეტავ ჩემი თანამშრომელი აკურთხონ, უფრო თავისუფლად მივალ ხოლმე-თქო. წამოსვლისას მამა გაბრიელი მეუბნება, როგორც შენ ფიქრობ, ისე იქნებაო. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. შემდეგ ჩასვლაზე მამა გაბრიელის მომვლელად ჩემი თანამშრომელი დამხვდა – ახლა უკვე დედა პარასკევა.


* * *

ღვთის შეწევნით ათონის წმიდა მთაზე წავედი და იქ დავუახლოვდი ბერებს. შევხვდი ხუცესებს და მათი ქცევები ჩამრჩა გულში. ათონის მთიდან ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ქსეროპოტამიის მონასტრის იღუმენი და სამი მორწმუნე, რომელთა შორის ერთი – სახელად სტილიანოსი –სპეციალობით ღვთისმეტყველი იყო და ყოველდღიურად ქადაგებდა რადიოთი.

ისინი შეხვდნენ მამა გაბრიელს. მე თარჯიმანი გახლდით. საუბრის შემდეგ იღუმენი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ შესთავაზა, თუ გინდათ, წაგიყვანთ ათონის წმიდა მთაზე, თქვენნაირი მლოცველები ათონზე საჭირონი არიანო. მამა გაბრიელმა დიდი მადლობა მოუხადა და თქვა: „მე საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, მე ჩემს ათონზე ვარ“. ამის შემდეგ ქსეროპოტამიის იღუმენმა მითხრა, რომ შენი ბერობის საკითხზე მამა გაბრიელს ჰკითხე, მაინტერესებს, რას გეტყვისო. მე ვკითხე: „მამა გაბრიელ, ბერობა მინდა“. მან კი მიპასუხა: „რახან ბერობა გინდა, მაშინ უკვე ხარ ბერი“. იღუმენს მოეწონა ასეთი პასუხი. კელიაში შესვლისას მამა გაბრიელს აჩუქეს ხატები, სანთლები და სხვა პატარ-პატარა საჩუქრები სუვენირებთან ერთად. საუბრის შემდეგ, დამშვიდობებისას მამა გაბრიელმა იმ ერისკაცებს მისთვის მირთმეული ხატებიდან ერთ-ერთი აჩუქა. თეოლოგს კი, რომელსაც სტილიანოსი ერქვა და რომელმაც უშუალოდ გადასცა მამა გაბრიელს ხატები, დაუბრუნა წმინდა სტილიანოსის ხატი. გაკვირვებულმა სტილიანოსმა მკითხა: „ეს ხატები მე ვაჩუქე მას და ამ ხატს მე მაძლევს?“ მამა გაბრიელს მივმართე, მან გაიცინა და სტილიანოსს უთხრა: „ჰო, ამ ხატს შენ გჩუქნი“. აღფრთოვანებულმა სტუმარმა წამოიძახა: „ეს ბერი ჩვეულებრივი ბერი არ არის და შეიძლება სახარებიდან გარკვეული ადგილების შესახებ ვკითხო?“ მამა გაბრიელი დათანხმდა. შეკითხვებზე მამა გაბრიელმა ისეთი პასუხები გასცა, ღვთისმეტყველი აღფრთოვანდა ბერის სიბრძნით და ძალზედ კმაყოფილი დაემშვიდობა, რადგან მამა გაბრიელი, ენის ბარიერის მიუხედავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ძალზედ მარტივად, გასაგებად განუმარტავდა. გზაში თეოლოგი გაოცებას ვერ მალავდა და მეუბნებოდა, ეს ძალიან დიდი მამა არისო. ამ ამბის შემდეგ დავუახლოვდი მამა გაბრიელს და ხშირად ვაკითხავდი კელიაში. იგი ყოველთვის ამომწურავად მიხსნიდა ჩემთვის საინტერესო საკითხებს.

ერთხელ მივედი მონასტერში. კიბეზე ჩამომჯდარიყო. დალოცვა ვთხოვე. მან ხელი უკან გასწია და მკითხა: „შენ როდის უნდა დამლოცო?“ იმ საღამოს საპატრიარქოში პატრიარქმა მითხრა: „მოემზადე მღვდლად კურთხევისათვის“.

გახარებული მეორე დღესვე გავეშურე მამა გაბრიელთან ამ ამბის სათქმელად, თუმცა გზაში ვფიქრობდი, კარგი არ იქნება, ვუთხრა, თქვენი წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდ მამებს არ უყვართ, როცა აქებენ. შევედი თუ არა სამთავროს დედათა მონასტერში, უეცრად ატყდა წივილ-კივილი. რაც მეტად ვუახლოვდებოდი კელიას მამა გაბრიელის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა მესმოდა. იგი ამბობდა: „თქვე ფარისევლებო, უგუნურებო“ და კიდევ ისეთ რაღაცეებს ყვიროდა, მენიშნა, ამგვარი ფიქრებით არ უნდა ვხლებოდი. კურთხევის ასაღებად მისულს, სრულიად შეცვლილმა მკითხა: „სად არის შენი „პროფესორა?“ (ღვინოს გულისხმობდა). აღარაფერი მათქმევინა, რადგან მამები გაურბიან ქება-დიდებას.

მამა ვიტალი რამდენჯერმე ესტუმრა მამა გაბრიელს და შემდეგ თქვა: „ეს ძალიან დიდი ბერია“.
სხვასთან საუბარში მამა გაბრიელმა მამა ვიტალიზე თქვა: „ანგელოზია“.

ბევრჯერ გადავურჩენივარ და წარმწყმედელი მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, იცის ღმერთმა და მამა გაბრიელის სულმა.


* * *

ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“.

ერთხელ კი ასეთი შემთხვევა იყო: სარწმუნოებაში ახლადმოქცეული ერისკაცი განვიკითხე, რომელიც ძლიერ ნაყროვანებაში ჩავარდა. მივედი მამა გაბრიელთან და პირდაპირ მითხრა: „შენ, ბერო, იცი სინანული? იმ ერისკაცს რატომ განიკითხავ, რომელიც ნაყროვანებაშია? ის ხომ ახლადმოქცეულია და სინანული არ ეცოდინება. ამიტომ ჩააგდო ღმერთმა ამ ცოდვაში (დაუშვა ღმერთმა მისი ამ ცოდვით დაცემა), რომ სინანული მისცეს, დაცემული აღადგინოს, თავისთან უფრო მიიახლოვოს. შენ კი ღმერთს განიკითხავ, რატომ ჩააგდო ეს კაცი ნაყროვანებაშიო“.


* * *

„მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“.
თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო.

ერთხელ ერთ მონაზონს ლანძღავდა სხვების გასაგონად, თავისთვის კი ჩუმად ლოცავდა. დამინახა, რომ შევამჩნიე და გაუკვირდა, როგორ მიმიხვდიო.

ერთი ერისკაცი იმ დროს ეწვია, მონაზონს რომ უყვიროდა. ის კაცი წინ გადაუდგა და სთხოვა, გაჩერდითო. მამა გაბრიელი შემოტრიალდა და ცრემლმორეულმა უთხრა: „იცი, ეს მონაზვნები როგორ მიყვარან? მაგრამ მე რომ არ ვყავდე მათ, ცაში დაიწყებენ ფრენას“. ის ყველას ლოცავდა, ძალიან თბილი გული ჰქონდა.


გავაგრძელებ კიდევ. ჯერ ეს იყოს


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   ბერი გაბრიელი   May 13 2008, 04:19 PM
მარიამი   * * * სამონაზვნედ ვიყ...   May 13 2008, 05:25 PM
tuchlik2   ძალიან მიყვარს.... http...   May 13 2008, 05:34 PM
მარიამი   * * * 1991 წლის ბრწყინვა...   May 13 2008, 05:47 PM
ქავთარაძე   მაგარი ადამიანი იყ...   May 13 2008, 06:22 PM
nana_007   ქავთარაძე, ანჩხლო...   May 13 2008, 06:25 PM
მარიამი   * * * მონასტერში ახალ...   May 13 2008, 08:44 PM
KAIROS   აქაც მე? :( მე სრულია...   May 13 2008, 09:00 PM
მარიამი   * * * მამა გაბრიელი პი...   May 13 2008, 10:16 PM
nino_ni   საოცარია........... ძლაი...   May 13 2008, 10:25 PM
მარიამი   http://i002.radikal.ru/0805/47/b8f278226030.jpg ...   May 13 2008, 10:37 PM
მარიამი   უწმინდესის გვერდი...   May 13 2008, 10:43 PM
მარიამი   * * * მონასტერში სკოლ...   May 14 2008, 11:41 AM
მარიამი   * * * გაბრიელ ბერმა მ...   May 14 2008, 12:04 PM
sandro40   * * * ბერი გაბრიელი თ...   Jun 4 2008, 09:25 AM
მარიამი   * * * ერთხელ მივედი მ...   May 14 2008, 03:10 PM
მარიამი   * * * ჩემი სულიერი მდგ...   May 14 2008, 09:23 PM
მარიამი   ახალი ჩამოსული ვარ...   May 15 2008, 09:16 PM
მარიამი   * * * 1984 წლის ზაფხული ი...   May 15 2008, 09:38 PM
მარიამი   * * * ერთხელ მამა გაბრ...   May 15 2008, 10:13 PM
მარიამი   ახლა ერთ სასწაულს ...   Jun 3 2008, 09:32 AM
დავით ივერიელი   აი, რას იგონებს სამ...   Jun 3 2008, 11:45 PM
მარიამი   დავით ივერიელი ერთ...   Jun 3 2008, 11:50 PM
დავით ივერიელი   არა წიგნი არ ამქვს...   Jun 3 2008, 11:52 PM
მარიამი   ჰოო, ეგ ჟურნალი არ ვ...   Jun 3 2008, 11:53 PM
nino_ni   მარიამი არადა მთა...   Jun 4 2008, 12:02 AM
staywhite   nino_ni მაგრამ საკითხა...   Jun 4 2008, 12:07 AM
მარიამი   nino_ni მაგრამ საკითხა...   Jun 4 2008, 12:12 AM
mariami-k   მამა გაბრიელზე უკვ...   Jun 4 2008, 10:10 AM
მარიამი   მამა გაბრიელზე უკ...   Jun 4 2008, 10:43 AM
@mariami@   მამა გაბრიელი უდიდ...   Jun 16 2008, 10:48 AM
syd   მას თურმე შევარდნა...   Jun 20 2008, 05:05 PM
marine   გუშინ ვიყავი მამა ...   Jun 23 2008, 10:20 AM
safia   უღრმესი მადლობა რო...   Apr 16 2009, 02:52 PM
taa   ხმით ნათქვამი არ გ...   Apr 18 2009, 12:30 AM
ანნო   ბევრი წიგნი მაქვს ...   Jun 26 2009, 10:12 PM
m16   რომელ წელს გარდაიც...   Nov 10 2009, 03:19 PM
kesaria777   1995 წლის 2 ნოემბერს   Nov 12 2009, 11:36 PM
llaasshhaa   1995 წლის 2 ნოემბერს 4 ...   Nov 13 2009, 02:51 AM
b-a-r-b-a-r-e   4 წლის ვიყავი :cray: მე...   Nov 13 2009, 01:32 PM
b-a-r-b-a-r-e   http://s11.radikal.ru/i184/0911/7b/e33b599c12c9.jp...   Nov 13 2009, 12:40 AM
Atman   ერთ სასულიერო პირს...   Dec 18 2009, 11:20 AM
izi-bartki   მე დამამახსოვრდა ე...   Dec 18 2009, 11:53 AM
b-a-r-b-a-r-e   მე დამამახსოვრდა ...   Dec 18 2009, 11:59 AM
izi-bartki   b-a-r-b-a-r-e საოცარია:) რა...   Dec 18 2009, 12:02 PM
izi-bartki   სიკვდილი გარდაცვა...   Dec 18 2009, 12:12 PM
izi-bartki   ”ზოგი იტყვის სიყვა...   Dec 18 2009, 12:15 PM
izi-bartki   Atman აი ფერისცვალება...   Dec 18 2009, 12:18 PM
Iona   "შინაგანი ტანჯვი...   Dec 18 2009, 12:47 PM
giorgi 7   http://s39.radikal.ru/i083/0912/b4/c06b7dc7f2ac.jp...   Dec 19 2009, 11:14 PM
giorgi 7   http://i027.radikal.ru/0912/58/9577822b66c1.jpg [...   Dec 20 2009, 12:05 AM
giorgi 7   http://s46.radikal.ru/i113/0912/a0/94f18d1d9a16.jp...   Dec 20 2009, 06:46 AM
giorgi 7   http://s40.radikal.ru/i087/0912/3c/34e4de86bb1c.jp...   Dec 20 2009, 06:56 AM
giorgi 7   http://s47.radikal.ru/i118/0912/0c/3acc5d6f82ac.jp...   Dec 20 2009, 07:07 AM
giorgi 7   http://bin.ge/file/110246/mama-gabrielis-xma.mp3.h...   Dec 20 2009, 07:39 AM
giorgi 7   http://bin.ge/file/110250/VTS-01-1.vob.html მ...   Dec 20 2009, 09:33 AM
b-a-r-b-a-r-e   საინტერესოა ძალია...   Dec 20 2009, 09:45 AM
Atman   ფორუმელებო! მამა ...   Dec 20 2009, 12:46 PM
S a l l y   ფორუმელებო! მამა ...   Dec 21 2009, 12:08 PM
giorgi 7   http://bin.ge/file/110332/mama-gabrieli--....ა...   Dec 20 2009, 02:56 PM
giorgi 7   20. კითხვა: მამა გიორ...   Dec 20 2009, 04:01 PM
giorgi 7   http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31...   Dec 21 2009, 06:37 AM
giorgi 7   http://s44.radikal.ru/i103/0912/68/7a2bc85cad43.jp...   Dec 21 2009, 08:03 AM
giorgi 7   [img]http://i082.radikal.ru/0912/da/431d5a3b827c.j...   Dec 21 2009, 08:30 AM
giorgi 7   http://i020.radikal.ru/0912/b0/a5a55919e4e4.jpgმ...   Dec 21 2009, 06:37 PM
giorgi 7   [img]http://s60.radikal.ru/i169/0912/de/dc4bd8e283...   Dec 21 2009, 10:49 PM
giorgi 7   http://s42.radikal.ru/i096/0912/92/36c108339a0e.jp...   Dec 22 2009, 03:51 PM
giorgi 7   http://s52.radikal.ru/i138/0912/b5/40142f7ea6b1.jp...   Dec 22 2009, 04:12 PM
b-a-r-b-a-r-e   დღეს ვიყავით მცხეთ...   Dec 22 2009, 08:48 PM
giorgi 7   მამა გაბრიელის მიე...   Dec 27 2009, 06:58 PM
giorgi 7   მამა გაბრიელის გამ...   Jan 3 2010, 08:46 PM
giorgi 7   http://srv3.imghost.ge/out.php/i81648_mit20sergi20...   Feb 12 2010, 09:49 PM
giorgi 7   [img]http://s43.radikal.ru/i102/1002/78/3fb6b76ce6...   Feb 13 2010, 10:38 AM
თამარ   თავს უფლებას მივცე...   Mar 8 2010, 11:29 PM
marine   თავს უფლებას მივც...   Mar 9 2010, 04:39 PM
izi-bartki   giorgi 7 :* თამარ შემოგევ...   Mar 12 2010, 05:56 PM
giorgi 7   ფილმი მამა გაბრიელ...   Mar 15 2010, 04:19 PM
izi-bartki   giorgi 7 შემოგევლეეე,გა...   Mar 15 2010, 05:55 PM
თამარ   giorgi 7 გაიხარე, გიორგ...   Mar 16 2010, 03:50 PM
giorgi 7   “შვილო ჩემო, ქვეყნ...   Mar 23 2010, 01:35 PM
თამარ   წმიდა სიმეონი ბევ...   Mar 23 2010, 04:28 PM
KAIROS   არანაირად არ მსურ...   Mar 26 2010, 04:33 AM
gurulo   KAIROS ფრაგმენტულად მა...   Apr 5 2010, 01:45 AM
llaasshhaa   ეხლა აპრილში უნდა ...   Apr 5 2010, 08:29 PM
აკაკი   რამდენიმე დღის წინ...   Apr 5 2010, 09:09 PM
თამარ   აკაკი გაიხარე! ას...   Apr 6 2010, 02:30 PM
აკაკი   თამარ არვიცი რესტა...   Apr 6 2010, 02:50 PM
Atman   ერთხელ გაბრიელ ბერ...   Apr 6 2010, 03:31 PM
ნონა   შეიძლება არ უნდა ვ...   Apr 6 2010, 04:22 PM
terra   ჯერ უნდა გამოვიკვ...   Apr 6 2010, 04:33 PM
Atman   რომ გაიგო ეგ სიტყვ...   Apr 6 2010, 04:31 PM
ნონა   რომ გაიგო ეგ სიტყვ...   Apr 6 2010, 04:41 PM
თამარ   ეს წინადადება გულ...   Apr 6 2010, 04:43 PM
Atman   თამარ როგორ სხეულ...   Apr 6 2010, 04:47 PM
giorgi 7   უცებ წამოდგა მამა ...   Apr 6 2010, 11:23 PM
თამარ   giorgi 7 შეიძლება. ბორჯ...   Apr 18 2010, 12:53 AM
მხევალი ნინო   თამარ თუ ამ ისტორ...   Apr 18 2010, 10:59 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 09:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი