IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არქეოლოგიური გათხრები საქართველოში
marine
პოსტი Feb 13 2008, 02:52 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,898
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.

ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა.



მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით.

ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ smile.gif




ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი



ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება.

ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ...



აღმ. კარიბჭე:

IPB-ს სურათი

http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 14 2008, 12:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,898
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ketino

უღრმესი მადლობა, ქეთინო 2kiss.gif yvavilebi.gif

რაც შეეხება დმანისს, საიტს მივაგენი: http://www.dmanisi.com.ge/

ძალიან დამაინტერესა დმანისურმა სტელამ:



ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ სტელა-ჯვრები და ქვაჯვრები. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს.

საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია, V-VI სს-ის ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად საქართველოში არ მოიპოვება. ამ პერიოდის ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა დმანისის რაიონი. სოფ. განთიადთან ტოპონიმ “ნაგზაურის” ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა V-VI სს-ის საეკლესიო კომპლექსი, სხვა მასალასთან ერთად გამოვლინდა სტელა.

IPB-ს სურათი

იგი თითქმის მთელია, აკლია მხოლოდ დაბოლოება. სტელა ოთხწახნაგოვანია. წინა მხარეზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში.

IPB-ს სურათი

კაპიტელის 4 წახნაგი გრეხილი ორნამენტით აქვს შემოსაზღვრული. ყოველი წახნაგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატს. მესამე წახნაგზე, ღვთისმშობლის მარჯვნივ გამოსახულია ლომი, ხოლო მეოთხეზე - ღვთისმშობლის უკანა მხარეს _ ფარშევანგი. იქ, სადაც ლომია გამოსახული დაფიქსირდა ქართული ასომთავრული წარწერა, სადაც იკითხება ორი სიტყვა _ სტეფანე შეიწყალე.

http://www.dmanisi.com.ge/istoria.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   არქეოლოგიური გათხრები საქართველოში   Feb 13 2008, 02:52 PM
ketino   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:30 PM
marine   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:42 PM
ketino   რა ბედნიერია შენი ...   Feb 14 2008, 01:12 AM
marine   ketino უღრმესი მადლობ...   Feb 14 2008, 12:37 PM
tamara   უნიკალური აღმოჩენ...   Feb 14 2008, 06:42 PM
marine   tamara ძალიან დიდი მად...   Feb 15 2008, 06:09 PM
marine   http://i044.radikal.ru/0802/2b/7278ee8d66c0.jpg ...   Feb 25 2008, 04:25 PM
marine   http://www.xvamli.ge/   May 7 2008, 04:15 PM
nana_007   მარინე, მზიას და ზე...   May 7 2008, 04:25 PM
marine   "გათხრების შედეგ...   May 16 2017, 11:23 AM
marine   "2 წლის წინ აწყური...   May 18 2017, 10:59 AM
marine   "კასპის რაიონში, ...   Oct 15 2019, 03:46 PM
marine   "რამდენიმე წლის წ...   Jul 31 2020, 06:00 PM
marine   "ითხვისის ტერიტო...   Nov 3 2021, 05:09 PM
marine   "VI ს-ში ქართლის სო...   Feb 26 2022, 09:28 PM
marine   "პირველი ქართველ...   Mar 6 2022, 07:09 PM
marine   "კავკასიაში არქე...   Mar 7 2022, 12:54 PM
marine   "საქართველოს ტერ...   Mar 28 2022, 08:00 PM
marine   "...ვანო ქიქოძის [წ...   Jul 6 2022, 12:28 PM
marine   "არქეოლოგია, თანა...   Dec 28 2022, 06:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 06:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი