IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არქეოლოგიური გათხრები საქართველოში
marine
პოსტი Feb 13 2008, 02:52 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.

ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა.



მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით.

ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ smile.gif




ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი



ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება.

ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ...



აღმ. კარიბჭე:

IPB-ს სურათი

http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Feb 14 2008, 01:12 AM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რა ბედნიერია შენი ნათლული user.gif

მცირედი ინფორმაცია არქეოლოგიაზე
არქეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობით წყაროების ცნობებს. ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რასაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლები იტორიულ წყაროდ იქცევა.

არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII ს. ბოლოს - XIX ს. დასაწყისში, თუმცა სიძველებისადმი ინტერესს უძველესი დროიდან იჩედნენ..

თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია-კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისათვის და სხვ. წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექ. მეცნიერება მეთოდებს; ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგის ქიმიური ანალიზი და სხვა. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები.

არქეოლოგიური გათხრები - მიწის გათხრა არქეოლოგიური ძეგლების გამოვლებისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფენოვანია (ამათ საერთოდ ქვიათ კულტურული ფენები smile.gif). თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადგილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ. თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი (ბარი, წერაქვი, დანები, ლანცეტები, ფუნჯები - ეს გააჩნია არქეოლოგიურ მასალას, რომელიც უნდა ამოითხაროს smile.gif). მექანიზმების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზედაც აისახება კულტურული ფენის თანამიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ შედარებითი ქრონოლოგია. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება სხვადასხვა ანალიზებისათვის.


არქეოლოგია საქართველოში XIX ს-ში ჩაისახა, მაგრამ არქეოლოგიურ გათხრებს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ეპიზოდური ხასიათი ქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის მცდელობა დაკავშირებულია 1852 წ დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან და 1873 წ დ. ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასთან.
მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბებისა, XIX ს. II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვანისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის ბორის სამაროვნის, ახალგორის განძის პოვნა და სხვა.
გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად კავკასიის მუზეუმი არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთ უდიდეს საცავად იქცა.
არქეოლოგიური ძეგლების გეგმაზომიერი გათხრა-შესწავლა შესაძლებელი გახდა სქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.
საქართველოს არქროლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპები იყო თრიალეთის გათხრები, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციები (დღესაც გრძელდება smile.gif), ვანის და სხვა.

ეს მასალა იყო საბჭოთა ენციკლოოპედიიდან

რამდენადაც ვიცი, ზამთარში გათხრები შეჩერებულია უამინდობისა და სიცივეების გამო smile.gif
აი გაზაფხულიდან ისევ იწყება, დმანისში მგონი ისევ აგრძელებენ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   არქეოლოგიური გათხრები საქართველოში   Feb 13 2008, 02:52 PM
ketino   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:30 PM
marine   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:42 PM
ketino   რა ბედნიერია შენი ...   Feb 14 2008, 01:12 AM
marine   ketino უღრმესი მადლობ...   Feb 14 2008, 12:37 PM
tamara   უნიკალური აღმოჩენ...   Feb 14 2008, 06:42 PM
marine   tamara ძალიან დიდი მად...   Feb 15 2008, 06:09 PM
marine   http://i044.radikal.ru/0802/2b/7278ee8d66c0.jpg ...   Feb 25 2008, 04:25 PM
marine   http://www.xvamli.ge/   May 7 2008, 04:15 PM
nana_007   მარინე, მზიას და ზე...   May 7 2008, 04:25 PM
marine   "გათხრების შედეგ...   May 16 2017, 11:23 AM
marine   "2 წლის წინ აწყური...   May 18 2017, 10:59 AM
marine   "კასპის რაიონში, ...   Oct 15 2019, 03:46 PM
marine   "რამდენიმე წლის წ...   Jul 31 2020, 06:00 PM
marine   "ითხვისის ტერიტო...   Nov 3 2021, 05:09 PM
marine   "VI ს-ში ქართლის სო...   Feb 26 2022, 09:28 PM
marine   "პირველი ქართველ...   Mar 6 2022, 07:09 PM
marine   "კავკასიაში არქე...   Mar 7 2022, 12:54 PM
marine   "საქართველოს ტერ...   Mar 28 2022, 08:00 PM
marine   "...ვანო ქიქოძის [წ...   Jul 6 2022, 12:28 PM
marine   "არქეოლოგია, თანა...   Dec 28 2022, 06:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 10:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი