IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა ნარკოტიკებით გარდაცვლილის სულის შესახებ
marine
პოსტი Mar 7 2007, 12:59 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაგვლოცეთ, მამაო..

ჩემსა და ერთ-ერთ ფორუმელს შორის საკამათოდ იქცა ეს თემა, ამიტომ მსურს კითხვით მოგმართოთ:

ითვლება თუ არა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილი თვითმკვლელობად და ლოცულობს თუ არა ეკლესია ნარკომანის სულისათვის..

მაპატიეთ, რომ დროს გართმევთ და პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას..

პატივისცემით

მარინე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2007, 02:02 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვფიქრობ უნდა დავამატო, ის ფორუმელი მე ვიყავი, ამიტომ ზუსტად გამოვთქვამ ჩემს აზრს:

1) აქ არის ორი მოსაზრება ა) მარინე იზიარებს იმ აზრს, რომ ნარკომანი თავის მკვლელობის მიზნით არ იკეთებდა წამალს, რომლის მიღებისას მოკვდა კიდეც, აქედან გამომდინარე, ამ აზრის მიხედვით, ის თვითმკვლელი არ არის, ბ) მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართალია ნარკომანი არ არის უცაბედი, სწრაფი ან სურვილით თვითმკვლელი, მაგრამ შედეგი იგივეა, მისი ქმედება განზრახია, მან თავი ნელნელა მოიკლა და რაც მთავარია ამ ცოდვის აღსრულების დროს მოკვდა

2) ეკლესია რომ ყველასათვის ლოცულობს ეს არაა გამოსაკვლევი, უბრალოდ ჩნდება კითხვა, ზემოთ დასახელებული ბ-მიზეზის გამო, მე პირადად ვიცი, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი მათ წესს არ უგებს, შესაბამისად არ მოიხსნებს ბარძიმში, ანუ იგივე ქმედება ხორცილდება რაც თვითმკვლელის მიმართ ( იგიც ცოდვაში, მკვლელობაში მოკვდა, ესეც ცოდვაში, ნარკოტიკების უშუალო მიღებისას, მოკვდა), ცნობილია, რომ ეკლესიას ამის შესახებ რაიმე დადგენილება არა აქვს, ანუ კანონკის დარღვევა არც ერთია დ არც მეორე, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი!

გმადლობთ თქვენ და ბოდიში მარინეს კამათისათვის.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Apr 1 2007, 02:42 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!

პირადად მე ვეთანხმები კაიროსის -ბ- პოზიციას, რა თქმა უნდა, ნარკომანი გარკვეული ფორმით თვითმკვლელია...
თუმცა საზოგადოებრივი აზრით ისინი ავადმყოფებად ითვლებიან და ზოგიერთი მოძღვარი ამ მოსაზრებიდან გამოდის და აღასრულებს მიცვალებულის წესს.

პირობითად ნარკომანები შესაძლებელია ორ ჯგუფად გავყოთ:

1. ისინი, ვისი ცხოვრების მიზანი ნარკოტიკებით "ტკბობაა" და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან, არავითარი სინდისის ქენჯნა არ გააჩნიათ და პირიქით, სხვების ჩათრევასაც ცდილობენ.... უდავოდ ეს კატეგორია თვითმკვლელები არიან.

2. ისინი ვინც მიზეზთა გამო, ნებით ან უნებლიედ, ნარკოტიკების მომხმარებლები ხდებიან, ხოლო შემდეგ უჩნდებათ სინანული და იწყებენ ბრძოლას ამ სენის მოსაშორებლად, მაგრამ დამსხვრეული ნებისყოფის გამო 70% ში მარცხდებიან, თუმცა სინანული რჩებათ და გაორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.....ამიტომ ღვთისმსახურნი, უფლის კაცთმოყვრებისა და ეკლესიის მიმტევებლური ხასიათიდან გამომდინარე, მათთვის გარკვეულ შეღავათს უშვებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 05:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი