IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ", როგორ ვილოცოთ კათაკმევლებისთვის?
კანონისტი
პოსტი Jan 9 2009, 12:25 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



როგორც ვიცით, ბიზანტიური წესის წირვა (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა) შედგება 3 ნაწილისგან:
ა) კვეთა
ბ) კათაკმეველთა წირვა
გ) მართალთა წირვა

კათაკმეველთა წირვის დასასრულს წარმოითქმის კვერექსი კათაკმეველთათვის, რომლის პირველი მუხლი მიემართება თავად კათაკმევლებს:
ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
ხოლო დანარჩენი მორწმუნეებს კათაკმეველთათვის სალოცავად:
- მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
- და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
- და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
- შეართნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკესა და სამოციქულოსა ეკლესიასა.
- აცხოვნენ, შეიწყალენ, შეეწიენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო, შენითა მადლითა.


ბერძნულ ორიგინალში (ასევე სლავურ თარგმანში) თითოეული ამ მუხლის შემდეგ იგალობება Κύριε, ελέησον.
ბერძნული ორპირიანი ზმნა არასრულია და ობიექტად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე პირს და ორივე რიცხვს.
ანუ Κύριε, ελέησον-ის თარგმანი შეიძლება იყოს:
უფალო, შემიწყალე (მე) - Κύριε ελέησον με - Господи помилуй м(ен)я
უფალო, შეგვიწყალე (ჩვენ) - Κύριε ελέησον ημάς - Господи помилуй насъ
უფალო, შეიწყალე (ისინი) - Κύριε ελέησον αυτούς - Господи помилуй ихъ

როდესაც ბერძენი ან სლავი ამბობს "ელეისონ"-ს ან "პომილუი"-ს, მან თავისუფლად შეიძლება იგულისხმოს ის პირი, რომელზეც კონკრეტულად ლოცულობს.

მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართულ ორპირიან ზმნას მოეპოვება პირის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ზმნას დაერთვის. ამიტომ, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადეკვატურად, რომ აზრი არ შეიცვალოს.

დავუბრუნდეთ კვერექსს.

გაისმის დიაკვნის მოწოდება:
"მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"!

არ უნდა იყოს "უფალო, შეწყალენ"?

ჩემი აზრით, თარგმანი შეცდომაა, რომელიც აზრს ამახინჯებს.

P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია).


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Jan 13 2009, 05:49 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



[quote]

ეგრეცაა
ისე ვიბნეოდი ხოლმე, ხან ჩუმად ვ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   "უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ"   Jan 9 2009, 12:25 PM
mekaje   კანონისტი :ფიქრი: ...   Jan 9 2009, 01:47 PM
მხევალი ნინო   კანონისტი რაოდენ ...   Jan 9 2009, 01:50 PM
k@the   კანონისტი იმათი შე...   Jan 9 2009, 01:59 PM
კანონისტი   k@the 1. დიაკვნის მოწოდ...   Jan 9 2009, 02:06 PM
k@the   კანონისტი ჰო, მართ...   Jan 9 2009, 02:09 PM
mekaje   კანონისტი ერთი აზრ...   Jan 9 2009, 02:14 PM
კანონისტი   mekaje გასაგებია და არ...   Jan 9 2009, 04:05 PM
orthodox-georgia   კანონისტი მართალი ...   Jan 9 2009, 04:15 PM
mekaje   კანონისტი კათაკმე...   Jan 9 2009, 05:02 PM
კანონისტი   mekaje ამაზე ხომ გიპას...   Jan 12 2009, 02:07 PM
mekaje   კანონისტი არ ვიცი ...   Jan 12 2009, 02:23 PM
KAIROS   არა, რადგან აქ სწორ...   Jan 12 2009, 10:32 PM
მნათე   არანაირად, მაგ უფა...   Jan 12 2009, 10:59 PM
KAIROS   :) ეგრეცაა :) ისე ვიბ...   Jan 13 2009, 05:47 AM
მნათე   [quote] ეგრეცაა ისე ვი...   Jan 13 2009, 05:49 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 05:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი