თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ "ახალი ამბები 2"

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Mar 23 2007, 02:57 AM

ეს თემა იყო და მერე დაიხურა და კიდევ გავხსენი აქ დავწეროთ მხოლოდ ახალი ამბები.ისე რატომ დაიხურა არ ვიცი და აქ დავწეროტ ახალი და საინტერესო ინფორმაცია.

როგორც იმედზე თქვეს ხვალ სამების ტაძრის ქვედა დარბაზში 5-თუ 7ზე დაგეგმილია გამოფენის გახნა რომელიც ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენას

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 23 2007, 02:46 PM

ერთი წინადადება მაქვს, მოდი ნუღარ დავწერთ ხვალდ დღეს ზეგ და აშ. პირდაპირ რიცხვი მივუთითოთ, თორემ ვერაფრით ვერ ვერკვევი ეს ხვალ როდის არის, სათაურიც ასეთი იყოს, მაგალითად 25-ში შეკრებაა სამებაში და აშ. ეს ჩემი ტხოვნაა. კარგი იქნება თუ გაითვალისიწნებთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 23 2007, 03:08 PM

დღეს 23 მარტს, 19:00სთ-ზე, სამების საკათედრო ტაძრის ქვეშ მდებარე დარბაზში, გამოფენას გახსნის მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ილია II...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 23 2007, 03:49 PM

მნათე

ციტატა
დღეს 23 მარტს, 19:00სთ-ზე, სამების საკათედრო ტაძრის ქვეშ მდებარე დარბაზში, გამოფენას გახსნის მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ილია II...




მადლობთ, მნათეsmile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 24 2007, 05:04 PM

ეს გამოფენა რამდენიმე დღე გაგრძელდება ალბათ არა? როდემდეა ვინმემ ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Mar 25 2007, 08:40 PM

ყველას გილოცავთ მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს smile.gif

დღეს, წმინდა მარიამის სახელობის მონასტერში, მამა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა 23 წლის მორჩილი ლევანი, რომელსაც ეწოდა დემეტრე smile.gif
ასე რომ, კიდევ ერთი ბერი შეეემატა ბერმონაზვნობას... smile.gif

ღვთის მადლით სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ ამბის მონაწილე smile.gif

ღმერთმა გააძლიეროს ბერი დემეტრე და მიმადლოს ძალა, ბერობის უმძიმესი აღთქმის შესრულებისა smile.gif

http://imageshack.us

მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტერი
http://imageshack.us


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 25 2007, 09:23 PM

საპატრიარქოს უწყებანში წავიკითხე განცხადება:

საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ, საქართველოს საპატრიარქო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ერთობლივი განცხადებით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საზეიმო დღისთვის უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა და მას უკვე გადაშენების საფრთხე ემუქრება. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.
ჩვენ ადრეც მოვუწოდეთ მორწმუნეებს და ახლაც შეგახსენებთ, რომ უფლისადმი სიყვარფლის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენით არ გამოიხატება. დღესასწაულისთვის საკმარისია, თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა, ხოლო უმჯობესია სპეციალურად ამ დღისთვის გამოყვანილი ბზის ნერგის შეძენა, რომელსაც აკურთხებინებთ ეკლესიაში და მთელი წელი სახლში მოუვლით, შემდეგ კი გადარგავთ ნიადაგში და გაახარებთ. ამით თქვენ იზრუნებთ ამ ძვირფასი მცენარის არა მარტო დაცვაზე, არამედ მის გამრავლებაზეც.
გამოვთქვამთ იმედს, რომ გაითვალისწინებთ ამ რჩევას და თქვენი ქცევით კარგ მაგალითს მისცემთ სხვებსაც.
ყველას გილოცავთ მოახლოებულ დღესასწაულს. იერუსალიმში დიდებით შესულმა მაცხოვარმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი
22.03.07


ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ.

და კიდევ ერთი: ჩემთვის სიახლეა და თქვენ შეიძლება კი იცოდეთ. საპატრიარქოს ტელევიზიიდან გავიგე, რომ თურმე არსებობს ნომერი 8-12-40, რომელზეც შეიძლება დავრეკოთ მობილურიდანაც და ქალაქის ტელეფონიდანაც და 1 ლარი ავტომატურად გადაირიცხება პატრიარქის ფონდში, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს აფინანსებს. მე პირადად გადავწყვიტე, რომ დროდადრო დავრეკო ამ ნომერზე და ცოტაოდენი წვლილი მაინც შევიტანო ამ კეთილ საქმეებში.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 26 2007, 04:17 AM

_MATASI_

ციტატა
მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტერი

ეს მონასტერი სადაა ტერიტორიულად?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 28 2007, 03:32 PM

ალექსანდრე
თბილისის ზღვასთანაა
ეკლესია ახალი აშენებულია, კელიები ჯერ არაა...

და სხვათაშორის როგორც თქვეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა მარიამ მეგვიპტელის სახელობის... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 28 2007, 04:38 PM

QUOTE
და სხვათაშორის როგორც თქვეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა მარიამ მეგვიპტელის სახელობის...

აბა ეგ როგორ არ უნდა მოვილოცოთ... თან აქვე ყოფილა, წავიდეთ ერთხელ რა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 28 2007, 11:47 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 28 2007, 12:38 PM) *

აბა ეგ როგორ არ უნდა მოვილოცოთ... თან აქვე ყოფილა, წავიდეთ ერთხელ რა...

ხო რა მეც ზალიან მინდა მოლოცვა, ძალიან მიყვარს წმიდა მარიამ მეგვიპტელი, მისი ცხოვრება ხომ საერთოდ სასწაულია smile.gif
ისე მამათა მონასტერია თუ დედათა?

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Mar 29 2007, 12:11 AM

ეგ რომელი ეკლესიაა?
თემქის სასაფლაოს თავზე რო ააშენეს?
მანდ 2 კვირის წინ ვიყავი და დაკეტილია, თუმცა ყველაფერი დამთავრებული ჩანს, კელიების ჩათვლით.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 29 2007, 09:39 PM

ახალი ამბავი!!!
დღეს მაღაზიაში ვნახე ჟურნალი (მგონი "ივერიელნი" ერქვა), რომელშიც გადაშლისთანავე ჩვენი დათიკო მომხვდა თვალში smile.gif. დათიკოსთან და მის მეუღლესთან არის ინტერვიუ. ხელფასწინა მდგომარეობაში ვიყავი და კაპიკებს ვითვლიდი. ხვალ უნდა ვიყიდო და უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 29 2007, 09:52 PM

ციტატა
ისე მამათა მონასტერია თუ დედათა?

დედათა მონასტერია...

ციტატა
ეგ რომელი ეკლესიაა?
თემქის სასაფლაოს თავზე რო ააშენეს?
მანდ 2 კვირის წინ ვიყავი და დაკეტილია, თუმცა ყველაფერი დამთავრებული ჩანს, კელიების ჩათვლით.

კი, სასაფლაოსთანაა, ზგვასთან ძალიან ახლოს.
იქვე ახლოს სხვა ეკლესიაა, მთაზე, შეიძლება იმაში გეშლება, აქ კელიები არაა ჯერ აშენებული smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 11 2007, 10:31 AM

როგორც გუშინ იმედზე (ინგა გრიგოლიამ)თქვეს დღეს 11აპრილს ოთხშაბათს 1:00 საათზე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იქნება სააღდგომო გამოფენის გახსნა.
ეხლა გამახსენდა და დავწერე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 11 2007, 11:35 AM

QUOTE(solomony @ Apr 11 2007, 10:31 AM) *

როგორც გუშინ იმედზე (ინგა გრიგოლიამ)თქვეს დღეს 11აპრილს ოთხშაბათს 1:00 საათზე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იქნება სააღდგომო გამოფენის გახსნა.
ეხლა გამახსენდა და დავწერე

და რას გამოფენენ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 11 2007, 12:39 PM

ციტატა
დღეს 11აპრილს ოთხშაბათს 1:00 საათზე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იქნება სააღდგომო გამოფენის გახსნა.

კაი დროსია უკვე 13:00 საათია biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 11 2007, 12:52 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Apr 11 2007, 12:39 PM) *

კაი დროსია უკვე 13:00 საათია biggrin.gif

13:00-ზე იხსნება, კი არ იხურება wink.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 11 2007, 05:09 PM

ეხლა მოვედი გამოფენიდან და მომეწონა ბავშვების ნახატები იყო გამოფენილი აღდგომის თემაზე და ძველი სახარებები და მათი ცალკეული გვერდები იყო გამოფენილი ხოლო 2საათზე პატრიარქიც მოვიდა და დაათვალიერა გამოფენა

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Apr 12 2007, 12:29 AM

solomony
მეც ვიყავი დღეს მაგრად მომეწონა. მართლა მაგარი გამოფენა იყო.



ამ პატარა ბავშვებს რა სერიოზული ნახატები ქონდათ იცით? ძალიან მომეწონა. აი 13-14 წლის ბავშვებს უკვე ხატები ქონდათ ულამაზესი დახატული.smile.gif
ხო სახარების ხატები ლამაზი იყო ძალიან. 3 სახარებიდან იყო, 12-13საუკუნეების სახარებები იყო. ერთი გელათის იყო (დანარჩენი არ მახსოვსsmile.gif)
ძალიან საინტერესო გამოფენა იყო მოკლედ. გამოფენა მგონი რამოდენიმე დღე გაგრძელდება (ზუსტად არ ვიცი.)

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 20 2007, 06:16 PM

ამ თემაში დავწერე: ტელეკომპანია ივერიაზე საღამოს მგონი 8საათზე დღეს 20 აპრილს იქნება ექსკლუზიური გადაცემა პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით ბეირუთში

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 20 2007, 09:28 PM

QUOTE(solomony @ Apr 20 2007, 07:16 PM) *

ამ თემაში დავწერე: ტელეკომპანია ივერიაზე საღამოს მგონი 8საათზე დღეს 20 აპრილს იქნება ექსკლუზიური გადაცემა პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით ბეირუთში

ჩემთან დღეს ივერია გათიშეს დროებით sad.gif თურმე ვიღაც ქართველმა მოჭიდავემ უნდა იჭიდავოს სადღაც და ეგ ჩართეს. huh.gif აბა პატრიარქის ვიზიტი სად მოვა ჭიდაობასთან თავისი ღრმა მნიშვნელობით? mad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 26 2007, 11:19 PM

დიმიტრი ყიფიანი შერაცხეს წმინდანადო smile.gif
დეტალები არ ვიცი, თუ ვინმემ იცით, დაწერეთ რა........

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 2 2007, 04:33 AM

საბერძნეთის მთავრობა მონოზვნების მკვლელებს ეძებს

2007-05-01





საბერძნეთის მთავრობა ეძებს ხანშიშესული მონოზვნების მკვლელებს, ისინი თავიაანთ მონასტერში ნახეს გაგუდულნი, გვაუწყებს ,,ბლაგოვესტ-ინფო” ბიბისი-ზე დაყრდნობით.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ძარცვა სახელდება. Pპოლიცია იუწყება, რომ მონასტრიდან გატაცებულია დიდი სიწმინდე ჯვარი ძელიცხოველის ნაწილით (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი).

დედები მიძინების სახელობის მონასტერში მარტო ცხოვრობდნენ, რომელიც ქ. ასტროსიდან (ნახევარკუნძული პალოპონნოსი) მოშორებით მდებარეობს. როგორც ერთ-ერთი მონოზვნის ძმისშვილი აცხადებს დედაო წინასწარ გრძნობდა თავის გარდაცვალებას.

ბიბისის ცნობით 61 წლის მონასტრის წინამძღვარი და 83 წლის მონაზონი სავარაუდოდ ბალიშით გაგუდეს. ხოლო ბერძნული გაზეთი ეკატიმერინი იუწყება, რომ მონოზვნებს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ბანდიტებმა რამოდენიმე კარი გატეხეს და ისე შევიდნენ მონასტერში, აგრეთვე გაძარცულია მონასტრის ტაძარი
ცუდი ამბავია ფულის გამო რას აღარ იზამს კაცი

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 2 2007, 04:38 AM

ძალიან ცუდი ამბავიაsad.gif
ეჰ, შეუნდოთ უფალმა.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 09:02 AM

ციტატა
საბერძნეთის მთავრობა ეძებს ხანშიშესული მონოზვნების მკვლელებს, ისინი თავიაანთ მონასტერში ნახეს გაგუდულნი, გვაუწყებს ,,ბლაგოვესტ-ინფო” ბიბისი-ზე დაყრდნობით.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ძარცვა სახელდება. Pპოლიცია იუწყება, რომ მონასტრიდან გატაცებულია დიდი სიწმინდე ჯვარი ძელიცხოველის ნაწილით (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი).

დედები მიძინების სახელობის მონასტერში მარტო ცხოვრობდნენ, რომელიც ქ. ასტროსიდან (ნახევარკუნძული პალოპონნოსი) მოშორებით მდებარეობს. როგორც ერთ-ერთი მონოზვნის ძმისშვილი აცხადებს დედაო წინასწარ გრძნობდა თავის გარდაცვალებას.

ბიბისის ცნობით 61 წლის მონასტრის წინამძღვარი და 83 წლის მონაზონი სავარაუდოდ ბალიშით გაგუდეს. ხოლო ბერძნული გაზეთი ეკატიმერინი იუწყება, რომ მონოზვნებს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ბანდიტებმა რამოდენიმე კარი გატეხეს და ისე შევიდნენ მონასტერში, აგრეთვე გაძარცულია მონასტრის ტაძარი

საშინელებაა !!!

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 2 2007, 10:18 AM

solomony
რა საშინელი ამბავია sleep.gif ღმერთო რას არ იზავს და რას არ მოიფიქრებს ადამიანის გონება ფულის გამო. ამაზრზენია პირდაპირ... dry.gif mad.gif

პოსტის ავტორი: ilia_7 თარიღი: May 3 2007, 12:23 AM

საქართველოს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი ქრისტეფორე ეწვია. დელეგაციასთან ერთად
ვიზიტი გაგრძელდება 2-8 მაისს
გიორგორბას, ყოვლად წმინდა სამების ტაძარში აღევლინება ერთობლივი წირვა.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 8 2007, 01:03 AM

ესეთი ამბები უკვე რამდენჯერმე გავიგე და დღესაც რომ გავიგე გადავწყვიტე დამეწერა მოკლედ:მექსიკაში(ამასწინათ ნიუორკში იყო მსგავსი რამ)16 ათასი ადამიანი სრულიად გაშიშვლდნენ და დაიწყეს ქუჩაში სიარული იმიტომ რომ ვიღაც ფოტოგრაფი გინესის წიგნში შესულიყო რომ ამდენ შიშველ ადამიანს ერთად გადაუღო სურათი.ამასთან ეს არ იკმარეს და თავისი მსვლელობა ქვეყნის ცენტრალურ საკათედრო(ალბათ კათოლიკურ)ტაძართან დაასრულეს (შეიძლება ზოგი შიგნითაც შევიდა მათგან ყველაფეია უკვე მოსალოდნელი)
მე რომ ვუყურებ ამას შეძრწუნებული ვარ სადამდე და როგორ და როგორ უფრო ეცემა კაცობრიობა და დღეს ისე მიექანება ამ დაცემისაკენ კაცობრიობა რომ დარწმუნებული ვარ მსგავს რეკორდებს სხვა ქვეყნებშიც დაამყარებენ და ხალხის რაოდენობასაც მკვეთრად გაზრდიან.მოკლედ როგორ ეცემა ადამიანი და პირუტყვს ემსგავსება სად არის ადამიანის ღირსება ფულის გამო და ზოგი ისე (გართობისთვის) აკეთებენ ამას.და კიდე იძახიან ეს ხელოვნებააო ჯერ რა ხელოვნება ეს არის ანდა ვის რა ჯანდაბად უნდა ასეთი ხელოვნება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2007, 01:17 AM

ციტატა(solomony @ May 7 2007, 09:03 PM) *

ესეთი ამბები უკვე რამდენჯერმე გავიგე და დღესაც რომ გავიგე გადავწყვიტე დამეწერა მოკლედ:მექსიკაში(ამასწინათ ნიუორკში იყო მსგავსი რამ)16 ათასი ადამიანი სრულიად გაშიშვლდნენ და დაიწყეს ქუჩაში სიარული იმიტომ რომ ვიღაც ფოტოგრაფი გინესის წიგნში შესულიყო რომ ამდენ შიშველ ადამიანს ერთად გადაუღო სურათი.ამასთან ეს არ იკმარეს და თავისი მსვლელობა ქვეყნის ცენტრალურ საკათედრო(ალბათ კათოლიკურ)ტაძართან დაასრულეს (შეიძლება ზოგი შიგნითაც შევიდა მათგან ყველაფეია უკვე მოსალოდნელი)
მე რომ ვუყურებ ამას შეძრწუნებული ვარ სადამდე და როგორ და როგორ უფრო ეცემა კაცობრიობა და დღეს ისე მიექანება ამ დაცემისაკენ კაცობრიობა რომ დარწმუნებული ვარ მსგავს რეკორდებს სხვა ქვეყნებშიც დაამყარებენ და ხალხის რაოდენობასაც მკვეთრად გაზრდიან.მოკლედ როგორ ეცემა ადამიანი და პირუტყვს ემსგავსება სად არის ადამიანის ღირსება ფულის გამო და ზოგი ისე (გართობისთვის) აკეთებენ ამას.და კიდე იძახიან ეს ხელოვნებააო ჯერ რა ხელოვნება ეს არის ანდა ვის რა ჯანდაბად უნდა ასეთი ხელოვნება.

ბრაზილიაში, რიოს კარნავალზე ვითომ მაგაზე უარესები არ ხდება? biggrin.gif ოოო აი რიოს კარნავალი არის რაც არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 8 2007, 01:24 AM

ციტატა
ბრაზილიაში, რიოს კარნავალზე ვითომ მაგაზე უარესები არ ხდება? ოოო აი რიოს კარნავალი არის რაც არის

იქ რაღაცა მაინც აცვიათ და რაღაც ოფიციალური სახე აქვს მიცემული კარნავალის ფორმით და არც ეკლესიებთან იკრიბებიან.მაინც არის განსხვავება ამ მოვლენებს შორის

აშკარად არის განსხვავება ამ მოვლენებს შორის და მექსიკა და ბრაზილია მაგრამ ამერიკაში რომ მოხდა მსგავსი რამ თან ნიუორკში ძაან გამიკვირდა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2007, 01:25 AM

ციტატა(solomony @ May 7 2007, 09:24 PM) *

იქ რაღაცა მაინც აცვიათ და რაღაც ოფიციალური სახე აქვს მიცემული კარნავალის ფორმით და არც ეკლესიებთან იკრიბებიან.მაინც არის განსხვავება ამ მოვლენებს შორის

აშკარად არის განსხვავება ამ მოვლენებს შორის და მექსიკა და ბრაზილია მაგრამ ამერიკაში რომ მოხდა მსგავსი რამ თან ნიუორკში ძაან გამიკვირდა

ისე მართალი ხარ კარნავალზე რაღაც კი აცვიათ ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 14 2007, 07:20 PM

ხელნაწერთა ინსტიტუტში დღეს გაიხსნა თამარობისთვის მიძღვნილი გამოფენა, სადაც გამოფენილი იქნება თამარის ერთადერთი ავტოგრაფი.
გამოფენა სამი დღე გაგრძელდება...



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 14 2007, 11:23 PM

QUOTE(_Matasi_ @ May 14 2007, 08:20 PM) *

ხელნაწერთა ინსტიტუტში დღეს გაიხსნა თამარობისთვის მიძღვნილი გამოფენა, სადაც გამოფენილი იქნება თამარის ერთადერთი ავტოგრაფი.
გამოფენა სამი დღე გაგრძელდება...

რომელ საათამდე შეგვიძლია მივიდეთ? 6 სთ-ის მერე იქნება?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 15 2007, 04:19 PM

მარიამი
ზუსტად არ ვიცი, ალბათ იქნება smile.gif

მე ვიყავი დღეს და დიდი სიამოვნება მივიღე smile.gif
თითქოს მეთორმეტე საუკუნის საქართველოს შევეხე...

თამარის ხელნაწერიც ვნახე smile.gif და კიდევ ბევრი სიწმინდე...
თამარის კუთვნილი სახარება... ბეშქენის მოჭედილი ბერთის სახარება, ტბეთის და წყაროსთავის სახარებები...
კიდევ ვნახე გიორგი III-ის სიგელი...

მოკლედ, თუ მოახერხებთ აუცილებლად ნახეთ smile.gif
ხვალღა იქნება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 16 2007, 10:19 AM

დღეს 13:15-ზე ვიქნები სპორტის სასახლესთან. ვინმე თუ აპირებს კიდევ გამოფენაზე წამოსვლას ამ დროისთვის, მომწეროს და დავუცდი. თუ არა და, მარტო წავალ.

პოსტის ავტორი: GIO RUSTAVIDAN თარიღი: May 18 2007, 07:31 PM

მოგესალმებიტ სუყველას.
ხალხო რას იტყვიტ უმ ამბავზე რომელიც მოხდა ბატუმსჰი ანუ ეკლესია რომ დაანგრიეს ეს როგორ სჰეიდლება? ვინც ეს გააკეტა იმან დაცყევლა საკუტარი ტავი საკუტარი მომავალი მისი გვარი გაიხარებს განა ამ ხალხს სულ არ ესჰინიატ უფლის.
რა გონიატ ეს მეორედ მოსვლა ამატყ გონიად რომ სულ სხვა სახიტ მოვა მეორედ მოსვლა?
ნურას უკაცრავად მეორედ მოსვლა დაცყებულია უკვე აი ხომ ხედავტ ხალხო საქარტველოსჰიც კი დაანგრიეს უკვე უფლის სახლი, ცჰოლოკზე ცჰოლოკზეწც ცჰამოხსნეს ჯვარი.
გმერტო სჰენს დიდებას ვენაცვალე გადმოხედე ცჰვენ ქვეყანას.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 18 2007, 07:37 PM

ციტატა(GIO RUSTAVIDAN @ May 18 2007, 08:31 PM) *

მოგესალმებიტ სუყველას.
ხალხო რას იტყვიტ უმ ამბავზე რომელიც მოხდა ბატუმსჰი ანუ ეკლესია რომ დაანგრიეს ეს როგორ სჰეიდლება? ვინც ეს გააკეტა იმან დაცყევლა საკუტარი ტავი საკუტარი მომავალი მისი გვარი გაიხარებს განა ამ ხალხს სულ არ ესჰინიატ უფლის.
რა გონიატ ეს მეორედ მოსვლა ამატყ გონიად რომ სულ სხვა სახიტ მოვა მეორედ მოსვლა?
ნურას უკაცრავად მეორედ მოსვლა დაცყებულია უკვე აი ხომ ხედავტ ხალხო საქარტველოსჰიც კი დაანგრიეს უკვე უფლის სახლი, ცჰოლოკზე ცჰოლოკზეწც ცჰამოხსნეს ჯვარი.
გმერტო სჰენს დიდებას ვენაცვალე გადმოხედე ცჰვენ ქვეყანას.


http://church.ge/index.php?showtopic=1704&pid=91241&st=60&#entry91241

http://church.ge/index.php?showtopic=1706&pid=91206&st=200&#entry91206

კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ ფორუმზე
ამ საკითხზე მსჯელობა შეგიძლია ამ თემებში იხილო

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 19 2007, 08:41 AM

გუშინ 18 მაისს, გორში მაუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა მართლმადიდებლური ორგანიზაცია "გადარჩენის გზა", რომელიც დახმარებას გაუწევს ნარკომანიისა და სიმთვრალის სენით შეპყრობილ ადამიანებს. გორის ციხესთან მდებარე ტაძარში ყოვალ ხუთშაბათ დღით მამა გედეონი აღავლენს პარაკლის ამ სენით შეპყრობილიო ხალხისთვის, მომავალში ლი ჩატარდება წირვებიც.

გუშინ იყო ღვთისმშობლის ხატის "შეუსმელი ბარძიმის" დღე. ამ ხატს სწორედ სიმთვრალის და ნარკომანიის სენის განსაკურნებლად ევედრებიან. სწორედ ამ დღით დაამთხვია ორგანიზაციის გახსნის თარიღი მეუფემ და პარაკლისი გადაიხადა.

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 19 2007, 03:11 PM

GIO RUSTAVIDAN
namdvilad sashineli da samcuxaro ambavi moxda.. gaognebuli var da arc kivici ra vtkva... mainteresebs ra zomebs mimartavs eklesia

GIO RUSTAVIDAN
patriarqi brzenia, vici zomier da eklesiistvis mnishvnelovan nabijs gadadgams

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 22 2007, 04:12 PM

mariami-k
ორგანიზაცია ,,გადარჩენის გზა,, რა მისამართზეა და როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება,
თუ არ შეწუხდებით იქნებ განმიმარტოთ ეს მხოლოდ ლოცვით დახმარებას გულისხმობს ტუ რაიმე სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება ამ ორგანიზაციის დამხმარე?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 22 2007, 09:19 PM

samueli
ყოველ ხუთშაბათ დღით 13 საათზე მამა გედეონი გორის ციხესთან მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადაიხდის პარაკლისებს.
როგორც ვიცი ამ საქმეში ჩართული იქნება ქვათახევის მამათა მონასტერიც.
დაგიზუსტებ ყველაფერს მამა გედეონთან ამ დღეებში და გაგაგებინებ

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: May 27 2007, 07:51 PM

პატრიარქის დღევანდელი 27მაისის ქადაგებიდან (ვისაც არ მოგისმენიათ)ხვალ ორშაბათს 28 მაისს პატრიარქი ჩაატარებს წირვას ვაკის სამების ტაძარტში.
ოთხშაბათს (ჯვრის მონასტრის 1400 წლისთავთან დაკავშირებით პატრიარქი იქ ჩაატარებს წირვას მერე კი სვეტიცხოველში მოხდება ახლად აშენებული სამრეკლოს გახსნა და პატრიარქი ამ გახსნას დაესწრება.
პარასკევს ნინოობასთან დაკავშირებით ხუთშაბათს და პარასკევს წირვა ლოცვას ჩაატარებს პატრიარქი სიონში.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 27 2007, 08:04 PM

25 მაისს ბოდბეში, დედათა მონასტერს, ათონელმა ბერებმა გადასცეს წმ.ნინოს ხატი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 28 2007, 10:46 PM

კაიროსი დაკარგული იყო რამოდენიმე დღით ქართველთა ჯგუფის სტუმრობის გამო და ხვალიდან ისევ დაბრუნდება ფორუმზე, ყველა წერილს და თხოვნას აუცილებლად ვუპასუხებ, დაგვიანებისათვის ბოდიშს ვიხდი smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 28 2007, 10:50 PM

abo

ციტატა
25 მაისს ბოდბეში, დედათა მონასტერს, ათონელმა ბერებმა გადასცეს წმ.ნინოს ხატი.

მაგ ათონელ ბერებს ქართული 'ჩაკრულო' ისე მოეწონათ, მგალობლებს აღარ ასვენებდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: samueli თარიღი: May 30 2007, 11:07 AM

mariami-k
WINASWAR GIXDI MADLOBAS MARIAM... GMERTMA SIXARULI DA BEDNIEREBA AR MOGAKLOS smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jun 1 2007, 07:50 PM

უცნაურ ახალ ამბავს გადავაწყდი ალბათ კურიერში იტყვიან თუ მართალია
http://news.invictory.org/issue12231.html
აქ წერია

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 1 2007, 07:53 PM

ხოო მართალია მართლა უცემიათ გამოაცხადეს mad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2007, 07:53 PM

ციტატა(solomony @ Jun 1 2007, 08:50 PM) *

უცნაურ ახალ ამბავს გადავაწყდი ალბათ კურიერში იტყვიან თუ მართალია
http://news.invictory.org/issue12231.html
აქ წერია


წავიკითხე sad.gif რა საშინელებაა..

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 1 2007, 10:37 PM

QUOTE(solomony @ Jun 1 2007, 08:50 PM) *

უცნაურ ახალ ამბავს გადავაწყდი ალბათ კურიერში იტყვიან თუ მართალია
http://news.invictory.org/issue12231.html
აქ წერია

ინკოგნიტოდ რატომ წერია? სახელები და გვარები არა აქვთ იმ მოძღვრებს? unsure.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 2 2007, 01:59 PM

ვინებმა სცემეს ?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jun 3 2007, 12:01 AM

http://news.bbc.co.uk/hi/russian/life/newsid_6715000/6715625.stm
საინტერესო ამბავია ადამიანი 20 წელი იყო კომაში და ეხლა გაცოცხლდა.კიდევ ერთი დასტური რომ კომაში მყოფი ადამიანების მოკვლა(ევთანაზია )არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 3 2007, 09:00 AM

ციტატა
ვინებმა სცემეს ?

თურქებმა.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 7 2007, 09:32 PM

ვარაუდობენ, რომ მაცხოვრის ერთ-ერთი სამსჭვალი, ჩატანებულია ლომბარდიის მეფეთა გვირგვინში...
გვირგვინი, როგორც ერთ-ერთი უძველესი სამეფო რელიქვია, ამჟამად დაცულია იტალიაში, მილანთან მდებარე ერთ-ერთ ტაძარში...

რამდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი...
აი აქ ამოვიკითხე
http://en.wikipedia.org/wiki/Iron_Crown_of_Lombardy

smile.gif

ერთი სამსჭვალი ღვთის მადლით საქართველოშია, ერთი - რუსეთის მეფეს აჩუქა არჩილ მეფემ...

სადაა დანარჩენი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 7 2007, 09:44 PM

_Matasi_

ციტატა
ერთი სამსჭვალი ღვთის მადლით საქართველოშია, ერთი - რუსეთის მეფეს აჩუქა არჩილ მეფემ

აჩუქა და მიისაკუთრეს?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 7 2007, 09:50 PM

ალექსანდრე

ციტატა

აჩუქა და მიისაკუთრეს?

ხო, პატივისცემის ნიშნად უბოძა sad.gif მიისაკუთრეს, აჩუქა და...
კრემლში ინახება ამჟამად...

სხვათაშორის პატრიარქის ქადაგებაში ეწერა მგონი, ამ ბოლო დროს წავიკითხე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 7 2007, 09:57 PM

_Matasi_

ციტატა
ხო, პატივისცემის ნიშნად უბოძა მიისაკუთრეს, აჩუქა და...
კრემლში ინახება ამჟამად...

სხვათაშორის პატრიარქის ქადაგებაში ეწერა მგონი, ამ ბოლო დროს წავიკითხე

თემის გახსნას ვაპირებდი, სადაც საუბარი იქნებოდა იმ სიწმიდეებზე რომელსაც ფლობდა საქართველო ან რომლებიც ეხლა დაკარგულია.
მაგალიტად როგორც ჩემთვის ცნობილია ზუგდიდში დადიანების სახლმუზეუმში ინაახებოდა მაცხოვრის წვერის ნაწილები, ეხლა არ ვიცი სადაა, ასევე ქვათახევის მონასტერში ის პინაკი სადაც ამოაწო ლუკმა იუდამ და ა. შ კიდევ მაინტერესებს ვინმემ რამე იცით ასეთი სიწმიდეების სესახებ რომლებიც ჩვენთან იყო და აღარ არის ან დაიკარგა ეხლა. კიდევ იყო რაღაცეები და აღარ მახსოვს wink.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 7 2007, 09:59 PM

ციტატა
ერთი სამსჭვალი ღვთის მადლით საქართველოშია, ერთი - რუსეთის მეფეს აჩუქა არჩილ მეფემ...

ასე გავაკეთილშობილეთ სხვები.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 7 2007, 11:02 PM

ალექსანდრე

ციტატა

თემის გახსნას ვაპირებდი, სადაც საუბარი იქნებოდა იმ სიწმიდეებზე რომელსაც ფლობდა საქართველო ან რომლებიც ეხლა დაკარგულია.
მაგალიტად როგორც ჩემთვის ცნობილია ზუგდიდში დადიანების სახლმუზეუმში ინაახებოდა მაცხოვრის წვერის ნაწილები, ეხლა არ ვიცი სადაა, ასევე ქვათახევის მონასტერში ის პინაკი სადაც ამოაწო ლუკმა იუდამ და ა. შ კიდევ მაინტერესებს ვინმემ რამე იცით ასეთი სიწმიდეების სესახებ რომლებიც ჩვენთან იყო და აღარ არის ან დაიკარგა ეხლა. კიდევ იყო რაღაცეები და აღარ მახსოვს


გახსენი და ვისაუბროთ smile.gif

მაცხოვრის წვერის ნაწილებზე არაფერი მსმენია ნამდვილად...

ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის შესახებ გაგიგიათ რამე? მე გამიგია, თითქოს საქართველოში იყო, და მერე დაკარგულა...
რა ვიცი, საერთოდ თუ არსებობს, ისიც არ ვიცი ზუსტად...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 7 2007, 11:03 PM

_Matasi_

ციტატა
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის შესახებ გაგიგიათ რამე?

აწყურისა ხო, სახეზე რომ მიიდო ფიცარი smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 7 2007, 11:12 PM

ალექსანდრე

ციტატა

აწყურისა ხო, სახეზე რომ მიიდო ფიცარი

არ ვიცი...

ხომ არ გაქვს შემთხვევით ეგ ხატი? smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 7 2007, 11:43 PM

ციტატა(_Matasi_ @ Jun 7 2007, 07:12 PM) *

ალექსანდრე

არ ვიცი...

ხომ არ გაქვს შემთხვევით ეგ ხატი? smile.gif

ეგ ხატი როგორც ვიცი დაკარგულია, ტუმცაღა აწყურის ხატი არსებობს ეტყობა ეგ სხვა ხატია კიდე ან ასლია მაგისა smile.gif


მქონდა ეს ხატი სადღაც და ვეღარ ვიპოვე huh.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jun 26 2007, 11:30 PM

ეხლა 11:30 სამშაბათს 26 ივნისს ივერიაზე ქართული კინო გადის ანთიმოზ ივერიელი ხვალ გამეორება იქნება ვიღაცეებს ნახვა უნ დოდათ ამ ფილმის და ეხლა უყურეთ ან ხვალ განმეორებით.ეხლა კი ახალი დაწყებულია

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2007, 12:38 AM

ციტატა(solomony @ Jun 26 2007, 09:30 PM) *

ეხლა 11:30 სამშაბათს 26 ივნისს ივერიაზე ქართული კინო გადის ანთიმოზ ივერიელი ხვალ გამეორება იქნება ვიღაცეებს ნახვა უნ დოდათ ამ ფილმის და ეხლა უყურეთ ან ხვალ განმეორებით.ეხლა კი ახალი დაწყებულია

ძალიან მინდა ნახვა, იქნება ვინმეს ქონდეს DVD და რომ ჩამოვალ გადავიწერდი wub.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 7 2007, 05:35 PM

საპატრიარქოს არხზე მალე ძალიან საინტერესო გადაცემები იწყება ანუ ტელევიზია იწყებს ოფიციალურ მაუწყებლობას.იქნება ძველი და ახალი აღთქმის განმარტებანი,პატროლოგია ღვთისმეტყველ ედიშერ ჭელიზე წაიყვანს და სხვა. რეკლამებში ივერიაზე ნახეთ დაწვრილებით.ძაან გამეხარდა.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 8 2007, 08:18 PM

ცალცალკე თემები რომ არ გაიხსნას აქ დაწერეთ რაიმე საინტერესო თუ გაქვთ სათქმელი ან მოსაყოლი.



კვირას სამების ტაძარში პირველად ვნახე სქიმმონაზონი მამა საბა ახლოდან რა კარგი ადამიანია.მეგონა ქართული კარგად არ ეცოდინებოდა და ისე გამართულად საუბრობდა ქართულად ცოტა ძველქართული სტილით.მამა საბამ თქვა რომ კარგია თუ თქვენს ლოცვებს (დილა,საღამოს და სხვა.) გულმოდგინედ აღასრულებთ მაშინ ნელნელა თქვენში დამკვიდრდება ღვთის მადლი და ღვთის სიყვარული,თქვენც შეიცვლებით და თქვენს გარშემო მყოფნიც შეიცვლებიანო.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 12 2007, 08:32 PM

ეხლა ოთხშაბათს და ხუთსაბათს საერთაშორისო კონფერენცია იყო სამების ტაძარში მაქსიმე აღმსარებელთან დაკავშირებით და ახალი ტაძარი აშენდება მისი სახელობის.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 14 2007, 01:32 AM

ხვალ 14.10.07.როგორც გამოკრული იყო გაიმართება ტიხრული მინანქრის გამოფენა სამების ტაძარში (ქვევით) 5საათზე.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Oct 14 2007, 04:23 AM

solomony
დაახლოებით იგივე შინაარსისაა თქვენივე გახსნილი თემა "ახალი ამბები". წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ გავაერთიანოდ ეს თემები?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 14 2007, 04:48 PM

ციტატა
solomony
დაახლოებით იგივე შინაარსისაა თქვენივე გახსნილი თემა "ახალი ამბები". წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ გავაერთიანოდ ეს თემები?

როგორც უკეთესი იქნება ისე გააკეთეთ

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 15 2007, 12:06 AM

მგონი მომავალი კვირიდან იწყება მართლმადიდებლური გადაცემები საპატრიარქოს არხზე რაც ძაან მიხარია განსაკუთრებით ძველი და ახალი აღთქმის განმარტება და პატროლოგია ედიშერ ჭელიძეს მიერ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 15 2007, 12:08 AM

solomony

მადლობა, ფრიად საინტერესო და სასიხარული ამბავია smile.gif

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Oct 16 2007, 09:00 AM


ზუსტად როდის იწყება ეს გადაცემები? რიცხვი ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: bagusa თარიღი: Oct 17 2007, 11:01 PM

მამა ლუკას ქადაგება მოგისმენიათ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 17 2007, 11:46 PM

ციტატა(bagusa @ Oct 18 2007, 12:01 AM) *

მამა ლუკას ქადაგება მოგისმენიათ


მქონდა ეგ ბედნიერება

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 23 2007, 06:53 PM


Шварценеггер поставил христиан Калифорнии в тупик
Подписанный губернатором Шварценеггером законопроект SB 777 вызвал неоднозначную реакцию со стороны родителей, студентов и правозащитных организаций, - сообщает специально для Христианского Мегапортала invictory.org правозащитница Галина Бондар.

Напомним, что SB 777– войдет в действие в январе 2008 года и представляет собой принудительную пропаганду идей гомосексуализма, бисексуализма и трансексуализма детям в школе через учебники и школьные мероприятия...
აბა ასეთ გარემოში აღზრდილ ახალგაზრდობას რაღას გააგებინებ.
ეჰ საით მიექანება ჩვენი სამყარო. unsure.gif


პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Oct 24 2007, 12:57 PM


ციტატა
მამა ლუკას ქადაგება მოგისმენიათ

sen mogismenia???

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 26 2007, 06:16 PM

http://www.st-maximus.org/index.html
კარგი საიტია

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 26 2007, 08:11 PM

10 ნოემბერს, ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღით , ურბნისში უწმინდესი აპირებს ჩასვლას. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ წირვაზე.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 08:17 PM

ციტატა(mariami-k @ Oct 26 2007, 09:11 PM) *

10 ნოემბერს, ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღით , ურბნისში უწმინდესი აპირებს ჩასვლას. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ წირვაზე.

აუ რა დიდებული დღეა მეუფე იობი და მეუფე ანდრიაც იქნებიან როგორ მინდა იცი წამოსვლა, მაგრამ მე რო იქ წამოვიდე ქორწილი გადაიდება მაგ დღეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 26 2007, 08:30 PM

http://www.iveria-tv.ge/
ტელეკომპანია ივერიას საიტი.
ეხლა ვნახე პირველად ეს საიტი და ფორუმიცაა სადაც ჯერ 4თემაა მარტო გახსნილი და ჯერ არცერთი მოდერატორი არ ყავს ფორუმს და ადგილები ვაკანტურია ვინც თავს გამოიჩენს ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 28 2007, 08:11 PM

როგორც პატრიარქმა თქვა 1 ნოემბერს ჩამოაბრძანებენ ათონიდან ღვთის მშობლის ხატს და ფეხით წამოაბრძანებენ აეროპორტიდან ვისაც სურვილი ექნება შეუძლია შეუერთდეს ამ მსვლელობას.
ასევე პატრიარქის კურთხევაა ამ კვირაში განსაკუთრებით ხშირათ წავიკითხოთ მამაო ჩვენო და 50 და 90 ფსალმუნი რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

ასევე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მალე ფილმების ჩვენებაც იქნება

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 29 2007, 08:14 AM

t.d

ციტატა
აუ რა დიდებული დღეა მეუფე იობი და მეუფე ანდრიაც იქნებიან როგორ მინდა იცი წამოსვლა, მაგრამ მე რო იქ წამოვიდე ქორწილი გადაიდება მაგ დღეს

ვისი ქორწილია?

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Nov 4 2007, 06:20 PM

ჭორის დონეზე გავიგე 25 ნოემბერს პატრიარქი ლოცავს სამებაში ხევსურებსო და ხო ვერ დამეხმარებით დაზუსტებაში? smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 7 2007, 03:13 PM

mad.gif ნახეთ როგორ დაარბიეს ამ არაკაცებმა მშვიდობიანი მომიტინგეები?...

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Nov 7 2007, 10:40 PM

იმედი დახურეს ცხელ ცხელი ამბავი! mad.gif mad.gif mad.gif
რაუნდა ამ ხალხს? ომი საკუთარ ხალხთან?

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Nov 7 2007, 11:58 PM

ციტატა(mariami-k @ Oct 26 2007, 08:11 PM) *

10 ნოემბერს, ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღით , ურბნისში უწმინდესი აპირებს ჩასვლას. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ წირვაზე.

კი მინდა ძალიან .მაგრამ აბა...

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Nov 8 2007, 12:26 AM

სირცხვილია რაც ხდება ქვეყანაში

ასე აღარ შეიძლება

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Nov 8 2007, 02:33 PM

ვინმემ ხო არ იცით ახლა რა სიტუაციაა სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 9 2007, 11:38 PM

http://www.patriarchate.ge/
განახლდა საპატრიარქოს საიტი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 9 2007, 11:41 PM

ეს ნახეთ smile.gif

http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=13

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 12 2007, 04:29 AM

http://www.predanie.ru/mp3/
კიდევ ერთი კარგი საიტი ვნახე ვიდეო,აუდიო და სხვა რესურსებია ბევრი მართლმადიდებლური

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 20 2007, 07:16 PM

როგორც პატრიარქმა თქვა კვირას ქადაგებაში სამების ტაძრის კარიბჭის ღვთისმშობლის ტაძარში ჩატარდება ღამისთევით წირვა ლოცვები.
ხომ არ იცით მხოლოდ კვირაობით თუ ყოველ დღე თუ რომელ დღეებში?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 20 2007, 07:17 PM

solomony
ყოველ დღე

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 20 2007, 07:17 PM

მადლობთ კარგია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 20 2007, 07:23 PM

ციტატა(solomony @ Nov 20 2007, 07:16 PM) *

როგორც პატრიარქმა თქვა კვირას ქადაგებაში სამების ტაძრის კარიბჭის ღვთისმშობლის ტაძარში ჩატარდება ღამისთევით წირვა ლოცვები.
ხომ არ იცით მხოლოდ კვირაობით თუ ყოველ დღე თუ რომელ დღეებში?

ხომ არ წავსულიყავით ერთხელ ერთად? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 20 2007, 07:27 PM

მარიამი
კი, მეც მინდოდა მარი მაგის თქმა 2kiss.gif

წავიდეთ რა ერთ საღამოს smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 20 2007, 07:50 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 20 2007, 07:27 PM) *

მარიამი
კი, მეც მინდოდა მარი მაგის თქმა 2kiss.gif

წავიდეთ რა ერთ საღამოს smile.gif

ისეთ დღეს, მეორე დღეს სამსახური რომ არ მქონდეს. პარასკევს საღამოს კარგი იქნებოდა. რას იტყვით?

პოსტის ავტორი: nin100 თარიღი: Dec 14 2007, 08:52 PM

აბა ხალხნო, მითხარით რა არის ახალი???

პოსტის ავტორი: All Your Gods Tonight თარიღი: Dec 30 2007, 02:24 AM

http://www.picoodle.com/view.php?img=/5/12/29/f_12438764Parm_d09ece8.jpg&srv=img03

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 9 2008, 10:47 PM

მართალია თუ არა?
ჩემს სამეზობლოში ყველა იმაზე საუბრობს რომ თურმე ბოკერია მისულა და პატრიარქისთვის უთქვამს რომ უნდა გადადგეთო და პატრიარქმა უარით რომ გაისტუმრა კიბეებზე დაგორებულა და ტვინის შერყევა მიუღიაო და მსგავსი შინაარსის ინფორმაციათ ვნახე ერთერთ არხზე რამდენიმე მორბენალ სტრიქონში.
მე ვერ ვიჯერებ რომ ასეთი უგუნური საქციელის ჩამდენი იყვნენ ბოკერია და მისი თანამოაზრენი.
თქვენ თუ იცით რამე

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 10 2008, 12:31 AM

ციტატა
მართალია თუ არა?
ჩემს სამეზობლოში ყველა იმაზე საუბრობს რომ თურმე ბოკერია მისულა და პატრიარქისთვის უთქვამს რომ უნდა გადადგეთო და პატრიარქმა უარით რომ გაისტუმრა კიბეებზე დაგორებულა და ტვინის შერყევა მიუღიაო და მსგავსი შინაარსის ინფორმაციათ ვნახე ერთერთ არხზე რამდენიმე მორბენალ სტრიქონში.
მე ვერ ვიჯერებ რომ ასეთი უგუნური საქციელის ჩამდენი იყვნენ ბოკერია და მისი თანამოაზრენი.
თქვენ თუ იცით რამე

მეც მითხრეს დღეს მეზობელმა ქალმა და ბოკერია უნახიათ სადღაც ტვ ში თუ სადღაც არ ვიცი ზუსტად მართლაც დამტვრეული იყო ... არ ვიცი რა ხდება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 10 2008, 12:33 AM

ციტატა
თქვენ თუ იცით რამე

გაზეთ "ქრონიკაში" წავიკითხე მე, რამდენად მართალია არ ვიცი unsure.gif დედამისი არ ადასტურებს. მართალი რომ იყოს, არ გამიკვირდება.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 10 2008, 12:44 AM

ჩვენთან ერთი მეზობელი ბიჭი მგალობელია და ამბობენ იგი შეესწრო ამ ამბავსო.არვიცი მე მაინც მიჭირს დაჯერება.თუმცა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტისგან არაფერი გამიკვირდება.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 10 2008, 12:54 AM

კარგი იქნება ჭორების დონეზე თუ არ ვილაპარაკებთ მითუმეტეს ეგეთ მძიმე საკითხზე smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 10 2008, 04:54 AM

მე პირადად მოძღვრისგან ვიცი ეგ ამბავი და კიდევ ბევრი რამეც ვიცი მაგათზე ამიტომ არ მინდა ეგ ხალხი მთავრობაში,რადგან ჩემთვის მთავარია ეკლესიის ხმა,ის ხმა სხვა რამეს გვეუნება უკვე დიდიხანია მინიშნებით მაინც და გამგონემ უნდა გაიგოს! მარა დაეხშო ყურები საქართველოს მე მგონი...(არჩევნები დასტური)
ხო კიდევ გამაფრთხილეს არ თქვაო მაგრამ რა გამაჩერებს (სამაგიეროდ იმ ბერის სახელს არ ვიტყვი ვინც თქვა,თქვენც იცნობთ)ჩვენება ქონია (არჩევნებამდე ვიცოდი მიშას გამარჯვება) უნახავს იგივე ხელისუფლების ქმედებით როგორ ივსება საპატიმროები ხალხით,დიდი რეპრესიები გველის და სასულიერო პირები იქნებიან საკნებშიო...ჰოდა არც გამკვირვებია პატრიარქის ესოდენ გამახვილებული ყურადღება საპატიმროებზე და პატიმრების განთავისუფლებაზე.ეს ბერი წინასწარმეტყველებით არის ცნობილი უხუცესი ბერია.ეჰ კიდე კი ვიცი რაღაცეები მაგრამ მე ჩემი თავის არ მეშინია ისინი არ გავხადო მართლა მათი ინტერესიის სფერო ასე რომ არ დავასახელებ კიდებ იმ ბევრ სასულიერო პირს ვინც მიგვანიშნებს(არ იფიქროთ რომ ვინმე რაიმეს მოგვიწოდებს )

პოსტის ავტორი: achoacho თარიღი: Jan 10 2008, 04:44 PM

ღმერთის არ სწამთ ამ მთავრობას არა ! sad.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 12 2008, 11:08 PM

მართა

ციტატა
მე პირადად მოძღვრისგან ვიცი ეგ ამბავი და კიდევ ბევრი რამეც ვიცი მაგათზე, ამიტომ არ მინდა ეგ ხალხი მთავრობაში, რადგან ჩემთვის მთავარია ეკლესიის ხმა, ის ხმა სხვა რამეს გვეუნება უკვე დიდიხანია მინიშნებით მაინც და გამგონემ უნდა გაიგოს! მარა დაეხშო ყურები საქართველოს მე მგონი...(არჩევნები დასტური)
ხო კიდევ გამაფრთხილეს არ თქვაო მაგრამ რა გამაჩერებს (სამაგიეროდ იმ ბერის სახელს არ ვიტყვი ვინც თქვა, თქვენც იცნობთ) ჩვენება ქონია (არჩევნებამდე ვიცოდი მიშას გამარჯვება) უნახავს იგივე ხელისუფლების ქმედებით როგორ ივსება საპატიმროები ხალხით, დიდი რეპრესიები გველის და სასულიერო პირები იქნებიან საკნებშიო... ჰოდა არც გამკვირვებია პატრიარქის ესოდენ გამახვილებული ყურადღება საპატიმროებზე და პატიმრების განთავისუფლებაზე. ეს ბერი წინასწარმეტყველებით არის ცნობილი უხუცესი ბერია. ეჰ კიდე კი ვიცი რაღაცეები მაგრამ მე ჩემი თავის არ მეშინია ისინი არ გავხადო მართლა მათი ინტერესიის სფერო ასე რომ არ დავასახელებ კიდებ იმ ბევრ სასულიერო პირს ვინც მიგვანიშნებს (არ იფიქროთ რომ ვინმე რაიმეს მოგვიწოდებს )


ძალიან ცუდია რომ ასეთ სისულელეებს ვიჯერებთ. yes.gif
ვინ ბერია ასეთი და საიდან არის ცნობილი, რომ მისი სიზმრები ასეთი ზუსტი და სარწმუნოა? 003.gif მსგავსი ტიპის ლოკალურ წინასწარმეტყველებებზე იდეოლოგიის აგება შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. yes.gif როგორ შეიძლება რომელიმე კონკრეტული ბერის სიზმარზე ასე დარწმუნებით ლაპარაკი მაშინ როდესაც თვით ქრისტეანობის (ახალი აღთქმის) უმთავრესი წინასწარმეტყველური თავი იოანეს გამოცხადებები მხოლოდ VIII-IX საუკუუნებში ცნეს კანონიკურად და დღემდე არ ხდება იქიდან საკითხავების კითხვა ღვთისმსახურებზე. yes.gif გარდა ამისა სიზმრის დაჯერებისთვის თავის არიდება (კლასიკური მართლმადიდებლური ქრისტეანული დამოკიდებულება) ვრცელდება არა მარტო ერისკაცებზე არამედ სასულიერო პირებზეც... სიზმარი და სიზმრისეული წინასწარმეტყველება არასოდეს არ არის სანდო, მითუმეტეს როდესაც მისი მხილველი წმინდანი არ არის.

პატარა ისტორიულ ჩანართს მოგიყვებით... კონსტანტინოპოლში 1453 წელს (დაცემის წელიწადი) ხალხში გავრცელებული იყო ასეთი ლოკალური წინასწარმეტყველება, რომ თურქეთის ჯარები ქალაქს აიღებენ და თვით კონსტანტინე დიდის კოლონებამდე მიაღწევდნენ, შემდეგ კი ზეციდან ჩამოსული ანგელოზი კოლონასთან მძინარე ვინმე ძალიან უბრალოსა და ღარიბ კაცს თავის მახვილს გადასცემდა სიტყვებით: "აიღე მახვილი ესე და შური იძიე უფლის ხალხისათვის". მაშინ ბერძნები თურქებს ქალაქიდან განდევნიდნენ და გაქცეულთა დევნას ირანის საზღვრებამდე გააგრძელებდნენ. როგორც ვიცით წინასწარმეტყველება არ ასრულდა. უფრო მეტიც, მსგავსიც არაფერი მომხდარა - თურქმა ასკერებმა (სამხედროებმა) აია-სოფიას ჩაკეტილი კარები შეამტვრიეს, ამ წინასწარმეტყველების ასრულების იმედით იქ ჩაკეტილი ხალხი დაატყვევეს და შემდეგ მონებად გაყიდეს. yes.gif

ვინც მსოფლიოს ახალ და უახლეს ისტორიებს კარგად იცნობს ეცოდინება, რომ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებს სახელმწიფოები მათთვის სასარგებლო ფონის შესაქმნელად იყენებდნენ და მორწმუნეთა საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ეწეოდნენ ამგვარი გზით -ავრცელებდნენ წინასწარმეტყველებებს ან ხელს უწყობდნენ მის გამავრცელებლებს. II მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ავიაცია ხშირად ქალაქების თავზე ყრიდა ფურცლებს, სადაც ეწერა ნოსტრადამუსის (ფრანგი ასტროლოგის და წინასწარმეტყველის, რომლისაც ევროპაში ბევრს სჯეროდა) წინასწარმეტყველებები, რომ თითქოს ჰიტლერი გაიმარჯვებს და რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ჰიტლერის გამარჯვება უკვე გადაწყვეტილია.

დაახლოებით მსგავსი ტიპის მანიპულაციაში შემჩნეული იყო რუსეთის იმპერია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში. დღესდღეობით მართლმადიდებლობით მანიპულაციას (თვით ეკლესიის პოლიტიზაციის დონემდე) ეწევა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - ФСБ. რუსეთის სადაზვერვო სპეც. სამსახურებმა ახალი იდეოლოგია დაამუშავეს თავიანთი იმპერიალისტური და საოკუპაციო მიზნების განსახორციელებლად, რაც იმაში მდგომარეობს რომ რუსეთი მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რომელიც შესაბამისად არის დასავლური აგრესიისგან ერთადერთი მხსნელი მის გარშემო მყოფი სხვა მართლმადიდებლური სახელმწიფოების. (იგულისხმება: საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო)მზადდება წინასწარ მომზადებული იდეოლოგიის ჩანერგვა ხალხში, თუ როგორი საშინელი ანტი-ეკლესიური ხელისუფლებებია ამ სახელმწიფოებში, თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლობას ამ ქვეყნებში, პოპულარიზაცია ხდება იმ ფსევდო წინასწარმეტყველებების, რომლის მიხედვითაც ძალიან მოახლოებულია ბოლო ჟამი და რომ მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთი და მის გარშემო მყოფი სახელმწიფოები გადაურჩებიან დასავლეთის და ანტი-ქრისტეს ტერორს. რეალურად ეს ყველაფერი წარმოადგენს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჭკვიანურ და მძლავრ იმპერიალისტურ გეგმას შეაჩერონ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) აღმოსავლეთით გაფართოება, გააღვივონ პრო-რუსული იდეოლოგია აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრ სახელმწიფოებში და დაიკანონონ თავიანთი სამხედრო დანაშაულები, დე ფაქტო ოკუპირებული ტერიტორიები და სამშვიდობო ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში, და რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, საქრთველოს უძველეს მიწებზე. yes.gif

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე, რადგან რუსეთი არ აპირებს მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საკუთარი ნებით დათმობას. ცდილობს დაიკანონოს უძველესი ქართული ტერიტორიები (წმინდა ადგილებით გამორჩეული), 20 000-მდე ქართველის სიკვდილი და 300 000 ლტოლვილის უკანონოდ მიტაცებული ქონება. რუსეთს და სეპარატისტულ ხელისუფლებებს სასტიკად არ სურთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასაწყისი და რუსეთის ე.წ. "სამშვიდობო ჯარების" (სინამდვილეში დამპყრობლების) გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან NATO-ს სამხედრო დოქტრინის ფარგლებში. NATO-ს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოპ სჰეფერის განცხადებით საქართველო NATO-ს სრულფასოვანი წევრი გახდება სავარაუდოდ 2010 წლისთვის, ანუ ეს არის დროის ის პერიოდი როდესაც დასრულდება სეპარატისტული რეგიონების კონტროლი რუსეთის მხრიდან. yes.gif

დამადასტურებელი მასალა (ექსკლუზიური ოფიციალური ინფორმაცია):
IPB-ს სურათი

მას შემდეგ, რაც კრემლმა საკუთარი იმპერიალისტური გეგმების დასასრულის მოახლოება იგრძნო, მართლმადიდებლური სახელმწიფოების შეცდომაში შესაყვანად და მათი ტერიტორიების საოკუპაციოდ რუსეთის ФСБ-მ მიზნად დაისახა საქართველოში ანტი-დასავლური და ანტი-NATO-ური კამპანიის გაჩაღება, რისთვისაც მიმართა ყველაზე ნაძირლურ და ვერაგულ მეთოდს გამოიყენოს ერთმორწმუნეობა და მართლმადიდებელი ეკლესიით მანიპულირება, რაც გულისხმობს დასავლური ორიენტაციის ხელისუფლების შეძულებას, მისგან ეკლესიის მტრის ხატის შექმნას, შესაბამისი აზროვნების დანერგვას მართლმადიდებლებში, ფსევდო წინასწარმეტყველებების მხარდაჭერას, გავრცელებას და ცალკეულ შემთხვევებში შეთხზვასაც კი, რომელთა მიხედვით საქართველოში არსებული ხელისუფლება ეკლესიის დევნას დაიწყებს, სასულიერო პირების რეპრესიებს და სისხლს მოიტანს. მართლმადიდებელ ადამიანებში ასეთი აზროვნების და ასეთი ნაწინასწარმეტყველები მომავლის მოლოდინის განმტკიცების შედეგად შეეცდება მოახდინოს მძლავრი დარტყმა დასავლეთზე და NATO-ზე, მოტყუებული ქართველი ხალხის მეშვეობით, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს დაამუხრუჭოს საქართველოს გამთლიანება, დაიკანონოს ჩვენი ტერიტორიები და დააბრუნოს საქართველო ტოტალიტარული მოსკოვის ორბიტაზე.

მსგავსი ტიპის საქმეების განსახორციელებლად ერთმანეთში თანამშრომლობა დაიწყეს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.

ციტატა:

Representing Patriarch Alexy II, Bishop Amvrosy of Bronnitsy delivered the relics of St. Alexander Nevsky and offered the Church’s greetings on the occasion of the resumption of strategic air patrols against NATO. The ceremony at St. Elijah’s Chapel in Moscow is the most recent example of the Russian Orthodox Church’s close association with the nationalist policies of President Vladimir Putin.

პატრიარქ ალექსი II წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ამბროსი ბრონიცისამ ჩაასვენა წმინდა ალექსანდრე ნეველის ნაშთები და განაცხადა, რომ ეკლესია მიესალმება სტრატეგიულ (იგულისხმება ატომური ბომბდამშენებით) პატრულს NATO-ს წინააღმდეგ. ცერემონია წმინდა ელიას (წინასწარმეტყველი) ტაძარში, მოსკოვში არის უახლესი მაგალითი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მჭიდრო კავშირისა პრეზიდენტ პუტინის ნაციონალისტურ დოქტრინასთან.

ციტატა:

The air force leader stated all of Russia’s strategic bombers had been blessed by the Church. “When the aircraft is named, they bless her."

საჰაერო ძალების ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა სტრატეგიული ბომბდამშენი იკურთხა ეკლესიის მიერ. "როდესაც სამხედრო თვითმფრინავს სახელი მიენიჭება, მასაც აკურთხებენ."

ციტატა:

On Aug 8 a Russian Tu-95 ‘Bear’ bomber over flew the US naval base on the Pacific island of Guam, prompting a scramble by US fighters from the Seventh Fleet to escort the bomber out of US air space. While on Aug 17, two Typhoon fighters from RAF Coningsby in Lincolnshire intercepted and shadowed a ‘Bear’ detected by early warning radar over the North Sea.

8 აგვისტოს (იგულისხმება გასული 2007 წელი) რუსეთის ბომბდამშენმა Tu-95 იგივე "დათვი" (რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკურთხა) გადაუფრინა აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ბაზას წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე, მოუხდა პოზიციური ბრძოლა აშშ-ს გამანადგურებლებთან მეშვიდე საჰაერო ფლოტიდან, რომლებმაც გამოაძევეს ბომბდამშენი აშშ-ს კუთვნილი საჰაერო სივრციდან. ასევე 17 აგვისტოს ორმა მოიერიშე გამანადგურებელმა სამეფო საჰაერო ძალებიდან (იგულისხმება ბრიტანეთი), კონინგსბიდან გზა გადაუჭრა ლინკონშირში და უკან დაახევინა "დათვს", რომელიც აღმოაჩინა ადრეული გაფრთხილების რადარმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი ატომური ბომბდამშენი ამერიკულ გამანადგურებლებთან პოზიციური ბრძოლისას ანტი-NATO-ური პატრულირების ფარგლებში, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. (ექსკლუზიური ფოტოსურათი)
IPB-ს სურათი

ციტატა:

In addition to the Long Range Air Force, St. Alexander Nevsky is the patron saint of the FSB, Russia’s internal security service and successor to the KGB.

გარდა გრძელ მანძილებზე მოქმედი საჰაერო ძალებისა, წმინდა ალექსანდრე ნეველი გამოცხადდა ФСБ-ს , რუსეთის (შიდა) უშიშროების ფედერალური სამსახურის მფარველ წმინდანად, რომელიც წარმოადგენს KГБ-ს სამართალმემკვიდრეს.

გარდა უშუალო სამხედრო ძალების მხარდაჭერისა NATO-ს წინააღმრდეგ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობენ იდეოლოგიურადაც, ანტი-NATO-ური და ანტი-მედასავლეთე ხელისუფლებების პროპაგანდაში, რისთვისაც იყენებენ ზემოთხსენებულ მეთოდებს. მათი მხარდაჭერა უკრაინაში ჰქონდათ რადიკალურად ანტი-დასავლურ მოძრაობებს და პოლიტიკურ პარტიებს, რაც დემონსტრაციებში გადაიზარდა.

რუსი სამღვდელოების მიერ მხარდაჭერილი დემონსტრაციას გადარჩენილი პლაკატები. (ყირიმი, უკრაინა)
IPB-ს სურათი

ძალიან გთხოვთ ნუ ავყვებით უსაფუძვლო წინასწარმეტყველებებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოსალოდნელი საშინელი რეპრესიების შესახებ სასულიერო პირთა მიმართ, ეკლესიების მოსალოდნელი უპრეცენდენტო რაოდენობით ნგრევის შესახებ და საერთოდ საქრთველოში სარწმუნოების ტოტალური დევნის და უბედური წლების დადგომის შესახებ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ნუ ხდება მათგან სარწმუნოების დაუძინებელი მტრის ხატის შექმნა, მათი გაიგივება მასონების (დასავლეთის) მიერ "ხელდასხმულ" ანტი-ქრისტეს იდეოლოგიის მქონე ადამიანებთან, რომლებიც თითქოსდა საქართველოში მართლმადიდებლობის საბოლოოდ ამოსაძირკვად არიან მოსული და რომ თითქოს ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებებით დასტურდება. ძალიან არ მინდა, რომ ამ ფანატიკური იდეოლოგიის საფუძველზე მიზანმიმართული სიცრუის მსხვერპლი გავხდეთ და ჩვენდა უნებურად საქართველოს მტრების წისქვილზე დავასხათ წყალი. yes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 13 2008, 12:11 AM

გიორგი
უდავოდ გასათვალისწინებელია

ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა კიდევაც რუსეთის დადებით როლზე მართლმადიდებლობისათვის, რომ არა ის საშინელი, არაადამიანური და მასობრივი დანაშაულები სწორედ რომ მართლმადიდებლური სახელმწიფოების მიმართებაში, ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ იცხოვრონ რუსეთისაგან დამოუკიდებლად

საშინელებაა იმპერიალიზმი, ხოლო ორჯერ საშინელებაა - როცა ხდება რელიგიის გამოყენება იმპერიალისტური იდეოლოგიის განსამტკიცებლად

რას ემსახურება ამდენი მომრავლებული "წინასწარმეტყველება"? მათ ყველას თითქმის ერთი ლაიტმოტივი გასდევს - გამოიკვეთოს რუსეთის როლი მართლმადიდებლობის დაცვაში! (?) ხოლო როდესაც მათ გადავხედავთ, რეალურად ისინი ემსახურებიან არა ადამიანთა უფლამდე მიყვანას (რაც უნდა იყოს წინასწარმეტყველების მიზანი და ფუნქცია), არამედ - ადამიანთა რუსეთამდე მიყვანას dry.gif

ამიტომ, გავფრთხილდეთ....... yes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 13 2008, 01:22 AM

--------------------

გიორგი
შენი პოსტი გაფიცებ ყველაფერს ადეკვატური თუა ჩემს ფოსტთან?
ან იმპერია რა შუაშია ან ნატო ან კიდევ თვითმფრინავები? ან სასულიერო პირების დადანაშაულება იპერიალიზმის აღმშენებლობაში? შენ მართლა გგონია რომ მარტო მიშაა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი? ნატოზე სხვა დროს ვისაუბროთ შენი აზრები მართლა მაიმტერესებს მაგ საკითხზე.
ხო კიდე ანტიქრისტე ვინ ახსენა ან მასონები?ან რა გგონია მე მასეთ სასულიერო პირებს ვიცნობ?ან საერთოდ არსებობენ მასეთები? მე არსად მინახავს და თქვენ სად პოულობთ ამ "მოაზროვნე" ბერებს მსგავს აზრებს რომ უნერგავენ მრევლს?

კანონისტი
არ გეწყინოთ მაგრამ ამდენი ზღაპრების და რაღაც "გვარამიას"მსგავსი დოკუმენტური მასალების შექმნას ერთი საპატრიარქოს განცხადება დაგედო(იცი ხოლმე შენ მოძიება)ბოკერიას ვიზიტზე რომ გააკეთეს და ეს ხალხიც გაჩერდებოდა და გაიგებდა სუყველა ჭორი რომ იყო,ან რუსეთი რა შუაშია ან ნატო და ეს მასალა რაც გიორგიმ დაგვიდო,(უწვალია ძალიან, მეტი კი არაფერი) tongue.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 13 2008, 01:30 AM

მართა

ციტატა
შენი პოსტი გაფიცებ ყველაფერს ადეკვატური თუა ჩემს ფოსტთან?

კი, იმ ნაწილში სადაც გეუბნები, რომ შენს მიერ დაწერილი წინასწარმეტყველება უსაფუძვლოა. yes.gif
ციტატა
ან იმპერია რა შუაშია ან ნატო ან კიდევ თვითმფრინავები? ან სასულიერო პირების დადანაშაულება იპერიალიზმის აღმშენებლობაში?

გარდა უშუალოდ შენს მიერ მოყვანილი წინასწარმეტყველებისა მე კომენტარი გავუკეთე ზოგად მიზეზებს თუ რის საფუძველზე ხდებოდა და ხდება რელიგიით და წინასწარმეტყველებებით მანიპულირება. NATO-ც, ნაკურთხი თვითმფრინავებიც, რუსული იმპერიალიზმიც და კიდევ მრავალი სხვა ფაქტი ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ეს საკმაოდ გარკვევით წევრია.
ციტატა
შენ მართლა გგონია რომ მარტო მიშაა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი?

არსებულ ქართულ პოლიტესტაბლიშმენტში უკონკურენტოდ. yes.gif
ციტატა
ხო, კიდე ანტიქრისტე ვინ ახსენა ან მასონები?

ყველაფერს შენს თავზე ნუ მიიღებ, ეს ზოგადი პოსტი იყო, რომელიც საერთოდ ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზეზებს მიმოიხილავდა სხვადასხვა მასალებზე დაყრდნობით, რომელიც საკმაოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
ციტატა
ერთი საპატრიარქოს განცხადება დაგედო (იცი ხოლმე შენ მოძიება) ბოკერიას ვიზიტზე რომ გააკეთეს

IPB-ს სურათი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას საპატრიარქოში ინციდენტი შეემთხვა.

გიგა ბოკერიას მტკიცებით, იგი საქართველოს პატრიარქს არ შეხვედრია და შესაბამისად, მისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ უთხოვია.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირების მცდელობაა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ბოლო თვეებში ბატონი გიგა ბოკერია საერთოდ არ სწვევია საპატრიარქოს და ინფორმაცია, თითქოს ბატონ გიგა ბოკერიას რაღაც ინციდენტი შეემთხვა საპატრიარქოში, არ შეესაბამება სინამდვილეს.


http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=123

P.S. ანდა რა საჭირო იყო საპატრიარქოს განცხადება... რის ინციდენტი, რა პატრაირქს ხელი გაარტყაო და კიბეებზე დაგორდაო... ამ ჭორის გამვრცელებელი საქართველოს მტერია, დამჯერებელი კი - სულელი...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 13 2008, 02:13 AM

გიორგი

ციტატა

ამ ჭორის გამვრცელებელი საქართველოს მტერია,

yes.gif yes.gif
ციტატა


დამჯერებელი კი - სულელი...

no.gif no.gif იმ ადამიანისგან რომელიც, ეკლესიის დანგრევას უწოდებს კანონიერს, და სხვა მრავალს, არარის გასაკვირი ეგეთი რამ რომ იკადროს, და ჭორი რომელიც ვრცელდება მას საზოგადოების უმრავლესობა, ჰაერზე მოტანით არ იჯერებს ისევე როგოროც ახლა არ დაიჯერებს მიშა ანტი ქრისტე იქნებაო, ანუ არ უნდა მისცე საფუძველი თუნდაც მცირეოდენი ეჭვი გამოიწვიოს საზოგადოებაში
და კიდევ ჩემი თხოვნა იქნება, მარტო ერთ მხარის ცუდს ნუ აფასებს შეაფასე მერე მხარეც, მიუხედავად არის თუ არა ის მართლმადიდებელი ქვეყანა და ა.შ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 13 2008, 02:28 AM

შოთაძე

ციტატა
იმ ადამიანისგან რომელიც, ეკლესიის დანგრევას უწოდებს კანონიერს, და სხვა მრავალს, არარის გასაკვირი ეგეთი რამ რომ იკადროს

ცხადია ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჯერ ერთი ბოკერიას არ უთქვამს კანონიერად დაინგრა ეკლესიაო, მერეც მეორე ის შენობა არ იყო ეკლესია, ტაძარი მას შემდეგაა ტაძარი, რაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი (და არა საძირკველი, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც შეიძლება აკურთხო). იქ მშენებლობისას მუშები სიგარეტს ეწეოდნენ. yes.gif ისე რაც შენ თქვი ეგეც რომ მომხდარიყო არავითარ საფუძველს არ იძლევა, რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და თანც რომ იქვე დაგორდა კიბეებზე ამის გამო. ძალიან ბავშვური ჭორია და ნამდვილად დაუჯერებელია. დეტალების და ნიუანსების კარგი ცოდნაა საჭირო, რომ გაიგო რომ შეუძლებელია ბოკერიას ის მოთხოვნები წაეყენებინა საპატრიარქოსთვის, როგორც ეს ამ ბინძურ ჭორში გაავრცელეს.
ციტატა
ჭორი რომელიც ვრცელდება მას საზოგადოების უმრავლესობა, ჰაერზე მოტანით არ იჯერებს ისევე როგოროც ახლა არ დაიჯერებს მიშა ანტი-ქრისტე იქნებაო

მთელი საზოგადოება არა, მაგრამ ხალხის გარკვეული კატეგორია ხშირად აბსურდებს იჯერებს. yes.gif
ციტატა
და კიდევ ჩემი თხოვნა იქნება, მარტო ერთ მხარის ცუდს ნუ აფასებს შეაფასე მერე მხარეც, მიუხედავად არის თუ არა ის მართლმადიდებელი ქვეყანა და ა.შ

ნუ, ამაზე უკვე გითხარი, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს და რასაც სამომავლოდ უმზადებს იმას ანალოგი არ გააჩნია. yes.gif ცხადია ინტერესები ყველა სახელმწიფოს აქვს საქართველოს მიმართ, დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ 20 000 მოკლული ქართველი, 300 000 უსახლკარო, ფაქტიურად ანექსირებული ჩვენი ტერიტორიები (დაახლოებით 11 000 კვადრატული კილომეტრი) ყველაფერზე მეტყველებს. მსგავსი ნაძირლობა და მტრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია საქართველოს წინააღმდეგ და არც აპირებს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 13 2008, 02:51 AM

მთავარია ჩვენ გავხდეთ ღირსი უფლის წინაშე და ვერც რუსეთი შეგვიშლის ხელს და არც ნატოს დახმარება დაგვჭირდება ჩვენი ტერიტორიული ერთეულების დაბრუნების საქმეში.
როგორც ნათქვამია შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო და თუ კარგი ურთიერთობა არ გვექნება ერთმორწმუნე მეზობლის ჯანსაღ ნაწილთან მითუმეტეს ვერ გვექნება სხვებთან.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 13 2008, 02:58 AM

გიორგი

ციტატა



ცხადია ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჯერ ერთი ბოკერიას არ უთქვამს კანონიერად დაინგრა ეკლესიაო, მერეც მეორე ის შენობა არ იყო ეკლესია, ტაძარი მას შემდეგაა ტაძარი, რაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი (და არა საძირკველი, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც შეიძლება აკურთხო). იქ მშენებლობისას მუშები სიგარეტს ეწეოდნენ. yes.gif ისე რაც შენ თქვი ეგეც რომ მომხდარიყო არავითარ საფუძველს არ იძლევა, რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და თანც რომ იქვე დაგორდა კიბეებზე ამის გამო. ძალიან ბავშვური ჭორია და ნამდვილად დაუჯერებელია. დეტალების და ნიუანსების კარგი ცოდნაა საჭირო, რომ გაიგო რომ შეუძლებელია ბოკერიას ის მოთხოვნები წაეყენებინა საპატრიარქოსთვის, როგორც ეს ამ ბინძურ ჭორში გაავრცელეს.
მთელი საზოგადოება არა, მაგრამ ხალხის გარკვეული კატეგორია ხშირად აბსურდებს იჯერებს. yes.gif

მე თვითონ მაქვს მოსმენილი, კანონიერად დაინგრაო, და მეორე შემთხვევაში გეთანხმები რო არ შეიძლება ჭორი გავრცელდეს განსაკუთრებით ეკლსიის მიმართებაში, და კიდევ ეგეთი სახელი არ უნდა ქონდეს და არც არავინ დაიჯერებს თუნდაც ნაკლებად მცოდნე, ყველას სულელს ვერ უწოდებთ ვინც დაიჯერა


ციტატა

ნუ, ამაზე უკვე გითხარი, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს და რასაც სამომავლოდ უმზადებს იმას ანალოგი არ გააჩნია. yes.gif ცხადია ინტერესები ყველა სახელმწიფოს აქვს საქართველოს მიმართ, დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ 20 000 მოკლული ქართველი, 300 000 უსახლკარო, ფაქტიურად ანექსირებული ჩვენი ტერიტორიები (დაახლოებით 11 000 კვადრატული კილომეტრი) ყველაფერზე მეტყველებს. მსგავსი ნაძირლობა და მტრობა არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია საქართველოს წინააღმდეგ და არც აპირებს.


არ მინდა რო რუსეთის დამცველი ვიყო პირიკით რუსეთიც ცუდი არის, მაგრამ ამერიკაც არანაკლებია,
ამერიკა თითქმის ებრძოლება ნახევარ მსოფილიოს და ომს რო თავი დავანებოთ საქართველოს მიმართებაში ის საქართველოს მტერი ჩემის აზრით არის იდეოლოგიურად, და ყველაზე ცუდი ეგ არის , იმიტო რო იარაღით ქართველს ვერასდროს დააჩოქებ მას მხოლოდ სულიერად თუ შეძლებ და ეს საკმაოდ კარგად იცის ამერიკამ, რუსეთი საქართველოს იარაღით ებრძოდა და როდესაც იდეოლოგიურად ებრძოდა მაშინ ის კვალი მაინც ყოველთვის ქონდა როცა თავიდანვე შემოვიდნენ საქართველოში და ამერიკა კიდე მეგობრად შემოვიდა თავიდანვე, და საქართველოს მეგობარი არასდროს ყოლია ყველა ქვეყანა ცდილობდა მასზე ბატონობას მაგრამ არ გამოდიოდათ და ეგეთი ბროძოლა არის დახვეწილი
მემგონი ხვდები რა რასაც ვამბობ, ღრმად იმიტომ არ მინდა შევიდე რო მერე დავიბანები და ეგ არ მინდა რო მოხდეს smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 13 2008, 05:31 AM

გიორგი
არ გეწყინოს მაგრამ მეცინება..
.

ციტატა
კი, იმ ნაწილში სადაც გეუბნები, რომ შენს მიერ დაწერილი წინასწარმეტყველება უსაფუძვლოა

მე ჯერ არ დამიწყია წინასწარმეტყველება tongue.gif
ციტატა
ხდება რელიგიით და წინასწარმეტყველებებით მანიპულირება

ხო კი და აგენტიც ვარ ამ მანიპულაციების სულისჩამდგმელი tongue.gif
ციტატა
არსებულ ქართულ პოლიტესტაბლიშმენტში უკონკურენტოდ.

ხო კი მისი გაქანება გასცდა საქართველოს მასშტაბებს,უკვე მსოფლიო პოლიტიკის ამინდს ქმნის tongue.gif
ციტატა
ანტი-დასავლური პროპაგანდის

სადაა ანტიდასავლური პროპაგანდა რომელიმე ჩემს პოსტში? შენ რავა მთლად მიშიკოს დამგვანებიხარ ყველა დასავლეთის მტერი გგონია? tongue.gif
განცხადების დადებისთვის კი დიდი მადლობა ეგ იყო მთავარი აბა ნატო და თვითმფრინავები რა შუაში იყო მაინც ვერ ვხვდები... g.gif 003.gif
კაი ახლა ბოკერიას დამოკიდებულება +რამიშვილის უკვე ბაგა-ბაღის ბავშვებმა იციან! და საერთოდ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით....
ოღონდ თუ კაცი ხარ იმ თვითმფრინავებს და რაცხა მაგნაირებს ნუღარ დადებ გამისკდა გული საბრძოლო პოლიგონზე მეგონა თავი... tongue.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 13 2008, 03:01 PM

მართა

ციტატა
არ გეწყინოს მაგრამ მეცინება...

არ იყო საჭირო ამის აღნიშვნა. no.gif მეც მეცინება ხოლმე შენს პოსტებზე, მაგრამ ზოგს არც ვეხმაურები და უარყოფით დამოკიდებულებასაც არ ვაფიქსირებ ხოლმე, არც ახლა ვაპირებდი რაიმეს, უბრალოდ შენს მიერ გაკეთებული ზემოთხსენებული პოსტი, რომელიღაც ბერის წინასწარმეტყველების შესახებ ვიღაცას დაუკოპირებია forum.ge-ს პოლიტიკურ განყოფილებაში და მიდიოდა "კაიფი", სიცილ-ხარხარი და ლაზღანდარაობა, იქმნებოდა შთაბეჭდილება და იმიჯი (არც თუ უსაფუძვლოდ) რომ ამის დამწერი და მართლმადიდებლების დიდი ნაწილი ან ფანატიკოსია ან სულელი. yes.gif ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ ფაქტით და უბრალოდ დავაფიქსირე პოზიცია, რომელიც უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელს მაგნაირი ლოკალური წინასწარმეტყველებების მიმართ.
ციტატა
მე ჯერ არ დამიწყია წინასწარმეტყველება tongue.gif

რატომ შაყირობ? rolleyes.gif შენც ძალიან კარგად იცი, რომ მე არ მგონებია, რომ შენ თვითონ დაიწყე წინასწარმეტყველება, მაგრამ ის "ჩვენება", რომელიც ვიღაც ბერს ჰქონია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს yes.gif ეს სასაცილო სულაც არაა.
ციტატა
ხო კი და აგენტიც ვარ ამ მანიპულაციების სულისჩამდგმელი tongue.gif

ზედმეტი თვითგვემაა. მე შენთვის არ მითქვამს რომ ან აგენტი ხარ ან მანიპულაციების სულის ჩამდგმელი-თქო, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად გჯერა ხოლმე იმათი ვინც ამგვარ მანიპულაციებს ეწევა რელიგიით. yes.gif თუ ეს შენთვის სასაცილოა და მზად ხარ ამგვარი მინი-წინასწარმეტყველებები დაიჯერო მაშინ საუბრის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონია...
ციტატა
ხო კი მისი გაქანება გასცდა საქართველოს მასშტაბებს, უკვე მსოფლიო პოლიტიკის ამინდს ქმნის

მართალი გითხრა ეს სატირა კარგად ვერ გავიგე, მე რა გითხარი და შენ რას მპასუხობ, მაგრამ მიშას თავი დავანებოთ, აქ მთავარი რომელიმე პოლიტიკოსის დაცვა კი არ არის, არამედ ფსევდო მართლმადიდებლურ ხაფანგში თავის არ ჩაყოფა.
ციტატა
სადაა ანტიდასავლური პროპაგანდა რომელიმე ჩემს პოსტში? შენ რავა მთლად მიშიკოს დამგვანებიხარ ყველა დასავლეთის მტერი გგონია?

მე მგონი ეგ საკმარისზე კარგად იყო ახსნილი იმ პოსტში. ან ვერ იგებ, ან არ გინდა გაიგო.
ციტატა
განცხადების დადებისთვის კი დიდი მადლობა ეგ იყო მთავარი აბა ნატო და თვითმფრინავები რა შუაში იყო მაინც ვერ ვხვდები...

ყველაფერი შენ არ გეხება-თქო, ეგეც გითხარი. NATO და თვითმფრინავები პირდაპირ კავშირშია კრემლის იდეოლოგიურ ბრძოლასთან საქართველოს წინააღმდეგ მართლმადიდებლობის სახელით. დეტალები ზემოთ წერია... yes.gif
ციტატა
კაი ახლა ბოკერიას დამოკიდებულება + რამიშვილის უკვე ბაგა-ბაღის ბავშვებმა იციან! და საერთოდ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით....

"ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით" - აი, ეს სიტყვები ღუპავს ყველაფერს, რადგან როგორც წესი ხალხის უმეტესობამ თითქმის არაფერი არ იცის და არა მარტო პოლიტიკაში... ბევრ სხვა რამეშიც. აი, მაგალითად ბოკერიას სულ სხვა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან და რამიშვილს სულ სხვა. აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან, ისე ორივე ათეისტია... მეც მყავს ათეისტი და არა ეკლესიური მეგობრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პატრაირქს ხელს გაარტყამენ. საპატრიარქომაც დაადასტურა რომ ეს ჭორი იყო და რადგან ჭორი იყო ესე იგი ვიღაცამ მოიგონა და შემდეგ გაავრცელა yes.gif ყველამ გავიგეთ, რომ ეს ჭორი ტყუილია, მაგრამ თუ დაინტერესებულხარ ვინ დგას ისეთი ბინძური ჭორის უკან, როგორიცაა პატრიარქის ფიზიკური შეურაცხყოფის დაბრალება ადამიანზე?
ციტატა
ოღონდ თუ კაცი ხარ იმ თვითმფრინავებს და რაცხა მაგნაირებს ნუღარ დადებ გამისკდა გული საბრძოლო პოლიგონზე მეგონა თავი...

მართლაც საბრძოლო პოლიგონზე ხარ (ვართ)... ოღონდ იდეოლოგიური ბრძოლის პოლიგონზე, რასაც მართლმადიდებლობის სახელით პროვოცირება ჰქვია. ეს პოსტი არ ისახავდა კონკრეტული პიროვნებების დაცვას ან ლანძღვას მიზნად, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი მარტო ბოკერიას მიმართ შეთითხნილი ცილისმწამებლური ჭორის წარმომავლობით დაინტერესდებოდა, ერის სულიერი ლიდერის ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ საშინელი ცრუბრალდებაა?! თუმცა თავი დავანებოთ ბოკერიას, ეს თემა მე არ წამომოიწევია წინა პლანზე, კონკრეტულ პიროვნებებს შევეშვათ, საუბარი არის გაცილებით ცუდ რაიმეზე, რაც იმაში მდგომარეობს რომ სერიოზული გარე ძალა მანიპულირებს ქართველი მართმადიდებლების რელიგიური გრძნობებით, იგონებს უბინძურეს ჭორებს, ხელს უწყობს ფსევდო ჩვენებების და წინასწარმეტყველებების გავრცელებას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მტრობას. მეტი გარკვევით წერა მე არ შემიძლია და თუ კიდევ ვერ გაიგე მაშინ ჯობია შევწყვიტოთ საუბარი. smile.gif


შოთაძე
აშშ-ზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეგრე არ არის შენ რომ წერ. აშშ-ს გამოყენება საქართველოს სასიკეთო მრავალი საქმისთვის შეიძლება, ამას ვერ ვიტყვით რუსეთზე.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 13 2008, 06:26 PM

მხოლოდ ერთს დავსძენ, სხვა არაა ჩემი საქმე :

სანამ რუსეთს,ამერიკას ან რომელიმე სხვა ჩრდილო და დასავლურ ქვეყანას ანტი-"საქართველობაში" დავადანაშაულებთ, კარგად დაფიქრდით, ვინ დგას ამ ქვეყნების უკან და ვინ სარგებლოს იმ ხალხთა სახელით, არცერთ მათგანს რომ თავად არ მიეკუთვნება ... და იქნებ ეგ არასაჭირო ფრუსტრაციაც ნელნელა განელდეს...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 13 2008, 07:29 PM

ჰო აბა ნატოში როგორც კი შევალთ ეგრევე აფხაზეთს და სამაცაბლოს მოგვართმევენ... ისტორიულად ასეთი რამე სადმე მომხდარა ?

ირანთან ომს რომ დავიწყებთ ნატოს წყალობით მაგაზე რატომ არავინ ფიქრობს, - თან ამერიკის სამხედრო დოქტრინაში ირანი კი არა ჩინეთი მოიაზრება მთავარ მიზნად...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 14 2008, 02:58 AM

გიორგი
ეჰ გიორგი რატომ გაურბიხარ ხოლმე იმ დეტალებს რა დეტალებზეც მე გესაუბრები? რატომ გადაგყავს საუბარი ზოგად ჭრილში? ეს ერთი და მეორე...სასცილო მითუმეტეს სხვა ფორუმზე გადასატანი და მერე"საკაიპო" ჩემი პოსტი არა მგონია იყოს და თუ არი, ესეც არ არის ჩემთვის ტრაგედია...ისეთს ეხლაც დავწერ და შეიძლება კიდევ უფრო არგუმენტირებულს... რა ეს მე მარცხვენს, ფანატს მხდის თუ რა? ან შენ გაქვს იმის უფლება მე მომარტყა ეგ იარლიყი? ეკლესია არ დნგრეულა ამ ქვეყანაში ჯვრები არ აღებულა, განკვეთილი მაგრამ მაინც სასულიერო პირი არ ზის ციხეში თუ გელათს არ მიდგომიან ასაოხრებლად მერაბიშვილის სპეცნაზი და კიდევ ერთ-ერთ ეპარქიაში ალბად ყველას გვახსოვს რაც დაატრიალეს სანამ ბოდიში არ მოახდევინა მერაბიშვილს მეუფემ...რა,გოროზიას არ ქონდა ცილისმწამებლური ბრალდებები მეუფის მიმართ თუ აქ ჩემ მეუფეს არ უტრიალებენ საჩივლელად იწერება უმრავი სტატია მაგაზე(თუმცა მიშასთან კარგი დამოკიდებულება აქვს და ალბად ეგ გადაარჩენს ) რაო ეს არ იცი? რა წინასწარმეტყველებაა ამისთვის საჭირო?!

ციტატა
"ჩვენება", რომელიც ვიღაც ბერს ჰქონია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს სასაცილო სულაც არაა.

რაო კრიტიკოსი გახდი? კინოკრიტიკოსი გამიგია და ბერის ჩვენების კრიტიკოსობაც თუ არსებობდა აღარ ვიცოდი...მეც კი მაქვს ბევრი კითხვის ნიშAნი მაგრამ ასე ხმამაღლა იმიტომ რომ დავიცვა უგერგილო პოლიტიკოსი არ გამიკრიტიკებია არცერთი ბერი...
ციტატა
ამგვარი მინი-წინასწარმეტყველებები დაიჯერო მაშინ საუბრის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონია...

მე არ მითქვია მჯერათქო, (იმიტომ კი არა რომ ბერის არ მჯერა,ეს მთავრობა ვერ გაბედავს და არც გამოუვა და ამიტომ, თუმცა არც იმას ვუარყოფ რომ ამ ადამიანს სათანადო პატივს სცემს მთელი საქართველო და მთლად უყურადღებოდ დატოვებაც არ მიმაჩნია სწორი)საუბარს აზრი აქვს მაგრამ ამ თემაში ვფიქრობ რომ არა თOრემ მალე მოდერატორების რისხვა დაგვატყდება თავს ... biggrin.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 14 2008, 02:20 PM

მართა

ციტატა
ეჰ, გიორგი რატომ გაურბიხარ ხოლმე იმ დეტალებს რა დეტალებზეც მე გესაუბრები? რატომ გადაგყავს საუბარი ზოგად ჭრილში?

მე არ გავურბივარ არავისთან საუბარს არც ერთ დეტალზე, უბრალოდ არ მინდა რომ თემა კონკრეტულ პიროვნებებს შეეხოს, მსურდა რომ ზოგადად მეთქვა ამგვარი ტიპის ლოკალური წინასწარმეტყველებების წარმომავლობაზე და ისტორიულ პრაქტიკაზე.
ციტატა
სასცილო მითუმეტეს სხვა ფორუმზე გადასატანი და მერე"საკაიფო" ჩემი პოსტი არა მგონია იყოს და თუ არი, ესეც არ არის ჩემთვის ტრაგედია...

ციტატა
რა ეს მე მარცხვენს, ფანატს მხდის თუ რა? ან შენ გაქვს იმის უფლება მე მომარტყა ეგ იარლიყი?

მე არც გარცხვენ შენ და არც ფანატიკოსის იარლიყს გაძლევ, უბრალოდ გითხარი ის რაც მოხდა. საერთოდ დაცინვა (ვგულისხმობ იმათი მხრიდან) არასოდეს არ არის კარგი, მაგრამ ჩემი აზრით შენც გმართებს დაფიქრება.
ციტატა
ეკლესია არ დნგრეულა

არა, მითუმეტეს ხელისუფლების დონეზე. no.gif
ვიყოთ თანმიმდევრულნი, თუ გულისხმობ პირველ დარბევას გლდანში (ვასილ მკალავიშვილის მრევლის), მაშინ გეტყვი რომ ის ეკლესია არ იყო, და შესაბამისად არც ჰქონდა კანონიკურად ნაკურთხი ტრაპეზი, რადგან ეკუთვნოდა უმადლო, სქიზმატ და განკვეთილ სასულიერო პირს, რომელიც აშკარა დაპირისპირებაში იყო საპატრიარქოსთან და საერთოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პატრიარქს "სატანა შეჩენილად" მოიხსენიებდა და იმართებოდა გაურკვეველი წარმოშობის ბერძენი სექტანტებისგან.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ცხადია როგორც ფაქტი უდავოდ დასაგმობია, მაგრამ როგორც ასეთი არც ის იყო ეკლესია, რადგან შენობა მაშინ ითვლება ტაძრად, როდესაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი ეპისკოპოსის მიერ. (და არა საძირკველი მღვდლის მიერ, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე კორპუსის ან დაწესებულების მშენებლობის კურთხევაც შეიძლება). ცხადია მშენებლობა, სადაც ელექტრო-ხერხის და ბეტონშემრევის გამაყრუებელი ხმაურის ფონზე მუშები სიგარეტს ეწევიან ეკლესიად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, ვერც კანონიკურად. თუმცა ცხადია პირველი შემთხვევისგან განსხვავებით ფაქტი დასაგმობია, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომაა ამ ყველაფრის ხელისუფლებაზე და მითუმეტეს პრეზიდენტზე გადაბრალება, პირიქით პრეზიდენტის საქმეში ჩარევის შემდეგ ყველაფერი უსწრაფესად მოგვარდა ეკლესიის სასარგებლოდ და მშენებლობაც გაგრძელდა. ეს იყო ათეისტი ლოკალური ჩინოვნიკის გაკეთებული, რომლის ნაირებიც უამრავია საერთოდ ქართველ ხალხში, მარტო თანამდებობის პირებზე არა მაქვს საუბარი, თუნდაც ჩვენს გვერდით, ნაცნობებში... ის რომ თურმე ეკლესიის დანგრევა ხელისუფლებამ (მითუმეტეს პრეზიდენტმა) შეუკვეთა არის ზუსტად ისეთივე აბსურდული ჭორი, როგორც ის რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და შემდეგ კიბეებზე დაგორდა. 003.gif

ცხადია ცუდი ყველა ვარიანტში დასაგმობია, მაგრამ არ მესმის რატომ ხდება ამ ყველაფრის გაბუქება და განზოგადება ხელისუფლების დონეზე. სადაც ცუდს ვხედავთ კარგიც დავინახოთ პრეზიდენტის უშუალო დახმარებით საქართველოში გარემონტდა და რესტავრაცია გაუკეთდა 200-ზე მეტ ტაძარს yes.gif , სახელმწიფო საბიუჯეტო სექტორიდან კი ყოველ წელს მილიონობით ლარი ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე მზარდი დინამიკით. შარშან 7 მილიონი იყო საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა. yes.gif ცხადია ეს თანხა ეკლესიის სასიკეთოდ იქნა გამოყენებული და ხელისუფლების მხრიდან საერთო სარგებელი გაცილებით აღემატება დროებით შეჩერებულ და პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ უპირობოდ განახლებულ მშენებლობისადმი მიყენებულ უსიამოვნებას ფერიას მთაზე.
ციტატა
ამ ქვეყანაში ჯვრები არ აღებულა

ამ წინადადების წაკითხვისას ისევ ერთი კითხვა მიჩნდება საკუთარ თავთან, "ვინ თესავს ხელისუფლების ანტი-მართლმადიდებლურობის ისტერიას საქართველოში?!" fiqri.gif (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოკერიასადმი მოგონილი უბინძურესი ბრალდება პატრიარქისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, შეთხზული ჭორი გამოდგა და ეს საპატრიარქომაც დაადასტურა. შეთხზული გამოდგა აგრეთვე ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც სახელმწიფო ვითომ უყენებდა ეკლესიას ბოკერიას იმ გამოგონილი ვიზიტის მეშვეობით)

მართალია აიღეს ერთი ჯვარი ხაშურის ცენტრში და იქ გააკეთეს შადრევანი, ასევე აიღეს რამოდენიმე მოძველებული დაჟანგული ლითონის ჯვარი გზებზე, რომელიც არც ნაკურთხი იყო და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, სამაგიეროდ იმათ სანაცვლოდ დამონტაჟდა ათეულობით მანათობელი ჯვარი ტრასებზე და დიდი ქალაქის შესასვლელებთან. ისე თუ რაოდენობას შევადარებთ დამონტაჟებული ჯვრების რაოდენობაც და ხარისხიც აღემატება მოხსნილი ჯვრების რაოდენობას და ხარისხს. yes.gif თუ გინდა გადავთვალოთ... თუ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა, მაგრამ მაინც...
ციტატა
განკვეთილი მაგრამ მაინც სასულიერო პირი არ ზის ციხეში

უნდა იჯდეს კიდეც, yes.gif საპატრიარქოს მტრის და რელიგიური ექსტრემისტის ადგილი სწორედ რომ ციხეშია. ვასილ მკალავიშვილის მიერ დარბეული რელიგიური უმცირესობები (სხვათაშორის არა მარტო ე.წ. "იეღოველები") გახდა ქართული მართლმადიდებლობის სახე ევროპაში და ასოცირდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ვასილ მკალავიშვილი ასე უწოდებდა საკუთარ თავს. სწორედ ვასილ მკალავიშვილის და არავის სხვის გამო უამრავი უარყოფითი დასკვნა მოდიოდა ოდითგანვე ტოლერანტობით გამორჩეულ საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის, ექსტრემიზმის და შეუმწყნარებლობის ბრალდებით. (საკმაოდ ბევრი ფაქტი და მტკიცებულება იყო შეკრებილი ევროპულ ელექტრონულ სივრცეში.) ასოცირებულად უხერხული იმიჯი ექმნებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ohmy.gif
ციტატა
თუ გელათს არ მიდგომიან ასაოხრებლად მერაბიშვილის სპეცნაზი

მართალი გითხრა ეს ფაქტი არ ვიცი, ამიტომ მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება, საერთოდ არ ვაფასებ ხოლმე არაფერს სანამ დეტალურად არ შევისწავლი ნიუანსებს. თუმცა უაზრო რადიკალიზმს უკვე ვხედავ, რადგან არა მგონია "გელთის ასაოხრებლად" მისულიყო შსს სპეც. რაზმი. ისე ძალიან მაინტერესებს თუ ფლობ ინფორმაციას რა მოხდა ზუსტად? ვინმე დამნაშავე იმალებოდა გელათის ტაძარში და რაიმე სპეც. ოპერაცია იყო თუ რაში მდგომარეობდა საქმე? პირდაპირ, უბრალოდ ასაოხრებლად მიადგა სპეც. რაზმი? unsure.gif
ციტატა
გოროზიას არ ქონდა ცილისმწამებლური ბრალდებები მეუფის მიმართ თუ აქ ჩემ მეუფეს არ უტრიალებენ საჩივლელად იწერება უმრავი სტატია მაგაზე

ერთი კონკრეტული გამგებლის ან სამხარეო რწმუნებულის ასოცირება, რატომ ხდება ხელისუფლებასთან ვერ გავიგე... ხელისუფლება არის ხელისუფლება და მას კონკრეტული იურიდიული განმარტება აქვს. მითუმეტეს რა შუაშია პრეზიდენტი, ეს არის ზოგადად ქართველი ერის პრობლემა, ჩვენში ძალიან ბევრია ცილისმწამებელიც და უსინდოსოც... აგრეთვე ათეისტებიც, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ სასულიერო პირები "არ მოსწონთ" და რა გასაკვირია ასეთ ქვეყანაში ასეთ ხალხს სხვადასხვა თანამდებობებზეც რომ ვხედავთ. ნუ ხდება მთლიანობაში პრეზიდენტის და ხელისუფლებისგან ეკლესიის მტრის ხატის შექმნა. ეს არის სიცრუე, რომელიც დაფუძნებულია უსინდისო ჭორებზე და სხვადასხვა უსინდისო ჩინოვნიკების საქმეების განზოგადებაზე, ისტერიულ ფონს კი ქმნიან და აღვივებენ გარე ძალები. (კერძოდ კრემლი)
ციტატა
მეც კი მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი მაგრამ ასე ხმამაღლა იმიტომ რომ დავიცვა უგერგილო პოლიტიკოსი არ გამიკრიტიკებია არცერთი ბერი...
"უგერგილო" პოლიტიკოსის დაცვა არაფერ შუაში არაა, მე გარკვევით ჩამოვაყალიბე თუ რატომ არ უნდა გვჯეროდეს ასეთი ლოკალური წინასწარმეტყველებების, მოვიყვანე ისტორიული ფაქტები, გითხარი რომ ასეთი წინასწარმეტყველებები როგორც წესი არ სრულდება-თქო და აღვნიშნე რომ სიზმარი საერთოდ ნაკლებად სანდოა.
ციტატა
მე არ მითქვია მჯერათქო

შენი პირველი პოსტიდან მხოლოდ საწინააღმდეგო ჩანდა. პირიქით იმას არ ამბობდი, რომ კიდევ სხვა მსგავსი წინასწარმეტყველებებიც ვიცი, მაგრამ არ ვამბობო... dntknw.gif ისე რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს თუ რატომ არ გჯერა... თუ არ გჯერა ასეთი პოსტი არც უნდა გამოაქვეყნო, რადგან ის ხელისუფლების ჯერ არ ჩადენილი დანაშაულის გამო, წინასწარ ზიზღს გამოიწვევს. ეს გაამძაფრებს ჭორებს და საბოლოოდ კარგი არ იქნება.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 14 2008, 10:00 PM

მართა

გარდა შენს მიერ კონკრეტულად მოყვანილი მაგალითებისა მინდა გამოვეხმაურო ვასილ მკალავიშვილის განცხადებას. მართალი გითხრა უსიამოვნოდ გამაოცა შენი მხრიდან ვასილ მკალავიშვილის დაპატიმრების უარყოფით კონტექსტში მოხსენიებამ. გარდა ამისა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცუდია ის მომენტი რომ მართლმადიდევლების გარკვეული ნაწილი ვასილ მკალავიშვილის ფსევდოტაძრის დარბევას მართლმადიდებლური ეკლესიის დარბევად რომ აფასებს.

ახლა კი განცხადება, რომელიც წარმოადგენს ვასილ მკალავიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი. განცახდება ვრცელდება ქართულ ინტერნეტსივრცეში „დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.(ტექსტი გადმომაქვს უცვლელად)

ციტირება:
მიმართვა, მიქაელ სააკაშვილს-დიოკლეტიანე ― მესამეს!

"წმიდა გიორგიმ ასე მიმართა მეფე დიოკლეტიანეს: ბრმავ და უსირცხვილო მეფეო, შენი ღმერთნი ცრუნი არიან და დემონნი-კერპნი არიან, უსულონი და ეშმაკნი, რომელნი გაცდუნებენ კაცთა, ხოლო ჩემი ღმერთი ქრისტეა, ცეცხლით შემწველი და შემმუსვრელი ყოველთა ცრუ ღმერთთა!

ჩვენც, წმიდა გიორგის დღევანდელი თაყვანისმცემელნი, ასე მივმართავთ, მეორე დიოკლეტიანეს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც, წმიდა მამათა სწავლებით, როგორც „ქრისტეს მიმბაძველმა მაიმუნმა_ანტიქრისტედ წოდებულმა“, საგანგებოდ, დაამთხვია საქართველოში თავისი დემონური ხელისუფლების გამარჯვება და სექტანტური ხელისუფლების დიდება ― წმიდა გიორგის დღესასწაულებს!

მოგმართავთ, შენ, მიხეილ სააკაშვილო, მსოფლიო გლობალისტური საიდუმლო მთავრობის მიერ საქართველოში ანტიქრისტეს გასამეფებლად მოვლინებულო, სისხლისმსმელი ბებერი მასონის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ჩამნაცვლებელო, ახალგაზრდა ღვთისმბრძოლო მასონო! ღმერთის ღალატში გედება ბრალი, იმ ღმერთის ღალატში, რომელმაც დედის საშოში გამოგსახა, სული ჩაგიდგა და თვალის ჩინი მოგანიჭა! ხოლო, შენ კი, უმადურო, თვალის ჩინის მომნიჭებელ უფალს, რით მიაგე მადლიერება? იმით, რომ მისი მართლმადიდებელი მღვდელი მამა ბასილი (მკალავიშვილი) ციხეში გამოამწყვდიე?!

ამაოა, შენი გარჯა, სულიწმიდის მგმობელი სექტების საქართველოში გამავრცელებელო! ღმერთთან მებრძოლს, ვის გაუმარჯვია, რომ შენ გაიმარჯვო?! ამიტომ, გაუწყებთ, შენ, ღვთისმბრძოლო პრეზიდენტო! დამარცხდები, სამარცხვინო დამარცხებით, რადგან, შენ აატირე გლდანის ტაძარში უფლის ხელთუქმნელი ხატი, და მისი ცრემლები მოეფინა ჯერ გლდანის ტაძარს, შემდეგ კი მწუხარებით „დატბორა“ მთელი თბილისი, ხოლო შემდეგ გადაეფინა სისხლის ცრემლებად მთელ საქართველოს! შენ მოუვლინე ეს უბედურება ჩვენს სამშობლოს და გადააფარე სიკვდილის ხუფი მთელ ქვეყანას, ისე, რომ სუნთქვა გაჭირდა, და თვით უბრალო ადამიანურმა ბედნიერებამ დატოვა საქართველო! და ეს ყოველივე მოხდა, იცი, რატომ? იმიტომ, რომ შენ მოიმოქმედე ყოველგვარ ადამიანურ ბოროტებაზე, ზე-აღმატებული ბოროტება, რომელმაც დაამწუხრა უფალი და ღვთისმშობელი, რადგან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას სატვირთო მანქანით შეუნგრიე უწმიდესი ზღუდე, ჩვენი ერის განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვრებით გამშვენებული წმიდა კარები! და, შენ, ღვთისმბრძოლთა შორის გამორჩეულო, ეს მოიმოქმედე, მსოფლიო სატანურ ძალთა დასანახად, იეღოველურ-ბაპტისტური სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების, ევრო-საბჭოს, ნატოს, გაეროს ― საამებლად, მათი მითითებით სცემე მართლმადიდებელ მღვდლებს, დაარბიე მხეცურად ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის ყოველგავრი სიწმიდე, ხოლო შემდეგ ჩაყარე მისი მღვდლები ჟანდარმერიის ჯავშან-მანქანაში და მიიყვანე საპატიმრო დილეგში, სადაც დაუწყე მათ დაკითხა და წამება! მიგვიფურთხებია, შენგან დაგებული გზებისთვის, შენგან მოპოვებული ამქვეყნიური ფუფუნებისთვის, განათებისა და ოქროს სასახლეებისთვის, თუკი, ჩვენ, ქართველ ერს, უფალი, ჩვენი მეუფე ― ქრისტე არ გვეყოლება, მის გარეშე არ გვსურს, ჩვენ სიცოცხლედა არ გვსურს არანარი ამქვეყნიური სიკეთე! და გახსოვდეს შენც, ბრმავ და უსირცხვილო, მეფეო, არც ერთი ქვეყანა და მასში არსებული არც ერთი ოჯახი არ გაიხარებს, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი მღვდელი ციხეში იტანჯება!

ხოლო, შენზე ამხედრებულ ოპოზიციურ ძალებს მოვახსენებთ: შენი მაკურთხეველი და თანამზრახველი, ამ ღვთისმბრძოლ უბედურ საქმეში, და თანაც, შენზე უფრო შეგნებული და დახვეწილი მტერი უფლის ჭეშმარიტების, შენამდეც იყო, და დღესაც არის, საბჭოთა კავშირის „სუკის“ გენერალი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ცრუდ ― წოდებული, ილია მეორე შიოლაშვილი!

და, ბოლოს: ამ შენი უბედურებათა ― უბედურებიდან, არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი: სინანული! და, აჰა, წმიდა გიორგი, დღესაც, შენც მოგმართავს, ძველი მიმართვით დიოკლეტიანესადმი: „შეინანე, მეფეო, ბოროტო და უსჯულო! მე ვარ, გიორგი, უფლის მხედარი, მონა ქრისტესი, რომელი, ბრძანებითა შენითა, შემაგდეს ურმისთვალზე, დამჭრეს ნაწილ-ნაწილ და გეგონა რომ მკვდარ ვიყავ? მაგრამ აღმადგინა მე, კვალად, უფალმა ქრისტემ, რათა გაჩვენო შენც, როგორ ჰწყალობს უფალი თავის მონებს, და თუ, როგორ მიაგებს შემმუსვრელ მახვილს თავის უბოროტეს მტრებს!“ ამინ! გიორგი! აღასრულე, შენი მართლმსაჯულება!"
ციტირების დასასრული.

ვასილ მკალავიშვილი, რომელიც წარმოადგენს ტიპიურ ნიმუშს დამნაშოვეობრივი რელიგიური ექსტრემიზის და რადიკალური ფსევდოდოგმატური ფანატიზმის, საქართველოს პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია II-ს უწოდებს უფლის დახვეწილ მტერს, ცრუს და საბჭოთა კავშირის KGB-ს გენერალს, მაშინ როდესაც ეს ნაძირალა ადამიანი თვითონ იყო "შეკრული" საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან კახა თარგამაძესთან, რომელიც იძებნება საქართველოს პროკურატურის მიერ უამრავი დანაშაულის გამო და ამჟამად თავს აფარებს რუსეთის ფედერაციას. კახა თარგამაძის ყველაზე საშინელი დანაშაული არის არა ნარკობიზნესი, ქონების გამოძალვა და მითვისება არამედ გაუმჟღავნებელი მასიური მკვლელობები დაკითხვაზე დაბარებული ადამიანების შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯრებიდან გადმოყრით. არის გარკვეული ეჭვი რომ ვასილ მკალავიშვილი თვითონაც იყო FSB-სთან თანამშრომლობაში ჩართული. მისი ყოველი სიტყვა იმის თაობაზე რომ სააკაშვილი არის მასონი, მსოფლიოს საიდუმლო მთავრობის მიერ საქართველოში ანტიქრისტეს გასამეფებლად მოვლინებული, რომ თურმე მისი ფსევდოტაძრის კარების შემტვრევა მოხდა, მსოფლიოს სატანურ ძალთა დასანახად, იეღოველურ-ბაპტისტური სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების, ევრო-საბჭოს, ნატოს და გაეროს საამებლად, წარმოადგენს ზუსტად ისეთი რანგის მარაზმულ ტყუილს, როგორიცაა პატრიარქის ბრალდება ღვთისმბრძოლობაში და KGB-ს აგენტობაში და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას მართლმადიდებლობაში და პოლიტიკაში ნაკლებად გარკვეული მრევლის გზის დასაბნევად და დასაქსაქსად, რაც პასუხობს კრემლის ინტერესებს რელიგიით მანიპულირების საქმეში yes.gif

P.S. სამწუხაროა, რომ თუ ვასილ მკალავიშვილის პირით არა, სხვისი პირით ნათქვამი იგივე აბსურდული უაზრობა ჩვენი ხელისუფლების მასონობის, მსოფლიოს საიდუმლო მთავრობისგან ხედასხმულობის და ანტი-ქრისტეს გასამეფებლად მიზანმიმართული ღვთისმებრძოლობის შესახებ, დაბნეული მართლმადიდებლების გარკვეულ ნაწილს მართლაც სჯერა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 14 2008, 10:51 PM

გიორგი
მკალავიშვილის მაგ სამარცხვინო გამოსვლას მეც გავეცანი forum.ge-ზე

უბრალოდ, ზოგისათვის მინდა განვმარტო:

ვასილ მკალავიშვილი, ეგრეთ წოდებული მღვდელი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 1995 წლის 31 ივლისს განიკვეთა. მან, კანონიკური სამართლის დარღვევით, "აღიდგინა" ხელდასხმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ შეჩვენებულ ე.წ. "მეძველსტილეთა სინოდში", რითიც დაირღვა კანონიკური სამართლის 2 მოთხოვნა:
ა) განკვეთა გააუქმა არა იმ ეკლესიამ, რომელმაც დაადგინა იგი
ბ) განკვეთა გააუქმა არამართლმადიდებელმა ეკლესიამ

აქ შეგიძლიათ იხილოთ მკალავიშვილისტების საიტი, სადაც უამრავი ცრუ ბრალდებაა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ: http://lomisa.geoweb.ge/

მკალავიშვილის "კალამს" ეკუთვნის ისეთი სამარცხვინო წიგნი, როგორიცაა: "ეკუმენისტი პატრიარქი ილია II საეკლესიო სამართლით განკვეთილია მართლმადიდებელი ეკლესიიდან" mad.gif

ეს ე.წ. ეკლესია არის ამავე დროს სერიოზულ ხიბლშიც. მათ წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ უკვე ჩვენებები აქვთ:
- აღსანიშნავია ის დიდი სასწაული, რაც ამ დღეს მერიის წინ მოხდა. მართლმადიდებელი მრევლის თავზე ზეციური გვირგვინი გამობრწყინდა და 2 საათის განმავლობაში არ გამქრალა.
- 2001 წლის 24 ნოემბერს გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადმშენებარე ტაძრის თავზე ზეციური შარავანდედი გამობრწყინდა და 3 საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს უკვე მეშვიდე ზეციური გვირგვინი იხილა გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლმა.
- გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისშობლის ეკლესიაში წმიდა ხატთა დიდი დღესასწაულის დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ანალოგიაზე დაშვენებულ მაცხოვრის ხატს მთელი ლითურგიის განმავლობაში თვალთაგან სდიოდა ცრემლები, ისე რომ დაბლა დადებული თასი ივსებოდა სურნელოვანი ღვთაებრივი სითხით. აი, თურმე რატომ ტიროდა მაცხოვარი. რამდენიმე დღეში შემზარავი დანაშაული უნდა განხორციელებულიყო [იგულისხმება მკალავიშვილისტების სქიზმატური და ყაჩაღური დაჯგუფების აყვანა - კ.]
- 1998 წლის 14 მაისს წმ. თამარ მეფის სადღესასწაულო წირვაზე გლდანის ღია ცის ქვეშ მოქმედ ეკლესიას ზეციური გვირგვინი ისევ დაადგა თავზე, ნიშნად წმიდა აღმსარებლობისა და სამყაროს შემოქმედი ღმერთის ერთგულებისა


მის ნაწერებში არის პირდაპირი ტყუილები:
საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, ამოღებული ჟურნალ-გაზეთები ცეცხლში დაიწვა და განადგურდა - ასეთი რამე საეკლესიო სამართალში არ არსებობს!

და ყველაზე საოცარი: საიტის ბოლოს მითითებული არის ტელეფონის ნომერი, რომელიც მდებარეობს არა საქართველოში, არამედ ბრიტანეთის ინდური ოკეანის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია როგორც ფულის გათეთრების და ოფშორული ზონის ტერიტორიად ohmy.gif

ასე რომ, ვინც მკალავიშვილის ყაჩაღური ბანდის დაპატიმრებას არ ამართლებს, დაუფიქრდეს ვის და რას უჭერს მხარს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 14 2008, 10:55 PM

ძალიან ცუდი ტენდენციაა საერო სახელით მიმართვა.. ან კათოლიკეებსაც საერო სახელით მიმართეთ, ან შეეშვით ბასილის ვასილად მოხსენიებას....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 14 2008, 11:25 PM

მნათე
დიდი სხვაობაა

კათოლიკე მღვდელი არის სამოციქულო ეკლესიაში ხელდასხმული სასულიერო პირი და მართლმადიდებლობაზე მოქცევის შემთხვევაში, მას უფლება ეძლევა გააგრძელოს ღვთისმსახურება

მკალავიშვილი კი არის თვითგამოცხადებული მღვდელი

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 15 2008, 03:42 AM

გიორგი

ციტატა
წინასწარმეტყველებებიც ვიცი, მაგრამ არ ვამბობო

ვიცი არ ნიშნავს რომ მჯერა
დანარჩენებზეც გიპასუხებდი, მაგრამ ერთი რომ საოცრად მეზარება ამოდენა ერთი და იგივეს ნატკეპნის წაკითხვა და მეორეც მიუხედავათ იმისა რომ "ძმა" მოდერმა შენს ფოსტებში სულაც ვერ შენიშნა რომ თემას დიდი ხანია მეც და შენც გადავუხვიეთ არანაირი შენიშვნა არ მოგვცა ... tongue.gif biggrin.gif tongue.gif
რადგან მისთვის ძალიან ხელსაყრელ საკითხს ეხებოდი და თანაც მისივე აზრით საკმაოდ არგუმენტირებულად მამარცხებდი დიალოგში(თუმცა მე ასე არ ვფიქრობ)
ღრმა პატივისცემის მიუხედავად მინდა მოგწერო, რომ სანამ იგივეს, თან ბევრად უფრო ვრცელს და მოსაწყენს,ახლა უკვე ფერად ტონალობაში დაწერ,მე გეტყვი რომ დიალოგს დასრულებულად მივიჩნევ,ერთი იმიტომ რომ დასასრული არ ექნება და რომელიმე მხარემ ეს უნდა შეწყვიტოს,მეორეც ჩემს სიმართლეს მხოლოდ დრო დაამტკიცებს და მესამე ჩემს სიმართლეში ვარ აბსოლიტურად დარწმუნებული(რაოდენ ხმამაღალი ნათქვამიც არ უნდა იყოს) ვინაიდან ჩემი ვარაუდები და აზრი ძალიან განსწავლული და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სასულიერო პირების ქადაგებების,ნაშრომების და პირადი საუბრების შედეგია.(ძალიან არ მიყვარს ამ ძვირფასი ადამიანების სახელით საუბარი მაგრამ საუბრის დასასრულს ვგონებ არ უნდა იყოს მთლად არამართებული) ხო კიდევ ამ ადამიანებს შენც დიდი პატივისცემით მოიხსენიებ, უბრალოდ მე არ მინდა მათი სახელებით სპეკულირება და დავტოვებ საიდუმლოდ.
დროებით, სხვა თემებში შევხვდებით ერთმანეთს...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 15 2008, 11:36 AM

მართა

ციტატა
ვიცი არ ნიშნავს რომ მჯერა

OK. თუ არც შენ არ გჯერა ამ წინასწარმეტყველებების მაშინ არც არაფერია სადისკუსიო.
ციტატა
მიუხედავათ იმისა რომ "ძმა" მოდერმა შენს ფოსტებში სულაც ვერ შენიშნა რომ თემას დიდი ხანია მეც და შენც გადავუხვიეთ არანაირი შენიშვნა არ მოგვცა ...

ჯერ ერთი ჩემი ძმა არ არის მოდერი ამ განყოფილებაში და არც გაფრთხილების მოცემის უფლება აქვს, მერეც მეორე სასაუბროს "ახალი ამბების" თემაში მგონი უნდა შეიძლებოდეს ექსტრემისტი სასულიერო პირების ან თუნდაც ახალი, თანამედროვე სიტუაციის შემფასებელი წინასწარმეტყველებების შესახებ საუბარი.
ციტატა
მისივე აზრით საკმაოდ არგუმენტირებულად მამარცხებდი დიალოგში(თუმცა მე ასე არ ვფიქრობ)

მე არავის არ ვებრძვი, შესაბამისად არც ვამარცხებ და არც ვმარცხდები, უბრალოდ მომყავს ფაქტები, ისტორიული პრაქტიკა და მისი შეფასებები. ზოგადი ანალიზი ნეიტრალურმა მკითხველმა გააკეთოს და რაც საჭიროდ მიაჩნია ის იფიქროს და ისე ჩათვალოს.
ციტატა
ვინაიდან ჩემი ვარაუდები და აზრი ძალიან განსწავლული და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სასულიერო პირების ქადაგებების, ნაშრომების და პირადი საუბრების შედეგია.

კარგი, მაგრამ დამაჯერებლობისთვის აუცილებელია გვაჩვენო ეს ნაშრომები, ქადაგებების წერილობითი ჩანაწერები და თან უნდა გაირკვეს რის საფუძველზეა ეს ნაშრომები შექმნილი.
ციტატა
სანამ იგივეს, თან ბევრად უფრო ვრცელს და მოსაწყენს, ახლა უკვე ფერად ტონალობაში დაწერ, მე გეტყვი რომ დიალოგს დასრულებულად მივიჩნევ

როგორც გსურდეს...
აღარ ვწერ ვრცელ, მოსაწყენ და ფერად პოსტებს... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 8 2008, 04:42 PM

ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc
sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 07:28 PM

მარიამი
არ შემიძლია ვერ ვნახავ ადრინდელი კადრები მაქვს ნანახი ომის დროინდელი,ვინაა პატრონი,როდის იყო ამერიკა მაჰმადიანების დამცველი ახლა რომ გახდა...გეოლოგიურ-პოლიტიკურ რუკას თუ გადავხედავთ ლამის ყველა ქვეყანაში შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩააგდოს "ასანთი" მერე არჩიეთ კოსოვოს პრეცედენტთან არ იყო კავშირშიო მომხდარს ვეღარ გამოასწორებ,ამერიკამ სამომავლო მართვის სდავეები მოიგდო ხელთ...ესაა ჩემი სუბიექტური აზრი და დიდად არ მაინტერესებს რომელი მხარეა მართალი(არ შეიწუხოთ თავი საწინააღმდეგოს მტკიცებულებით)მთავარი არის ეს!!!სამწუხაროა უფლის გარდა ვინაა ჩვენი მშველელი...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 07:34 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 8 2008, 04:42 PM) *

ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc
sad.gif sad.gif sad.gif

sad.gif

ესენი მუსლიმი ალბანელები არიან როგორც მივხვდი...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 8 2008, 07:43 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 8 2008, 03:42 PM) *

ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc
sad.gif sad.gif sad.gif

საშინელებაა, ამაზე ხმა უნდა ამოიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რაცარუნდა იყოს ერთმანეთის კულტურული ძეგლები ხელუხლებლად უნდა დაეტოვებინათ. კომუნისტების დრო წარმომიდგა თვალწინ, ალბათ ისინიც ასე ანგრევდნენ ტაძრებს, მაგრამ ისინი ურწმუნო ათეისტები უყვნენ ესენი კი მუსლიმი სარწმუნოებისანი. საინტერესოა მათი რელიგია ასეთ საქციელს თუ მოუწონებს მათ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 07:46 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 8 2008, 04:42 PM) *

ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc
sad.gif sad.gif sad.gif

რა საშინელი კადრებია mad.gif sad.gif

რა საცოდავია ის ხალხი, ჭეშმარიტად მეცოდებიან... sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 07:57 PM

ალექსანდრე

ციტატა
მსოფლიო ორგანიზაციებმა

მაგ მსოფლიო ორგანიზაციებია სწორედ რომ ანგრევინებენ ჩემო ალექსანდრე...ეს მუსლიმებიც რა ვერ მიხვდნენ ერთმანეთს რომ გვაჭმევინებენ,ალოგიკური არაა სხვაგან ეომებოდე და მანდამაინც მანდ აპარპაშებდე?! სერბეთს კიდევ ეგ უნდოდა რა ხდებოდა ომის დროს,მაშინაც უამრავი ეკლესიები დაანგრიეს და დახვრიტეს მრევლი მოძღვრებითურთ.ნუთუ ამ პრობლემის გადაჭრა სხვაგვარად არ შეეძლო მძლეთამძლე ამერიკას?! რა სამომავლო საქმე აქვთ გაკეთებული,როცა უნდათ მაშინ ააყვირებენ ლამის ყველა ქვეყანაში არსებულ ავტონომიებს!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 10:05 PM

აუ ამათ რა ჭირთ? სერბები ხომ მართლმადიდებლები არიან?
სად არის რუსეთი?!!!!!!!!!!!!! სად არის მაერიკა?????!!!!!!!!!! სად არის ნატო??????!!!!!!! ეს ხომ წმინდა დანაშაულია და საერტაშორისო კანონმდებლობაც კრძალავს ეგეთ ქმედებას!!!


სამწუხაროა მაგრამ 21 საუკუნეში დღეს ომი და მშვიდობა იქცა დიდ ბიზნესათ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე!!!! mad.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Mar 9 2008, 03:13 PM

ახლა გადავხედე წინა წერილებს:
მართა , აზრი არ აქ , გირჩევ დაანებო.
მიმხვედრი გაიგებდა იცის რაც ხდება ქვეყანაში და მაგ შემთხვევებიც იცის როგორც იყო და რაც იყო,
და ტყუილა კამათს აზრი არ აქვს- კედელს ცერცვი შეაყარე.
რაც შეეხება ბოკერიას და მისთანებს თავ.ინსტ მეთაურობით)
თავ სრო იკატუნებს ხალხი: მე ბოკერიაში ცუდს ვერაფერს ვხედავო ან მაგას
ცუდი რა გაუკეთებიაო - ვფიქრობ იქ მორჩა რა ყველაპერი კამათს აღარ აქვს აზრი


იმ არც თუ იშვიათ შემთხვევებზე რას იტყვით,
როცა ბერებს,ეპისკოპოსებს და სხვებს მართლაც ქონიათ სასწაულებრივი სიზმრები?
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიზმარს ვინმემ დაუჯეროს, მაგრამ
არსებობს გამონაკლისებიც.


პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 18 2008, 12:32 AM

საწყალი მკალავიშვილი, ხიბლშია და ვერ გაუგია

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Jun 3 2008, 05:45 PM

ციტატა(მნათე @ Jan 14 2008, 10:55 PM) *

ძალიან ცუდი ტენდენციაა საერო სახელით მიმართვა.. ან კათოლიკეებსაც საერო სახელით მიმართეთ, ან შეეშვით ბასილის ვასილად მოხსენიებას....


ვფიქრობ რომ არ არის ცუდი ტენდენცია,რადგანაც დაცემულ ანგელოზებს არა თუ ანგელოზებს,არამედ ეშმაკებს უწოდებთ.განკვეთილ ადმიანებსაც იმ სახელით მოვიხსენიებთ,მაგრამ არა როგორც მამას.

პოსტის ავტორი: dato!!! თარიღი: Jun 14 2008, 08:45 PM

1

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 14 2008, 09:03 PM

ციტატა(orthodox-georgia @ May 17 2008, 11:32 PM) *

საწყალი მკალავიშვილი, ხიბლშია და ვერ გაუგია


თვითონ მაგ მამაოს კარგად არ ვცნობ ,მაგრამ მაგის გოგო სკოლაში რელიგიას მასწავლიდა და ძალიან კარგი ადამიანია

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 14 2008, 09:48 PM

ციტატა
საშინელებაა, ამაზე ხმა უნდა ამოიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რაცარუნდა იყოს ერთმანეთის კულტურული ძეგლები ხელუხლებლად უნდა დაეტოვებინათ. კომუნისტების დრო წარმომიდგა თვალწინ, ალბათ ისინიც ასე ანგრევდნენ ტაძრებს, მაგრამ ისინი ურწმუნო ათეისტები უყვნენ ესენი კი მუსლიმი სარწმუნოებისანი. საინტერესოა მათი რელიგია ასეთ საქციელს თუ მოუწონებს მათ

ეგ ის ორგანიზაციებია რომლი იმედი აქვთ ჩვენთან... თუ არ გმაოგიყენეს არავის აინტერესებს და ეს ვერ გაიგეს... რო დაჭირდებათ აფხაზეთსაც კოსოვოსავით აღიარებენ... sad.gif
ისე აქ იაღოველს რო შეეხო მთელი სტატიები იბეჭდება მსოფლიოში საქართველოშI უმცირესობებს დევნიანო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ana_glaza თარიღი: Aug 22 2008, 01:27 PM

გაუმარჯოს საკარტველოს!

""yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze!

პოსტის ავტორი: rezuzi თარიღი: Aug 30 2008, 03:11 AM

ციტატა(ana_glaza @ Aug 22 2008, 02:27 PM) *

გაუმარჯოს საკარტველოს!

""yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze!

მომწონს a075.gif

პოსტის ავტორი: bagusa თარიღი: Sep 2 2008, 08:54 PM

ილოცეთ უცმინდესისტვის.ჩვენ უბედნიერესი ერი ვართ,რომ ვარტ ქარტველები,მართმადიდებლები და გვკავს ასეტი პატრიარქი.სჰეგვინდოს ჩვენ ცოდვილებს და გმერტმა დალოცოს და გააზლიეროს.გვტისმშობლის კალთა ფარავდე უცმინდეს და მთლიანად საქართველოს! ამინ! ამინ! ამინ!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 2 2008, 08:57 PM

ციტატა(ana_glaza @ Aug 22 2008, 01:27 PM) *

გაუმარჯოს საკარტველოს!

""yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze!

: ) და ვისი სიტყვებია?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 12 2008, 09:29 PM

რატოა ეს თემა "აპინული"?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2008, 04:34 AM

ციტატა
""yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze!

smile.gif შეუძლებელია და ტყუილია, რადგან არავის ძალუძს ერთდროულად იყოს ორი ბატონის მონა და ორ გზაზე იაროს, ან უნდა იაროს იმ გზაზე, რომელზეც უფალმა თქვა "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" ან იმ გზაზე, რომელიც ტაძარში არ მიდის და მაშინ რისი მაქნისია ეს გზა ან როგორ შეიძლება ვინმემ ბოროტების გზაზე იაროს ანუ იყოს ბოროტების მიმდევარი "სიკეთით"? დიდაქე იწყება ასე " არის ორი გზა, გზა სიკეთისა და გზა ბოროტებისა"... ასეა a075.gif
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Oct 21 2008, 12:19 PM

მშვიდობა!თუ ვინმეს გაქვთ დოკუმენტური ფილმი კახაბერ იმნაიშვილის ,,უფლის ჯარისკაცები",რომელიც ბერად აკვეცაზეა ზალიან გთხოვთ დადეთ.წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Nov 13 2008, 02:52 PM

ეს რა საშინელებები წავიკითხე პირველად გავიგე მკლავიაშვილის არსებობის შესახებ ცოდოა ეეეჰჰჰჰ, ღმერთმა შეგვინდოს ყველას.

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Dec 26 2008, 01:45 AM

zura27
მეც ძალიან მაინტერესებს ეგ ფილმი. განსაკუთრებით მიყვარს ბერად აღკვეცის დროს რომ გალობენ ჯიხეთის მონასტრის მონაზვნები საგალობელს "წიაღნი მამულნი..." ძალიან გულში ჩამწვდომი მელოდიაა და პირდაპირ სინანულს აღგიძრავს.

პოსტის ავტორი: *tinia* თარიღი: Jan 28 2009, 01:53 AM

ძალიან გთხოვთ, ვინმემ მიპასუხეთ. ამ წამს გავიგე, პატრიარქი შეუძლოდაა და თოდუას კლინიკაში გადაიყვანესო და სიმართლეა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 28 2009, 03:50 AM

*tinia*

ციტატა
ძალიან გთხოვთ, ვინმემ მიპასუხეთ. ამ წამს გავიგე, პატრიარქი შეუძლოდაა და თოდუას კლინიკაში გადაიყვანესო და სიმართლეა?

სიმართლეა, მაგრამ ეხლა უკეთაა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 28 2009, 03:56 AM

ციტატა

Newbie
ჯგუფი: Members
პოსტები: 1

პირველივე პოსტი პატრიარქზე დაწერა, საერთოდ ამის გასაგებად თუ არ დარეგისტრირდა და ვიღაცეები, როგორ ლანძღავენ ჩვენს უწმიდესს!
ღმერთმა კარგად ამყოფოს!

პოსტის ავტორი: *tinia* თარიღი: Jan 28 2009, 09:45 AM

ნაინა
გაიხარე.KAIROS

ციტატა
პირველივე პოსტი პატრიარქზე დაწერა, საერთოდ ამის გასაგებად თუ არ დარეგისტრირდა და ვიღაცეები, როგორ ლანძღავენ ჩვენს უწმიდესს!
ღმერთმა კარგად ამყოფოს!

მართლა ამის გამო დავრეგისტრირდი, იმიტომ რომ ძაან გვიან გავიგე სხვა საიტზე და ახლობლებთან გადარეკვის მომერიდა და ეგრევე ეს ფორუმი გამახსენდა და გვიან ღამით დავრეგისტრირდი, იქნებ ვინმემ რამე იცოდეს-თქო. ძალიან განვიცადე და ვერ მოვითმინე.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jan 28 2009, 10:49 AM

ციტატა(ნაინა @ Jan 28 2009, 03:50 AM) *

*tinia*

სიმართლეა, მაგრამ ეხლა უკეთაა smile.gif

ხოო, უკვე ყველამ იცის რომ ,ცუდად გახდა პატრიარქი და ძალიან კარგია ამჟამად უკეთ არის.ღმერთმა, სულ კარგად ამყოფოს.

პოსტის ავტორი: Satevari თარიღი: Jan 28 2009, 11:56 AM

ეხლა როგორაა?

პოსტის ავტორი: Satevari თარიღი: Jan 31 2009, 12:22 AM

კიდე ცუდად არისო პატრიარქიო

პოსტის ავტორი: medavitne nikolozi თარიღი: Jan 31 2009, 12:23 AM

ციტატა
კიდე ცუდად არისო პატრიარქიო

ვითოომ? არ გამიგია ნეტა მართლაა? ??? sad.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 31 2009, 12:24 AM

ციტატა
კიდე ცუდად არისო პატრიარქიო


საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, იმის მერე გახდა ცუდად?


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 14 2009, 12:29 AM

აი ახალი ამბავი- ამაზრზენი ფაქტი დაფიქსირდა:

შეიარაღებული თავდასხმა ეკლესიის შენობაზე



13 თებერვალს, ღამის 2:30 სთ-ზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიის შენობას და ჩამოამტვრეს კარებზე მიმაგრებული ჯვარი. ნაპოვნია პისტოლეტ პსმ-ის 10-მდე მასრა (აქედან 1 გაუსროლელი). არავინ არ დაზარალებულა. მიმდინარეობს მოკვლევა.

აი წყარო:

http://www.wolgeorgia.org/ - ეს ეკლესია არის საქართველოში მყოფი ევანგელისტი პროტესტანტების, რომლებსაც 50-იანელებს უძახიან, მაგრამ ასეთი მოქცევა იმიტომ რომ ევანგელისტები არიან არ შეიძლება!!!

როდის მორჩება ძალადობა იესოს სახელით???

blink.gif mad.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 23 2009, 02:04 AM

ციტატა(Lashab @ Feb 14 2009, 01:29 AM) *

როდის მორჩება ძალადობა იესოს სახელით???


არც არასოდეს...სამწუხაროდ...

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Feb 23 2009, 02:37 AM

Lashab

ციტატა
13 თებერვალს, ღამის 2:30 სთ-ზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიის შენობას და ჩამოამტვრეს კარებზე მიმაგრებული ჯვარი. ნაპოვნია პისტოლეტ პსმ-ის 10-მდე მასრა (აქედან 1 გაუსროლელი). არავინ არ დაზარალებულა. მიმდინარეობს მოკვლევა.

თქვენს მიერ მოტანილ ინფორმაციას პატრულის გადაცემაში ვუყურე და როგორც თქვეს ეჭვმიტანილი ამავე რელიგიური ორგანიზაციის წევრია რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა წინამძღვართან.
(არასწორი დასკვნები კი საჭირო არაა მითუმეტეს სანამ საქმე არ იქნება გახსნილი)

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Feb 23 2009, 02:45 AM

QUOTE(G_I_O_R_G_I_ @ Feb 23 2009, 02:37 AM) *

Lashab

(არასწორი დასკვნები კი საჭირო არაა მითუმეტეს სანამ საქმე არ იქნება გახსნილი)



გეთანხმები ძმაო smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 23 2009, 11:15 AM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Feb 23 2009, 03:37 AM) *

Lashab

თქვენს მიერ მოტანილ ინფორმაციას პატრულის გადაცემაში ვუყურე და როგორც თქვეს ეჭვმიტანილი ამავე რელიგიური ორგანიზაციის წევრია რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა წინამძღვართან.
(არასწორი დასკვნები კი საჭირო არაა მითუმეტეს სანამ საქმე არ იქნება გახსნილი)


ვისაც არ უნდა გაეკეთიბინა, მე ეკლესიის დაზიანებას, თან ასე- რაღაცა ბოღმის გამოვლინებად მივიჩნევ, დარწმუნებული ვარ ეს რელიგიური ბოღმის ნიადაგზე მოხდა, ასე რომ ჩემი დასკვნა ლოგიკური იყო...

ეჭვმიტანილი რომაა გასაგებია... შეიძლება მასეც იყო როგორც დაწერე, მაგრამ ეს გარკვეული არაა ჯერ, და ისედაც მე ზოგადად მართლმადიდებლურ სამყაროს არ ვადანაშაულებდი... ესეთი ფანატიკოსები ბევრნი არიან საქართველოში და არ გამიკვირდებოდა რამოდენიმე მათგანს რომ ექნა ეგეთი რამ თქო...

ვნახოთ რას გაარკვევს გამოძიება...

მედია და საინფორმაციო წყაროები საპატრიარქოს მიერ კონტროლდება, ასე რომ მთლად სანდოც არაა- თუმცა არც 50-იანელების საიტია სანდო, ყველა მიკერძოებულად წერს...

პატივისცემით,

ლაშა smile.gif

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Mar 17 2009, 02:30 AM

ხვალ სამშაბათს 17 მარტს 3:00 სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში პატრიარქი ისაუბრებს როგორც წინა კვირას იყო,ხოლო ხუთშაბათობით მეუფეები ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე.ვისაც მოგინდებათ დაესწარით.

პოსტის ავტორი: Iosebi_16 თარიღი: Apr 3 2009, 04:30 PM

ასასა

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 24 2009, 03:05 PM

ნახეთ,

http://www.pravmir.ru/article_3992.html
12-й выпуск тележурнала ПСТГУ. «Наука выше политики»
автор:
Fri, 10 Apr 2009, 09:02
Обсудить на форуме

Версия для печати
12-й выпуск тележурнала Свято-Тихоновского университета «Наши дни» посвящен событиям первого семестра учебного года 2008/ 2009.
Новый факультет
Впервые была набрана группа на факультет информатики и прикладной математики. Это пока единственный опыт преподавания данной специальности в духовном вузе. Декан факультета Н.Е. Емельянов уже много лет руководит кафедрой информатики ПСТГУ . На кафедре разработана и реализована база данных «Новомученики и исповедники Русской Православной Церкви ХХ века». Преподаватели кафедры ведут информатику и математику на всех факультетах вуза. За прошедшие годы сложились свои научные традиции и свои кадры.

Наука выше политики
В январе митрополит Кирилл, ныне Святейший Патриарх всея Руси, посетил Свято-Тихоновский университет и возглавил открытие 19 Ежегодной богословской конференции. Уже в четвертый раз в рамках конференции работала секция, посвященная истории Грузии. «Церковные отношения должны быть примером для мирских отношений, в том числе и политических»,- уверен гость секции епископ Грузинского Патриархата Стефан. Несмотря на политические события, Свято-Тихоновский университет сохраняет дружеские отношения с грузинскими коллегами. В университете реализуется совместный проект «Основные вехи российско-грузинских государственно-церковных отношений», а на филологическом факультете в этом году набрана группа изучения грузинского языка.


Творя историю
Профессор, народный художник России, завкафедрой монументального искусства ПСТГУ , Евгений Николаевич Максимов в прошедшем году отпраздновал свое 60-летие. К этой дате в Российской академии художеств была приурочена выставка работ мастера и его учеников. «Эта экспозиция - пример того, что наша страна возрождается духовно», - сказал на открытии выставки народный художник России Николай Мухин. Максимову удалось создать самобытную школу русских художников-монументалистов. Евгений Николаевич и его ученики приняли участие в росписи Храма Христа Спасителя, их работы украшают храмы России, Греции и Америки.

http://media.pravmir.ru/video/pstgu/nd12.mpg.flv

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 8 2009, 10:52 AM

ციტატა(Lashab @ Feb 23 2009, 11:15 AM) *

მედია და საინფორმაციო წყაროები საპატრიარქოს მიერ კონტროლდება,
ნეტა მაგ დროს მომასწრო საქართველოში და რაღა მომკლავს მერე! ვატიკანში ხომ არ გგონიათ თავი? ეგ მისაღწევია და იმედია მასეც იქნება, თორემ წაგვლეკა მედიიდან გადმომჩქეფარე სიბინძურემ.

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Feb 6 2010, 08:56 AM

არ ვიცი თუ ადგილობრივ სიახხლეებსაც წერთ აქ მაგრამ მაინც დავწერ

27 იანვარს, ნინოობას იღუმენიას წოდება მიენიჭა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილოვდა მათხოჯის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ბარბარე..

აქსიოს!

პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Feb 6 2010, 10:30 AM

noone__90
მე ვიყავი მათხოჯში wub.gif

აქსიოს!

პოსტის ავტორი: nin-iko თარიღი: Feb 6 2010, 03:55 PM

რამდენიმე დღის წინ ერთი ბიჭი მოვიდა სამსახურში და თქვა პატრიარქის მნათე ვარო, და მოსახსენიებელს ვწერო, რომელსაც მოიხსენიებენ ხინოწმინდის მთაზე მშენებარე დიდი მამათა მონასტერშიო, იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისო, ამ მთაზეო ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი შენდებაო,რომელსაც გალავანი უკვე შემოარტყესო და ძალიან დიდი თანხა დასჭირდაო...... და ვიღაც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დააფინანასაო

ვინმეს გაგიგიათ მსგავსი ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: May 8 2010, 01:42 PM

წმიდა სინოდის სხდომა
2010-05-08

ა.წ. 7 მაისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა.

სხდომის შესახებ შედარებით ვრცელ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით. ამჟამად კი მოკლედ გაგაცნობთ განხილულ საკითხებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს.

1. წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც ა.წ. 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს. გადაწყდა ისიც, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.

2. წმიდა სინოდზე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.

აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა.

ითქვა ისიც, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, _ შეჩვენებას.

ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ.

3. წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას. ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

4. ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის.

5. წმიდა სინოდმა წმიდათა დასში აღადგინა V ს-ის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი. 6. წმიდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.

მისი ხელდასხმა შესრულდება ა.წ. 9 მაისს, კვირას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

7 მაისი, 2010 წელი

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Aug 12 2010, 06:13 PM

http://www.youtube.com/watch?v=TqQt3TDlfB4&feature=player_embedded

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 12 2010, 06:20 PM

საინტერესოა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 12 2010, 06:28 PM

გვჩიპავენ უკვე? biggrin.gif

თარგმნეთ რა ვინმემ მოკლე შინაარსი, არ ვიცი ინგლისური sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 12 2010, 06:30 PM

Atman

რად უნდა ბიჭო მაგას ინგლისურის ცოდნა.
ყრუც კი მიხვდება რაზეა საუბარი tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 12 2010, 06:34 PM

terra

კაი ერთი biggrin.gif სად დანერგეს, როდის, რა ინფორმაცია მოიპოვება მაგ ჩიპით და ა.შ. თარგმნე ახლა ნუ ზარმაცობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 12 2010, 08:51 PM

ციტატა
http://www.youtube.com/watch?v=TqQt3TDlfB4...player_embedded


დაშტრიხვაზეა ანუ პატარა ჩიპებს კანქვეშ ათავსებენო :დ
პერსონალური ინფორმაციაა მასშიო, ანუ ახალი თაობის პირადობა biggrin.gif

ეგ თუ პატარაა რა, წამლის ხელაა biggrin.gif
ხოდა, გადაგისვამენ პატარა ხელსაწყოს (როგორც სუპერმარკეტებში დაშტრიხულ საკვებს) და კომპზე გამოჩნდება შენს შესახებ ინფო, ოღონდ დაცულია და ყველა ვერ შევა, პაროლი სჭირდებაო.

ჯერ ყველა არ დაუჩიპიათ, დაწყნარდით laugh.gif
ჯერ მხოლოდ განხილვისა და ექსპერიმენტის დონეზეა laugh.gif

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Aug 12 2010, 09:22 PM

მე არ მომიგონია საინფორმაციო გამოშვება ვნახე და აგერაა.
იძახეთ კიდე ზღაპარიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 16 2010, 10:36 PM

სუმელას მონასტერში 1922 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა წირვა.
წირვა ჩაატარა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Aug 16 2010, 10:40 PM

სუმელას მონასტერი თურქეთშია ხომ?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 17 2010, 09:02 AM

zura.bi

ციტატა
სუმელას მონასტერი თურქეთშია ხომ?


კი, თურქეთის ტერიტორიაზეა

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Aug 17 2010, 09:30 AM

madlioba.gif

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Oct 2 2010, 09:00 AM

ამიხსენით რა ხდება ვინმემ თუ იცით ე სინფორმაცია ზუსტია?

http://jurnalistisdgiuri.blogspot.com/2010/07/blog-post_14.html

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 2 2010, 09:13 AM

ციტატა(ნოე @ Oct 2 2010, 09:00 AM) *

ამიხსენით რა ხდება ვინმემ თუ იცით ე სინფორმაცია ზუსტია?

http://jurnalistisdgiuri.blogspot.com/2010/07/blog-post_14.html



არ ვიცი.

საერთოდ, კარგია საპატრიარქოს აზრის მოსმენაც ამასთან დაკავშირებით.

გამოსახლება 17 ივლისს უნდა მომხდარიყო, როგორც იცით გამოსახლებულები არიან?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Mar 2 2011, 12:27 AM

ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის სტუმრობა საპატრიარქოს ტელევიზიაში
http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../transmission/194_2011-03-01.flv

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Mar 25 2011, 06:57 PM

http://diak-kuraev.livejournal.com/180286.html

მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო?

პოსტის ავტორი: kachkachuri თარიღი: Mar 31 2011, 12:56 PM

7 ში ხო არ იცით ზუსტად მამა გიორგიმ მოწამეთიდან და რუსეთიდან მამა იუანემ და ბერი რომელიც დუმილით არის ატარებს წირვასო საგარეჯოში წმინდა გიორგიშიო ხომ არ იცით რეალობაა ეს და თუ ხო რომელ საათზე იქნება წირვა ?

პოსტის ავტორი: nimfadora თარიღი: Sep 6 2011, 04:12 PM

ხომ ვერ დამეხმარებით, მამა შიო გაბრიჭიძის ტელეფონი მჭირდება

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 11 2011, 08:49 PM

http://orthodox-geo.com/2011/09/11/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95/

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2011, 06:27 AM

http://geworld.ge/index.php/religia/297-katreligia/2509-mama-grigoli

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 10:04 AM

ნაინა

სულ ცოტა წავიკითხე და სასტიკად არ ვეთანხმები იმაშიც.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 10:59 AM

afxazi

ციტატა
სულ ცოტა წავიკითხე და სასტიკად არ ვეთანხმები იმაშიც.



როგორ მეზარება წაკითხვა, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან ბევრი უსაუბრია, მაგრამ, დამაინტრიგა შენმა პოსტმა და ამიტომ, წავიკთხავ.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:05 AM

მხევალი ნინო

ციტატა
როგორ მეზარება წაკითხვა, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან ბევრი უსაუბრია, მაგრამ, დამაინტრიგა შენმა პოსტმა და ამიტომ, წავიკთხავ.


ეს არის პრორუსული ინტერვიუ, სადაც შეურაცხყოფილია ქართული ჯარი და მთლიანად საქართველოს ეკლესია. შენიღბულად კი, რა თქმა უნდა, ამგვარი განცხდებებისათვის ჩვეული პატრიარქისადმი თანადგომაა გამოხატული.

ერთი რამ მაინტერესებდა ყოველთვის. ყველა ამბობს, რომ პატრიარქი ბრძენი კაცია, ეგ რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა, დანარჩენები კი ავაზაკები არიან. რა გამოდის ამ ავაზაკებს მეთაურობს პატრიარქი, ეს უკანასკნელი კარგია და ვისაც მეთაურობს ისინი ავაზაკები არიან. რა არის ეს თუ არა არაპირდაპირი დადანაშაულება პატრიარქისა ავაზაკობაში.



- მამაო, თქვენ წეღან აღნიშნეთ, საქართველოს ჯარი არ სჭირდებაო, მაშინ გეკითხებით: როცა ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მიდიან ავღანეთში ან ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, მათ სასულიერო პირი აკურთხებს და ლოცავს. იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რაზე აძლევენ მათ კურთხევას, რის დასაცავად მიდიან ან რისთვის იღუპებიან? განა გვყავს დასაღუპი შვილები?

- ქვეყანა სასაცილოდ რომაა აგდებული, ვერ ხვდებით? სად აგზავნიან ამ ჯარისკაცებს? ვის დასაცავად? ან რისთვის იხოცებიან? იმერული გამოთქმაა ერთი: «ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო». მაგრამ უჭირს ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ დემოკრატიას იცავენ? დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:09 AM

ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვების ინსტიტუტი ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო». და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ.ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვების ინსტიტუტი ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა: «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო». და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ.

ზღაპარ! ჩამშვევები ყოვლთვის იყვნენ. რაოდენობამ იმატა... კატასტროფულად და შემაშინებლად. ანუ, ყოფილან და გარემომ მისცა გამოვლინების საშუალება. 37 წელი გავიხსენოთ. ეს ადამიანის ბუნებაა, საშინელი!

თორემ ისტორია მათ ამ დუმილს არ აპატიებს! ხოლო თუ სიმართლის გულისთვის კაცს და განსაკუთრებით სასულიერო პირს დაგჩაგრავენ და გდევნიან, ეს კიდეც უნდა გიხაროდეს, თუ მართლა მორწმუნე ხარ, მორწმუნედ თუ მიიჩნევ თავს, სიმართლისთვის რომც მოგკლან, უნდა გიხაროდეს - ცხონდები ამის გამო. აბა, რისი უნდა გეშინოდეს?

ვეთანხმებით : )...ანდა იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ჯარი? რაც ახლა თავდაცვის სამინისტროზე იხარჯება, იმ თანხების ნახევარი რომ მოახმარო ამ გაუბედურებულ ხალხს, ქვეყანაში შიმშილით მაინც არავინ მოკვდება. რად უნდა საქართველოს ჯარი? ეს არის ტყუილი ხარჯი! ვის უნდა ეომოს და ვის უნდა მოუგოს? მერე კიდევ, ვის მოუგებს ომს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს თუ აზერბაიჯანს? მიპასუხეთ...

ვაიმეეეეეე... blink.gif blink.gif

ისტორიიდან ცნობილია, რომ, როცა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე იყო აღმაშენებლის დროს, მაშინ არ გვყოლია ამდენი მღვდელმთავარი. ყველა რაიონს რად უნდა ეპისკოპოსი? რა ვიცი, იქნებ მე ვცდები... და ნეტა, მართლა ვცდებოდე!

ნუ, ალბათ დრომ მოითხოვა.


«ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო». მაგრამ უჭირს ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ დემოკრატიას იცავენ? დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება!


ეს შეურაცყოფაღა აკლდა ჩვენს ჯარს. sad.gif mad.gif

...როცა შენს საკუთარ ქვეყანას, ქრისტეს ეკლესიას უჭირს, სასულიერო პირები უნდა გახდნენ მაგალითი თავდადებისა! წილკნელი ეპისკოპოსი რომ მოკლეს გიორგი სააკაძის დროს, მას ორმოცი ისარი ამოაძრეს სხეულიდან; ან თორნიკე ერისთავი, რომ დასჭირდა ქვეყანას და ქრისტეს, ბერის ანაფორაზე აბჯარი გადაიცვა და ისე იბრძოდა...

მართალია...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:14 AM

მხევალი ნინო

ციტატა
რომ დასჭირდა ქვეყანას და ქრისტეს, ბერის ანაფორაზე აბჯარი გადაიცვა და ისე იბრძოდა...


იქნებ დაავიწყდა მამაოს ვის მხარეზე იბრძოლა თორნიკე ერისთავმა. ერაყში წასულ ჯარისკაცებს რომ შეურაცხყოფას აყენებს, იქნებ ისიც აღენიშნა ვინ და ვისთვის დაამარცხა მტერი თორნიკე ერისთავმა და განა არანაკლები ფაქტია ისტორიაში რომ ამგვარ მისიას ასრულებდნენ ქართველები.

საშინლად არ მომეწონა ეს ინტერვიუ და არ ვიზიარებ ამ განწყობას. ბოლოს და ბოლოს ისწავლოს ყველამ თავისი საქმის კეთილსინდისიერად აღსრულება. სასულიერო იერარქიის მეორე საფეხურზე მყოფის ვალია სამწყსოს პატრონობა და მისი აღზრდა. ის პასუხისმგებელი მხოლოდ სამწყსოზეა. ეს მოეთხოვება მას სამსჯავროზე და არა ის ესა და ეს რატომ არ ამხილეო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:14 AM

ბოლომდე წასაკითხად ნერვები აღარ მეყო. რა უნდა ამ კაცს>?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:20 AM

მხევალი ნინო

ციტატა
ბოლომდე წაკიტხვისთვის ნერვები აღარ მეყო. რა უნდა ამ კაცს>?


ყურადღების მიქცევა.

ერთს გამოვყოფდი კიდევ:

- რუსეთის საპატრიარქოს, სახელმწიფოს მესვეურთაგან განსხვავებით, არასოდეს უარუყვია აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. არც ერთ პატრიარქს რუსეთისას არ უთქვამს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის. ეს მიწები ყოველთვის საქართველოსი იყო, არის და იქნება. ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ ეს პოლიტიკის ნაწილია; იქით ამერიკა ქაჩავს და აქეთ რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ცდილობს, თავისი ინტერესები დაიცვას და თავისი პოზიციები გაიმყაროს. ამაზე ერთი იმერული ნათქვამი მახსენდება: «მგელს მგლობა დააბრალეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო». ამ შემთხვევაში მგელია ამერიკა...


უკომენტაროთ: წაიკითხეთ XIX-XX საუკუნის ისტორია.

მხევალი ნინო

ციტატა
ზღაპარ! ჩამშვევები ყოვლთვის იყვნენ. რაოდენობამ იმატა... კატასტროფულად და შემაშინებლად. ანუ, ყოფილან და გარემომ მისცა გამოვლინების საშუალება. 37 წელი გავიხსენოთ. ეს ადამიანის ბუნებაა, საშინელი!


მე მგონი ისიც დაავიწყდა როგორ ვაგებდით ბრძოლებს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:22 AM

afxazi

ციტატა
მე მგონი ისიც დაავიწყდა როგორ ვაგებდით ბრძოლებს.



არ ჰყავს მეზარბაზნეები ერეკლე მეფესო : ((((((((((((((

ციხე შიგნიდან ტყდებაო, მაგრამ დღეს საშიში მდგომარეობაა. ის ერთი იყო და ერი დაღუპა. დღეს თითოეული დაღუპულია.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 12 2011, 11:26 AM

vah tyuil martali aurevia.dadeqi da zogs etanxme zogi uaryavi.

Usaqmuri kacio . . . . .

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:27 AM

პატრიარქი რომ ასე არ მოქცეულიყო, მოხდებოდა ის, რომ ის თექვსმეტი, თუ რამდენიც იყო მღვდელმთავარი, ცალკე სინოდს შექმნიდა და თავის კათოლიკოსს აირჩევდა. ეს შედიოდა მთავრობის გეგმებშიც. ამ საქციელით, კიდევ გეუბნებით, უწმინდესმა დიდი სიბრძნე გამოიჩინა - ამით სახელმწიფოს წაართვა იმის საშუალება, რომ მისთვის მისაღები კათოლიკოსი აერჩია, გაეხლიჩა ეკლესია, დაერღვია ეკლესიის ერთიანობა.


ეხლა, ის 16 არის ცუდი და დანაღცენი კარგი. აქამდე, 16 იყო კარგი და დანარჩენი ცუდი... : (( მძიმე სურათია ჩვენთან ყველა სფეროში.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:27 AM

karpaki

ციტატა
vah tyuil martali aurevia.dadeqi da zogs etanxme zogi uaryavi.


+

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:28 AM

ციტატა(karpaki @ Sep 12 2011, 11:26 AM) *

vah tyuil martali aurevia.dadeqi da zogs etanxme zogi uaryavi.

Usaqmuri kacio . . . . .



+10000000000000000000000 ასეთი ზუსტი არაფერი ამხსოვს შენგან აქამდე : tongue.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:29 AM

მხევალი ნინო

ციტატა
პატრიარქი რომ ასე არ მოქცეულიყო, მოხდებოდა ის, რომ ის თექვსმეტი, თუ რამდენიც იყო მღვდელმთავარი, ცალკე სინოდს შექმნიდა და თავის კათოლიკოსს აირჩევდა. ეს შედიოდა მთავრობის გეგმებშიც. ამ საქციელით, კიდევ გეუბნებით, უწმინდესმა დიდი სიბრძნე გამოიჩინა - ამით სახელმწიფოს წაართვა იმის საშუალება, რომ მისთვის მისაღები კათოლიკოსი აერჩია, გაეხლიჩა ეკლესია, დაერღვია ეკლესიის ერთიანობა.


ნინო ეს მესმის უკვე 8 წელია (პირად გამოცდილებას ვგულისხმობ, თორემ მანდემც მსგავსად იყო). გამოდის, რომ პატრიარქი ღუპავს ამ ეკლესიას. თუ ის ყოველთვის უკან იხევს, სხვანაირად რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაპირდაპირი დარტყმაა სწორედ პატრიარქზე.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 12 2011, 11:33 AM

afxazi

ციტატა
ნინო ეს მესმის უკვე 8 წელია (პირად გამოცდილებას ვგულისხმობ, თორემ მანდემც მსგავსად იყო). გამოდის, რომ პატრიარქი ღუპავს ამ ეკლესიას. თუ ის ყოველთვის უკან იხევს, სხვანაირად რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაპირდაპირი დარტყმაა სწორედ პატრიარქზე.



და დასკვნაც ძალიან თამამი აქვს. მოკლედ, ეს კაცი, რაღაცას სწორს ამბობს, რაღაცას არსწორს და გამიჯვნაა რთული. ყველაფერი არასწორი და ყველაფერი სწორი არ უთქვია, მაგრამ, გააჩნია, მისი ტანამოაზრეები მიიჩნევე, რომ ყველაფერი მართალია, მოწინააღდგეები, რომ ყველაფერი ტყულია და ასე დაიღუპება სიმართლეც : )

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 11:40 AM

მხევალი ნინო

უაზროდ თქმულ სიმართლეს ჯობია საერთოდ არ თქვა.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 12 2011, 11:58 AM

ციტატა(afxazi @ Sep 12 2011, 11:40 AM) *

უაზროდ თქმულ სიმართლეს ჯობია საერთოდ არ თქვა.


და ჯობია საერთოდ არ თქვა სიმართლე.
კარგი ქრისტიანი - უტყვი ქრისტიანი.

ასე გვაფარებდა პირზე ხელს ერთი არქიმანდრიტი (ვინაობას არ ვასახელებ)
საპატრიარქოსთან რომ შევიკრიბეთ 16 წლის წინ და ემს-ს ვაპროტესტებდით,
აბსოლუტურად კორექტულობის და კანონიერების ფარგლებში.
არაა ეს თქვენი საქმეო, ჩშშშშ-ო.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 12:04 PM

terra

ციტატა
და ჯობია საერთოდ არ თქვა სიმართლე.
კარგი ქრისტიანი - უტყვი ქრისტიანი.


საერთოდ ვერ გაიგე რა ვთქვი. ისეთ სიმართლეს, რასაც უარესი შედეგი მოაქვს, ცხადია ჯობია არ თქვა. ეკლესიის ისტორია ამაში ძალიან კარგად მემოწმება.

ციტატა
ასე გვაფარებდა პირზე ხელს ერთი არქიმანდრიტი (ვინაობას არ ვასახელებ)
საპატრიარქოსთან რომ შევიკრიბეთ 16 წლის წინ და ემს-ს ვაპროტესტებდით,
აბსოლუტურად კორექტულობის და კანონიერების ფარგლებში.
არაა ეს თქვენი საქმეო, ჩშშშშ-ო.


ოჰო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ვინც პირობებს აყენებდა იმათი საქმე კი ნამდვილად არ იყო.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 12 2011, 12:22 PM

afxazi

ციტატა
საერთოდ ვერ გაიგე რა ვთქვი. ისეთ სიმართლეს, რასაც უარესი შედეგი მოაქვს, ცხადია ჯობია არ თქვა. ეკლესიის ისტორია ამაში ძალიან კარგად მემოწმება.

მშვენივრად გავიგე, დავით და გეთანხმები.
და რაც ვთქვი, მაინც და მაინც შენი მისამართით არ მითქვამს smile.gif

ციტატა
ოჰო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ვინც პირობებს აყენებდა იმათი საქმე კი ნამდვილად არ იყო.

ნუ, მაგათ თავისი გაიჩალიჩეს, როგორც იტყვიან. რასკოლში წავიდნენ და ღმერთმა უშველოს.
ჩვენ რა დავაშავეთ, ეკლესიის რიგითმა წევრებმა, მართლა სიმართლით და
მხურვალე გულით რომ ვითხოვდით რაღაცას, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე?!
ეპისკოპატის საქმე არის, არქიმანდრიტების (ისიც მხოლოდ გარკვეული ნაწილის) საქმე არის,
მრევლის საქმე კი არ არის რატომღაც.
რატომ? შენ თუ ხარ ეკლესიის წევრი, მე არ ვარ თუ როგორაა საქმე?
ამ დამღუპველ და ბნელ ტენდენციას ვაპროტესტებ, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი.
მეტი არც არაფერი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 12:26 PM

terra

ციტატა
ნუ, მაგათ თავისი გაიჩალიჩეს, როგორც იტყვიან. რასკოლში წავიდნენ და ღმერთმა უშველოს.
ჩვენ რა დავაშავეთ, ეკლესიის რიგითმა წევრებმა, მართლა სიმართლით და
მხურვალე გულით რომ ვითხოვდით რაღაცას, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე?!
ეპისკოპატის საქმე არის, არქიმანდრიტების (ისიც მხოლოდ გარკვეული ნაწილის) საქმე არის,
მრევლის საქმე კი არ არის რატომღაც.
რატომ? შენ თუ ხარ ეკლესიის წევრი, მე არ ვარ თუ როგორაა საქმე?
ამ დამღუპველ და ბნელ ტენდენციას ვაპროტესტებ, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი.
მეტი არც არაფერი.


ჩვენი საქმე მოვითხოვოთ ის, რომ რაც ევალებათ ის გააკეთონ იერარქებმა. პროტესტი გამოვხატოთო არ მითქვამს, მაგრამ ყველაფერს ჭირდება თავისი ფორმები.


პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 12 2011, 12:33 PM

ციტატა

ჩვენი საქმე მოვითხოვოთ ის, რომ რაც ევალებათ ის გააკეთონ იერარქებმა.

მეც მაგას ვამბობ.
და ეს, სამწუხაროდ არ ხდება საქართველოში.
საბერძნეთში, რამდენიმე წლის წინ, ხომ მიაგეს საკადრისი,
ვერცხლისმოყვარე და გაფუფუნებულ ეპისკოპოსებს?!
ერთი ჟურნალისტი, პირდაპირ უყვიროდა - შენ კი არ ხარ ეკლესია, მე ვარო ეკლესია.
დღესაც აკონტროლებენ, რომ უკანონოდ ფულები არ მოხსნან და არ ფლანგონ, მახინაციებში არ მიიღონ მონაწილეობა.
ამას მივესალმები.


ციტატა
პროტესტი გამოვხატოთო არ მითქვამს

აქ, იმედია ნაწილაკი ,,არ'' გამოგრჩა მექანიკურად smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 12 2011, 12:41 PM

terra

ციტატა
აქ, იმედია ნაწილაკი ,,არ'' გამოგრჩა მექანიკურად


გამომრჩა ხო.

სწორად აღნიშნე ზემოთ და ამაზე შმემანის მშვენიერი სტატია დავდე ჩვენს ბიბლიოთეკაში, ეკლესია ჩვენ ვართ და არა რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან პატრიარქი. უბრალოდ საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ ვუმკურნალოთ სნეულებას. ყველას ეს არ ეხერხება.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 12 2011, 02:00 PM

afxazi

ციტატა
უბრალოდ საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ ვუმკურნალოთ სნეულებას. ყველას ეს არ ეხერხება.

მართალია.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 12 2011, 09:45 PM

ვახ რა ბომბი ჩამიგდია biggrin.gif
გუშინ ვნახე ეგ სტატია, მაინტერესებდა თქვენი აზრი, იმიტომ დავდე უკომენტაროდ.
რა ამბები დატრიალებულა უფფ.


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 12 2011, 10:22 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Sep 12 2011, 11:28 AM) *

+10000000000000000000000 ასეთი ზუსტი არაფერი ამხსოვს შენგან აქამდე : tongue.gif

Mebrwkina

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Sep 12 2011, 11:11 PM

ძალიან ემოციური ინტერვიუა თავის პლიუს მინუსებით.არის გარკვეული საკითხები რაშიც კატეგორიულათ ვერ დავეთანხმები,რაც ჩემი ,როგორც ყოფილი სამხედროს პირადი აზრია,უპირველესად ქართული ჯარის და მებრძოლების დამამცირებლათ მოხსენიებისათვის.ჯარი და ქვეყნის დამცველები ყველა ქრისტიან მეფეს ჰყავდა,არაქრიასტიანებზე რომ აგარაფერი ვთქვათ.განა ეს რაინდები რომ არ ყოლოდა ქვეყანას მოაღწევდა ერი ქართული ქრისტიანული სულით დღემდე?მაშინაც ჩვენზე უზლიერესი მტრული ქვეყნებით ვიყავით გარშემორტყმულნი და რადგან ჩვენზე ძლიერები იყვნენ თავი აღარ უნდა დაგვეცვა?სიცოცხლეს რომ წირავდნენ ბრძოლებში ,იმ ვაჟკაცების და გმირების დამსახურებაა დღეს რომ ვსულდგმულობთ და ასევე ვართ ვალდებულნი,იქამდე ვიცავდეთ ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს,სანამ ჩვენს შთამომავლობას არ გადავაბარებთ ამ საქმეს,რომ მათ განაგრძნონ ეს დიადი საქმე.რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს,თუ რისთვის არიან იქ,თავადაც არ იციანო,მე საკუთარი გამოცდილებით და საკუთარი მხრებით მაქვს გადატანილი ის სიმძიმე და კარგადაც ვიცოდი რისთვის ვიყავ იქ.ეს გლობალური პრობლემაა ტერორიზმის საფრთხე და დროულათ დარეგულირების გარეშე შეუძლია მოიცვას მთელი მსოფლიო,ეს ყველაზე საშინელი საფრთხეა მსოფლიოსთვის,ამიტომ ყველა ქვეყანა ვალდებულათ მიიჩნევს ტავს თავის წვლილი შეიტანოს ამ გლობალური საფრთხეების დარეგულირებაში თავიანთი ქვეყნებიდან სამხედროების გაგზავნით.გადაჭარბებულათ არ ჩაითვლება ითქვას რომ ისინი საკუთარ ქვეყნებს იცავენ და საკუთარ ოჯახებს ამ საშინელი სენისაგან,ყველა ქვეყანამ რომ უარი თქვას და საკუთარი პრობლემებით შემოიფარგლონ ტერორიზმი შავი ჭირივით მოედება მსოფლიოს ყველა ქვეყნებს და გააპარტახებს.ჩვენ არ არ გამოგვიცდია მნიშვნელოვნათ ეს საშიშროება რა ხდება სხვა ქვეყნებში და ამიტომ ცოტატი რთულია ამ საკითხში ჩაღრმავება,ამიტომ მესმის ამ სასულიერო პირის და იმედი მაქვს რომ მას ქვეყნის დამცველებისთვის Qვეყნის სინ თუ გარეთ შეურაცხკოფის მიყენება არ სურდა ნამდვილათ,მჯერა რომ ყველა ქვეყნის დამცველი სულით და გულით უყვარს და ებრალება ყველა გასაჭირში მყოფი.უბრალოთ ემოციურათ ნათქვამ სიტყვებს ხანდახან მოსდის გადამეტება ზოგჯერ და შეცდომის დასვება.სხვა მხრივ გარკვეულ საკითხებში გულმხურვალეთ ვეთანხმები.ძანიან ძნელია დღეს მოტყუვდნენ ადამიანები რომ სასულიერო პირტა დიდი ნაწილი არ თუ ვერა დგას მის სიმაღლეზე,ისე როგორც ერს ,გასაჭირში მყოფ საწყმსოს უნდა ეგდნენ გვერდით. დღეს როგორც ერს ისე სასულიერო პირთა დიდ ნაწილს აცრუებული აქვს გული ხალხზე და გულგრნილნი არიან მათი პრობლემების, გასაჭირის მიმართ.ერთ თემაში ამ თემაზე საკმაოდ მოზრდილი პოსტიც დავწერე,რომ არც თუ ისე ხშირათ ხდება რომ თბილ ჯიპში თბილათ მოკალათებულ მამაოს ძალიან გაუჭირდება შეიგრძნოს სიცივისაგან აკანკალებულ და შიმშილისაგან ღონემიხდილ ადამიანთა გასაჭირი.რომ ასეთები თავიანთი ძვირათღირებული ჯიპების გამო(ჯიპს პირობითად ვწერ თორემ ამაში ყველა მეტისმეტად ზვირადღირებულ ავტომობილს ვგულისხმობ) უფრო შეწუხდებიან თუკი ისინი მწყობრიდან გამოვლენ და უფრო დაინტერესდებიან მისი პრობლემით,როგორ აღმოფხვრან და მყწობრში ჩააყენონ,ვიდრე გასაჭირში მყოფი ,ყველასგან ზურგშექცეული ადამიანების პრობლემებით.უსიყვარულობა და გაუტანლობა რომაა მოდებული ერსა და ბერში დღეს არა მგონია ვინმესტვის უცხო ან ახალი იყოს.ეხლა ვინმე გამოხტეს იქნებ და ამბიონიდან ქადაგებო დაიწყოს აქეთ შემოტევა,თუ ვინმეს საკმარისი შემართება და ცოდნითი ღირებულება ექნება,მჯერა რომ ჩემზე ბევრათ უფრო გათვითცნობიერებულნიც ბევრია აქ ღმერთის შეწევნით,კარGათ უნდა მოეხსენებოდეს რომ ყოველთვის წყლის პირსი ჩაგუბებით ყველა იმ საზიზღრობის,გაუტანლობის და უსიყვარულობისტანამონაწილენ
ვხდებით,რაც დღესაა გამეფებული ქვეყნათ.მე ვფიქრობ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის მოვალეობაა ხმა აღიმაღლოს როცა ამის საჭიროება არის,ყველას რომ პირში წყალი ჩაეგუბებინა რუıს ურბნისის არც კრება ჩატარდებოდა და არც სულიერათ განვითარდებოდნენ ვერც ერი და ვერც ბერი.

პოსტის ავტორი: nana gamyrelidze თარიღი: Nov 27 2011, 03:28 AM

მოგესალმებით და მოგიბოდიშებთ, თუ არასწორად ავირჩიე თემა ამ ინფორმაციისთვის. უბრალოდ არ შემეძლო არ გამომეხატა ჩემი აღელვება. თქვენ იცით, ქართველ მწერლებს შორის მრავლადაა ისეთი, რომლებიც რატომღაც კარგ ტონად მიიჩნევენ გარყვნილების სცენების აღწერას. ამას ისე მივეჩვიეთ, თითქოს რომანტიკული მელოდრამა იყოს. მაგრამ ახლახანს ვიყიდე წიგნი, მოთხრობების კრებული, ესაა ლელა კოდალაშვილის კრებული ,,არა ვამბობ მე" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც უკვე მოვისროლე ნაგავში.ამ კრებულში შესული ტექსტები არის უპრეცენდენტოდ უხამსი. ეს ქალბატონი ქადაგებს ორქმრიანობის იდეას, აღწერს დეტალურად გაუკუღმართებულ სექსუალურ სცენებს, ჩუკენობას, ხოტბას ასხამს სუიციდს. ლელა კოდალაშვილს მხარს უბამს უფროსი კოლეგა-მწერალი ზურაბ ქარუმიძეც, რომელიც წიგნის ყდაზე აფიქსირებს აზრს, რომ ესაა ღრმა ფსიქოლოგიზმი და ნატიფი ეროტიზმი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბატონიც საკმაოდ გამოჩენილია მსგავსი თემატიკით, მაგრამ ის მამაკაცია და ისე მკაცრად ვერ მივუდგები. მე მოგმართავთ ტქვენ - რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მსგავსი წიგნები აღიკვეთოს, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს კრებული არ მივიდეს ჩვენს ახალგაზრდებამდე. გმადლობთ, რომ მომისმინეთ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 2 2012, 05:57 PM

http://www.myvideo.ge/?video_id=1753843
რელიგიური სკანდალი

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jul 2 2012, 06:50 PM

ბადრი
შენ ეს ნახე , მეუფე იაკობის ინტერვიუ ქრონიკაში www.alia.ge

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 4 2012, 08:18 PM

გადარევენ მთლად ხალხს. აზიზღებენ ანაფორიანს. ხალხიც ადგება და მიაყენებს კედელთან სასულიერო პირებს როგორც რევოლუციის დროს მოხდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2012, 01:58 AM

ციტატა
გადარევენ მთლად ხალხს. აზიზღებენ ანაფორიანს. ხალხიც ადგება და მიაყენებს კედელთან სასულიერო პირებს როგორც რევოლუციის დროს მოხდა.

იქამდე არაფერი გეტკინოს ანაფორიანები კედელთან იდგნენ და გათახსირებული გურამა ბეთეშვილი ,,ღვთის სიტყვას'' ქადაგებდეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2012, 03:18 PM

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“


28 დეკემბერს, 15:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ.სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ რჩეულ ლექსთა კრებულის პრეზენტაცია და გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება.



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 27 2012, 02:09 AM

.zakaria.

ციტატა
შენ ეს ნახე , მეუფე იაკობის ინტერვიუ ქრონიკაში www.alia.ge

არაა მეუფე იაკობი ეგ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2012, 02:42 PM

აფხაზეთის მოსახლეობა პანიკაშია


რუსული მხარე ენგურის ხიდის აფეთქებას გეგმავს. როგორც "ივერონს" ადგილობრივმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაციის გამო, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით ხიდის აფეთქება მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნური გამოწვევის გზით იგეგმება. აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივის ინფორმაციით, აფხაზეთში მიწისქვეშა ბიძგების გამოწვევა "ეშერის" საიდუმლო ლაბორატორიის გამოყენებით იგეგმება. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ. ხელოვნურ მიწისძვრაზე საუბრობენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. როგორც "ივერონს" ინფორმირებულმა პირმა აფხაზეთიდან აცობა, "ეშერას" ლაბორატორიაში არსებული ტექტონიკური იარაღი პირველად დაახლოებით 2 კვირის წინ შავ ზღვაში გამოსცადეს.

"ტექტონიკური იარაღის" დახმარებით მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის ფაქტზე რუსული საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე წლის წინაც წერდნენ. "ტექტონიკური კამპანია" კი, თურქეთის მიწისძვრისთანავე დაიწყო, რომელმაც ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთი დასაჯა კავკასიის საქმეებში ჩარევისათვის.

მეცნიერთა აზრით, მიწისძვრის სიზუსტით განსაზღვრა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მიწისძვრის პროვოცირება ხდება ხელოვნურად, მიწის ქერქში მიმართული ატომური აფეთქების მეშვეობით, თანაც აფეთქება შეიძლება მოხდეს მიწისძვრის ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილას.

ამისთვის აუცილებელია მხოლოდ იქვე, ახლოს, მცირე დამხმარე ლაბორატორიის არსებობა ზუსტი ტექტონიკური გათვლისთვის. მაგალითად, ისეთი მაშტაბისა, როგორიც ეშერას იდუმალებით მოცული ლაბორატორიაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს.

მეცნიერთა აზრით ბუნებრივი (ტექტონიკური) პირობები საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრი (9-10 ბალიანი) მიწისძვრისათვის არ არსებობს, ვინაიდან სომხეთის (1988 წ.) და თურქეთის (1999 წ.) მიწისძვრებმა განმუხტა ბუნებრივი, ტექტონიკური დაძაბულობა მიწის ქერქის კავკასია-მცირე აზიის ნაოჭში. ამიტომ, თუ საქართველოში მიწისძვრა მოხდა – იგი, ხელოვნური იქნება .


http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-17-58/22973-afkhazethis-mosakhleoba-panikashia.html?lang=ka-GE

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2013, 02:30 PM

ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება.

მოქალაქეებისთვის უფასო მშობიარობის პროგრამის ამოქმედების თაობაზე ხუნდაძემ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანნას სახელობის სამშობიაროში სტუმრობისას განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. გარდა ამისა, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განსაზღვრული შემწეობებიც.

"ვემზადებით, რომ შემოვიღოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პაცინტი იქნება გარანტირებული; სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ ჯანდაცვის მხრივ დაცული იქნება. 1-ელი ივლისიდან მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება. ასევე გაიზრდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ხუნდაძის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის მონაცემებით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება.

"სადღეისოდ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირები არიან დაზღვეული. ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2 მილიონია, დაზღვევით ვერ სარგებლობს. ამ ადამიანებს ე.წ. ძირითადი დაზღვევა ექნებათ. საუბარია დაახლოებით ისეთ პაკეტზე, როგორც პენსიონერებს აქვთ, თუმცა შევეცდებით, რომ მომსახურება ხარისხიანი იყოს. ეს გულისხმობს ნებისმიერ ექიმთან უფასოდ კონსულტაციას,

გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც ამბოლატორულს, ასევე სტაციონალურს. აღნიშნული პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება. სექტემბრიდან დაზღვევის გაფართოებულ პაკეტზე გადავალთ, რომელიც გეგმური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს. სადაზვევო პოლისებში ჩადებულია უფასოდ მშობიარობა, ხოლო თუ ვინმეს განსაკუთრებული პირობები სურს, მას შეუძლია, დამატებით გადაიხადოს. ყველა სამშობიარო სახლი სახელმწიფოსგან სათანადო ანაზღაურებას მიიღებს იმისთვის, რომ მშობიარობა უფასო იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გუგული მაღრაძემ.

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 2013 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,5 მლრდ ლარით ფინანსდება. მაღრაძის მონაცემებით, აქედან ჯანმრთელობის დაზღვევაზე 600 მილიონი მიიმართება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68870-ivlisidan-mshobiaroba-ufaso-iqneba.html#ixzz2HNXhonli

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 2 2013, 01:58 AM

"მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს, შუადღისას, აუზზე წასვლამდე"
(მიხეილ მაჭავარიანი)
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/70651-qme-khathuna-gogorishvilma-da-maia-nadiradzem-zura-im-dghes-vnakheth-roca-mokles-shuadghisas-auzze-tsasvlamdeq.html?add=1#ixzz2JgfZ5Yxn

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 6 2013, 06:17 PM


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება სასულიერო პირების, ან თვითმარქვიების შესახებ, რომლებიც მეტროში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ითხოვენ მოწყალებას.
http://www.myvideo.ge/?video_id=1968502

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 6 2013, 07:25 PM

qetevano

ციტატა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება სასულიერო პირების, ან თვითმარქვიების შესახებ, რომლებიც მეტროში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ითხოვენ მოწყალებას.
http://www.myvideo.ge/?video_id=1968502


ახალია ეს განცხადება? ამის აუცილებლობა ვფიქრობ რომ იყო და არის.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2013, 07:36 PM

ციტატა

ახალია ეს განცხადება? ამის აუცილებლობა ვფიქრობ რომ იყო და არის.

ცხელ-ცხელია დავით...biggrin.gif
დამავიწყდა დღეს მეთქვა რაღაც...biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 6 2013, 07:39 PM

ციტატა
ცხელ-ცხელია დავით...biggrin.gif
დამავიწყდა დღეს მეთქვა რაღაც...biggrin.gif


დროულია. მოდად იქცა მეტროში ამგვარი წესით თანხის შეგროვება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 6 2013, 09:36 PM

ასე მგონია ისევ ის ნახავს ამ საპატრიარქოს განცხადებას, ვისაც ისედაც არ სჯეროდა მაგ თვითმარქვიების... კარგი იქნება იმ ფანატიკოსებს თუ ეშველებათ რამე ვინც მათითაა გატაცებული ... ნეტავ საინფორმაციოში თუ უჩვენეს რომელიმე არხზე? მაი ვიდეოზე რამდენი ნახავს განა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2013, 11:23 PM

qetevano
რომც ნახონ პასუხი ასეთი იქნება:
,,ოხ ეგ ჯიპიანი მღვდლები . ოხ ეგ მთავრობის მღვდლები . უნდა დაპარსო ყველას წვერი და ანაფორა გახადო.
გაუმარჯოს თომა სალოსს!''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 12 2013, 02:57 PM

ისე საპატრიარქოს სახელით რომ ყიდიან ქუჩა-ქუჩა ხატებს და სანთელს რომ გაჩეჩებენ ადამიანს ხელში, მაგათზეც რომ დააფიქსირონ ოფიციალურად პოზიცია, კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2013, 04:07 PM

ძალიან სამწუხარო ამბავი sad.gif


ძამას ხეობაში ხანძარმა მამათა მონასტერი გაანადგურა

09:11 12.03.2013

ხანძრის შედეგად ძამას ხეობაში, ქოზიფას მამათა მონასტრის კომპლექსის ერთი ნაგებობა მთლიანად განადგურდა. სასულიერო პირებსა და სტუმრებს დაზიანებები არ მიუღიათ.


ინფორმაციას მომხდარი ხანძრის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. იმის გამო, რომ მონასტერი ქარელიდან მოშორებით მდებარეობს, სახანძრო რაზმებმა ხანძრის ადგილამდე დროულად მისვლა ვერ შეძლეს - ხანძარს მონასტრის საძმო ებრძოდა, თუმცა, უშედეგოდ.



ხანძრის გაჩენის დროს მონასტერში ორი სტუმარი იმყოფებოდა, თუმცა, ბერებმა მათი ევაკუაცია მოასწრეს. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა მრევლის მოსასვენებელი კელიები, სამზარეულოს მოწყობილობა და სურსათის მარაგი. როგორც მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ესაია ვარაუდობს, ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 12 2013, 06:35 PM

marine
ცუდი ამბავია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 21 2013, 02:43 AM

ყოველთვის ვაფასებდი ბატონ ლევან ვასაძეს და დავრწმუნდი რომ არ ვტყოდი.
ნახეთ , საკმაოდ საინტერესო იდეა შემოგვთავაზა:

,,გახდება თუ არა ინტერნეტში რელიგიის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი?

20-03-2013
ორშაბათს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "კვირის პალიტრის" საშუალებით ვრცელი ნარკვევი გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებზე მსჯელობისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებში სიწმინდის, ნებისმიერი რელიგიისა და მათი ლიდერების დაცინვა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა კანონით უნდა დაისაჯოს.

შევეცადეთ გაგვერკვია რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოებაში ცნობილი პირები და რამდენად რეალურია ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხორციელება.

მეუფე სერაფიმე, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი:

- პირველ რიგში გეტყვით, რომ მე წავიკითხე "კვირის პალიტრაში" ვასაძის წერილი და ძალიან მომეწონა. ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის ნაფიქრალი, რომელიც მართლაც რომ დროულია. ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან მოზომილი, დინჯი, განათლებული და პატრიოტი პიროვნებაა...…რაც შეეხება კონკრეტულად ამ მიმართვას, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი კანონი ადრეც მიეღოთ. დასავლეთში სახელმწიფოს ლიდერების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები აკრძალულია. ამერიკაში ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, შემდეგ კი საკმაოდ დიდი ჯარიმა გადაახდევინეს, რადგან მათ პრეზიდენტ ობამას დაცინვისა და მუქარის წერილი გაუგზავნეს. თუ საერო ადამიანის მიმართ არის ასეთი კანონი, რატომ არ შეიძლება სასულიერო პირებისა და ზოგადად რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმების შემთხვევაშიც იყოს გამოყენებული?!. განსაკუთრებით მაღალი იერარქიის მიმართ, მით უმეტეს, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა...…მუსლიმანურ ქვეყნებში, საუდის არაბეთში ან თურქეთში, ვერავინ გაბედავს ადგილობრივი მორწმუნე ცინიკურად მოიხსენიოს.

- ლევან ვასაძე რელიგიური სექტების აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა ცხინვალის, პერევისა და ენგურის მიმდებარე სოფლებში...

- სრულიად ვეთანხმები, რადგან საქართველოში ისტორიულად არსებობს ეს რელიგია, რომელიც ქართველი საზოგადოების სულიერი ფასეულობაა და არ შეიძლება, სადღაც რომელიღაც ქვეყანაში, ვიღაცის მიერ ფულის გასაკეთებლად ჩამოყალიბებულმა ორგანიზიციამ საზოგადოებას გონება აურიოს. ეს ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა და ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა... ასე რომ, ბატონ ლევანს ამაზეც სწორი პოზიცია აქვს. ისე კი, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის თქვენმა კოლეგებმა, მაგალითად, დავით პაიჭაძემ და სხვებმაც, თუნდაც გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა და აკაკი მინაშვილმა არ იციან, რომ ევროპაში ასეთი რამ, რასაც ისინი საუბრის დროს ხშირად იყენებენ და რითაც ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკნინებენ, კანონით აკრძალულია. მათ ჰგონიათ, რომ ევროპაში ყველაფერი ნებადართულია, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მე ეს ადამიანები შემთხვევით არ მიხსენებია, როდესაც ისინი ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ეს სხვებისთვისაც ცუდი მაგალითია.

მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნეობის დოქტორი, ყოფილი მოსამართლე:

- ბატონი ვასაძის მიერ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში წერია, სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსში არ არის გათვალისწინებული... ის, რომ რომელიმე რელიგიურ მრწამსს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ეს ადამიანს ზნეობაში უნდა ედოს.

- სხვების, განსაკუთრებით კი, რელიგიური ლიდერების მიმართ აგდებული დამოკიდებულებით ისეთი ადამიანებიც გამოირჩეოდნენ, ვისაც მაღალ ზნეობაზე აქვთ პრეტენზია...

- დიახ, გეთანხმებით, მაგრამ ადამიანს, რომელსაც განსწავლულობაზე აქვს პრეტენზია, არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ რელიგიური პირის, სიწმინდის, ან ტრადიციის მიმართ აგდებული ტონით არ ილაპარაკოს. ამას მას ზნეობა უნდა კარნახობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს... ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული რეჟიმი იყო, რომელიც ფაშისტურს არაფრით ჩამოუვარდებოდა. . მოდი, ცოტა ხნით შევეშვათ რელიგიურ ლიდერებს, თქვენ გახსოვთ, სააკაშვილმა როგორ მიმართა ირინა სარიშვილს, "პოლიტიკური პრასტიტუტკა" უწოდა და ეს თურმე შეიძლებოდა, მაგრამ პირიქით, მათთვის რომ გეთქვა მსგავსი რამ - ეს კანონდარღვევა იქნებოდა... არადა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელშიც წერია, რომ ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ეს დაკავშირებულია სერიოზულ პასუხისმგებლობასთან და მეორე ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა არ შეიძლება. ანუ პირდაპირ გეუბნება - რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი არ უნდა თქვაო... ბატონი ლევან ვასაძე ადამიანური ენით მიმართავს საზოგადოებას და მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი მკაცრად იყოს, რასაც მივესალმები, რადგან ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი კანონის შერჩევით შესრულებას არის ჩვეული.

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:

- ჩვენს კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა განსაკუთრებით დასჯადი ეს საკითხი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცნობს პრაქტიკას, როდესაც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში აკრძალეს პროვოკაციული მხატვრული ფილმის აფიშების გაკვრა. ფილმის რეჟისორმა ბიბლიური სიუჟეტი გამოიყენა, რომელშიც პორნოგრაფიული ელემენტებიც იყო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბალანსის დაცვა, - ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და რომელიმე რელიგიური მრწამსის მიმდევარს შორის. მაგალითად, პირადად მე ვერ მივესალმები ვერანაირ სიახლეს, რომელიც სოციალურ ქსელში აზრის თავისუფალ გამოხატვას შეზღუდავს, ასეთ შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობაში მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მე, ამ ფორმულირებას ზოგადად ვაკეთებ, საერთოდ ადამიანს, აზრის გამოხატვის უფლება არ შეუზღუდო, ვინაიდან ვიღაც ეთანხმება ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ცხოვრობს და ვიღაც არ ეთანხმება, და მგონი, მაქვს უფლება ვთქვა ის, რასაც არ ვეთანხმები. ისევე, როგორც ამა თუ იმ რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები აკეთებენ ამას.

- აზრის გამოხატვის ფორმაზეა საუბარი, ბატონო შალვა...

- დიახ, მესმის, მაგრამ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონონ. ეს პრობლემა ჩვენთანაც ისე უნდა იყოს მოგვარებული, როგორც ევროპის ქვეყნებში, რომლისკენაც გამალებული ვისწრაფით. რაღაცის ასე ხელაღებით აკრძალვა, ძალიან მძიმე ნაბიჯია და ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. ნებისმერი ორგანიზაცია და პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, თუ ის თესავს რელიგიურ შუღლს, ერთა შორის უთანმხოებასა და შეუწყნარებლობას...…

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)''
http://www.kvirispalitra.ge/public/16292-gakhdeba-thu-ara-internetshi-religiis-sheurackhyofa-kanonith-dasjadi.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2013, 03:21 PM

კახეთში ახალგაზრდა მამაკაცმა დანით ჯერ მონაზონი, შემდეგ კი არასრულწლოვანი დაჭრა. შემთხვევა ბოდბის მონასტერში და შემდეგ სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში მოხდა. დაზარალებულები წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ეჭვმიტანილი სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დააკავეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 26 2013, 03:40 PM

ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif

ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2013, 03:40 PM

ციტატა(G_saxva @ Mar 26 2013, 04:37 PM) *

ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif


გიორგი, ეს ამბავი გუშინ გამოაცხადეს ტელევიზიით. სამწუხარო რეალობაა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2013, 10:44 AM

"პრაიმერს” ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან დაახლოებულმა წყარომ კონფიდენციალურად შეატყობინა, რომ ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა მეუფეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილი გაანდო.

წყარო არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის და რა ვითარებაში მოხდა ამ თემაზე საუბარი.

მისი თქმით, მეუფემ სააკაშვილს ურჩია, ჯერჯერობით თავი შეეკავებინა განზრახვის სისრულეში მოყვანისგან.

“ბერობა მძიმე და საპატიო ტვირთია შვილო. მოხარული ვიქნები, გზა დაგილოცო სულიერი ცხოვრების სფეროში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ საერო ცხოვრებაშიც ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი”- ასეთი პასუხი გაუცია კალისტრატეს პრეზიდენტისთვის.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 2 2013, 10:47 AM

მეეჭვება ჯერ რომ მართალი იყოს უფრო საპირველ აპრიო ხუმრობას გავს biggrin.gif მეორე ის რომ ასევე ვეჭვობ შეძლოს ბერობა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2013, 10:48 AM

ციტატა(G_saxva @ Apr 2 2013, 11:47 AM) *

მეეჭვება ჯერ რომ მართალი იყოს უფრო საპირველ აპრიო ხუმრობას გავს biggrin.gif მეორე ის რომ ასევე ვეჭვობ შეძლოს ბერობა.


მართალი ხარ, შეიძლება ხუმრობაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 3 2013, 12:18 AM


ციტატა
ასეთი პასუხი გაუცია კალისტრატეს პრეზიდენტისთვის.

საპირველაპრილო ხუმრობები არ მიზიდავს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 4 2013, 10:41 PM

საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარეს” მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, სადაც საპარლამენტო უარავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის იეღოველთა კონგრესთან კავშირზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ აღნიშნულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“29 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იეღოველთა (რასელისტთა) კონგრესთან “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის კავშირის შესახებ, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, ეკლესიის განცხადებად. ამ შეცდომის მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქოში, მართლაც, ფუნქციონირებს იგივე სახელწოდების, ოღონდ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდი “ლაზარე”, რომელიც ჩვენს არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ანხორციელებს.

საზოგადოებრივ მოძრაობა “ლაზარეს” საქმიანობასთან კი (რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ამაშუკელი) საქართველოს საპატრიარქო დაკავშირებული არ არის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივმა მოძრაობა “ლაზარემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 7 აპრილს იეღოველთა შეკრება იმართება, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი კი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დეპუტატი თინათინ ხიდაშელია. გავრცელებულ ინფორმაციას გამოხმაურება თინათინ ხიდაშელისგან და “რესპუბლიკური” პარტიისგან მოჰყვა. ხიდაშელი ინფორმაციას აფსურდულს უწოდებს და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარესგან” საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.


http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxadeba-30-03-2013

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 5 2013, 07:53 PM

მეუფე თეოდორე რაბათის ციხის შესახებ აკეთებს განცხადებას.

http://news.ge/ge/news/story/51036-rabatis-mecheti-qartvelma-aago-da-stsored-amitom-is-qartuli-sapatriarqos-sakutrebaa
ისე რას ფიქრობთ ამაზე?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 8 2013, 01:24 PM

დიმიტრი როსტოველის წმინდანთა ცხოვრების I ტომი გამოვიდაო, ქართული თარგმანიო. აბა ვინ რა იცით?
ალილოში არაა, არც ბიბლუსში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2013, 09:08 PM

მარიამი
მე შენგან გავიგე პირველად...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 10 2013, 04:37 PM

A.V.M
მე კიდევ უკვე ვიყიდე smile.gif

მაღაზია "ლიბრაში". ფასი 35 ლარი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2013, 04:46 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 10 2013, 05:37 PM) *

A.V.M
მე კიდევ უკვე ვიყიდე smile.gif

მაღაზია "ლიბრაში". ფასი 35 ლარი.


რომ წაიკითხავ, მარი, გაგვაგებინე შენი ემოცია mpua.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 10 2013, 05:07 PM

ციტატა(marine @ Apr 10 2013, 04:46 PM) *

რომ წაიკითხავ, მარი, გაგვაგებინე შენი ემოცია mpua.gif

რუსულად მაქვს წაკითხული შიგადაშიგ. წმინდანთა ცხოვრების სრული ვერსიაა. ისე რუსულ გამოცემაში, როგორც ვიცი შეცდომები იყო. განსაკუთრებით ქართველ წმიდანებთან და დღესასწაულებთან დაკავშირებით. მაგალითად, კვართზე წერია, რომ შაჰ აბასმა გაუგზავნა რუსებს და დღეს რუსეთში იმყოფება. სხვა შეცდომებზეც გამიგია. საინტერესოა, ქართულ გამოცემაში თუ გაასწორეს რამე.
ასევე საინტერესოა, ქართველი წმინდანების ცხოვრების სრული ვერსიები თუ იქნება ჩამატებული. კარგი კი იქნებოდა, მაგრამ დიმიტრი როსტოველის აღარ იქნება და თუ ზუსტი თარგმანი გააკეთეს, მაშინ ალბათ ქართველ წმინდანთა ცხოვრებების სრული ვერსიის დამატება იქნება სასურველი მე-13 ტომად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 11 2013, 12:31 AM

საწყალი პრეზიდენტი ...
როგორ დამტვრეულა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2013, 10:45 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 11 2013, 01:31 AM) *

საწყალი პრეზიდენტი ...
როგორ დამტვრეულა...
biggrin.gif


მე მგონია, რომ გალახეს... mellow.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 11 2013, 11:24 AM

მაგის ხელის დამრტყმელი ჩემი ხელის დამრტყმელია biggrin.gif ისე კაი ტიპია ერთადერთი პრეზიდენტია რომელსაც ტრაილერმა დაარტყაა ველოსიტედით მოძრაოვისას biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2013, 11:54 AM

ასეც ამბობენ, რომ ძალით დაიზიანა ხელი, რომ საბუთებზე ხელმოწერა არ გააკეთოს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 11 2013, 11:59 AM

ეჰ ახლა იმდენი ტყულ მართალი იქნაბ ვერც კი დაიმახსოვრებ. კადრებიც გაავრცელეს მაგრამ აშკარად ყალბია :შ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 11 2013, 11:28 PM

ჭორები ბევრი გავრცელდება , მარა ფაქტია ,,კატაობისას დაიმტვრა'' რაც სირცხვილია...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 09:04 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 11 2013, 11:28 PM) *

ჭორები ბევრი გავრცელდება , მარა ფაქტია ,,კატაობისას დაიმტვრა'' რაც სირცხვილია...

თურქებმა გაავრცელეს პირველად რომ ტრაილერი დაეჯახა და ეგრეც იქნება, მერე არაო რომ იძახიან უნდათ გამოძვრენ იმდენად სამარცხვინო ფაქტია sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 11:20 AM

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/29753-qsaqmis-kursshi-chadges-patriarqiq-ras-moithkhovdnen-klinikashi-shetcrili-socdaucvelebi.html
რას იტყვით ამაზე? ვაი საქართველო საით მიექანები sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 12 2013, 02:00 PM

ეს შენობაში შეჭრა არაა გასამართლებელი მაგრამ არავის ვუსურვებ მაგ ადამიანების ყოფაში ჩავარდნას. რომ არ იცი ხვალ სად გაგითენდება და დაგიღამდება, საშინელებაა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 02:26 PM

ნამდვილად არ მესმის შენ რომ გამწარებული ხარ სხვა რატომ უნდა გაამწარო? ამით შენთვის რა შვებაა? ის ადამიანები რომლებიც იქ მკურნალობენ რას იზავენ? წამოხტებიან და ამათ ადგილს დაუთმობენ?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 12 2013, 02:42 PM

G_saxva
როცა გამწარდები ალბათ ვეღარ საზღვრავ მაგდენს.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 03:36 PM

ციტატა(qetevano @ Apr 12 2013, 02:42 PM) *

G_saxva
როცა გამწარდები ალბათ ვეღარ საზღვრავ მაგდენს.

რავიცი მაინც არ მესმის. სხვა რომ გამწარდება მაგით შენ რას მოიგებ მაგას ვერ ვხვდები, რა სარგებელია შენი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2013, 10:55 PM

რა შუაშია საერთოდ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2013, 02:20 PM

მარიამი

ციტატა
დიმიტრი როსტოველის წმინდანთა ცხოვრების I ტომი გამოვიდაო, ქართული თარგმანიო. აბა ვინ რა იცით?
ალილოში არაა, არც ბიბლუსში.

მაგ წიგნის მთარგმნელი (მამა თეოდორე გოგოლაძე) ჩემი პირველი მოძღვარი იყო , დაახლოებით 13 წლის წინ .
დღეს გავიგე მამა თეოდორეს (და არა მამაოს biggrin.gif ) თარგმნილი ყოფილა და საჩუქრადაც მივიღე წიგნი.biggrin.gif
და დაპირებაც , რომ ყოველი ახალი ტომის გამოსვლისას საჩუქრად მივიღებ მას .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 15 2013, 11:25 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 14 2013, 02:20 PM) *

მარიამი

მაგ წიგნის მთარგმნელი (მამა თეოდორე გოგოლაძე) ჩემი პირველი მოძღვარი იყო , დაახლოებით 13 წლის წინ .
დღეს გავიგე მამა თეოდორეს (და არა მამაოს biggrin.gif ) თარგმნილი ყოფილა და საჩუქრადაც მივიღე წიგნი.biggrin.gif
და დაპირებაც , რომ ყოველი ახალი ტომის გამოსვლისას საჩუქრად მივიღებ მას .

უყურე შენ, ზოგს რა ბედი აქვს! smile.gif
აბა რადგან საჩუქრად მიიღებ, დავალება შენ: ახალი ტომი რომ გამოვა, გაგვაგებინე, რომ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, ვიყიდოთ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 16 2013, 02:49 AM

მარიამი

ციტატა
უყურე შენ, ზოგს რა ბედი აქვს!

ბედი კი არა რამდენს ვლოცულბ ეგ ნახე...biggrin.gif

ციტატა
აბა რადგან საჩუქრად მიიღებ, დავალება შენ: ახალი ტომი რომ გამოვა, გაგვაგებინე, რომ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, ვიყიდოთ მაინც

გავიღებ მაგ წყალობს გლახაკთა ზედა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 16 2013, 02:49 AM

...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 16 2013, 04:07 PM

უი, ახლა გავიგე, ალილოს პირდაპირ, პროკრედიტთან შესახვევიაო, რაღაც მაღაზია "ჩირაღდანიო" და იქ 28 ლარი ღირსო. მაინცდამაინც ლიბრაში ნუ გავარდებით 35 ლარით smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 17 2013, 02:09 AM

მარიამი
ხო...
ვნახე იმდღეს...

ჰოი მალადეც...biggrin.gif

,,73 წლის კახელმა პაპამ მეგობრის 70 წლის ცოლი მოიტაცა
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 73 წლის ვალიკო ღირსიაშვილმა გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, 70 წლის ანა მოიტაცა.

მოტაცებიდან ხუთი წლის შემდეგ ანა ამბობს, რომ კვლავ გარდაცვლილი მეუღლე უყვარს, ვალიკო კი მოტაცების ორ მცდელობას ღიმილით იხსენებს. ნახეთ და დარწმუნდით, რომ მართლაც "სიყვარული ყველას უნდა".


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/75927-73-tslis-kakhelma-papam-megobris-70-tslis-coli-moitaca.html#ixzz2QfOq6tcF

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 17 2013, 02:10 AM

A.V.M
ეგ ძველია და მე დავდე გავუზიაროთში tongue.gif

ააა მე სხვა წყაროდან დამიდია.
ის ქალი შემეცოდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 17 2013, 02:19 AM

qetevano

ციტატა
ააა მე სხვა წყაროდან დამიდია.

ხოდა ეგრე...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2013, 04:12 PM

ჯეფრი სილვერმანი - რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა

16-04-2013
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

- თქვენ ინტერვიუს დაწყებისას მითხარით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზეც გაქვთ საინტერესო მასალები...

- დიახ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა.

- რატომ?

- ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ - ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე, შედარებით ჩაუხედავ კაცსაც კი უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინს, ასევე, გიგა ბოკერიას, რომელიც ძალზე საშიში პიროვნებაა.

***

- თქვენ საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ გაქვთ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე...

- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ( FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიეყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.




პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 17 2013, 04:16 PM

აგვისტოს ომი რომ წინასწარ იცოდნენ ამას დავა არ უნდა წაკითხულიც მაქვს რამოდენიმე თვით ადრე წერდნენ აგვისტოში უნდა დაიწყოსო და ისე აგიდა ყველაფერი.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 18 2013, 12:24 AM

ციტატა
აგვისტოს ომი რომ წინასწარ იცოდნენ

აი ეს არის წინასწარგანზრახულობა ზუსტადაც smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2013, 02:40 AM

facepalm

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 19 2013, 05:19 PM

ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.

ამასთან, კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში კი, გაიზარდა

ჯგუფების რაოდენობა და სამუშაო მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთია "კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი".
"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაუკავშირდა.

მეუფის თქმით, სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჯვრისწერა ოფიაციალურად იყოს ცნობილი.

"ამჟამად ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა არ არის ოფიციალური დოკუმენტი. საჭიროა, სახელმწიფომ აღიაროს იგი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. რამდენად სწრაფად არის ეს ყოველივე შესაძლებელი, ჯერ უცნობია. მუშაობის პროცესში გამოჩნდება. სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება ჯერ დაგეგმილი არ არის", - დასძინა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/76154-jvristseras-shesadzloa-iuridiuli-dzala-mieces.html?add=1#comments#ixzz2QumdtUdq

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 20 2013, 04:41 AM

მშვენიერი იდეაა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 29 2013, 03:55 PM

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხაშურში გზის პირას განლაგებულ მაღაზიაში შევარდა. შედეგად, მძღოლმა და ერთმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოილიციასთან ერთად მაშველებიც მუშაობდნენ. ტრაილერის მძღოლის და მისი თანმხლები პირის მანქანიდან ამოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2013, 11:48 AM

„თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, უახლოეს კვირებში გაიწერება თამბაქოს მოხმარების რეგულაციები, მკაცრად აიკრძალება სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის, თამბაქოს რეკლამირება და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გაძვირდება თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადიც,“ – ჩვენთან საუბარში განაცხადა არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე კონტროლის გამკაცრების იდეა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს ინიციატივა მან 10 აპრილს ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას გაახმოვანა.

მისივე თქმით, „ ქვეყანაში გაიზრდება ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.“

კონკრეტულად რა რეგულაციები დაწესდება თამბაქოს აკრძალვის კუთხით და რა ნაბიჯები გადაიდგმება მასზე კონტროლის გასამკაცრებლად? ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად გვესაუბრება არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა: „საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა თამბაქო. მთავრობის მიზანია ქვეყანაში თამბაქოზე კონტროლის გაძლიერება. ეს მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მაგალითად, თამბაქოს კონტროლის შესახებ დღეს არსებულ კანონში ბევრი რამ უკვე გაწერილია, თუმცა აღსრულების მექანიზმი თითქმის არ არსებობს. ეს აღსრულების მექანიზმი გააქტიურდება, როგორც კი სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და ისეთი დარღვევები, როგორიცაა სასწავლო დაწესებულებებთან თამბაქოთი ვაჭრობა, არასრულწლოვნებზე გაყიდვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, ტრანსპორტში, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარება მკაცრად აიკრძალება და ამგვარი ქმედება დაისჯება. ასევე, კვების ობიექტებში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი ტერიტორია როგორც მწეველთათვის, ისე არა მწეველთათვის კანონის შესაბამისად.“


მისივე თქმით, „თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი, რაც ყველაზე კარგად მუშაობს, არის თამბაქოზე ფასის ზრდა, რაც, სავარაუდოდ, განხორციელდება საქართველოშიც და ეს მოხდება ეტაპობრივად“.

„ჩვენ არ ვართ მწეველი ადამიანების მოწინააღმდეგე. მწეველი არის ჩვეულებრივ ნიკოტინდამოკიდებული ისევე, როგორც ნარკოტიკდამოკიდებული პაციენტი, რომელსაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მკურნალობისა და ამ მავნე ჩვევის დაძლევის პირობები. ეს იქნება იგივე სატელეფონო კონსულტაციები, რომელიც ახლაც არსებობს ( ცხელი ხაზი: 116 001 ), უნდა გაფართოვდეს და უფრო სრულყოფილი გახდეს. ასევე, შეიქმნება სხვადასხვა საკონსულტაციო სამსახური, სადაც მწეველი ადამიანი გაივლის შესაბამის კონსულტაციას. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ნიკოტინჩანაცვლებითი პრეპარატებიც.

რაც შეეხება სამედიცინო კონსულტაციებს და მწეველთა დახმარების ცენტრებს, სავარაუდოდ, იქნება როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე კერძო ფსიქოლოგიური სამსახურები. რაც მთავარია, ამგვარი სერვისები აუცილებლად უნდა არსებობდეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც თავად მწეველზეა დამოკიდებული,“ – ამბობს ლელა სტურუა.

არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, „როდესაც თამბაქოზე კონტროლის შესახებ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, მკაცრად გაკონტროლდება თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში; მაგრამ კონკრეტულად კონტროლის რა მექანიზმები ამუშავდება, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. თუმცა ერთ-ერთი მეთოდი შესაძლოა იყოს ჯარიმის დაწესება. მაგალითად, როდესაც სამედიცინო ან სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქე თამბაქოს მოწევს, დაჯარიმდება დაწესებულება, სადაც დაფიქსირდა მოწევის ფაქტი და როდესაც მოუწევს საკმაო ოდენობით ჯარიმის გადახდა, შემდგომ უკვე ეს დაწესებულება მკაცრად გააკონტროლებს, რომ მის ტერიტორიაზე არავინ არ მოიხმაროს თამბაქო.

ამჟამად, სამწუხაროდ, კონტროლი არ ხორციელდება, მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება. მთავარი თამბაქოს საწინააღმდეგო ქმედებებში არის პოლიტიკური ნება, ვინაიდან თამბაქოს ინდუსტრია ძალიან ძლიერია. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს შესახებ კანონის მიხედვით: ჩვენ აკრძალული გვაქვს თამბაქოს ინდუსტრიის ჩართულობა ამ პროცესში და მათი ინტერესების გათვალისწინება, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ. ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაა.

რადგან პოლიტიკური ნება არსებობს, რაც წლების მანძილზე არ ყოფილა დაფიქსირებული, იმედი მაქვს, რომ ეს რეალურად განხორციელებადია; ჩვენ მოვახერხებთ და საქართველოში შემცირდება თამბაქოს მოხმარება.“

როგორც უკვე ვთქვით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება თამბაქოს რეკლამირებაზე. ქალბატონ ლელა სტრუას თქმით, „გააქტიურდება ანტი პროპაგანდა თამბაქოს წინააღმდეგ. გაიზრდება წარწერები თამბაქოს კოლოფზე და ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კოლოფის დიდი ნაწილი დაიკავოს ანტი რეკლამამ, რაც ამჟამად ავსტრალიაშია განხორციელებული. სამთავრობო კომისია მუშაობს ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე აკრძალულია პირდაპირი რეკლამა ყველა საშუალებით, გარდა ბილბორდებისა, ამიტომ ყოველ მეორე ბილბორდზე განთავსებულია თამბაქოს რეკლამა. ესეც აიკრძალება, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ასევე, შეზღუდვები უნდა დაწესდეს არაპირდაპირ რეკლამაზე. მაგალითად, ქართულ სერიალებში ლამის თამბაქოს პროპაგანდაა გაჩაღებული, ასევე, იუმორისტულ შოუებსა და სხვადასხვა ტელეგადაცემებში, რაც უნდა აიკრძალოს.“

STEPS – ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, „საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია“.

ლელა სტურუა: „თამბაქოს პასიური მოხმარება იწვევს ზუსტად იმ დაავადებებს, რასაც აქტიური მოხმარება. ეს არის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ყველაზე მწვავე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, რომლის უკუგანვითარება არ ხდება. მე არ მინახავს არც ერთი მწეველი მშობელი, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილი სკოლაში ეწეოდეს, ნამდვილად არავის ეს არ სურს; მაგრამ მშობლებს ხშირად არ აქვთ გათავისებული, თუ რა ზიანს აყენებენ თამბაქოს მოხმარებისას გამოწვეული კვამლით შვილებსა და მის გარშემომყოფთ. მერე უკვირთ, რატომ ცივდება ბავშვი ხშირად, რატომ აქვს სუსტი ბრონქები და იმას არ ფიქრობენ, რომ ამის გამომწვევი დიდწილად სწორედ თამბაქოა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მწეველმა გაითავისოს, თუ რა ზიანს აყენებს თავის ახლობლებს, ნათესავებსა და მის გარშემომყოფ ადამიანებს თამბაქოს გამონაბოლქვით, მოერიდოს სხვა ადამიანების თანდასწრებით მოწევას, განსაკუთრებით ბავშვების.

ძალიან დიდი პრობლემაა ორსულ ქალებში თამბაქოს მოხმარების კუთხით, რაც საფრთხეს უქმნის ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას და ხშირად იწვევს ბავშვის უეცარ სიკვდილს.“

„ჩვენ, ასევე, კონსულტაციებს გავდივართ ეკონომისტებთან, თუ რა გავლენას იქონიებს ეს სახელმწიფო ბიუჯეტზე და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ საქართველოში უკვე არის იმის საშუალება, რომ ჩვენ უარი ვთქვათ თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსულ თანხებზე, ვინაიდან თუ შევადარებთ, რა თანხები შემოდის ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან და რა თანხებს იხდის სახელმწიფო იმ დაავადებების გამო, რასაც თამბაქო იწვევს, გაცილებით დიდია დახარჯული თანხა, ვიდრე ინდუსტრიიდან შემოსული. ასე რომ, იმიტომაც არ მონაწილეობენ თამბაქოს ბიზნესში ჩართული პირები ამ პროცესებში, რომ მათი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. ჩვენი ბიუჯეტი არ არის თამბაქოზე დამოკიდებული. ძალიან მცირე ნაწილი მოდის თამბაქოს ინდუსტრიაზე.“

თამბაქოს კონტროლის შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებენ თამბაქოს საცალო რეალიზატორებიც:

ნათელა: „როგორც მოქალაქე, მომხრე ვარ, რომ შემცირდეს სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით მოზარდებში. ფასი თუ გაიზრდება, გავლენას მოახდენს ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ რას ვიზამთ, ხალხის ჯანმრთელობისთვის ასე ჯობს.“

ლია: „მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტით ვვაჭრობ, მომხრე ვარ, რომ თუნდაც ერთი კოლოფი 10 ლარი გახდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზარალებს, მაგრამ ხალხის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. იქნებ მაშინ მაინც ვეღარ იყიდონ და თავი დაანებონ მოწევას, განსაკუთრებით ბავშვებმა და გოგონებმა.“

იზოლდა: „მივესალმები თამბაქოზე კონტროლის დაწესებას, ხალხისთვის ასე აჯობებს. იქნებ აღარ იყიდონ და მოიშორონ ეს მძიმე სენი.“

ეთერი: „თამბაქოზე კონტროლის გამკაცრება ბიზნესს ძალიან დააზარალებს და უმუშევარი დარჩება ბევრი ადამიანი. ისედაც გაჭირვებაში ვცხოვრობთ და უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით.“

ნინო: „ჩემი აზრით, ყველა თავის ჯანმრთელობას თვითონ უნდა გაუფრთხილდეს. მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს, ვისაც მოწევა უნდა, მაინც მოწევს.“

ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა თამბაქოს მომხმარებელმა მაკა ბერიძემ: „ოცდახუთი წელია ვეწევი და არ მგონია, რომ ასე ადვილად დავანებო თავი სიგარეტს, თუმცა ფასები თუ მოიმატებს, ეს ჩემს ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და ალბათ, დღიური ღერების რაოდენობას შევამცირებ. ზოგადად კონტროლის გამკაცრებას მივესალმები, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ უნდა ეწეოდნენ, განსაკუთრებით კი სასწავლო დაწესებულებებში. ვფიქრობ, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზაცია.“

მიხეილ სამნიაშვილი: „თამბაქოს ფასის მატება ძალიან ცუდი იქნება. ახლაც ძლივს ვყიდულობთ და რომ გაძვირდება, მერე როგორღა შევძლებთ ყიდვას. მთელი ხელფასი თუ სიგარეტში წამივიდა, ოჯახს რაღა ვაჭამო, ან მე რითი ვიარსებო?!“

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ თამბაქოსგან მიყენებული ზარალი მეტად შემაშფოთებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად. აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს კონტროლის კუთხით სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას უდრის.“

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 1 2013, 12:48 AM

კარგი იქნება...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 1 2013, 12:53 AM

ყურადღება ახალი ამბავი, დიდი სიხარულით გატყობინებთ რომ რეალი გამოეთიშა ლიგას
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 1 2013, 01:39 AM

ეგ კარგი და ახლა ისე, დღთეს დაუკრძალავთ მამა გიორგი ბასილაძე. ფოტოები თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.facebook.com/media/set/?set=a.519862091404137.1073741838.498283116895368&type=1

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: May 1 2013, 03:45 AM

ციტატა(qetevano @ May 1 2013, 01:39 AM) *

ეგ კარგი და ახლა ისე, დღთეს დაუკრძალავთ მამა გიორგი ბასილაძე. ფოტოები თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.facebook.com/media/set/?set=a.519862091404137.1073741838.498283116895368&type=1



უი არ ვიცოდი თუ გარდაიცვალა sad.gif ღმერთმა აცხონოს sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 1 2013, 02:53 PM

ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი”უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.


მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.

ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.

ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.

გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 1 2013, 09:00 PM

ტრაგედიაა , როდესაც სახელმწიფოს ესა თუ ის სტრუქტურა იძულებულია ამგვარი განცხადება გაკეთოს...

რომელ დასავლურ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:43 PM

G_saxva

ძალიან მეამა ჭიაკოკონობის აკრძალვა... უამრავი ბავშვი სახიჩრდებოდა... დედამ მითხრა, რომ კომუნისტების დროს, მის ბავშობაში, როცა ცეცხლს ახტებოდნენ, ღმერთო მაპატიე და ამბობდნენ "ალილუია ეშმაკებს და კუდიანებს." წარმოიდგინეთ ვნების კვირის ოთხშაბათს, ასეთ მძიმე დღეს, რომ ბავშვები ეშმაკებს ცემენ თაყვანს... mellow.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:50 PM

ციტატა(marine @ May 13 2013, 04:43 PM) *

G_saxva

ძალიან მეამა ჭიაკოკონობის აკრძალვა... უამრავი ბავშვი სახიჩრდებოდა... დედამ მითხრა, რომ კომუნისტების დროს, მის ბავშობაში, როცა ცეცხლს ახტებოდნენ, ღმერთო მაპატიე და ამბობდნენ "ალილუია ეშმაკებს და კუდიანებს." წარმოიდგინეთ ვნების კვირის ოთხშაბათს, ასეთ მძიმე დღეს, რომ ბავშვები ეშმაკებს ცემენ თაყვანს... mellow.gif

ეგ ამბავი დედაშენს კი არა მეც მახსოვს კაცო. ყველაზე მეტად მაინც წამლის ამპულების ჩაყრა მიყვარდა ცეცხლში, ეჰ რა კარგი იყო.biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:52 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 05:50 PM) *

ეგ ამბავი დედაშენს კი არა მეც მახსოვს კაცო. ყველაზე მეტად მაინც წამლის ამპულების ჩაყრა მიყვარდა ცეცხლში, ეჰ რა კარგი იყო.biggrin.gif


ვაიმე, სწორედ მაგ წამლის ამპულამ მრავალ ბავშვს გამოთხარა თვალი blink.gif შენ ღმერთმა დაგიფარა mpua.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:55 PM

ციტატა(marine @ May 13 2013, 04:52 PM) *

ვაიმე, სწორედ მაგ წამლის ამპულამ მრავალ ბავშვს გამოთხარა თვალი blink.gif შენ ღმერთმა დაგიფარა mpua.gif

არა და როგორ მიყვარდა ერთ ტომარას ვაგროვებდი მაგ დღისთვის biggrin.gif მერე ჭონა მიყვებოდა და კარგი იყო ბავშვობა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:58 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 05:55 PM) *

არა და როგორ მიყვარდა ერთ ტომარას ვაგროვებდი მაგ დღისთვის biggrin.gif მერე ჭონა მიყვებოდა და კარგი იყო ბავშვობა.


სიმართლე გითხრა, ბავშვობაში მეც მიყვარდა ჭიაკოკონობა... ერთი რამ მიკვირდა, რომ რატომ იყო გარდამავალი და როგორ ხვდებოდნენ როდის იქნებოდა... სამწუხაროდ რელიგიურ სიბნელეში ვიზრდებოდით კომუნისტების დროს mellow.gif


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 05:04 PM

ციტატა(marine @ May 13 2013, 04:58 PM) *

სიმართლე გითხრა, ბავშვობაში მეც მიყვარდა ჭიაკოკონობა... ერთი რამ მიკვირდა, რომ რატომ იყო გარდამავალი და როგორ ხვდებოდნენ როდის იქნებოდა... სამწუხაროდ რელიგიურ სიბნელეში ვიზრდებოდით კომუნისტების დროს mellow.gif

მე ვიცოდი ვნების ოთხშაბათს რომ იყო და ველოდებოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 05:05 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 06:04 PM) *

მე ვიცოდი ვნების ოთხშაბათს რომ იყო და ველოდებოდი biggrin.gif


ჩემ დროს ვნების კვირა გაგებულიც არ მქონდა... smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 05:11 PM

marine
არა მე უფრო თანამედროვე ეპოქის წარმომადგენელი ვარ ოთხმოცაათიანი წლების მეორე ნახევრის როცა ქრისტიანობა თანდათან მომძლავრდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 20 2013, 09:27 PM

არქიმანდრიტი ანთიმოზი - "შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"
17 მაისის მოვლენების შესახებ უამრავი ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტით. მათ შორის განხილვის თემად იქცა კადრები, სადაც სასულიერო პირი იგინება. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს ხმა მისი არ არის...

- როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი, ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არ არის. ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას ვებრძვი და ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემი თანდასწრებით არ შეიგინონ.
30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა?

რატომ ბილწავენ საზოგადოებას?

- შესაძლოა თქვენ არ იგინებოდით, არ ჩხუბობდით, მაგრამ სასულიერო პირების მონაწილეობით ძალიან არასასიამოვნო კადრები ხომ დაფიქსირდა.
- ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, რომ არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო...
საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/78120-arqimandriti-anthimozi-qshegvindos-ufalma-thu-gadavametethq.html#ixzz2Tr3mqlzV

(გამიხარდება თუ ეს ყველაფერი დადასტურდება . თუ არადა უნდა დაისაჯოს როგორც ეკლესიის ისე სამოქალაქო სამართლით . )

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 21 2013, 09:09 AM

A.V.M
ვაი რომ არ დადასტურდება sad.gif უნდა ვაღიაროთ რაც დავაშავეთ და დავისაჯოთ სათანადოდ კიდევაც. გაბრაზებული იყო ნერვებს ძალიან აყვა და მაგიტომაც მოუვიდა, თან როგორც ვიცი კაბა დაეხა, მაგრამ ეს ყველფერი არ ამართლებს სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 22 2013, 10:05 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს თბილისის საერთაშორისო აეროპოტრში წმინდა სიონდის წევრები, სხვა სასწულიერო პირები და მრევლი დახვდა. კათოლიკოს-პატრიარქი აეროპოტრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სიწმინდეები მოილოცა და მრვევლთან მისი კონსტანტინეპოლში ვიზიტის მნიშნელობაზე ისაუბრა. კათოლიკო-პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის მიწვევით, მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტამბულში იმყოფებოდა. ხვალ, საღამოს 7 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 23 2013, 02:59 PM

შსს-მ 17 მაისის აქციის მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/78404-shss-m-17-maisis-aqciis-monatsile-or-sasuliero-pirs-brali-tsauyena.html#ixzz2U6zu9TPX
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.

გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/78404-shss-m-17-maisis-aqciis-monatsile-or-sasuliero-pirs-brali-tsauyena.html#ixzz2U6zpVzBP

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.


მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი)
შსს-ს ცნობით, გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: "შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით".


მამა იოთამ ბასილაია
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნეტგაზეთთან" საუბარში არ დააკონკრეტეს, არიან თუ არა დაკავებულები აღნიშნული სასულიერო პირები.


მიქაელ ბოტკოველი: სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს



2013-05-23 14:51:52

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.

პატრიარქის მდივნისთვის ორი სასულიერო პირის, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიასთვის ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ხშირად ამ სასულიერო პირებს აჩვენებდნენ.

"პოილიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", _ დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულმა სასულიერო პირებმა შესაძლოა, მოგვიანებით თავად გააკეთონ კომენტარი.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.

გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2013, 03:05 PM

მამაოებს არაფერი დაუშავებიათ და ვერაფერს დააკლებენ!!!!


"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?"

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 23 2013, 03:15 PM

ციტატა(marine @ May 23 2013, 03:05 PM) *

მამაოებს არაფერი დაუშავებიათ და ვერაფერს დააკლებენ!!!!

მარინე რატომ იძახი ამას? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ასე ნამდვილად არ შეიძლება ასე ბრმად გჯეროდეს სასულერო პირების. ეს უკვე ხიბლია და ძალიან ცუდია sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2013, 03:18 PM

ციტატა(G_saxva @ May 23 2013, 04:15 PM) *

მარინე რატომ იძახი ამას? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ასე ნამდვილად არ შეიძლება ასე ბრმად გჯეროდეს სასულერო პირების. ეს უკვე ხიბლია და ძალიან ცუდია sad.gif


მამა მიქაელის სიტყვებს ვეთანხმები. კონკრეტული დანაშაული ამ მამოებს არ ჩაუდენიათ!

"პოილიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", _ დასძინა მამა მიქაელმა.

მე ვაფასებ ამ ორ და ყველა მოძღვარს, ვინც იმ დღეს ქუჩაში იყო გამოსული და ჩვენი შვილების სიწმინდეს იცავდა!!! შეუწიროს უფალმა!!!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)