IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> პოლემიკა "დიდგორის" სქიზმატურ დაჯგუფებასთან
.ნინო
პოსტი Jan 13 2009, 11:32 PM
პოსტი #21


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



devnili

ვერ გავიგე, მგონი თავის თავს ეწინააღმდეგებიან. ამ ლოგიკით არც 14 იანვარს უნდა იზეიმონ ახალი წელი. და როგორც ვიცი ისინი აღნიშნავენ ამ თარიღს....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 14 2009, 12:34 AM
პოსტი #22


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
დიდგორელმა ნიკ გვარამიამ

ამ სახელითა და გვარით განათლების მინისტრს ვიცნობ და ხსენებული დიდგორელი მინისტრის სეხნიაა, თუ მეშლება? user.gif

საინტერესო პოლემიკაა, კანონისტის პოსტების გამო smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 12:55 AM
პოსტი #23


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ახალ წელზე მგონი გიპასუხეთ. ერთი და იმავეს ყოველ წამს გამეორებას არ ვაპირებ. საერო ახალი წელი არანაირად არ ეწინააღმდეგება ინდიქტიონს. ორგიები კიდევ ხშირ-ხშირად ახსენეთ და უფრო დავრწმუნდები წმ. ბასილი დიდის სიტყვებში, რომ "ადამიანს სხვაც ისეთი ეჩვენება, როგორიც თვითონ არისო".

საეკლესიო ახალი წელი ერს არ ეხება-მეთქი, არც ეს მითქვამს. ეს უკვე ცილისწამებაა. (თქვენთვის ჩვეული)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 14 2009, 12:57 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



საინტერესო დისკუსიაა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 01:02 AM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



.ნინო
ციტატა
ამ ლოგიკით არც 14 იანვარს უნდა იზეიმონ ახალი წელი. და როგორც ვიცი ისინი აღნიშნავენ ამ თარიღს....

არ აღნიშნავენ.

ახალი წელი შინაარსობრივად საერო მოვლენაა და არა საეკლესიო. ახალი წელი ნიშნავს წლის დაწყებას, მეტიც არაფერი. ცხონება-წარწყმედასთან მას უშუალო ბმა არ აქვს.

ქრისტიანებისთვის წელს არის 2009 წელი, ანუ 2009-ე წელი ქრისტეს შობიდან. ამიტომ 1/14 იანვარს უფრო ლოგიკური იქნებოდა ისეც წელიწადის დაწყება, რადგან ამ დღეს ეწოდა ახალშობილ მაცხოვარს იესო (წინადაცვეთის დღეა).

მაგრამ იყოს 1/14 სექტემბერი, ვინ ეკამათება?

უბრალოდ, რახან სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი (და ამას არც თავად დიდგორელები უარყოფენ და ეწინააღმდეგებიან. საიტი უმუშავებთ გრიგორიანულ და არა იულიანურ კალენდარზე), ხოლო ეს კალენდარი იწყება 1 იანვარს, ამიტომ მეც აღვნიშნავ ამას. ეს საეკლესიო კანონებს არ ეწინააღმდეგება.

ამასთან შეგახსენებთ, რომ თავად იულიუსის კალენდარი იწყებოდა 1 მარტს (ამიტომ ჰქვია სექტემბერი (ანუ მეშვიდე), ოქტომბერი (ანუ მერვე) და ა.შ. თვეებს).

რატომ ეძახით იანვარს იანვარს? ხომ იცით, რომ წარმართული "ღმერთის" იანუსის გამო ჰქვია ამ თვეს?
ან მარტს მარსის გამო!
წარმართები გიძახოთ ამის გამო??
მარიამობის წმინდა თვეს მემრუშე და წარმართი ავგუსტუსის სახელს რომ ეძახით.

ნორმალურად ჩამთვლით, ეს არგუმენტები რომ დაგიდოთ??

მოკლედ, ამ საკითხზე მე პასუხს აღარ გაგცემთ. ახლა რამდენიც გნებავდეთ, იმდენი წერეთ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
devnili
პოსტი Jan 14 2009, 01:11 AM
პოსტი #26


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



სანამ დიდგორი თავად დაიცავდეს სჯულის კანონს და კანონისტს უპასუხებდეს ახლავე მეც შემიძლია ვთქვა რომ კანონისტმა აშკარად არ იცის საპატრიარქოს ურთიერთობების მონაწილეობის შესახებ ეკუმენისტთა შეკრებებზე.

“პატრიარქმა შეინანა ეს ქმედება და შეწყვიტა. საეკლესიო კანონი მაშინ ადგენს განკვეთას, როდესაც სასულიერო პირს მიეცემა დაცადება (ანუ უზიარებლობა) და იგი კვლავ განაგრძობს ამგვარ ქმედებას. რამდენადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი და იერარქია აღარ მონაწილეობენ ამგვარ შეკრებებში, ისინი დახსნილნი არიან საეკლესიო კანონისგან.“

აი, ხომ ხედავთ შეუნანია, მაგრამ როგორც ვიცით კვლავაც აგრძელებენ ვიზიტებს ეკუმენისტურ საკრებულოებთან. ამის დამადასტურებლად დიდგორელებს აქვთ გამოქვეყნებული მრავალი მამხილებელი მასალა. 2008 წელს ეკუმენისტთა შეკრებას ესწრებოდა წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოდან და ხელიც მოაწერა ეკუმენისტურ დოკუმენტს. რატომ მალავენ ასეთ ინფორმაციას თუ ეკუმენიზმი რჯულიდან განდგომა არაა?

------------

ეს კანონისტი განათლებული კაცია, თუმცა შეიძლება ეს ცოდნა ფარისევლობის დაფარვას ხმარდებოდეს.

ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი სამარცხვინო სანახაობა. რომელი მართლმადიდებელი პატრიარქი მოიწვევდა თავის ქვეყანაში ერესიარქს და პომპეზურ დახვედრას მოუწყობდა. ამდაგვარი ვიზიტები კიდევ ერთხელ მეტყველებს თანამედროვე იერარქების სრულ რელიგიურ უპრინციპობაზე და ინდეფერენტიზმზე. პაპი ლიტურგიაზე მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიეს, რომ საპატრიარქოს შიგნით არსებულ კლერიკალებს გაუწიეს ანგარიში. უცნაურია მაგრამ, დღეს სწორედ ისინი არიან პატრიარქის მთავარი დასაყრდენი მართლმადიდებელთა წინააღმდეგ. თუმცა, სულიერ პლანში ლიტურგიაზე არ მიწვევა სრულიად არაფერს ნიშნავს, რადგანაც მსგავსი პრაქტიკა (წირვებზე მწვალებლებთან ერთად თანალოცვა ფართოდაა დანერგილი ყველა საპატრიარქოში, თუნდაც ახალი პაპის მონაწილეობა რად ღირს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლიტურგიაში, რაც ფართოდ გაშუქდა. ვიდეო და ფოტომასალა ამის შესახებ ამაზრზენია, ნუთუ შეიძლება ეს მართლმადიდებლის სინდისს არ შეეხოს?). რაც შეეხება რელიგიურ ფორუმებში და დიალოგებში მონაწილეობას, - მართლმადიდებლებს შეუძლებელია დიალოგი ჰქონდეთ მწვალებლებთან, რადგანაც დიალოგი ურთიერთ-დათმობებსა და კონსენსუსებს გულისხმობს, რაც სრულიად გამორიცხულია სარწმუნოების საკითხებში. მართლმადიდებლებს მწვალებლებთან შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მონოლოგი, ანუ ქადაგება, მხილება, პროზელიტიზმი. (რაზეც საქ. საპატრიარქო ოფიციალურ უარს ამბობს. იხ. ცნობილი დოკუმენტები სხვადასხვა რელიგიების ლიდერებთან)

აი, აქაურ ინტერვიუებსაც გაეცანით მეგობრებო. მე მგონი არავითარი ლანძღვა არ არის. რამდენიმე წელი ყოფილა ეკუმენისტთა ლიდერი და რა მოხდა თუ ვინმე ეკუმენისტს ეძახის. ალექსი მეორე პირდაპირ აღიარებდა რომ ეკუმენისტი ვარო და ხომ დაბრძანდებოდა ილია მეორე და მასთან ერთად ლოცულობადა!

http://www.mamuli.net/Didgori/default.asp?...&pq=&pqpg=&pg=1

--------------------------------

თქვენ ვინც ამ ფორუმის პოზიციებს იცავთ ძალიან ბევრნი ხართ და მიკერძოებულნი. აქ მხოლოდ დევნილი აშუქებს თქვენს საწინააღმდეგო პოზიციას. თუ დემოკრატები ხართ უზრუნველყავით დემოკრატია! დიდგორი არ ჩემულობს დემოკრატობას და არც მოეთხოვებათ. ისე, რასაც მაგათ ლანძღავენ მიკვირს რომ ქვებს არ ისვრიან.

მამაო აროშვილსაც მიუცია შენიშვნა და რას ერჩით. ხომ გამოაქვეყნეს. მათი რედაქტორის კომენტარიც ნორმალურია. ე.ი. კრიტიკას იტანენ თქვენგან განსხვავებით არა?

http://didgori.wordpress.com/2009/01/13/%e...83%9a%e1%83%98/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 01:48 AM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



devnili
ციტატა
თუნდაც ახალი პაპის მონაწილეობა რად ღირს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლიტურგიაში, რაც ფართოდ გაშუქდა.

უკაცრავად, ეს შენ დამიწერე თუ დიდგორელებმა?

ლიტურგიკაში ერკვევით? აბა, რას ნიშნავს ამიხსენით, ლიტურგიაში მონაწილეობა? იქ დგომას?

წირვის ერთი სიტყვაც კი თუ თქვა რომის პაპმა? ის ვიდეო თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი. მსგავსი რამე კი იქ არ არის.

აქამდე კანონებით ხდებოდა აპელირება. ჩანს მიხვდით/დნენ (არ ვიცი რომელს მოგმართოთ), რომ ჩემთან, მომიტევოს უფალმა, და წმინდა კანონების რახა-რუხი და საკუთარ ნება-სურვილზე მოჭრა არ გამოვა. ახლა გადავედით ზოგადი ხასიათის შეგონებებზე

ციტატა
თუ დემოკრატები ხართ უზრუნველყავით დემოკრატია!

რა იყო ვინმე და გავაგდეთ? თუ არ შემოდის ვინმე, ჩვენ ძალით ხომ არ მოვიწვევთ?

ციტატა
რომელი მართლმადიდებელი პატრიარქი მოიწვევდა თავის ქვეყანაში ერესიარქს და პომპეზურ დახვედრას მოუწყობდა.

1. რომის პაპი ერესიარქი არის თუ არა, ამას სჭირდება მსოფლიო კრების განჩინება (კონსტ. II; 6)
2. თუკი იოანე ოქროპირმა კერპის ქურუმი შეაქო ღვაწლისთვის, იმის გამო, რომ იგი უკვე მე-10 გზას აკეთებდა საკერპოზე შეშის მისატანად და ამის შემდეგ ის მოინათლა,
თუკი პავლე მოციქულმა სალონიკელთა მოსაქცევად წარმართულ ბომონს უწოდა ქრისტეს გამოსახულება და ამით შემდეგ ისინი მოაქცია,
არ შეიძლებოდა ქრისტეს სიყვარულის გამო, ქრისტეს მორწმუნე, მაგრამ ცდომილებაში მყოფი რომის პაპი მიეღო ისე, რომ ეს მისთვის დამამცირებელი არ ყოფილიყო?

ნუთუ არსად ამოგიკითხავთ, რომ ძველ ეკლესიაშიც კი ოფიციალურად აღიარებულ მწვალებელთა ნათლობასაც კი შეიწყნარებდნენ? (კართ. 57)

და შეიძლება იმის გამო, რომ სავარაუდოდ მწვალებელ რომის პაპთან დაუზუსტებელ თანალოცვაში (იმიტომ, რომ ერთად დგომა და სხვადასხვა ლოცვების კითხვა თანალოცვა ნაკლებად არის) მყოფობის გამო, ეკლესიის ერთობა დავარღვიოთ?

ციტატა
2008 წელს ეკუმენისტთა შეკრებას ესწრებოდა წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოდან და ხელიც მოაწერა ეკუმენისტურ დოკუმენტს. რატომ მალავენ ასეთ ინფორმაციას თუ ეკუმენიზმი რჯულიდან განდგომა არაა?

კერძოდ, რას მოაწერეს და რა წერია მასში?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
devnili
პოსტი Jan 14 2009, 01:57 AM
პოსტი #28


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



მეგონა უკვე გამომიჭირეს მეთქი ამ მწიგნობრებმა, მაგრამ დიდგორელებიც საგანგებოდ მომზადებულან

------------------------------------

კანონისტი ბრძანებს: „პავლე მოციქულის განწესებებად წოდებული ეს კრებული, კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო კრების მე-2 კანონმა, როგორც შერყვნილი და მწვალებლური, ამოიღო მართლმადიდებლურ კანონთა კორპუსიდან. ასე რომ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეკლესიის კანონისტებსაც ამ კანონთა განმარტება არ აქვთ, იგი არ შედის არც ბერძნულ "პიდალიონში" და არც სლავურ "კორმჩაიაში".



„დიდგორის" პასუხი:

„კანონისტის" სწავლება: მინდა დაგამწუხროთ, რომ თქვენ მიერ მოყვანილი არცერთი კანონი არ უკძალავს სასულიერო პირს დაესწროს თეატრალურ სპექტაკლს, რომელშიც საინტერესოდ, ყოველგვარი უხამსობის გარეშე ვითარდება სიუჟეტი და არანაირი წინააღმდეგობა არ არის მის შინაარსში მართლმადიდებლობასთან.

აღსარების_წიგნი; მოსანანიებელი_ცოდვა:

„მსახიობობით - თეატრალურ სანახაობათა ნახვით, ან მათში მონაწილეობით" (წიგნიდან „აღსარება" დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით)

ბ-ნო "კანონისტო", პავლე მოციქულს გაწესებებად წოდებული ეს კრებული კი არ ამოღო კონსტანტინეპოლის მე-6 მსოფლიო კრებამ, არამედ კლიმენტოსის მიერ გადმოცემული განწესება, რადგან მოციქულთა ჩვენს მიერ წარმოდგენილ განწესებაში მსახიობთა შესახებ არაფერია მწვალებლური და შერყვნილი და იგი თქვენივე საპატრიარქოს გამოცემულ საეკლესიო კოდექსში „დიდი სჯულის კანონი" -შედის; ასევე ეს კანონი შესულია ყველა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის აღსარებათა წიგნში, როგორც მსახიობის ცოდვის მსჯავრმდებელი კანონი და საუკუნეთა განმავლობაში ყველა დროის ქრისტიანულ ეკლესიაში ინანიებდენენ ზიარების წინ მსახიობობას, როგორც ცოდვას შემდეგნაირად: „მსახიობობით - თეატრალურ სანახაობათა ნახვით, ან მათში მონაწილეობით" (წიგნიდან „აღსარება" დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით) ხოლო ამ ცოდვილი პროფესიის მქონე ადამიანი, ანუ მსახიობი, თავისი ცოდვილი საქმით დადებით როლს განასახიერებს, თუ უარყოფითს, ცოდვაში რჩება მაინც და მისი ცოდვით სულიერ ტკბობას მიცემული სამღვდელო პირი აკანონებს მასში ცოდვას და განაკანონებს საკუთარ თავს სამღვდელო პატივიდან!

ჩვენ წარმოვადგინეთ სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ;

აქ წერია ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს არ უნდა უყურონ სასულიერო დასის წარმომადგენლებმაო, მაშინ დაწერდნენ თქვენსავით წმინდა მამები, ბ-ნო „კანონისტო" რომ მხოლოდ უხამსს არ უყურონ და „თუ საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი" მას შეუძლია უყურონო! მათ კი უწერიათ, რომ არამც თუ არ შეიძლება უყურონ თვით „საინტერესოდ განვითარებულ სიუჟეტს"_ო, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები უნდა ადგნენ და წავიდნენო, ე.ი. მსახიობთა წარმოდგენილ არანაირ სანახაობას არ უნდა უყურონო"

სხვა კანონებიც ჩვენს მიერ მოწოდებული პირდაპირ თუ ირიბად იგივეს ღაღადებენ, მაგრამ ისე გინდათ თქვენს იერარქთა ცოდვები საეკლესიო დარღვევად არ წარმოადგინოთ, რომ ნემსის ყუნწში ძვრებით, თანაც, იმდენად, რომ თვით პაპისტების მწვალებლობაც კი ეჭვქვეშ დააყენეთ, თურმე მსოფლიო კრებას ელოდებით მათი დოგმატურ-კანონიკური დარღვევები მწვალებლობად რომ დაამტკიცოთ, როგორც სჩანს არც იეღოველთა სექტა მიგაჩნიათ მწვალებლობად და ელოდებით მსოფლიო კრების განჩინებას.

ასე რომ, დასამწუხრებლად თავად გაქვთ საქმე, ბ-ნო კანონისტო, რადგან ცეცხლს ეთამაშებით ასეთი გაუკუღმართებული განმარტებებით და საშინელ სამსჯავროზე, ღმერთმა გამოგიხსნათ, რათა არიოზისა და ნესტორის გვერდით არ აღმოჩნდეთ!

p.s.

მსახიობთა წარმოდგენილ არამცთუ სანახაობებს არ უნდა უყუროს სასულიერო დასის წევრმა, არამედ "ვინც შეირთავს ცოლად მსახიობს არა აქვს უფლება გახდეს სამღვდელო დასის წევრი" (მოციქულთა მე-18 კანონი)


-------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 02:22 AM
პოსტი #29


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
„მსახიობობით - თეატრალურ სანახაობათა ნახვით, ან მათში მონაწილეობით" (წიგნიდან „აღსარება" დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით)

შეცდომით არის შეტანილი. იმის გამო, რომ პატრიარქის კურთხევა ძალიან ბევრ გამოცემას აწერია (რომლიდანაც საკმაოდ ბევრი საერთოდ თვალითაც არ უნახავთ საპატრიარქოში), საგანგებოდ შეიქმნა საპატრიარქოში რეცენზირების დეპარტამენტი და მისი გრიფით გამოცემული წიგნები დამიდეთ, თუ შეიძლება.

ციტატა
აქ წერია ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს არ უნდა უყურონ სასულიერო დასის წარმომადგენლებმაო, მაშინ დაწერდნენ თქვენსავით წმინდა მამები, ბ-ნო „კანონისტო" რომ მხოლოდ უხამსს არ უყურონ და „თუ საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი" მას შეუძლია უყურონო!

განმარტებებს რატომ არ კითხულობთ, გეშინიათ?

გადაფურცლეთ და ნახეთ, თუ მე არ მენდობით, რას ეხება ეგ კანონი. საკუთარ აზრებს თავი დაანებეთ. მე მართლმადიდებელი ვარ და ვემორჩილები ეკლესიის მამათა აზრს და არა თქვენ განხეთქილებას. წმ. მამები მაგ კანონის სხვაგვარად განმარტავენ.

და ის რატომ ვერ ამოიკითხეთ, რომ ბრალდების უფლება არ გაქვთ, როგორც სქიზმატებს?

ციტატა
ასე რომ, დასამწუხრებლად თავად გაქვთ საქმე, ბ-ნო კანონისტო, რადგან ცეცხლს ეთამაშებით ასეთი გაუკუღმართებული განმარტებებით და საშინელ სამსჯავროზე, ღმერთმა გამოგიხსნათ, რათა არიოზისა და ნესტორის გვერდით არ აღმოჩნდეთ!

როგორც ნახეთ, მე ერთი განმარტებაც არ დამიდია ჩემი, ყველაფერი ბალსამონის, ზონარას, სლავური კორმჩაიას და მილაშის განმარტებებს ეფუძნება.

თუ არ გაქვთ კომენტარები, შემიძლია მოგაწოდოთ.

მომიტევეთ, მაგრამ მე აკადემიურ წერას ვარ მიჩვეული და მიჭირს ყოველ წამს ვუსმინო თქვენ პირად აზრებს. მგონი მოგიყვანეთ ხომ მაგ კანონთა განმარტება. ან დამთანხმდით, ან მიმითითეთ სხვაგვარ განმარტებაზე. თქვენ კი განმარტავთ თქვენებურად, რაც ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მიუღებელია.

დაშინებები კიდევ არ გინდათ. თქვენ სქიზმის ცოდვა რა სიმძიმისაა, რომ გესმოდეთ, აქამდე ცრემლით შეინანებდით, მაგრამ რას ვიზამთ....

ციტატა
თვით პაპისტების მწვალებლობაც კი ეჭვქვეშ დააყენეთ, თურმე მსოფლიო კრებას ელოდებით მათი დოგმატურ-კანონიკური დარღვევები მწვალებლობად რომ დაამტკიცოთ, როგორც სჩანს არც იეღოველთა სექტა მიგაჩნიათ მწვალებლობად და ელოდებით მსოფლიო კრების განჩინებას.

რასელისტები რომ მწვალებლები არიან, ამას ადასტურებს ის, რომ მათ დარღვეული აქვთ მართლმადიდებლური სწავლების მთავარი საფუძვლები:
1. არ წამთ ქრისტეს გამომსყიდველობითი ღვაწლის
2. არ აღიარებენ წმინდა სამებას
3. არ აქვთ სამღვდელო იერარქია
4. დაკარგული აქვთ სამოციქულო მემკვიდრეობა
5. არ ცნობენ იმქვეყნიურ სამყაროს

რომის ეკლესიას:
1. წამს ქრისტეს გამომსყიდველობითი ღვაწლის
2. აღიარებს წმინდა სამებას
3. აქვთ სამღვდელო იერარქია
4. შენარჩუნებული აქვთ უწყვეტი ხელდასხმა პეტრედან
5. ცნობენ იმქვეყნიურ სამყაროს

ასეთ დროს, II მსოფლიო კრების მე-6 კანონი გვეუბნება, რომ კრებაზე უნდა მოხდეს მათი სწავლების მხილება. თუმცა აგერ აროშვილისტ-სხილაძისტები ამბობენ, რომ არაო.

ვის დავუჯერო?

P.S. წმინდა გიორგის საპატრონო ივერიის შვილი, მართლმადიდებელი ქართველი ამას რომ ნახავს და იტყვის, ამის გადამღებებმა ეს აღსარებაში უნდა მოინანიონო, იმათი არათუ მართლმადიდებლობა, ქართველობაც კი დიდად საეჭვოა!
http://www.youtube.com/watch?v=GakIm3lZQtU


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 14 2009, 02:30 AM
პოსტი #30


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



დათო, ბოდიში ცოტა უნდა გადაგახვევინო თემიდან მაგრამ ძალიან დამაინტერესა ამ ფრაზამ:

"მამა ზურაბი და მამა გელასი (აროშვილები) ბოსტონის სინოდის
მაღალიერარქთან საღმრთო ლიტურგიისას"

ეს მაღალიერარქი წოდებაა? თუ უბრალოდ ხაზი აქვსგასმული რომ "მაღალი იერარქია" ვერ მივხვდი...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 14 2009, 02:30 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
smile.gif 2kiss.gif

შენი მოთმინება უკვე ლეგენდარულია kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 02:38 AM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



.ნინო
ციტატა
ეს მაღალიერარქი წოდებაა? თუ უბრალოდ ხაზი აქვსგასმული რომ "მაღალი იერარქია" ვერ მივხვდი...

ცხადია არანაირი წოდება არ არის. მაღალი იერარქია ნიშნავს სინოდის წევრებს (რამდენადაც იერარქია - მღვდელმთავრებს ნიშნავს, ხოლო ზოგ ეკლესიაში ყველა მღვდელმთავარი არ არის სინოდის წევრი, ამდენად ასე მოიხსენიება სინოდის წევრები).

ეს ბოსტონის ჯგუფი არის განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფება, რომელიც თავს ფორმალურად უწოდებს მართლმადიდებელს, რადგან იგი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. მათი სწავლება საკმაოდ ახლოს დგას ქრისტეს წმინდა აღმოსავლურ-მართლმადიდებელი ეკლესიის, ანუ ჩვენ სწავლებასთან.

მათთან აღსრულებული საეკლესიო საიდუმლოებები ისევე საეჭვოა, როგორც სხვა განხეთქილებაში მყოფებისა, აგრეთვე რომის ეკლესიის და სომხური ეკლესიის მიერ მონათლულებისა.

სქიზმა ნიშნავს გახლეჩვას და გულისხმობს ქრისტეს ერთიანი სხეულის გახელჩვას (ღმერთმა აშოროს ყველა მორწმუნეს!!). ცხადია ქრისტეს მისტიკურ სხეულს ვერავინ გახლეჩს, მაგრამ ეს უმძიმესი ცოდვა მწვალებლბის მსგავსად მოწამეობითაც კი არ მიეტევება.

staywhite
გაიხარე. მე მინდა, რომ ყველამ, ვისაც სურვილი აქვს დაინახოს, რომ საქართველოს უწმიდესი სამოციქულო მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია მტკიცედ და შეურყევლად დგას ჭეშმარიტების გზაზე, და "არა გარდადრეკილ არს არცა მარცხულ [იგულისხმება უკიდურესი ფანატიზმი, სქიზმატიკოსობა და შეუწყნარებლობა: აროშვილები, სხილაძე, მკალავიშვილი] და არცა მარჯულ [იგულისხმება უკიდურესი ლიბერალიზმი, ყველაფრის დაშვებულობა და ეკუმენიზმი: კობახიძე, თევზაძე]"

"ვისაც ყურნი აქვს სმენად, ისმინენ!"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 14 2009, 02:41 AM
პოსტი #33


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
P.S. წმინდა გიორგის საპატრონო ივერიის შვილი, მართლმადიდებელი ქართველი ამას რომ ნახავს და იტყვის, ამის გადამღებებმა ეს აღსარებაში უნდა მოინანიონო, იმათი არათუ მართლმადიდებლობა, ქართველობაც კი დიდად საეჭვოა!
http://www.youtube.com/watch?v=GakIm3lZQtU


როგორ მიყვარს ბაში-აჩუკი და ეს მომენტი განსაკუთრებით 2kiss.gif

პ.ს. უკვე დადგა და გილოცავთ ყველას მაცხოვრის წინადაცვეთის დღესასწაულს


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
devnili
პოსტი Jan 14 2009, 03:04 AM
პოსტი #34


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



დიდი მადლობა ნინო მოლოცვისატვის. ყველას გილოცავთ.

ადრე დიდგორელებმა თავისი პასუხი გამომაქვეყნებინეს სამღვდელო წესების სესახებ და ეს კანონი მე ასე მაქვს წაკითხული.
------------------------------------------
"კონსტანტინეპოლის სამეფო გუმბათიან პალატაში ჩვენი კეთისლმსახური და ქრისტეს მოყვარე მეფის იუსტინეს ზეობაში შეკრებილი წმინდა მამების კრების კანონი":


სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს ოპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება. თუ სასულიერო პირი მიპატიჟებულ იქნება ქორწილზე, იგი უნდა გაეცალოს იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა, ანუ თამაშობანი, ვინაიდან ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება.

თუ ვინმე ჩაიდენს ამ დანაშაულს, ან უნდა დაცხრეს, ან განიკვეთოს.

"დიდი სჯულისკანონი"/თბილისი 2007 გვ.157

პატრიარქი განა არ გინახავთ სტადიონზე ან სხვა სანახაობებზე? კანონში არაა ნათქვამი, რომ თუ როკვა იქნება მაშინ წავიდესო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2009, 03:11 AM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



devnili
ამ განყოფილებაში ნახე, საეკლესიო ბიბლიოთეკა. იქ დევს კანონთა განმარტებებიც (რუსულადაა მართალია, მაგრამ გაიგებ, იმედია) და იქ ნახე ხოლმე, რას გულისხმობს კანონი.

საეკლესიო კანონის თვითნებური განმარტებიდან ერთი ნაბიჯია მწვალებლობამდე. კანონი კი არ უნდა მოვირგოთ ისე, როგორც ჩვენ გვაწყობს და ჩვენი საქციელის გამართლებას ესადაგება, არამედ ჩვენ უნდა მოვერგოთ საღვთო კანონს თავად.

ციტატა
პატრიარქი განა არ გინახავთ სტადიონზე ან სხვა სანახაობებზე?

მინახავს.

მაგალითად, ნეტარხსენებულმა ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა ქრისტოდულოსმა 2004 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული ბერძენთა ეროვნული ნაკრები მიიღო და დააჯილდოვა, რადგან მათ უდიდესი სახელი მოუტანეს სამშობლოს.

ასევე, ჩვენმა პატრიარქმაც დააჯილდოვა ოქროსმედალოსანი ოლიმპიელები.

ნუთუ ესენი აკრძალა წმინდა კანონებმა? ნახეთ აბა კანონების განმარტებები.

P.S. საეკლესიო კანონები კრძალავენ ოლიმპიადაში მონაწილეობას, მაგრამ ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აქ საუბარია ანტიკურ ოლიმპიადაზე, რომელიც ოლიმპოზე "დავანებულ" წარმართულ "ღმერთთა" მთელ ბუკეტს ეძღვნებოდა, მამაკაცები სრულიად შიშველნი (!) გამოდიოდნენ და ყველაფერი აღვირახსნილი ორგიებით სრულდებოდა. აი ეს აკრძალა კანონმა და არა ახლანდელი ოლიმპიადა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jan 14 2009, 03:52 AM
პოსტი #36


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კანონისტი
გაიხარე რა mpua.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 14 2009, 04:39 AM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



გილოცავთ წინადაცვეთის დღესასწაულს და ახალ წელს!

შემოგიერთდებით პოლემიკაში smile.gif

ციტატა
თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.)


ახალი სტილის მიმდევარია?


ციტატა
კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების მე-6 კანონი თქვენ გიკრძალავთ, ბრალი დასდოთ საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის იერარქიას! "ბრალმდებლად არ მიიღებიან აგრეთვე განხეთქილების მომწყობნი (ბერძნ. σχισματικοί), ე.ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ"


ნამდვილადე მასეაsmile.gif
ციტატა
ახალი წელი შინაარსობრივად საერო მოვლენაა და არა საეკლესიო. ახალი წელი ნიშნავს წლის დაწყებას, მეტიც არაფერი. ცხონება-წარწყმედასთან მას უშუალო ბმა არ აქვს.


აბსოლუტურად ვეთანხმები
ციტატა
სანამ დიდგორი თავად დაიცავდეს სჯულის კანონს და კანონისტს უპასუხებდეს ახლავე მეც შემიძლია ვთქვა რომ კანონისტმა აშკარად არ იცის საპატრიარქოს ურთიერთობების მონაწილეობის შესახებ ეკუმენისტთა შეკრებებზე


თუ არ შეწუხდები devnili მიმასწავლე სად შეიძლება ამ ინფორმაციის ნახვა.

ციტატა
მსახიობობით - თეატრალურ სანახაობათა ნახვით, ან მათში მონაწილეობით" (წიგნიდან „აღსარება" დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით)

შეცდომით არის შეტანილი. იმის გამო, რომ პატრიარქის კურთხევა ძალიან ბევრ გამოცემას აწერია


მსახიობობაზე სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო? რას ნიშნავს შეცდომით არის შეტანილი? ცოდვა არაა მსახიობობა თუ სხვა, უფრო დახვეწილ ჩამონათვალში არ წერია?
ციტატა
P.S. საეკლესიო კანონები კრძალავენ ოლიმპიადაში მონაწილეობას, მაგრამ ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აქ საუბარია ანტიკურ ოლიმპიადაზე, რომელიც ოლიმპოზე "დავანებულ" წარმართულ "ღმერთთა" მთელ ბუკეტს ეძღვნებოდა, მამაკაცები სრულიად შიშველნი (!) გამოდიოდნენ და ყველაფერი აღვირახსნილი ორგიებით სრულდებოდა. აი ეს აკრძალა კანონმა და არა ახლანდელი ოლიმპიადა.


"ჯანმრთელია" მგონი ეს მსჯელობაsmile.gif მეც ასე ვფიქრობ.

და ბოლოს ავღნიშნავ, რომ კანონისტის ხელში devnili მართლა "იდევნება" , თან აკადემიურად smile.gif გაიხარეთ ძმებო.
დებოცsmile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2009, 04:48 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

ისე შეც ვარდები რაცხებში რომ იცოდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




ციტატა
თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.)


ვაჰაჰაჰაჰა, არადა მარტო მივულოცე biggrin.gif დაწყნარდით კაცო... ვითომ ახლა მითრას დაბადების დღეს არ აღვნიშნავდეთ სინამდვილეში, ქრისტე ასე შემოდგომისთვის უნდა დაბადებულიყო...


თქვე მწვალებლებო თქვენა, რას იტყვიან ზეცაში?!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 14 2009, 05:06 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ციტატა
ვაჰაჰაჰაჰა, არადა მარტო მივულოცე


არ ვამბობდი მეც არ იზამდა თქვა smile.gif

ციტატა
თქვე მწვალებლებო თქვენა, რას იტყვიან ზეცაში?!


ღმერთო უშველე ყველა გაჭირებულსო smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2009, 05:14 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არ ვამბობდი მეც არ იზამდა თქვა


კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში რომ ვიყო, ისე კარგად ვიზავდი - როგორც დაგიბარებია, მაგრამ რაღაც ციკლის თანმიმდევრულობას ხომ უნდა მიყვე არა? ოთხასი შობა და ახალი წელი ხომ არ უნდა აღნიშნო...


ციტატა
ღმერთო უშველე ყველა გაჭირებულსო


ესენი რომ ლოცულობენ, ანგელოზები ყვირიან გასკდა თავიო laugh.gif laugh.gif ნუ განსაკუთრებით მაშინ, ჩემს კუპრში დაწვაზე რომ ხარობენ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი